უმაღლესი რადას კომისიის რეკომენდაციები: გრძელდება უმე-თან ბრძოლის კურსი

რადას კომისიის რეკომენდაციები მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ. ფოტო: СПЖ

რადას კომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც ღიადაა მიმართული უმე-ს წინააღმდეგ. რატომაა ისინი დაწერილი და რა მომავალი გააჩნია უმე-ს მთავრობასთან დამოკიდებულებაში?

2022 წლის 30 მაისს უმაღლესი რადას კომიტეტში ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში შედგა მოსმენა თემაზე: „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საშიშროებებზე, რომელიც უკავშირდება რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთაც გააჩნიათ მმართველი ცენტრები სახელმწიფო-აგრესორის ტერიტორიაზე“, რომელთა შედგების მიხედვითაც 2022 წლის 15 ივნისს კომიტეტმა მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები. ეს დოკუმენტი საკმაოდ თვალსაჩინოა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მასში არის ღრმა შიდა დაპირისპირებები, მეორე - ის წარმოადგენს უკრაინის მომავლისთვის იმ ბრძოლის ასახვას, რომელიც არა მხოლოდ ფრონტზე მიმდინარეობს. რეკომენდაციის მიხედვით, ხელისუფლება ამ მომავალს უმე-ს გარეშე ხედავს.

რეკომენდაციების ძირითადი თეზისები შემდეგია:

  • უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება რელიგიური კონფესიების დევნა და მორწმუნეთა უფლებების შელახვა, ამავე დროს კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მსგავსი არაფერია;
  • კანონი 2662-VIII (უმე-თვის სახელის გადარქმევის შესახებ)“ბოლომდე არაა რეალიზებული“, უმაღლესმა რადამ უნდა შეიმუშაოს „მისი განახლებული რედაქცია“ და ცხოვრებაში შეასხას ხორცი;
  • აუცილებელია ბრძოლა პეტრე I- სა და ეკატერინე II-ის ბრძანებების შედეგებთან, რომლებიც ლახავენ უკრაინელი მორწმუნეების უფლებებს;
  • ღვთისმსახურება უნდა ჩატარდეს მხოლოდ უკრაინულ ენაზე;
  • ყველა მართლმადიდებელი უნდა გაერთიანდეს ერთ ეკლესიაში „საერთაშორისო არენაზე უკრაინის ავტორიტეტის ასამაღლებლად“;
  • აუცილებელია შეიქმნას კანონპროექტი რელიგიური თემების იმ შემთხვევაში გადასვლის გამარტივების თაობაზე, როცა წინამძღოლი წინააღმდეგია;
  • რმე-სა და ყირიმის ეპარქიების წინააღმდეგ აუცილებელია სანქციების შემოღება ეუთს-ს დონეზე;
  • მინისტრთა კაბინეტმა უნდა გააძლიეროს ზედამხედველობა რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომელთა ცენტრიც არის აგრესორ ქვეყანაში, კერძოდ, ფინანსებზე, შემოწირულობებზე და ა.შ;
  • ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე აუცილებელია შეიქმნას კომისიები დისკუსიების ჩასატარებლად თემების გადასვლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

სანამ გადავალთ მოცემული დოკუმენტის ანალიზზე და მივუთითებთ მის წინააღმდეგობებზე, უნდა ვთქვათ, რომ თავად ამ რეკომენდაციების წარმოქმნა მჭერმეტყველურად მიუთითებს - უმე-ს არამეგობრები არ მიატოვებენ ეკლესიის განადგურების მცდელობას მიუხედავად იმისა, რომ უმე-ს საეკლესიო კრებამ თეოფანიაში გამოაცხადა მისი სრული დამოუკიდებლობა რმე-გან.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის მიზანს წარმოადგენს სწორედ უმე, როგორც ასეთი და არა მისი დამოკიდებულება რმე-თან. არამეგობრები ეცდებიან ავნონ უმე-ს, იქნება ის სამგზის დამოუკიდებელი და ავტოკეფალური. მღვდელმთავრები შესანიშნავად ხვდებოდნენ, რომ სრული დამოუკიდებლობის აღიარება არ დაასრულებდა დევნას, ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ასეთი გამოცხადების მთავარი მოტივი იყო არა სურვილი შეეწყვიტათ დევნა, არამედ სხვა რამ. ახლა კი, საკუთრივ, რეკომენდაციებზე, უფრო ზუსტად - დოკუმენტის აბსურდულობასა და წინააღმდეგობებზე.

პირველი წინააღმდეგობა: ვისზე წერს კომიტეტი, თუ უკრაინაში არაა ეკლესიები ცენტრით რფ-ში?

უმაღლესი რადას კომიტეტის მოსმენები ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებზე მიმართული იყო ერთადერთი რელიგიური კონფესიის- უმე-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ მჭევრემტყველურად საუბრობს ის მოხსენებებიც, რომლებიც ავტორებმა გამოქვეყნეს ინტერნეტში და საკუთრივ, კომიტეტის რეკომენდაციები. ამასთან, რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელ ტექსტში თავად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ერთხელაც არაა ნახსენები. კონკრეტულად ნახსენებია „რუსული მართლმადიდებელი ეკლესია“, რომელიც ბუნებაში არ არსებობს (არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია), ყირიმის ეპარქიები და ასევე ერთგვარი „რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), რომლებიც შედიან რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) სტრუქტურაში (წარმოადგენენ ნაწილს), რომლის მმართველი ცენტრიც (სამმართველო) უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოშია, რომელიც კანონით ცნობილია ასეთად, რომ მან განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და/ან დროებით მოახდინა მისი ტერიტორიის ოკუპაცია“.

ყველასთვის ნათელია, რომ ამ ვრცელი განსაზღვრის უკან მის ავტორებს მხედველობაში აქვთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ უმე არ ექცევა არ განსაზღვრის ქვეშ. თუ ადრე უმე-ს წესდების ცალკეული დებულებების მიხედვით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო დისკუსიის წარმოება, რომ უმ-ს რაღაც კავშირი აქვს რუსეთის ეკლესიასთან, თეოფანიაში საეკლესიო კრების შემდეგ, როცა უმე-ს წესდებიდან საერთოდ ამოიღეს ყოველგვარი ხსენება რმე-ს თაობაზე, ამის გაკეთება არ შეიძლება. ამიტომაც თავად დოკუმენტის სახელწოდება, სადაც ნახსენებია „ნაციონალური უსაფრთხოების საფრთხეები, რომელიც უკავშირდება რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთაც მმართველი ცენტრები გააჩნიათ სახელმწიფო-აგრესორის ტერიტორიაზე“, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს. ასეთი რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში არ არსებობს. და თუ ის არსებობს - მაშ, რას ემსახურება მთელი ეს ტექსტი?

თავად დოკუმენტის სახელწოდება, სადაც ნახსენებია „სახელმწიფო-აგრესორის“ ეკლესიისგან საფრთხის თაობაზე, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს. ასეთი რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში არ არსებობს. და თუ ასეთი არ არსებობს - მაშ, რას ემსახურება მთელი ეს ტექსტი?

 

წინააღმდეგობა მეორე: უკრაინაში რელიგიის თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ეხება უმე-ს

რეკომენდაციებში ბევრჯერ არის ხაზგასმული, რომ უკრაინა თავისუფალი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, კერძოდ, სინდისის თავისუფლების უფლება. რამოდენიმე ციტატა მაგალითისთვის:

  • „სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების ფუძემდებლური პრინციპების უზრუნველყოფა, ამ უფლებების რეალიზაცია სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების პრაქტიკაში არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია“.
  • „...რელიგიური ორგანიზაციები მოქმედებენ სახელმწიფოს სამართლებრივ ველში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის კანონიკურად განსაზღვრულ საქმეებში, უზრუნველყოფს რა რელიგიის, ეკლესიის სოციალურად მნიშვნელოვანი საქმიანობის თავისუფლებას და ხელსაყრელ პირობებს მისი მორალურ-საგანმანათლებლო სამუშაოსთვის“.
  • „სახელმწიფო თავს იკავებს რწმენის, მრწამსის ან რელიგიური ერთობის შიდა ორგანიზაციის საკითხებში ჩარევისგან“.

ყოველივე ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ დღევანდელი რეალიები გვიჩვენებს, რომ ეს უბრალოდ ფუჭი სიტყვებია. ჩინოვნიკები ხომ ადგილებზე სრულიად ღიად არიან დაკავებული სწორედ „ჩარევით ეკლესიის კანონიკურად განსაზღვრულ საქმეებში“. შეგვიძლია გავიხსენოთ მხოლოდ ბოლო რამოდენიმე მაგალითი.

ხმელნიცკის რაიონის მეთაურმა ჩერნიევიჩმა ერთი თვის განმავლობაში პირადად გადაიყვანა მეუ-ში უმე-ს 16 ტაძარი.

ჩერკასის მხარის კონოვოვკაში შრამკოვის გტე-ს მეთაურმა ა. კულიამ ჩაშალა უმე-ს ტაძრის კურთხევა.

ივანოვი-ფრანკოვოშო მარცინკივის მერი გამოსცემს განკარგულებებს უმე-ს ტაძრის მეუ-თვის გადაცემის თაობაზე, მიუხედავად თავად თემუს არაერთი მიმართვისა უმე-სადმი ერთგულების თაობაზე. უფრო მეტიც, მარცინკივი მოუწოდებს ქალაქელებს „შეიკრიბონ და გამოვიდნენ“ „პირველ მსახურებაზე უკრაინულ ენაზე“.

ბოიარკაში მერი აანონსებს მთელი ქალაქის მოსახლეობის შეკრებას მასიურად მეუ-ში გადასვლისთვის უმე-ს თითოეული ტაძრიდან. და ეს უმე-ს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალვის ათეულობით შემთხვევების მიუხედავად სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. პრაქტიკულად ყოველდღიურად უკრაინის სოფლებსა და ქალაქებში ხელისუფლება მეუ-ს მომხრეებთან ერთად აორგანიზებს ადგილობრივი მაცხოვრებლების მსვლელობებს მეუ-ში უმე-ს ტაძრების გადასვლისთვის, ცინიკურად უწოდებს რა ამას „რელიგიური თემის შეკრებას“.

მეორე ციტატა რეკომენდაციებიდან: „ამ დრომდე არსებობს სიტუაციები, როცა უკრაინულენოვან სოფლებში ღვთისმსახურება ტაძრებში სხვა ენაზე სრულდება.... სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა აუცილებლად უნდა შეუწყონ ხელი ამ პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობას და მის ყოველმხრივ და ობიექტურ გადაწყვეტას“.

რა არის ეს, თუ არა უხეში ჩარევა „რწმენის, შეხედულებების ან რელიგიური ერთობის შიდა ორგანიზაციაში?“ ნუთუ თავად მრევლს არ შეუძლია ხელისუფლების ორგანოების გარეშე გადაწყვიტოს საკითხი, თუ რა ენაზე უნდა მოხდეს უფლისადმი ლოცვა?

აი, რელიგიური ორგანიზაციების საქმეებში არა მხოლოდ უხეში უცერემონიო ჩარევის კიდევ ერთი მაგალითი, არამედ სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის კონსტიტუციური პრინციპის პირდაპირი დარღვევა. „უკრაინის საზოგადოების ინტეგრაციას და საერთაშორისო არენაზე უკრაინის ავტორიტეტის ამაღლებას ხელს შეუწყობდა ერთიან ადგილობრივ ეკლესიაში გაერთიანებისკენ უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეების სურვილის რეალიზაცია“.

ნუთუ თავად მრევლი ვერ შეძლებდა ხელისუფლების ორგანოების გარეშე გადაეწყვიტა საკითხი, თუ რა ენაზე უნდა ილოცონ უფალთან?

სახეზეა ეკლესიის გამოყენების მცდელობა სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციისთვის და ასევე „სინდისის თავისუფლების შესახებ“ უკრაინის კანონის მე-5 მუხლის პირდაპირი დარღვევა, რომელშიც ნათქვამია: „რელიგიური ორგანიზაციები არ ასრულებენ სახელმწიფო ფუნქციებს“.

წინააღმდეგობა მესამე: რაში სჯობს უკრაინა რფ-ს?

რეკომენდაციების ტექსტში შედის ბევრი მითითება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური თავისუფლებების დარღვევაზე.

  • „უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსულმა ოკუპაციამ არსებითად მოახდინა გავლენა სიტუაციაზე რელიგიური ორგანიზაციების უფლებების დაცვით...“;
  • „...რუსმა დამპყრობლებმა სცადეს მათ კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებში სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთობების ერზაცის მოდელის შემოღება, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას, სადაც რელიგიური თავისუფლების ჩარჩოები განისაზღვრება რელიგიური საზოგადოებების მზადყოფნის ზომით ითანამშრომლონ პუტინის რეჟიმთან და/ან მის მიმართ ლოიალობის საჯარო დემონსტრაციით“;
  • „უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიტიკა რელიგიურ სფეროში ხორციელდება რუსული სცენარით რელიგიური თავისუფლებების შელახვითა და განადგურებით. შესაბამისად, რელიგიური საქმიანობისა და სინდისის თავისუფლება სერიოზულად შეზღუდულია. ცალკეული კონფესიები აგრძელებენ პირდაპირი შელახვის ატანას“.

ერთი წუთით, განა ეს არ ჰგავს იმას, რაც ხდება უმე-თან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც, საკომიტეტო მოსმენის მონაწილეების ცნობით, „სახელმწიფო თავს იკავებს რწმენის, რწამსის ან რელიგიური ერთობის შიდა ორგანიზაციის საკითხებში ჩარევისგან“?

განა ყველა ეს რეკომენდაცია არის ფინანსური კონტროლის გაძლიერებაზე, უკრაინული ენის შემოღებაზე ღვთისმსახურებისას და ყველა მართლმადიდებელის გაერთიანებაზე ერთ ორგანიზაციაში საერთაშორისო არენაზე უკრაინის ავტორიტეტის ამაღლებაზე - „ერზაცი როდია არის სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთობების მოდელი, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას“? განა უმე-ს ტაძრების გაგრძელებადი მიტაცება არ მოწმობს იმას, რომ „ცალკეული კონფესიები აგრძელებენ პირდაპირი შელახვის ატანას“? განა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დადგენილებები უმე-ს საქმიანობის აკრძალვაზე არ წარმოადგენს იმის მაგალითს, რომ „რელიგიური თავისუფლების ჩარჩოები განისაზღვრება რელიგიური საზოგადოებების უკრაინის გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის მზადყოფნის ზომით“?

ბრძოლა უკრაინის მომავლისთვის

ბრძოლა უკრაინის მომავლისთვის არა მხოლოდ ფრონტზე და არა მხოლოდ იარაღით ხელში. ეს ბრძოლა, პირველ რიგში, მიმდინარეობს უკრაინის შიგნით და ეს იდეოლოგიური ბრძოლაა. არავინ ჩვენს მაგივრად არ ააშენებს ჩვენს ქვეყანას, სხვა ქვეყნები და ხალხები მხოლოდ დაგვეხმარებია ამაში, მაგრამ ჩვენს ნაცვლად არ გააკეთებენ ამას. ასევე მართებულია სხვა თეზისიც: არავის შეუძლია ჩვენი დამორჩილება, თუ ჩვენ არ დავიჩაგრავთ თავს. ომი საბოლოოდ დასრულდება, მაგრამ აი, როგორ უკრაინას ავაშენებთ ჩვენ მისი დასრულების შემდეგ - ეს დიდი საკითხია. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული და ყველას უფლებას სცემენ პატივს და სადაც, არავის დევნა არ მოხდება სხვაგვარი აზრის გამო.  ასევე შეგვიძლია გადმოვიტანოთ „სახელმწიფო-კონფესიური ურთიერთობების მოდელის ერზაი, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას“.

მსგავსი მსჯელობის დროს აუცილებელია უმალ იქნეს უარყოფილი არგუმენტი, რომ თითქოს, უმე-ს უფლებები ილახება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო და ასეთი ვითარება თანხმობაში ადამიანის უფლებების შესახებ ყველა საერთაშორისო კონვენციასთან. იმისათვის, რომ უმე-ს ბრალი დავდოთ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში, საჭიროა წარმოვიდგინოთ მტკიცებულებები, ფაქტები, სისხლის სამართლის საქმეები და სასამართლო გადაწყვეტილებები, ის კი პრაქტიკულად არაა. მითუმეტეს, რომ უმე-ს ცალკეული წარმომადგენლების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა (თუ ასეთს ადგილი აქვს) არ შეიძლება პროეცირებული იყოს მთლიანად ეკლესიაზე. არავინ ახდენს უკრაინის პოლიციას შორის კოლაბორაციონიზმის დამტკიცებული ფაქტების სიმრავლის პროეცირებას თავად ამ ორგანოებზე.

უმე-ს არამეგობრები ამბობენ, რომ ისინი ებრძვიან „პუტინისეულ ნარატივებს“, აკრიტიკებენ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას“ და ცდილობენ არ დაუშვან უკრაინაში ავტორიტარიზმისა და თუნდაც, ტოტალიტარიზმის გამოვლინებები, რაც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას. თუმცა, ხშირად, ამის შემჩნევის გარეშე (შესაძლოა, შემჩნევითაც? ) ისინი მოქმედებენ სწორედ რუსული ლოგიკისა და „პუტინისეული ნარატივების“ ფარგლებში, ახდენენ რა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების რუსული მოდელის გადმოტანას.

მაგალითად, როგორ გავიგოთ რუსული მონარქების ანტიუკრაინული ბრძანებების შესახებ საკომიტეტო რეკომენდაციების სიტყვები?

ციტატა: „მოსმენების მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ XVIII-XX საუკუნეების ძალადობრივი რუსიფიკაციის შედეგები უკრაინის რელიგიურ სფეროში არაა დაძლეული: პეტრე I- ის 1720 წლის ბრძანება უკრაინულ ენაზე წიგნების ბეჭდვასთან დაკავშირებით და საეკლესიო წიგნებიდან უკრაინული ტექსტების ამოღების თაობაზე; 1863 წლის ვალუევის ცირკულარი უკრაინულ ენაზე საგანმანათლებლო, სასულიერო და სამეცნიერო ლიტერატურის ბეჭდვის შეჩერების თაობაზე; ეკატერინე II-ის 1763 წლის ბრძანება კიევ-მოგილანის აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის თაობაზე“ და ა.შ.

ეს მიმართვა დიდი ხნის უმოქმედო დოკუმენტების მიმართ წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა მცდელობას მონიშნულ იქნეს მეტა-ისტორიული ჩარჩოები, რომლებშიც შემოთავაზებულია მოქმედება დღეს. მსგავს შემთხვევებში აზროვნებს რუსეთის პრეზიდენტიც, რომელიც თავის დღევანდელ მოქმედებებს აფუძნებს მისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ფაქტებს, რომელთაც ის თავისებურად განმარტავს.

ვფიქრობთ: ჩვენ დღეს გვთავაზობენ უკრაინული ენა დავნერგოთ ღვთისმსახურებაზე იმ მიზეზით, რითიც ოდესღაც რუსი მეფეები იქ არასწორ ბრძანებებს იღებდნენ!

ვფიქრობთ: ჩვენ დღეს გვთავაზობენ უკრაინული ენა დავნერგოთ ღვთისმსახურებაზე იმ მიზეზით, რითიც ოდესღაც რუსი მეფეები იქ არასწორ ბრძანებებს იღებდნენ! შესაძლოა, მაინც სწორი იქნებოდა არა სამასწლიანი სიძველის დოკუმენტებიდან ამოსვლა, არამედ უკრაინის მოქალაქეების სურვილიდან, რომლებიც დღეს ცხოვრობენ, მათი დღევანდელი უფლებებიდან და ინტერესებიდან?

იმისათვის, რომ გავიგოთ ისტორიული ჩარჩოების არაპერსპექტიულობა, შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყუბანის, როსტოვის მხარის, სტავროპოლის მხარის, ჩრდილოეთ ყაზახეთისა და უკრაინელებით ისტორიულად დასახლებული სხვა მხარეების, ტოტალური უკრაინიზაციის კამპანია 1920-1930 წლებში. ციტატა უსსრ სკს-სა და სუცაკ-ის ერთობლივი დადგენილებებიდან 30.04.1925 წ. „საბჭოთა აპარატის სრული უკრაინიზაციის სასწრაფო ჩატარების ღონისძიებების შესახებ“: „სახელმწიფო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სავაჭრო-სამრეწველო საწარმოების თანამშრომლები, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან უარყოფით დამოკიდებულებაში უკრაინიზაციის მიმართ, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ამოწურული პერიოდის განმავლობაში ისინი არ იღებდნენ არანაირ ზომას უკრაინული ენის შესწავლისადმი, შეიძლება განთავისუფლებულ იქნენ ამ საწარმოებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ გამოსასვლელი დღეების შემწეობის გაცემის გარეშე“. და რა გავაკეთოთ ახლა - გამოვაცხადოთ ბოლშევიკები სათნოებად თუ პირიქით, დავკავდეთ ანტიუკრაინიზაციით?

 

უკვე ითქვა, რომ მართლმადიდებლური კონფესიების გაერთიანებისკენ მოწოდებები უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის გამო ან მითითებები, თუ რა ენაზე შესრულდეს ღვთისმსახურება - ეს არის ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის პრინციპის დარღვევა და მცდელობა გამოყენებულ იქნეს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკურ ინტერესებში. თუ სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერეთობების ასეთი მოდელი გაიმარჯვებს საბოლოოდ, ჩვენ უკვე ვერ ვიტყვით, რომ უკრაინა არის თავისუფალი ქვეყანა, რომ უკრაინაში დაცულია ადამიანის უფლებები და რომ ჩვენთან ადამიანებს არ ჰყოფენ პირველი და მეორე რანგის მოქალაქეებად. მიუხედავად იმისა, რომ უმე ხშირად იკავებს უფრო პატრიოტულ პოზიციას, ვიდრე სხვა რელიგიური ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მეტად იტანჯება საომარი მოქმედებებისგან, მის წინააღმდეგ ხდება ყბადაღებული ბრალდებების წამოყენება,  გადაწყვეტილებების მიღება საქმიანობის აკრძალვის თაობაზე და ისმის ანტისაეკლესიო კანონების და სხვა რეპრესიული ზომების მიღების მოწოდებები. არადა, უმე არის ათეულობით მილიონი მორწმუნე, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც სურს სწამდეს ისე, როგორც ამას გვასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია.

 

ვფიქრობ, რომ უმე-ს მორწმუნეები უნდა მივიდნენ დასკვნამდე: არც ცენტრალური, არც ადგილობრივი ხელისუფლება, არც მეუ-ს მომხრეები, არც უნიატები ჩაგვთვლიან „ჩვენიანებად“. უფრო სწორად, მათთვის ჩვენ უბრალოდ უცხოები ვართ. და არა იმიტომ, რომ ჩვენ რამენაირად დაკავშირებული ვართ მტერთან, არა. რაოდენ პათოსურიც არ უნდა იყოს, ჩვენ გვდევნიან და გააგრძელებენ კიდეც ამ დევნას იმიტომ, რომ ჩვენ ვეკუთვნით ქრისტეს ეკლესიას. ამიტომაც ღირს ამის გაცნობიერება და ამით გახარება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus