კრძალავს თუ არა ორმაგი საეკლესიო კრება პატრიარქის არმოხსენიებას?

რას ამბობს ორმაგი საეკლესიო კრება პატრიარქის არმოხსენიების შესახებ? ფოტო: СПЖ

რმე-ში ზოგიერთი ბლოგერი ამბობს, რომ პატრიარქის არმოხსენიება არღვევს ორმაგი საეკლესიო კრების წესებს, ეს კი შეიძლება გახდეს განხეთქილების ნიშანი. არის თუ არა ეს ასე?

უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ 27 მაისს რმე-ს ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება პატრიარქ კირილის სახელის მოხსენიების გაუქმების შესახებ უმე-ს ტაძრებში ღვთისმსახურებისას - არაკანონიკურია, რამდენდაც ის არღვევდა ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესს. უფრო მეტიც, სწორედ ამ წესის აპელირებისას, მათ დაიწყეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბრალდება განხეთქილებაში.

ადრე ჩვენ ვწერდით, შეიძლება თუ არა რმე-ს წინამძღოლის სახელის არმოხსენიება ჩაითვალოს განხეთქილებად. დღეს, უკვე დეტალურად შევჩერდებით ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესის გაგებაზე, მითუმეტეს, რომ მასზე მიუთითებს რმე-ს სინოდი 7 ივნისის გადაწყვეტილებაში. იქ, „მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მოხსენიების დაცვა ღვთიმსახურებისას“ დასახელებულ იქნა „კანონიკურ ნორმად“. გარდა ამისა, განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე არგუმენტი, რომელიც იძლევა, როგორც ეკლესიის ტრადიციის, ასევე იმის სწორ გაგებას, თუ როგორ უნდა განვმარტოთ ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესი.

ორმაგი საეკლესიო კრება: ორი პატრიარქის მოხსნიების დრო

ისტორიული პერიოდი, როცა ჩატარდა ორმაგი საეკლესიო კრება, ეკლესიისთვის (კონსტანტინოპოლის) საკმაოდ უბადრუკი იყო. პატრიარქები იცვლებოდნენ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ, ამასთან, იმპერატორების სურვილისამებრ. 858 წელს მოქმედი პატრიარქი ეგნატე გადააყენეს და დააყენეს ფოტიოსი. 867 წელს ფოტიოსო გადააყენეს და ეგნატე დაამტკიცეს. 880 წელს კი ეგნატე ისევ გადააყენეს და პატრიარქი ისევ ფოტიოსი გახდა. და ბოლოს, 886 წელს ფოტიოსი ისევ გადააყენესდა პატრიარქად დაინიშნა ახალი იმპერატორი ლევ VI-ის  18 წლის ძმა სტეფანე, რომელიც „მთელი“ 7 წლის განმავლობაში მართავდა მას. მოდით, დავუბრუნდეთ საეკლესიო კრებას.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის ორმაგი საეკლესიო კრება შედგა 861 წელს პატრიარქ ფოტიოსის თავმჯდომარეობით. მასში მონაწილეობა მიიღო 318 ეპისკოპოსმა, მათ შორის, პაპის ლეგატებმაც. საეკლესიო კრების აქტები არ შემორჩენილა, რამდენადაც ის დაწვეს 869 წელს პატრიარქ ეგნატეს მომხრეებმა. თუმცა, ორმაგი საეკლესიო კრების ჩვიდმეტი წესი შედის მართლმადიდებლური ეკლესიის წესების წიგნის შემადგენლობაში და ამდენად, წარმოადგენს მისი კანონიკური სამართლის დოკუმენტებს.

საკუთრივ, თავად საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა იმპერიის დაშოშმინებისთვის, რადგანაც მორწმუნე ხალხი გაიყო - ზოგიერთი ეპისკოპოსი, მღვდელი  და ერისკაცი ღვთისმსახურებისას მოიხსენიებდა პატრიარქ ფოტიოსს, მეორენი მოიხსენიებდნენ პატრიარქ ეგნატეს. ეკლესიაში ასეთმა განხეთქილებამ გამოიწვია იმდენად ძლიერი მტრობა სახელმწიფოში, რომ ბერძენი კანონისტის ზონარას სიტყვებით, საქმე „მიდიოდა მახვილამდე და მკვლელობებამდე“. საკუთრივ, ამ არეულობების გამო დაითხოვეს საეკლესიო კრების პირველი სესია. მოგვიანებით, მოწვეულ იქნა მეორე საეკლესიო კრება, ხოლო საეკლესიო კრება, როგორც თვლის ეკლესიის ზოგიერთი ისტორიკოსი, ამ მიზეზით იწოდება „ორმაგად“. შედეგად, ორმაგმა საეკლესიო კრებამ  დაადასტურა პატრიარქ ეგნატეს გადაყენება (შეგახსენებთ, მალე ის ისევ გახდება პატრიარქი).

მე-15 წესი მიღებულ იქნა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში უკვე არსებული განხეთქილების კონტექსტში, როცა ეკლესიური ხალხის ნაწილი ერთ პატრიარქს მოიხსენიებდა, მეორე ნაწილი - მეორეს.

ამდენად, ჩვენთვის საინტერესო მე-15 წესი მიღებულ იქნა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში უკვე არსებული განხეთქილების კონტექსტში, როცა ეკლესიური ხალხის ნაწილი ერთ პატრიარქს მოიხსენიებდა, მეორე ნაწილი - მეორეს, ხოლო პატრიარქის თავმჯდომარეობის საკრალურობის საკითხი სრულად არ გამოიყურებოდა თვალსაჩინოდ.

რაზე საუბრობს ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესი?

მე-15 წესი ასე ჟღერს: „ წმინდა საეკლესიო კრებამ განსაზღვრა: თუ რომელიმე პრესვიტერი, ეპისკოპოსი ან მიტრპოლიტი გაკადნიერდება გაწყვიტოს ურთიერთობა თავის პატრიარქთან და არ ამოიხსენიებს მის სახელს საღვთო საიდუმლო ქმედებების დროს განსაზღვრული და დადგენილი წოდებით, არამედ საეკლესიო კრების მიერ დადგენილი და პატრიარქის საბოლოო დაგმობის გარეშე მოიტანს განხეთქილებას, მას სამღვდელოების ყოველგვარი ხარისხი უნდა ჩამოერთვას, თუ ის მხილებულ იქნება ამ უკანონობაში.

სხვათაშორის, ეს მტკიცება და განსაზღვრა ეხება იმათაც, ვინც რაიმე დანაშაულის საბაბით განუდგება თავის წინამძღოლებს და მოიტანს განხეთქილებას, დაარღვევს რა ეკლესიის ერთიანობას. ისინი, ვინც შორდება თავის წინამძღოლთან ურთიერთობას რაიმე ერესის გამო, რაც დაგმობილია წმინდა საეკლესიო კრებებისა და მამების მიერ (თუ ის სახალხოდ ქადაგებს ერესს და ღიად ასწავლის მას ეკლესიებში), არა მხოლოდ არ ექვემდებარება წესების მიხედვით დადგენილ ეპითიმიას იმისთვის, რომ საეკლესიო დადგენილებამდე დაშორდა დასახელებულ ეპისკოპოსთან ურთიერთობას, არამედ მართლმადიდებლებისთვის შესაფერის ღირსებას. და მართლაც, მათ გაკიცხეს არა ეპისკოპოსები, არამედ ცრუ ეპისკოპოსები და ცრუ მოძღვრები და არ გახლიჩეს ეკლესიის ერთიანობა განხეთქილებით, არამედ შეეცადნენ ეკლესიისთვის აერიდებინათ განხეთქილება და დაყოფა“.

ისტორიული კონტექსტის ცოდნიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე-15 წესის ხისტი ფორმულირებები, პირველ რიგში, გამოწვეულია იმ დროის მტრული დამოკიდებულებითა და წინააღმდეგობებით, მოწოდებულია დააშოშმინოს ვნებები და კონსტანტინოპოლის ეკლესიაში დააბრუნოს მშვიდობა და წესრიგი. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მე-13 წესი, სადაც საუბარია დიაკონებისა და პრესვიტერების ვალდებულებაზე მოიხსენიონ თავიანთი ეპისკოპოსი „განხეთქილების მოსურნეთა სიგიჟის თავიდან ასაცილებლად გახლიჩონ ქრისტეს ეკლესია“ და ასევე მე-14 წესი, რომელიც ეპისკოპოსებს ავალდებულებს მოიხსენიონ მიტროპოლიტები: „გადაყენებულ იქნეს, თუ მხოლოდ მოხდება მხილება, რომ განუდგა თავის მიტროპოლიტს და განხეთქილება გამოიწვია“.

ამის მიუხედავად, ფოტიოსისა და ეგნატეს მომხრეთა შუღლი გაქრა,  ხოლო საეკლესიო კრების წესები - დარჩა. რას ქმნიან ისინი დღეს?

მე-15 წესის თანახმად, პატრიარქთან განხეთქილება გამოიხატება:

  • მასთან ურთიერთობისგან დაშორების,
  • მისი სახელის „განსაზღვრული და დადგენილი წოდებით, საღვთო ღვთისმსახურებაში“ მოხსენიების შეწყვეტის მეშვეობით.

აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ პატრიარქთან „ურთიერთობისგან დაშორება“ უნდა გავიგოთ, როგორც მასთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა. ამდენად, პატრიარქის სახელის მოხსენიებაზე უარის თქმა (რაც შეიძლება განხეთქილებად ჩავთვალოთ) წარმოადგენს პატრიარქთან ერთად ერთობლივი ზიარების სურვილის არქონის შედეგს ან გამოხატულებას. ერთი სიტყვით, თავისთავად პატრიარქის სახელის მოუხსენიებლობა, თუ არ იყო გამოცხადებული ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, განხეთქილებას არ წარმოადგენს.

თავისთავად, პატრიარქის სახელის მოუხსენიებლობა, თუ არ იყო გამოცხადებული ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, განხეთქილებას არ წარმოადგენს.

მეორეს მხრივ, უარის თქმა ევქარისტიაში ერთობლივ მონაწილეობაზე პატრიარქთან, ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესის თანახმად, შეიძლება იყოს საფუძვლიანი მხოლოდ:

  • პატრიარქის მიერ ღიად ქადაგებული ერესის,
  • თავად ამ ერესის საეკლესიო კრების მიერ დაგმობის შემთხვევაში.

ჩვენს დროში, რმე-მ და უმე-მ უარი თქვეს იმ ეკლესიებთან ევქარისტულ ურთიერთობაზე, რომლებმაც აღიარეს მეუ. თუმცა, იგივე რუსული ეკლესია, არც ფანარიონს და არც ბერძნულ ეკლესიებს ოფიციალურად არ სდებს ბრალს ერესში. შესაბამისად, „ურთიერთობისგან დაშორება“ შეიძლება არა მხოლოდ ერესის გამო. დიახ, ეს უკვე ეკლესიათშორისი ურთიერთობების სფეროა, მაგრამ ევქარისტია ჩვენ ერთი გვაქვს. და თუ ნებადართულია ევქარისტული ერთიანობის გაწყვეტა არა მხოლოდ ერესის გამო, მითუმეტეს შეიძლება უარის თქმა პატრიარქის სახელის მოხსენიებაზე დოგმატურის გარდა, სხვა მოტივებითაც. მაგალითად, ადგილობრივი ეკლესიების უძველესი პრაქტიკის თანახმად.

სახელის მოხსენიების პრაქტიკა სხვა ეკლესიებში

ელადის, კვიპროსისა და ბერძნული ტრადიციის სხვა ეკლესიებში მღვდელი მოიხსენიებს მხოლოდ მმართველ ეპისკოპოსს, ხოლო ეპისკოპოსი- წინამძღოლს. იგივე „მოდელი“ არსებობს რუმინეთისა და სერბეთის ეკლესიებში. სავალდებულო მოხსენიების მომხრეები თვლიან, რომ მე-15 წესი უშვებს ასეთ პრაქტიკას, რამდენადაც მიუთითებს პატრიარქის სახელის მოხსენიებას  „განსაზღვრული და დადგენილი წოდებით“.  ანუ, ზემოთ აღნიშნულ ეკლესიებში „დადგენილი წოდება“ საშუალებას იძლევა ყველა მღვდელმა როდი მოიხსენიოს პატრიარქის სახელი და ისინი არც მოიხსენიებენ მას. და რადგან ჩვენთან, რმე-სა და უმე-ში ( და ასევე ქართველებთან), „წოდება“ სხვაა, ის აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესის ბერძნული ტექსტი ამბობს, რომ პატრიარქის სახელის მოხსენიება ყველას როდი ევალება. ვკითხულობთ: „ καὶ μὴ ἀναφέρει τὸ ὄνομα αὐτοῦ, κατὰ τὸ ὡρισμένον καὶ τεταγμένον“  („არ მოიხსენიებს მის სახელს, როგორც ეს დადგენილია და განსაზღვრულია“).

 ცხადია, რომ „დადგენა“ განეკუთვნება „სახელის“ მოხსენიებას, და არა „წოდებას“. თუმცა, თუ გამოვიყენებთ  ამ წესს ზოგადად ყველა ეპისკოპოსთან და მღვდელთან დაკავშირებით და არა იმათ მიმართ, ვისაც ის უშუალოდ ეხება, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერძნული ტრადიციის ეკლესიები და ასევე რუმინეთისა და სერბეთის ეკლესიები ასწლეულების განმავლობაში არღვევენ თავად ამ წესს, ხოლო ყველა ის მღვდელი, რომელიც მხოლოდ მმართველ ეპისკოპოსებს მოიხსენიებს - განხეთქილებაში მყოფია. დარწმუნებულები ვართ, რომ ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესი არ ეხება ყველა მღვდელს გამონაკლისის გარეშე. მაშ, ვის ეხება ის და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი მოხსენიება?

რას ამბობენ ეკლესიის კანონისტები მე-15 წესზე?

თუ ავიღებთ ცნობილი კანონისტების მიერ ამ წესის განმარტებებს, როგორებიც არიან ზონარა და ვალსამონი, ყველა მათგანი შეიძლება დავიყვანოთ თეზისამდე, რომ პატრიარქთან ურთიერთობისგან უკანდახევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომლებიც რაიმე ბრალდების მიზეზით განუდგებიან თავიანთ წინამძღოლებს და შლიან ეკლესიის ერთიანობას, როცა მაგალითად, ბრალს სდებენ სიძვაში ან მომხვეჭებლობაში ან ხელდასმაში ფულის გამო ან მსგავ რამეში“.

ვალსამონი წერს, რომ „ყოველივე ეს ხდება მაშინ, როცა ვინმე, ერთი ან მეორე საბრალდებო საქმის მიზეზით, თავისთავად დაგმობს თავის ეპისკოპოსს და განუდგება მას და ამდენად გახლეჩს ეკლესიის ერთიანობას“.

ერთი სიტყვით, ორივე მათგანი ამბობს, რომ არ შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტა პატრიარქთან არა დოგმატური მიზეზით, მაგრამ დუმს იმაზე, ავალდებულებს თუ არა ეს წესი ეკლესიის ყველა მღვდელმსახურს მოიხსენიონ პატრიარქის სახელი.

პასუხს ამ კითხვაზე ვპულობთ სხვა კანონისტთან, ღირს ნიკოდიმოს მთაწმიდელთან.

განმარტავს რა ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესს, ის წერს: „ის პრესვიტერი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელიც ურთიერთობას გაწყვეტს თავის პატრიარქთან და წესის მიხედვით არ მოიხსენიებს მის სახელს (აქ საქმე ეხება მხოლოდ მიტროპოლიტს, რადგანაც პრესვიტერი მოიხსენიებს მის ეპისკოპოსს, ხოლო ეპისკოპოსი - მიტროპოლიტს), პირველ რიგში, წაუყენებს თავის ბრალდებებს მას საეკლესიო კრებაზე და პატრიარქი ერთსულოვნად იქნება დაგმობილი, უნდა მოხდეს მისი გადაყენება: ეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ჩამოერთმევა სამღვდელმთავრო მსახურების შესრულების უფლება, ხოლო პრესვიტერს - ნებისმიერი სამღვდელმსახურო უფლება. თუმცა, ასე უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრესვიტერები შორდებიან თავიანთ ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსები - მიტროპოლიტებს, მიტროპოლიტები - პატრიარქებს ისეთი დანაშაულების გამო, როგორიცაა სიძვა, მომხვეჭელობა და მსგავსი“.

ამდენად, ღირსი ნიკოდიმოსის თანახმად, ეს წესი საუბრობს „მხოლოდ“ მიტროპოლიტზე, რომელიც უარს ამობს მოიხსენიოს პატრიარქის სახელი მასზე საეკლესიო სასამართლომდე და ამასთან, ბრალს სდებს მას დანაშაულებში, რომელიც არ ეხება ერესს. ამ განმარტებაში ჩვენ გვაინტერესებს ღირსი ნიკოდიმოსის მიერ აღნიშნული მოხსენიების წესი: პრესვიტერი მოიხსენიებს თავის ეპისკოპოსს, ეპისკოპოსი - მიტროპოლიტს, ხოლო მიტროპოლიტი - პატრიარქს. ერთი სიტყვით, ნიკოდიმოს მთაწმიდელი არ თვლის, რომ ორმაგი საეკლესიო კრება ავალდებულებს ყველას და თითოეულს მოიხსენიონ პატრიარქის სახელი ლიტურგიის დროს და სწორედ ამ საეკლესიო კრების მე-15 წესის ასე გაგება არის დამახასიათებელი ბერძნებისთვის.

ნიკოდიმოს მთაწმიდელი არ თვლის, რომ ორმაგი საეკლესიო კრება ავალდებულებს ყველას და თითოეულს მოიხსენიონ პატრიარქის სახელი ლიტურგიის დროს.

თუმცა, სავალდებულო მოხსენიების მომხრეები შეიძლება უკმაყოფილონი იყვნენ, რომ წესში საუბარია პრესვიტერებზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა მოიხსენიონ პატრიარქი. ცხადია, ისინი ვალდებულნი არიან. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პატრიარქი არის მათი მმართველი მღვდელმთავარი (ამაზე ხომ არ მიუთითებს ნაცვალსახელი „მისი“ – „მოიხსენიოს მისი პატრიარქი“?). მაგალითად, პატრიარქი კირილი - არის მოსკოვის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ ეპარქიის დასში შემავალი მღვდლები და ეპისკოპოსები ვალდებულნი არიან მოიხსენიონ ის ლიტურგიის დროს.

დასკვნები

1.ორმაგი საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა, რათა შემწყდარიყო არეულობა და განხეთქილება, რომელიც წარმოიქმნა განმანათლებელ ეგნატეს პატრიარქის ტახტიდან გადაყენების შედეგად, რომლის მომხრეებმაც უარი თქვეს თავიანთ პატრიარქად ეცნოთ ფოტიოსი.

2.საეკლესიო კრებამ მიუთითა, რომ განხეთქილებად უნდა ჩაითვალოს არა იმდენად უარის თქმა პატრიარქის სახელის მოხსენიებაზე, რამდენადაც მასთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა ზნეობრივი ან კანონიკური წესის ბრალდებების და არა ერესის შედეგად.

3. საეკლესიო კრებამ არ დაავალდებულა ყველა მღვდელი მოეხსენიებინა პატრიარქის სახელი, ამ კრების მე-15 წესი, ნიკოდიმოს მთაწმიდელის თანახმად, ეხება მიტროპოლიტს და არა საერთოდ, ყველა პრესვიტერსა და ეპისკოპოსს.

ამდენად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია თეოფანიაში გამართულ საეკლესიო კრებაზე, არ დაადანაშაულა რა პატრიარქი კირილი ერესში და არ გაწყვიტა რა მასთან ევქარისტული ურთიერთობა, დაუბრუნდა ღვთისმსახურებისას წინამძღოლის სახელის მოხსენიების უძველეს პრატიკას და არანაირი განხეთქილება მას არ გამოუწვევია.

P.S. რასაკვირველია, საუბარი პატრიარქის სახელის მოხსენიებაზე თეოფანიაში უმე-ს საეკლესიო კრების კონტექსშტი არ შეიძლება იყოს სრული, თუ ჩვენ არ მივმართავთ მოხსენიების იმ პრაქტიკის მიზეზების გარკვევას, რომელიც არის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამაზე კი - მომდევნო სტატიაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus