რმე-სა და უმე-ს მღვდლების დიალოგი: განხეთქილებაზე,ავტოკეფალიასა და „სსო“-ზე

ეთერში ურთიერთობდნენ მამა პავლე ოსტროვსკი და მამა მაქსიმიანე პოგორელოვსკი. ფოტო: СПЖ

ვიდეოეთერში ერთმანეთს შეხვდა ორი მღვდელი - რმე-დან და უმე-დან. თემა ბევრი იყო: საეკლესიო კრება, „სსო“, ავტოკეფალია და ა.შ. თუმცა, მთავარია დიალოგი,რომელიც ახლა იშვიათია.

2022 წლის 17 ივნისს იუთუბზე ნიშანდობლივი ეთერი გავიდა - რმე-ში ყველაზე პოპულარულ მღვდელი-ბლოგერის პავლე ოსტროვსკისა და უმე-ს ოდესის ეპარქიის სპიკერის, მაქსიმიან პოგორელოვსკის დიალოგი.

რა იყო ნიშანდობლივი? პირველ რიგში, უკვე თავად ჩატარების ფაქტი. საიდუმლო არაა, რომ უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ რმე-ს მხრიდან წამოვიდა კრიტიკის ქარცეცხლი. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მოიხსენიებენ შფოთვის თავად, განხეთქილებაში მყოფად და სხვა უგვან სიტყვებად. თავის მხრივ, უმე-ში ვერ ხვდებიან რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერას „სპეციალური სამხედრო ოპერაციისადმი“. ერთი სიტყვით, განსახილველი იყო ბევრი რამ, მითუმეტეს, რომ თანამოსაუბრეენი საუბრობდნენ გულწრფელად, თავაზიანად და ერთმანეთისადმი პატივისცემით. ეთერი გაგრძელდა დიდხანს, ამიტომაც გამოვყოფთ იმას, რაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა.

უმე-ს საეკლესიო კრებისა და დამოუკიდებლობის შესახებ

ეთერის დაწყება კითხვა-პასუხის ფორმით მოხდა. მამა პავლემ გამოთქვა გაკვირვება უმე-ს ამჟამინდელი სტატუსით საეკლესიო კრების შემდეგ, აკი, ერთის მხრივ, უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებში გაწერილია სრული დამოუკიდებლობა რმე-გან, ხოლო მეორეს მხრივ - ბევრი უკრაინელი იერარქი (მაგალითად, მიტროპოლიტი კლიმენტი) ამტკიცებს, რომ პრინციპულად არაფერი არ შეცვლილა.

მამა მაქსიმიანმა შეგვახსენა, რომ უმე 30 წლის განმავლობაში ფაქტიურად ფლობდა ავტოკეფალური ეკლესიის უფლებებს და ახლა (საეკლესიო კრებაზე) უბრალოდ დამტკიცდა ეს სტატუსი. იმ პირობებში, რომელშიც დღეს  ეკლესია აღმოჩნდა, საეკლესიო კრება უბრალოდ აუცილებელი იყო: „ჩვენთან ახლა სასამართლოები მიმდინარეობს,  დაბლოკილია ყველა რეესტრი და ჩვენ არ შეგვიძლია გავაფორმოთ ახალი წინამძღოლი სამწყსოზე, არც ახალი თემის რეგისტრაცია იმის გამო, რომ ცდილობენ სახელი შეგვიცვალონ რმე-დ უ-ში“.

ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ საეკლესიო კრების შემდეგ ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტა არ ყოფილა, არც უმე-ს, არც რმე-ს მხრიდან, როგორც ეს მოხდა რმე-სა და უმე-ს შემთხვევაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ან ელადისა და კვიპროსის ეკლესიების წინამძღოლებთან.

პატრიარქის მოუხსენიებლობის შესახებ

საეკლესიო კრების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სადისკუსიო საკითხი იყო გადაწყვეტილება პატრიარქ კირილის მოხსენიების შეწყვეტის შესახებ უმე-ს ტაძრებში. მამა მაქსიმიანმა შეგვახსენა, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს უმე-ში მისი წარმოქმნის დროიდან.

„საიდუმლოს ავხდი ფარდა მათთვის, ვინც ცხოვრობს რფ-სა და ბელარუსში. პატრიარქის მოუხსენიებლობა იყო ნორმა 1990 წლიდან. პატრიარქ ალექსის ლოცვა-კურთხევით ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში (სადაც მწვავედ იდგა ეს საკითხი), მან მისცა ლოცვა-კურთხევა არ მოეხსენიებინათ. როცა წინამძღოლი გახდა პატრიარქი კირილი, მან ლოცვა-კურთხევა მისცა მოეხსენიებინათ მხოლოდ უნეტარესი და მმართველი მღვდელმთავრები უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც ამ ნიადაგზე იყო ერთგვარი კონფლიქტი. ეს იყო ნორმა და არავინ აქცევდა ამას ყურადღებას. ყურადღება მიაპყრეს ახლა“.

იმავე დროს, მამა მაქსიმიანმა შეგვახსენა საეკლესიო კრების გადწყვეტილების შესახებ, სადაც ცალკეულ ეპარქიებს შეუძლიათ ცხოვრება წინამორბედი წესდების მიხედვით და პატრიარქის მოხსენიება.

ავტოკეფალიისა და ევქარისტული ერთიანობის შესახებ

ომმა უკრაინაში თავისი ანაბეჭდი დატოვა მართლმადიდებლების ურთიერთობებზეც. მამა მაქსიმიანე ამბობს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უმე ცხოვრობს სრულიად სხვა რეალობაში, ახლა შეიცვალა განწყობა თავად უმე-ს შიგნითაც. მისი სიტყვებით, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და ერისკაცების უმრავლესობას ავტოკეფალია სურს.

ამავე დროს მათ სურთ შეინარჩუნონ მოძმე ურთიერთობა და ევქარისტული ერთიანობა რუსულ ეკლესიასთან: „ჩვენ გვინდა ერთიანობის შენარჩუნება. მინდა ჩავიდე თქვენთან სტუმრად, როცა ყველაფერი დასრულდება და ადამიანები მიხვდებიან, რომ ომი არის სამყაროში ჯოჯოხეთის კარების გაღება. ჩვენ ყველანი შევრიგდებით და დავივიწყებთ ყველა წყენას, თუმცა ეს ძალიან მძიმეა“.

მღვდელმა შეგვახსენა, რომ ავტოკეფალიას იძლევა დედა-ეკლესია (რმე- რედ.), რომელიც სხვა ადგილობრივმა ეკლესიებმა უნდა დაამკტიცონ. და მისი აზრით, რმე-მ თავად უნდა მოახდინოს ამ პროცესის ინიცირება: „ვფიქრობ, ეს იქნებოდა სიყვარულითა და ქრისტიანულიაც, იმის გათვალისწინებით, თუ რა გარემოებებში ვიმყოფებით“.

მამა პავლე ამბობს, რომ სიტყვა „ეკლესიის“ არსი არის კრებსითობასა და ერთიანობაში. და მისი აზრით, მართლმადიდებლები კი არ უნდა დაიყონ, არამედ პირიქით - გაერთიანებისკენ ისწრაფვოდნენ. თუმცა, თუ ავიღებთ ადგილობრივი ეკლესიის საკითხს უკრაინაში, „ეპარქიების, სამწყსოს, მორწმუნეების რაოდენობის, იმ სულიერი ტრადიციების გათვალისწინებით, რომელიც არის უკრაინასი, ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც არც კი უკავშირდება რუსეთის იმპერიას, ბოლო მოვლენების (ომი მიმდინარეობს) გათვალისწინებით, მე რომ რმე-ს ადგილობრივი ეკლესიის საეკლესიო კრებაზე გავეგზავნეთ, უდაოდ დავუჭერდი მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს აშკარად შეუწყობდა ხელს სიმშვიდესა და მშვიდობას“.

მღვდელი თვლის, რომ  ავტოკეფალია ხელს შეუწყობდა თავად უკრაინაში მართლმადიდებლების გაერთიანებას: „ვფიქრობ, რომ თუ უმე იქნებოდა ავტოკეფალური, მიიღებდა სრულფასოვან ავტოკეფალიას კანონიკური გზით, ბევრი მეუ-დან აქ მოვიდოდა“.

რმე-ს ზოგიერთი მღვდლის რიტორიკის შესახებ

მამა მაქსიმიანი დარწმუნებულია, რომ უმე-ს კრიტიკა რმე-ს ზოგიერთი მღვდელის მხრიდან არაა გამართლებული  და მხოლოდ აუარესებს ისედაც რთულ სიტუაციას უკრაინაში, ახდენს კონფლიქტებისა და არეულობის პროვოცირებას მართლმადიდებლებში: „განხეთქილება არაა, მაგრამ ასეთი მღვდლების რიტორიკას შეუძლია მისი პროვოცირება. სამწუხაროდ, თქვენც (პავლე ოსტროვსკი- რედ.) თქვით, რომ მოხდა განხეთქილება, თუმცა ის, როგორც ასეთი არაა, ის არავის გამოუცხადებია. რატომ უნდა თქვათ ეს? რათა ის მოხდეს?

მღვდელი ამბობს, რომ რმე-ს ზოგიერთი მღვდელის რიტორიკა პრაქტიკულად არ განსხვავდება მეუ-ს ცრუ მღვდლების რიტორიკისგან და მიმართულია ნგრევაზე: „მეუ-ს მომხრები თავიანთი მხრიდან არ იშურებენ ღონეს და მოითხოვენ ანათემას პატრიარქისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, რმე-ს მღვდლები მოგვიწოდებენ ვეზიაროთ მხოლოდ იმათთან, ვინც მოიხსენიებს პატრიარქს. მართალია, უმე-ს საეკლესიო კრებაზე სრული თავისუფლება მისცეს ყველა ეპარქიას...თქვენ, მღვდლებს, არ გაქვთ ასეთი მიზანი - უმე-ს განადგურება? ამიტომაც, როგორც ვფიქრობ, საჭიროა პირიქით - საუბარი ერთიანობასა და მშვიდობაზე, იმაზე, რომ ჩვენ ერთიანები ვართ ერთ თასში, ევქარისტიაში.

ერთიანობა კი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში... წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დიდი ხანია მივუახლოვდებოდით კათოლიციზმს, სადაც არის ერთი მეთაური და მას ემორჩილება ყველა მთელს მსოფლიოში. ასეთი ერთი პატრიარქი, ერთი სინოდი, ერთი სამღვდელმთავრო კრება რომ ყოფილიყო, ჩვენ ყველა ამ ერთიანობაში ვიქნებოდით. ერთიანობა ქრისტეში შეიძლება შენარჩუნდეს, თუ ჩვენ გულში გვექნება სიყვარული. დავიცავთ ამ სიყვარულს - გვექნება ურთიერთობა“.

უკრაინელების შეურაცხყოფებისა და „სსო“-ს მიმართ დამოკიდებულების შესახებ

მამა პავლე ოსტროვსკი თვლის, რომ უკრაინელი ხალხის საჯარო შეურაცხყოფა, რომლის უფლებასაც თავს აძლევს ზოგიერთი რუსი მღვდელი, დაუშვებელია: „ვფიქრობ, ეს კატეგორიულად არასწორია. ეს არა მხოლოდ მღვდელმა არ უნდა ქნას. ეს პრინციპში, ადამიანურიც არაა, თუნდაც ათეისტისთვის. არ შეიძლება აიღო და გალანძღო მთელი ერი. როცა წერენ ქვეყნის სახელწოდებას „404“, წერენ სახელწოდებას პატარა ასოთი, წერენ არა „უკრაინელებს“, არამედ „ქოჩორებს“ („ხახოლი“). ეს მძიმე ცოდვაა. ეს ცუდია. ესაა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივება“.

საუბრობს რა „სთძ“-ზე, მღვდელი ამბობს, რომ არ ეთანხმება მის მიზეზებს: „მეტწილად არ ვეთანხმები და როგორც მართლმადიდებლი ქრისტიანი, ომს ვთვლი უპირობო ბოროტებად“. ის ამტკიცებს, რომ მოსკოვსა და რფ-ს ევროპულ ნაწილში, ომის მხარდაჭერა უკრაინაში შეადგენს დაახლოებით 50%-ს. რაც უფრო შორს აღმოსავლეთით - ის უფრო ძლიერია. მაგალითად, ხაბაროვსკში - 80/20.

ამავე დროს რმე-ს მართლმადიდებელი ეკლესიური ქრისტიანების უდიდესი უმრავლესობას გულწრფელად სურს მშვიდობა უკრაინაში და ლოცულობს სისხლისღვრის დასრულების თაობაზე.

უმე-ს, როგორც განხეთქილებისადმი დამოკიდებულებასა და ზიარების აკრძალვის შესახებ

მამა პავლემ აღიარა, რომ შეცდა, როცა მხარი დაუჭირა გიორგი მაქსიმოვს მის განცხადებებში, თითქოს უმე ახლა იმყოფება განხეთქილებაში და იქ ზიარება არ შეიძლება: „ეს ჩემი შეცდომა იყო და ამას საჯაროდ ვაღიარებ. მამა გიორგი მაქსიმოვს, რასაკვირველია, არ ვეთანხმები - თუ არ გამოცხადებულა ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე, მაშინ ადამიანების შეცბუნება ზედმეტად საჭირო არაა. მითუმეტეს უკრაინაში ადამიანებს არ ელევათ საცდური. სანამ არანაირი გადაწყვეტილება არაა უმე-ს შესახებ (არც კი ვისურვებდი, რომ ის მიღებულ იქნეს) და ერთიანობა შენარჩუნებულია, ეს არანაირად არ ეხება ზიარებას. ეზიარეთ“.

სად არის ღმერთი? მე ვლოცულობდი, მან კი არ დამიცვა

მამა პავლე თვლის, რომ ობიექტურად ომზე საუბარი შეუძლია მხოლოდ მას, ვინც უშუალოდ ჩახედა სიკვდილს თვალებში, ვისაც ახლობელი ადამიანები დაეღუპა. ის ყვებოდა, თუ როგორ გადაიხადა პარაკლისი ორი ქალისთვის თავის სამწყსოში: ერთის შვილი რფ-ს არმიაში მსახურობდა, მეორეს ძმისშვილი - უშძ-ში.

„ისინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ და არც კი იცოდნენ, რომ დაღუპულები სხვადასხვა არმიიდან იყვნენ. თითოეული მათგანი დაჟინებით მეკითხებოდა: „სად იყო ღმერთი? მე ვლოცულობდი, მან კი არ დაიცვა“. მე ვერაფერს ვეუბნებოდი, მხოლოდ ლოცვას. და ასეთი შემთხვევები ძალიან მიმორჩილებს საკუთარი აზრის გამოხატვაში“.

მღვდელი ამბობს, რომ უამრავ წერილს იღებს უკრაინიდან. და ის ცდილობს თანაბრად გაუგოს იმათ, ვინც 8 წელი იტანჯებოდა დონბასში და იმათაც, ვინც ახლა გადის ამ განსაცდელს უკრაინაში: „ამ სიტუაციაში მე, როგორც მღვდელს,  შემიძლია მხოლოდ ლოცვა და საკუთარი რესურსის გამოყენება, რათა მოვუწოდო ადამიანებს მშვიდობისა და სიყვარულისკენ. თუნდაც, ეკლესიურ ქრისტიანებს“.

თუ უკრაინელები სამწყსოა, საჭიროა ამ სამწყსოსთან თანაგანცდა

მამა მაქსიმიანი ყვებოდა, რომ უმე-ს მღვდლები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ელოდებიან რუსული ეკლესიისგან არა სამეთაურო შეძახილებს, არამედ თანაგანცდას: „ახლა, როცა ირგვლივ სიკვდილია, ჩვენ არ გვეშინია. თუმცა, საშიშია, როცა იღუპებიან სხვები: ბავშვები, ქალები. როცა კვდებიან სასტიკად, როცა ბავშვბეი ტირიან ომის საშინელებებისგან. აი, ესაა საშინელება. და ეს არ უნდა იყოს. უფალმა ამისთვის როდი შექმნა სამყარო. ..თუ ჩვენ თქვენთვის სამწყსო ვართ, თუ ძმებად გვთვლით, უნდა მოხდეს ჩვენი გრძნობების თანაგანცდა.

როგორც მოვიხსენიო პატრიარქი კირილი ლიტურგიაზე ან წესის აგებისას, როცა იქ დგანან სამხედროები ფრონტზე წასვლის წინ (ეს რეალური სიტუაციაა) და მათ იციან მისი გამონათქვამები (ომზე - რედ.)? ან როცა დედა დასტირის შვილის სხეულს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს? ან მღვდელი, რომელსაც ვაჟიშვილი დაეღუპა ომში (ასევე რეალური სიტუაცია). ან მღვდელი, რომელსაც პატარა შვილი დაეღუპა კიევთან. ჩვენ დიდ ჩიხში ვიმყოფებით. აქ ძალიან ძნელია დარჩე ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში, რომელიც რეალურად არც არსებობს“.

აქვს აზრი არ დაელოდო რუსი და უკრაინელი ჯარისკაცის სისხლის უკანასკნელ წვეთს?

ეთერის დასრულების შემდეგ მამა პავლე ოსტროვსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა: „მას შემდეგ, რაც დავდე ჩემი საუბრის ვიდეო უმე-ს ოდესის ეპარქიის მღვდელთან, გაჩაღდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ და რა თქვა ამ საუბარში. ვიღაცას არ მოეწონა ის, რომ უკრაინელმა მამაომ ბრალი დასდო რუსეთს აგრესიაში; ვიღაცამ ბრალი დამდო იმაში, რომ ხისტად არ ვუპასუხე მას, შევახსენე რა უკრაინის რუსუფობიური პოლიტიკის 8 წლის თაობაზე...

მეგობრებო, დღეს უხვადაა ორმხრივი ბრალდებები და სიძულვილი, სჭარბობს კიდეც ეს, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვინმემ უნდა დაიწყოს უბრალოდ მეორე მხარის მოსმენა, აქცენტის გაკეთება დიალოგზე და არა შუღლზე. ამის გაკეთება არაა მარტივი, რადგანაც  ვნებების ნაკადი მართლაც რომ მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ოდესმე საიდანმე უნდა დაიწყო.

ღირს კი ურთიერთსიძულვილის თასის დაცლა ბოლომდე თუ მაინც აქვს აზრი არ დაველოდოთ რუსი და უკრაინელი ჯარისკაცის სისხლის უკანასკნელ წვეთს და დავიწყოთ საუბარი, სანამ ყველა დაღუპულა ფრონტზე? მითუმეტეს, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს საუბარი - ამაზე მთელი მსოფლიო ისტორია მეტყველებს; მაში, ხომ არ ჯობია, უკვე შევუდგეთ ამ პროცესს?

თუნდაც, ეს არ იყოს დიდი ჩინოვნიკების დონეზე, მაგრამ მაინც...

მწამს, რომ უფლის ნებით ჯერ კიდევ არის სივრცე ურთიერთპატივისცემით და მშვიდი დიალოგისთვის, მიუხედავად დანაკარგების ტკივილისა და მომავლის შიშისა“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus