უმე-ს საეკლესიო კრება და ეპარქიების როლის ხელახლა გააზრება

ეპარქია, რომელსაც მართავს ეპისკოპოსი, შეიძლება გახდეს შიდასაეკლესიო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტი. ფოტო: СПЖ

საეკლესიო კრებამ ეპარქიებს მისცა უფლება მიეღო გადაწყვეტილებები. ეს ესმით,როგორც უფლებას იცხოვრონ ძველი წესდების მიხედვით. იქნებ,მივდივართ დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ?

მოცემული სტატსია არის არა იმდენად რაიმე კონკრეტული თეზისების მტკიცება, რამდენადაც მსჯელობა ეკლესიის კანონიკურ მოწყობაზე, როგორ შეიძლება მან იცვალოს სახე მომავალში.

2022 წლის უმე-ს საეკლესიო კრებას მოჰყვა მოვლენები, რამაც გამოიწვია პარადოქსული სიტუაცია - ერთი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქია განსხვავებული წესდებით ცხოვრობს. ზოგიერთი განიხილავს ამას, როგორც ანომალიას, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ გაანალიზოთ თანამედროვე სიტუაცია მართლმადიდებლობაში და დაფიქრდეთ - როგორი უნდა იყოს ეკლესიის ხილული მოწყობა? როგორ უნდა იმართებოდეს ის და ყოველივე ამაში რა არის საკრალური, შესაბამისად, უცვლელი მნიშვნელობის და რა არის - გარდამავალი და დამოკიდებული ისტორიულ პირობებზე.

საეკლესიო კრების დადგენილებაში არის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც ეპარქიის მღვდელმთავრებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ადრე მიიღებოდა სინოდის ან ეპისკოპოსთა კრების დონეზე. და საეკლესიო კრების დასრულებისთანავე ზოგიერთმა ეპარქიამ, რომელიც მდებარეობს ყირიმში და ოკუპირებულ დონბასში, ამ პუნქტის საფუძველზე განაცხადა, რომ არ იღებს ცვლილებებს უმე-ს წესდებაში და აგრძელებს ცხოვრებას ძველი წესდებით.

რმე-ს სინოდმა უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების მე-7 პუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება უმე-ს ყირიმის ეპარქიების „პატრიარქისადმი დაქვემდებარების“ თაობაზე. ლუგანსკისა და როვენის ეპარქიებში შეწყვიტეს მიტროპოლიტ ონუფრის მოხსენიებაც კი. ექვემდებარება თუ არა ეს ქმედებები აღნიშნულ მე-7 პუნქტს? და რჩებიან თუ არა ისინი უმე-ს შემადგენლობაში? პასუხებს ამ კითხვებს გასცემს დრო, მაგრამ უკვე მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ერთის მხრივ, ეპარქიები ავლენენ დამოუკიდებლობას, რომლის წარმოდგენაც ძნელი იყო ახლო წარსულში, ხოლო მეორეს მხრივ - თავად უმე, თითქოსდა უბიძგებს მათ მსგავსი დამოუკიდებლობისკენ. ანუ საქმე ეხება ეპარქიების როლის ხელახლა გააზრებას  ეკლესიის მართვის სისტემაში.

ელადისა და კვიპროსის ეკლესიები განიხილებიან, როგორც არა ერთიანი მთელი, არამედ როგორც ეპარქიების ერთობლიობა, რომლებთანაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას.

ეპარქიების, როგორც ეკლესიათშორისი ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტების სტატუსის მაგალითს წარმოადგენს სიტუაცია ელადისა და კვიპროსის ეკლესიებთან დაკავშირებით. იქ, ეკლესიის დონეზე ცნეს მეუ, ხოლო ცალკეულმა ეპარქიებმა (მიტროპოლიებმა) უარი თქვეს ამის გაკეთებაზე. შესაბამისად, რმე-მაც და უმე-მაც შეწყვიტეს ევქარისტული ურთიერთობა „პრომეუს“ მღვდელმთავრებთან და შეინარჩუნეს ურთიერთობა იმათთან, ვისაც დუმენკო არ ცნობდა. ანუ ელადისა და კვიპროსის ეკლესიები განიხილება არა როგორც ერთიანი მთელი, არამედ როგორც ეპარქიების ერთობლიობა, რომლებთანაც შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული ურთიერთობები. ამასთან, ეპარქიებმა, რომლებმაც არ ცნეს მეუ, უარყვეს თავიანთი ეკლესიების ხელმძღვანელი ორგანოების შესაბამისი გადაწყვეტილებები. სხვათაშორის, ეს სიტუაცია სასარგებლოა გაიხსენონ უმე-ს 2022 წლის საეკლესიო კრების იმ კრიტიკოსებმა, რომლებიც საუბრობენ უმე-ს სხვადასხვა ეპარქიისთვის გაბსხვავებული წესდებით ცხოვრების შეუძლებლობის შესახებ.

ასე მნიშვნელოვანია სტატუსი?

კრებას თეოფანიაში არ გამოუცხადებია უმე-ს ავტოკეფალია, მაგრამ მან წესდებიდან ამოიღო დებულებები, რომლებშიც ნახსენებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კერძოდ, კავშირი  ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან რმე-ს მეშვეობით. ოდნავ გაურკვეველი დარჩა უმე-ს ამჟამინდელი სტატუსის საკითხი: ეს ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიაა თუ კვლავაც ავტონომია რმე-ს შემადგენლობაში. არსებობს აზრი, რომ ეს ეშმაკური დიპლომატიური სვლაა, რათა ისინი, ვინც იბრძვის უმე-ს ავტოკეფალიისთვის, თვლიდნენ მას ავტოკეფალურად, ხოლო საპირისპირო აზრის მქონეთ კი შეეძლოთ უმე-ს, როგორც რუსული ეკლესიის ნაწილად მიჩნევა.

თუმცა, გავრისკავთ ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში ეს სულაც არაა ხრიკი და სწრაფვა მოიგოს ერთის და მეორეს გული. ეს არის საეკლესიო  ცნობიერების ცვლილების დასაწყისი, კერძოდ, იმ ფაქტის გაცნობირების, რომ ეკლესიის იურისდიქციული სტატუსი, დიპტიხები და ადმინისტრაციული მოწყობაც კი შეიძლება შეიცვალოს. მთავარს წარმოადგენს სხვა რამ, უფრო ფუნდამენტალური, ის, რაც ატარებს საკრალურს ხასიათს და შესაბამისად, დაფიქსირებულია წმინდა წერილში.

ახალ აღთქმაში ჩვენ ვერ დავინახავთ მითითებებს ავტონომიაზე ან ავტოკეფალიაზე, სტატუსზე და დიპტიხებზე, საპატრიარქოებზე, მიტროპოლიებზე და ა.შ. სამაგიეროდ ჩვენ ვნახავთ სწავლებას ეკლესიის, როგორც ქრისტეს ერთიანი სხეულის შესახებ, რომელიც ცხოვრობს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ბევრისთვის ეს სიტყვები არის სუფთა აბსტრაქცია, რომელიც არანაირად არ გამოიყენება პრაქტიკაში. მათთვის საჭიროა ადმინისტრაციული მართვის ხილული და გასაგები სისტემა სისეტმის ერთი ელემენტების მეორესადმი იერარქიული დაქვემდებარებით.

თუმცა, პირველ რიგში, ქრისტეს ეკლესია, ისევე როგორც თავად ქრისტე, არაა ამა ქვეყნისა - ამ ქვეყნის კანონები მასთან მხოლოდ მცირე ხარისხით არის გამოყენებადი. მეორე, თუ საჭიროა საუბარი ეკლესიის ადმინისტრაციულ მოწყობაზე, ახალ აღთქმაში არის მითითება ამ მოწყობის ორ ელემენტზე:

  • საეკლესიო თემზე, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი (ის მოხსენიებული იყო ძველად, როგორც ადგილობრივი ეკლესია);
  • საეკლესიო კრება.

აქ საჭიროა ერთი შენიშვნის გაკეთება, რამდენადაც 49 წლის მოციქულთა კრება მაინც იყო მოციქულთა და არა ქრისტიანული თემების წარმომადგენელთა კრება. მოციქულებმა დააფუძნეს თემები, მაგრამ ისინი არ იყვნენ მათი წინამძღოლები, მათი მსახურება ეკლესიაში განსხვავებულია, ვიდრე ეპისკოპოსთა მსახურება.

ეპარქია, როგორც ადგილობრივი ეკლესია

ეკლესიის ისტორია მოწმობს იმას, რომ თავდაპირველად ქრისტიანული თემები წარმოიქმნა ქალაქებში, ჯერ დიდ, შემდეგ კი, უფრო პატარა ქალაქებში. თავდაპირველი ქრისტიანული თემი ქალაქში იყო ერთადერთი, ის იყო მცირე რიცხოვნობის და მას მართავდა ეპისკოპოსი. ეს იყო ადგილობრივი ეკლესია. აი, როგორ იწყებს მოციქული პავლე თავის პირველ წერილს კორინთელთა მიმართ: „პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი, ღმერთის ეკელსია, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილებს და მოწოდებულ წმინდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან - მათთან თუ ჩვენთან: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან“ (1 კორ. 1:1-3).

არც ერთი ასეთი თავდაპირველი თემი არ ექვემდებარებოდა მეორეს. თემებმა თავად აირჩიეს ეპისკოპოსები, რომელთა ხელდასმაც ხდებოდა მეზობელი თემების ეპისკოპოსთა მიერ. თუმცა, თემების რაოდენობის ზრდასთან ერთად წარმოიქმნა ერთი თემების მეორესადმი დაქვემდებარებაც. ამ დაქვემდებარების მიზეზები იყო ის, რომ თავდაპირველად ერთადერთი თემი ქალაქში „ქმნიდა“ სხვა თემებს, რომელთა წინამძღოლებიც უკვე იმყოფებოდნენ თავდაპირველი თემის ეპისკოპოსებისადმი ერთგვარ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. ასევე თემები უფრო დიდ და მდიდარ ქალაქებში ფლობდნენ უფრო დიდ ავტორიტეტს, ვიდრე თემები ნაკლებად დიდ და მდიდარ ქალაქებში. შემდეგ განვითარებასთან ერთად წარმოიქმნა დაქვემდებარების შემდეგი დონე, კერძოდ - დიდი ქალაქების თემები შედიოდნენ რომის იმპერიის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქების: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და შემდეგ, კონსტანტინოპოლის გავლენის სფეროში. ასე წარმოიქმნა თავიდან პენტარქია  (ხუთი საპატრიარქოს სისტემა), ხოლო შემდეგ - თანამედროვე სისტემა, რომელშიც არსებობს 14 საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ეკლესია. თითოეულ ადგილობრივ ეკლესიას ჩამოუყალიბდა კანონიკური ტერიტორიისა და იურისდიქციის ცნება. ყოველივე ის, რაც ახლა გაგვაჩნია.

ამდენად, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ საეკლესიო ორგანიზაციის თავდაპირველ ელემენტს წარმოადგენს თემი, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი. მას თავისი საფუძველი გააჩნია წმინდა წერილში, სადაც იწოდება ეკლესიად და სწორედ მას უკავშირდება სამღვდელოებისა და ეპისკოპატის აღთქმა, საიდუმლოებები და მადლმოსილება. ანუ თემს გააჩნია საკრალური მნიშვნელობა ადმინისტრაციული ნაშენისგან განსხვავებით, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოიქმნა, სახე იცვალა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში და როგორც ჩანს, შეიცვლება მომავალშიც. ამასთან, ყველა ამ ცვლილების დროს, ეკლესია ყოველთვის რჩება იმ ერთადერთ წმინდა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიად, რომლისაც გვწამს.

სწორედ თემს გააჩნია საკრალური მნიშვნელობა ადმინისტრაციული ნაშენისგან განსხვავებით, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოიქმნა, სახე იცვალა ისტორიის სხვადასხვა პერიოდში და როგორც ჩანს, შეიცვლება მომავალშიც.

დღეს ასეთ ქრისტიანულ თემს, ადგილობრივ ეკლესიას წარმოადგენს ეპარქია, რომელსაც სათავეში უდგას მმართველი მღვდელმთავარი. სხვათაშორის, სწორედ ასე განისაზღვრება ის უმე-ს ახალ წესდებაში იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც შეტანილ იქნა 2022 წლის საეკლესიო კრების მიერ. კარი 7-ის პუნქტი 6 გვამცნობს: „ეპარქიის მღვდელმთავარი, წმინდა მოციქულებისგან ხელისუფლების მემკვიდრეობით, წარმოადგენს ადგილობრივი ეკლესიის - ეპარქიის წინამძღოლს, რომელიც კანონიკურად მართავს მას  დასისა და ერისკაცების კრებსითი ხელშეწყობის დროს“.

მის ეპარქიაში ეპისკოპოსის მდგომარეობა, მისი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია წმინდა წერილსა და ეკლესიის თქმულებაში. ეპისკოპოსის ხელისუფლებას აქვს საკრალური მნიშვნელობა, რადგან „სადაც არაა ეპისკოპოსი, იქ არაა ეკლესია“, როგორც განაცხადა წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილმა თითქმის ორი ათასი წლის წინათ. თუმცა, მიტროპოლიტის ხელისუფლება მიტროპოლიის ოლქში ან პატრიარქის - ავტოკეფალურ ეკლესიაში გააჩნია  ადმინისტრაციული მნიშვნელობა. იყო დრო, როცა ეკლესია ამ ინსტიტუტების გარეშე არსებობდა. როგორი უნდა იყოს მიტროპოლიის ოლქის მეთაურის, ავტონომიური ან ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლის მდგომარეობა? ხშირად ეს მდგომარეობა გაგებულია, როგორც უფროსის მდგომარეობა მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსებთან. ეს ძირეულად არასწორია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება უამრავ შემთხვევაში.

მთავარი და მეორეხარისხოვანი

არსებობს აზრი, რომ ეკლესიის ისტორია უნდა დასრულდეს იქ, სადაც დაიწყო - კატაკომბებში. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში ეკლესიის ცხოვრება და მოწყობა კიდევ უფრო მეტად მოგვაგონებს იმას, რაც იყო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. დღეს, ჩაციკვლამ ეკლესიის ცხოვრების ადმინისტრაციულ და იურიდიულ ასპექტებზე მეორე პლანზე გადაწია დედამიწაზე მისი მხსნელი მისია. ტექსტებში კანონიკური წესების უსასრულო კირკიტმა (ამასთან, მათი აზრებისა და პირობების გარკვევამ, რომლებშიც ეს წესები მოქმედებდა) გამოიწვია ყველაზე მთავარის: უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის დავიწყება. ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეკლესია არაა ამა ქვენისა. და ერთიანობა რწმენაში, ზნეობრიობასა და საიდუმლოებებში არის ეკლესიის ჭეშმარიტი ერთიანობა.

დღეს სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობა უნდა ეყრდნობოდეს წმინდა წერილსა და უძველესი ეკლესიის გამოცდილებას და არა მოდელს, რომელიც შეიქმნა მაშინ, როცა ქრისტიანობა იყო ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის სახელმწიფო რელიგია. ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკლესიაში გამოვლინდება შემდეგი სამი ტენდენცია. რომელთაც ადგილი ჰქონდათ პირველი საუკუნეების ეკლესიის ისტორიაში.

ტენდენცია პირველი - ერისკაცების როლის გაძლიერება

რთულ პერიოდში ეკლესია ყოველთვის  ეყრდნობა თავის ერთგულ შვილებს. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლება, გავლენიანი ადამიანები და ზოგჯერ, ეპისკოპატიც უარს ეუბნებიან ეკლესიას მხარდაჭერაში ან პირდაპირ აყენებენ მას ზიანს, ერისკაცები ხდებიან ის ძალა, რომელიც ეხმარება ეკლესიას გადარჩეს. სწორედ ასე ხდებოდა უკრაინაში 1956 წლის ბრესტის უნიის ხელმოწერის შემდეგ, როცა პოლიტიკური ელიტაც და პრაქტიკულად მთელი ეპისკოპატი უნიაში გადავიდა და ამისკენ აიძულა დანარჩენებიც. დღევანდელ უკრაინაში „ერისკაცების“ საზოგადოებრივი კავშირის გამოჩენა ასევე ადასტურებს მოცემულ თეზისს.

ერისკაცების როლის გაძლიერება იწვევს ეპისკოპოსთა არჩევაში მათი მონაწილეობის გაფართოებას. უძველეს ეკლესიაში სწორედ ერისკაცები თამაშობდნენ ძირითად როლს ასეთ არჩევაში, თუმცა მასში მონაწილეობდნენ მეზობელი ეპარქიების ეპისკოპოსებიც და მიტროპოლიის ოლქების მეთაურებიც. ბევრი წერილობითი ძეგლი, მათ შორის, საეკლესიო კრებების წესები მეტყველებს, რომ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ქიროტონიის შესრულება მხოლოდ იმ პირთან დაკავშირებით, რომლის არჩევაც ხალხის მიერაა მოწონებული. ამას მოწმობს ასევე პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4 წესი.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ერისკაცების მიერ ეპისკოპოსების არჩევა მოიცავს რისკებს არჩეულ იქნეს არა უფრო ღირსეულები, არამედ ისინი, ვინც უფრო მოხერხებულად ჩაატარებს „წინასაარჩევნო კამპანიას“. ამის შესახებ მეტყველებს ასევე I-IV საუკუნეების საეკლესიო წერილობითი ძეგლები. ამიტომაც, საეკლესიო მართვაში ნებისმიერი ცვლილების დრო ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე და კეთილგონიერება.

ტენდენცია მეორე - ეპისკოპოსების გაძლიერება

მეორე ტენდენცია, რომელიც ორგანულად მომდინარეობს პირველიდან - ესაა თავად ეპისკოპოსების მდგომარეობის, მათი დამოუკიდებლობისა და უფრო თავისუფალი პოზიციის გაძლიერება მიტროპოლიის ოლქების მეთაურების ან ავტონომიური ან ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლების მიმართ. ეპისკოპოსი, რომელიც არჩეულ იქნა კულუარულად და დანიშნულ იქნა ეპარქიაზე ამ ეპარქიის ხალხისა და სამღვდელოების უწყების გარეშე, აპრიორი ნაკლებ მხარდაჭერას იღებს თავისი ეპარქიიდან, ვიდრე ეპისკოპოსი, რომელიც არჩეულ იქნა სამღვდელოებისა და ერისკაცების აქტიური მონაწილეობით. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიური საეკლესიო-სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც არ შეესაბამება ეკლესიის თავდაპირველ მოწყობას, მაგრამ რომელსაც დღეს აქვს ადგილი.

თუმცა, არა მხოლოდ მმართველი მღვდელმთავრის არჩევაში ერისკაცების მონაწილეობის გაფართოება აძლიერებს მის ძალაუფლებას, არამედ მღვდელმთავარზე გარკვეული დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც ეს მოხდა უმე-ს 2022 წლის საეკლესიო კრებაზე.

ამ ტენდენციის ჩარჩოებში პატრიარქების ძალაუფლება შემცირდება, ხოლო მათი როლი სულ უფრო მიუახლოვდება ფორმულას „პირველი თანასწორთა შორის“. კიდევ უფრო შემცირდება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების, პირობითი კონსისტორიების ან „ოფისების“ როლი. რასაკვირველია, ეს ტენდენცია დაუპირისპირდება თეორიას „პირველი თანასწორთა გარეშე“, რომელიც დღეს აქტიურად წინაა წაწეული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და ასევე მცდელობებს მიანიჭოს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ერთგვარი საკრალური მნიშვნელობის მდგომარეობა, რაც სრულიად არ შეესაბამება ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას.

ტენდენცია მესამე - ერთიანობის პრინციპობის გაძლიერება

წმინდა მოციქულების 34-ე წესი გვამცნობს: „ნებისმიერი ხალხის ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს პირველი მათში და ცნოს ის, როგორც მეთაური და არავითარი, მათი აღმატებული ძალაუფლება არ განახორციელოს მისი მსჯელობის გარეშე: თითოეულმა გააკეთოს ის, რაც ეხება მის ეპარქიას და მის კუთვნილ ადგილებს. პირველმაც არაფერი უნდა გააკეთოს ყველას მსჯელობის გარეშე. რამეთუ ასე იქნება ერთიანობა და იდიდებს უფალი სულიწმინდაში, მამა და ძე და სულიწმინდა“.

ეს წესი საკმაოდ მკაფიოდ აღწერს „პირველი“ ეპისკოპოსისა და დანარჩენი მღვდელმთავრების ურთიერთდამოკიდებულებებს: ყველაფერი, რაც სცდება ეპარქიების ჩარჩოებს, ხდება „პირველის“ რჩევით, ხოლო „პირველს“ არ შეუძლია არაფრის გაკეთება კრების გარეშე.

ეკლესიის პირობითი მეთაურობის როლის შემცირება და ეპარქიის მღვდელმთავრების მდგომარეობის განმტკიცება ბუნებრივის სახით ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი ერთად შეიკრიბებიან და ერთიანად მიიღებენ გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომელიც სცდება ცალკეული ეპარქიის ჩარჩოებს. საეკლესიო კრებების როლი ასევე იზრდება სასამართლო ფუნქციის შესრულებაშიც, რაც შეესაბამება უძველესი ეკლესიის გამოცდილებას, როცა სწორედ საეკლესიო კრებებს ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ დავები და უთანხმოებები. ამასთან, პატრიარქებისა და მიტროპოლიების როლი შეიცვლება იმ კუთხით, რომ ისინი იქნებიან არა ხელმძღვანელი პირები, არამედ სხვადასხვა დონის საეკლესიო კრების კოორდინატორები. შესაბამისად, საეკლესიო კრებების ჩატარების სიხშირე არსებითად გაიზრდება.

სწორედ ეპარქია, რომელსაც მართავს ეპისკოპოსი, გახდება შიდასაეკლესიო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტი.

დასკვნები

ამ ტენდენციების (რომლებიც, რასაკვირველია არ გამოიწვევენ სწრაფ ცვლილებებს) ჭრილში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იურისდიქციებისა და სტატუსების საკითხს საერთოდ არ ექნება ისეთი „მნიშვნელობა“, რომელიც მას დღეს ენიჭება. სწორედ ეპარქია, რომელსაც მართავს ეპისკოპოსი, გახდება შიდასაეკლესიო ურთიერთობების ძირითადი სუბიექტი. პირველ ათასწლეულში არსებობდა თვალსაზრისი, რომ ნებისმიერი საეკლესიო თემი უნდა იყოს ხუთიდან ერთ-ერთი საპატრიარქოს იურისდიქციაში. დღეს დადგინდა წესი, რომ ნებისმიერი თემი უნდა შედიოდეს 14 ადგილობრივი ეკლესიიდან ერთ-ერთის იურისდიქციაში. თუმცა, ასეთი აზრი შეიძლება არ იყოს ერთადერთი შესაძლო.

მსოფლიოში არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეკლესია ერთდროულად წარმოდგენილია რამოდენიმიე ადგილობრივი ეკლესიის თემის მიერ (აშშ, დასავლეთ ევროპა), რასაც შეიძლება ვუწოდოთ კანონიკური ანომალია. ელადისა და კვიპროსის ეკლესიების ნახსენები გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მართლადიდებლობა შეიძლება განვითარდეს ცალკეული ეპარქიების ავტონომიის გაძლიერების გზით. უდაოა, რომ ასეთი ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრებს უნდა ჰქონდეთ სამოციქულო მემკვიდრეობითობა და ხელდასმის კანონიერება. დავუბრუნდებით რა სიტუაციას უმე-ში, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესიის სტრუქტურული ერთიანობა შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ დიხოტომიის „ავტოკეფალია/არა ავტოკეფალია“ ჩარჩოებში, არამედ იმის გაგების მეშვეობით, რომ ესაა ქრისტეს ეკლესიის ერთიანი ორგანიზმის ნაწილი და არა ადმინისტრაციული სტრუქტურის ნაწილი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus