უმე და დიასპორა: გამართლებულია თუ არა სამრევლოების გახსნა საზღვარგარეთ

ომის შედეგად უკრაინამ შეიძლება დაკარგოს 5 მლნ-ზე მეტი, მათ შორის, უმრავლესობა - უმე-ს მორწმუნე. ფოტო: СПЖ

უკრაინა უკვე დატოვა 7 მილიონმა ადამიანმა. ქვეყანა კარგავს მოქალაქეებს, უმე- თავის მორწმუნეებს. რ გველოდება წინ, როგორ იარსებოს ეკლესიამ ახალ პირობებში?

უმე-ს საეკლესიო კრებების დადგენილებებში (პ.8) ერთ-ერთი პუნქტი იყო გადაწყვეტილება დიასპორაზე ზრუნვის თაობაზე. მასში საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ომის გამო დატოვა 6 მილიონმა ადამიანმა, რომელტაგან უმრავლესობა უმე-ს მორწმუნეა.

„ამიტომაც კიევის უმე-ს მიტროპოლიაში მოდის მიმართვები სხვადასხვა ქვეყნიდან თხოვნით, გახსნან უკრაინის მართლმადიდებლური სამრევლოები.  ცხადია, რომ ბევრი თანამემამულე დაბრუნდება სამშობლოში, თუმცა, ბევრი დარჩება საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად. ამასთან დაკავშირებით საეკლესიო კრება გამოხატავს ღრმა რწმენას, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ შეიძლება დატოვოს თავისი ერთგულები სულიერი მზრუნველობის გარეშე, ის უნდა იყოს მათ გვერდით მათ განსაცდელში და ორგანიზება გაუკეთოს საეკლესიო თემებს დიასპორაში“.

და ეს უმე-ს საეკლესიო კრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა თეოფანიაში. კრიტიკოსებმა მასში მხოლოდ მცდელობა დაინახეს მიენიჭებინა თავისთვის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები, მაგრამ რეალობაში საზღვარგარეთ სამრევლოების გახსნა არის გარდაუვალი აუცილებლობა და პირველ რიგში, აუცილებლობა მორწმუნეებისთვის. უმე-ს აღნიშნული საეკლესიო კრების მიერ აღნიშნული დევნილების ციფრი 6 მილიონის ოდენობით ხანმოკლე დროში, უკვე მოძველდა. გაერო-ს მონაცემების მიხედვით, უკრაინა ომის დაწყებიდან უკვე დატოვა 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა. რასაკვირველია, მათგან ზოგს დაუბრუნება მოუნდება, თუმცა, თუ ომი გაჭიანურდება, დემოგრაფიისა და სოცკვლევების ინსტიტუტის დირექტორის ელა ლიბანოვას სიტყვებით, უკრაინამ შეიძლება დაკარგოს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი. და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ ვინ არიან ეს მილიონები. ესენი არიან ახალგაზრდა ქალები ბავშვებით - ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ჟურნალისტი და მწერალი ელენა საჩკო წერს:

მე ვფიქრობ, რომ ბევრი არასდროს დაბრუნდება. თუნდაც ისინი ახლა ასე არ ფიქრობდნენ. თუმცა, არ დაბრუნდებიან. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ისინი ყველაფერს ნულიდან იწყებენ. და სამი თვის, ნახევარი წლის, ერთი წლის შემდეგ მათ არა ნოლი, არამედ ერთი ექნებათ. ვიღაცას სამი. ვიღაც ცხრიანშიც გაარტყამს. დაბრუნებულები ისინი იძულებულები იქნებიან ისევ ნულიდან დაიწყონ. მოისურვებენ კი ამას? არა გვგონია. ესაა რესურსი, მაგრამ არა უსასრულო.

ყოველ ჯერზე ნულიდან დაწყება ძალიან მძიმეა. როცა ბავშვები დაიწყებენ ენის ადგმას პოლონურად, გერმანულად, უნგრულად, აუცილებლად გაიელვებს თავში: ისინი უკვე აქაურები არიან, რისთვის წავიდეთ უკან? რას ნიშნავს ეს ჩემთვის?... ანუ, ქვეყნის გენოფონდი გაღარიბდება. იმას, რომ ჩვენი პატარა სამყარო, აქაური სამყარო, მართლაც არასდროს იქნება უწინდელი“.

დიახ,  ომი ოდესმე დასრულდება, მაგრამ წასულები არაა ჩვენი ერთადერთი შესაძლო დანაკარგები. „როცა აკრძალვებს მოხსნიან მამაკაცების გასვლაზე, ბევრი მამაკაცი ამ ოჯახებიდან მათთან წავა. ოჯახები აღდგება, მაგრამ არა უკრაინაში“, - ამტკიცებს ლიბანოვა.

როცა ადამიანი მძიმე ტრავმას ან ჭრილობას იღებს, პირველ ხანებში ის ტკივილის შოკურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია გააცნობიეროს, რა იქნება მომავალში მის თავს. უკრაინელები ჯერ სწორედ ასეთ მდგომარეობაში არიან. თუმცა, ჩვენ უკვე ახლა უნდა ვეცადოთ ჩავხედოთ თვალებში ჩვენს „ხვალინდელ დღეს“, გავაცნობიეროთ - თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ახალ, ომისშემდგომ პირობებში.

ჩვენ დიდი ხანია არ ვართ 52 მილიონი

2000-იანი წლების დასაწყისში ბილბორდებსა და ტელეარხებზე უჩვენებდნენ სოციალური ხასიათის სარეკლამო სლოგანს „«Нас має бути 52 мільйони. Кохаймося!».

2000-იანი წლების სოცრეკლამა უჟგოროდში. ფოტო: 4studio.com.ua

იმ დროიდან აღნიშნული ციფრი მიუღწეველ ოცნებად იქცა. სახსტატისტიკის მონაცემებით, უკრაინაში მოსახლეობის ბოლო მატება ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს - 1990 წელს დაფიქსირდა. იმ დროიდან ის მხოლოდ შემცირდა. ყოველგვარი ომის გარეშე, უკრაინის მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. 2020 წელს მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა დმიტრი დუბილეტმა დაასახელა ციფრი 37 მილიონი. თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ისიც საკმაოდ ოპტიმისტური იყო. ამასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა.

კიევის რეპროდუქტოლოგიისა და პერინატალური მედიცინის საქალაქო ცენტრის დირექტორის, ვიაჩესლავ კამინსკის განცხადებით, უკრაინაში დამოუკიდებლობის ყველა წელი თანდათან ზრდიდა დემოგრაფიულ კრიზისს. ევრომაიდანის შემდეგ სიკვდილობა უკრაინაში ორჯერ აღემატებოდა შობადობას. უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი ნატალია ვლასენკო ამტკიცებს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად კარგავდა 350 ათასზე მეტ ადამიანს. თუ 1991 წელს ქვეყანაში იყო დაახლოებით 12 მილიონი ბავშვი, 2021 წელს - მხოლოდ 7. აი,ახლა ამ ციფრის ნახევარზე მეტმა ქვეყანა დატოვა ლტოლვილთა კოლონებში.

 გაერო-ში ამბობენ, რომ ბავშვებისა და მშვიდობიანი მაცხოვრებლების ესოდენ ფართომასშტაბიანი გადააადგილება ასეთ ხანმოკლე პერიოდში არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დროიდან.

„ოჯახები დაინგრა და განადგურდა. სამ თვეზე ცოტა მეტის განმავლობაში დაახლოებით 14 მილიონი უკრაინელი გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლი, მათგან უმრავლესობა ქალი და ბავშვია - ასეთი გადაადგილების მასშტაბები და სისწრაფე ისტორიას არ ახსოვს“, - საუბარია უკრაინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიზისული კოორდინატორის ამინა ავადის განცხადებაში.

რამდენადაც არანაირი წინაპირობა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ჯერჯერობით არ ჩანს, შეიძლება დარწმუნებით ითქვას - ასეთი გადაადგილებები, მათ შორის, ემიგრაცია ქვეყნიდან, გაგრძელდება.

გამოწვევები უმე-ს წინაშე

თუმცა, ევროპის ცენტრში ტერიტორიები არასდროს არ დარჩება ცარიელი. თუ მათ დატოვებენ უკრაინელები - მოვა ვიღაც სხვა.

ჯერ კიდევ  მშვიდობიანობის ჟამს დემოგრაფიისა და სოცკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გლადუნი აცხადებდა, რომ დემოგრაფიული კრიზისის გამო არსებობდა უკრაინელი ნაციის აზიის რეგიონებიდან მიგრანტებით თანდათანობითი ჩანაცვლების საფრთხე. ჩვენ უკვე ახლა საკმაოდ ბევრი მიტოვებული სოფელი გვაქვს ( ყოველწლიურად დაახლოებით  20 მათგანი ქრება), რომელიც თანდათან შეივსება არა უკრაინელებით. არსებობს დიდი ალბათობა, რომ მიგრანტები არ იქნებიან ქრისტიანებიც კი.

ამიტომაც, სახელმწიფო და ეკლესია ეჯახება ორ, სერიოზულ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ პრობლემას.

  1. უკრაინელების მასობრივი ემიგრაცია სხვა ქვეყნებში.
  2. წასული უკრაინელების „უცხოებით“ - სხვა კულტურის, მენტალიტეტისა და რწმენის ადამიანებით ჩანაცვლება.

და ეს პრობლემები ეკლესიის წინასე აყენებს რთულ ამოცანებს. თუ მისიონერობა „უცხოებში“ არის ხვალინდელი დღის საქმე, წასული მრევლის მხარდაჭერა უკვე დღეს არის საჭირო.

დღეს პრაქტიკულად უმე-ს ყველა სამრევლოში უკრაინის ცენტრსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში  დიდი დანაკარგებია. მამაკაცები იბრძვიან ფრონტზე, ქალები ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფებიან. უმე-ს წინაშე ძალიან სერიოზული ამოცანა დგას - როგორ არ დაიკარგოს საკუთარი მრევლი, როგორ არ მოხდეს მათი ეკლესიისგან დაშორება სხვაგან, ასევე მათი სულიერი მხარდაჭერა და ა.შ.

უმე-ს სამრევლოები საზღვარგარეთ: შეიძლება თუ არა?

ამდენად, დაახლოებით 7 მილიონი უკრაინელი წავიდან საზღვარგარეთ ომის დაწყებიდან, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ დაახლოებით 5 მილიონი იქ დარჩება. რა უნდა გააკეთოს უმე-მ? ბოლო დრომდე მას შეეძლო ემოქმედა საზღვარგარეთ მხოლოდ, როგორც რუსეთის ეკლესიის ნაწილს.

არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ უკრაინელი დევნილები ან უარს ამბობენ რმე-ს ტაძრებში სიარულზე ევროპაში ან ამას უსურვილოდ აკეთებენ. უდაოა, რომ ქრისტიანობის თვალსაზრისით ეს არასწორია, რადგან „იესო ქრისტე იყო და იქნება უკუნითი უკუნისამდე“. თუმცა, ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს გადააბიჯოს საკუთარ თავს. თუ ადამიანმა რფ-ს შეჭრის შედეგად დაკარგა ახლობლები, თუ ომმა დაანგრია მისი სახლი, შინაგანი ქარტეხილების დასაშოშმინებლად მას დრო სჭირდება. სიტყვა „რუსული“ მასში მხოლოდ ნეგატივს იწვევს, თუნდაც ეს ეკლესია იყოს. დიახ, შეიძლება ასეთი ადამიანები  განრისხებით ამხილო, მაგრამ ისინი უმეტესად საჭიროებენ მხარდაჭერას, დამშვიდებას, უფალს.

როგორც ვიცით, ქრისტეს ეკლესია მსოფლიოში ერთია. ადგილობრივი ეკლესიები სერბეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ა.შ. - ეს ნაწილებია, რომლებიც ერთობლიობაში წარმოქმნიან ერთიან მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიას. შესაბამისად, თუ უმე-ს მორწმუნეები წავიდნენ სხვა ქვეყანაში, სხვა ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორიაზე, მათ ზუსტად ასევე შეუძლიათ აღსარება, ზიარება და სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობა. თუმცა, ვიყოთ გულახდილები, არაა მარტივი სხვა ქვეყანაში თემში შერწყმა, განსაკუთრებით, თუ ენა არ იცი. ამიტომაც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დევნილებისთვის საზღვარგარეთ ორგანიზებას უკეთებს სამრევლოებს.

როგორც ამბობს უმე-ს სსუგ-ს მეთაურის მოადგილე ნიკოლოზ დანილევიჩი, „ჩვენ გვაქვს პრინციპი, ჩვენ ვხსნით  ჩვენი ეკლესიის სამრევლოებს, სადაც არაა ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები, კერძოდ, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში და ა.შ. თუ საქმე ეხება ევროპას, ეს დაახლოებით 19 ქვეყანაა“. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ომის დროს უკვე გაიხსნა 10 სამრევლო, კიდევ 10 - ორგანიზაციის პროცესშია. თუმცა, უკრაინული სამრევლოები იხსნება „მართლმადიდებლური“ ქვეყნების: პოლონეთის, სერბეთის, რუმინეთის ტერიტორიაზეც. მამა ნიკოლოზის სიტყვებით, ასეთი თემების ორგანიზებისას „იურისდიქციული“ საკითხები წყდება. ადგილობრივი ეკლესიები დახმარების ხელს გვიწვდიან“.

თუ დევნილებს რომელიმე ქვეყანაში სურთ სამრევლოს გახსნა, ისინი გვწერენ თხოვნას უნეტარესი ონუფრის სახელზე ხელმოწერებით და მათ უგზავნიან მღვდელს. „რათა თემი შედგეს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ იყვნენ ადამიანები; მეორე - რომ იყოს მღვდელი; მესამე, რომ იყოს ადგილი მსახურებისთვის, რომლის ძებნაც ხდება მას შემდეგ, რაც შესრულდება პირველი ორი პირობა“, - ამბობს უმე-ს სსუგ-ს მეთაურის მოადგილე.

საინტერესოა, რომ ასეთ სამრევლოებში იცვლება მღვდლის როლიც, რომელიც არა მხოლოდ მოდის ტაძარში და ატარებს ღვთისმსახურებას. ის ადამიანებისთვის ხდება სულიერი საყრდენი, მწყემსი.

„საზღვარგარეთ მღვდლის მუშაობისა და მისიის სპეციფიციკა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ უნდა იჯდეს ტაძარში და ელოდოს, როდის მივა მასთან ვინმე, არამედ თავად ის უნდა მივიდეს ადამიანებთან, ეძებოს ისინი, იურთიერთოს მათთან, იაროს ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ადგილებში, ადგილებში, სადაც მიდიან ავტობუსები უკრაინიდან, სადაც იკრიბებიან ადამიანები. ფაქტიურად ესაა მისიონერული, სამოციქულო მსახურება იმ გაგებით, რომ მოციქული ნიშნავს „წარგზავნილს“ - აი, ამიტომაც იგზავნებიან მღვდლები საზღვარგარეთ იმისთვის, რომ შეკრიბონ ადამიანები, გაუწიონ მათ სულიერი დახმარება“, - ამბობს მამა ნიკოლოზი.

                                                                                        ***

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მისი „დიასპორული“ გზის დასაწყისში იმყოფება.  მას არ აურჩევია ეს გზა, მას არ აუყრია მილიონობით უკრაინელი საკუთარი სახლიდან, რათა ეძებათ სხვაგან თავშესაფარი. ამიტომაც, უადგილოა ახლა თითის გაყოლება საეკლესიო წესდებების სტრიქონებზე, ჭკუის დარიგებით, თუ ვის აქვს უფლება იზრუნოს უკრაინელებზე საზღვარგარეთ და ვის -არა. უმე-ს არ შეუძლია მიატოვოს თავისი შვილები მძიმე წუთებში. სწორედ ახლა, ასეთ მომენტში ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საეკლესიო საიდუმლოებებიც, ბრძნული სიტყვაც და უბრალოდ, დამშვიდებაც.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ შეძლებენ სახლში, მშობლიურ ტაძრებში დაბრუნებას, ჩვენ მათ აქ მთელი გულით ველოდებით. თუმცა, თუ ეს არ მოხდება, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ სრულფასოვანი ეკლესიური ცხოვრებით იმ გარემობებში, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ თავიანთი ნების მიუხედავად. და მათ უნდა იცოდნენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნავს თითოეულ თავის მორწმუნეზე, რომ ესაა უკრაინელი ხალხის ეკლესია. თუნდაც,  ეს ხალხი არ იმყოფებოდეს თავის ქვეყანაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus