უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია და „სად იყავით რვა წელი?“

ნამდვილად აკურთხა უმე-მ ატო? ფოტო: СПЖ

უკრაინაში ომის დაწყებიდან გაჩნდა უმე-სა და მისი წინამძღოლის ბრალდების „მოდა“ ატო-ს მდუმარე მოწონებაში დონბასზე, რომელიც 2014 წლიდან გრძელდებოდა. მართებულია ბრალდებები?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კერძოდ კი თეოფანიაში  საეკლესიო კრების შემდეგ, მოულოდნელად მოზღვავდა ბრალდებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის მისამართით, თითქოსდა, უმე და მიტროპოლიტი ონუფრი, არასდროს არ აპროტესტებდნენ დონბასში ომს და თითქმის აკურთხეს ის.

ეს ბრალდებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეაქცია პატრიარქ კირილის „არმოხსენიების“ ტალღაზე, რომელიც დაიწყო უმე-ში რფ-ს შეჭრის შემდეგ. აკი, ბევრ რამეში „გაურკვევლები“ თავიანთ ქმედებებს ამართლებდნენ პატრიარქის პოზიციასთან დაუთანხმებლობით, რომელიც, ასე ვთქვათ, საჯაროდ არ გამოხატავდა უკმაყოფილებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“.

ამჟამად, დაჟინებით ხდება თეზისის წინ წაწევა, რომ 2014 წლიდან უნეტარესი ონუფრი არანაირად არ აპროტესტებდა ომს დონბასზე, ამიტომაც უკრაინელებმა უნდა გაავლონ პარალელები და „დამშვიდდნენ“.

მაგალითად, მოსკოველი მღვდელი და ბლოგერი გიორგი მაქსიმოვი ერთ-ერთ თავის ვიდეოში  აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიტროპოლიტ ონუფრის სიტყვები მშვიდობისა და დონბასში ომის შეწყვეტის მოთხოვნით, რომ უნეტარესი დუმდა, როცა უმე-ს ტაძრებს იტაცებდნენ და ანგრევდნენ. რახან მაშინ დუმდა მიტროპოლიტი ონუფრი, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა უკრაინელებს არ შეიძლება ჰქონდეთ არანაირი პრეტენზია რმე-ს პატრიარქის მიმართ.

და ახლა, ჩვენ არანაირად არ ვამართლებთ „არგამგებებს“ და მითუმეტეს არ ვაკრიტიკებთ პატრიარქ კირილს - მას უფლება აქვს იმოქმედოს ის, როგორც თვლის სწორად ეკლესიისთვის. თუმცა, თეზისი 2014 წლიდან უმე-სა და უნეტარესი ონუფრის დუმილის შესახებ საჭიროებს დაზუსტებას.

აკი, მაქსიმოვისთვის ასეთია არაა ერთი. „სთძ“-ს მომხრე პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს შორის, ახლა ბევრია ისეთი, ვინც საუბარი დაიწყო უმე-ს მისამართით ერთიდაიმავე ფრაზით - „და სად იყავით რვა წელი?“ მისი არსი დაიყვანება სტანდარტული კითხვა-საპირისპირო აზრის ნაკრებამდე, რომლითაც ადამიანების გარკვეული ნაწილი ცდილობს გაამართლოს ომი უკრაინაში: რატომ დუმდა ეს წლები უმე? რატომ დუმდა უნატრესი მიტროპოლიტი ონუფრი? რა გააკეთა უმე-მ იმისთვის, რომ შეეჩერებინა ატო? როგორ და რითი დაეხმარა ეკლესია დონბასის მაცხოვრებლებს? ვეცადოთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რატომ დუმდა უმე  დონბასში ომის რვა წლის განმავლობაში?

გასაკვირიც კია, რომ ხდება ჯერ კიდევ გუშინ ცხადი ფაქტების შეხსენება დღეს, რომ სწორედ დონბასის საკითხზე უმე-ს პოზიციის გამო, მკრეხელობდნენ და მკრეხელობენ დღეს მისი მტრები ხელისუფლებაში და ე.წ. „პატრიოტები“.~

„სპეციალური სამხედრო ოპერაციი“-ს მომხრე პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს შორის, ახლა ბევრია ისეთი, ვინც საუბარი დაიწყო უმე-ს მისამართით ერთიდაიმავე ფრაზით - „და სად იყავით რვა წელი?“

დონბასში კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩვენმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მისი მორწმუნეები ფრონტის ორივე მხარეს არიან, ხოლო თავად ომი ატარებს ძმათამკვლელ ხასიათს. სწორედ უმე-ს პოზიციამ მისცა საშუალება უამრავ ადამიანს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდნენ, არ დაეკარგათ უფლის რწმენა, არ დაეკარგათ ადამიანურობა და დარჩენილიყვნენ კანონიკურ ეკლესიასთან. უფრო მეტიც, მათ შეძლეს დარწმუნებულიყვნენ, რომ უმე წარმოადგენს იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია ომით გაგლეჯილი უკრაინის „გამთელება“.

კონფლიქტისადმი ეკლესიის დამოკიდებულება შესანიშნავად ჩანს უმე-ს ეპისკოპოსის მიმართვაში, რომელიც მიეძღვნა კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის 1300 წლისთავის დღეს: „დღეს ჩვენი განსაკუთრებული სიტყვები მიმართულია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იმ შვილებისადმი, რომლებიც ცხოვრობენ დონბასში და იტანჯებიან საბრძოლო მოქმედებებისგან: ძმებო და დებო! თქვენ არ ხართ მარტო განსაცდელში. მთელი ჩვენი ეკლესია ამჟამად ლოცულობს, განიცდის, გეხმარებათ და გააგრძელებს ლოცვას, თანაგანცადასა და დახმარებას. თქვენი განცდები და ტკივილი ტკივილად აისახება ჩვენს გულებში. მოციქულ პავლეს სიტყვებით, „და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება“ ანუ ქრისტეს ეკლესია (1 კორ. 12, 26). გამოვხატავთ მადლიერებას მღვდელმთავრების, მოძღვრების, ბერ-მონაზვნებისა და დონბასის იმ ნაწილის ყველა ერისკაცის მიმართ განსაცდელის მოთმინებით ტარებისთვის, რომელიც თქვენ გხვდათ წილად. ვლოცულობთ ყოვლადმოწყალე უფლის მიმართ და გვწამს, რომ ომი მალე დასრულდება და უფალი ყოველგვარ ცრემლს შეაშრობს თქვენს თვალებზე (გამ. 21, 4).

და ეს უბრალო სიტყვები არაა. რადგან ეკლესიამ დონბასში კონფლიქტის 8 წლის განმავლობაში გააგზავნა ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მუდმივად მოუწოდებდა კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებებისკენ, იღებდა ქმედით მონაწილეობას ტყვეების განთავისუფლებაში. ამავე დროს, ეკლესიისადმი ნეგატიურად განწყობილი ხელისუფლება შესანიშნავად ხვდებოდა, რომ უმე-ს შუამავლობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა ტყვეთა განთავისუფლება, რამდენადაც ჩვენს ეკლესიას გააჩნია მორალური ავტორიტეტი ფრონტის ორივე მხარეს. და როგორც ვიცით, შედეგები იყო. ასობით დატყვევებული განთავისუფლდა, რამაც ასევე აიძულა ეკლესიის ისეთ მტერს, როგორც პოროშენკოა, მადლობა გადაეხადა უმე-თვის ამ პროცეში ქმედითი მონაწილეობის გამო.

ამასთან, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ მისი მისია „კონფლიქტისა და ომის პირობებში მდგომარეობს მხარეთა შერიგებაში“, ხოლო მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) აღნიშნავდა, რომ „თუ ეკლესია არსებულ პირობებში შეეცდება იყოს ადამიანებთან, უკრაინის მოქალაქეებთან, ფრონტის ხაზის ორივე მხარეს, მათი პოლიტიკური ან იდეოლოგიური შეხედულებების მიუხედავად, თუ ეკლესიამ შეინარჩუნა შესაძლებლობა დიალოგისთვის, რამაც საშუალება მოგვცა რეალურად გვექცია ტყვეების ეს გაცვლა, ეს უნდა დაფასდეს“. რასაკვირველია, არავის დაუფასებია ეს. არც მაშინ და არც ახლა.

მრავალი წლის მანძილზე უმე-გან  მოითხოვდნენ რფ-ს დაგმობას, რუსეთის აგრესორად გამოცხადებას და მხოლოდ ერთი, „სწორი“ მხარის დაჭერას დონბასის კონფლიქტში. რაზეც ეკლესია უცვლელად პასუხობდა, რომ მის ფუნქციაში არ შედიოდა ვალდებულება პოლიტიკური შეფასებები მიეცა მიმდინარე მოვლენებისთვის. ასეთმა პოზიციამ არ გამოიწვია, პატრიარქ კირილის სიტყვებით, „ეკლესიის ჩართვა კონფლიქტში არც ერთ მხარეს“. უფრო მეტიც, მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მშვიდობისმყოფელ გმირობაში ვლინდება მისი სიყვარული უკრაინის მიმართ, მისი ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“, ხოლო „ბოლო წლების მოვლენები ამტკიცებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ერთადერთ ძალად, რომელსაც შეუძლია უკრაინის საზოგადოების გაერთიანება“.

და ეკლესია მართლაც ცდილობდა ამ საზოგადოების გაერთიანებას, მაგალითად, 2016 წელს სრულიად უკრაინის ლიტანიობის მეშვეობით. მაშინ სვიატოგორისა და პოჩევის ლავრებიდან მომლოცველთა ორი დიდი კოლონა გამოვიდა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 12 ეპარქიის გავლით, ერთმანეთს კიევში შეხვდა, რათა ეჩვენებინა უკრაინის საეკლესიო ერთიანობა. მსვლელობამ ნამდვილი ისტერიკა ჰპოვა მეომარ პოლიტიკოსებს შორის და „პატრიოტებშიც“, ასევე მის-ებშიც. ლიტანიობის მონაწილეებს არ უშვებდნენ ქალაქებში, „ნაღმავდნენ“ გზებს, აწყობდნენ ფიზიკურ თავდასხმებს. და ყოველივე ეს იმიტომ, რომ ლიტანიობა მიმდინარეობდა დონბასში ომის წინააღმდეგ, ქვეყანაში მშვიდობისთვის.

ლიტანიონის მონაწილეებს არ უშვებდნენ ქალაქებში, „ნაღმავდნენ“ გზებს, აწყობდნენ ფიზიკურ თავდასხმებს. და ყოველივე ეს იმიტომ, რომ ლიტანიობა მიმდინარეობდა დონბასში ომის წინააღმდეგ, ქვეყანაში მშვიდობისთვის.

ყველა ამ ამორჩეული მაგალითიდან ჩანს, რომ ეკლესია არა მხოლოდ არ სდუმდა, არამედ აკეთებდა ყველაფერს, რათა შეეჩერებინა კონფლიქტი. თუმცა, ეს რატომღაც დაავიწყდათ მათ, ვინც მხარს უჭერს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ისევე როგორც დაავიწყდათ ის, რასაც 8 წლის განმავლობაში აკეთებდა დონბასში მშვიდობისთვის უნატრესი მიტროპოლიტი ონუფრი.

დუმდა თუ არა უმე-ს წინამძღოლი?

აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირების პირველივე დღეებიდანვე უმე-ს წინამძღოლმა აკურთხა ჩვენი ეკლესიის ყველა ტაძარი გაძლიერებულად ელოცათ უკრაინაში მშვიდობისთვის. ყველა დიდი მარხვის დროს, ამ წლების განმავლობაში, ლოცვა მშვიდობისთვის ღრმავდებოდა ფსალმუნების, სახარების კითხვითა და პირადი ასკეზით. მორწმუნე ადამიანი ხვდება, რომ ლოცვა ფორმალობა კი არ არის, არამედ ქრისტიანის მთავარი იარაღი, მისი მთავარი საქმე და ყველაზე ძლიერი საშუალება მშვიდობის მისაღწევად.

იყო მიტროპოლიტის პირდაპირი მიმართვები პოლიტიკოსების, იგივე პოროშენკოსა და პუტინის მიმართ. მაგალითად, 2017 წელს ის ითხოვდა „იმ სიტუაციაზე ზეწოლას, რომელიც დღეს დონბასში ჩამოყალიბდა და ყველაფრის გაკეთებას, რათა შეწყდეს სროლა აღდგომის დღესასწაულზე და კვირაცხოვლობას. ყველა ტყვესთვის კი გაკეთდეს სასულიერო სააღდგომო აქცია: „გააღე კარი მღვდლისთვის“.

უმე-ს წინამძღოლმა მკაფიოდ გვიჩვენა, რომ დონბასის ომში ის ემხრობა მშვიდობისა და სამართლიანობის პოზიციას, თუნდაც ამ პოზიციას გამოეწვია ნეგატივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან.

„ეს ომი (დონბასში - რედ.) სამოქალაქოა. ეს ვიცი ეპისკოპოსებისგან, რომლებიც იქ მსახურობენ. მამა ნაციონალურ გვარდიაშია, შვილი - აჯანყებულთა არმიაში. ერთი ძმა ერთ მხარესაა, მეორე ძმა- მეორე მხარეს. ეს ძმათამკვლელი ომია. და ეკლესია, როგორც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ასევე 2013-2014 წელს, ყოველთვის მოუწოდებდა, რომ ადამიანები ერთმანეთთან შერიგებულიყვნენ, ერთმანეთისთვის ეპატიებინათ. ომისა და სისხლის საფუძველზე არაფერი კარგი არ შეიძლება აიგოს“ - ასე ამბობდა მიტროპოლიტი ონუფრი 2015 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს, როცა რფ-ს აგრესიის ნებისმიერი უარყოფა შეიძლება ადამიანს ძალიან ძვირი დასჯდომოდა.

ომისა და სისხლის საფუძველზე არაფერი კარგი არ შეიძლება აიგოს.

                                                                                მიტროპოლიტი ონუფრი

მიტროპოლიტ ონუფრის ამ დრომდე ახსენებენ 2015 წლის 28 მაისს უმაღლეს რადაში „ჯდომას“, როცა ის ყველასთან ერთად არ ადგა ატო-ს დროს დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების დროს, რომელთაც მიანიჭეს „უკრაინის გმირის“ წოდება. მოგვიანებით უნეტარესმა განაცხადა, რომ ეს ქცევა მან განახორციელა ომის, „როგორც მოვლენის“  წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და აღნიშნა, რომ უმე-ს სურს მისი შეწყვეტა: „ჩვენ არ ავდექით, რადგან ეს იყო ომის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ პროტესტის ნიშანი ჩვენი მხრიდან. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს ჩვენს მიწაზე. ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანები კლავდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვინდა მშვიდობა და რომ ჩვენს მიწაზე იყოს უფლის მადლი“.

მაშინ ადამიანებს მშვიდობისკენ მოწოდებებისთვის ციხეში სვამდნენ, როგორც ეს ჟურნალისტ რუსლან კოცაბას შემთხვევაში მოხდა.

უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ყოველთვის იყო მიტროპოლიტ ონუფრის ყველაზე დიდი სურვილი. და თუ გულწრფელი ვიქნებით ბოლომდე, უკრაინაში არავის გაუკეთებია უფრო მეტი, ვიდრე უნეტარესს იმ ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომლებიც აღმოჩნდნენ კონფლიქტის ზონაში. მატერიალური დახმარება, მედიკამენტები, ტანსაცმელი, კვების პროდუქტები - ყოველივე ეს რეგულარულად ტონობით იგზავნებოდა აღმოსავლეთში უმე-ს მორწმუნეების მიერ მათი წინამძღოლის ლოცვა-კურთხევით. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ომი დონბასში  „ჩვენი ტკივილია“. და ახლა, მიტროპოლიტ ონუფრის, სად იყო ის აღმოსავლეთ უკრაიანში ომის 8 წლის განმავლობაში, შეუძლია ჰკითხოს ან უნამუსო ადამიანს ან სრული ამნეზიის მქონეს.

                                                                           ***

ჩვენი ეკლესიისთვის უკრაინაში ომი დაიწყო არა 2022 წლის 24 თებერვალს, არამედ ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა პირველი აფეთქებების ხმა გაისმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. მთელი ეს წლები ეკლესია თანაუგრძნობდა ყველა დედას - მათაც, ვინც დაკარგა შვილები დონეცკსა და ლუგანსკში და იმათაც, რომელთა შვილებიც იქ საომრად იგზავნებოდნენ. მთელი ეს წლები ეკლესია აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, ამ ტერიტორიებზე მშვიდობის მისაღწევად. მას არ შეუცვლია პოზიცია ახლაც, როცა ომმა მოიცვა უკრაინის დიდი ნაწილი. არ შეუცვლია იმიტომ, რომ ქრისტემ გვითხრა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან“ (მათ. 5, 9).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus