ბრალდებები უმე-ს საეკლესიო კრების მისამართით: სამართლიანია თუ არა?

მართებულია თუ არა უმე-ს საეკლესიო კრების ბრალდებები? ფოტო: СПЖ

უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ გაჩნდა  კომენტარები,სადაც უმე-ს ბრალი ედება განხეთქილებაში. როგორ გამოიყურებიან თავად ბრალმდებლები ელემენტარული მორალის ჭრილში?

უმე-ს საეკლესიო კრების შემდეგ მკვეთრად გააქტიურდა ზოგიერთი ბლოგერი, რომლებიც მას ბრალს სდებენ არალეგიტიმურობაში, არწმუნებენ „ახალი“ უმე-ს განხეთქილებაში მყოფებთან და უნიატებთან სწრაფ გაერთიანებაში და საკუთრივ, აცხადებენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკვე განხეთქილებაშია.

მცირე გამონაკლისის გარდა, არ მოვიყვანთ ბრალმდებელთა კონკრეტულ ციტატებს ან არ გავაკეთებთ მითითებებს. მსურველებს ისედაც შეუძლიათ მათი პოვნა ინტერნეტ-სივრცეში. ბრალმდებელთა არგუმენტაცია საკმაოდ მარტივია: რახან უმე-მ განაცხადა სრული ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მან გაწყვიტა კავშირი რმე-თან, შესაბამისად - მართლმადიდებლობასთან, როგორც ასეთთან.

რას ნიშნავს განხეთქილება

სანამ წამოვაყენებთ ვინმეს წინააღმდეგ ბრალდებას განხეთქილებაში, უნდა განვსაზღვროთ, რა არის ეს. ამ საკითხზე ყველაზე ავტორიტეტულ აზრად ითვლება ერესის, განხეთქილებისა და თვითნებური კრების განსაზღვრა, რომელიც მოგვცა ბასილი დიდმა კანონიკურ წერილში იკონიის ეპისკოპოს ამფილოქესადმი.

წმინდა ბასილი დიდის კანონიკურ წესებს გააჩნია მსოფლიო საეკლესიო კრებების წესების ავტორიტეტი, რამდენადაც ისინი დამტკიცებულია VI მსოფლიო საეკლესიო კრების განსაზღვრებით, რომელსაც ასევე უწოდებენ ტრულის ან მეხუთე-მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებას. ბასილი დიდის განსაზღვრა ასე ჟღერს: „რადგანაც სხვაგვარს მათ (ძველებმა - რედ.) უწოდეს ერესი, ზოგს - განხეთქილება, ხოლო ზოგიერთს - თვითნებური კრება. ერეტიკოსებს ისინი უწოდებდნენ სრულიად განდგომილებს და თავად რწმენაში გაუცხოებულებს; განხეთქილებაში მყოფებს - ზოგიერთი საეკლესიო საგნის შესახებ აზრებში გაყოფილებს და საკითხებში, რომლებიც უშვებენ კურნებას; ხოლო თვითნებური თავშეყრა- კრებას, რომელსაც ადგენს დაუმორჩილებელი პრესვიტერი ან ეპისკოპოსი და უბრალო ხალხი. მაგალითად, ვინც მხილებულ იქნა ცოდვაში, დაშორებულია მღვდელმსახურებას, არ ემორჩილება წესებს, თავად კი შეინარჩუნა წინამძღოლობა და მღვდელმსახურება და მასთან ერთად განუდგა ზოგიერთი სხვაც, დატოვა რა კათოლიკური ეკლესია: ისინი არიან თვითნებური კრება. მონანიების შესახებ სხვაგვარად ფიქრობენ, ვიდრე ეკლესიაში არსებულები, არის განხეთქილება“.

რა აზრს ატარებს  „ზოგიერთი საეკლესიო საკითხი“, რომლებიც დევს განხეთქილების განსაზღვრის საფუძველში? მაგალითის სახით წმინდანმა მოიყვანა სხვადასხვა შეხედულება მონანიებაზე.   აი, მოცემული წესის განმმარტებელთ აზრები.

„განხეთქილებაში მყოფი  - ვინც (შეცდომაში იყო შესული) რაიმე სახის გამოსწორებად საკითხზე“ (სინოპსისი).

„განხეთქილებაში მყოფები არიან ისინი, ვინც დაშორდნენ ეკლესიას, როგორებიც არიან დონატისტები და ე.წ. კაფარები და იდროპარასტატები და ენკარიტები“ (არისტინი).

„ერეტიკოსი არის ის, ვინც რწმენით უცხოა. ხოლო ერთგვარი უცნობი კითხვით ის არის განხეთქილებაში მყოფი“ (სლავური მესაჭე).

როგორც ვხედავთ, უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები სრულიად არ პასუხობს განხეთქილების კრიტერიუმებს, რადგანაც საეკლესიო კრებას არ გამოუთქვამს არანაირი აზრი, რომელიც არ იყო თანხმობაში ეკლესიის სწავლებასთან.

ფილარეტისეულ განხეთქილებასთან ანალოგიების შესახებ

ზოგიერთი ბრალმდებელი აცხადებს, რომ უმე დაადგა „ფილარეტის გზას“. ფილარეტ დენისენკოს სტრუქტურები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თვითნებური კრება და როგორც განხეთქილება.

ის განუდგა კანონიკურ ეკლესიას ერთ ეპისკოპოსთან ერთად. და ყველა მისი შემდგომი „მღვდელმთავარი“ უკანონოა, რამდენადაც „ხელდასმულია“ მათ მიერ აკრძალვის მდგომარეობაში, ხოლო მალე - ეკლესიისგან განკვეთისას.  ამდენად, ფილარეტის მოქმედებები შეესაბამება „თვითნებური კრების“ განსაზღვრას, რამდენადაც ის „მხილებულ იქნა ცოდვაში, ჩამოშორდა მღვდელმსახურებას, არ დაემორჩილა წესებს, თავად კი მან შეინარჩუნა წინამძღოლობა და მღვდელმსახურება და მასთან ერთად ზოგიერთი სხვაც განუდგა ეკლესიას, დატოვა რა კათოლიკური ეკლესია“. როგორ შეიძლება ეს ეხებოდეს უმე-ს? განა უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი იყო „მხილებული ცოდვაში, ჩამოშორებული მღვდელმსახურებას და არ დაემორჩილა წესებს“? ვფიქრობ, პასუხი ნათელია.

შეიძლება განვიხილოთ ფილარეტისეულობა, როგორც განხეთქილება, რამდენადაც დენისენკომ მისი საქმიანობის დაწყებისთანავე დაიწყო ე.წ. „პარალელური ეპარქიის“ შექმნა, ამით დაარღვია რა ეკლესიის სწავლება: „დაე, ნუ იქნება ორი ეპისკოპოსი ქალაქში“ (I მსოფლიო საეკლესიო კრების წესი 8).

ჩვენს შემთხვევაში უმე-ს არ შეუქმნია არანაირი პარალელური ეპარქია, შესაბამისად, აქაც მტკიცებები, თითქოს ის „ფილარეტის გზას“ დაადგა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

კანონები და ავტოკეფალია

კანონიკური სამართლის კორპუსში არაა ნორმა, რომელიც ახდენს ავტოკეფალიის მიღების/გამოცხადების/ მინიჭების პროცესის რეგლამენტირებას. ამიტომაც, უმეტესწილად საუბარი ავტოკეფალიის, როგორც ასეთის  კანონიკურობაზე ან არაკანონიკურობაზე საუბარი, სავსებით კორექტული არაა. ყველაფერი, რაზეც შეგვიძლია ორიენტირება - ადგილობრივი ეკლესიების მიერ ავტოკეფალიის მიღების პრეცედენტებია. ისინი კი საკმაოდ განსხვავებულია. მაგალითად, ე.წ. „ბულგარული სქიზმა“, როცა ბულგარეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის გამოცხადება არ იყო აღიარებული კონსტანტინოპოლის მიერ,  დაახლოებით ასი წელი გაგრძელდა. თავად რუსეთის ეკლესია, რომელმაც ფაქტიურად გამოცხადა თავისი ავტოკეფალია 1448 წელს, არ იყო ასეთად აღიარებული 1589 წლამდე ანუ 141 წელი. ჩვენს დღეებში არსებობს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია (Orthodox Church in America), რომელმაც ავტოკეფალია რმე-გან 1970 წელს მიიღო, თუმცა ამ ავტოკეფალიას ცნობენ მხოლოდ რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიები. ყველა დანარჩენი მას თვლის რმე-ს ნაწილად.

ავტოკეფალიის შეთავაზების შესახებ კანონების არარსებობის მიზეზით, უმე-ს ბრალმდებლებს, როგორც წესი, არგუმენტის სახით არ მოჰყავთ მითითებები რაიმე კონკრეტულ კანონებზე. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ 861 წლის, კონსტანტინოპოლის ე.წ. ორმაგი ადგილობრივი საეკლესიო კრების წესი 15.

ის ასე ჟღერს: „თუ რომელიმე პრესვიტერი ან ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაკადნიერდება განუდგეს თავის პატრიარქთან ურთიერთობას და არ განადიდებს მის სახელს, გარკვეული და დადგენილი წოდების მიხედვით, უფლისმიერი საიდუმლოს შესრულებაში, არამედ საეკლესიო კრების მიერ გახმოვანებამდე და მის სრულ დაგმობამდე, გამოიწვევს განხეთქილებას, - ასეთს წმინდა საეკლესიო კრება განსაზღვრავს ნებისმიერი სასულიერო პირის  მიმართ, თუ ის მხილებული იქნება ამ უკანონობაში“.

თითქოსდა დღევანდელ დღეს ესადაგება, რამეთუ უმე-ს საეკლესიო თემების ნაწილი არ მოიხსენიებს პატრიარქ კირილს და უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის საეკლესიო კრების შემდეგ არა „განსაზღვრული და დადგენილი წოდების მიხედვით“, არამედ ადგილობრივი ეკლესიების სხვა წარმომადგენელთა შორის. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ეს კანონი დღევანდელ სიტუაციაში ნაკლებად გამოყენებადია, რამდენადაც მასში საქმე ეხება მიტროპოლიტებს, რომლებიც სათავეში უდგანან ე.წ. სამიტროპოლო ოლქებს, რომელთაც არანაირი დამოუკიდებლობა არ ჰქონდათ და არა სრულიად ავტონომიურ ეკლესიებს, როგორიც მეცხრე საუკუნეში საერთოდ არ არსებობდა. სხვათაშორის იმის თქმა, რომ პატრიარქ  ალექსი II 1990 წლის სიგელში რმე-ს წინამძღოლის ხსენების თაობაზე საერთოდ არაფერია ნათქვამი.

ვიმეორებთ, არ არსებობს ავტოკეფალიის მიღების პროცესის მარეგლამენტირებელი კანონები, არ არსებობს ასევე საყოველთაოდ აღიარებული კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რა უფლებები გააჩნიათ ავტოკეფალურ ეკლესიებს და რა - ავტონომიურს.

როცა დღეს საუბრობენ ეკლესიის ერთიანობაზე ან განხეთქილებაზე, საქმე ეხება უშუალოდ ადმინისტრაციულ მომენტებს: თუ ვინ ვის ემორჩილება, ვინ შედის ვის იურისდიქციაში, თუ ვინ ვისთვისაა „დედა-ეკლესია“ და ა.შ. თუმცა, ეკლესია ყოველთვის ვერ აცნობიერებდა თავის ერთიანობას არა როგორც ადმინისტრაციულ, არამედ, როგორც ევქარისტულ ერთიანობას. ეკლესია ყოველთვის აცნობიერებდა თავს, როგორვ ქრისტეს ერთიანი სხეული. კონკრეტულ ისტორიულ პირობებში ეკლესიის მართვის ყველა სისტემა, ეკლესიის ერთიანი სხეულის ამ ნაწილებს შორის ყველა ურთიერთდამოკიდებულებას გააჩნია გარდამავალი მნიშვნელობა და ფასეულია იმდენად, რამდენადაც ისინი ემსახურებიან დედამიწაზე ეკლესიის მისიას.

ერთიანია თუ არა რმე-თან და მთელს მსოფლიო მართლმადიდებლობასთან, ისეთი ავტოკეფალური ეკლესიები, როგორიცაა პოლონეთის, საქართველოს, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიები? ისინი ოდესღაც ხომ შედიოდნენ რმე-ს შემადგენლობაში და მათი გამოყოფა არ  მომხდარა უზადოდ.  ახლა, როცა უმე უკვე არ იყენებს სიტყვას „ავტოკეფალია“, როცა არც უმე და არც რმე არ აცხადებენ ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტაზე, რატომ საუბრობს ზოგიერთი „მქადაგებელი“ განხეთქილებაზე?

სამწუხაროდ, უმე-ს ბრალმდებლები მიჰყვებიან მიმართულებას, რომელიც მოცემულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ, კერძოდ კი: ისინი ცდილობენ კანონებიდან და სხვადასხვა ეკლესიური დოკუმენტებიდან ამოიღონ „ხელსაყრელი“ ციტატები, რომლებიც თითქოსდა ადასტურებენ მათ ბრალდებებს. ამით ისინი სპეკულირებენ არა კანონების ტექსტებს, ცდილობენ რა გამოიყენონ ისინი არა ეკლესიის საკეთილდღეოდ. თუ რატომ არა საკეთილდღეოდ, ამაზე საუბარი იქნება ქვემოთ.

სხვათაშორის, ასეთ სპეკულაციას, სამწუხაროდ, მიმართავდნენ უძველესი დროიდან. მაგალითად, განმანათლებელი გრიგოლ ღვთისმეტყველი კონსტანტინოპოლის კათედრას ჩამოაშორეს ბრალდებით, რომ ის თავიდან ხელდასმული იყო ქ. სასიმის ეპისკოპოსად და მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიკავა I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-15 წესის საპირისპიროდ, რომელიც გვამცნობდა: „რათა ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს, არც ეპისკოპოსი, არც პრესვიტერი, არც დიაკონი“. ეს იმასთან, რომ ეს წესი იმ დროებში უკვე არ იყო დაცული (არაფერს ვამბობთ რა ჩვენებზე) და წმინდა გრიგოლის ბრალმდებლებს შორის იყო ბევრი ეპისკოპოსი, ასევე ბრალდებული მოცემული წესის დარღვევაში. წმინდა გრიგოლი ამის თაობაზე წერდა ერთ-ერთ თავის წერილში: „უფრო მეტად გაღიზიანებით შეპყრობილი, ვიდრე გონებით, მათ ბევრ რამეში, მათ შორის, ჩემს საქმეშიც ნახეს რაღაც საკმაოდ მწარე, როცა დაიწყეს კანონების გადარჩევა, რომლებიც უკვე დიდი ხანია არ მოქმედებდნენ, რომელთაგან ყველაზე მეტად და ნათლად თავისუფალი ვიყავი მე“.

მოცემული მაგალითით კითხვით ნიშნის ქვეშ არ დგება კანონების ავტორიტეტი, არამედ ილუსტრირებულია თეზისი იმის შესახებ, რომ კანონების გამოყენების მცდელობა მათი ჭეშმარიტი არსისა და იმ პირობების გარკვევის გარეშე, რომლებშიც ხდება მათი გამოყენება, ეკლესიისთვის ზიანის მომტანია და არა სარგებლის. კიდევ უფრო მეტი ზიანი მოაქვს კანონების გამოყენებას უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულის გარეშე, რომელიც ქრისტეს მიერაა აღთქმული. აი, სწორედ სიყვარული არაა ბრალმდებელთა სიტყვებში. კარგია ისიც, რომ მათი პოზიცია არაა გაზიარებული მთელი რუსული ეკლესიის მიერ.

ჰქონდა თუ არა უმე-ს უფლება თვითნებურად შეეცვალა თავისი წესდება?

უმე-ს მხარეს ბრალმდებელთა ერთ-ერთ პუნქტს ბევრი „პროკურორი“ უწოდებს რმე-ს პატრიარქის რეზოლუციის არარსებობას უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე. თითქოსდა, თუ არაა ხელმოწერა - ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები ბათილია. რახან ბათილია - ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გაურკვეველ კანონიკურ სტატუსში იმყოფება.

და თუ რმე-ს წესდებაში ჩავიხედებით (თავი X, პ. 3), ირკვევა, რომ უმე-ს წესდების ცვლილებისთვის საჭიროა რმე-ს პატრიარქის მხრიდან მოწონება: „უმე თავის ცხოვრებასა და საქმიანობაში ხელმძღვანელობს 1990 წლის რმე-ს მღვდელმთავართა კრების განსაზღვრებით „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ“, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის 1990 წლის სიგელითა და უმე-ს წესდებით, რომელიც მტკიცდება მისი წინამძღოლის მიერ და რომელსაც იწონებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“.

თუმცა, უმე-ს წესდებაში (2007 წლის ცვლილება) პატრიარქის მიერ მის მოწონებაზე არაფერია ნათქვამი. I თავის პ.3-ში საუბარია: „უმე-ს მართვისა და საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს უმე-ს საეკლესიო კრება, უმე-ს ეპისკოპოსთან კრება და უმე-ს წმინდა სინოდი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის მეთაურობით“.  XV თავის პ.2 -ში ნათქვამია, რომ „მოცემულ წესდებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის უფლება გააჩნია უმე-ს ეპისკოპოსთა კრებას უმე-ს საეკლესიო კრების მიერ შემდგომი მიღებით“.

ამდენად, უმე-ს საეკლესიო კრებაზე საკუთარი წესდების ყველა მოთხოვნა დაცული იყო. რატომ აყალიბებენ სხვადასხვანაირად რმე-სა და უმე-ს წესდებები ერთასადაიმავე ფორმულირებებს? კითხვა არის კანონისტებთან.

რმე-ს სინოდის პოზიცია

რმე-ს წმინდა სინოდის სხდომა შედგა 2022 წლის 29 მაისს, კვირას, მას შემდეგ, რაც არა მხოლოდ უმე-ს საეკლესიო კრებამ მიიღო თავისი გადაწყვეტილებები, არამედ მიტროპოლიტმა ონუფრიმაც წირვის დროს ახსენა პატრიარქი კირილი ადგილობრივი ეკლესიების ყველა წინამძღოლის რიცხვში. და რა, ამან გამოიწვია განცხადება განხეთქილების შესახებ? თუ რაიმე ანტიკანონიკური მოქმედებების შესახებ? თუ უმე-ს აკრძალვა დაადეს? არა, ეს არაფერი არ ყოფილა, პირიქით - რმე-ს სინოდის დადგენილება იწყება სიტყვებით:  „გამოიხატოს ყოველგვარი მხარდაჭერა და გაგება  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, მოძღვრების, ბერ-მონაზვნებისა და ერისკაცების მიმართ“.

ის ცვლილებები უმე-ს წესდებაში, რომლებიც ადასტურებენ მის სრულ დამოუკიდებლობას, არაა უარყოფილი და დაგმობილი, როგორც ანტიკანონიკური, არამედ მხოლოდ ნათქვამია, რომ ისინი „საჭიროებენ შესწავლას“ და შემდეგომ დამტკიცებას პატრიარქ კირილის მხრიდან (ამის შესახებ ზემოთ ითქვა).

ერთადერთი, რისი გაკრიტიკებაც შეიძლება რმე-ს სინოდის დადგენილებაში, როგორც უმე-ს საპირისპირო, არის ბოლო პუნქტი, რომელშიც გამოხატულია „წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რიგ ეპარქიაში წყდება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მოხსენიება, რაც ეწინააღმდეგება ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესს“. შევთანხმდეთ, რომ სიტყვა „მწუხარება“ ძალიან შორსაა დაგმობისგან ან განხეთქილებაში ბრალდებისგან. ნახსენები მე-15 წესი კი ჩვენ ზემოთ განვიხილეთ.

ამდენად, რმე-ს ოფიციალური პოზიცია მდგომარეობს უკრაინის სიტუაციის გაგებაში და სურვილში შენარჩუნდეს ეკლესიის ერთიანობის ის მაღალი ევქარისტული გაგება, რომელიც აღიარებულია რწმენის სიმბოლოში: „ვაღიარებ ერთ, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას“.

როგორც ვხედავთ, პატრიარქმა კირილმაც და რმე-ს სინოდის წევრებმაც დაიკავეს აწონ-დაწონილი პოზიცია, რომელიც იწვევს პატივისცემას და მადლიერებას. ამით, რმე-ს სინოდმა მხარდაჭერა აღმოუჩინა თავად უმე-ს ერთიანობას, სამწუხაროდ, რომლის რღვევასაც ცდილობენ მისი ბრალმდებლები.

ომი, როგორც უმე-ს საეკლესიო კრების ინიციატორი

კანონიკური წესების კრებულში ჩვენ ვერ ვიპოვით კანონებს, რომლებიც გმობენ შეიარაღებულ აგრესიას და იმ საეკლესიო სტრუქტუებს, რომლებიც იწონებენ და მხარს უჭერენ მას (ფაქტიურად, აკურთხებენ). ასეთი კანონები არაა იმიტომ, რომ ომი არანაირად არ ახდენს გავლენას საეკლესიო საქმეებზე, ამიტომაც, ეს იმდენად კანონიკური სამართლის საგანი როდია, რამდენადაც უფლის მიერ აღთქმული მორალური ნორმების.

უმე-ს 27.05.2022 წლის საეკლესიო კრებამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა იმის შესახებ, რომ ომი არის მომაკვდინებელი ცოდვა. „საეკლესიო კრება გმობს ომს, როგორც უფლის მცნების „არა კლა“ -ს (გამ. 20:13)“ დარღვევას !“ - ნათქვამია საეკლესიო კრების დადგენილების პირველ პუნქტში. რფ-სა და უკრაინაში შეხედულებები ამჟამინდელ ომზე განხვავდება ერთმანეთისგან, ამასთან, დიამეტრულად. შეიძლება დიდხანს გამართო დისკუსია ამის თაობაზე.

თუმცა, ერთი რამ უდაოა ყველასთვის - ფაქტი, რომ თავისი შეჭრით რუსეთმა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკელსიას მიაყენა ის ძლიერი დარტყმა, რომელიც მისთვის არ მიუყენებია ყველა რადიკალს და უმე-ს ყველა მტერს უკრაინის ხელისუფლებაში ერთად აღებულს. სწორედ, შეჭრამ დააყენა უმე გადარჩენის ზღვარზე. სწორედ შეჭრამ მოახდინა უმე-ს ტაძრების სასტიკი მიტაცებების, საქმიანობის აკრძალვის პროვოცირება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონპროექტების დაწერა. დანგრეული უკრაინული ქალაქები, ასეულობით დაღუპული ბავშვი, ათასობით გაუბედურებული და სახლ-კარის გარეშე დარჩენილი, მილიონობით დევნილი... ბევრ უკრაინელში ეს იწვევს სიძულვილს ყოველივე რუსულის მიმართ, რომელიც უმეტესწილად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ვლინდება, რომელიც უცვლელად იწოდება მათ მიერ „მოსკოვის საპატრიარქოდ“. არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთ რეაქციას არ გააჩნია საფუძვლები. რმე-ში პრაქტიკულად მხარი დაუჭირეს „სპეცოპერაციის“ ჩატარებას. ძალიან ძნელია იპოვო ეპისკოპოსები ან რუსული ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც საჯაროდ გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ.

ახლა კი, რუსეთიდან და რუსებისგან, რომლებიც ცხოვრობენ სხვა, როგორც წესი, უზრუნველყოფილ ქვეყნებში, ჟღერს ბრალდებები უმე-ს მისამართით განხეთქილებაში. ჩვეულებრივი მორალის თვალსაზრისითაც, ასეთი პოზიცია არაა უზადო.

ცოტა რამ საქმის მორალურ მხარეზე

ერთმა მოსკოველმა მღვდელმა, გიორგი მაქსიმოვმა, უმე-ს საეკლესიო კრების შედეგების თაობაზე გადაიღო ვიდეორგოლი, რომელშიც განაცხადა, რომ უმე წავიდა განხეთქილებაში და რომ იქ ზიარება არ შეიძლება. არგუმენტებიდან  - ზოგადი მსჯელობა და მითითება ორმაგი საეკლესიო კრების მე-15 წესზე, რომელზეც უკვე ზემოთ იყო საუბარი. ეს არის მისი აზრი, რომლის გამოხატვის სრული უფლებაც აქვს მას.

აი, იმან, რასაც ეს აზრი დაეფუძნა, უსიამოვნოდ გაგვაკვირვა. მაქსიმოვი დილობს წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოსდა საეკლესიო კრებაზე მონაწილეებს არჩევდნენ მხოლოდ ავტოკეფალიის მომხრეებს შორის, რომ საეკლესიო კრების მონაწილეთა უმრავლესობა იყო მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგი (რაც ასევე არ ეთანხმება წინამორბედ თეზისს), რომ ეს გადაწყვეტილებები „იძულებით გაიტანეს“, რომ საეკლესიო კრებას არ შეუძლია უმე-ს პოზიციის გამოხატვა და ა.შ.

სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. მიტროპოლიტი მიტროფანეც კი, რომელზეც მიუთითებს მაქსიმოვი, არაფერს მსგავსს არ ამბობს. კერძოდ, მეუფემ გვითხრა, რომ კრების თავდაპირველი სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა „უმრავლესობამ, ჩვენი კრება გახდა უმე-ს საეკლესიო კრება, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები“. არავის არავისთვის პირი არ ამოუკერია.

დეკანოზმა ვასილი კუჩერმა განაცხადა: „პირველი თავიანთი მოსაზრებების გამოხატვა შეძლეს დონბასისა და ყირიმის მღვდელმთავრებმა, რომლებიც კრებაში ონლაინ-რეჟიმში მონაწილეობდნენ შემდეგ მიკროფონთან მივიდა  ტაძარში შეკრებილთაგან ყველა მსურველი. საუბრობდნენ რეგლამენტის გარეშე, საუბრობდა ყველა, რაზეც ფიქრობდნენ და ყველაფერზე, რაც ტკიოდათ. გამოთქმის საშუალება ყველას მისცეს.

ასეთი მტკიცებულება ბევრია. კრების მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებებს. იყვნენ ისეთებიც, ვინც იყო წინააღმდეგი (იგივე მიტროპოლიტი მიტროფანე) და ისინი არავის გაუკიცხავს, არავის არ განუხორციელებია ზეწოლა და არ დაუდანაშაულებია უმე-თან განხეთქილებაში. უფრო მეტიც, საეკლესიო კრების ერთ-ერთი გადაწყვეტილება (პ.7) სწორედ რომ იმ ეპარქიების მმართველ მღვდელმთავრებს აძლევს უფლებას, რომლებთანაც ომში გართულებულია კავშირი, დამოუკიდებლად მიიღონ მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, ადრინდელი წესდებით ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

მაშ, რატომ ცდილობენ ბრალმდებლები ცილი დასწამონ საეკლესიო კრებას და მოახდინონ მისი გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია?

მორალური თვალსაზრისით, კიდევ უფრო ულამაზოა გამოიყურება მოწოდებები აღმსარებლობისკენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმყოფებიან შორს ომისგანაც და დევნისგანაც, რომელსაც განიცდის დღეს უმე. მშვიდობიან და უზრუნველყოფილ ქვეყნებში მსხდომარენი ისინი მოუწოდებენ იზარალონ პატრიარქ კირილის მოხსენიების გამო ტრადიციულად მიღებული სახით.

უმეტესწილად, ტანჯვისკენ მოწოდებას უფლება აქვს მხოლოდ მას, ვინც თავად იწვნია ეს ან მას, ვინც იმავე საშიშროებაში იმყოფება, როგორც ადამიანები, ვინც მას მიმართავს. ქრისტემ მოუწოდა თავის მიმდევრებს მას გაჰყოლოდნენ ჯვარცმისკენ, რადგანაც თავად ის ავიდა ჯვარზე. შეიძლება ითქვას: „ჩვენ უნდა ვიზარალოთ“, მაგრამ არ შეიძლება ითქვას: „თქვენ უნდა იზარალოთ“. უმე-ს ბრალმდებლებთა პოზიცია კი დაახლოებით ასე გამოიყურება: თქვენ იქ ეცადეთ, მე კი დავაკვირდები გვერდიდან და გავაკრიტიკებ , თუ არასწორად დაიტანჯებით. მამა გიორგი მაქსიმოვის ციტატა: „მიყურებენ ნორმალური მამები (მღვდლები - რედ.). მათთვის ვამბობ, რომ აღმოჩნდით იმ სიტუაციაში, როცა თქვენს წინაშეა არჩევანი: ან პური ან ჯვარი“. სხვათაშორის, მამა გიორგი მაქსიმოვისთვის საკმაოდ საჩვენებლი აღმოჩნდა სასულიერო პირების „ნორმალურობის“ ან „არანორმალურობის“ კრიტერიუმი - მისი გამოწერა Youtube-არხზე.

კიდევ ერთი საოცარი ციტატა: „კრიტერიუმი ძალიან მარტივია: არის პატრიარქის მოხსენიება - შეიძლება იარო და ეზიარო და სხვა საიდუმლოებებს ეზიარო, არა - არ შეიძლება. და ამის შესახებ არა მხოლოდ იქ როდი ვსაუბრობ ან კანონებია ან სინოდი მოსკოვში“.

ეს იმ დროს, როცა არც ერთი კანონი არ აყენებს საიდუმლოს სინამდვილეს პირდაპირ დამოკიდებულებაში პატრიარქის მოხსენიებაზე! ამასთან, თავად პატრიარქიც ემხრობა სწორედ ასეთ პოზიციას. აქ უმჯობესია გავიხსენოთ პატრიარქ ალექსის კურთხევა უმე-ს სამღვდელოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს მოხდა პოჩაევის ლავრაში. მაშინ წინამძღოლმა ნება დართო მოეხსენიებინათ ის იმ სამწყსოში, სადაც ამას შეეძლო უსიამოვნების გამოწვევა. ასე რომ, მამა გიორგის ლოგიკით, მთელი ეს 30 წელი, სამწყსო, სადაც არ მოიხსენიებდნენ პატრიარქს მისი ლოცვა-კურთხევით, განხეთქილებაში იმყოფებოდნენ? მათში ზიარება ბათილი იყო?

რატომ აღვივებს მამა გიორგი შიდასაეკლესიო შუღლს იქ, სადაც პირიქით, საჭიროა მთელი ძალების გამოყენება მშვიდობისა და თანხმობის აღსადგენად? მსგავსი სიტყვები არის შფოთის თვალნათელი მოწოდება. ისევე როგორც სასულიერო პირებისადმი მოწოდება წავიდნენ იმ ეპისკოპოსებს, რომელთაც „ვერ უგებენ“, დატოვონ მათი სამწყსო და მიმართონ მას (მაქსიმოვს) შრომითი მოწყობისთვის.

ყველაზე საოცარი არის ის, თუ რა სიმარტივით აგზავნის მღვდელი ჯოჯოხეთში მათ, ვისაც მისგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია. ციტატა: „ ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანი დაფიქრდება და ამ გზიდან გადაუხვევს (პატრიარქ კირილთან დაუთანხმებლობა - რედ.), მაგრამ სანამ ისინი ამ გზას ადგანან, მათ თანამეგზურობას ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე, არავის ვურჩევ“.

მადლობა ღმერთს, რმე-ს წმინდა სინოდიც და იმედი ვიქონიოთ, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა უმრავლესობა, მაინც სხვა აზრისაა.

მსგავსი „კეთილსასურველი“ ვიდეორგოლების შედეგები

უდაოა, რომ მსგავსი ვიდეორგოლების, ტელეგრამ- არხებზე და კომუნიკაციის სხვა საშუალებებში პუბლიკაციების შედეგი იქნება მორწმუნეთა შეცბუნება, ეკლესიის დაყოფა, მტრობა და გაუგებრობა. რფ-ს შეჭრამ უკრაინაში სისხლმდინარე ჭრილობა მიაყენა რუსი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობებს და ამის მეშვეობით - უმე-სა და რმე-ს ურთიერთობებს. უმე-ს ბრალმდებლები არ ცდილობენ მის მოგვარებას, არამედ პირიქით, ცდილობენ მასში სოლის რაც შეიძლება უფრო ღრმად ჩასობას.

ყველა როდი ცდილობს უმე-ს ბრალდებას. პატრიარქი კირილიც და ბევრი სხვაც პოულობენ სიტყვებსა და მონაწილეობას და უმე-ს მისამართით მხარდაჭერაში და იმის იმედს, რომ მომავალში დღევანდელი სირთულეების დაძლევა მოხდება. აი, მაგალითად, მიტროპოლიტ ილარიონის, მს-ს სსუგ-ს მეთაურის განცხადება: „ერთიანობა უმე-სა და რმე-ს შორის ნარჩუნდება, ჩვენ მომავალშიც განვამტკიცებთ ამ ერთიანობას“.

აი, პატრიარქ კირილის სიტყვები, რომლის მოხსენიების შესახებაც ასე გოდავენ ბრალმდებლები: „ჩვენ სრული გაგებით ვეკიდებით იმას, რომ უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ და ეპისკოპატმა მაქსიმალურად ბრძნულად უნდა იმოქმედოს დღეს, რათა არ გართულდეს მისი მორწმუნე ხალხის ცხოვრება“.

აი, რას ამბობენ უმე-ს მღვდელმთავრები, რომელთა ეპარქიებიც იმყოფებიან საბრძოლო მოქმედებების ზონაში და რომელთაც, გარე ბრალმდებლებისგან განსხვავებით, სრული უფლება აქვთ მოუწოდონ აღმსარებლობისკენ.

ზაჯოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა: „თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობ იმას, რომ ეშმაკს, რომელიც ისე დადის, როგორც „მოღრიალე ლომი, რომელსაც სურს ვინმეს შთანთქმა“, სურს ადამიანების სულში შფოთვის შეტანა იმისთვის, რომ მორიგი განხეთქილება შეიტანოს ეკლესიაში. ხან იქ და ხან აქ ჩნდება პუბლიკაციები, რომელიც ეხება საეკლესიო კრებაზე მიმდინარე მოვლენებს. მათში ჟღერს მღვდელმთავართა ბრალდებები ზიანის მომტან განხეთქილებაში და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველაფერი ასე არაა. როცა გადამწყვეტი საბედისწერო საკითხები წყდება, არ შეიძლება წამიერად მასზე იარლიყების მინიჭება ან ხალხის მტრად გამოცხადება“.

აი, გორლოვისა და სლავიანსკის მიტროპოლიტ მიტროფანეს სიტყვები, რომელმაც ხმა მისცა უმე-ს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს, თუმცა რომელიც ასევე საუბრობს უმე-თან ერთიანობაზე: „ვფიქრობ, რომ გადაწყეტილება იყო არასწორი. ამას არ ვემხრობი და არც მომწონს, მაგრამ არაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზიანი მივაყენო ჩვენს საძმოს. ჩვენ ვიხსენიებთ უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის და უწმინდეს პატრიარქს... ახლა ჩვენ ვრჩებით რმე-თან ერთიანობაში და უფლის ნებით, შევინარჩუნებთ ერთიანობას უმე-თან“.

ამ ერთიანობის შესახებ ჩვენ უნდა ვილოცოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ის შენარჩუნდეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus