განდგომილება, განდგომილება - ლაითი და იოანეს სახარება

29 აპრილი 21:26
0
სახარება გვაძალევს პასუხს, თუ როგორ უნდა აღვიქვათ უმე-ს გარშემო ამჟამად არსებული სიტუაცია. ფოტო: СПЖ სახარება გვაძალევს პასუხს, თუ როგორ უნდა აღვიქვათ უმე-ს გარშემო ამჟამად არსებული სიტუაცია. ფოტო: СПЖ

წმინდა წერილი არის უფლის გამოცხადება ადამიანებისთვის, რომლის წყალობითაც სხვადასხვა დროს განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შესაძლებელია სწორი პასუხების პოვნა.

ომმა უკრაინაში პროვოცირება გაუკეთა უძლიერეს ზეწოლას უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მკაფიოდ განცხადებული მიზნით - მოხდეს მისი სრული განადგურება. სამღვდელოებისა და ერისკაცებისთვის გამოსავალი არის ორგვარი: პირდაპირი გადასვლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკრაინაში (მეუ), ხოლო იმათ, ვინც ამისთვის მზად არაა, აღიარონ მათზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურობა. ორივე შემთხვევაში ეს ნიშნავს უმე-გან და მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისგან განდგომას. მეორე ვარიანტი - განდგომილების „ლაით-ვერსია“, რამდენადაცის ხელსაყრელი არგუმენტითაა შენიღბული, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, მეუ-გან განსხვავებით, წარმოადგენს აღიარებულ ადგილობრივ ეკლესიას ქიროტონიის კანონიკური მემკვიდრეობითობით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:

1.      ფანარიონმა იმსახურა ადამიანებთან წოდების გარეშე (მეუ), შესაბამისად - ის იმსახურებს იმ ქმედებების შესაბამის კანონიკურ შეფასებას, რომელიც ადრე თუ გვიან იქნება მიცემული.

2.      თანამედროვე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღიარებს სწავლებას მსოფლიო მართლმადიდებლობაში საკუთარი უმთავრესობის შესახებ, რაც შეუთავსებელია „ერთიანი, წმინდა, მთლიანი და სამოციქულო ეკლესიის“ სწავლებასთან.

3.      ფანარიონი აცხადებს თავის განზრახვას შევიდეს „ერთიანობაში“ კათოლიკებთან, რაც უკვე ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს განდგომილებას მართლმადიდებლობისგან. თუმცა, იმ დრომდე, სანამ განცხადებული უნია არ გახდება ფაქტი, განადგომილების შესახებ შეიძლება საუბარი მხოლოდ, როგორც შესაძლო პერსპექტივაზე.

ნებისმიერ ვერსიაში უმე-გან განდგომა წარმოადგენს სრულიად დასაბუთებულს ყოფითი ლოგიკის თვალსაზრისით. პატრიარქი კირილი ხომ ფაქტიურად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში ყოფნა ნიშნავს საკუთარი თავის უკრაინის მტრებთან ასოცირებას. დგება კოგნიტური დისონანსი: უმე არის უკრაინის ეკლესია, ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, კურთხევას აძლევს თავის ერთგულ შვილებს დადგნენ ქვეყნის სადარაჯოზე, ის ეხმარება მეომრებსაც და დევნილებსაც ყველაფრით, რაც კი შესაძლებელია და ა.შ. თუმცა, მეორეს მხრივ, უმე თუმცა კი არის ავტონომიური ეკლესია, მაგრამ მაინც შედის რმე-ს შემადგენლობაშო (უმე-ს წესდება, პ.5), ხოლო რმე თავისი წინამძღოლისა და ბევრი იერარქისა და სასულიერო პირის სახით უკვე დგას უკრაინის მტრების მხარეს.

უმე-გან განდგომა წარმოადგენს სრულიად დასაბუთებულს ყოფითი ლოგიკის თვალსაზრისით.

მაშ, როგორ შეიძლება იყო საკუთარი მტრის ნაწილი? ბუნებრივია, რომ უმე-ში არავის არ სურს მტერთან ასოციაცია, აქედან კი მომდინარეობს ცდუნება უმე-ს ზოგიერთი კლირიკოსისთვის ისარგებლოს იმ ორი ვარიანტით, რომელიც ზემოთ იყო აღნიშნული. ეს ლოგიკა ძალიან განჭვრეტადია, მაგრამ ის ადამიანურია. აი, სახარების ლოგიკა სრულიად სხვაგვარია. მოდით, განვიხილოთ იოანეს სახარება და ვნახოთ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ქრისტეს უახლოესი მოწაფეები კოგნიტური დისონანსი სიტუაციაში, როგორ მოიქცნენ ისინი და რას ეუბნებოდა მათ უფალი იესო ქრისტე ასეთ სიტუაციაში.

შენიშვნა: კოგნიტური დისონანსი - ინდივიდის ფსიქიკური დისკომფორტის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მის ცნობიერებაში კონფლიქტში არსებული წარმოდგენების: იდეების, მრწამსის, ფასეულობებისა თუ ემოციური რეაქციების დაპირისპირებით.

ქრისტეს ქადაგება, მისი სიტყვები და განცხადებები ზოგჯერ იმდენად უჩვეულოა და იმდენად არღვევდა მაშინდელი იუდეველების წარმოდგენას ჩვეული საგნებისა და ცნებების შესახებ, რომ ზოგჯერ მათ ეჩვენებოდათ, რომ ესაა ჭკუას მოკლებული ან იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც არაადექვატურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ აზრს იზიარებდნენ ქრისტეს ახლო ნათესავებიც. მარკოზის სახარებაში აღწერილია ასეთი სიტუაცია: „ მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რომ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან  ამბობდნენ, შეიშალაო“ (მარ.3: 20, 21). უნეტარესი იერონიმე სტრიდონელი სახარების ამ ადგილს ასე განმარტავს: „ სახარებაში ახლობლებსაც სურდათ მისი შებოჭვა, თითქოს ის ჭკუიდან შეიშალა.

მტრები კი დასცინოდნენ, ამბობდნენ: „... მასში ეშმაკია - სამარიელი“ (შეად. იოან. 8:48) და ასევე: „...დემონთა მმართველის ძალით დევნისო დემონებს“ (შეად. მათ. 9:34, 12:24, ლუკ. 11:15).

სახარების ტექსტების ზოგიერთი მკვლევარი აკეთებს ვარაუდს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება დამდგარიყო მთაში ქადაგების შემდეგ ამ მასთან დაკავშირებით. და მართლაც, ის, რასაც ქრისტე ამბობდა, იმდენად უჩვეულო იყო იმ ხანის  პალესტინის მაცხოვრებლებისთვის, რომ დასკვნა გონების შეშლის შესახებ თავისთავად მოდიოდა. თუმცა, რასაკვირველია, ბევრ ადამიანს და პირველ რიგში, ქრისტეს მოწაფეებს, სჯეროდათ მისი სიტყვების და მათ აღიქვამდნენ, როგორც ზემოდან გამოცხადებას, რომელიც არ ექვემდებარებოდა ეჭვს. თუმცა, დადგა დღე, როცა უფლის სიტყვების მიღება შეუძლებელი გახდა თავად მისი უახლოესი მოწაფეებისთვისაც. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იყო იმის აღიარება, რომ ქრისტე მართლაც „გამოვიდა საღი აზრიდან“ და მისგან განდგომა. ბევრი ასეც მოიქცა, თუმცა არა ყველა. მოდით, დავუბრუნდეთ იოანეს სახარებას.

დადგა დღე, როცა უფლის სიტყვების მიღება შეუძლებელი გახდა თავად მისი უახლოესი მოწაფეებისთვისაც. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იყო იმის აღიარება, რომ ქრისტე მართლაც „გამოვიდა საღი აზრიდან“ და მისგან განდგომა.

ეს ისტორია იწყება იმით, რომ უფალი სასწაულებრივად აპურებს უამრავს ხალხს ხუთი ქერის პურითა და ორი პატარა თევზით. „აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.

როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო“ (იოან. 6:11-12).

ამ სასწაულის შემდეგ ხალხმა ის უფლის მოვლენილად ჩათვალა, ხოლო რამდენადაც ასეთ მოვლენილს უკავშირებდნენ თავიანთ განთავისუფლებას საძულველი რომის იმპერიის უღლისგან, მათ გაუჩნდათ ქრისტეს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის იდეა, გაეხადათ ის თავიანთ მეფედ და მისი მეთაურობით გაემართათ ანტირომაული აჯანყება.

„ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ შექმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად.

იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოან. 6:14-15).

იესო ქრისტე მთაზე განმარტოვდა, ხოლო მოწაფეები მან ნავით გაგზავნა ტბის მეორე მეორე მხარეს კაპერნაუმში. ეს იყო  ხრიკი, რომელმაც ქრისტეს მისცა საშუალება თავიდან აეცილებინა მისი მეფედ გამოცხადება, რამდენადაც არავინ ვარაუდობდა, რომ ის წავიდოდა მოწაფეების კვალდაკვალ წყალზე.  როცა აღმოჩნდა, რომ უფალი მოწაფეებთან ერთად უკვე კაპერნაუმში იყო, მომენტი უკვე ხელიდან იყო გაშვებული. მას ისევ შემოეხვია ხალხი გარს და „მისი შემთხვევით აყვანა“ უკვე შესაძლებელი არ იყო. იუდეველებს ისღა რჩებოდათ მხოლოდ ეკითხათ: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“ (იოან. 6:25). რაზეც უფალმა უპასუხა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით“ (იოან. 6:26). აქედან იწყება ქრისტეს საუბარი ცხოვრების ჭეშმარიტ პურზე, რომელიც არის მისი სხეული.

იუდეველები სთხოვენ ქრისტეს ნიშანს და მიანიშნებენ, რომ ეს ნიშანი უნდა იყოს არანაკლებ საგრძნობი, ვიდრე მანანი, რომლითაც იკვებებოდა ისრაელის ხალხი ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების შემდეგ. „ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზევით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას“ (იოან. 6:31-33). აქ ჩვენ ვხედავთ პირველ, ჯერ კიდევ არც თუ აშკარა მინიშნებას იმაზე, რომ ცხოვრების საზრდო არის თავად იესო ქრისტე. იუდეველები ამას ვერ ხვდებიან, ისინი ჯერ კიდევ  იმყოფებიან პურის გამრავლებისა და ამით უამრავი ადამიანის დაპურების სასწაულის შთაბეჭდილების ქვეშ და სთხოვენ მას: „უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს“ (იოან. 6:34). ამაზე უფალი უკვე უფრო ნათლად პასუხობს: „მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს“ (იოან. 6:35).

ამ დროიდან იუდეველები უკვე იწყებენ გაკვირვებას და განაწყენებას: „ხოლო იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;

და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? (იოან. 6: 41-42). შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რამდენადაც უფალი არა მხოლოდ ადასტურებს საკუთარ თავზე, როგორც სიცოცხლის პურზე, არამედ ამბობს, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვის მასალა როდია, რომ მისი ფიზიკური ხორცი და სისხლი არის ეს პური.

„ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის“ (იოან. 6: 50-51).

დღეს, როცა ჩვენ უკვე ორი ათასი წელია ვეზიარებით უფლის ხორცსა და სისხლს ევქარისტული პურისა და ღვინოს სახით, ჩვენში ქრისტეს სიტყვები არ იწვევს არანაირ გაკვირვებას. თუმცა, მაშინდელი იუდეველებისთვის ეს იყო მენტალური შოკო, რადგან იესო ქრისტე ამბობდა, არსებითად, საუბრობდა კანიბალიზმზე.

ქრისტეს ადგილას რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ზრუნავდა იმაზე დაერწმუნებინა თავისი მსმენელები, შეეძინა ისინი და არა განერიდება ისინი თავისგან, ის, სავარაუდოდ, აუხსნიდა მათ იმას, რაც დღეს ვიცით ზიარებაზე. თუმცა, ქრისტეს ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ის კიდევ უფრო აღრმავებს იუდეველების შოკს და იმეორებს, რომ საქმე ნამდვილად ეხება იმას, რომ საჭიროა მისი ხორცის მიღება და მისი სისხლის დალევა. უფრო მეტიც, ის გვაფრთხილებს, რომ ის, ვინც უარს იტყვის ამის გაკეთებაზე, ვერ იხილავს ზეციურ სამეფოს.

„უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.

ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

რადგანაც ჩემო ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი.

ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში.

როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით.

ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით, ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს“ (იოან. 6: 53-58).

ამ სიტყვების შემდეგ იუდეველებს სხვა არაფერი რჩებოდათ, რომ გამოეტანათ ლოგიკური დასკვნა იმაზე, რომ ქრისტესთან ნამდვილად რაღაც ისე არ იყო და რომ ის რაღაც სრულიად არაგონივრულსა და მიუღებელს ამბობდა. „ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?“ (იოან. 6:60). ასეთი დასკვნის გაკეთების შემდეგ, ისღა დარჩენოდათ ჩამოშორებოდნენ და სხვა უფრო გონივრული და ხელსაყრელი გზით წასულიყვნენ. „ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას“ (იოან. 6:66). აღსანიშნავია, რომ ევანგელისტი იოანე საუბრობს „მის მოწაფეებზე“ და არა უბრალოდ მსმენელებზე. ეს ადამიანები იყვნენ ქრისტესთან, უსმენდნენ მის ქადაგებებს, სავარაუდოდ, სწამდათ მისი, მაგრამ სიტყვები, მისი ხორცის ჭამაზე და მისი სისხლის დალევაზე, მათ ვერ გაითავისეს. სახარება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ასეთივე განდგომილად იქცა იუდა ისკარიოტელიც, რომელიც, მართალია, ფიზიკურად არ განუდგა ქრისტეს, მაგრამ გულით ის უკვე ჩამოშორდა უფალს. „მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს, ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი“ (იოან.6: 64).

„მისი მრავალი მოწაფის“ ამ განდგომის შემდეგ უფალი მარტო რჩება თორმეტ მოციქულთან. ეს არაა პირდაპირ ნათქვამი სახარებაში, მაგრამ ის გამომდინარეობს კონტექსტიდან. და აი აქ, ჩვენი ადამიანური ლოგიკის მიხედვით, ქრისტეს ისინი უნდა დაეემედებინა და ეთქვა რაღაც მსგავსი „არ იდარდოთ და არ იღელვოთ, ეს ყველაფერი მჭევრმეტყველურადაა ნათქვამი და არა პირდაპირი გაგებით, ყველაფერი იქნება პურისა და ღვინოს სახით“. თუმცა, უფალი მსგავს არაფერს ამბობს. ის არც კი აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ ზიარება მოხდება ჩვენი გაგებისთვის მისაღები ფორმით. არა, უფალი არანაირად არ ამშვიდებს მოციქულებს და არ გამოჰყავს ისინი იმ კოგნიტური დისონანსის მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებოდნენ ისინი მაშინ. პირიქით, ის კიდევ უფრო აღრმავებს ამ მდგომარეობს კითხვით: „მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ (იოან. 6-67). ეს იყო მოციქულების ძალიან მწარე გამოცდა, ქარანეანელის ცოლის რწმენის გამოცდის ანალოგიური, როცა უფალმა მკაფიოდ და არაორაზროვნად უარი თქვა განეკურნა მისი ქალიშვილი (იხ. მათ. 15:21-28).

მოციქულები, რომლებმაც ვერ მიიღეს ვერანაირი იმედი თავიანთი გაკვირვების გადაწყვეტის, აგრძელებენ რა საშინელი კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაში ყოფნას, აკეთებენ თავიანთ არჩევანს. ისინი რჩებიან ქრისტეს ერთგულნი.

და აი, მოციქულები, რომლებმაც ვერ მიიღეს ვერანაირი იმედი თავიანთი გაკვირვების გადაწყვეტის, აგრძელებენ რა საშინელი კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაში ყოფნას, აკეთებენ თავიანთ არჩევანს. ისინი რჩებიან ქრისტეს ერთგულნი, აღიარებენ იმის რწმენას, რომ ყოველივე მათთვის თქმული არის ჭეშმარიტება და ისინი იღებენ ამ ჭეშმარიტებას, რაოდენ შოკისმომგვრელი  და ჯანსაღ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს  ის.

 „ხოლო სინომ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს.

ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა (იოან. 6: 67-69).

                                                         ****

თუ შევხედავთ უმე-ში დღეს არსებულ სიტუაციას ამ სახარებისეული თხრობის ჭრილში, დავინახავთ, რომ ისინი, ვინც განუდგნენ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას და უნატარეს ონუფრის ან ფიქრობენ ამ გზით წასვლის თაობაზე, იქცევიან სწორად ჩვენი მიწიერო ყოფითი ლოგიკის თვალსაზრისით. პირიქით, საკუთარი ეკლესიისადმი ერთგულება რაღაც უცნაურად, არაგონივრულად და მრავალი ყოფითი პრობლემის შემქმნელად ჟღერს. თუმცა, მოციქულების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთგულები ყველაფრის მიუხედავად. დარჩე ერთგული მაშინ, როცა ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია მომავალში, არ ვიცით, გახდება თუ არა უმე ავტოკეფალური, არ ვიცით, იქნება თუ არა უმე აკრძალული ხელისუფლების მიერ. ჩვენ უბრალოდ უნდა ვენდოთ ქრისტესა და მის ეკლესიას.

„ თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ არჩევანი თითოეულ ჩვენგანზეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ