პატრიარქ კირილის ტრიბუნალის თაობაზე

28 აპრილი 21:48
0
პატრიარქ კირილის ტრიბუნალის თაობაზე

უმე-ს 400-ზე მეტმა მღვდელმა მხარი დაუჭირა მიმართვას, სადაც მოუწოდებდნენ რმე-ს პატრიარქი გადაეცათ „აღმოსავლეთის ეკლესიების კრების“ ტრიბუნალისთვის.რას ნიშნავს ეს?

2022 წლის 10 აპრილს უმე-ს მღვდელმა დეკანოზმა ანდრეი პინჩუკმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა მიმართვა „უძველესი აღმოსავლეთის ეკლესიების“ მიმართ მოწოდებით ჩაეტარებინათ ტრიბუნალი პატრიარქ კირილზე. მასში მოცემული იყო ორი ბრალდება - „რუსული სამყაროს“ ერესი და რფ-ს ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.

რამოდენიმე დღეში  მამა ანდრეი პინჩუკის ღია წერილს მხარი დაუჭირა უმე-ს 400-ზე მეტმა მღვდელმსახურმა ანუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კლირიკოსის თითქმის 3%-მა.

ვინ არის ავტორი და რაზეა წერილი?

მიმართვის ავტორი - უმე-ს დნეპროპეტროვის ეპარქიის კლირიკოსი დეკანოზი ანდრეი პინჩუკი. ის წარმოადგენს სოფელ ვოლოსკოეში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღოლს და ასევე სოფელ ვოლოსკოეს, რაკშევკას, მაიორკასა და ჩერნოვი სადოკის ტერიტორიული თემის მნათეს. მას 14 შვილი ჰყავს, მათ შორის, ნაშვილებიც. მამა ანდრეი დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს ადამიანებში და მას შეუძლია მტკიცედ დაიცვას თავისი პოზიცია. მასზე მეტის გაგების მსურველებს ვურჩევთ ნახონ გადაცემა „ეკლესიის ადამიანები“ „ოდესის ეპარქიის“ YouTube-არხზე ან „მღვდელ ანდრეი პინჩუკის სიმართლე“ „დნიპრო TV”- ის არხზე. ომის დაწყებასთან ერთად მან საომარი მოქმედებების ადგილიდან ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები გამოიყვანა.

„ოდესის ეპარქიის“ YouTube-არხის სკრინშოტი.

თავად წერილი ძალიან გრძელია და მასში უხვადაა ბრალდებები რმე-ს წინამძღოლის მისამართით.

მამა ანდრეის მიმართვის ტექსტში საუბარია იმ დიდ ტანჯვაზე, რომელსაც განიცდის ჩვენი ხალხი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად, მოჰყავს უნეტარესი ონუფრისა და უმე-ს სინოდის პოზიცია რფ-ის აგრესიის წინააღმდეგ, შემდეგ - ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ პატრიარქი კირილი, ყოველ შემთხვევაში, ირიბად მხარს უჭერს ამ აგრესიას.

მიმართვის მთავარი ნაწილი - „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის კრიტიკა, რომელსაც წინ სწევს პატრიარქი კირილი. ციტატა: „რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის საწყისებზე დაფიქრებისას უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის ერთ-ერთი იდეური საფუძველი გახდა „ რუსული სამყაროს“ დოქტრინა, რომელსაც უკვე მრავალი წელია პროპაგანდას უწევს პირადად პატრიარქი კირილი“.

და აი, აქ არის გარკვევის დრო - თუ ვისკენაა მიმართული ეს მიმართვა, თუ ვინ წარმოადგენს, ავტორის აზრით, „მსოფლიო მართლმადიდებლობას“ და ვინ უნდა განახორციელოს ტრიბუნალი.

ვინ არიან მოსამართლეები?

თავად მიმართვაში დეტალურად არაა საუბარი მოსამართლეებზე, სამაგიეროდ, მამა ანდრეიმ ეს საკითხი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში გაახმოვანა. „ეს არის უძველესი აღმოსავლეთის პატრიარქების საეკლესიო კრება, სადაც შედის ხუთი ადამიანი: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, კვიპროსის წინამძღოლი“, - განუცხადა სასულიერო პირმა რესურსს „informator”. მისი სიტყვებით, ტექნიკურად აღმოსავლეთის წინამძღოლების სასამართლოს შეუძლია „რუსული მშვიდობის“ კონცეფციის, როგორც ერესის ანუ იმის განსჯა, რომელიც ეკლესიის საეკლესიო სწავლებას ცვლის და მას ანგრევს შიგნიდან.

ხუთი - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და კვიპროსის - „უძველესი“ წინამძღოლიდან სამმა აქტიური მონაწილეობა მიიღო უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციაში და შეეცადა გაენადგურებინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

და აქ ჩნდება რამოდენიმე უთანხმოება:

  1. ხუთი - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და კვიპროსის - „უძველესი“ წინამძღოლიდან სამმა აქტიური მონაწილეობა მიიღო უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციაში და შეეცადა გაენადგურებინა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.
  2. რითი არიან ეს წინამძღოლები სხვა- სერბეთის, პოლონეთის, საქართველოსა და ა.შ. წინამძღოლებზე უკეთესები?
  3. რატომ უნდა მოხდეს „უძველებისთვის“ უმე-ს კლირიკოსების მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარების შეუძლებლობა, თუ ისინი ამ დაქვემდებარებას მაინც არ აღიარებენ. აღნიშნული „სამეული“ უკრაინას მეუ-ს ტერიტორიად თვლის.
  4. კონსტანტინპოლის, ალექსანდრიისა და კვიპროსის წინამძღოლები თანამსახურებენ ადამიანებთან წოდების (მეუ) გარეშე და წარმოადგენენ ფანარიონის „თანასწორთა გარეშე პირველის“ პირველობის თეორიის მომხრეებს, რომელსაც ბევრი ეკლესია (მათ შორის, უმე) განმარტავს, როგორც ერეტიკულს. უნდა განიხილონ თუ არა ასეთმა ადამიანებმა სხვა ვინმეს „ერესი“?
  5. უმე-ს 2018 წლის 13 ნოემბრის უმე-ს საეკლესიო კრებამ ფანარიონის ანტიკანონიკური მოქმედებების გამო მასთან ევქარისტული ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო მოგვიანებით (მეუ-ს აღიარების შემდეგ - ალექსანდრიისა და კვიპროსის წინამძღოლებთან. ამიტომაც პინჩუკის ფრაზა „მსოფლიო მართლმადიდებლობასთან ჩვენი ურთიერთობის სისრულის სურვილისა და მის მიმართ ჩვენი კავშირის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობის დაგმობის შესახებ“ აღიქმება, როგორც პროტესტი უმე-ს მღვდელმთავართა აღნიშნული მოქმედებების წინააღმდეგ. ამიტომაც - გაკვირვებას იწვევს, რამდენადაც არც პატრიარქ კირილთან, არც მოსკოვის საპატრიარქოსთან ამ გადაწყვეტილებებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

„რუსული სამყარო“ - ერესია თუ არა?

ომამდე შეიძლებოდა დისკუსიის წარმართვა იმის თაობაზე, თუ რა არის „რუსული სამყარო“, თუ რას მოიცავდა ის, როგორი იყო მასში დადებითი და უარყოფითი მხარეები. ომმა თვალნათლივ გვიჩვენა ამ იდეოლოგიის გამოყენების შედეგები და მოახდინა მისი დისკრედიტაცია დიდი ხნით, თუ არა სამუდამოდ.

თუმცა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ თავად „რუსული სამყაროს“ იდეოლოგია წარმოადგენს წარმოებულს „ელინიზმის“ იდეოლოგიისგან (როგორც ახლა ვთქვით, „ელინური სამყაროსგან“). მამა ანდრეი პინჩუკი წერს: „რუსული სამყაროს“ იდეოლოგები, კერძოდ, მოსკოვის საპატრიარქოს შიგნით, არასდროს მალავდნენ, რომ ამ დოქტრინამ ხელი უნდა შეუწყოს რუსულ ირედინტიზმს ანუ რუსეთის პოლიტიკური კონტროლის თანდათანობით დამყარებას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ან რუსეთის იმპერიაში შემავალ ტერიტორიებზე“.

ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ბიზანტიური ნარატივის განმეორება იმაზე, რომ ყველა ხალხი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა თავიანთ მმართველებთან ერთად, წარმოადგენენ ბიზანტიის იმპერატორის ხელქვეითებს. და ბიზანტიურ ელიტას ამის გულწრფელად სჯეროდა.

ამასთან, „რუსული სამყაროს“ კონცეფია წარმოიქმნა არა პატრიარქ კირილთან, არამედ ჯერ კიდევ XI საუკუნეში და თავიდან გამოიყენებოდა კიევის სახელმწიფოსთან მიმართებაში: „არა მხოლოდ რომში, არამედ ყველგან: ხერსონშიც და კიდევ რუსულ სამყაროში“ (კიევის დიდი მთავრის იზიასლავ იაროსლავიჩის სიტყვა ღვთისმშობლის  მიძინების სახელობის ეკლესიის განახლებაზე).

„რუსული სამყაროს“ კონცეფცია არ შეიძლება იყოს ერესი, რამდენადაც ერესს წარმოადგენს მხოლოდ რელიგიური სწავლებები.

როგორც საზოგადოებრივ- პოლიტიკური დოქტრინა, „რუსული სამყაროს“ კონცეფცია არ შეიძლება იყოს ერესი, რამდენადაც ერესს წარმოადგენს მხოლოდ რელიგიური სწავლებები. ამ თვალსაზრისით, მამა ანდრეი საუბრობს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაზე ამ დოქტრინის პროექციაზე. ციტატა: „თუმცა, ჩვენ, მართლმადიდებელ მღვდლებს, გვსურს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა „რუსული სამყაროს“ დოქტრინის იმ ასპექტებზე, რომლებიც უშუალოდ ეხებიან სწავლებებს ეკლესიაზე. კერძოდ, პატრიარქი კირილი დაჟინებით აიგივებს „რუსულ სამყაროს“  ე.წ. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის „კანონიკურ ტერიტორიასთან“.  თუმცა, საკმარისია ყურადღება მივაპყროთ რმე-ს წესდებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ რმე-ს კანონიკური ტერიტორია არ უკავშირდება „რუსული სამყაროს“ ცნებას. მაგალითად, წესდებაში ასეთ ტერიტორიად ცხადდება იაპონია და აზერბაიჯანი, რომლებიც დაზუსტებით არ განეკუთვნებიან „რუსულ სამყაროს“.

ამდენად, რმე-ს პატრიარქის ბრალდება „რუსული სამყაროს“ ერესის გავრცელებაში, არ შეიძლება ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო.

როგორია მიმართვის მიზანი?

მამა ანდრია მიმართვის ბოლოს აყალიბებს მოთხოვნებს:

  1. დაიგმოს რფ-ს აგრესია.
  2. მოუწოდოს პუტინს შეწყდეს ომი.
  3. შეფასება მიეცეს რმე-ს პატრიარქის განცხადებებს.
  4. შეფასება მიეცეს „რუსული სამყაროს“ დოქტრინას და ჩამოერთვს უფლება პატრიარქ კირილს დაიკავოს პატრიარქის ტახტი.

სიმართლე გითხრათ,   მოთხოვნები არც ისე დამაჯერებელია. პირველი ორი უკვე ხორცშესხმულია უნეტარესი ონუფრისა და უმე-ს სინოდის მიერ - მათ დაგმეს კიდეც აგრესია და მოუწოდეს პუტინს შეწყვიტოს ომი. აი, პატრიარქ კირილის გადაყენების მოთხოვნა გაკვირვებას იწვევს. თუ მამა ანდრიას არ სურს არაფერი ჰქონდეს საერთო მოსკოვის საპატრიარქოსთან, მაშინ რა განსხვავებაა, თუ ვინ დაჯდება პატრიარქის ტახტზე - პატრიარქი კირილი თუ სხვა ვინმე?

არის კიდევ ერთი რამ. რატომ მიმართავენ მსგავსი განცხადებით მღვდლები, რომლებიც ესე მგზნებარედ ზრუნავენ ეკლესიის შესახებ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ სწავლებაზე, არა თავიანთ მმართველ მღვდელმთავრებს, არა უმე-ს წმინდა სინოდს და თუნდაც უმე-ს ეპისკოპოსთა კრებას, არამედ სხვა ეკლესიების წინამძღოლებს? თანაც იმას, ვისთანაც შენმა ეკლესიამ გაწყვიტა ევქარისტული ურთიერთობა, ამასთან სარწმუნოებრივი მოძღვრების მიზეზებით? განა ეს არ წარმოადგენს არა მხოლოდ ეკლესიის შესახებ დოგმატური სწავლების, არამედ მთელი რიგი კანონიკური წესების უხეშ დარღევას, რომლებიც ახდენენ კლირიკოსებსა და იერარქებს შორის დავების გადაჭრის რეგლამენტირებას?

მიმართვის ყველაზე მთავარი ფრაზა - „მისთვის მოსკოვის პატრიარქისადმი კანონიკური დაქვემდებარების ნებისმიერ ფორმაში შემდგომი ყოფნის შეუძლებლობის“ თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ საუბარია არა იმაზე, რომ უმე-მ უნდა დატოვოს რმე-ს იურისდიქცია და გახდეს ავტოკეფალური, არამედ იმაზე, რომ მიმართვის მხარდამჭერ მღვდლებს პირადად არ შეუძლიათ დარჩნენ „მოსკოვის პატრიარქთან კანონიკურ დაქვემდებარებაში“. აქ სიტყვები არაა, რომ საჭიროა უმე-ს ერთიანობის შენარჩუნება, რომ საჭიროა უნეტარესი ონუფრისადმი და უმე-ს მღვდელმთავრებისადმი მორჩილება, რომ „კანონიკური დაქვემდებარების“ საკითხი აუცილებელია გადაწყდეს ერთიანად და ა.შ. სახეზე არაა საკუთარი ეკლესიისადმი ერთგულების არანაირი დეკლარირება.

განუდგე კირილეს, რათა მიხვიდე - ვისთან?

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი აიძულო ადამიანი გააკეთოს ის, რაც სურს მანიპულატორს - გამოიყენო ადამიანის ფსიქოლოგიური ტრავმა. ნებისმიერმა ფსიქოლოგმა ეს შესანიშნავად უწყის. ჩვენ ახლა უკრაინაში უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა გვაქვს იმის გამო, რაც ხდებოდა ბუჩაში, ბოროდიანკასა და სხვა ქალაქებში, იმის გამო, რაც ახლა ხდება მარიუპოლში, იზიუმსა და ა.შ. სამღვდელოებას ყოველივე ამის გამო ემატება ტრავმა რფ-ს მოქმედებების ფაქტიური მწვანე შუქისგან რმე-ს მღვდელმთვართა მხრიდან.

და აი, წინასწარ ამ ტრავმის გამიზეზების შემდეგ, უმე-ს მღვდლებს სთავაზობენ სრულიად ალოგიკურ ქცევას - თავიანთი მღვდელმთავრების, უმე-ს სინოდის, უნეტარესი ონუფრისა და ეპისკოპოსთა კრების მეშვეობით მიმართონ „უძველესთა“ არარსებულ ტრიბუნალს, რომელიც ძირითადად შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც დაარღვიეს ეკლესიის კანონები.

ტრიბუნალის მოთხოვნების ნახევარი უკვე შეასრულეს უმე-ს მღვდელმთავრებმა, მეორე ნახევარი არის იმის ერესად აღიარება, რაც არ შეიძლება იყოს ერესი და პატრიარქ კირილეს „განთავისუფლება“. და რის გამო ყოველივე ეს? იმისთვის, რომ ვაწყენინოთ ცუდ პატრიარქს?

თუ უმე-ს სტატუსის შესახებ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებამდე ვინმე „სცდება“ „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ დაქვემდებარებას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შედის ვინმე სხვის კანონიკურ დაქვემდებარებაში.

ეკლესია ისეა მოწყობილი, რომ მის კლირიკოსებს არ შეუძლიათ კანონიკურ იზოლაციაში ყოფნა.  თუ უმე-ს სტატუსის შესახებ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებამდე ვინმე „სცდება“ „მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ დაქვემდებარებას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შედის ვინმე სხვის კანონიკურ დაქვემდებარებაში. და ვის დაქვემდებარებაში? ვარიანტი ცოტაა: ან ბართოლომეოსი ან სერგეი დუმენკო.

სულიერი სიმშვიდის დროს ალბათ, არავინ დათანხმდებოდა ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობაა, ახლა ჩვენ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ძვრებს განვიცდით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა „მომენტის დაჭერა“.

ამიტომაც, დეკანოზ ანდრეი პინჩუკისადმი პატივისცემის, მისი დამსახურების მიუხედავად, საჭიროა ვთქვათ, რომ მოცემული მიმართვა მიმართულია არა იმდენად პატრიარქ კირილის, რამდენადაც უმე-ს ერთიანობის, მისი მღვდელმთავრობისა და უნეტარესი ონუფრის წინააღმდეგ. რადგან მღვდლებმა, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, უკვე გადადგეს ნაბიჯი უმე-ს ოფიციალური პოზიციის წინააღმდეგ, რომ ეკლესიის შემდგომი კანონიკური ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ ერთიანად და ომის დასრულების შემდეგ.  ძალიან გონივრული, აწონ-დაწონილი და პოზიციების იმის გათვალისწინებით, რომელიც სრულად პასუხობს სწავლებას ეკლესიის შესახებ, რომელზეც ასე ბევრი რამ ითქვა მიმართვაში. უმე-ს ძალიან მძიმე ხანა უდგას. ის იბრძვის იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებოს. ერთის მხრივ, მას ფიზიკურად ანადგურებენ რუსული ჯარები, მეორეს მხრივ - ადგილობრივი ხელისუფლება და  ახლა კი ძალისხმევა შიგნიდანაც წამოვიდა. ყველაფერი მეორდება. როგორც წერდა მოციქული პავლე: „... განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოში, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუ ძმებს შორის“ (2 კორ. 11:26).

ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ აღშფოთება პატრიარქ კირილის ქმედებებისა და სიტყვების წინააღმდეგ არ მიიყვანს უკრაინელ მღვდლებს უმე-სა და მისი წინამძღოლის უნეტარესი ონუფრისადმი ღალატამდე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ