რატომ არ არის ომი მიზეზი განხეთქილებაში მყოფებთან გაერთიანებისთვის

11 აპრილი 2022 23:41
18
რატომ არ არის ომი მიზეზი განხეთქილებაში მყოფებთან გაერთიანებისთვის

ამჟამად უკრაინის ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთად იბრძვის უკრაინისთვის. თუმცა, წარმოადგენს თუ არა ეს საკმარის საფუძველს რელიგიური გაერთიანებისთვის?

დღეს უმე-ს ბევრი მორწმუნე და მღვდელი ერთგვარ ცბუნებაში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა პარადოქსული სიტუაცია: ამჟამინდელ ომში რუსეთის წინააღმდეგ უმე-ს მორწმუნეები ხშირად ერთმანეთის გვერდით იბრძვიან იმათთან, ვინც იტაცებდა ჩვენს ტაძრებს, მოუწოდებდა და ახორციელებდა ძალადობას ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობდა ჩირაღდნებით მსვლელობაში, გვიყვიროდა „სიკვდილი მტრებს“, „ჩემოდანი, ვაგზალი, რუსეთი“ და ა.შ. ამ ომში ჩვენ მეუ-სა და უბკე-ს მომხრეებთან ერთად ვართ, რომლებიც სულაც არ იყვნენ განწყობილნი სიმპათიით ჩვენი ეკლესიისადმი. ამჟამად, ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად. თუმცა, ყველანაირი ომი სრულდება და რა იქნება შემდეგ?

ომისშემდგომი პერიოდის ვარიანტები

ვარიანტი პირველი. მეუ-ს მომხრეები და უნიატები აღიარებენ უმე-ს მორწმუნეების ბრძოლას მტერთან ბრძოლაში, იწყებენ ჩვენში უკრაინის პატრიოტების დანახვას, წყვეტენ ბრალდებებს კოლაბორაციონიზმში და თანხმდებია, რომ ჩვენ, როგორც უკრაინის ყველა მოქალაქეს, უფლება გვაქვს ვიყოთ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელსაც საჭიროდ ვთვლით. დღეისათვის, არ არსებობს არანაირი სიგნალი, რომ ასეთი ვარიანტი შესაძლებელია. უმე-ს პატრიოტულობის აღიარება ისმის სახელმწიფოს ხელმძღვანელების, მათ შორის, პრეზიდენტის, მაგრამ არა სხვა კონფესიების რელიგიური ლიდერების მხრიდან. სამაგიეროდ არის საპირისპირო სიგნალები. მაგალითად, მეუ-ს „იერარქები“ ივანე (ევსტრათი) ზორია ან დრაბინკო საჯაროდ უჭერენ მხარს უმე-ს აკრძალვის შესახებ კანონპროექტებს და აცხადებენ, რომ ის უნდა განადგურდეს.

ვარიანტი მეორე. უმე-ს იძულება შეუერთდეს „პატრიოტულ“ კონფესიებს.

ამის შესახებ პირველად განაცხადა ფილარეტ დენისენკომ. 2022 წლის 18 თებერვალს მან მიმართა უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის, ეპისკოპატს, უმე-ს სამღვდელოებასა და ერისკაცებს მოწოდებით „გაერთიანდნენ უკრაინის ერთიან, ადგილობრივ  ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც უშუალოდ უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოემსახურება“. მისი არგუმენტაცია არის მარტივი: დაიწყო ომი და სანამ უმე მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია, ის ბოროტების მხარესაა. ხოლო თუ გაერთიანდება ფილარეტთან - გადავა სიკეთის მხარეს.

არგუმენტაცია ისეთივე მარტივია, რამდენადაც ის ბრმაა. ჯერ ერთი, სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნის ხაზი გადის არა ფრონტის ხაზზე, არამედ თითოეული ადამიანის გულში. ეს ჭეშმარიტება ნაცნობი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც თუნდაც შეხება აქვს სასულიერო ცხოვრების შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებასთან. „ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი...“ (მათ. 15:19). მეორე, განა უმე-ს მოსწონს ომი? განა უმე ლოცულობს რფ-ს გამარჯვებისთვის? განა უმე აკურთხებს რუს ჯარისკაცებს? რასაკვირველია, არა. რახან ასეა, რა საფუძვლები არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ უმე „ბოროტების მხარესაა“?  და რა შუაშია აქ იურისდიქცია? თუ რომელიმე წინამძღოლი ცოდვას ჩადის, ეს მისი პირადი ცოდვაა და არ ვრცელდება სამწყსოზე ან სასულიერო პირებზე. ერთადერთი გამონაკლისია ერეტიკული სწავლება, რომელიც საჯაროდ აფიქსირებს აზრს.

საინტერესოა, რომ „უკრაინელი ხალხის ინტერესების“ შესახებ ზრუნვისას, ფილარეტ დენისენკომ არ მიმართა მსგავსი განცხადებით თავის წინამძღოლს სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს. როგორც ჩანს, პირადი სიძულვილი ყოფილი მოწაფის მიმართ გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

მოგვიანებით აზრი გამოთქვა თავად მეუ-ს მეთაურმა ს. დუმენკომაც. ომის პირველ კვირას, სოცქსელებში ცნობების თანახმად, ის სულაც არაპატრიოტულად საბერძნეთში გაიქცა. თუმცა, მოგვიანებით, გააცნობიერა რა, რომ კიევზე საფრთხე ჯერ არ არსებობდა, ის დაბრუნდა და საქმიანობა გააჩაღა.

2022 წლის 5 მარტს მან მიმართა უმე-ს ეპარქიებსა და თემებს, განაცხადა რა, რომ რამდენადაც „თქვენ ყოველთვის ახდენდით კანონებისადმი ერთგულებას“, საჭიროა, მეუ-ში გადასვლაო. ხოლო ვისაც არ სურს გადასვლა - მათ მინიმუმ უნდა იმსახურონ დუმენკოს მიმდევრებთან. 21 მარტს მეუ-ს სინოდმა გამოსცა დადგენილება „მეუ-ში მიღების საგანგებო წესის შესახებ“, სადაც გამოხატული იყო წუხილი, რომ თემებს კვლავაც არ სურთ გადასვლა „ადამიანური ფსიქოლოგიის თავისებურებების გამო“ და შესული იყო ახალი მოწოდება უმე-ს ეპარქიებისა და თემების მიმართ „მიჰყოლოდნენ ტომოსს“.

გარდა ამისა, დუმენკომ ბრძანება მისცა თავის „მღვდელმთავრებს“ გაეკეთებინათ ანალოგიური მოწოდებები და დუმენკოს ეპარქიები მოიცვა „ძმური მოწოდებების“ დაშტამპულმა ტალღამ.

მათ განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანიათ. მეუ-ში საუბრობენ ათეულობით „გადასვლაზე“, მაგრამ ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში უმე-ს ტაძრების მიტაცება უპირატესად ხდება ძალით, არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიტაცების შემთხვევები. ნებაყოფლობითი გადასვლების შემთხვევები მცირერიცხოვანია.  ერთი სიტყვით, დუმენკოს განცხადებები არ მუშაობს. ამის მიუხედავად, უმე-ს ცალკეული მღვდელმსახურების რიტორიკაში გვხვდება თეზისი, რომ სამშობლოსადმი სიყვარული საშუალებას იძლევა მოხდეს გაერთიანება ღვთისმსახურებაზე პატრიოტიზმის პრინციპით და არა ეკლესიის კანონებით. რომ კანონები აქტუალური იყო მშვიდობიან დროს და რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასეა თუ არა ეს?

კანონები არაფერია, პატრიოტიზმი - ყველაფერი?

ამჟამად უმე-სა და მეუ-ს მორწმუნეები ხშირად ერთ სანგრებში ერთმანეთის გვერდით იბრძვიან. თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღნიშნული კონფესიები უნდა გაერთიანდნენ? სულაც არა. უშძ-ში მართლმადიდებლებთან ერთად იბრძვიან უკრაინელი კათოლიკებიც, მუსულმანებიც და სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც. ნუთუ მეომრული ძმობის საფუძველზე ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რელიგიური კუთხით? პასუხი ნათელია.

ამის მიუხედავად, დღევანდელ სიტუაციაში პოპულარობას იძენს თეზისი, რომ ომმა მოსპო საეკლესიო კანონების მნიშვნელობა. თითქოს, ჩვენ - უკრაინელები ვუპირისპირდებით საერთო  მტერს, ეს კი საკმარისია საეკლესიო ერთიანობისთვის, მთავარი არის სიყვარული სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ.

მსგავსი თეზისის მოსმენა შეგვიძლია უმე-ს ზოგიერთი მღვდელის რიტორიკაში, რომლებიც მიმართავენ რა მეუ-ს მომხრეებს, ამბობებ, რომ თითქოს ჩვენ უკრაინელები თქვენთან ერთად ვართ ერთ ნავში. მთავარი - ჩვენ „ბევრი რამე ერთად ხელახლა გავიაზრეთ“. თუმცა, რისი ხელახლა გააზრება შეუძლიათ ეკლესიის წევრებს იმათთან, ვინც შეგნებულად აყენებს თავს მის მიღმა?

რისი ხელახლა გააზრება შეუძლიათ ეკლესიის წევრებს იმათთან, ვინც შეგნებულად აყენებს თავს მის მიღმა?

მარტის  ბოლოს კიევის სოფიის ტაძარში შედგა მოქმედება „მეუ-სა და უმე-ს სამღვდელოების საერთო ლოცვა“, რომელშიც მონაწილეობდნენ მეუ-ს „მღვდელი“ გიორგი კოვალენკო და უმე-ს იონინის მონასტრის დიაკვანი ნიკოლოზ ლისენკო.

ერთ ექტენიაში კოვალენკო ლოცულობდა „ჩვენი უნეტარესი მეუფისა და მამის, ეპიფანესთვის“, ხოლო ლისენკო - „ჩვენი უნეტარესი მამისა და მეუფის, ონუფრისთვის“.

რატომ არ არის ომი მიზეზი განხეთქილებაში მყოფებთან გაერთიანებისთვის фото 1
დიაკვანი ნიკოლოს ლისენკო და მეუ-ს „მღვდელი“ გიორგი კოვალენკო სოფიას ტაძარში ერთობლივ ღვთისმსახურებაზე. ფოტო: Фейсбук-страница Коваленко

კოვალენკომ, რომელმაც ეს „ღვთისმსახურება“ გამოაქვეყნა თავის ფეისბუქ-გვერდზე, დაწერა: „ვიმედოვნებთ, რომ მთელს უკრაინაში მართლმადიდებლები, განსაკუთრებით უმე-ს ერთგულები, უარყოფენ მოსკოვის პირფერობას და ერთად ილოცებენ ღვთის წინაშე და ემსახურებიან უკრაინელ ხალხს, მეუ-ს ერთგულებთან ერთად“. მამა ნიკოლოზმა მოცემულ პერფორმანსს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ეს გავაკეთე იმ მიზნით, რომ უკრაინელებმა მართლმადიდებლობის ორივე შტოში შეძლონ ერთმანეთის ჩახუტება - გულწრფელად, წარსული ანგარიშებისა და ცრურწმენების გარეშე. ჩემი დამოკიდებულება იერარქიისა და მისი რეაქციების მიმართ სინამდვილეში - ძალიან კრიტიკულია“.

ერთი სიტყვით, შეიძლება როგორც მოისურვებ ისე კრიტიკულად მიუდგე ეკლესიის იერარქიებს, მაგრამ შესაძლებელია მასში ორი წინამძღოლი იყოს, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიების უმრავლესობის აზრით, არც კი წარმოადგენს მღვდელმსახურს? და წარმოადგენს თუ არა წოდების არმქონე ადამიანებთან თანამსახურებაზე უარის თქმა „ცრურწმენას“? როგორც ჩანს, დიაკვან ნიკოლოზ ლისენკოსთვის წარმოადგენს, რამდენადაც მან მალევე კოვალენკოსთან ერთად ერთობლივი „ლიტურგია“ ჩაატარა ხარების ტაძარში ოქროს კარიბჭესთან.

ღალატისა და სიძულვილის შესახებ

უდაოა, რომ თითოეული ადამიანი თავად ირჩევს საკუთარ გზას და თავად იღებს პასუხისმგებლობას ამ არჩევანის გამო. თუმცა, არსებობს მინიმუმ ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, თუ რატომაც არ შეიძლება გაერთიანება განხეთქილებაში მყოფებთან. თუნდაც საერთო პატრიოტიზმის ტალღაზე, უცხოური აგრესიის პირობებშიც კი.

პირველი მიზეზი - ესაა ის, რომ სამშობლოსადმი ერთგულებამ არ უნდა გამოიწვიოს ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი ღალატი. ომი არ აუქმებს კანონებს და არ ხდის მათ ნაკლებად მნიშვნელოვანს. ომის გამო ცოდვა ცოდვად რჩება, ხოლო განხეთქილება - განხეთქილებად. წმინდანთა სიტყვები განხეთქილების თაობაზე ომის გამო არ კარგავს თავის აქტუალობას. და მითუმეტეს, ომის გამო სამღვდელოების მადლი არ ევლინება მათ, ვისაც ის არ ჰქონდა. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის განხეთქილებაში მყოფებთან გაერთიანებას, რამდენადაც მიზეზები, რომლითაც ჩვენ უარი ვთქვით მათთან გაერთიანებაზე ომამდე, მაინც იგივე დარჩა.

სამშობლოსადმი ერთგულებამ არ უნდა გამოიწვიოს ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი ღალატი. ომი არ აუქმებს კანონებს და არ ხდის მათ ნაკლებად მნიშვნელოვანს.

მეორე მიზეზია სიძულვილი, რომელიც წარმოადგენს მეუ-ს წევრების მსოფლმხედველობის საფუძველს: უმე-ს მორწმუნეების, მტრებისადმი და ერთმანეთის მიმართაც სიძულვილი. ეპიფანემ ფილარეტთან ერთად ეს თვალნათლივ აჩვენა.

და აქ ჩვენ ვხედავთ პარადოქსს: სიტყვით დუმენკოსთან საუბრობენ სიყვარულზე, საქმით კი სრულიად სხვაგვარად ამტკიცებენ. შეიძლება ყური დაუგდო მათ პირფერულ სიტყვებს და იმედი გქონდეს, რომ რამდენადაც სწრაფად „ბევრ რამეს ხელახლა გავიაზრებთ“ და გავერთიანდებით მეუ-თან, მით უფრო მალე ერთად შევძლებთ ერთ მეგობრულ ოჯახად ცხოვრებას. თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვქონდა უბედურება დავრწმუნებულიყავით, რომ უმე-ს მორწმუნეების განხეთქილებაში მყოფებს სძულთ, ამასთან სძულთ თავდავიწყებით და მგზნებარედ. და მათი სიძულვილი ჩვენს მიმართ არსად წასულა, ომის დაწყებასთან ერთად მათი მტრობა  ჭეშმარიტი ეკლესიის მიმართ მხოლოდ გაძლიერდა. და ომის მონაწილეების კეთილგანწყობის მოპოვება შეიძლება მხოლოდ მათთან ამ სიძულვილის გაზიარებით. უფრო მეტიც, შენ ვალდებული იქნები მუდმივად დააამტკიცო  ეს სიძულვილი „საქმით“. სულაც არაა შემთხვევითი, რომ უმე-ს ყველაზე აქტიური „ჰეითერები“  ბოლო  წლებში არიან „მტრის მხარეს გადასულები“, რომლებიც ცდილობენ ახალ გარემოცვას უჩვენონ თავიანთი ლოიალობა. თუმცა, აქვს თუ არა ამას კავშირი ქრისტიანობასთან? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარადიუალობაში ზეციური იერუსალიმის მკვიდრებს სძულთ სხვები?

კანონიკური ავტოკეფალიის შესახებ

ზოგიერთი მღვდელმსახური გამოთქვამს აზრს, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიაღწიოს კანონიკურ ავტოკეფალიას. აქვს თუ არა ამის უფლება უმე-ს ? რასაკვირველია. თუმცა, პრობლემა შემდეგშია - ეკლესიის კანონიკური უფლების კორპუსი არ მოიცავს პროცედურებს, რომლებიც მოახდენდნენ ავტოკეფალიის შეთავაზების პროცესის რეგლამენტირებას.

გარკვეული შეთანხმებები ამ საკითხზე მიღწეულ იქნა კრეტას 2016 წლის საეკლესიო კრების მომზადების დროს, თუმცა მათ არ მიეცა კანონების ფორმა. ერთადერთი, რაც არ იწვევს არავისში საპირისპირო აზრს, ესაა ის, რომ ახალი ავტოკეფალური ეკლესია უნდა ცნოს უკვე ყველა არსებულმა ადგილობრივმა ეკლესიამ.

და აქ, ჩნდება ძალიან დიდი პრობლემა.

უფალი ყველაფერს მოერევა და მოაწყობს უკეთესობისკენ. თუ ამისთვის იქნება მისი კეთილი ნება, უმე გახდება ავტოკეფალური.

ძნელია წარმოდგენა, რომ რმე დაეთანხმება ასეთ ავტოკეფალიას, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იმის წარმოდგენა, რომ მას აღიარებს ფანარიონი (არსებული მეუ-ს გათვალისწინებით). ყოველივე ეს უმე-ს შესაძლო აღიარებასა და მითუმეტეს, ავტოკეფალიის ცნობას საკმაოდ რთულ საქმედ ხდის. გვრჩება მხოლოდ იმედი, რომ უფლის ზრახვა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი გონება იპოვის ამ სიტუაციიდან სწორ გამოსავალს. იმისათვის, რომ სწორედ ასე მოხდეს, უმე-მ მთლიანად უნდა იზრუნოს ჩვენი ეკლესიის ერთიანობაზე შიგნით. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები, თუ ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს წინამძღოლს უნეტარეს ონუფრის, თუ ჩვენ დავუქვემდებარებთ ჩვენს ცალკეულ აზრებს უმე-ს ერთიან გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩვენთვის საშიში არ იქნება არანაირი საფრთხე და სირთულეები. თუ ჩვენ წავალთ სეპარატიზმის, კონფორმიზმისა და შეგუების გზაზე, ჩვენ უბრალოდ ცალ-ცალკე გაგვანადგურებენ.

უფალი ყველაფერს მოერევა და მოაწყობს უკეთესობისკენ. თუ ამისთვის იქნება მისი კეთილი ნება, უმე გახდება ავტოკეფალური. ეკლესიის ერთგულმა შვილებმა ყველა მოწოდებას და მაცდურ წინადადებას უნდა უპასუხონ შემდეგი:

  • ჩვენ ვიქნებით ეკლესიის კანონების ერთგული;
  • ჩვენ ვიქნებით უმე-ს ერთიანობის ერთგული;
  • ჩვენ კანონიკური სტატუსის შესახებ საკითხს გადავწყვიტავთ ერთიანად, უმე-ს სრული შემადგენლობით მას შემდეგ, რაც დავიცავთ ჩვენს ქვეყანას აგრესიისგან.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ