ფანარი არ აღიარებს ფილარეტის „საიდუმლოებებს“: შეიძლება კი მეუ-ში გადასვლა?

ფანარიონისთვის ფილარეტი ისევ აღარაა ეპისკოპოსი? ფოტო: СПЖ

მრევლს არწმუნებენ, რომ ომი საბაბია დაივიწყონ მეუ-ს უმადურობა და დუმეკოსთან გადავიდნენ. ფანარიონზე უარყოფენ ფილარეტის საიდუმლოებებს. როგორ უნდა შევათავსოთ ეს ერთმანეთთან?

2022 წლის 29 მარტს ავსტრალიაში ფანარიონის არქისაეპისკოპოსომ გამოსცა ეპისკოპოსთა კრების შედეგების კომუნიკე. ერთი შეხედვით, ეს დოკუმენტი უშუალოდ ადგილობრივი მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს სულაც არაა ასე. ავსტრალიის ფანარიოტები შეეხნენ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, რომელიც პირდაპირ ეხება უმე-სა და მთლიანად მართლმადიდებლობას. მოდით პუბლიკაციაში განვიხილოთ, თუ რაზეა საუბარი.

ომი არაეკლესიას ეკლესიად ხდის?

ჯერ კიდევ გუშინ მართლმადიდებელ სამყაროს ცხარე დისკუსია ჰქონდა მეუ-ს მმართველთა კანონიკურ სტატუსზე, განიხილავდა რა ფანარიონის შეჭრას უმე-ს კანონიკურ ტერიტორიაზე და გამოავლინა, რამდენად შესაძლებელია წინამძღოლების შეხვედრის ჩატარება იმ კრიზისის გადასაწყვეტად, რომელშიც მართლმადიდებლობა 2018 წლიდან იმყოფებოდა. ახლა, როცა უკრაინის ომიდან მხოლოდ 5 კვირა გავიდა, თითქოს ისე ჩანს, რომ ეს ყოველივე სხვა ცხოვრებაში ხდებოდა. ჩვენ სხვა, საშინელ რეალობაში აღმოვჩნდით, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, სადაც სამყაროს ზაფრავს დაბომბილი ქალაქების, დასახიჩრებულები გვამებისა და დანგრეული ტაძრების კადრები.

მართლმადიდებლობის განხეთქილებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ფანარიონის მიერ იყო განხორციელებული, თითქოსდა გაუფერულდა და მეორე პლანზე გადავიდა, ის თითქოს დაივიწყეს. დასავლეთ უკრაინაში თემები „გადაჰყავთ“ მეუ-ში თითქმის ავტომატის ლულის ქვეშ. თუმცა, გამოჩნდა ნებაყოფლობითი გადასვლის ცალკეული შემთხვევებიც. მათი არგუმენტაცია წმინდა პოლიტიკურია - რახან, რუსეთი თავს დაგვესხა, ეს ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია რმე-თან სულიერ ერთიანობაში ყოფნა. რახან ასეა - საჭიროა მეუ-თან გაერთიანება, რომელიც ასი პროცენტით პატრიოტულია. იმის თაობაზე, რომ ყველა ეკლესიაში, ბერძნულის გარდა, მეუ კვლავაც ითვლება მადლის არმქონე განხეთქილებაში მყოფად, ამას ასეთი ორატორები ცდილობენ არ გაიხსენონ. ჩვენთან ადამიანები იღუპებიან და ახლა არაა კანონების დრო, უკრაინელებს არ სურთ ამ თქვენი „სატახტო თამაშების“ დეტალებში შესვლა. მათთვის მნიშვნელოვანია არაფერი ჰქონდეთ საერთო მტერთან.

ძალუძს ომს ერისკაცი სერგეი დუმენკო კანონიკურ მღვდელმთავრად აქციოს, შეუძლია თუ არა მას მადლით მოსილი გახადოს მისი „საიდუმლოებები“?

თუმცა, დასაშვებია თუ არა ასეთი ლოგიკა ქრისტიანისთვის? სამხედრო მოქმედებებს არანაირად არ შეუცვლიათ ეკლესიის არსი. მას არ შეუწყვეტია ქრისტეს სხეულად ყოფნა. ძალუძს ომს ერისკაცი სერგეი დუმენკო კანონიკურ მღვდელმთავრად აქციოს, შეუძლია თუ არა მას მადლით მოსილი გახადოს მისი „საიდუმლოებები“? განა ასეთ კითხვებზე პასუხები არ უნდა დასვას პირველ რიგში ქრისტიანმა?

ფილარეტ დენისენკოს მადლი არ ჰქონდა, ხოლო დუმენკოს გაუჩნდა ის?

ომმა უდიდესი შეცბუნება გამოიწვია უმე-ს მორწმუნეთა რიგებში და სამღვდელოების ნაწილშიც კი.

ეპარქიების ნაწილმა შეწყვიტა პატრიარქ კირილის მოხსენიება ლოცვებში, ზოგიერთი ეპარქია მოუწოებს მოიწვიონ საეკლესიო კრება სრული ავტოკეფალიის მოთხოვნით. თუმცა, არის რამოდენიმე ისეთი შემთხვევა, როცა მღვდლები, მერყეობენ რა „პარტიის ხაზის“ უნისონში,  მეუ-ში გადადიან. ანუ მშვიდობიან დროს ისინი აცნობიერებდნენ, რომ მეუ არის სტრუქტურა, რომელიც ქრისტეს ეკლესიის გარეთ იმყოფება, ხოლო ომის გაჩაღებასთან ერთად, ამის შესახებ უცებ „დაავიწყდათ“.

მაგალითად, სმელში გახმაურებულ ისტორიაში, სადაც ტერთავდაცვამ უმე-ს წმინდა საფარველის ტაძრიდან გამოაძევა „მოსკოველი მღვდელი“, ამ ქმედების ორგანიზატორმა მამა ნიკოლოზ სერედიჩმა მრევლს განუმარტა, რომ ომის პირობებში სხვა გამოსავალი არაა, მეუ-ში გადასვლის გარდა.

როცა შეშფოთებულმა მრევლმა მას მისივე სიტყვები შეახსენა, რომ მეუ-ში არაა მადლი და იქ გადასვლა არ შეიძლება. სერედიჩმა განაცხადა შემდეგი: „მე ასე ვსაუბრობდი ფილარეტის ხალხზე, ამ ეკლესიას კი გააჩნნია ტომოსი, აქ ყველაფერი კანონიერადაა“.

ერთი სიტყვით, ფილარეტის მომხრეები მღვდელის თვალში იყო მადლის არმქონე, ხოლო დუმენკოს მომხრეებს მადლი უკვე აქვთ. სხვათაშორის, მრევლის მსგავს „უხერხულ“ კითხვებზე მამა ნიკოლოზი არ პასუხობდა სიხარულით და ცდილობდა მათ იგნორირებას. თუმცა, შეუძლია კი ქრისტიანს ასეთი იგნორირება დაუშვას? თითოეული ჩვენგანისთვის ეკლესიის მადლის საკითხს, რომელშიც ის იმყოფება, გააჩნია სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც სერედიჩის არგუმენტი უნდა განვიხილოთ დეტალურად, ის ხომ შეიძლება გახდეს მაგალითი სხვებისთვის. ამისთვის კი უნდა დავუბრუნდეთ ავსტრალიაში ფანარიონის არქისაეპისკოპოსოს განცხადებას.

ფანარიონი: ჩვენ არ ვაღიარებთ ფილარეტის საიდუმლოებებს

„ფილარეტს, როგორც თვითგამოცხადებულ „პატრიარქს“ არ ცნობს არცერთი კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, არც მსოფლიო საპატრიარქო. ამიტომაც მისი ადმინისტრაციული აქტები და საიდუმლოებები, რომელთაც ის ახორციელებს, არის ბათილი და არ არსებობს ადგილობრივად მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“, - ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც ეძღვნება უმე (კ) -ს სავიკარიოს საქმიანობას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვინმე ნექტარ ალექსანდრატოსის მეთაურობით.

მოცემული განცხადება გაკეთდა კიევის მრევლის ფანარიონის პატრიარქის მიერ „ანექსიის“ არგუმენტაციისთვის: „ავსტრალიის წმინდა არქისაეპისკოპოსოს კანონიკურ საზღვრებში არის უკრაინის თემები, რომლებიც ბოლო დრომდე ეკუთვნოდნენ ე.წ. და არასდროს კანონიკურად არცნობილ „კიევის საპატრიარქოს“. კონსტანტინოპოლელი დედის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაინიშნა არქიეპისკოპოს მაკარის მიერ, შეისწავლა არსებული მდგომარეობა და ავსტრალიის წმინდა არქისაეპისკოპოსოში ამ თემების გაერთიანების სამართლებრივი პირობები“.

ეს ნიშანდობლივი განცხადებაა რამოდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ფანარიოტებს უბრალოდ შეუძლიათ სხვისი მრევლის თავისად გამოცხადება. მეორე და რაც ყველაზე მთავარია, ფანარიონმა 2018 წლიდან პირველად საჯაროდ უწოდა ფილარეტს ადამიანი, რომლის საიდუმლოებებიც არის ბათილი ეკლესიისთვის. ანუ სამი წლის შემდეგ ის ფანარიოტების თვალში დაუბრუნდა თავის უწინდელ, განხეთქილებაში მყოფის სტატუსს. და ეს განცხადება მოიცავს ძალიან სერიოზულ შედეგებს.

სამი წლის შემდეგ ფილარეტი ფანარიოტების თვალში დაუბრუნდა თავის უწინდელ, განხეთქილებაში მყოფის სტატუსს.

ფილარეტი და ბართოლომეოსი: ურთიერთდამოკიდებულებების ისტორია

1992 წლიდან, როცა რმე-ში  ფილარეტს მსახურება აუკრძალეს, ფანარიონმა სრულად დაუჭირა მხარი რუსეთის ეკლესიის ქმედებებს. რმე-ს წინამძღოლის 1992 წლის 26 აგვისტოს წერილში პატრიარქმა ბართლომემ დაწერა, რომ ცნობს ფილარეტისთვის წოდების ჩამორთმევას, ამიტომაც ფანარიონი „აღიარებს რა ამ საკითხზე თქვენი უწმინდესი რუსული ეკლესიის სრული განსაკუთრებულ კომპეტენციას, იღებს ზემოთ თქმულის თაობაზე სინოდალურ გადაწყვეტილებას“.

1997 წელს, როცა რმე-ში ფილარეტი ეკლესიიდან განკვეთეს, პატრიარქმა ბართლომემ 7 აპრილის წერილში რმე-ს წინამძღოლს მისერა, რომ მიიღო რა წერილი „თქვენი წმინდა სინოდის კანონიკური გადაწყვეტილების შესახებ ფილარეტ/მიხეილ დენისენკოს ანათემისთვის გადაცემის თაობაზე“ და „მივიღეთ რა შეტყობინებები ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილების შესახებ, ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ ჩვენი მსოფლიო ტახტის იერარქიას და ვთხოვეთ მას ამიერიდან არანაირი საეკლესიო ურთიერთობა არ ჰქონდეთ აღნიშნულ პირებთან“.

ერთი სიტყვით, 1992 წლიდან ფანარიონი ფილარეტს თვლიდა წოდებაჩამორთმეულად, ხოლო 1997 წლიდან ეკლესიიდან განკვეთილადაც. ბუნებრივია, რომ არანაირ „ქიროტონიაზე“ საუბარი არ შეიძლება ყოფილიყო ამ მომენტიდან. შესაბამისად, არავინ არ შეიძლება იყოს კანონიკური მღვდელმთავარი უმე (კ)-ს „ეპისკოპატიდან“, მათ შორის, სერგეი დუმენკოც. ასეთივე წარმატებით მათი „ხელდასმა“ შეეძლო ნებისმიერ ადამიანს ქუჩიდან, რომელიც არ წარმოადგენს ეკლესიის წევრს.

 რას ნიშნავს ეს ქრისტიანისთვის? რომ მთელს ამ ფილარეტისეულ „იერარქებს“ არ შეეძლოთ არც აღსარების ჩაბარება, არც ზიარება, არც ეკლესიის სხვა საიდუმლოებების განხორციელება. ანუ თუ ვიტყვით ავსტრალიაში ფანარიონის იერარქების სიტყვებით, „საიდუმლოებები“, რომელიც მათ განახორციელეს, იყო „ბათილი და არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის“.

აი, დადგა 2018 წლის ოქტომბერი და ყველაფერი უცებ შეიცვალა. კონსტანტინოპოლის სინოდმა ყოველგვარი მონანიებისა თუ საეკლესიო სასამართლოს გარეშე უწოდა ანათემას გადაცემულ ფილარეტს კანონიკური ეპისკოპოსი. უფრო მეტიც, მან კანონიკური უწოდა ყველა ეპისკოპოსს, ვინც ანათემის ქვეშ მოექცა. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი იყო პოლიტკონიუქტურა.

ფანარიონი ისევ არ თვლის ფილარეტს კანონიკურ მღვდელმთავრად.  ფანარიონის სინოდის გადაწყვეტილება 2018 წელს ფილარეტისა და მაკარის „აღდგენის“ შესახებ იმდენად კანონიკურად უსუსურია, რომ გაშუალებულად შეცდომადაა აღიარებული.

ამ გადწყვეტილებამ შოკი გამოიწვია ადგილობრივ ეკლესიებში, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, - საერთოდ თუ როგორ იყო შესაძლებელი, - თვითმარქვიებისთვის ეპისკოპოსები ეწოდებინათ და ისიც „უკანა რიცხვით“.

სხვათაშორის, რამოდენიმე თვის შემდეგ, ფილარეტმა განაცხადა, რომ დუმენკომ და პოროშენკომ ის მოატყუეს, წავიდა მეუ-დან და აღადგინა თავისი კიევის საპატრიარქო. ამის შემდეგ მან დაიწყო ფანარიონის უმოწყალოდ გაკრიტიკება. სამი წელი დუმდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში და „ვერ ხედავდნენ“ თავიანთი „რეაბილიტირებული“ პროტეჟეს მოქმედებებს. თუმცა, ახლა ვერ მოითმინეს და შეფასება მისცეს მის კანონიკურ სტატუსს: ფილარეტის „საიდუმლოებები“ ფანარიონისა და ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიისთვის - ბათილია.

ანუ ფანარიონი ისევ არ თვლის ფილარეტს კანონიკურ მღვდელმთავრად. ფანარიონის სინოდის გადაწყვეტილება 2018 წელს ფილარეტისა და მაკარის „აღდგენის“ შესახებ კანონიკურად იმდენად უსუსურია, რომ გაშუალებულად შეცდომადაა წოდებული.

რას შეიძლება ნიშნავდეს ყოველივე ეს? მხოლოდ ერთ რამეს: ფილარეტის ყველა საიდუმლო ბათილია კონსტანტინოპოლისა და ყველა ადგილობრივი ეკლესიებისთვის არა მხოლოდ ახლა. ის ბათილი იყო 1992 წლიდან, რაზეც ადრე საუბრობდა პატრიარქი ბართოლომეოსი.

ახლა კი ჩვენ გვჭირება ამ ლოგიკურ რგოლში ბოლო რგოლის გაჟღერება. არ შეიძლება „ფილარეტის“ ქიროტონია ყალბი იყოს, ხოლო „იერარქი“, რომლის „ხელდასმასაც“ ის ასრულებდა - ნამდვილი. სამწუხაროდ, ფაქტები აჩვენებს, რომ მეუ-ს „სამღვდელოების მეთაურობა“ არიან ადამიანები, რომელთაც არ შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ ქრისტეს ეკლესიასთან. შეიძლება კი იქ „გადასვლა“ მხოლოდ იმიტომ, რომ რფ ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა?

არ შეიძლება „ფილარეტის“ ქიროტონია ყალბი იყოს, ხოლო „იერარქი“, რომლის „ხელდასმასაც“ ის ასრულებდა - ნამდვილი. სამწუხაროდ, ფაქტები აჩვენებს, რომ მეუ-ს „სამღვდელოების მეთაურობა“ არიან ადამიანები, რომელთაც არ შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ ქრისტეს ეკლესიასთან.

                                                              ***

დიახ, ამჟამად უკრაინაში ომია. დღეს ჩვენ ძალიან გვტკივა იმის გამო, რაც ხდება ირგვლივ. გვტკივა მათ შორის, რუსეთის ეკლესიის მეთაურობის პოზიციის გამოც, რომლისგანაც არ გვესმის სრულად უკრაინელი ხალხის ტანჯვისადმი თანაგრძნობის სიტყვები. თუმცა, ნიშნავს კი ეს იმას, რომ უნდა დავხუჭოთ თვალები და გადავვარდეთ თავით განხეთქილებაში? გვაქვს კი უფლება ვიმედოვნოთ, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს“? შეგვიძლია ნება მივცეთ თავს ვიხელმძღვანელოთ რომანის „ქარწაღებულნის“ გმირების ლოგიკით, რომლებიც მძიმე მომენტებში საკუთარ თავს ეუბნებოდნენ: „ ვიფიქრებ კი ამაზე ხვა;?“ ხვალ ხომ ქრისტიანისთვის შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. შეიძლება ეს „ხვალ“ ქრისტემ არც კი მოგვცეს.

ომი ადრე თუ გვიან დასრულდება. დაცხრება ვნებები, ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება. გავა წლები და ოდესღაც უკრაინელები მტრებად აღარ ჩათვლიან რუსებს. კიდევ გავა წლები და თავად ეს ქვეყნებიც გაქრებიან, მაგრამ ქრისტეს ეკლესია დარჩება.

ჩვენ ყველანი ჩვენი ხალხის წარმომადგენლები ვართ და ვცდილობთ მისი ინტერესების დაცვას. თუმცა, თითოეული ჩვენგანი ასევე არის პიროვნება, „პატარა ქრისტიანი“, რომელსაც უბრალოდ სურს და რომელიც იმედოვნებს ზეციურ სასუფეველში მოხვედრას. გვაქვს უფლება გავრისკოთ ამ ჩვენი მომავლით? გვაქვს უფლება იგნორირება გაუკეთოთ წმინდა მოწამე ეგნატე ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ „ვინც მისდევს განხეთქილებისკენ წარმმართველს, მას არ ექნება უფლის სასუფეველი“?

რას ვიძენ, როცა ქრისტეს ეკლესიაში ვარ? მე ვიძენ მარადიულობას, თუნდაც დედამიწაზე ბოროტს ამბობდნენ და მდევნიდნენ. რას მოვიპოვებ, თუ ვტოვებ ეკლესიას, თუ ვკარგავ ქრისტეს?  სამყაროს შემწყნარებულ მოწონებას. და ეს ამად ღირს?

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus