ძველების პენტარქია ანუ სასამართლო რუსულ ეკლესიაზე

ფანარიონს სურს შეკრიბოს „უძველესი“ ეკლესიები რმე-ზე სასამართლოსთვის. ფოტო: СПЖ

ბერძნულ სამყაროში რმე-ს ემუქრებიან პენტარქიის სასამართლოთი: ავტოკეფალიის 5 წლით გაუქმებით ან თუნდაც მადლის ჩამორთმევით. როგორ უნდა მოხდეს ამასთან მიდგომა?

2022 წლის 12 იანვარს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორმა წერილით მიმართა ფანარიონის მეთაურს თხოვნით შეეკრიბა 5 ეკლესიის წარმომადგენელთა კრება ანუ ე.წ. პენტარქია. მიზეზი - აფრიკაში რმე-ს საეგზარქოსოს შექმნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პენტარქია ფანარიონზე ვნების შვიდეულამდე ჩატარდება. ბერძნული ეკლესიების იერარქები საუბრობენ რუსეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დროებით გაუქმებაზე ან რმე-თვის მადლის ჩამორთმევაზე. რას უნდა ველოდოთ ამ კრებისგან?

რა არის პენტარქია?

პენტარქია ანუ „ხეთხელისუფლებიანობა“ არის საღვთისმეტყველო კონცეფცია, რომელიც შემუშავებულია ბიზანტიის იმპერიაში. ამის თანახმად, მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ხუთი: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წინამძღოლების (პატრიარქების) მიერ.

მოგვიანებით, მართლმადიდებლობისგან რომის ეპისკოპოსის გამოყოფის გამო, პენტარქიის მეხუთე პატრიარქად იქცა მოსკოვის პატრიარქი, რომელმაც ოთხ ძველ აღმოსავლურ პატრიარქთან თანასწორი ღირსება მიიღო. თუმცა, პენტარქიის წევრების უფლებებიამ დრომდე მკაფიოდ არაა განსაზღვრული. არც ერთ საეკლესიო ან წმინდა მამების კანონებში, რომელთაც ცნობს მთელი მართლმადიდებლური ეკლესია, საუბარი არაა საეკლესიო ხელისუფლების ორგანოს არსებობაზე, რომელიც შედგება ხუთი პატრიარქისგან.

უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს გამოჩნდა მოვლენა, რომელიც ცნობილია, როგორც „ნეოპენტარქია“, - განსაკუთრებულ უფლებებზე პრეტენზიით, რომლებიც ურზუნველყოფენ ეკლესიის მართვას და მის წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტას.

პირველად „ნეოპენტარქიის“ იდეა გაჟღერდა პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ, რომელმაც გამოაცხადა „უძველესი ეკლესიების“ (აღმოსავლეთის ოთხი საპატრიარქო და კვიპროსის ეკლესია) წინამძღოლების კრების მოწვევის თაობაზე 2011 წლის სექტემბერში. აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქისთვის  ზემოთ ნახსენები სექტემბრის საეკლესიო კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებისას, ფანარიონის მეთაურმა შემდეგი განაცხადა: „მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი საპატრიარქოები კვიპროსის უწმინდეს ეკლესიასთან ერთად ... წარმოადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი შენობის საყრდენსა და შემადგენლობას“.

სწორედ ამ წინამძღოლებს უნდა განესაზღვრათ ფანარიონის მეთაურის აზრით, ეკლესიის პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე.

2011 წლის 1-3 სექტემბერს ეკლესიების მეთაურებმა, რომლებიც შეიკრიბნენ პატრიარქ ბართოლომეოსის ფრთის ქვეშე, განცადება გაავრცელეს, რომელშიც მკაფიოდ ითქვა, რომ ისინი აპირებენ ფანარიონზე პენტარქიის „უძველესი ადათის აღორძინებას“.

რისთვის სჭირდება ფანარიონის პენტარქია?

აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ მართლმადიდებლური ეკლესიების დიპტიხებში კვიპროსის არქიეპისკოპოსს ჩვეულებრივ მე-10 ადგილი უჭირავს ანუ საკმაოდ შორსაა არჩეულთა წრეზე პრეტენზიებისგან.

თუმცა, აღმოსავლეთ პატრიარქებთან „განსაკუთრებული“ კავშირების ძალით (პირველ რიგში, საქმე ეხება საერთო ბერძნულ ფესვებსა და ელინიზმის იდეისადმი ერთგულებას), კვიპროსის ეკლესიის მეთაური ფანარიოტებმა ერთ რიგში დააყენეს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის წინამძღოლებთან ერთად. 2016 წლის ივლისში ფანარიონის წარმომადგენელმა, ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) აღნიშნა, რომ პენტარქიის წევრები - „ესაა ეკლესიები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცდა“, ხოლო სხვა ეკლესიები - ესაა „ავტოკეფალიების ახალი ტალღა, რომლებიც არ დამტკიცებულა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ“.

საინტერესოა ის, რომ ფანარიოტების ყველა მცდელობა აამოქმედოს „ნეოპენტარქიის“ იდეა (მოსკოვის საპატრიარქოს გარეშე, მაგრამ კვიპროსის არქიეპისკოპოსთან ერთად), თითქოსდა, საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ გაემართლებინათ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაცია და მეუ-ს „ავტოკეფალია“.

იგივე იობმა (გეჩა), კვიპროსის ეკლესიისა და აღმოსავლეთის პატრიარქების განსაკუთრებულ სტატუსზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორია ფანარიონის მმართველობის ქვეშაა, ხოლო „კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიას შეუძლია ავტოკეფალიის შეთავაზება უკრაინის ეკლესიისთვის“.

შედეგად, მეუ-მ მიიღო ტომოსი, ის ცნეს ელადის, ალექსანდრიისა და კვიპროსის წარმომადგენლებმა, ხოლო რუსულმა ეკლესიამ ამის საპასუხოდ აფრიკაში შექმნა საეგზარქოსო, ხოლო პატრიარქმა თეოდორმა მოითხოვა პენტარქიის მოწვევა.

გასაგებია, რომ მოცემულ სიტუაციაში ბერძნების ნებისმიერ „კრებას“ ექნება ხოლოდ ერთი მიზანი - განსაჯოს რუსული ეკლესია. მაგალითად, ელადისა და ალექსანდრიის ეკლესიების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული ეკლესიამ „უძველესი სამოციქულო ეკლესიების“ ხუთი წინამძღოლის შეხვედრის შედეგად შეიძლება დაკარგოს დამოუკიდებლობა ხუთი წლით. უფრო მეტიც, მას შეიძლება საიდუმლოს შესრულების მადლი ჩამოერთვას. მუქარა შთამბეჭდავი ჩანს, თუმცა  რა დგას ამის უკან?

ვინ წავა ან არ წავა ფანარიონზე?

2022 წლის 12 თებერვალს ქალკიდონის მიტროპოლიტმა ფანარიონის წარმომადგენელმა მიიწვია საეკლესიო კრებაზე ანტიოქიის პატრიარქი იოანე. ანუ პენტარქიის ნაცვლად ჩვენ შესაძლოა, გველოდებოდეს „ტეტრარქია“, რამდენადაც ამ კრების ერთ-ერთმა შესაძლო მონაწილემ უკვე თქვა უარი ფანარიონზე წასვლაზე. ივარაუდება, რომ საქმე ეხება კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს.

მთლიანობაში, ქრიზოსტომოსის მხრიდან სურვილის უქონლობა მონაწილეობა მიიღოს რმე-ზე სასამართლოში ახსნადია. მეუ-ს აღიარების გამო კვიპროსის ეკლესია ფაქტიურად გაიყო, ხოლო არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ძლიერი ოპოზიცია მიიღო კვიპროსის იერარქებს შორის, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციას. ასეთ პირობებში თავად არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ხვდება, რომ კვიპროსის ეკლესიის სინოდი ალბათ არ მოიწონებს მის გამგზავრებას ფანარიოტთა კრებაზე. თუ სინოდალების აზრის საპირისპიროდ, ის მაინც გადაწყვეტს მასში მონაწილეობას, ამას ზუსტად ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, როგორც პირადად მისთვის, ასევე მთლიანად კვიპროსის ეკლესიისთვის.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეს დგას კრებაში ანტიოქიის პატრიარქის მონაწილეობა. მასთან ქალკიდონის მიტროპოლიტის ემანუელის ვიზიტის შემდეგ მის-ებში გამოჩნდა შეტყობინება, რომ პატრიარქმა იოანემ მიიღო ფანარიონის მეთაურის მიწვევა და დაესწრება კრებას. თუმცა, ეს ასე არაა.

14 თებერვალს ანტიოქიის ეკლესიაში ჩავიდა ალექსანდრიის საპატრიარქოს დელეგაცია. ამ ვიზიტის მიზანი გასაგებია ზედმეტი სიტყვების გარეშე - დაარწმუნოს პატრიარქი იოანე ფანარიონის საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მიღებაში. ანტიოქიის ეკლესიის წინამძღოლმა უპასუხა, რომ მისი ვიზიტი ფანარიონზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სინოდი დათანხმდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მან მარტივად უარყო ფანარიონის მიწვევა. რა გვაძლევს ასეთი ვარაუდის შესაძლებლობას?

მოდით გავიხსენოთ, რომ ანტიოქიის საპატრიარქო, ისევე როგორც რუსეთის ეკლესია, არ მონაწილეობდა კრეტას 2016 წლის კრებაში, რომლის ჩატარების მიზანიც პატრიარქ ბართოლომეოსის ცხოვრების საქმე იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ანტიოქიის წინამძღოლს არ შეშინებია ძალიან სერიოზულად გაეფუჭებინა ურთიერთობა ფანარიონთან. ისევე როგორც არ შეშინებია „ფანარიოტული მრისხანების“ „უკრაინის საკითხშიც“, ღიად უჭერდა რა მხარს რუსეთის ეკლესიას. ამიტომაც, თუნდაც პატრიარქი იოანე დათანხმდეს მონაწილეობას „ოთხთა კრებაში“, მისი ხმა სავარაუდოდ, არ შეავსებს ბართოლომეოსის რიგებს. უფრო პირიქით.

გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრებას დაესწროს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე. ამის მიზეზები საკმარისზე მეტია.

ჯერ ერთია, მას, თუმცა კი ფრთხილად და გამოზომილად, მაგრამ არაერთხელ განუცხადებია, რომ გამოდის უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციის წინააღმდეგ.

მეორე, სწორედ პატრიარქმა თეოფილემ მოახდინა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა ამანის თათბირი, ხოლო ცოტა ხნის წინ განაცხადა ამანი-2-ის ჩატარების აუცილებლობაზე.

მესამე, იერუსალიმის საპატრიარქო მოცემულ მომენტში (თუმცა, ისევე როგორც ყოველთვის) საჭიროებს რუსეთის ეკლესიის დახმარებას, რამდენადაც მისი არსებობა წმინდა მიწაზე დღეს საფრთხის ქვეშაა.

ამიტომაც, პატრიარქი თეოფილე სავარაუდოდ, არ დააყენებს სასწორის ერთ მხარეს მეუ-ს აბსურდულ „ავტოკეფალიას“, ხოლო მეორე მხარეს - საკუთარ პრინციპებს. თუმცა, თუ „ოთხთა კრება“ მაინც შედგება, რას უნდა ელოდოს მისგან რმე?

„ოთხთა კრება“: რას უნდა ელოდოს რუსეთის ეკლესია?

ბერძნული მის-ები დარწმუნებულები არიან, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების ურთიერთობებზე არის დამოკიდებული ფანარიონის ზოგადი პოზიცია აფრიკაში რმე-ს საეგზარქოსოს შექმნის საკითხზე. თუმცა, დღემდე ეს რეაქცია არ ყოფილა. მისი არარსებობა მარტივად აიხსნება: როგორც ჩანს, ანტიოქიაც და იერუსალიმიც თვლიან, რომ კრიზისის პირველმიზეზი არის არა რმე, არამედ მეუ-ს „ავტოკეფალია“. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი ფანარიონზე ჩავლენ, მხოლოდ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რას გააკეთებ შემდგომ.

ალბათ, არ გავხდებით რმე-თვის „ავტოკეფალიის ჩამორთმევის“ მოწმენი, როგორც ამას მოითხოვენ ალექსანდრიელები. იმიტომაც, რომ ასეთ ქმედებას არ გააჩნია ისტორიული პრეცედენტები და კანონიკურად დაუსაბუთებელია, რადგანაც გაუგებარია, თუ კერძოდ რმე-ს ავტოკეფალიის შესახებ რა დოკუმენტს გამოაცხადებენ ბათილად.

საქმე იმაშია, რომ რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში მინიმუმ სამი აქტია, რომელიც ხელმოწერილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. ესენია:

  1. მოსკოვში 1589 წელს მაშინდელი კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერემიოს II მიერ მოსკოვის არქიეპისკოპოს იობის პატრიარქად გამოცხადება, მისი ქიროტონია პატრიარქად.
  2. 1590 წლის სინოდის სიგელი ანუ ტომოსი მოსკოვის მიტროპოლიტის აღმოსავლეთის პატრიარქად  აყვანის შესახებ, რომლის მიერაც იქნა რატიფიცირებული შეთანხმებები, დადებული მოსკოვში 1589 წელს, რუსეთის ეკლესიის სინოდზე მოსკოვის პატრიარქის არჩევის უფლების მინიჭების დამატებით.
  3. 1593 წლის საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი, რომლითაც რატიფიცირებულ იქნა წინამორბედი აქტები.

მაშ, ასე, რომელი ეს დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას? სავარაუდოდ, ფანარიონი ვერ შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. და რატომ უნდა მოვიყვანოთ რმე-ს ავტოკეფალიის „გაუქმება“? ფანარიონი მასზე თავის ძალაუფლებას გამოაცხადებს? ეს გამოიყურება, როგორც დაბალბიუჯეტიანი ფენტეზის სცენარი საეკლესიო თემაზე. ამიტომაც, შესაძლო „ოთხთა კრების“ შესახებ ყველა ამ საუბრის ყველაზე სავარაუდო შედეგად, როგორც ვფიქრობთ, იქნება მისი არარსებობა „მონაწილეთა გამოუცხადებლობაზე“. უფრო მეტიც, არც ანტიოქიის, არც იერუსალიმის პატრიარქები არ წავლენ ამაზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეს იდეა დავიწყებას მიეცემა.

რასაკვირველია, შესაძლებელია, ფანარიოტები შეეცდებიან გააგრძელონ გაჯიუტება, პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს სტყვებით და კანონებისა და ლოგიკის წინააღმდეგ წასვლას. რასთან მიიყვანს ეს ეკლესიას? მხოლოდ მართლმადიდებლობის საბოლოო განხეთქილებასთან. გადაწყვეტენ თუ არა ისინი ამას იმის გათვალისწინებით, რომ მეუ-ს საკითხში მათ მხარი დაუჭირა მხოლოდ სამმა ეკლესიამ? ალბათ, არა.

შეიძლება თუნდაც მცირედი წონა ჰქონდეს იმ ადამიანების სიტყვებს, რომელთაც თავად რუსეთის ეკლესაში განხეთქილებაში მყოფებს უწოდებენ?

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus