სინოდალური დუმილი: რატომ არ გამოთქვა ემე-მ აზრი აფრიკისა და ფილარეტზე

ელადის ეკლესიის სინოდი დუმს აფრიკაში რმე-ის ეგზარქატის შექმნაზე. ფოტო: СПЖ

ელადის ეკლესიის სინოდმა დუმილი არჩია აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის  შექმნის თაობაზე. რატომ?

2022 წლის 7-8 თებერვალს ათენში ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომები ჩატარდა. მოსალოდნელი იყო, რომ ბერძენი სინოდალები მიიღებდნენ რიგ გადაწყვეტილებას, რომელთა შორისაც მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ემე-ს რეაქცია აფრიკაში რუსული ეგზარქატის წარმოქმნაზე და ასევე ფილარეტ დენისენკოს მოქმედებებზე, რომელმაც თავისთან მიიღო საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევრები.

გადაწყვეტილებების მოლოდინი და იმედების გაცრუება

ელადის ეკლესიის სინოდის სხდომისგან ბევრს მოელოდნენ.

2022 წლის 1 თებერვალს ავტორიტეტული ბერძნული გამოცემა „დოგმას“ გვერდებზე გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორიც მოუწოდებდა ელადის ეკლესიას „გამოსილიყო წინ“ და მკაფიო პოზიცია დაეკავებინა აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის საკითხის თაობაზე, „რამდენადაც შესაძლო ნეიტრალეიტეტი, სხვა დანარჩენის გარდა, მოახდენდა საბერძნეთის ეკლესიის იზოლაციას და დაარღვევდა მის საეკლესიო ურთიერთობებს ფანარიონთან და ალექსანდრიასთან. უფრო მეტიც, საბერძნეთში დარწმუნებულები იყვნენ, რომ სინოდის შემდგომი პერიოდი „იქნებოდა გადამწყვეტი (კრიტიკული), რამდენადაც ელადის ეკლესია მოწოდებულია დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს საკითხები და საქმეები, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს“.

სინოდის წინ პერისტერის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბერძნულ ენაზე მართლმადიდებლურ  ტელეარხზე „Orthodox TV” გამოსვლისას, აცხადებდა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ემზადება შექმნას თავისი სტრუქტურები საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, აყენებდა წინადადებას რმე-თვის ავტოკეფალია ხუთი წლით ჩამოერთვათ და ასევე დაუყოვნებლივ მოეწვიათ სრულიად მართლმადიდებელთა სინოდი „რუსული განხეთქილების“ დასარეგულირებლად.

გრიგოლის განცხადებამ გამოიწვია სენსაცია საბერძნეთში და ბერძნულ მის-ებს მისცა საშუალება ევარაუდათ, რომ ამ იდეას მხარს დაუჭერდნენ ემე-ს სხვა მღვდელმთავრებიც, რაც „შეზღუდავდა და დაგმობდა რუსეთის ცალმხრივ მოქმედებებს და შეაჩერებდა რმე-ს ზეგავლენას ავტოკეფალურ ეკლესიებზე“.

2022 წლის 7 თებერვალს ანუ სინოდის სხდომის პირველივე დღეს, ბერძენმა ღვთისმეტყველმა ანასტასიუს მარინიმ ხაზი გაუსვა, რომ აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის შექმნის საკითხი უნდა ყოფილიყო „დომინირებადი“ ელადის ეკლესიისთვის, რამდენადაც ის „პირდაპირ ემუქრებოდა სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობას“.

ცალკეული მღვდელმთავრების, ღვთისმეტყველებისა და ჟურნალისტების გამონათქვამების ამ მოკლე მიმოხილვიდან ცხადი ხდება, თუ რა მოლოდინები და იმედები მყარდებოდა ემე-ს სინოდის ამ სხდომებზე. და არა მხოლოდ ბერძნების მხრიდან, არამედ, პირველ რიგში, ალექსანდრიის ეკლესიისა და ფანარიონის მხრიდანაც. გამართლდა თუ არა ეს იმედები? არა. აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის შესახებ სინოდის შემაჯამებელ კომუნიკეში არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები. საერთოდაც, ეს ნიშნავს იმას, რომ ელადის ეკლესიას არ შეეშინდა მისი ურთიერთობების „გაფუჭების“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და არ დაუჭირა მხარი პატრიარქ თეოდორს, რომლის ეკლესიაც ფაქტიურად ფინანსდება საბერძნეთის ბიუჯეტიდან. რატომ?

დუმილი რუსეთის ეკლესიის შესახებ

კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი ელადის ეკლესიამ მოეხდინა რეაგირება ან რამენაირად კომენტარი გაეკეთებინა აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის წარმოქმნაზე, რამოდენიმე პასუხი გააჩნია. გასაგებია, რომ ყველა მათგანი ატარებს პირობით და სუბიექტურ ხასიათს, თუმცა არსებობს ფაქტებისა და არგუმენტების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც იძლევიან საშუალებას დავუშვათ მათი არსებობა.

დუმილის პირველი მიზეზი - მისი ამჟამინდელი პოზიციის მოწყვლადობის გაცნობიერება ეკლესიის კანონების თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, რეაქცია გულისხმობს გადაწყვეტილებას. უბრალოდ სხვა ეკლესიის იურისდიქციული საზღვრების დარღვევის (როგორც თვლიან ემე-ში) „დაგმობა“ არ კმარა - აქ საჭიროა კანონიკური პასუხი. ნებისმიერი პასუხი, რომელიც ეყრდნობა ეკლესიის კანონებს, გულისხმობს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების ფაქტის კონსტატაციას, ასევე იმასაც, რომ ის გამოწვეულია უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციით. ამას ფანარიოტებიც და ბერძნებიც ჯიუტად უარყოფენ.

მეორე მიზეზი გამომდინარეობა პირველიდან -ელადის ეკლესიაში ყველა მღვდელმთავარი როდი ფიქრობს, რომ საჭიროა რუსული ეკლესიის გაკიცხვა. არიან ისეთებიც, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ კრიზისის მიზეზი არა რმე-ში, არამედ მეუ-ს ტომოსის არაკანონიერებაშია. ანუ საჭიროა თავიდან ერთიანად დაიგმოს მეუ-ს ყალბი ავტოკეფალია და მხოლოდ შემდეგ გადაწყდეს აფრიკის ეგზარქატის საკითხი.

დუმილის მესამე შესაძლო მიზეზი - მოლოდინის. ელადის ეკლესია უბრალოდ ელოდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებებს. მაგალითად, მესინის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი აცხადებს, რომ სწორედ ფანარიონი „გადაწყვეტს, როგორ და რა საშუალებებით დაარეგულირებს ამ საკითხს“. როგორი იქნება ეს საშუალებები ამის შესახებ განაცხადა კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა: პენტარქიის ( ანუ ხუთი ბერძნული ეკლესიის: კონსტანტინოპოლის, ელადის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლთა) მოწვევა ფანარიონზე, ათონზე ან შამბეზიში და რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. ეს „პენტარქიის კრება“ იგეგმება აღდგომის წინ, შესაბამისად, ამ დრომდე ელადის ეკლესიას აქვს შესაძლებლობა თავი შეიკავოს საკუთარი მსჯელობისგან.

მეოთხე შესაძლო მიზეზი - „ვაჭრობა“. ბერძნები დუმან ეგზარქატზე, რამდენადაც ელოდებიან ფანარიონის დათმობებს რამოდენიმე პრობლემურ საკითხზე:

  • დავა ათენის პატისიის ეპარქიაში წმინდა გიორგის ტაძრის გამო, რომელსაც ბერძნები თავისად მიიჩნევენ, ხოლო ფანარიოტები - თავისად;
  • მუდმივი პრობლემები ახალი მიწების ეპარქიებთან, რომლებიც მდებარეობს საბერძნეთში, მაგრამ ექვემდებარება ფანარიონს;
  • კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალი წარმომადგენლის დანიშვნა ათენის არქიეპისკოპოსთან განთავისუფლებული ადრიანუპოლის მიტროპოლიტ ამფილოქეს ნაცვლად.

ყველა ეს საკითხი საკმაოდ მწვავეა და დიდ ინტერესს წარმოადგენს ელადის ეკლესიისთვის. შესაძლოა, მათ „სწორ“ გადაწყვეტაზე არის დამოკიდებული ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია აფრიკაში ეგზარქატის თაობაზე.

დუმილის მეხუთე მიზეზი - შიში მიიღოს აფრიკული ეგზარქატის ანალოგი მიტროპოლიებში, რომლებმაც ცნეს მეუ. და თუ შევხედავთ ყურადღებით რელიგიურ სიტუაციას საბერძნეთში, ემე-ს მღვდელმთავართა შიში არაა უსაფუძვლო.

ბერძნულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში წერენ, რომ საბერძნეთში რმე-ს ეგზარქატი მიახლოებითი შეფასებით „შეიძლება უკვე ითვლიდეს 400 000 მორწმუნეს“. აქ ნახსენებია ძველი სტილის მომხრეები, ამასთან, მათ გარდა ბერძნებს შორის საკმარისია ელადის ეკლესიის მიერ დუმენკოს აღიარებით უკმაყოფილოთა რიცხვი. გარდა ამისა,  ემე-ში მღვდელმთავრებს შორის არის რამოდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული იერარქი, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ რუსულ ეკლესიას, ხოლო „ათონის მთის ზოგიერთი მონასტერი ასევე ავლენს თანაგრძნობას რუსეთის პოზიციის მიმართ“.

ბერძენი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის პრემიერი მიცოტაკისი და საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაური დენდიასი „უკვე ინფორმირებულები არიან არქიეპისკოპოს იერონიმესა და მიტროპოლიტების მიერ საბერძნეთში „რუსული“ შეჭრის ნაციონალური მასშტაბების თაობაზე.

დუმილი მეუ-სა და ფილარეტის შესახებ

მოსალოდნელი იყო, რომ ელადის ეკლესიის სინოდი რეაგირებას მოახდენდა სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა საბერძნეთის ძველი სტილის მიმდევრების  უმე (კ)-ში გადასვლასთან დაკავშირებით. საქმე იმაში როდია, რომ სინოდის სხდომამდე ცოტა ხნით ადრე ეპიფანე დუმენკომ ბერძნებს სთხოვა ანათემისთვის გადაეცათ ახალი ფილარეტისეული „მღვდელმთავრები“, ასევე იმაშიც, რომ ელადის ეკლესიას კანონიკური შეფასება უნდა მიეცა მიმდინარე მოვლენებისთვის. ერთი სიტყვით, გამოევლინა, რას წარმოადგენენ ბერძნები, რომლებიც ფილარეტთან წავიდნენ - „მღვდელმთავრებს“ თუ განხეთქილებაში მყოფებს?

თუმცა, სინოდალები შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ მოისმინეს დუმენკოს რაპორტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფილარეტისეული ბერძნები არიან „თვითმარქვიები“ და „არ მიიღებენ არანაირ კანონიკურობას მეუ-გან“. აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეპიფანეს რაპორტს არ მიუღია არანაირი შეფასება ემე-ს სინოდის მხრიდან. რატომ?

უბრალოდ იმიტომ, რომ რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს ამის თაობაზე სინოდმა, ემე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

თუ ფილარეტის მიერ „ხელდასმული“ ბერძენი „იერარქები“ ნამდვილად იერარქები არიან, ელადის ეკლესია იძულებული იქნება მათთან (რომელთაც თვლის განხეთქილებაში მყოფებად) შევიდეს ურთიერთობაში. ხოლო თუ არა, მაშინ მეუ-ს (და ფილარეტის ლეგიტიმურობის) აღიარებით, სინოდალები ცნობდნენ განხეთქილების ლეგალიზაციას, რომელსაც უკვე მოაქვს ნაყოფი საბერძნეთში ახალი განხეთქილებაში მყოფების სახით.

ამიტომაც, ელადის ეკლესიას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა დუმილისა.

                                                                                           ***

თუ შევაჯამებთ იმას, რაც ამჟამად ხდება ზოგადად მართლმადიდებლურ სამყაროში და კერძოდ, ელადის ეკლესიაში, შეიძლება აღინიშნოს, რომ ეკლესიები, რომლებმაც აღიარეს უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები, ახლა იძულებულნი არიან დაიტანჯონ (როგორც ალექსანდრიის ეკლესია) და სულ წავიდნენ კომპრომისებზე სხვა ეკლესიებთანაც, მორწმუნეებთანაც და ძალაუფლების მქონეთანაც.

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ისინი იძულებულნი არიან კომპრომისზე წავიდნენ თავიანთ სინდისთან. ეს კომპრომისი კი, როგორც ცნობილია, არაფერს კარგს არ მოიტანს, რადგანაც გვაშორებს უფალთან და აკნინებს თავად ეკლესიას. ამასთან დაკავშირებით, ბერძენმა იერარქებმა უნდა ისმინონ მათი თანამოძმის, პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვები, რომელმაც წამოაყენა წინადადება დაიგმოს მეუ-ს ტომოსი იმისათვის, რათა „ელადის ადგილობრივი ეკლესია არ აღიგავოს მიწისაგან პირისა, როგორც აღიგავა მცირე აზრიის შვიდი ადგილობრივი ეკლესია“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus