ისტერია „პუტინის შეჭრის“ ირგვლივ და მასში „პატრიოტული“ კონფესიების როლი

01 თებერვალი 21:02
0
ისტერია „პუტინის შეჭრის“ ირგვლივ და მასში „პატრიოტული“ კონფესიების როლი

ბოლო თვეებში უკრაინა ისტერიკის ზღვარზეა.დასავლური მის-ები და პოლიტიკოსი აანონსებენ „კრემლის შეჭრას“, ჩვენი ხელისუფლება კი ამას უარყოფს.ვის მხარესაა რელიგიური კონფესიები?

ბოლო ხანებში უკრაინა თითქოსდა გავარვარებულ ქვანახშირზე დგას, ყველა მხრიდან მოდის ინფორმაციები, რომ რუსეთი ეს-ესაა ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება და ომი დაიწყება. ქვეყნდება შეჭრის რუქები, ხდება კონკრეტული ვადების (რომლებიც მუდმივად იცვლება) დასახელება.

ინვესტორებს გააქვთ სახსრები, ეცემა ნაციონალური ვალუტა, მერები ამოწმებენ  თავშესაფრების მდგომარეობას, ადამიანები ცხოვრობენ შიშისა და არადამაჯერებლობის მდგომარეობაში. თუმცა, 2022 წლის დასაწყისიდან საინფორმაციო ქაოსი ცოტათი სტრუქტურირდება: გასაგები გახდა, რომ ინფორმაციები „შეჭრის“ თაობაზე პროდუცირებულია დასავლელი პოლიტიკოსებისა და მის-ების მიერ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება საპირისპიროს ამბობს - რომ სიტუაცია საზღვრებზე სტაბილურია და ომის დაწყების საშიშროება არაა. მათი ლოგიკის თანახმად, ისინი, ვინც ამტკიცებს „შეჭრის“ თაობაზე, მუშაობენ უკრაინის წინააღმდეგ, რამდენადაც მათი შეტყობინებები

  • არ შეესაბამება სინამდვილეს;
  • იწვევს მოსახლეობასა და ინვესტორებში შიშს, არადამაჯერებლობასა და პანიკას, რომელსაც სრულიად განჭვრეტადი შედეგები გააჩნია.

 

 და ამ სიტუაციაში ბევრი განცხადება „შეჭრის“ შესახებ კათოლიკეებისგან, უნიატებისგან, ფანარიოტებისა და მეუ-ს წარმომადგენლებისგან იძენს მოულოდნელ და არა სულაც პატრიოტულ აზრს.

რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები და მის-ები

იმისათვის, რომ უკრაინელში, რომელიც დასავლურ მის-ებს კითხულობს უკრაინის თაობაზე, არ დაიწყოს დაუყოვნებლივი პანიკა, მას ძალიან მტკიცე ნერვები უნდა ჰქონდეს. მოდით, მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი დასავლეთის მედია-სივრციდან.

აშშ-ს შტატების მეთაურთა გაერთიანებული კომისიის მეთაური, გენერალი მარკ მილი: „თუ ეს ყველაფერი (რფ-ს ჯარები -რედ.) უკრაინას დაეტაკება, სიტუაცია სერიოზული იქნება, ძალიან სერიოზული და ამის შედეგი იქნება სერიოზული დანაკარგები. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორი სურათი იქნება მჭიდროდ დასახლებულ ქალაქის ზონებში, ავტომაგისტრალების გასწვრივ და ა.შ. საშინელება იქნება. საშინელება“.

ჯენ პსაკი, თეთრი სახლის პრეს-მდივანი: „ეს ჩვენ 2014 წელში გვაბრუნებს, მათ შორისაა, საბოტაჟი და საინფორმაციო ოპერაციები უკრაინის დადანაშაულებით აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ ძალებზე გარდაუვალი შეტევის მომზადებასა და რუსული სამხედრო გეგმები დაიწყონ ასეთი აქტიურობა სამხედრო შეჭრამდე რამოდენიმე კვირით ადრე, რომელიც შესაძლოა დაიწყოს შუა იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე“.

ჯონ კირბი, პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი: „დეტალებში შესვლის გარეშე, გვაქვს ინფორმაცია, რომელიც გვიჩვენებს, რომ რუსეთი უკვე მუშაობს აქტიურად, რათა შექმნას საბაბი პოტენციური შეჭრისთვის, უკრაინაში წინსვლისთვის“.

ამერიკელ ოფიციალურ პირებს არ ჩამორჩებიან ოკეანეს გაღმა არსებული მის-ები. ისინი, ყოველგვარი შეცბუნების გარეშე, თესენ პანიკას მთელი სიმართლითა და ტყუილით.

მაგალითად, 2022 წლის 30 იანვარს ინგლისურმა გამოცემამ „The sun”, გამოაქვეყნა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ რფ-ს შეჭრისგან უკრაინის დასაცავად ბავშვებიც კი ემზადებიან.

საიტის thesun.co.uk -ის სქრინშოტი.

მოცემულ მასალაში საუბარია: „კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის ნახევარი შეეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვართან გადაისროლა 127 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასევე ტანკები და რაკეტები“.

გაზეთი “The New York Times” -მა გამოაქვეყნა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვეტერანის, რობერტ ლის საკმაოდ საწყენი სიტყვები, რომელიც ამტკიცებს, რომ „თუ რუსეთს ნამდვილად სურს გამოიყენოს თავისი შეიარაღება, მათ უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლიათ ძალიან ხანმოკლე პერიოდში და უკრაინის არმიის განადგურება აღმოსავლეთით ძალიან სწრაფად, პირველი 30-40 წუთის განმავლობაში“.

გამოცემა „BILD” ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში გვატყობინებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ემზადებოდა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედის მიტაცებისთვის 2022 წლის დასაწყისში და შეჭრის რუკაც კი დახაზა.

საიტის „bild.de” სქრინშოტი

ამასთან, „BILD”- მა ასე მოხაზა მომავალი ომის საშინელებები: „პირველ რიგში, ისინი (რუსული ჯარები - რედ.) ალყას შემოარტყამენ ქალაქებს და დაიწყებენ ელექტროენერგიის, გაზისადა კვების პროდუქტების მიწოდების შეწყვეტას“.

გამოცემა “The Washington Post” გვამცნობს, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებულ სამხედრო შეტევაში მონაწილეობას მიიღებს 175 ათასი სამხედრო მოსამსახურე და მან ასევე მოიყვანა თავისი რუკა.

Washingtonpost.com-ის საიტის სქრინშოტი.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მსგავსი მასალების შემდეგ უბრალო უკრაინელს დაეწყება შიშის განცდა და ხვალინდელი დღისადმი ცახცახი. აი, უკრაინის ხელისუფლება კი სულ სხვა რამეს ამბობს.

განცხადებები  უკრაინის ხელისუფლებისგან ‘შეჭრის“ თაობაზე

მთელი დეკემბერი უკრაინის ხელისუფლება არანაირად არ აკეთებდა კომენტარებს, მაგრამ, შემდეგ, როგორც ჩანს, მან გააცნობიერა, თუ რა არცთუ სახარბიელო როლი არგუნეს მას ოკეანის გაღმა მფარველებმა. და მან დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, როგორც მინიმუმ ეკონომიკის ჩამოშლის და მაქსიმუმ - ომში ჩათრევის პერსპქეტივისთვის კატასტროფული შედეგებით.

პრაქტიკულად ერთ ხმაში განაცხადა უკრაინის ხელმძღვანელობამ იმის შესახებ, რომ „შეჭრის“ არანაირი საშიშროება არ არსებობს და გაბედა კიდეც გაეკრიტიკებინა აშშ ნეგატიური სიტუაციის გამო.

პრეზიდენტი ვ. ზელენსკი: „ამჟამად აქტიურად უტევენ არა ჩვენს მიწას, არამედ ჩვენს ნერვებს, რათა თქვენ მუდმივად გქონდეთ შფოთვის შეგრძნება“ (2022 წლის 19 იანვრის ვიდეომიმართვა).

„თეთრი სახლი ხვდება, რომ არსებობს რისკები, ისინი მუდმივად საუბრობენ ამაზე, მუდმივად უჭერენ მხარს ამ თემატიკას და მას მაქსიმალურად მწვავეს ხდიან. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა ... სიგნალები მოდის  პატივსაცემი სახელმწიფოების მეთაურებისგანაც, რომლებიც უკვე ღიად, არადიპლომატიური ენით ამბობენ, რომ ხვალ ჩვენთან ომი იქნება. ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ლიტვაში,  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან ომია, რომ ჩვენზე მოდიან ჯარები გზებზე, ჩვენთან მობილიზაციაა. ეს კი ასე არაა. ჩვენ არ გვჭირდება ეს პანიკა“ (2022 წლის 28 იანვრის პრეს-კონფერენცია).

ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი (ნუთსმ) ა. დანილოვი: „დღეისათვის არანაირ საფუძველს არ ვხედავთ იმისთვის, რომ ვამტკიცოთ დღეს ჩვენს ქვეყანაზე სრულმასშტაბიანი შეტევის თაობაზე. ამის გაკეთება ფიზიკურადაც კი რთულია“.

საგარეო საქმეთა მინისტრი დ. კულება: „მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში  ნაბიჯებისგან, რომლებიც ძაბავენ საინფორმაციო ველს და საგონებელში აგდებენ საზოგადოებას“.

სახალხო დეპუტატი დავით არახამია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მეთაური: „ვფიქრობ, ხალხის უმრავლესობამ დაინახა, რომ უკვე გავიდა სამი, ოთხი, ხუთი „ზუსტი თარიღი“ და მიხვდა, რომ ეს უბრალოდ ადამიანების დაშინებაა და პანიკის დათესვის მცდელობა. არ ვიცნობ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ აკეთებენ ასე აშშ-ში, მაგრამ ეს ზუსტად არ მუშაობს უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ“.

„აშშ და სხვები თესავენ პანიკას უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე. ეს არაა მეგობრული ნაბიჯი“.

თავდაცვის მინისტრი ა. რეზნიკოვი: „დღეისათვის არსებული მდგომარეობით, არის ფაქტი, რომელსაც ჩვენი დაზვერვის მონაცემებით ვაკვირდებით, ფაქტი, რომელსაც აკვირდებიან ჩვენი პარტნიორი-ქვეყნების დაზვერვა, ჰგავს იმ სიტუაციას, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე, აღდგომის წინ იყო. ამიტომაც, დღეს, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობით არ შექმნილა რფ შეიარაღებული ძალების არც ერთი შემტევი დაჯგუფება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ხვალ ჩვენზე შეტევით გადმოვლენ“.

გამოცემა „ლევი ბერეგისადმი“ (მარცხენა სანაპირო) მიცემულ ინტერვიუში 2022 წლის 31 იანვარს ა. რეზნიკოვმა უარყო მობილიზაციის შესაძლებლობა, რომელიც ლოგიკური იქნებოდა, შეჭრის  საფრთხე რეალური რომ ყოფილიყო: „საფრთხის თვალსაზრისით, მობილიზაციის მოთხოვნილება, ამჟამად არაა. თუ ჩვენ გამოვაცხადებთ სავარჯიშო მობილიზაციას, ეს გამოიწვევს პანიკას ქუჩებში ყველა იფიქრებს, რომ ჩვენ ვიცოდით და დავმალეთ, რომ მტერი ხვალ დაგვესხმება თავს“.

პრეზიდენტმა ვ. ზელენსკიმ მოიყვანა ციფრი 12, 5 მლრდ. დოლარი, რომელიც უკრაინიდან იქნა გატანილი პანიკის დათესვის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურმა დ. კულებამ ამერიკულ გამოცემა Vice-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის ზიანის შესახებ „ესკალაციის“ შესახებ ინფორმაციის შედეგად: „ჩვენ უკვე ვიმკით ეკონომიურად და ვსუსტდებით საზოგადოებაში დათესილი პანიკის გამო“.

ვის მხარეს არიან კათოლიკები, უნიატები და ფანარიოტები?

2022 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან, დასავლეთის მის-ების გუნდს, რომლებიც უკრაინელებს „უწინასწარმეტყველებენ“ გარდაუვალ ომს, მთელი ძალებით შეუერთდნენ კათოლიკები და უნიატები, რომელთაც მოგვიანებით, შეუერთნენ ფანარიოტები აშშ-ში და ასევე მეუ.

21 იანვარს ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების საბჭომ, რომელიც შედგება 33 კათოლიკე იერარქისგან, განაცხადა, რომ „მთელი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს ხსნის, როგორც მშვიდობის რეალურ საფრთხეს“ და მოუწოდებს „საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსული სამხედრო შემოტევის საშიშროების წინაშე“. კათოლიკებმა ასევე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინელებს „ამ შიშისა და დაურწმუნებლობის პერიოდში“. და ეს საინტერესოდაც კი ჩანდა, რადგანაც სწორედ წინა დღით ვლადიმირ ზელენსკიმ რფ-ს მხრიდან თავდასხმის შესახებ საუბრებს უწოდა „ფეიკი და შიშის მომგვრელი“.

მეორე დღეს, აშშ-ში უნიატმა ეპისკოპოსებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც გაავრცელეს აშკარად ფეიკ-ინფორმაცია, რომ „შობის პერიოდში რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე განათავსა 100,000-ზე მეტი მისი სამხედრო მოსამსახურე“ (შეგახსენებთ,  ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რფ-ს სამხედროების რიცხვი ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა). შემდეგ კი ცნობები „შეჭრის“ თაობაზე უხვად გამოიფრქვა კათოლიკეთაგან. მალე ამ გუნდს შეუერთდა სერგეი დუმენკოც.

2022 წლის 24 იანვარს, მან გამოაქვეყნა მიმართვა ხალხისადმი, რომელშიც საუბარი იყო: „ძვირფასო ძმებო და დებო! რუსული ჯარების თავმოყრა ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებთან, ინფორმაციის გავრცელება აგრესორის გეგმების შესახებ დაიწყონ შეჭრა, რუსეთის მეთაურების სხვა მტრული განცხადებები და ქმედებები მოითხოვს ჩვენს პასუხს... ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ ამერიკის, ევროპის ქვეყნების და მსოფლიოში ჩვენი მხარდამჭერების მხარდაჭერისთვის, დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის... უკრაინელი ხალხისთვის ეროვნული ჰიმნის სიტყვები „სულს და სხეულს დავთმობთ ჩვენი თავისუფლებისთვის“ - არაა უბრალო სიტყვები, არამედ ღრმა რწმენაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა საკუთარი დამოუკიდებელი ერთიანი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში“.

ეს მიმართვა წაკითხულ იქნა 2022 წლის 30 იანვარს მეუ-ს ყველა ტაძარში, იმავე დღეს ასევე ს. დუმენკომ კურთხევა მისცა „დამატებითი განსაკუთრებული ლოცვების აღსავლენად ჩვენი სამშობლოსთვის“, რომელშიც ნათქვამი იყო: „დაე, იყოს ნება შენი უფალო ჩვენზე და თუ შენი ზრახვა იქნება ისეთი, რომ ჩვენმა მეომრებმა რწმენისა და უკრაინისთვის ბრძოლის ველზე დაუტევონ სული, შეუნდე მათ ცოდვები მათი...“ ეს ძალიან ჰგავს კათოლიკურ ინდულგენციას, რომელსაც შუა საუკუნეებში გამოსცემდა რომის პაპი და ასევე მტკიცებას, რომ მუსულმანი, რომელიც ჯიჰადის დროს დაიღუპება, პირდაპირ სამოთხეში ხვდება.

უბკე-ს მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა, მოუწოდა რა შეერთებოდნენ 2022 წლის 26 იანვარს რომის პაპის მიერ მშვიდობისთვის ლოცვას, განაცხადა: „რატომ გვჭირდება დღეს ჩვენ მშვიდობისთვის ლოცვა უკრაინაში? როცა ჩნდება ახალი საფრთხეები და მტერი ზღურბლზე დგას, ჩვენი სამხედროები ამოწმებენ თავიანთ საბრძოლო მზადყოფნას, სახელმწიფო მოღვაწეები მუშაობენ საზოგადოებრივი მექანიზმების მოწესრიგებაზე, დიპლომატები - იმაზე, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს ჩვენმა ხალხმა და სახელმწიფომ“.

ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი სიტყვებია. არსებითად, კი ისევ პანიკის დათესვა: „მტერი ზღურბლზე დგას“, „სამხედროები ამოწმებენ თავიანთ საბრძოლო მზადყოფნას“ და ა.შ. თუ გავიხსენებთ სვიატოსლავ შევჩუკის არცთუ შორეული წარსულის სამხედრო რიტორიკას, როცა ის აცხადებდა მაგალითად, რომ „უდაოდ, ომი არ შეიძლება დასრულდეს მშვიდობით ნებისმიერ ფასად“ და რომ „ომისგან მხოლოდ ისინი დაიღალნენ, ვინც ფიქრობს, თუ როგორ გადაირჩინოს ტყავი“, ყველაფერი თავის ადგილას დგება.

სამწუხაროდ, „პატრიოტული“ (როგორც ისინი თავს უწოდებენ) მეუ-სა და უბკე-ს განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის საინფორმაციო დაპირისპირებაში ისინი მეორე ბანაკში მუშაობენ. და ეს მაშინ, როცა ისტერიის მატება აშკარად არ მოქმედებს უკრაინის სასარგებლოდ და ცხადია, რომ ის ეროვნულ ეკონომიკას უთხრის ძირს.

დაგვესხმება თუ არა რუსეთი?

ჯერ არც ერთ აქტიურ მყვირალას რუსეთის აგრესიის შესახებ არ გაუცია პასუხი ასეთ მარტივ კითხვაზე: რისთვის სჭირდება რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა? რა მისი ამოცანების გადაწყვეტას შეძლებს ის ასეთი ხერხით? ნებისმიერი შერაცხადი პოლიტოლოგი იტყვის, რომ დღეს რუსეთი შეჭრისგან გაცილებით მეტ პრობლემას მიიღებს, ვიდრე შენაძენს. რუსმა დიპლომატებმა პირდაპირ და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ხისტი რეაქცია (აღვნიშნავთ, არა შეჭრაც კი) შეიძლება იყოს ორ შემთხვევაში:

  • უკრაინის ნატო-ში შესვლისა და მის ტერიტორიაზე თავდასხმის იარაღის განთავსებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის რფ-ს;
  • დონბასში ან სხვა ადგილებში პროვოკაციის დროს.

 

ამ შემთხვევების გარდა, რუსეთს აბსოლუტურად არ აწყობს არა თუ უკრაინაში შეჭრა, არამედ როგორც ახლა ამბობენ სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ზომების მიღებაც კი.

ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალიდან, უკრაინაში თავდასმის შეიარაღების განთავსება, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას რუსეთს, პრინციპში დასაშვებია, მაგრამ ეს ნამდვილად არაა უახლოესი თვეების საკითხი. რაც შეეხება რუსეთის „შეჭრას“, ამბობენ, რომ ის  დაიწყება დღეს ან ხვალ. ადრე ვადებს ასახელებდნენ: ახალი წლის შემდეგ, იანვრის ბოლოს. ახლა ამბობენ - თებერვლის დასაწყისი ან, ამ თვის ბოლო. ეს ჰგავს წყევლას მაიას ტომის კალენდრის და სამყაროს დასასრულების თაობაზე.

ამიტომაც რჩება მეორე ვარიანტი - პროვოკაცია, რომლის შემდეგაც რუსეთმა არ შეიძლება არ ირეაგიროს. პროვოკაცია შეიძლება იყოს განსხვავებული: ცეცხლის გახსნა, ტერაქტები, ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირება, დადგმული ვიდეოსიუჟეტები და ა.შ. პროვოკაციების შემსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვინმე, მაგრამ პროვოკაციის დამკვეთი აუცილებლად ის იქნება, ვისთვისაც ხელსაყრელია ომი უკრაინაში.

ვისთვისაა ხელსაყრელი?

იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კითხვას, აუცილებელია წარმოვიდგინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია ყველაზე გლობალურ დონეზე. დღეს მიდის ორი დაპირისპირებული ბლოკის ფორმირება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ანგლო-საქსონური და რუსულ-ჩინური. ეს ბლოკები არა მხოლოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს პოლიტიკური კუთხით, არამედ სხვადასხვა იდეოლოგიასაც წარმოადგენენ, რომელიც ზოგიერთ მომენტში საერთოდ რელიგიად გადაიზრდება.

ანგლო-საქსონური ბლოკი ქადაგებს აშშ-ს უპირობო ლოდერობას საერთაშორისო საქმეებში, ლიბერალიზმს, გლობალიზმს, უარის თქმას ტრადიციულ ფასეულობებსა და ცნებებზე, მორალური ნორმების დეგრადაციას. რუსულ-ჩინური გამოდის ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესთა ბალანსის, ნაციონალური ინტერესების, ტრადიციული ფასეულობების მომხრედ. ამ ორ ბლოკს შორის ბრძოლის დასრულება ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მხარეს იქნებიან ევროპის ყველაზე გავლენიანი ქვეყნები, ინდოეთი და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. დღეს, ყველაზე გაცხოველებული ბრძოლაა გაჩაღებული ევროპის გადასაბირებლად.

ძნელი არაა მიხვდე იმას, რომ უკრაინაში ომი აიძულებს გერმანიას, საფრანგეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ერთმნიშვნელოვნად გადავიდნენ ანგლო-საქსონურუ ბლოკის მხარეს.  ამ გლობალური ამოცანის გარდა აშშ-მ შეიძლება მიაღწიოს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას რუსეთსა და ევროპას შორის, რაც გამოიწვევს ორივე მხარის ეკონომიკის არსებითად დასუსტებას. აქიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ომი უკრაინაში პირველ რიგში, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ბრიტანული თანამეგობრობის სხვა ქვეყნების ინტერესებშია. ეს დასტურდება იმითაც, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ ქვეყნების მის-ებში მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად სიტუაციის დაძაბვა, პოლიტიკოსები აცხადებენ კიევიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის მზადყოფნის შესახებ და ასევე უკრაინას აწვდიან იარაღს, რომელიც ბოლო პერიოდში კიევში 500 ტონაზე მეტი ჩავიდა (!).

თუმცა, აშშ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ასევე განიცდის მნიშვნელოვან რისკებს. ყველა ომი როდი პასუხობს მათ ინტერესებს. უკრაინის ელვისებური მარცხი გამოიწვევს აშშ-ს ძლიერ დასუსტებას და დემოკრატიული პარტიის მარცხს მომავალ არჩევნებში. თუ, ამავდროულად ჩინეთი, ისარგებლებს რა შემთხვევით და მიიტაცებს ტაივანს, აშშ აღმოჩნდება საკუთარი პოლიტიკური კატასტროფის წინაშე. ამიტომაც მას უკრაინაში სჭირდება ხანგრძლივი, გაწელილი კონფლიქტი დიდი რაოდენობის მსხვერპლითა და ნგრევით. მაშინ ანგლოსაქსონები შეძლებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მის ბრალდებას სამხედრო თავდასხმებში, ეცდებიან მის პოლიტიკურ იზოლაციას და რაც ყველაზე მთავარია - რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას ევროპის ქვეყნებთან.

ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსების ძალიან ბევრი ქმედება და განცხადება უბრალოდ ჰგავს რუსეთისადმი მუდარას დაიწყოს ასეთი ომი. ესაა ასევე მუდმივი შეხსენება, რომ არც აშშ, არც ნატო უკრაინისთვის არ იბრძოლებს; და სანქციების გამოქვეყნება რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც არ შეუძლია მისთვის არსებითი ზიანის მოტანა; და პერიოდული პუბლიკაციები ავტორიტეტულ გამოცემებში, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას და საერთოდ მსჯელობები იმაზე, რომ შეიძლება ასეთი სანქციები არც კი იყოს.

რითი დასრულდება ეს ყველაფერი?

არც უკრაინას, არც რუსეთს ეს ომი არ აწყობს. ის შეიძლება მხოლოდ მესამე მხარის ინტერესებს პასუხობდეს. მოახერხებს თუ არა ის თავისი საწადელის მიღწევას? ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა, მიზნების მიუხედავად, რომელსაც ისახავენ „შეჭრის“ აქტიური შემლოცველები, მათ მიერ ისტერიის მატება იწვევს უკრაინის ეკონომიკისთვის სრულიად კონკრეტულ დანაკარგებს და როგორც შედეგი, სოციალურ დაძაბულობას. ინვსტორებს მასიურად გააქვთ კაპიტალი უკრაინიდან, გრივნას კურსი მიზანმიმართულად ეცემა, იზრდება ფასები, საპროცენტო განაკვეთები სახელმწიფო სესხებზე. ყოველივე ამან „შეჭრის“ გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის კრახი და შიდა არასტაბილურობა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაე, ყველამ გააკეთოს მისთვის დასკვნა იმის თაობაზე, თუ ვის აწყობს სინამდვილეში სიკეთე უკრაინისა და მისი ხალხისთვის, ხოლო ვინ ასხამს მტრის წისქვილზე წყალს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ