სერგეი დუმენკოს წერილი ალექსანდრიის პატრიარქის მიმართ

სერგეი დუმენკომ მხარდაჭერის წერილი მისწერა პატრიარქ თეოდორს. ფოტო: СПЖ

ს.დუმენკომ გამოაქვეყნა „მხარდაჭერის წერილი“ პატ. თეოდორის მიმართ. მასში შესულია ახალი შეხედულებები კანონებზე, ისტორიასა და ურთიერთობებზე ეკლესიებს შორის. გავაანალიზოთ.

2022 წლის 15 იანვარს სერგეი (ეპიფანე) დუმენკომ მეუ-ს საიტზე გამოაქვეყნა თავისი წერილი ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორის მისამართით აფრიკაში რმე-ს საპატრიარქო ეგზარქატის შექმნის თაობაზე.

პირველი, რაც გვაკვირვებს არის თავად მოცემული წერილის გამოჩენის ფაქტი. არსებობის სამი წლის მანძილზე მეუ-მ ვერაფრით მოახერხა თავის გამოჩენა, გარდა განხეთქილებისა თავის რიგებში, სკანდალებისა და სხვისი ტაძრების რეიდერული მიტაცებისა. და აი, აქ უცებ მეუ-ს მეთაური თავს ავლენს, როგორც „გულნატკენი“ ალექსანდრიის საპატრიარქოს დამცველი საერთაშორისო დონეზე. ს. დუმენკოს წერილი გამოქვეყნდა უმალ ბერძნულ, ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე, ამასთან, საიტზე პირველი არის ბერძნული ტექსტი, რაც საქმეში ჩაუხედავთათვის ძალიან უცნაურია.

დუმენკოს წერილი პატრიარქ თეოდორს. ფოტო: официальный сайт ПЦУ

უბრალოდ, გასაოცარი ისტორიული უცოდინრობისა და გაჭაჭვის წინაშე ბრალი დასდოს სხვებს თავის საკუთარ შეცდომებში, ჩვენ უბრალოდ ქუდს ვიხრით. მოდით, ყველაფერს რიგ-რიგობით მივყვეთ.

პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 წესი

წერილის პირველ აბზაცში ს. დუმენკო რმე-ს ბრალს სდებს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 წესის დარღვევაში. ეს წესი გვაუწყებს: „დაე, შენარჩუნდეს ძველი ადათები, რომელიც მიღებულია ეგვიპტეში, ლიბიაში, პენტაპოლში, რათა ალექსანდრიის ეპისკოპოს ჰქონდეს ძალაუფლება ყველა მათგანზე. ეს ხელეწიფება ჩვეულებრივ რომის ეპისკოპოსსაც. მსგავსად ანტიოქიასა და სხვა მხარეებში შენარჩუნდეს ეკლესიების უპირატესობები. საერთოდ განცხადდეს შემდეგი: ვინც მიტროპოლიტის ნების გარეშე დაყენებულ იქნება ეპისკოპოსად, ასეთზე დიდმა საეკლესიო კრებამ განსაზღვრა, რომ ის არ უნდა იყოს ეპისკოპოსი“.

ეს წესი გახდა მელიტური 306 წლის განხეთქილების პასუხი, როცა ეპისკოპოსი მელიტ ლიკოპოლელი განუდგა ალექსანდრიის ეპისკოპოს პეტრეს ეკლესიაში დაცემულთა მიღების საკითხში და დაიწყო ალექსანდრიის ეკლესიისთვის კლირიკოსთა ხელდასმა. ამასთან, მელიტის მოქმედებები იყო ღიად განხეთქილების შემცველი, რამდენადაც ეპისკოპოსი პეტრე ალექსანდრიელი იყო კანონიერი ეპისკოპოსი, რომელიც არ იყო განკვეთილი ეკლესიისგან და არ იმყოფებოდა ურთიერთობაში განხეთქილებაში მყოფებთან.

დღეს, ალექსანდრიის ეკლესიის წინამძღოლი პატრიარქი თეოდორი სრულიად ნათლად გახდა განხეთქილებაში მყოფი, შევიდა რა ურთიერთობაში ეკლესიისგან განკვეთილ მეუ-ს „იერარქებთან“.

ეს წესი ს. დუმენკოს უფრო ყურადღებით (ან საერთოდ წაეკითხა) რომ წაეკითხა, ის მიხვდებოდა, რომ სწორედ ეს წესი საუბრობს იმაზე, რომ ს. დუმენკო, არ შეიძლება იყოს ეპისკოპოსი: „რამეთუ ვინც მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე დასმული იქნება ეპისკოპოსად, ასეთზე დიდმა საეკლესიო კრებამ განსაზღვრა, რომ ის არ უნდა იყოს ეპისკოპოსი“. ს. დუმენკოს „ხელდასმის“ მომენტისთვის კიევის მიტროპოლიტი იყო უნეტარესი ვლადიმირი (საბოდანი), რაც აღიარებული იყო ყველას მიერ, მათ შორის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების მიერ. და აი, მიტროპოლიტ ვლადიმირის ნებართვის გარეშე, ს. დუმენკო დასმულ იქნა „ეპისკოპოსად“, არაფერს ვამბობთ რა იმაზე, რომ მისი „ხელდასმა“ მოხდა ეკლესიისგან განკვეთილი ფილარეტ დენისენკოს მიერ.

მეექვსე წესის სიტყვები „და სხვა მხარეებში შენარჩუნდეს ეკლესიების უპირატესობები“ მეტყველებს იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ჰქონდა არანაირი უფლება 2018 წელს შეჭრილიყო უკრაინის ტერიტორიაზე, რამდენადაც მასზე მოქმედებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია

შურისძიება „თქვენი უნეტარესობისადმი“

„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ აფრიკაში ე.წ. ეგზარქატის შექმნას საერთოდ არ გააჩნია კანონიკური, მოძღვრული და ქრისტიანული მოტივიც კი, არამედ მას საფუძვლად უდევს უშუალოდ თქვენი უნეტარესობისადმი და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი საპატრიარქოსადმი შურისძიების სურვილი უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კანონიკური ურთიერთობის გამო“.

ჯერ ერთი, დუმენკომ დაამტკიცა ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარებასა და აფრიკაში რუსული ეგზარქატის შექმნას შორის, რომელზეც საუბრითაც არ იღლებიან მოსკოვში.

მეორე, გარდაუვალი სახით დგება საკითხი - რისთვის და ვისზე „იძიეს შური“ ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებმა 102 რიცხვით, რომლებმაც დაწერეს თხოვნა მოსკოვის პატრიარქის მიმართ რმე-ს იურისდიქციაში მათი მიღების თაობაზე? ამასთან, ბევრმა მათგანმა დაწერა ეს თხოვნა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარების შემდეგ. მათ ხომ შურისძიება არ ჰქონდათ ჩაფიქრებული, არამედ უბრალოდ მათ არ სურდათ ურთიერთობაში შესვლა განხეთქილებაში მყოფებთან.

მესამე, ის, რომ რმე აპირებს აფრიკაში ტაძრების, მონასტრების  აგებას, სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებას და ა.შ. განა ეს შურისძიებაა? შურისძიების გრძნობით შეიძლება რაღაცის წართმევა და როცა პირიქითაა, გასცემენ, ეს სულ სხვა რამეა. საკუთრივ, რმე ცდილობს აფრიკაში იმის გაკეთებას, რაც უნდა გააკეთოს ალექსანდრიის საპატრიარქომ. მოკლედ, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, დაველოდოთ, როდის დაიწყებს ეს გეგმები რეალიზებას.

„შეჭრა“ კიევის მიტროპოლიაში

შემდეგ ს. დუმენკო მოგვითხრობს მოსკოვის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიაში „შეჭრაზე“. კერძოდ, ის წერს: „XVII ასწლეულის მეორე ნახევარში, ისარგებლა რა რთული ვითარებითა და მეფის პოლიტიკური ძალებით, მოსკოვის საპატრიარქო შეიჭრა კიევის მიტროპოლიაში“.

საქმე ეხება 1686 წლის მოვლენებს, როცა კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას გადაეცა. რა რთული ვითარებაა ის, რამაც გამოიწვია „შეჭრის“ პროვოცირება? აღმოჩნდა, რომ ... მართლმადიდებლობის სრული განადგურების საფრთხე უკრაინის მიწაზე და კათოლიკობის დამკვიდრება უნიის ფორმით.

აი, რას წერს მოსკოვის პატრიარქი იოაკიმი კონსტანტინოპოლის პატრიარქ იაკობს: „დაე, იცოდეს შენმა უწმინდესობამ ამ წერილის მიზეზი: კიევის მიტროპოლია მრავალი წელია რჩება მღვდელმთავრის გარეშე, კათედრა ვაკანტურია და მოშორებულია გეოგრაფიულად თქვენს უწმინდესობას. გზის სიშორისა და მოგზაურობისას ველური ხალხისგან საშიშროების გამო, კიევის სამწყსო მეთაურის გარეშე დარჩა და ამით ის ბევრი მწუხარებისა და გახრწნილების ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოში მდებარეობს, ზოგიერთი სასულიერო პირი, რომელმაც დაინახა რომის ცდუნება, ქრისტიანიდან უნიატად გადაიქცა და თავს სხვადასხვა სახელი დაარქვა: ვიღაც გახდა კიევისა და სრულიად რუსეთს მიტროპოლიტი, მეორე - კიევის ტახტის მცველი, რათა ასეთი სახელწოდებებით ეცადოს კიევის ეპარქიის ყველა ქრისტიანი მართლმადიდებლური რწმენიდან თავის ცრუ სწავლებაში მოაქციოს და დაუქვემდებაროს რომის ეკლესიას უნიაში“.

რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის საპატრიარქო არის დაინტერესებული პირი. იგივე მტკიცება, მხოლოდ არა საეკლესიო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით გვხდევა ფილიპ ორლიკის „კონსტიტუციის“ ტექსტში: „საიდუმლო არაა, რომ გეტმანი ბოგდან ხმელნიცკი ზაპოროჟიის ჯარით აჯანყდა და მან დაიწყო სამართლიანი ომი რეჩი პოსპოლიტა პოლონურისა და სამხედროების თვითნებობის წინააღმდეგ, მაგრამ პირველ რიგში, წმინდა მართლმადიდებლური რწმენისთვის, რომელიც პოლონეთის ხელისუფლების სხვადასხვა ძალით იძულებული შეიქმნა რომის ეკლესიასთან უნიაზე. ჩვენი სამშობლოდან სხვა რწმენის აღმოფხვრის შემდეგ ზაპოროჟიის ჯართან და მალორუს ხალხთან ერთად ნებაყოფლობით დაემორჩილა და გადავიდა მოსკოვის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ ერთადერთი მიზნით - მხოლოდ ერთმორწმუნე მართლმადიდებლობის გამო“.

ანუ თუ ორლიკის თვალსაზრისს დავეყრდნობით, ს.დუმენკო გამოხატავს მწუხარებას, რომ კიევის მიტროპოლია აღმოჩნდა მოსკოვის საპატრიარქოს და არა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შემადგენლობაში. მეუ-სა და ბერძენ-კათოლიკების დღევანდელი დაახლოების ჭრილში ასეთი მწუხარება სრულიად ახსნადია.

„ანათემას გადაცემული“ მეთოდი

ს. დუმენკო წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს „შეჭრა“ დაიწყო ვინმე ეპისკოპოს მეთოდის დროიდან, რომელიც უკანონოდ დანიშნეს კიევის მიტროპოლიის მცველად, ისევე როგორც, დღეს რმე-მ მიტროპოლიტი ლეონიდი დანიშნა საპატრიარქო ეგზარქოსად აფრიკაში.

„ისევე როგორც რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ლეონიდი მოსკოვში დაინიშნა ეგზარქოსად აფრიკაში, სწორედ ისე მოსკოვში ეპისკოპოსად დანიშნეს მეთოდი, უკრინელი მღვდელი კიევის მიტროპოლიის ფარგლებში, დანიშნეს ის კიევისა და სრულიად რუსეთის ცოცხალი კანონიკური მიტროპოლიტის იოსების დროს „კიევის მიტროპოლიის მეთაურად“. ასეთი უკანონობის გამო მაშინდელმა მსოფლიო პატრიარქმა მეთოდი ანათემას გადასცა“, - დაწერა ს. დუმენკომ.

ცნობილი არაა, ვინ ურჩია სერგეი პეტროვიჩს „გაებრწყინა“ ისტორიული ფაქტების ცოდნით, მაგრამ ეს რჩევა საკმაოდ მცდარი აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, პროტოპი მაქსიმ ფილიმპონობი (ბერობაში მეთოდი) დასმულ იქნა არა მიტროპოლიტ იოსების (რომელიც, სხვათაშორის, იყო ორი: ნელუბოვიჩ-ტუკალსკი და შუმლიანსი) დროს, არამედ ერთი წლით ადრე, 1661 წელს, კიევის მიტროპოლიტ დიონისე ბალაბანის სიცოცხლეში.

მეორეც, მიტროპოლიტი დიონისე ბალაბანი, მოსკოვის მეფისადმი ერთგულებაში მისი ფიცის მიუხედავად, პოლონეთის მეფის მხარეს გადავიდა და შესაბამისად, მას არ შეეძლო მარცხენა სანაპიროს უკრაინის, მათ შორის, კიევის საეკლესიო საქმეების მართვა. ადგილზე მმართველი იყო ჩერნიგოვის ეპისკოპოსი ლაზარე ბარანოვიჩი, რომელიც ლოიალური იყო მოსკოვის მიმართ.

მესამე, მეთოდი ფილიმონოვი არა კიევის კათედრაზე, არამედ მსტისლავის კათედრაზე დასვეს, დაავალეს რა საეკლესიო საქმეების მართვა ლაზარე ბარანოვიჩის ნაცვლად. ამასთან, ეს დასმა მოხდა მოსკოვის საპატრიარქოს ტახტის მმართველის მიტროპოლიტ პიტირიმის მიერ.

მეოთხე, საცოდავმა მეთოდმა თავისი პირველი ანათემა არა კონსტანტინოპოლის, არამედ მოსკოვის პატრიარქ ნიკონისგან მიიღო, რომელმაც უკვე იმ დროისთვის მოახერხა ტახტისგან განდგომა, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ აგრძელებს პატრიარქობას.

მეხუთე, მეთოდის ანათემა კონსტანტინოპოლის პატრიარქს გასმოტყუეს ფიცისადმი არაერთგული და პოლონეთის მეფისკენ გადასულმა მიტროპოლიტ დიონისე ბალაბანმა და გეტმანმა იური ხმელნიცკიმ, რომლებმაც მეთოდს ბრალი დასდეს ხელისუფლების უზურპაციაში. ამასთან, პატრიარქმა ანათემა გადასცა მათი სიტყვებით ყოველგვარი სასამართლო განხილვისა და მეთოდისგან წერილობითი განმარტებების მოთხოვნის გარეშე.

მეექვსე, ანათემა ძალიან სწრაფად მოიხსნა მეფე ალექსი მიხაილოვიჩის კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი მიწერილი წერილის შემდეგ, რომელშიც საუბარი იყო: „თქვენს უნეტარესობას ვაცნობებთ თხოვნით მეთოდის, შენი სამწყსოს წმინდა  ეპისკოპოსის შესახებ. ჩვენი უარმყოფელი და ჩვენი სამწყსოს მოღალატე მიტროპოლიტი დიონისე ბალაბანი, რომელიც ჩვენს მტერს, პოლონეთის მეფეს შეუერთდა, მისი ბრძანები მათთან მივიდა და დაარწმუნა ბევრი მათგანი ყოფილიყო მისი ქვეშევრდომობის ქვეშ და შეერთებოდა პაპისტებს. და როცა ისინი მზად იყვნენ განდგომისთვის, ჩვენ შეგვეშინდა სულიერად დაღუპვის,  ვიზრუნეთ მათ ხსნაზე და დავინახეთ რა მეთოდი, იქაური მკვიდრი, რომელსაც შეეძლო ისინი ჭეშმარიტებისკენ მიემართა, მოვითხოვეთ  მისი ხელდასმა და მეთოდი კიდევ ცოტა ხანი სრულიად კანონიერად მართავდა საეკლესიო საქმეებს. მართალია, შემდეგ ის გადავიდა პოლონელების მხარეს, შემდეგ კი ისევ მოსკოვის მხარეს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ეს საკმაოდ ტრაგიკული დრო იყო უკრაინისთვის, მაგრამ რასაც ს. დუმენკო „შეჭრას“ უწოდებს, სინამდვილეში იყო უკრაინის მართლმადიდებლობის დაცვა კათოლიციზმის მიერ შთანთქმისგან უნიის ფორმით, ხოლო უკრაინელი ხალხის - განადგურებისგან პოლონელებისა და ყირიმის თათრების მხრიდან მუდმივი თარეშისა  და ასევე გეტმანის შიდაომების შედეგად.

„შეჭრა“ თუ გადარჩენა?

ს. დუმენკო არ გაჩერდა კიევის მიტროპოლიის მაგალითზე და მან ახსენა რმეს „შეჭრა“ სხვა ქვეყნებში. აი, რა დაწერა მან: „აუცილებელია არ დაგვავიწყდეს რუსეთის ეკლესიის შეჭრა და მის მიერ კანონების დარღვევა ბევრ სხვა შემთხვევაში. ყოველგვარი უფლების გარეშე ეს ეკლესია და რუსეთის სახელმწიფო XVIII -ში შეიჭრა ყირიმის მიტროპოლიაში, რომელიც ეკუთვნოდა მსოფლიო საპატრიარქოს, ხოლო XIX საუკუენში - საქართველოში, რომელიც ავტოკეფალიით სარგებლობდა და ბესარაბიაში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს განეკუთვნებოდა“.

იმაზე, რომ რუსეთის იმპერიისადმი ყირიმისა და ბესარაბიის მცირე ნაწილის მიერთება იყო არა დამონება, არამედ იქ მაცხოვრებელი ქრისტიანების თურქული უღელის საშინელებისგან დახსნა, შეიძლება ვიხილოთ სტატიაში: „როგორ ატყუებენ მეუ-ს ჩინოვნიკი-პროპაგანდისტები გულუბრყვილო უკრაინელებს“. ის, ვინც მოკლედ მაინც იცნობს ყირიმის ქრისტიანულ ისტორიას, დაგვეთანხმება, რომ სერგეი პეტროვიჩის ეს თეზისი საკმაოდ ცინიკურად გამოიყურება.

ერთადერთი შემთხვევა, რომელიც რმე-ს საქციელს ღირსეულად არ მიიჩნევს არის საქართველო. იქ, მართლაც გაუქმდა უძველესი ავტოკეფალური ქართული ეკლესია და მის ადგილას წარმოიქმნა რმე-ს ეგზარქატი. თუმცა, აქაც საკითხი იყო არა იმაში, იქნებოდა თუ არა საქართველოს საპატრიარქო, არამედ იქნებოდა თუ არა საერთოდ ქრისტიანობა საქართველოში. 1800 წელს საქართველოში შეიჭრა ავარიელი ომარ-ხანი მეტსახელად შლეგი. ამასთან, ავარიელები მხოლოდ სპარსეთის შაჰის ფატჰ-ალის ავანგარდს წარმოადგენდა, რომელიც ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. მხოლოდ საქართველოს ჩართულობამ, უფრო სწორედ, მაშინ დაცალკევებული ქართული სამთავროების გაერთიანებამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, გადაარჩინა ეს ქვეყანა და შესაბამისად, ეკლესია სისხლიან დაპირისპირებასა და შესაძლო სრულ განადგურებას.

„მსოფლიო“ მოსკოვის პატრიარქი

ს. დუმენკო წერს: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ეკლესიასა და სტალინის სახელმწიფოს ჰქონდათ განზრახვა ჩაეტარებინათ ე.წ. მსოფლიო კრება მოსკოვში და მოსკოვის პატრიარქი „მსოფლიო“ პატრიარქად გამოეცხადებინათ.

დიახ, ასეთი იდეა ნამდვილად არსებობდა... სსრკ-ს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რმე-ს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეს პოლკოვნიკ გ.გ. კარპოვს. მან შეიმუშავა ის და ამის შესახებ მოახსენა ი. სტალინს. იდეა იდეად დარჩა. ღირს კი რმე-ს დადანაშაულება იდეებში, რომელსაც ანტიეკლესიური ხელისუფლება ანვითარებდა?

ვფიქრობ, ს. დუმენკოს უნდა ეხსენებინა წერილში, რომ გ.გ. კარპოვამდე დიდი ხნით ადრე ამ იდეას ანვითარებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათანასე III (პატელარიუსი), რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც წმინდა ათანასე მჯდომარე, ლუბენელი სასწაულმოქმედი. 1653 წელს, იმ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელსაც ს.დუმენკო აღწერს, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს „შეჭრას“ კიევის მიტროპოლიაში, წმინდა ათანასემ იმოგზაურა მოსკოვში მეფე ალექსი მიხაილოვიჩის დარწმუნების მიზნით, ჩართულიყო ომში ოსმალეთის იმპერიასთან და გამარჯვების შემდეგ დაეკავებინა ბიზანტიის იმპერატორების ტახტი. მოსკოვის პატრიარქს, წმინდანის ჩანაფიქრით, უნდა მიეღო ტიტული „მსოფლიო“. ეს გეგმა საკმაოდ დეტალურად იყო გადმოცემული წერილობითი სახით. უკანა გზაზე წმინდა ათანასე გარდაიცვალა ლუბენის მგარის მონასტერში და დღეს მისი წმინდა ნაწილები ხარკოვის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

„ქურდს ქუდი ეწვისო“

სერგეი პეტროვიჩი თავის წერილს ასრულებს უბრალოდ „შედევრული“ სახით. ის მოსკოვის პატრიარქს ბრალად სდებს სურვილს გახდეს მართლმადიდებლობის მეთაური, ხოლო თავად მართლმადიდებლობას გახდეს უშუალოდ რუსული: „ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უწმინდესი, უძველესი ალექსანდრიის საპატრიარქო, პირველ სამოციქულო მსოფლიო საპატრიარქოსთან და სხვა ღვთისმიერ ბრძენ პატრიარქებთან და წმინდა ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლებთან ერთად იპოვიან შესაბამის კანონიკურ გადაწყვეტას ასეთ სიტუაციაში, რომელიც შეაჩერებს მოსკოვის საპატრიარქოს მცდელობას თავი მართლმადიდებლობაში კათოლიკეთა პაპის მსგავსად აქციოს, ხოლო თავად მართლმადიდებლობა - რუსულ ეთნოცენტრულ ქსელად“.

მსგავსი ბრალდებები მოსკოვის საპატრიარქოს მისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ს. დუმენკოს არ შეუძლია არც ერთი ფაქტის, დოკუმენტის ან გამონათქვამის მოტანა, რომელიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა. ხოლო თუ მათ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან მივმართავთ, მტკიცებულებები თავზე საყრელია.

შეიძლება დავიწყოთ თეორიით „პირველი თანასწორთა შორის“, რომელიც ფორმულირებულია აშშ-ს ამერიკის არქისაეპისკოპოსოს ამჟამინდელი მეთაურის ელპიდოფორის (ლამბრინიადისი) მიერ. ის გვამცნობს: „თუ ვისაუბრებთ პირველობის წყაროზე, პირველობის წყაროს წარმოადგენს ის ადამიანი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, რომელიც, როგორც ეპისკოპოსი წარმოადგენს პირველს „თანასწორთა შორის“, მაგრამ როგორც კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი წარმოადგენს პირველ იერარქს თანასწორთა გარეშე (primus sine paribus)”. რა არის ეს, თუ არა პაპიზმი წმინდა სახით?

აი, თავად პატრიარქ ბართლომეს სიტყვები გამოცემა „ნაციონალური მაცნესთვის“ მიცემული ინტერვიუდან კონსტანტინოპოლის ტახტზე ყოფნის 29 წლისთავთან დაკავშირებით: „ჩვენ, მართლმადიდებლებმა უნდა გავაკრიტიკოთ და გადავხედოთ ჩვენს ეკლესიოლოგიას, თუ არ გვსურს გავხდეთ პროტესტანტული ტიპის ეკლესიების ფედერაცია. რამდენადაც ჩვენს მიერ ეპისკოპოსის ხელდასმაში ჩვენ ვფიცავთ

დავექვემდებაროთ მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დაუყოფელ მსოფლიო მართლმადიდებლობაში არის ერთი „პირველი“, არა მხოლოდ ღირსებით, არამედ „პირველი“ განსაკუთრებული ვალდებულებებითა და კანონიკური უფლებამოსილებებით, რომელიც დაკისრებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ“.

აი, ციტატები პატრიარქ ბართლომეს გამოსვლებიდან სინაქსისზე 2018 წელს: „მართლმადიდებლობა არ შეიძლება არსებობდეს მსოფლიო საპატრიარქოს გარეშე... მსოფლიო პატრიარქი, როგორც მართლმადიდებლური სხეულის მეთაური... თუ მსოფლიო საპატრიარქო... დატოვებს მართლმადიდებლურ სცენას, ადგილობრივი ეკლესიები გახდებიან, „როგორც უმწყემსო ცხვრები (მათ. 9:36)“.

რაც შეეხება დუმენკოს მიერ გამოთქმულ რმე-ს ბრალდებებს ეთნოცენტრიზმში, სწორედ მისი გამოვლინებები გვესმის ძალიან ხშირად ბერძენი იერარქებისგან. 2021 წლის 6 ივნისს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორმა აფრიკის სემინარიის სტუდენტების გამოშვების ცერემონიის დროს მათ უსურვა აფრიკაში ელინიზმის სინათლის გავრცელება.

ასე რომ, სინამდვილეში ვინ აცხადებს პრეტენზიას „მართლმადიდებელი პაპის“ წოდებაზე და სად ახდენენ თავიანთი ნაციონალური უპირატესობის პროპაგანდირებას?

დასკვნა

უმეტესწილად, ყველა ეს წერილი, განცხადება და დეკლარაცია არაფრად ღირს. მნიშვნელობა გააჩნია საქმეებს ანუ უფრო ზუსტად, ამ საქმეების ნაყოფს. უფალმა თქვა: „თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათ. 7:16).

როგორია მეუ-ს შექმნის ნაყოფი? ტაძრების მიტაცება, ძალადობა, შუღლი და უკანონობა. როგორია მეუ-ს აღიარების ნაყოფი კვიპროსის, ელადისა და ალექსნადრიის ეკლესიების მხრიდან? უთანხმოებები მღვდელმთავრებს შორის, სამღვდელოებისა და სამწყსოს შეცბუნება. აფრიკაში ამ აღიარებამ გამოიწვია კლირიკოსთა ნაწილის მხრიდან განხეთქილებაში მყოფებთან ურთიერთობაზე უარის თქმა და რუსეთის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნა.

როგორი იქნება ამ ეგზარქატის საქმიანობის ნაყოფი დრო გვიჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ მართლმადიდებლობას აფრიკაში ელოდება თუ აღზევება არა, მნიშვნელოვანი განვითარება და განმტკიცება მაინც. ეს ყველაზე დამაჯერებელი პასუხი იქნება პატრიარქ თეოდორისა და პატრიარქ ბართლომეს და სერგეი პეტროვიჩ დუმენკოს მიმართ და ყველა არაკეთილმოსურნეებისადმი. მათთვის ალტერნატივა არის შემდეგი: ან თავიანთ უკანონობების მონანიება და ეკლესიისთვის დაკარგული ერთიანობის დაბრუნება ან უძლური ბოროტების გაგრძელება და  სხვების დადანაშაულება იმაში, რაშიც მათ მიუძღვით ბრალი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus