პატრიარქ თეოდორის გოდება : რაში დაადანაშაულა ალექსანდრიის ეკლესიამ რმე?

პატრიარქ თეოდორესთან უკმაყოფილონი არიან რმე-ს ეგზარქტის შექმნით. ფოტო: СПЖ

ალექსანდრიის სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის შექმნის თაობაზე, ხოლო პატრიარქმა თეოდორმა მიმართა თავის სამღდველოებას. გავაანალიზოთ ეს დოკუმენტები.

2022 წლის 12 იანვარს ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება აფრიკაში რუსული ეკლესიის მოქმედებების შესახებ. მომდევნო დღეს კი პატრიარქმა თეოდორმა გამოაქვეყნა წერილი ალექსანდრიის ეკლესიის სამღვდელოების მიმართ. ეს დოკუმენტები არის  რმე-ს 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე რეაქცია აფრიკაში ეგზარქატის შექმნის თაობაზე და ალექსანდრიის საპატრიარქოს 102 კლირიკოსის თავის იურისდიქციაში მიღებაზე.

ალექსანდრიის საპატრიარქოს ამჟამინდელმა სინოდმა თავისი მუშაობა დაიწყო 2022 წლის 10 იანვარს.  ბუნებრივია, მასზე რმე-ს ეგზარქატის შექმნის საკითხი იყო მთავარი და განიხილებოდა პრაქტიკულად სხდომის მიმდინარეობის სამი კვირის მანძილზე. საინტერესოა, რომ პლატფორმა რუსული ეკლესიის მისამართით ბრალდებებისთვის მომზადდა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პერისტერიის მიტროპოლიტ გიორგის მიერ, ხოლო პირველი (2022 წის 11 იანვარს), ვინც, განაცხადა რუსეთის ეკლესიის „არაკანონიკური შეჭრის“ თაობაზე ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე, გახდა ფანარიონი, რომელმაც პირობა დადო ასევე დაემყარებინა კანონიკური წესრიგი აფრიკის კონტინენტზე. ერთი სიტყვით, ბერძნული ეკლესიები გამოდიოდნენ  ერთიანი ფრონტით აფრიკაში ეგზარქატის შექმნის წინააღმდეგ, რაც ბოლო ორი წლის მოვლენების ჭრილში არ გამოიყურება უცნაურად. რა გადაწყვეტილებები მიიღეს ალექსანდრიის ეკლესიაში?

„არაკანონიკური შეჭრის კანონიკური პარამეტრები“

ალექსანდრიის ეკლესიის სინოდალური განცხადების პირველ სტრიქონებში ადასტურებენ, რომ „საკუთარი სამწყსოს წინაშე პასუხისმგებლობისა და საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიულად სამოციქულო კურსით ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქიამ მრავალჯერ და მრავალმხრივ განიხილა რუსეთის საპატრიარქოს არაკანონიკური და ანტისაეკლესიო შეჭრის კანონიკური პარამეტრები „აფრიკაში ახალი საეკლესიო ფორმების“ შექმნის მიზნით.

რას ვხედავთ აქ?

ჯერ ერთი, რმე-ს ბრალად ედება კანონების დარღვევა, მეორეც, „ანტისაეკლესიო შეჭრა“ (ტექსტში საუბარია „ანტიეკლესიოლოგიურ შეჭრაზე“). ანუ აფრიკელი ბერძნები რუსულ ეკლესიას ბრალს სდებენ კანონების ფეხქვეშ გათელვაში და მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის დარღვევაში. თუმცა, თუ ეს ასეა, რა საეკლესიო კანონები დაარღვია რუსულმა ეკლესიამ? ის შეიჭრა ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე? არც ერთი კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა საზღვრებით არის შემოფარგლული ალექსანდრიის ეკლესია. მისი მცდელობები მიეკუთვნებინა მისთვის მთელი აფრიკის კონტინენტი მხოლოდ XX საუკუნეში გამოჩნდა, როცა ალექსანდრიის ტახტზე იჯდა პატრიარქი მელეთი (მეტაკსაკისი) - სწორედ ის, ვინც გადაწყვიტა, რომ ფანარიონს ეკუთვნის ყველა მართლმადიდებლური დიასპორა და რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფლობს განუყოფელ პრივილეგიებს. არანაირი სხვა გადაწყვეტილება ალექსანდრიის ეკლესიის ტერიტორიულ საზღვრებთან მიმართებაში არ ყოფილა. ადგილობრივი ეკლესიები უბრალოდ მდუმარედ ეთანხმებოდნენ იმას, რომ აფრიკა არის ალექსანდრიის საპატრიარქოს მისიონერული (რაზეც, სხვათაშორის, საუბრობს თავად პატრიარქი თეოდორი) ტერიტორია, რომელმაც აღიარა რა განხეთქილებაში მყოფები მეუ-დან, თავად ამოყო თავი განხეთქილებაში. რახან ესეა, რუსული ეკლესია, ქმნიდა რა თავის ეგზარქატს, არ არღვევდა არანაირ კანონს.

ეგზარქატის შექმნა - მეუ-ს აღიარების შედეგი

ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდის მიმართავაში აღნიშნეს, რომ რუსულმა ეკლესიამ თავისი ეგზარქატი შექმნა აფრიკაში პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს „ავტოკეფალიის“ აღიარების შემდეგ. სინოდალების სიტყვებით - ესაა „პირდაპირი სამაგიეროს გადახდა“ (პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარებია გამო, - რედ.) და „შანტაჟი ან შურისძიება ჩვენს წინააღმდეგ“. უფრო მეტიც, თუ დავუჯერებთ აფრიკელ ბერძნებს, რმე-ს გადაწყვეტილება მათთვის „მოულოდნელობა“ გახდა.

მოულოდნელობასთან დაკავშირებით, ეს რასაკვირველია, არაა სიმართლე. პატრიარქ თეოდორს არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ მის ქმედებებს განხეთქილებაში მყოფების მხარდაჭერის თაობაზე აუცილებლად მოჰყვებოდა რეაქცია.  უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ პროფანარიოტულ მის-ში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული ეკლესია ემზადებოდა აფრიკის კონტინენტზე თავისი ეგზარქატის შექმნისთვის. მაშინ გაჟღერებული იყო ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსების მიახლოებითი რაოდენობაც, რომელთაც სურდათ იურისდიქციის შეცვლა. ასე რომ, ყველაფერი, რაც მოხდა, სრულიად მოსალოდნელი იყო.

რასაც ჩვენ არ ველოდით, ეს იყო ალექსანდრიის ეკლესიის სინოდალების ბაგიდან აღიარებები, რომ ეგზარქატის შექმნა არის პატრიარქ თეოდორის მიერ მეუ-ს აღიარების პირდაპირი შედეგი.

ესაა საკვანძო მომენტი, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული შემდგომი აპელაცია  ეკლესიის კანონების მიმართ. ხოლო თუ უფრო ზუსტად ვიტყვით - ესენი არიან ერისკაცები ყოველგვარი საღვმდელმსახურო წმინდა ქიროტონიის გარეშე. ჯერ კიდევ ფილარეტი საუბრობდა მასზე - „თუ მე ანათემის ქვეშ ვიყავი, ეპიფანე არა მხოლოდ მიტროპოლიტი, არამედ მღვდელიც კი არაა“. დუმენკოზე რაიმე კანონიკური სტატუსის აღიარება შესაბამისი ზოგადსაეკლესიო პროცედურის გარეშე - ესაა კანონების პირდაპირი დარღვევა. ეს კი ნიშნავს იმას (რახან კანონები აღარ მოქმედებს ალექსანდრიის პატრიარქისთვის), ეგზარქატის შექმნა მისი საპატრიარქოს ყოფილ ტერიტორიაზე - არა კანონების დარღვევა, არამედ ეკლესიოლოგიური სიცარიელის შევსებაა.

რახან კანონები აღარ მოქმედებს ალექსანდრიის პატრიარქისთვის, ეგზარქატის შექმნა მისი საპატრიარქოს ყოფილ ტერიტორიაზე - არა კანონების დარღვევა, არამედ ეკლესიოლოგიური სიცარიელის შევსებაა.

მეორეს მხრივ, სინოდის დოკუმენტში მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ გადაწყვეტილება ეპიფანე დუმენკოს სახელის ალექსანდრიის ეკლესიის დიპტიხში ჩართვაზე მიღებულ იქნა პატრიარქ თეოდორის მიერ ცალმხრივად და არა სინოდალური წესით. ანუ ალექსანდრიის ეკლესიის სინოდმა ფორმალურადაც არ ისაუბრა ამ საკითხზე.

ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ეხლა „მოულოდნელობაზე“, ფაქტი რჩება ფაქტად - ალექსანდრიის ეკლესიაში ხვდებოდნენ, რაზეც მიდიოდნენ და რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ნამდვილი მოულოდნელობა სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის იყო პატრიარქ თეოდორის გადახრა მეუ-თან განხეთქილებაში, ხოლო სხვა დანარჩენი მხოლოდ ამ გადახრის შედეგია.

რა მეთოდებს იყენებენ?

ალექსანდრიის სინოდის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ეკლესია, ქმნიდა რა თავის ეგზარქატს აფრიკაში, „იყენებს ამისთვის მეთოდებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საეკლესიო პრაქტიკასა და ტრადიციას, რომელსაც იცავდა რუსეთის პატრიარქ კირილის ყველა წინამორბედი“.

ისმინო “ საეკლესიო პრაქტიკის საპირისპირო“ მეთოდების შესახებ ადამიანებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ ფანარიონის მოქმედებებს უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში, მოულოდნელი და უცნაურია.

სწორედ ფანარიოტებს არ რცხვენიათ „დაარწმუნონ“ თავიანთ სიმართლეში ისინი, ვისაც არ სჯერა, ამასთან იყენებენ რა სრულიად განსხვავებულ „მეთოდებს“ - მუქარით დაწყებული შანტაჟითა და მოსყიდვით დამთვრებული. როგორ  აღწევდნენ მეუ-ს ლეგალიზაციას? აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით. მაიკლ პომპეო (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური) პირადად ეწვია ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს, რათა მათთვის მოეთხრო უკრაინელების „რელიგიური თავისუფლების აუცილებლობის“ და მათი „უფლების“ შესახებ შეექმნათ „დამოუკიდებელი“ რელიგიური ორგანიზაცია. ჯეფრი პაიეტი (აშშ-ს ელჩი საბერძნეთში) რამოდენიმეჯერ ეწვია ათენს, აქტიურად ამუშავებდა ელადის ეკლესიის წინამძღოლს და გააკეთა ყველაფერი, რათა დუმენკო „თავისიანი“ გამხდარიყო ბერძნებისთვის. ხომ არ ეწინააღმდეგება მსგავსი მეთოდები „საეკლესიო პრაქტიკას“?

ეთნოფილეტიზმი, ნეოკოლონიზმი და პირველობა

შემდეგ აფრიკელმა ბერძნებმა უბრალოდ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ყველა მანიპულატორის ძველი და საკმაოდ საყვარელი ხერხი - ბრალის მტკივნეული თავიდან ჯანმრთელისთვის გადაბრალება. ასე, მაგალითად, მათი აზრით, რმე-ს მხრიდან „ნაცადია მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მის ბევრ ცალკეულ პარამეტრში შეცვლის მცდელობა, მაგრამ პირველ რიგში, ქრისტეს ეკლესიის სტრუქტურების ადმინისტრაციული მოწყობის ფარგლების შესახებ საკითხში, რომელიც შორსაა მართლმადიდებლური მცნებისგან. ჩვენ სამწუხაროდ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი მოტივირებულია „ეთნოფილეტიზმის ვირუსით“, რომელიც 1872 წლის საეკლესიო კრების მიერ იქნა დაგმობილი“. რმე, მათი აზრით, გააჩნია „სეკულარული სულისკვეთება“, სწრაფვა „ნეოკოლონიალიზმისკენ“ და „ღარიბ აფრიკულ კონტინენტზე გლობალური პირველობის პრეტენზიები“.

ერთი სიტყვით, იმ სტრუქტურის იერარქები, რომელთა 98% შედგება ბერძნებისგან და რომელსაც ოფიციალურად ეწოდება „ალექსანდრიის ბერძნული (!) მართლმადიდებლური საპატრიარქო“ საუბრობს რაღაც ეთნოფილეტიზმზე რუსებში! ამ განცხადების სრულ ბოდვებსა და ცინიკურობაში დასარწმუნებლად საკმარისია უბრალოდ უყურო იმავე სინოდის სხდომის ფოტოსურათს, რომლის სახელითაც ჟღერდა ეთნოფილეტიზმის ბრალდებები. რამდენი შავკანიანი ეპისკოპოსია იქ? ერთი! კიდევ ერთი შვკანიანი (მაგრამ გაუგებარია, ის ეპისკოპოსია თუ მღვდელი ზის მაგიდასთან მარცხნივ. მორჩა.  სად არიან აფრიკული წარმოშობის მღვდელმთავრები აფრიკის კონტინენტზე? ამდენწლიანი მისიის განმავლობაში, რომელზეც საუბრობს პატრიარქი თეოდორი, ალექსანდრიის ეკლესიის ეპისკოპატი სანახევროდ მაინც უნდა შედგებოდეს კონტინენტის მაცხოვრებლებისთვის. თუმცა, ეს ასე არაა. რატომ? პასუხი ცხადია.

იმ სრუქტურის იერარქები, რომლის 98% შედგება ბერძნებისგან და რომელსაც ოფიციალურად ეწოდება „ალექსანდრიის ბერძნული (!) მართლმადიდებლური პატრიარქატი“ საუბრობს ეთნოფილეტიზმზე რუსებში!

გარდა ამისა, მოდით გავიხსენოთ, თუ როგორ მოუწოდებდა, აგზავნიდა რა სემინარისტებს აფრიკაში მისიით, მათ მასებში „ელინიზმის სხივის“ და არა სახარების შეტანას. იგივე პატრიარქი თეოდორი მუდმივად ხაზს უსმევს მის ბერძნულ წარმოშობას, აღნიშნავს საბერძნეთის ყველა სახელმწიფო დღესასწაულს, საუბრობს ელინიზმის კულტურულ უპირატესობაზე და ა.შ. განა ეს ეთნოფილეტიზმი არაა? თუ არა, მაშ რაა ეს? როგორც მინიმუმი, ფარისევლობა.

ისტორიის ცოდნისა და განხეთქილებაში მყოფების შესახებ

ამ თვალსაზრისით, არანაკლებ უცნაურად გამოიყურება ბრალდებები რმე-ს მისამართით, რომელიც გაჟღერდა პატრიარქ თეოდორის ბაგიდან სინოდის მომდევნო დღეს. ალექსანდრიის ეკლესიის კლირიკოსებისადმი მიმართვაში პატრიარქმა მოულოდნელად განაცხადა, რომ რუსულმა ეკლესიამ 1589 წელს ავტოკეფალიის მიღების შემდეგ „დაიმორჩილა უკრაინის მართლმადიდებლები“. რატომ მოულოდნელად? იმიტომ რომ 2016 წლის ბოლოს, უკრაინაში სიტუაციის კომენტირებისას, ის უმე-ს უწოდებდა რუსული ეკლესიის ნაწილს: „ალექსანდრიის საპატრიარქომ და მე, როგორც მისმა წარმომადგენელმა, დავიკავე ისეთი პოზიცია, რომ უკრაინის ეკლესია წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელ ნაწილს“.

იმავე (ჯერ კიდევ) კლირიკოსებისადმი იმავე მიმართვაში, პატრიარქი თეოდორი ამტკიცებს, რომ 1991 წლიდან მართლმადიდებელი უკრაინელები ცდილობდნენ რმე-გან დამოუკიდებლობის მიღწევას. თუმცა, ეს განცხადება კიდევ უფრო საკვირველია. თუ საქმე ეხება უმე-ს, იქ მიიღეს ფართო ავტონომიის სტატუსი და ფაქტიური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1990 წელს. ხოლო თუ საქმე ეხება განხეთქილებაში მყოფებს, ისინი არასდროს ყოფილან დამოკიდებული რმე-ზე. ამასთან, პატრიარქ თეოდორის ეს სიტყვები სრულად ეწინააღმდეგება ყოველივე იმას, რასაც ის ადრე ამბობდა. მაგალითად, 2018 წელს მან მკაფიოდ განაცხადა, რომ „თუ სქიზმატიკოს დენისენკოს სურს ეკლესიის წიაღში დაბრუნება, მან უნდა მიმართოს იმას, ვისაც გამოეყო. ის, რაც გამოეყო, უნდა დაუბრუნდეს იმას, საიდაც მოხდა მისი გამოყოფა“. ანუ მისი პოზიცია მსურველებთან მიმართებაში იყვნენ დამოუკიდებელნი რმე-გან სრულიად გასაგებია - დაბრუნდნენ უკან.

გარდა ამისა, 2015 წელს, საკმაოდ კარგად იცნობდა რა იმას, თუ ვინ და რატომ სწევდა წინ რმე-გან „დამოუკიდებლობას“, პატრიარქმა თეოდორმა განაცხადა შემდეგი:“სამწუხაროდ, გარედან მოდიან ადამიანები (საქმე ეხება უმე (კ) - რედ.) და უკრაინელ ხალხს თავს ახვევენ ამ საპირისპირო აზრებს. როგორც მართლმადიდებელი იერარქი მოვუწოდებ მორწმუნეებს უკრაინაში დარჩნენ უკრაინის ეკლესიის კანონიკური მეთაურის - მიტროპოლიტ ონუფრის ომოფორის ქვეშ“.

ვის სურს გლობალური პირველობა?

ზუსტად ასევე ფარისევლობა შეიძლება ეწოდოს ბრალდებას რუსული ეკლესიის მისამართით „გლობალურ პირველობაზე პრეტენზიებს“, რომელიც გაჟღერდა ალექსანდრიის ეკლესიის სინოდალურ დოკუმენტში. როგორც ჩანს, იგივე ადამიანები, რომლებიც ბრალს სდებენ რმე-ს, ურცხვად რეტრანსლირებენ კოსონატინოპოლის პატრიარქს.

მაგალითად, პატრიარქ თეოდორის 2022 წლის 13 იანვრის  უკვე აღნიშნულ წერილში კლირიკოსებისადმი, აღნიშნულია, რომ ფანარიონი „სარგებლობს  პირველობით სხვა ძველ საპატრიარქოებს შორის“ და მას გააჩნია „განსაკუთრებული პრივილეგიები და ვალდებულებები ეკლესიის სხეულში“. პატრიარქი თეოდორი დარწმუნებულია, რომ ფანარიონის „ეს განსაკუთრებული და უნიკალური მდგომარეობა“ „განმტკიცებულია წმინდა კანონებში, მცნებებსა და ეკლესიის აქტებში“, რომ სწორედ ფანარიონს „ეკუთვნის პირველი სიტყვა ეკლესიაში“ და ის „ყოველთვის ზრუნავდა მართლმადიდებლური ეკლესიის მართვასა და წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაზე“. როგორ ხორციელდებოდა ეს? „მართლმადიდებლური სამყარო დაიყო ოთხ საპატრიარქოდ (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის) და კვიპროსის ეკლესიად და თუ ჩნდებოდა პრობლემები, ის წყდებოდა სინოდზე, რომელსაც იწვევდა მსოფლიო პატრიარქი სამი სხვა პატრიარქის მონაწილეობით“.

შემდეგ ის წერს, რომ „რუსეთის ეკლესიამ, რომელსაც სურს თავისი ძალაუფლებისა და პრესტიჟის გაზრდა მართლმადიდებლურ სამყაროში, იყენებს საერო ხელისუფლებას და ზოგჯერ - ძალადობასაც (როდის? - რედ.), დაიწყო მეზობელი მართლმადიდებელი ეკლესიების ხელყოფა“ და მათი „დამორჩილება““.

ერთი სიტყვით, პატრიარქი თეოდორი, პირდაპირ საუბრობს რა ფანარიონის პრივილეგიებსა და ხელისუფლებაში მის პირველობაზე (იხ. ფრაზა ეკლესიის მართვაზე) მოურიდებლად სდებს ბრალს პირველობაზე პრეტენზიებში რუსულ ეკლესიას, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მისი ერთადერთი სურვილია აღადგინოს ეკლესიის მთლიანი ხასიათი. სწორედ ის ხასიათი, რომლის დროსაც არ იქნება „პირველი ხელისუფლებაში“, არამედ მხოლოდ „პირველი ღირსების მიხედვით“. კიდევ რა „პრეტენზიები“ აქვს მას, საეკლესიო კრების მოწვევისა და მასზე ეკლესიის კანონების სულისკვეთებით ფანარიონის მოქმედებების განხილვის სურვილის გარდა?

საზღვრებისა და „საშინელი დარტყმის“ შესახებ

ბერძნები წერენ, რომ მათთვის „ყოველი ადგილობრივი ეკლესიის საზღვრები წარმოადგენს მკაფიოს, გეოგრაფიულს, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრების მიერაა რუკაზე აღნიშნული და პატივსაცემი. ჩვენც ვაცხადებთ, რომ ჩვენ არასდროს შევჭრილვართ რომელიმე ადგილობრივი დობილი ეკლესიის, მითუმეტეს, რუსეთის ეკლესიის საზღვრებში“.

აქვე დგება საკითხი - თუ ალექსანდრიის ეკლესია ასე სცემს პატივს ადგილობრივი რუსული ეკლესიის საზღვრებს, მაშ, რატომ გამოვიდა ის ამ საზღვრების დარღვევის წინააღმდეგ, როცა ფანარიონის მეთაურმა მოახდინა მეუ-ს ლეგალიზაცია? უფრო მეტიც, პატრიარქმა თეოდორმა 2019 წლამდე გააკეთა მთელი რიგი განცხადება, რომ უკრაინას თვლის უმე-ს კანონიკურ ტერიტორიად.

ნომინალურად დიახ, უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარებისას, პატრიარქი თეოდორი არ შეჭრილა რუსეთის ეკლესიის საზღვრებში, არამედ მან უბრალოდ მხარი დაუჭირა იმას, ვინც შეიჭრა. ან აფრიკელი ბერძნები იხსენებენ სხვის საზღვრებს მხოლოდ მაშინ, როცა ხვდებიან, რომ შეიძლება დაკარგონ თავიანთი? როგორც ჩანს, დიახ.

ეგზარაქტის შექმნის თაობაზე მსჯელობისას, ალექსანდრიის ეკლესიის სინოდალები წერენ: „ჩვენ გვიკვირს ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარად ხდება სახარებისეული სიყვარულის გზავნილი, არამედ იმიტომაც, რომ საუკუნეების განმავლობაში ბრძოლისას და სხვადასხვა დენომინაციასთან და რელიგიასთან თანამშრომლობისას ორმხრივი პატივისცემისა და გაგების სულისკვეთებით, ჩვენ ვიღებთ საშინელ დარტყმას რუსი ერთმორწმუნეებისგან“.

„საშინელი დარტყმების“ თაობაზე სინოდალებს შეეძლოთ ეკითხათ ამ საქმის სპეციალისტისთვის - მათი პატრიარქისთვის. სწორედ რომ პატრიარქი თეოდორი მოუწოდებდა არაერთხელ უკრაინელ ხალხს გაერთიანებულიყვნენ მიტროპოლიტ ონუფრის ირგვლივ, ყოფილიყვნენ კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულები, ხოლო შემდეგ - მან უღალატა საკუთარ თავსაც და მართლმადიდებლობასაც, რომლისადმი ერთგულებასაც ყველას მოუწოდებდა სრულად.

გარდა ამისა, სხვადასხვა დენომინაციასთან თანამშრომლობის შესახებ საუბრისას „ორმხრივი პატივისცემისა და გაგების სულისკვეთებით“, პატრიარქი შეიძლება დაფიქრებულიყო, თუ რატომ ამბობს ის უარს რუსეთის ეკლესიასთან ასეთ თანამშრომლობაზე? მას არაერთხელ იწვევდნენ დიალოგზე, მოუწოდებდნენ გადაეხედა მისი გადაწყვეტილება უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების გადაწყვეტილების თაობაზე, იწვევდნენ ამანში წინამძღოლების სამიტზე. რატომ არ მოისურვა მან ყველა ამ შემთხვევაში „პატივისცემის“ გამოვლენა თავისი თანამოძმე-ქრისტიანების მიმართ და რატომ არ ეცადა თუნდა მიახლოებით „გაეგო“ ის ტკივილი და იმედგაცრუება, რომელიც მან მოიტანა უკრაინის მიწაზე?

ფანარიონის ინფორმირებულობა და დამრღვევების დასჯა

ბოლოს ალექსანდრიის საპატრიარქომ გადაწყვიტა ფანარიონისა და ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა ინფორმირებულობა „მტკივნეული ჩარევის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს „ჩვენგან ქრისტეში შობილ შვილებს“, ერთგულ აფრიკელებს შორის, რუსეთის ეკლესიის უფლებამოსილი პირების ხილული და უხილავი მოქმედებების შედეგად“ და პირობა დადო „სათანადო სახით“ და „დაუყოვნებლივ“ გამოიყენოს დამრღვევების მიმართ ის საეკლესიო სასჯელი, რომელიც „დაწერილია საღვთო და წმინდა კანონების მიერ“.

გასაგებია, რომ ფანარიონის „ინფორმირებულობისა“ და მისგან „ნებართვის“ მიღების გარეშე, აფრიკელი ბერძნები არაფერს გააკეთებდნენ. ის დონე არაა. ასევე გასაგებია ისიც, რომ იმათ, ვინც გაბედავს რმე-ში გადასვლას, ალექსანდრიის ეკლესიაში „დასჯიან“ სასტიკად და დაუნდობლად - და არა მხოლოდ კანონების, არამედ უკვე ნაცადი საშუალებების: დაშინების, მუქარისა და შანტაჟის მეშვეობითაც. კითხვა სხვა რამეშია - და მერე რა?

ჯერჯერობით იმ დოკუმენტიდან, რომელიც გამოაქვეყნა ალექსანდრიის ბერძენმა პატრიარქმა, ცხადია ერთი რამ - ეს მხოლოდ დასაწყისია. ბერძნები ცდილობენ მაქსიმალურად გაერთიანდნენ რუსული ეკლესიის წინააღმდეგ და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აღმოფხვრან თავად ერთიანი გადაწყვეტილების შესაძლებლობა, რომელიც წარმოიქმნა მეუ-ს კონფლიქტის გამო. კრება შესაძლებელი გახდება ან მხოლოდ შეკვეცილი შემადგენლობით (იმათი დასწრების გარეშე, ვინც უკმაყოფილოა ფანარიონის მოქმედებებით) ან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბერძნები დარწმუნებულები იქნებიან მის ხელსაყრელ დასასრულში მათთვის.

„კრების“ შეკვეცილი შემადგენლობა უკვე ყველგან მუშავდება. თავიდან რმე-ს შტატგარეშე კლირიკოსი კირილ გოვორუნი ალაპარაკდა პენტარქიის შესაძლო აღდგენაზე, დღეს კი ეს იდეა გააჟღერა პატრიარქმა თეოდორმაც. პენტარქია არის ოთხი საპატრიარქო, რომელთაც ბერძნული ფესვები (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის) აქვთ და კვიპროსის ეკლესია. თუ ფანარიოტები ამ იდეის რეალიზებას განახორციელებენ, ისინი არა მხოლოდ მიიღებენ რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ ხმების უმრავლესობას (სამი ორის წინააღმდეგ), არამედ ესოდენ ნანატრ გაბატონებას მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ამ გაბატონებიდან კათოლიკებთან ერთიანობის შესახებ ოცნებამდე ერთი ნაბიჯია. და რა შუაშია ეს აქ? იმ შუაშია, რომ ამის გამო მთელი ეს ისტორია მეუ-თან დაკავშირებით იყო წამოწყებული. თუმცა, ფანარიოტებმა რაღაც ვერ გათვალეს...

როგორც არ უნდა იყოს, მოვლენები, სავარაუდოდ, ისე სწრაფად განვითარდება, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენთ. და მათი შედეგის გათვლა შეუძლებელია. რადგანაც არა მხოლოდ ფანარიოტს აქვს გეგმა, არამედ ქრისტესაც.

როგორც ისტორია გვიჩვენებს, ეს გეგმები ძალიან იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus