რუსული ეკლესია აფრიკაში: მიზეზები და შედეგები

01 იანვარი 2022 00:30
91
ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: СПЖ ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: СПЖ

რუსეთის ეკლესიის სინოდმა გამოაცხადა აფრიკაში თავისი საეგზარხოსოს შექმნის შესახებ. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, და როგორია შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის?

2021 წლის 29 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაცხადა აფრიკული საეგზარხოსოს შექმნის შესახებ ორი ეპარქიის შემადგენლობაში: ჩრდილოეთ აფრიკული და სამხრეთ-აფრიკული.

ამ ეპარქიებში შევიდა აფრიკის 54 ქვეყანა, ანუ კონტინენტის ყველა სახელმწიფო.  გარდა ამისა, სინოდმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაში მიიღო 102 აფრიკელი მღვდელმსახური, რომლებმაც ადრე  შეიტანეს შუამდგომლობა შესაბამისი თხოვნით.

აფრიკის საეგზარხოსოს პატრიარქად, კლინის მიტროპოლიტად სინოდმა დანიშნა ერევნისა და სომხეთისა და  არქიეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი) და დაავალა უხელმძღვანელოს ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიას და დროებით უხელმძღვანელოს სამხრეთ-აფრიკის ეპარქიას.

კანონი რას ამბობს?

ალექსანდრიის საპატრიარქოს (იკითხე-ფანარიონი) აზრით, ეს გადაწყვეტილება არაკანონიკურია, რადგანაც რმე-მ სხვის იურისდიქციულ ტერიტორიაზე შექმნა პარალელური სტრუქტურა. ასევე არაკანონიკურად, პატრიარქ თეოდორეს მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს ალექსანდრიელი კლირიკების მიღება რუსული ეკლესიის შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნის  კანონიკურობის ყველა მიზეზის  დაწვრილებით განხილვას ცალკე სტატია სჭირდება.  მაგრამ უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს პირველსა და მეორე არგუმენტსაც თანამედროვე სიტუაციაში არავითარი ძალა არა აქვს. რატომ?

  • ფანარიონმა დაარღვია რმე-ს კანონიერი საზღვრები, დაამყარა  რა ურთიერთობა სქიზმატიკოსებთან უმე (კ) კს და უამე-დან, გადაარქვა უწე (უკრაინის წმინდა ეკლესია) (თუმცა მანამდე 300 წლის განმავლობაში არ ეწინააღმდეგებოდა კიევის მიტროპოლიის რმე-ს შემადგენლობაში ყოფნას);
  • ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ თავიდან  უკრაინელ ხალხს უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრისთან ერთობაზე მოუწოდა (2018 წლის შემოდგომაზე), კარგა ხანი (თითქმის წელი) შედარებით ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, ხოლო 2019 წელს წირვაში ეპიფანე მოიხსენა უკრაინის ეკლესიის კანონიკურ წინამძღვრად.
  • 2021 წელს პატრიარქი თეოდორე მსახურობდა დუმენკოსთან, რაც ნიშნავს, რომ დაარღვია მთელი რიგი კანონიკური წესებისა (კერძოდ, 11-ე სამოციქულო წესი), რომლის თანახმად თავად ის გადაიხარა განხეთქილებისკენ.
  • ამრიგად, პატრიარქი თეოდორე განშორდა ეკლესიას, რაც ნიშნავს, რომ მას უკვე ვერ განვიხილავთ როგორც კანონიერ ეპისკოპოსს, მმართველ ეპისკოპოსს აფრიკის მიწებზე.
  • ზუსტად ასევე განეშორნენ ეკლესიას ის კლირიკები და იერარქები, რომლებიც დათანხმდნენ განხეთქილების აღიარებას  და არ გამოვიდნენ თავისი იერარქის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმსახუროს სქიზმატიკოსებთან.
  • ის მღვდელმსახურები და ერისკაცები აფრიკაში, რომლებიც არ დაეთანხმნენ სქიზმატიკოსების აღიარებას, დარჩნენ პატრიარქისა და ეპისკოპოსის გარეშე.
  • ესე იგი, გადაწყვეტილება  მიიღონ ისინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში-ლოგიკურია და, მიუხედავად პატრიარქ თეოდორეს  განხეთქილების მხარეს გადახრისა, შეესაბამება კანონებს. 

გადაწყვეტილება მიიღონ აფრიკა რმე-ს იურისდიქციაში- ლოგიკურია და, მიუხედავად პატრიარქ თეოდორეს განხეთქილების მხარეს გადახრისა, შეესაბამება კანონების სულს.

მით უმეტეს, რომ ისტორიულად  ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიები, ეკლესიის წესებით თანახმად, არის ეგვიპტე, ლიბანი, პენტაპოლი. მთელ აფრიკულ კონტინენტზე ალექსანდრიის ეკლესიის იურისდიქცია გავრცელებული იყო მხოლოდ პატრიარქ მელეთის (მეტაკსაკისის) დროს XX საუკუნეში. რუსული ეკლესია (ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ეკლესიები) უბრალოდ იცავდნენ მდუმარე "სტატუს-ქვო"-ს   ამ ტერიტორიების მიმართ.

და მღვდელმსახურებიც, რომლებიც გადავიდნენ რმე-ს შემადგენლობაში, არაფერი არ დაურღვევიათ. როგორც სრულიად სამართლიანად აღნიშნა პროტოდიაკვანმა კონსტანტინ მარჩენკომ, "ორგზის კრების მე-15 კანონი ამართლებს მიტროპოლიტის გამოყოფას პატრიარქისგან, თუ ის ქადაგებს ერესს, რომელიც უკვე დაგმობილია.  მეუ არის ეთნოფილეტური სტრუქტურა (ასეთი სტრუქტურები ძირითადად შენდება ლოზუნგებით: "დამოუკიდებელ სახელმწიფოს- დამოუკიდებელი ეკლესია",-რედ.) ხოლო ეთნოფილეტიზმი  დაგმობილია  1872 წლის კრებით, გარდა ამისა, მოსკოვის 1992 და 1997 წლების კრებების გადაწყვეტილებით (ფილარეტის ანათემაზე,-რედ.), არ გაუქმებულა კანონიკური წესით".

მეუ-სთან მსახურება, თვლის მამა კონსტანტინე, ეს არის "ერეტიკოსებთან თანხმობა", და ნიშნავს, რომ პატრიარქი თეოდორე "უკვე ჩავარდა ერესში". ხოლო ის ფაქტი, რომ არ იყო ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურის დაგმობა კრებით მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ "ახლა ბიზანტია არ არის და ტექნიკურად შეუძლებელია მრავალი რამის განხორციელება. ჯერ ხომ არ შეიკრიბება კრება ბართლომეს, თეოდორეს, იერონიმესა და მეუ-ს სხვა სიმპათიების გამო". ესე იგი, თვლის პროტოდიაკვანი, აფრიკის მღვდელმსახურები, გადასული რუსულ ეკლესიაში, კანონის თვალსაზრისით- მართლები არიან.

როგორი იქნება ფანარიონელების რეაქცია საეგზარხოსოს შექმნაზე?

2021 წლის 30 დეკემბერს ალექსანდრიის საპატრიარქომ  "მწუხარება" გამოთქვა  რმე-ს საეგზარხოსოს აფრიკაში გამოჩენის გამო, გაიხსენა ეკლესიის მამები და მღვდელი გიორგი ფლოროვსკი და აღუთქვა, რომ "რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილება იქნება განხილული  ალექსანდრიის საპატრიარქოს სინოდის მომავალ სხდომაზე, და მაშინ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები".

გასაგებია, რომ ალექსანდრიის ეკლესიასთან ერთად ღელავენ ფანარიონელებიც და მათი "ოკეანისმიღმა მეგობრებიც", იმიტომ რომ ესმით- რუსეთის ეკლესია შეიძლება ამაზე არ შეჩერდეს.  რმე-ს აფრიკული ეპარქიები- ეს "მსხვილი მინიშნებაა", რომ შემდეგში შეიძლება მსგავსი სტრუქტურები შეიქმნას საბერძნეთშიც, და თურქეთშიც. უფრო ზუსტად- იმ ეპისკოპოსების ტერიტორიებზე, რომლებიც აღიარებენ მეუ-ს.

აქედან შეიძლება ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოსა და ფანარიონის რეაქცია იქნება საკმაოდ მყარი და პროგნოზირებადი: ევქრისტიული ურთიერთობის გაწყვეტა და   სხვა ადგილობრივი ეკლესიებისადმი მოთხოვნა  ჩაერიონ და გავლენა მოახდინონ რმე-ზე.

გარდა ამისა, ფანარიონელები აუცილებლად შეეცდებიან გამოიყენონ ის ვითომდა "კოზირები", რომლებიც მათ აქვთ. მაგალითად, დაემუქრებიან სერბეთის ეკლესიას მაკედონიისა და ჩერნოგორიის განხეთქილების ლეგალიზაციით.

სხვა ეკლესიებთან მიმართებაში ფანარიონელები შეეცდებიან მაქსიმალურად დააჩქარონ მეუ-ს აღიარების პროცესი. ასე, 2020 წლის აპრილში ფანარიონის მეთაურმა დაგეგმა მირონის კურთხევა, რომელზეც მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრები და ეპიფანე დუმენკო. შესაბამისად, მირონის კურთხევის აღსრულების თანხმობა სქიზმატიკოსებთან ერთად ნიშნავს უკრაინის ეკლესიის კანონიერ წინამძღვრად მის აღიარებას. 

ასეთმა ნაბიჯმა (სინამდვილეში მოგვაგონებს შანტაჟს), ფანარიონელების აზრით, უნდა შეაჩეროს რუსული ეკლესია. მაგრამ ასე არ არის. იმიტომ, რომ უკვე დროა დაისვას ყველა წერტილი და ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, ვინ არის განხეთქილებაში, და ვინ-ეკლესიაში. დღემდე ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიას არ გამოუთქვამს აზრი ტომოსზე და მეუ-ზე და ცდილობენ აჩვენონ ნეიტრალიტეტი. და აი უკვე- დრო მოვიდა.

მით უმეტეს, რომ აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს შექმნამ აჩვენა, რომ შესაძლებელია მკაფიოდ და ადექვატურად უპასუხონ. ამ მომენტში რმე  მოჩანს მართლმადიდებლობაში როგორც  კონსერვატიზმის ლიდერი, ამიტომ  დიდი ალბათობაა, რომ სხვა ეკლესიების განხეთქილებისკენ გადახრის შემთხვევაში რუსულ ეკლესიას შეუერთდებიან ტრადიციულად განწყობილი მორწმუნეები სხვა ქვეყნებიდან.

თავის მხრივ პატრიარქი თეოდორეც და მისი თანა-ელინელები პატრიარქ ბართლომეს, არქიეპისკოპოს იერონიმესა და არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის  სახით გააკეთებენ ყველაფერს, რათა შებღალონ რუსული ეკლესია და წარმოაჩინონ მისი ნაბიჯი "საშინელ დანაშაულად".

მაშ, შესაძლებელია, რომ რმე-ში ფანარიონელების შესაძლო რეაქცია  გათვალისწინებულია, და არ იქნება ახალი ამბავი.

მუქარა, შანტაჟი და დაშინება: როგორ ექცევიან აფრიკაში მოწინააღმდეგეებს

გარდა იმისა, რომ რმე-ზე "მსოფლიო" საპატრიარქოს მხრიდან ჭექა-ქუხილი ატყდება  , მოხვდებათ იმ მღვდელსახურებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ ალექსანდრიის ეკლესიიდან წასვლას.

საქმე იმაშია, რომ ეს ეკლესია ითვლის 41 ეპისკოპოსს, დაახლოებით 500 მღვდელმსახურს (2005 წლის მონაცემებით), დაახლოებით 1 მილიონ მორწმუნეს, 43 ეპარქიას, დაახლოებით 1000 სამრევლოს და 6 მონასტერს. თუ დავუშვებთ, რომ 15 წელიწადში მღვდლების რიცხვი არსებითად  არ გაზრდილა (ხოლო აფრიკაში ბერძნების მოდუნებული მისიონერული მუშაობის გათვალისწინებით , ყოველ შემთხვევაში ასეც არის ), მაშინ ასობით კლირიკოსების გადასვლა მოსკოვის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ ალექსანდრიის ეკლესიისთვის კატასტროფაა.

ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში პროფანარიონელების რესურსები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რმე-ში წასასვლელად მზადაა 6 აფრიკელი ეპისკოპოსი: კართაგენის მიტროპოლიტი მელეთი, ზიმბაბვესა და ანგოლის მიტროპოლიტი სერაფიმე, კენიის მიტროპოლიტი მაკარი ნაირობინელი,  რუანდელი მიტროპოლიტი ინოკენტი, კირენელი მიტროპოლიტი ათანასე და ეპისკოპოსი ნეოფიტე ნიერიდან და კენიიდან. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ალექსანდრიის საპატრიარქოს გავლენა, აფრიკულ კონტინენტზე ისედაც უმნიშვნელო,  აღარ იარსებებს.

პატრიარქი თეოდორე გააფრთხილეს, რომ განხეთქილებისკენ მიდრეკილება მოიტანს დიდ პრობლემას ალექსანდრიის საპატრიარქოს შიგნით. მაგრამ მან ამჯობინა მოეჩვენებინა თავი, თითქოს არაფერი არ ხდება, და აფრიკაში -ყველაფერი კონტროლქვეშაა. თუმცა ეს ასე სრულიადაც არ არის.

პატრიარქი თეოდორე გააფრთხილეს, რომ განხეთქილებისკენ მიდრეკილება მოიტანს დიდ პრობლემას ალექსანდრიის საპატრიარქოს შიგნით. მაგრამ მან ამჯობინა მოეჩვენებინა თავი, თითქოს არაფერი არ ხდება, და აფრიკაში -ყველაფერი კონტროლქვეშაა. თუმცა ეს ასე სრულიადაც არ არის.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2019  წლის დეკემბერში 27 მღვდელმა მოაწერა ხელი ღია წერილს პატრიარქ თეოდორესადმი, რომელშიც გამოთქვეს მეუ-ს აღიარების საწინააღმდეგო აზრი, რადგან "ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გარეშე, რომ ეკითხათ აფრიკელი მღვდელმსახურების მოსაზრებები,  თუმცა ზუსტად აფრიკელები შეადგენენ ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებისა და სამრევლოს უმეტეს ნაწილს".

ასევე უკრაინის სქიზმატიკოსების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ალექსანდრიის ეკლესიის ზოგიერთი ეპისკოპოსები. კერძოდ, უგანდის მიტროპოლიტი იონა, რომელიც ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარებაზე პატრიარქმა თეოდორემ ერთპიროვნულად მიიღო.

როგორც ჩანს, ზუსტად ამ მიზეზებით ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა ბოლო დროს უპრეცედენტო აქტიურობა წამოიწყო მისთვის მინდობილ ეპარქიებში, და ყველაფერში ჩანდა, რომ ის ცდილობდა როგორღაც აენაზღაურებინა დაკარგული. ვერ აინაზღაურა. ამის მაგივრად,  მისმა ხელქვეითებმა მიმართეს მღვდლებზე ზეწოლისა და დარწმუნების მეთოდებს, ძალზე განსხვავებულს იმასთან, რაც დაწერილია სახარებაში.

მაგალითად, ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც ბერძენი ეპისკოპოსები (კერძოდ, ტანზანიის ეპისკოპოსი აგაფონი) აშინებდნენ მღვდლებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მეუ-ს აღიარებას,  იმუქრებოდნენ მათი მოკვლით, აშანტაჟებდნენ, აგდებდნენ სამრევლოებიდან, ადანაშაულებდნენ ქრთამის აღებაში და ყველანაირად უშლიდნენ ხელს იმაში, რათა მათ გამოეხატათ თავისი აზრი უკრაინის განხეთქილების შესახებ.

და კიდევ ერთი ისტორია, რომელიც მოგვითხრო მამა გიორგი მაქსიმოვმა: "ბერძენმა ეპისკოპოსმა აგაფონმა თავითან გამოიძახა მ. ამბროსი და მოსთხოვა, რომ ხელი მოეწერა პატრიარქ თეოდორეს გადაწყვეტილების მხარდასაჭერ ქაღალდზე. მან უარი უთხრა. მაშინ ეპ. აგაფონმა ორმაგად მოუჭრა ხელფასი. მ. ამბროსმა არ შეიცვალა თავისი აზრი...2021 წლის 10 დეკემბერს მ. ამბროსი მოხსნა ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან და უბრძანა მოკლე ვადაში დაეტოვებინა თავის ოჯახთან ერთად საეკლესიო ოთახი. ხოლო მომდევნო დღეს ბერძენი ეპისკოპოსის განკარგულებით უცნობმა ადამიანებმა ტაძარში ჩამოხსნეს ყველა "რუსული" ხატი და დაყარეს მ. ამბროსის ოთახის კარებთან. ამ შემთხვევამ შეძრა ბევრი მართლმადიდებელი მღვდელი ტანზანიაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ წარმართებიც არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას ასეთი რამ ჩაიდინონ".

ეს ისტორიები ამტკიცებენ აფრიკელ მღვდლებზე ბერძენი იერარქების მხრიდან არა მარტო ზოგად დამოკიდებულებაზე, არამედ იმასაც, როგორი სული ტრიალებს იმათ შორის, ვინც აღიარა მეუ.

ამიტომ ღირს გაკვირვება იმაზე, რომ აფრიკელები ბევრად უფრო სიმპათიებით არიან განწყობილი რუსების მიმართ, ვიდრე ბერძნების? ალბათ არა.  მეორე მხრივ, საეგზარხოსოსთან შეერთებულების რიცხვი იქნება მზარდი, რაც, საბოლოოდ მივა იქამდე,  რომ ალექსანდრიის საპატრიარქო გადაიქცევა სუფთა ბერძნულ სტრუქტურად კონტინენტზე.  მით უმეტეს, რომ თავის კუთვნილებას ელინიზმისადმი არასდროს არ მალავდა.  უფრო მეტიც,  მას მისიონერული მიზნების განხორციელების კუთხის თავში აყენებდნენ . ამაოდ არ მოუწოდა პატრიარქმა თეოდორემ სემინარისტებს იქადაგონ აფრიკაში ელინიზმი, და არა ქრისტე, და აცხადებდა, რომ ემე სავსებით აკმაყოფილებს ალექსანდრიის საპატრიარქოს მოთხოვნებს. და ახლა ამის გაკეთება უფრო იოლი იქნება...

რა იქნება შემდეგ?

მამა გიორგი მაქსიმოვი წერს, რომ "ალექსანდრიელ ბერძნებს აქამდე არ სჯერათ და ვერ აცნობიერებენ თავისი კატასტროფის მასშტაბებს.  თუმცა, არაა გასაკვირი საკუთარი აფრიკული სამწყსოსგან მათი დაშორების გათვალისწინებით, როდესაც ბერძენი ეპისკოპოსების უმრავლესობა საერთოდ არც ცხოვრობს აფრიკაში... ადგილობრივ რეალიებთან ჩემმა ნაცნობობამ დამარწმუნა იმაში, რომ თანამედროვე ბერძნული მისია აფრიკაში უმეტესწილად "პოტიომკინის სოფელია", რომელსაც ექსპლუატაციას უწევს  ბერძენი ეპისკოპოსების ჯგუფი იმისთვის, რათა შეაგროვონ ფული სხვა ქვეყნების ბერძნებისგან.  ყველა ბერძენი ეპისკოპოსი არაა ასეთი, მაგრამ ბევრია. აფრიკელები სულელები არ არიან და ისინიც ხედავენ ამას. ბერძნებისგან დაღლილობა იქ უკვე დიდი ხანია დაგროვდა. აფრიკა იმსახურებს უკეთესს".

ალექსანდრიის ბერძნებს ჯერ კიდევ არ სჯერათ და ვერ ხვდებიან მათი კატასტროფის მასშტაბებს.

                                                                              დეკანოზი გიორგი მაქსიმოვი

სხვა მხრივ, რუსებს არა აქვთ ქედმაღალი დამოკიდებულება აფრიკელების მიმართ, არა აქვთ უპირატესობისა და ნაციონალური ან რელიგიური განსაკუთრებულობის გრძნობა,და ასევე სურვილი ქრისტიანობის სახით ხელი შეუწყოს ელინიზმის განვითარებას.

გარდა ამისა, რუსები მზად არიან რეალურად დაეხმარონ აფრიკის ქვეყნების მოსახლეობას, რაც  ტოტალური სიღარიბის პირობებში,რომელშიც ცხოვრობენ ეს ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ აზრით ლაპარაკი, რომ რუსეთი "იყიდის" აფრიკელების ლოიალობას რმე-ს მიმართ- ცინიკურია და არ არის სიმართლე.  უბრალოდ იმიტომ, რომ აფრიკაში ადამიანები ელემენტალურად გადარჩენის პირას არიან, ხოლო ეკლესიის ამოცანაა, მათ დაეხმაროს. ვინ უშლის ხელს ალექსანდრიის საპატრიარქოს შეასრულოს ეს ამოცანა? არავინ. ესე იგი რუსულ ეკლესიასაც არ უნდა შეუშალონ ხელი.

ეპისკოპოს ლეონიდეს კათედრაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ რმე-ს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი განავითაროს მისია აფრიკაში, და არა დაკმაყოფილდეს "ნამცეცებით თავისი ბატონის მაგიდიდან".  ეს ნიშნავს, რომ გაიხსნება ახალი სასულიერო სემინარიები, საკვირაო სკოლები, უბრალოდ სკოლები და ა.შ.

და თუ მეუფე ლეონიდე წაიყვანს საქმეს სწორად, მაშინ ახლო მომავალში მსოფლიო მართლმადიდებლობაში შეიძლება აღორძინდეს აფრიკის, როგორც ეკლესიის ერთ-ერთი ფორფოსტის წარსული დიდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ