მომავალი უნიის ტექნოლოგიები: პაპის ერთ შეუმჩნეველ შეხვედრაზე საბერძნეთში

31 დეკემბერი 2021 00:28
83
ფანარიონის იურისტი ესწრება რომის პაპისა და ბერძნული ეკლესიის მეთაურის შეხვედრას. ფოტო . Фото: СПЖ ფანარიონის იურისტი ესწრება რომის პაპისა და ბერძნული ეკლესიის მეთაურის შეხვედრას. ფოტო . Фото: СПЖ

პაპი ორჯერ ესტუმრა არქიეპისკოპოს იერონიმეს. ერთი-ერთი ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდა ფანარიონის წარმომადგენელსაც. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრის შემდეგ?

საბერძნეთში პაპი ფრანცისკეს ბოლო ვიზიტის დროს  შედგა ერთი საინტერესო შეხვედრა, რომელიც დარჩა მსოფლიო მასმედიის ყურადღების მიღმა. 4  დეკემბერს ათონის არქიეპისკოპიის შენობაში, სადაც პაპი ესტუმრა არქიეპისკოპოს იერონომეს, მას შეხვდა იურისტი საკის კახიოღლუ. მან პონტიფიკოსს გადასცა საჩუქარი-პერუდან ათონელი ბერის ლექსების კრებული. რომის პაპმა, თავის მხრივ კახიოღლუ ვატიკანში მიიწვია. ვინ არის ეს ადამიანი და რას აკეთებდა ის ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაზე?

ფანარიონი და რომი: როგორ დავარწმუნოთ მართლმადიდებლები უნიის აუცილებლობაში?

ბოლო ერთი-ორი წელია ჩვენ ვხედავთ პატრიარქ ბართლომესა და პაპის განცხადებების მთელ  ნიაღვარს მომავალ გაერთიანებაზე. მაგრამ სავსებით აშკარაა, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია რიგი თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთი მათგანია - დაარწმუნონ ადგილობრივი ეკლესიები (მათ შორის "ბერძნულიც")რომთან  უნიის აუცილებლობაში. ეს - არ არის მარტივი ამოცანა, რამდენადაც უბრალო მორწმუნეები და ბევრი ბერძები ეპისკოპოსი ერეტიკოსებთან გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგია.

ამიტომ ფანარიონელებმა და კათოლიკებმა დასარწმუნებლად უნდა გამონახონ განსაკუთრებული არგუმენტები. რამდენად  სუფთა შეიძლება იყოს ასეთი არგუმენტები ჩვენ დავინახეთ უკრაინაში მეუ-ს შექმნისას. მოსყიდვა, კულუარული "მოლაპარაკებები", მუქარა და სხვა- ამაზე საუბრობდნენ  თვითონ ამ ქმედებებათა მონაწილენი.

შეგახსენებთ, "გაერთიანებული კრების" შემდეგ პირველი სიტყვები უბკე-დან (პაპისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურა) იყო განცხადებები სწრაფ გაერთიანებაზე  მეუ-სთან (ბართლომესადმი დაქვემდებარებული სტრუქტურა).

შესაძლოა ამავე მიზნით შეხვდა პაპი მართლმადიდებელ იერარქებს კვიპროსსა და საბერძნეთში, რადგანაც "წმინდა ტახტთან" ერთიანობის იდეის გატანისთვის აუცილებლად საჭიროა მართლმადიდებელი ეკლესიების  რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მხარდაჭერა.

მიზნის მისაღწევად წასვლა შეიძლება  ორი გზით:

იდეოლოგიურით- ეკლესიაში პირველობისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს "განსაკუთრებულ უფლებებზე" სწავლების დამუშავებით;

ყაჩაღური - ადგილობრივი ეკლესიების შანტაჟის გზით,  რამდენადაც თითქმის ყოველ მათგანს აქვს "სუსტი ადგილი" თავისი სქიზმატიკოსების სახით და ამ სქიზმატიკოსებისთვის შეიძლება "ტომოსის" მიცემა, და გზადაგზა საკუთარ ორბიტაზე გადმოყვანა.

გასაგებია, რომ ზემოთ აღნიშნული მიზნების რეალიზაციას დრო და სახსრები სჭირდება. მაგრამ უკვე ახლა კათოლიკებთან უნიის გზაზე არის საკითხები, რომელთა მიღება შეიძლება საკმაოდ სწრაფად- მაგალითად, ელადისა და კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქთა ნაწილის მხარდაჭერა. რომელი საშუალებების დახმარებით შესრულდება ეს მხარდაჭერა, ამაზე  ქვემოთ ვისაუბრებთ.

ვის შეხვდა ათონში პაპი

მომავალი უნიის ტექნოლოგიები: პაპის ერთ შეუმჩნეველ შეხვედრაზე საბერძნეთში фото 1
 საკის კახიოგლუ რომის პაპს გადასცემს საჩუქარს. ათონის საეპისკოპოსო, 2021 წლის 4 დეკემბერი. ფოტო: https: cnn.gr

პაპის შეხვედრას უბრალო ადვოკატთან შესაძლოა არ ჰქონოდა არავითარი მნიშვნელობა და გამოჩნდებოდა როგორც შემთხვევითი. მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო დეტალი, რომლებიც გვაიძულებენ დავსვათ შეკითხვა - რა როლი ენიჭება კახიოღლუს ფანარიონისა და ვატიკანის თამაშებში?

ჯერ ერთი, არც ისე იოლია ისე უბრალოდ შეხვდეს პაპს, ვინც არ უნდა იყოს. მეორე-ს მხრივ შეხვედრა მოხდა არა სადღაც ქუჩაში, არამედ ათონის არქიეპისკოპიის შენობაში, სადაც მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოწვევით და სადაც შემთხვევითი ადამიანი უბრალოდ ვერ მოხვდებოდა. მესამედ, არა ყველას, ვინც მას წიგნს ჩუქნის, პაპი იწვევს ვატიკანში. ასე, რომ ვინ არის ეს ადამიანი?

საკის კახიოღლუ- „პატრიარქ ბართლომეს ფონდის“ მმართველი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი წევრია („ფონდზე“ და მის მიზნებზე-ქვემოთ), და კიდევ- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადვოკატი საბერძნეთში სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც გამოდიოდა „მძიმე“ ბრალდებულების დამცველის როლში.

ეს ადამიანი დაიბადა ბერიაში, სწავლობდა სალონიკში, ხოლო 1985 წელს გადავიდა აშშ-ში (სხვათაშორის, მაშინდელი საბერძნეთის პრემიერ-მინიტრის კირიაკოს მიიტაკოსის რეკომენდაციით), სადაც ფინანსური მხარდაჭერა მიიღო ამერიკაში ფანარიონის არქიეპისკოპიისგან. ბუნებრივია, რომ ასეთმა დახმარებამ განაპირობა კახიოღლუს დამოკიდებულება ფანარიონთან. იმიტომ, რომ სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფულებით სწავლობდა ის ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის სკოლაში ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში. ამან საშუალება მისცა მას მუშაობა დაეწყო აშშ-ის სენატში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში  კადრების განყოფილების უფროსის მოადგილედ და  ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორის ჯესი ჰელმსის ოფისში.

2001 წელს კახიოღლუ ხსნის თავის ოფისს საბერძნეთში, ხოლო 2021 წელს ფანარიონის მეთაური ნიშნავს მას „პატრიარქ ბართლომეს ფონდის“ საბჭოს წევრად.

 ამ დანიშვნამ საბერძნეთში გარკვეული გაკვირვება გამოიწვია, რადგანაც „ფონდის“ საბჭოს ახლადგამომცხვარი წევრი  2001-დან 2018 წლებში „ განთქმული „ იყო დამნაშავეების დაცვით, რომლებიც ბრალდებული არიან უმძიმესი მუხლებით. მაგალითად, ის იცავდა გეორგიოს კოსკოტასს (კრეტას ბანკის თავჯდომარეს), რომელიც ბრალდებული იყო ბანკიდან 32 მილიარდი დრაჰმის მითვისებაში. იყო კირიაკოს აპეირანტისის დამცველი, რომელიც ბრალდებული იყო სერიულ მკვლელობებში, გაუპატიურებასა და ცეცხლის წაკიდებაში,  თავისი ცოლის მკვლელი იოსიფ ვაიონისის დამცველი, ასევე თავისი 12 წლის შვილის მკვლელის ხრისტოს ვულგარაკისის დამცველად, გამოდიოდა თეო თეოდორაკისის ადვოკატად, რომელიც ბრალდებული იყო 5 კგ კოკაინის იმპორტირებაში, და ასევე არკეტ რიზაიასი, რომელიც ბრალდებული იყო ადამიანების გატაცებაში.  2001 წლიდან (საბერძნეთში მისი ოფისის გახსნის დრო) კახიოღლუ ძირითადად სპეციალიზდებოდა საქმეებში, რომელიც დაკავშირებული იყო დანაშაულთან სიცოცხლის წინააღმდეგ(მკვლელობები), სხეულის დაზიანებებთან, ნარკოტიკების გაყიდვაში, ფინანსურ დანაშაულებებთან, დანაშაულობებთან, დაკავშირებული სურენიორებთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ქურდობებთან, მოტაცებებთან, გამოძალვასთან, თაღითობასთან და ფულის გათეთრებასთან.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი სამსახური, და არ შეიძლება მის საფუძველზე  დასკვნების გაკეთება, რომ საკის კახიოღლუს აქვს ბინძური რეპუტაცია. თუმცა 2005 წელს მას წაუყენეს ბრალდება სავარაუდო დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მონაწილეობის საქმეზე და მიესაჯა რამდენიმე წელი ციხეში, სადაც გაატარა 4 თვე. 2010 წელს მას მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა საბოლოოდ, ყველა მუხლით გამართლებულ იქნა.

თუმცა, მიუხედავად ამ სკანდალებისა, კახიოღლუ  კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნდობით სარგებლობს და უფრო მეტიც- ყოველთვის უწევს მას გარკვეულ მომსახურებას. მაგალითად, ვატოპედიის მონასტრის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც, გარდა იმისა, რომ არის ათონის ყველაზე მდიდარი მონასტერი, ასევე ის ითვლება ფანარიონის "ბეღელად".

მაშინ, შეგახსენებთ, უძრავი ქონების სახელმწიფო კომპანიის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს კონსტანტინოს გრაციოსს წაუყენეს ბრალდება სახელმწიფოსა და ათონის მთის ვატოპედიის მონასტერს შორის უძრავი ქონების გაცვლის  საქმეზე. სპეციალური გამომძიებლის წინაშე ბოდიშის მოხდის შემდეგ გრაციოსი პირობით გაათავისუფლეს, მაშინ როდესაც ასეთივე საქმეზე სხვა ბრალდებულები ითვლებოდნენ დროებით დაკავებულებად (რამდენიმე ხნით ციხეში იმყოფებოდა ვატოპედიის წინამძღვარიც, იღუმენი ეფრემი).  სიტყვაზე, საქმე დღემდე იმყოფება განსახილველად ათენის სააპელაციო სასამართლოში სისხლის საქმეებზე. და ამ პატარა დეტალის გახსენება ღირს, თუ ჩნდება კითხვა, რატომ არ გამოდის იღუმენი ეფრემი ფანარიონის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, მეუ-ზე მათ შორის.

სხვა სიტყვებით, კახიოღლუ- "სანდო კაცია", რომელსაც შეიძლება მიანდო ყველაზე "ჩახლართული" დავალებები. კერძოდ, მისი გამოყენება შეიძლება როგორც "მომლაპარაკებელი" , რომელსაც შეუძლია გადაიბიროს საბერძნეთისა და კვიპროსიის იერარქები რომთან უნიის მხარეს. სინამდვილეში პატრიარქ ბართლომეს ადამიანი შემთხვევით ვერ მოხვდებოდა პაპისა და არქიეპისკოპოს იერონიმეს შეხვედრაზე. შესაძლოა, თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის გამოცდილებას, მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული "დამაჯერებელი" არგუმენტები ელადის ეკლესიის წინამძღვრისთვის.

სხვათა შორის, ათონის არქიეპისკოპიაში კახიოღლუს გამოჩენა შეიძლებოდა შემთხვევითად  მოჩვენებოდათ არქიეპისკოპოს იერონიმესთვის, მაგრამ არა რომის პაპისთვის. თუ მივმართავთ ბოლო დროინდელ ისტორიას, შეიძლება დავინახოთ, რომ 2018 წელს კახიოღლუ უკვე შეხვდა პონტიფიკოსს.  და ასევე ფანარიონის მონაწილეობით. მაშინ ის ეწვია ვატიკანს კონსტანტინოპოლის იერარქთან, ფიატირის მიტროპოლიტ ნიკიტასთან ერთად.

მომავალი უნიის ტექნოლოგიები: პაპის ერთ შეუმჩნეველ შეხვედრაზე საბერძნეთში фото 2
საკის კახიოგლუ, მიტროპოლიტი ნიკიტა, პაპი ფრანცისკე. ვატიკანი, 2018 წელი. ფოტო: protothema.gr

კახიოღლუს და მიტროპოლიტ ნიკიტას აკავშირებს ძველი ნაცნობობა. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ  ხარისხის მიღებამდე  მიტროპოლიტი ნიკიტა 80-იან წლებში  (ზუსტად მაშინ აშშ-ის სენატში მუშაობდა კახიოღლუ) ასრულებდა კონგრესმენ მაიკლ ბილირაკისის პირადი მდივნის მოვალეობას ვაშინგტონის ოლქში. მოგვიანებით ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა შეეცვალა პერსპექტიული პოლიტიკური კარიერა ეკლესიაში მსახურებაზე, უფრო სწორად- ფანარიონის. საბედნიეროდ, მისი უფროსი, მაიკლ ბილირაკისი წინააღმდეგი არ იყო, რადგანაც რწმენითა და სიმართლით ემსახურებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როგორც "მოციქულ ანდრიას ორდენის" არხონტი.

აქ საჭიროა შესწორება და შეხსენება, რომ ფანარიონსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო მჭიდროა. მაგალითად, ზუსტად სახელმწიფო დეპარტამენტი უჭერდა მხარს სავსებით ღიად ფანარიონს მეუ-ს შექმნის დროს, და დღეს დგას ამ სტრუქტურის აღიარების „გასაყვანად“ ადგილობრივ ეკლესიებს შორის.

ბუნებრივია, რომ დუმენკოს სტრუქტურის შემოქმედნი-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ფანარიონი- თამაშობენ ურთიერთხელსაყრელ პირობებზე. გახსოვთ ანდაზა „ხელი ხელს ბანს“? ასეა აქაც- სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმარება ფანარიონელებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, და ისინი, თავის მხრივ, იგივეთი პასუხობენ. მაგალითი? რა თქმა უნდა.

ფილარეტ დენისენკოს ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მომხრე (ის, რომელსაც დუმენკომ და პოროშენკომ მეუ-ში თანამდებობის იმედი მისცეს ტომოსის სანაცვლოდ, შემდეგ კი მოატყუეს) დიმიტრი სტეპოვიკი ყვებოდა, რომ ის 1999 -დან 2013 წლამდე 13-ჯერ გაემგზავრა უბკე-ს მეთაურთან ერთად აშშ-ში.

მისი სიტყვებით, კონსტანტინოს ბილირაკისი ( მაიკ პომპეოს მრჩეველი და მაიკლ ბილირაკისის შვილი- კონგრესმენის, ფანარიონის არხონტისა და მიტროპოლიტ ნიკიტას ყოფილი უფროსი) არაერთხელ შეხვდა „პატრიარქ“ ფილარეტს, რათა განეხილათ მეუ-ს შექმნა. ტომოსის სანაცვლოდ ბილარიკისმა დენისენკოსგან მოითხოვა უარი ეთქვა უბკე-ს სამრევლოებზე, რომლების იმყოფება უკრაინის გარეთ. შედეგად ფილარეტმა სავარაუდოდ დადებითად უპასუხა, რადგანაც მეუ-მ ფანარიონისგან ლეგალიზაცია მიიღო, ხოლო ტომოსში გაწერილი იყო, რომ ამ სტრუქტურას თავისი მოღვაწეობა შეეძლო მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

სხვა სიტყვებით, ბილირაკისი, როგორც ფანარიონის წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტში, ლობირებს მეუ-ს შექმნის აუცილებლობას, ითხოვს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან გარკვეულ შეღავათებს. სახელმწიფო დეპარტამენტი მას ამაში ეხმარება, რადგანაც მეუ-ს მეშვეობით:

  • არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას;
  • ქმნის სტრუქტურას, რომელიც  უკიდურესად მტრულადაა განწყობილი რუსეთისა და რუსული ეკლესიის მიმართ;
  • იძენს ზეგავლენის დამატებით ბერკეტს უკრაინის ხელისუფლებაზე.

მაგრამ მთავარი იმაშია, რომ მეუ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პლატფორმა უნიისთვის მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის (რისთვის სჭირდება ეს სახელმწიფო დეპარტამენტს- შემდეგ სტატიაში). და ამ თვალსაზრისით ვატიკანი რაც შეიძლება მეტადაა დაინტერესებული, რათა მეუ საერთოდ  გამოჩნდეს. ანუ თავიდან მართლმადიდებლები და კათოლიკები გაერთიანდებიან მეუ-ს ქვეშ, და შემდეგ ეს სქემა გამოიყენებული იქნება  სხვა დანარჩენი ეკლესიებისთვისაც.

აი რას ამბობს უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენისტური სტუდიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ივან დაცკო: " ვისურვებდი რომ 2025 წლამდე აღდგეს სრული ერთობლივი ზიარება კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა". მან განმარტა, რომ პაპი ფრანცისკესა და კოსნტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს დროს "ჩვენ ისე დავუახლოვდით, რომ თუ არა ახლა- მაშინ, არ მინდა ვთქვა, არასდროს". ის დარწმუნებულია, რომ აუცილებელია " რომ უკრაინის მომავალი პატრიარქი არჩეულ იქნას მართლმადიდებლების მიერ, და ასევე კათოლიკების მიერ... მაგრამ ჩვენ   ერთობლივი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რათა მივიღოთ სიყვარულის ევქარისტია ერთობლივად".

ამრიგად, 2018 წელს მიტროპოლიტი ნიკიტა (ფანარიონის არხონტისა და კონგრესმენ მაიკლ ბილირაკისის ყოფილი მდივანი) და საკის კახიოღლუ სტუმრობენ რომის პაპს. იმავე წელს, სახდეპის მეთაურის მაიკ პომპეოსა და მისი მრჩეველის გასა ბილირაკისის უშუალო მონაწილეობით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს გადასცემს მეუ-ს, ხოლო ფანარიონ-ვატიკანური დიალოგი გადის პირდაპირ ფინიშზე. შემდგომ, რომის პაპის ვიზიტის დროს კვიპროსსა და საბერძნეთში, ისმის ფრანცისკეს მოწოდებები მერთლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის სრულ ერთიანობაზე,  ხოლო საკის კახიოღლუ  იღებს მოწვევას კიდევ ერთხელ ესტუმროს ვატიკანს.  უკვე თავისთვის ახალ სტატუსში, როგორც  "პატრიარქ ბართლომეს ფონდის" აღმასრულებელი. რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში ეს ორგანო?

"პატრიარქ ბართლომეს ფონდი"

"პატრიარქ ბართლომეს ფონდის" მიზანი, ამერიკის მიტროპოლიტის ელპიდოფორის სიტყვებით,- "შეიქმნას მემკვიდრეობა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს მსოფლიო საპატრიარქოს ფინანსური მომავალი".

 ფანარიონის მეთაურმა, ფონდის შექმნასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა, რომ " (ფონდის შექმნ,-რედ.) -ეს არის ძალიან ღირსეული ინიციატივა, რომელიც არის ჩვენი მორწმუნეების პატივისცემისა და სიყვარულის პრაქტიკული დამტკიცება აქ აშშ-ში დედა-ეკლესიის მიმართ, რომელსაც ათას ორ სირთულესთან და ათას ორ პრობლემასთან უწევს გამკლავება. მათგან მრავალი ბევრისთვის ნაცნობია. მრავალი უცნობი. ჩვენს მათზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ მათზე ვწუხვართ, ისინი  დედა-ეკლესიის გამოუთქმელი კვნესაა".

სიტყვაზე, "მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ფონდის"  წევრ-დამფუძნებლების სამხარზე მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (რომელმაც ინიცირება გაუკეთა მეუ-ს შექმნას, გახსოვთ?).

მომავალი უნიის ტექნოლოგიები: პაპის ერთ შეუმჩნეველ შეხვედრაზე საბერძნეთში фото 3
მაიკლ პომპეო ,,ფონდის'' შექმნის აღმნიშვნელ ვახშამზე. ნიუ-იორკი, 2021 წლის 29 ოქტომბერი. ფოტო: protothema.gr

"ფონდის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას, რაზეც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ფანარიონის მეთაურმა აღნიშნა, რომ "კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მისია, უდაოდ, სულიერია. ეს არის ეკუმენური მსახურება მორწუნეების, კულტურისა და მთელი კაცობრიობისათვის. მაგრამ რამდენად სულიერი არ უნდა იყოს ეს სამსახური, მისი შესრულებისთვის აუცილებელია მატერიალური საშუალებები".

მატერიალური საშუალებები, შევნიშნავთ, საჭიროა არა ევანგელიის ქადაგებისთვის, არა ქრისტეს მოწმობაზე, არამედ მორწმუნეთა (რომელი რელიგიების?), კულტურისა და მთელი კაცობრიობის  "ეკუმენური მსახურებისთვის". რა უნდა გავიგოთ ამ ფრაზებით -ძნელი მისახვედრი არ არის, რადგან პატრიარქი ბართლომეც, და მისი თანამოაზრეები ყოველგვარი მერყეობის გარეშე საუბრობენ რომთან გაერთიანებაზე  და სხვა რელიგიებთან დიალოგის  აუცილებლობაზე. ასე რომ, ამ მიზნების რეალიზაციისთვის ამ მომენტისთვის ფონდში შეგროვდა თითქმის 20 მილიონი დოლარი.

და რა გასაკვირია, რომ კახიოღლუ ხდება "პატრიარქ ბართლომეს ფონდის" მმართველობის ერთ-ერთი მთავარი წევრი, აქვს  ფინანსური  შემოსავლების განაწილების გარკვეული უფლებამოსილებები და სწორედ მას უნიშნავს ვატიკანში შეხვედრას რომის პაპი?

მომავალი უნიის ტექნოლოგიები: პაპის ერთ შეუმჩნეველ შეხვედრაზე საბერძნეთში фото 4
პატრიარქი ბართლომე და საკის კახიოგლუ. ნიუ-იორკი, 2021 წლის ოქტომბერი. ფოტო: protothema.gr

არა,  როგორც "ფონდის"ამოცანებისა და მიზნების გათვალისწინებით, ასევე ფანარიონის, და ასევე კახიოღლუს რეპუტაციისა და კავშირების- არაფერი გასაკვირი ამაში არ არის.

შედეგები

რომის პაპი ჩადის საბერძნეთსა და კვიპროსში იმისათვის, რომ შეხვდეს ორი სახელმწიფოს მეთაურს და ელადისა და კვიპროსის ეკლესიების წინამძღვრებს.

ქვეყნების პრეზიდენტებთან პონტიფიკოსი განიხილავს მიგრანტების საკითს, კერძოდ,აკეთებს ყველაფერს, რათა საბერძნეთი და კვიპროსი გადაიქცნენ ერთგვარ გადამსვლელ ბაზად მუსულმანებისთვის, რომელთაც სურთ ევროპაში მოხვედრა. მიტროპოლიტი სერაფიმე პირენელი თვლის, რომ მიგრაციის საკითხისადმი პაპის ასეთი გულმოდგინება მოწმობს მის სურვილზე არა მარტო შეცვალოს ევროპის კულტურული რუქა, არამედ დაეხმაროს საბოლოოდ განადგურდეს ქრისტიანობა.

პაპი ხვდება არქიეპისკოპოს იერონიმეს და არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსს, რომლებსაც, როგორც ჩანს, სთავაზობს მიიღონ უნია რკე-სთან.

ათონის არქიეპისკოპიაში ვიზიტის დროს ის ხვდება ფანარიონის წევრს საკის კახიოღლუს და იწვევს მას ვატიკანში. ეს ადამიანი - "პატრიარქ ბართლომეს ფონდის " წარმომადგენელი, რომელიც აგროვებს სახსრებს "ეკუმენური" მიზნების განსახორციელებლად. მას ზურგს უმაგრებს დიდი კავშირები და გარკვეული იურიდიული გამოცდილება, იცნობს პაპს და შეხვდა მას ვატიკანში ადრეც- ზუსტად მეუ-ს შექმნის წინ.

რასაკვირველია, რომ ზუსტად მას იყენებენ ფანარიონელები იმისთვის, რომ უნიის საკითხებში  უფრო დამყოლი გახადონ ბერძენი იერარქები. ასევე ის შეიძლება გახდეს "წონიანი" არგუმენტი მართლმადიდებლურ სამყაროში ათონელი ავტორიტეტების   მხრიდან ფანარიონის ქმედებებზე შესაძლო კრიტიკის საქმეში .

ყველა ამ თამაშის მიზანი, რომლებიც მიმდინარეობს უკვე ათწლეულებია (გაიხსენეთ ბილირაკისების ოჯახი), ერთია მიაღწიონ ფანარიონისა და რკე-ს ერთიანი სტრუქტურის შექმნას. ამ თვალსაზრისით მეუ არის მხოლოდ ერთი დიდი ჯაჭვის რგოლი, რასაც მივყავართ ახალ სინკრეტულ რელიგიამდე, რომელიც გააერთიანებს კაცობრიობას.

და ამ რელიგიას, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე საერთო ჰქონდეს ქრისტესთან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ