შობა 25 დეკემბერს: რატომ საუბრობენ მეუ-ში ახალ სტილზე გადასვლაზე?

მეუ-ში გამოაცხადეს კალენდრის ახალი სტილის კურსი. ფოტო: СПЖ

მეუ- ს მეთაურმა და სპიკერმა სინქრონულად დაიწყეს საუბარი კალენდრის ახალ სტილზე გადასვლაზე. ამჟამად, განხეთქილებაში მყოფები შობას „მთელს მსოფლიოსთან“ ერთად იზეიმებენ?

შაბათს, 2021 წლის 18 დეკემებერს სერგეი დუმენკო გამოვიდა რადიო თავისუფლების პროგრამაში „შაბათის ინტერვიუ“ და განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა შეიძლება გადავიდეს შობას 25 დეკემბერს ზეიმობაზე. მან სავარაუდო ვადებიც დაასახელა: „პროგნოზს გავაკეთებთ 10 წელზე. შემდეგ კი ვნახოთ. ეს ძნელია ასე განჭვრიტო“. ამასთან, მეუ-ს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის პირადად მხარს უჭერს შობის ახალი იულიუსის კალენდრით აღნიშვნის იდეას.

ცნობისთვის. ახალი იულიუსის კალენდარი მოფიქრებულ იქნა სერბი ასტრონომისა და მათემატიკის პროფესორის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ 1923 წელს. ამ წელს კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი ეკლესიების კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კალენდარული რეფორმის ( ახალ სტილზე გადასვლის) შესახებ. „კათოლიკური“ გრიგორიანული კალენდრის გამოყენებაში ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, შემოთავაზებულ იქნა ახალი იულიუსის კალენდარი. რთული ასტრონომიული გათვლების გზით მ. მილანკოვიჩმა მოახდინა ძველი იულიუსის კალენდრის რეფორმირება ისე, რომ ის დაემთხვა გრიგორიანულს. ამიტომ, როცა ისმის განცხადებები ახალი იულიუსის კალენდრის შესახებ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ საქმე ფაქტიურად ეხება გრიგორიანულ ათვლას. ეს დამთხვევა 2800 წლამდე გაგრძელდება, როცა კალენდრები ისევ აცდება ერთმანეთს. ამასთან, ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც ცხოვრობენ ახალი იულიუსის კალენდრის მიხედვით (ამჟამად მათი რაოდენობა 15-დან არის 10), აღდგომას მაინც იზეიმებენ იულიუსის კალენდრის მიხედვით.

ს. დუმენკომ გამოხატა მზადყოფნა გადასულიყო ახალ სტილზე და შობა ეზეიმა მთელს „განათლებულ“ ევროპასთან ერთად. რა უშლის ხელს მას გააკეთოს ეს პირდაპირ ახლა? აღმოჩნდა, რომ ხელს უშლიან... მორწმუნეები.

ს. დუმენკომ გამოხატა მზადყოფნა გადასულიყო ახალ სტილზე და შობა ეზეიმა მთელს „განათლებულ“ ევროპასთან ერთად.

„ეს ყველაზე მეტად უკავშირდება ტრადიციებს შიგნით. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და გავაანალიზეთ, - თქვა ს. დუმენკომ და დაამატა, რომ შობის ზეიმს 7 იანვარს შეცდომად თვლის. - მართალია, ჩვენ 25 ვზეიმობთ, უბრალოდ სხვადასხვა კალენდრის მიხედვით. დიახ, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. თუმცა, ტრადიცია არის ტრადიცია - დამკვიდრდა იმდენად, რომ თუ ჩვენ გადავალთ, შემთხვევების უმრავლესობაში, დარწმუნებული ვარ, ტაძრები 25-ში იქნება ცარიელი, ხოლო 7 - სავსე“. ანუ მეუ-ს ხელმძღვანელობა აზროვნებს პროგრესულად, მაგრამ არაშორსმჭვრეტელი მორწმუნეები არ იძლევიან სწორი იდეების რეალიზებისა და „ამ შეცდომის“ გამოსწორების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა მათი ხელახლა აღზრდა სადღაც 10 წლის განმავლობაში.

2018 წლის დეკემბერში, არჩევიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, ს. დუმენკომ უკვე განაცხადა ახალ სტილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ და  თქვა, რომ ამისთვის საჭიროა ადამიანების ხელახლა აღზრდა: „თუ 7 იანვარს 25 დეკემბრით შევცვლით, უკრაინელი ხალხი ამას არ მიიღებს. საჭიროა განმარტება, დამტკიცება“.

2020 წლის 4 იანვარს ს. დუმენკომ განაცხადა ახალ სტილზე გადასვლის სურვილის თაობაზე და იმაზე წუხდა, რომ მორწმუნეები ამისთვის არ არიან მზად. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „მთლიანობაში წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჩვენი მორწმუნეების აზრს ვეყრდნობი. ჩვენ ვიცით მკაფიოდ სოციოლოგია, რომელიც გვიჩვენებს, რომ უკრაინელების 60%-ზე მეტი წინააღმდეგია 25 დეკემბერს ზეიმობის“.

დიდი ვნებათაღელვა: ახალი სტილის შობის დაგმობიდან მის პროპაგანდამდე

ორი წლის წინ ვოლინის მეუ-ს „მღვდელმთავარმა“ მიხეილ ზინკევიჩმა თავის საკათედრო ტაძარში ორი საშობაო მსახურება ჩაატარა: 25 დეკემბერს და 7 იანვარს. მისი სიტყვებით, ის დათმობაზე წავიდა  მისი მრევლის „საჯარო მოთხოვნებზე“. გარდა ამისა, მან ეს განმარტა „დეკომუნიზაციის“ პროცესითა და „ევროპული ტრადიციებისკენ მოძრაობით“. თუმცა, მსგავსმა საქციელმა მაშინ გაგება ვერ ჰპოვა მეუ-ს ხელმძღვანელობაში. მეუ-ს სპიკერმა ივანე (ევსტრატი) ზორიამ თავის ფეისბუქ-გვერდზე მკვეთრად გააკრიტიკა მეუ-ს მეთაურის პოსტზე ყოფილი კანდიდატი მიხეილ ზინკევიჩი. „ნაჩქარევი კალენდარული რეფორმა - და დაუფიქრებელი მცდელობებიც ახლა მოხდეს მისი რეკლამირება დღესასწაულის გაორმაგების წინადადებით - პოტენციურად დააკონსერვებს ათასობით თემს მოსკოვის საპატრიარქოში მილიონობით მორწმუნესთან ერთად და არეულობას გამოიწვევს უკრაინულ მართლმადიდებლობაში ათწლეულით წინ“, - დაწერა ზორიამ. უფრო მეტიც, ზინკევიჩი მეუ-ში მაშინ ოფიციალურად გაკიცეს.
„წმინდა სინოდმა დაგმო მღვდელმთავარ მიხეილის, ლუცკისა და ვოლინის მიტროპოლიტის თვითნებური, ერთპიროვნული გადაწყვეტილება საეკლესიო კალენდარში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს კანონიკური წესრიგის, კერძოდ კი, 34-ე სამოციქულო წესის დარღვევას, როცა უკრაინაში მართლმადიდებლების ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა... დაადგინეს, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში კალენდრული რეფორმის დაუფიქრებელმა და ნაჩქარევმა დანერგვამ შეიძლება გამოიწვიოს არსებული დაყოფის განმტკიცება და ახალის წარმოქმნა“, - ასე წერია მეუ-ს 2020 წლის 4 თებერვლის სინოდის გადაწყვეტილებაში.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ წელს დამოკიდებულება შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის საკითხთან სხვაგვარია. მეუ-ს სპიკერი ეძებს არგუმენტებს, რომელიც მეუ-ს მომხრეებს დაეხმარება ახალ სტილზე გადასვლაში.

„ყურადღება, არგუმენტების კვლევა! გთხოვთ კომენტარებში მოკლედ დაწეროთ „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ არგუმენტები:

  • ახალ კალენდარზე გადასვლა/
  • შობის გადატანა 25 დეკემბერს“.
ი. ზორია ფეისბუქ გვერდის სქრინშუთი.

არსებითად, ი. ზორიამ ხელი მოაწერა იმას, რომ მეუ-ში არგუმენტები არ აქვთ უკრაინელების ახალ სტილზე გადასვლის დარწმუნებასთან დაკავშირებით და „დარბაზის დახმარება“ ითხოვა. „დარბაზმა“ ირეაგირა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და არანაირი კრეატიული არგუმენტები ივან ზორიას არ მიაწოდა. საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი კომენტატორი, რომელიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ ძველი სტილი ასოცირებულია რმე-თან და უმე-თან, ამისგან პირდაპირ საპირისპირო დასკვნებს აკეთებდა. ვიღაც ამბობდა, რომ არ შეიძლება გადასვლა, რადგან ადამიანები ამის გამო აირჩევენ უმე-ს.

ექს სახალხო დეპუტატის ა. ბრიგინცის კომენტარი.

ვიღაც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა.

მეუ-ს კაპელანის კომენტარი.

 

ძირითადად, კომენტატორები ამბობდნენ, რომ საჭიროა ცხოვრება, როგორც ევროპაში და არაფრის გამოგონება არ ღირს. ყველაზე ვითარებითი იყო ტერნოპოლისა და კრემენეცის მეუ-ს „არქიეპისკოპოს“ ნესტორ პისიკის პასუხი, რომელმაც დაწერა სამი არგუმენტი „სასარგებლოდ“ და მთელი ექვსი „წინააღმდეგ“, ამასთან, საკმაოდ არსებითი.

ივანე ზორიას ფეისბუქ-გვერდის აუდიტორიის პასუხებში ყველაზე მთავარი  არის არა ის, რაც დაწერეს, არამედ რაც არ დაწერეს. კომენტარებში ვერ მოხერხდა არც ერთი არსებითი რელიგიური არგუმენტის აღმოჩენა, არადა კალენდრის საკითხი, პირველ რიგში, არის საეკლესიო საკითხი, ის განხილული იყო და წყდებოდა მსოფლიო კრებებზე. თუმცა, მეუ-ს მომხრეებისთვის ეს არაა მნიშვნელოვანი. მათთვის მთავარია რფ-გან შორს და ევროპასთან ახლოს ყოფნა. საკუთრივ, ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა ზორიამ, აქვეყნდება რა პოსტს. მას ალბათ არ სურდა განსხვავებული აზრების მოსმენა. მისი მიზანი იყო ოვერტონის ფანჯრის გაღება, ახალ სტილზე გადასვლის პრაქტიკული ლეგალიზაციის დაწყება. ამის შესახებ პირდაპირ დაწერა მეუ-ს ხერსონის „იერარქმა“ ნიკოდიმ კულიგინმა: „დღეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ საკითხი უკვე არა იმაშია, მოხდება თუ არა ჩვენთან გადასვლა ახალი იულიუსის კალენდარზე, არამედ იმაში, თუ რამდენად სწრაფად და კერძოდ, როგორ მოხდება ეს“.

დღეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ საკითხი უკვე არა იმაშია, მოხდება თუ არა ჩვენთან გადასვლა ახალი იულიუსის კალენდარზე, არამედ იმაში, თუ რამდენად სწრაფად და კერძოდ, როგორ მოხდება ეს.

                                                                  მეუ-ს „იერარქი“ ნიკოდიმ კულიგინი

მთლიანობაში მეუ-ს პოზიციის მკვეთრი ცვლილება ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ იყოს გასაკვირი. ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში შობის ახალი იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშვნასთან დაკავშირებით, ამ სტრუქტურის სინოდმა ოფიციალურად დაგმო მიხეილ ზინკევიჩი, ახლა კი ჩვენ ვხედავთ ახალი სტილის დაუფარავ პროპაგანდას მეუ-ს მეთაურისა და სპიკერისგან. როგორ შეიძლება ეს განიმარტოს, თუ არა „ზემოდან“ ბრძანებით? და ასეთი ბრძანება შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ სტამბულიდან. ამის შესახებ მოგვინებით.

სინქრონული ცურვა: მეუ და უბკე ახალი სტილისკენ ერთად მიდიან?

ზორიასადმი პასუხებს შორის გვხდება ისეთებიც, რომლებზეც დეტალურად ღირს დაყოვნება. მაგალითად, მეუ-სა და უბკე-ს ახალ სტილზე სინქრონულ გადასვლასთან დაკავშირებით. ასეთი უამრავი იყო. მაგალითად, უკრაინის უნიატური კათოლიკური უნივერსიტეტის პედაგოგი იური პოდლესნი წერს: „გადასვლა უნდა იყოს სინქრონული მეუ-სა და უბკე-თვის. იმის გამოცდა, თუ როგორ მუშაობს ის, ღირს აღდგომას“. ამას იმეორებს ჟურნალისტი Tetyanka Shpaykher: “ორი ეკლესიის: მეუ-სა და უბკე-ს ერთდროულ გადასვლაზე. ანუ კარგი იქნებოდა, ეკლესიებმა რომ მოახდინონ თავიანთი მოქმედებების კოორდინირება, შეიმუშაონ გეგმა ანუ იმოქმედონ შეთანხმებულად“. ვიაჩესლავ კოსტენკო მას პასუხობს: „ზუსტად! წავალ უფრო შორს) საერთოდ საჭიროა დადგეს საკითხი მეუ-სა და უბკე-ს გაერთიანების შესახებ“.

როგორც ვხედავთ, საქმე უბრალოდ იმაში როდია, რომ მეუ ახალ სტილზე გადავიდეს, არამედ იმაში, რომ ეს მან მართლმადიდებლური წესის უკრაინელ კათოლიკებთან ერთად გააკეთოს. უბკე-ს მეთაურის სვიატოსვლავ შევჩუკის ბოლო განცხადებები ამას ადასტურებს. ასე, მაგალითად, 2021 წლის ივლისში მან განაცხადა: „ჩვენ გვსურს უკრაინაში გადასვლა ახალ კალენდარზე მართლმადიდებელ ძმებთან ერთად“.

საქმე უბრალოდ იმაში როდია, რომ მეუ ახალ სტილზე გადავიდეს, არამედ იმაში, რომ ეს მან მართლმადიდებლური წესის უკრაინელ კათოლიკებთან ერთად გააკეთოს.

თავად უბკე-ში, უფრო ზუსტად კი, მის საზღვარგარეთ მყოფ მრევლში, გადასვლა ახალ სტილზე ძალას იკრებს. 2021 წლის 1 სექტემბრიდან უბკე-ში ყველა მრევლი იტალიაში გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე. უბკე-ს საეგზარქოსოს მეთაურმა იტალიაში დიონისე ლიახოვიჩმა ეს ახსნა „სამოციქულო ეგზარქატის სულიერ განვითარებაზე ზრუნვით იტალიური გარემოს, ჩვენი ეკლესიის დროისა და მისიის პირობებში“. სხვა ქვეყნებში უკრაინელი მიგრანტები-უნიატები მარტივად გადადიან ახალ სტილზე, რათა არ განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან. ს. შევჩუკმა განაცხადა, რომ იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში ბერძენ-კათოლიკები ამას აბსოლუტურად ნორმალურად თვლიან, რამდენადაც შეადგენენ რელიგიურ უმცირესობას და იძულებულნი არიან მიიღონ ადგილობრივი ტრადიციები.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები მეუ-დან და უბკე-დან ახალ სტილზე შესაძლო გადასვლის თაობაზე საკმაოდ იშვიათად ჟღერს, დღეს აქტიურობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მეუ-ც და უბკე-ც ახდენენ თავიანთი ძალისხმევის სინქრონიზაციას თავიანთი მრევლის „სწორი მიმართულებით“ ხელახლა აღზრდასთან დაკავშირებით და რომ ახალ კალენდარზე ერთდროული გადასვლის იდეა წარმოადგენს ამ კონფესიების გაერთიანების პერსპექტიული გეგმის ერთ-ერთ პუნქტს. იმის შესახებ, რომ ასეთი გეგმა არსებობს, სვიატოსლავ შევჩუკმა პირდაპირ განაცხადა 2021 წლის 21 დეკემბერს პროგრამის „მოქმედი პირები“ ეთერში მე - „5 არხზე“. „ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ მივაღწიოთ ოდესღაც ერთიანი, ახლა კი დაყოფილი კიევის ეკლესიის გაერთიანებას“, -განაცხადა უბკე-ს მეთაურმა.

იმან, რასაც უბკე-სა და მეუ-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კონფესიების გაერთიანება და ახალ სტილზე გადასვლა არის შორეული მომავლის საქმე, არავინ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში. ჯერ ერთი, ეს შეიძლება იყოს სრულიად დიპლომატიური სვლა იმათ დასამშვიდებლად, ვინც ძალიან არ მიესალმება მსგავს ინიციატივებს, მეორეც, თავად გაერთიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმით. თუ სრული ორგანიზაციული გაერთიანება უახლოეს მომავალში საკმაოდ რთულად წარმოსადგენია, „ევქარისტული“ ან სხვაგვარი გაერთიანება შეიძლება მოხდეს, მითუმეტეს, რომ ესაა გაერთიანება არა მხოლოდ რაიმეს ირგვლივ, არამედ რაიმეს წინააღმდეგაც, კერძოდ - უკრაინის მიწაზე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.  უნიატები, როგორც არ უნდა იყოს, ესენი არიან კათოლიკები, სწორედ კათოლიკური და არა მართლმადიდებლური საღვთო სწავლების მომხრეები და მნიშვნელობა არა აქვს, რა წესებს ექვემდებარებიან ისინი. მეუ-ს წარმომადგენლებმა უკვე ნათლად გვაგრძნობინეს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემდეგ კი - სხვა დანარჩენი. ერთადერთი რელიგიური კონფესია, რომელიც უკომპრომისოდ იცავს მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდეს არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და შესაბამისად, ის წარმოადგენს დაბრკოლებას უკრაინის გაკათოლიკებისა და ეკუმენიზირების გზაზე.

ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ მივაღწიოთ ოდესღაც ერთიანი, ახლა კი დაყოფილი კიევის ეკლესიის გაერთიანებას.

                                                 სვიატოსლავ შევჩუკი

ამიტომაც, მთელი ამჟამინდელი კამპანია შობის კათოლიკებთან ერთად აღნიშვნის თაობაზე მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ. ამის შესახებ გვესმოდა პირდაპირ ან ირიბად, როგორც მეუ-ს მომხრეების, ასევე უნიატების მხრიდანაც. ამ კამპანიის ყველაზე მკაფიო გამოვლინებად იქცა უკრაინის გალიცკის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რგოლი, რომელიც მოგვითხრობს, რომ შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს არის „ვაქცინა რუსული სამყაროს წინააღმდეგ“.

Youtube-არხის „ბოგდან პანკევიჩ ბლოგი“ ვიდეოს სკრინშოტი.

რგოლის ავტორები ახდენენ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც შობას ზეიმობენ 7 იანვარს, როგორც „ნაბახუსევებისა და უმეცარების“ და მოუწოდებენ უარი თქვან შობის 7 იანვარს აღნიშვნაზე „მოსკოვის მართლმადიდებლური კალენდრის“ მიხედვით, რათა გადავიდნენ 25 დეკემბერს „მსოფლიოსთან ერთად“ ზეიმზე. ერთი თვის წინ რგოლში გადაღებულმა ბოგდან პანკევიჩმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „ორი წლის უკან უკრაინის გალიცკის პარტიამ დაიწყო აქცია „შობა მსოფლიოსთან ერთად“. ათეულობით ათასი ხელმოწერა პატრიარქ სვიატოლსავისა და მიტროპოლიტ ეპიფანესადმი მიმართვებით პირადად შევიტანეთ მათ კანცელარიაში... დროა ვიზეიმოთ დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან და არა რუსეთთან და მის რელიგიურ სატელიტებთან ერთად“.

დასკვნები

ჯერ ერთი, ჩვენ ვხედავთ მეუ-ს იერარქიის პოზიციის მკვეთრ ცვლილებას ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით. ორ წელზე ნაკლებია შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის ოფიციალური დაგმობიდან მის დაუფარავ პროპაგანდამდე. ეს მოულოდნელობა ‘ზემოდან“ ბრძანებას გვაფიქრებინებს.

მეორე, აუცილებელია მეუ-სა და უბკე-ს სინქრონულობის აღნიშვნა, როგორც ახალ

სტილზე, ასევე მომავალი გაერთიანების საკითხან დაკავშირებით.

მესამე, გაერთიანებაც და გადასვლაც მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ, რომელიც არ

მონაწილეობს განხეთქილებაში მყოფების პროექტებში და მკაცრად იცავს იულიუსის      კალენდარს, რამდენადაც ესაა  არა პოლიტიკური და მითუმეტეს „რუსული“ ან „არარუსული“ სამყაროს, არამედ რელიგიური საკითხი.

მეოთხე, უმე -მ არა მხოლოდ უნდა გამოავლინოს სიმტკიცე ამ საკითხში, არამედ ყველა დასაშვები ხერხით აცნობოს უკრაინის საზოგადოებას, რომ გადასვლა ახალ სტილზე არაა „ვაქცინა რუსული სამყაროსგან“ და არც „ნამდვილ“ ევროპასთან გაერთიანების ხერხი. უკრაინის საზოგადოებას უფლება აქვს თავად აირჩიოს მისი გზა, მაგრამ ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს გაცნობიერებულად და არა მეუ-სა და უბკე-ს მეთაურების მიერ დახატული ლამაზი და თავბრუდამხვევი სურათების შთაბეჭდილების ქვეშ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus