ფილარეტის „ქიროტონია“ და ბერძნები, რომლებმაც ცნეს მეუ: ბუმერანგი ბრუნდება

ფანარიონმა, ფილარეტის აღიარებით , ეკლესიაში ქაოსი შეიტანა. ფოტო: СПЖ

ფილარეტმა უმე(კ)-ს ,,იერარქების'' „ხელდასმა“ შეასრულა,მათ შორის,მსახურება აკრძალული კლირიკოსის. ფანარიონზე და საბერძნეთში მას მღდველმთავრად ცნობენ?

2021 წლის 13 დეკემბერს უმე (კ)-მ ჩაატარა „მღვდელმთავართა კრება“, სადაც „ხელდასმა“ შეასრულა ორი „ეპისკოპოსის“ და ასევე თავის იურისდიქციაში მიიღო ბერძენი განხეთქილებაში მყოფი მიტროპოლიტი. ფილარეტის სტრუქტურის განმტკიცება მეუ-ს „გამაერთიანებელი კრების“ იუბილეს წინ ფანარიონზე, დუმენკოსა და მის მაღიარებელ ეკლესიებზე დაცინვას ჰგავდა. ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ მათთვის სიტუაცია გაცილებით უფრო უარესი იყო - ფილარეტმა მეგობრებთან ერთად „ეპისკოპოსად“ „აკურთხა“ ელადის ეკლესიის კლირიკოსი (სწორედ ის, ვინც უმე (კ)-მ მიტროპოლიტად გამოაცხადა), რომელსაც მსახურება აკრძალული ჰქონდა.  და ახლა, ფანარიონისა და მისი სატელიტების ლოგიკის თანახმად, ისინი ვალდებულნი არიან აღიარონ ეს „ქიროტონია“ კანონიკურად. მათი პოზიციის თანახმად, ფილარეტი კანონიერი მღვდელმთავარია. რა უნდა ქნან ამასთან დაკავშირებით, ეს არც ფანარიონზე იციან, არც მეუ-ში, არც საბერძნეთში, ამასობაში კი გადაწყვეტილება ზედაპირზე დევს.

https://www.cerkva.info/wp-content/uploads/2021/12/DSC_2776.jpg
უმე (კ)-ს „მღვდელმთავართა“კრება 13.12.2021. ფოტო: пресс-служба «Киевской Патриархии»

ბუმერანგი ფილარეტ დენისენკოსთვის

1992 წელს ფილარეტ დენისენკო, ჯერ კიდევ კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერი მიტროპოლიტი, მოსკოვში მღვდელმთავართა კრებაზე ჯვრისა და სახარების წინ ფიცს დებდა, რომ კიევში დაბრუნებული, ის უმე-ს წინამძღოლის პოსტიდან გადადგებოდა და მოიწვევდა მღვედლმთავართა საეკლესიო კრებას, რომელიც აირჩევდა ახალ წინამძღოლს. მან დადებული ფიცი  დაარღვია, ამასთან, არც უარყო თავად მისი დადების ფაქტი. მან განაცხადა, რომ მას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ის დიპლომატიური მიზნით იყო წარმოთქმული.

იმავე 1992 წელს ფილარეტ დენისენკო განხეთქილებაში წავიდა, ის აღარ იყო ქრისტეს ეკლესიის წევრი, მისი საქმიანობა უკვე არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ადამიანები უფალთან მიეყვანა. თუმცა, უკრაინის საერო ხელისუფლების მეშვეობით მან საკმაოდ წარმატებული პროექტი - კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (უმე (კ)) შექმნა. ამასთან, შექმნა პრაქტიკულად ნულიდან, მასთან ერთად ეკლესიიდან ხომ ორი მღვდელმთავარი, ერთი მმართველი და ერთი ვიკარიუსი წავიდა. მას არ გაჰყოლია არც ერთი მონასტერტი, არც ერთი სასწავლო დაწესებულება. ეკლესიიდან ფილარეტთან ერთად წასულ მღვდელთა რაოდენობა მინიმალური იყო, ისევე როგორც, მრევლისაც. 2018 წელს უმე (კ)-ს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (უამე) გაერთიანებისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (უმე) შექმნის მომენტისთვი, ფილარეტ დენისენკოს ორგანიზაცია 30-ზე მეტ „მღვდელმთავარსა“ და 4500 სამწყსოს ითვლიდა. ეს შედეგი ფილარეტს ხდის პოლიტიკოსად და ორგანიზატორად, თუმცა, ქრისტეს ეკლესიისთვის ეს შედეგი მინუს ნიშნითაა. ის ადამიანები, რომლებიც განხეთქილებაში მყოფს გაჰყვნენ, ეკლესიის გადამრჩენელი კიდობანის მიღმა აღმოჩნდნენ.

უმე (კ)-ს ყველა თავისი „მღვდელმთავარი ფილარეტმა აღზარდა, ადამიანებში გამოიყვანა, შესაბამისი მდგომარეობითა და მატერიალური საშუალებებით აღჭურვა. უმეტესწილად, ისინი ყველაფრისთვის მას უნდა უმადლოდნენ. თუმცა, მას არ შეეძლო მათთვის ესწავლებინა მთავარი - ცხოვრება უფლის მცნებებით. ამის სწვალებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა თავად შენ ცხოვრობდე ამ მცნებების მიხედვით, ნებისმიერი სწვალება ხომ წარმოადგენს ეფექტურს მხოლოდ მაშინ, როცა მოწაფე შესაბამის მაგალითს ხედვა თავის მასწავლებელში. ფილარეტ დენისენკო მისი „მღვდელმთავრებისთვის“ იყო ძალიან ნათელი მაგალითი. 15.12.2018 წ. ე.წ. „გამაერთიანებელ კრებაზე“ სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მეუ-ს მეთაურად არჩევამ მას შესანიშნავი შანსი მისცა ეჩვენებინა ის, თუ რა ასწავლა მას მისმა მასწავლებელმა. აჩვენა კიდეც...

„კრებიდან“ რამოდენიმე თვის შემდეგ ფილარეტმა სერგეი დუმენკოს ბრალი დასდო ღალატში და მისი დანაპირების დარღვევაში. მისი სიტყვებით, მეუ-ს მეთაურმა და უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პ. პოროშენკომ „პატრიარქი“ მოატყუეს და ის ახალ ორგანიზაციაში რეალური მართვისგან ჩამოაშორეს. ფილარეტმა კარი ხმაურით გაიხურა, დატოვა მეუ და განაცხადა უმე (კ)-ს პროექტის აღდგენის თაობაზე. ის განაწყენდა სერგეი დუმენკოზე, მაგრამ შეიძლება ეს მზაკვრული ბუმერანგი არ დაუბრუნდეს იმას, ვინც ის ჩაუშვა? წმინდა წერილის სიტყვების: „ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის...“ (გალ.6:7) უარყოფა ჯერ არავის მოუხერხებია.

ბუმერანგი სერგეი დუმენკოსთვის

მეუ-ს პროექტის შექმნის შემდეგ ფილარეტ დენისენკო ფიქრობდა, რომ ფაქტიურად ის ჩაუდგებოდა სათავეში ამ სტრუქტურას, როგორც ადრე მართავდა უმე (კ)-ს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მის ადრინდელ „პატრიარქის“ ტიტულს დაემატებოდა ზედსართავი „საპატიო“. დუმენკო კი მასთან იქნებოდა ერთგვარი საგარეო საქმეთა მინისტრი, დრაბინკოს გამოთქმით - „ინგლისის დედოფალი“. თუმცა, სერგეი დუმენკო აღმოჩნდა მისი მასწავლბელის ღირსეული მოწაფე და მან ფაქტიურად ჩამოაცილა ძალაუფლებას ეს უკანასკნელი, ამით უკვე აამოქმედა რა მისი ბუმერანგი, რომელიც დღეს იწყებს დაბრუნებას. სავარაუდოდ, სერგეი დუმენკო ვარაუდობდა, რომ 90-წლის ბაბუა შეეგუებოდა საპატიო პენსიონერის მდგომარეობას და არ დაიწყებდა წყლის ამღვრევას, მაგრამ ის შეცდა. ფილარეტმა ისევ გაუკეთა „ხელდასმა“ „მღვდელმთავრებს“ და თავისი კონტროლის ქვეშ დაიბრუნა უმე (კ)-ს ბევრი სამწყსო საზღვარგარეთ. თუმცა, „საპატიო პატრიარქის“ მთავარი გამარჯვება არის იდეოლოგიური გამარჯვება. ფილარეტმა განაცხადა, რომ მეუ სულაც არაა ავტოკეფალური და ნაციონალური ეკლესია.  ეს მართლაც ასეა. ტომოსის თანახმად, რომელიც მეუ-ს გადაეცა, ეს ორგანიზაცია საკვანძო ასპექტებში ფანარიონს ემორჩილება: ესაა სასამართლოს უფლება, მირონის მიღება, ფანარიონისთვის მიმართვა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ა.შ..

მეუ-ს მეთაურმა უბრალოდ არ იცის, რა მოუხერხოს მის ყოფილ მოწაფეს. როცა ფილარეტმა განაცხადა მეუ-დან წასვლის შესახებ ანუ ფაქტიურად განხეთქილებაში წავიდა განხეთქილებაში მყოფებთან, მას არ ჩამოართვეს ხარისხი, არ გადასცეს ანათემას და არც კი აუკრძალეს „მღვდელმსახურება“. ის უბრალოდ ჩამოაშორეს მეუ-ს კიევის ეპარქიის მართვას. „იმის კონსტატაცია, რომ საპატიო პატრიარქი ფილარეტი რჩება უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპატის შემადგენლობაში,  თუმცა მან დაკარგა ეპარქიის მართვასთან დაკავშირებული კანონიკური უფლებები და ვალდებულებები“ (2019 წლის 24 ივნისის „წმინდა სინოდის“ სხდომის ჟურნალიდან). გამოდის, მეუ ფილარეტს თვლის კანონიკურ მღვდელმთავრად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მისი „მღვდელმსახრება“ მეუ-ს თვალსაზრისით, არის ნამდვილი.

მეუ ფილარეტს თვლის კანონიკურ მღვდელმთავრად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა მისი „მღვდელმსახრება“ მეუ-ს თვალსაზრისით, არის ნამდვილი.

2021 წლის 13 დეკემბერს უმე (კ)-ს „მღვდელმთავართა“ კრების სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი „მღვდელმთავრის“ „ხელდასმის“ შესახებ საზღვარგარეთის მრევლისთვის, ფაქტიურად კი საქმე ეხებოდა სამს (ამის შესახებ მოგვიანებით).

„აშშ-სა და კანადააში კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ვიკარიუსის მდივანი ბერმონაზონი ლუკა ( ზგობა) არჩეულ იქნეს ფილადეფიის ეპისკოპოსად, კიევის ეპარქიის ვიკარიუსად. ფალეშია და აღმოსავლეთ-მოლდვის არქიეპისკოპოს ფილარეტის თხოვნით არქიმანდრიტი ავივა (პანკუ) არჩეულ იქნეს რიშკანის ეპისკოპოსად, აღმოსვლეთ მოლდავეთის ეპარქიის ვიკარიუსად“ (2021 წლის 13 დეკემბრის უმე (კ)-ს „მღვდელმთავართა“ კრების დადგენილება).

14 დეკემბერს ვლადიმირის ტაძარში ლუკა ზგობა „ეპისკოპოსად აკურთხეს“.

https://www.cerkva.info/wp-content/uploads/2021/12/DSC_2898.jpg
ლუკა ზგობას „ქიროტონია“ ქ. კიევის ვლადიმირის ტაძარში. ფოტო: пресс-служба УПЦ КП

2021 წლის ოქტომბერში, როცა ფილარეტმა წინამორბედი „ქიროტონიის“ გათვალისწინებით ბერად  აღკვეცა ბოგდან ზგობა, სერგეი დუმენკომ მას 30.10.2021 წ. ბრძანებით უპასუხა, რომელშიც თავად ჩაიგდო თავი სასაცილო მდგომარეობაში. მან განაცხადა, რომ „საპატიო პატრიარქი ფილარეტი რჩებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპატის შემადგენლობაში, თუმცა დაკარგა კანონიკური უფლებები და ვალდებულებები, რომელიც უკავშირდებოდა ეპარქიის მართვას“. ანუ ს. დუმენკომ ფაქტიურად „ეპისკოპოსის“ წოდება ფილარეტს მიანიჭა. შემდეგ, ს. დუმენკო წერს: „იძულებული ვარ გაგაფრთხილოთ, რომ თქვენს მიერ და თქვენი მეთაურობით ნებისმიერი მსახურება, როგორც აკრძალვის მდგომარეობაში განხორციელებული, ანტიკანონიკური და პირებზე, რომლებიც სათანადადოდ არ არიან არჩეული ეკლესიის მიერ საეპისკოპოსო მსახურებისთვის - არ არის ნამდვილი ამჟამად და არ შეიძლება ცნობილ იქნეს მომავალშიც“.

თუმცა, ფილარეტი არ იმყოფება მეუ-ს აკრძალვის ქვეშ, როგორც ამაზე წერს ს. დუმენკო თავის ბრძანებაში რამოდენიმე სტრიქონით ზემოთ! და არანაირი „მღვდელთავრების ხელდასმა“ მას არ მოუხდენია მეუ-თვის. ნებისმიერ შემთხვევაში ფილარეტის მიერ ყველა „ხელდასმული მღვდელმთავარი“ მეუ-თვის წარმოადგენს „კანონიკურს“. სერგეი დუმენკოს ამის უარყოფა არ შეუძლია, რამდენადაც ამ ახალი „მღვდელმთავრების“ კანონიკურობა უტოლდება თავად მის კანონიკურობას, რამეთუ ერთიც და მეორეც მომდინარეობს ფილარეტ დენისენკოს კანონიკურობიდან.

კიდევ უფრო შორს უფრო სასაცილო სიტუაციაა. ს. დუმენკო წერს, რომ აშშ-ში მცხოვრები „დეკანოზი ბოგდან ზგორბა, როგორც სტავროპიგიის კლირიკოსი, იმყოფება კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის დაქვემდებარებაში და ამ დრომდე არ მიუღია მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრის კანონიკური ძალაუფლება მის სამყოფელ ადგილას...  ფაქტიურად იმყოფება უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის კანონიკურ კომპეტენციაში“. თუმცა, ის არ შეიძლება იმყოფებოდეს მეუ-ს წინამძღოლის „კანონიკურ კომპეტენციაში“, რამდენადაც ტომოსი მეუ-ს უკრძალავს მრევლის ყოლას საზღვარგარეთ.

ბუმერანგი პატრიარქი ბართლომესთვის

ფანარიონის მეთაურმა ბევრი უკანონო და ანტიკანონიკური რამ ჩაიდინა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შევჩერდებით მის ორ ქმედებაზე:

  • განხეთქილებაში მყოფების მიღება ურთიერთობაში მონანიების გარეშე;
  • იმ პირთა სამღვდელო ხარისხის აღიარება, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია.

2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა მიიღო დადგენილება უკრაინის თაობაზე. მისი ერთ-ერთი პუნქტი გვამცნობს: „მიღებულ და განხილულ იქნეს შუამავლობა ფილარეტ დენისენკოსა და მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების მიმართვის თაობაზე, რომლებიც აღმოჩნდნენ განხეთქილებაში არა დოგმატური მიზეზების გამო... ამდენად, ზემოთ აღნიშნული პირები კანონიკურად იყვნენ აღდგენილნი  თავის იერარქიულ ან სამღვდელმსახურო ხარისხში, ხოლო მათი მორწმუნეები აღდგენილ იქნენ ეკლესიასთან ურთიერთობაში“.

მსგავსი გადაწყვეტილება, ზაპოროჟიის მიტროპოლიტ ლუკას (კოვალენკო) მართებული შენიშვნით, წარმოადგენს გვამის ცნობას იმის თაობაზე, რომ ის ცოცხალია, რამეთუ იმის გაცოცხლება, რომელიც ცოდვით მოკვდა, მხოლოდ მონანიებით შეიძლება, ამას კი ადგილი არ ჰქონია. პატრიარქ ბართლომეს მეორე დანაშაული (ეპისკოპოსის ხარისხის ცნობა იმ პირებზე, რომელთაც ის არ გააჩნიათ) კიდევ უფრო ცხადია, ვიდრე პირველი. განვმეორდებით, რომ კონსტანტინოპოლის სინოდის გადაწყვეტილებაში სიტყვასიტყვით წერია: „ზემოთ აღნიშნული პირები კანონიკურად იქნენ აღდგენილნი თავიანთ იერარქიულ ან სამღვდელმსახურო ხარისხში“. სიტყვა „აღდგენილი“ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პერიოდი მათ არ ჰქონდათ ეს „იერარქიული ან სამღვდელმსახურო ხარისხი“ და უბრუნდებიან იმას, რაც თავდაპირველად გააჩნდათ. თუმცა,  ფილარეტ დენისენკოსა და მაკარი მალეტიჩის „მიმდევრების“ აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტეს ეკლესიასთან მათი განხეთქილების მომენტისთვის საერთოდ ერისკაცები იყვნენ.  რომელ „იერარქიულ ან სამღვდელმსახურო ხარისხში“ მოხდა მათი აღდგენა? და თუ ფილარეტ დენისენკოსთან ასეთი ლოგიკა ჯერ კიდევ შეიძლება გამართლებულად მოგვეჩვენოს, რამდენადაც ის განხეთქილებამდე ნამდვილად იყო კანონიკური მღვდელმთავარი, მაკარი მალეტიჩთან ის საერთოდ არ მუშაობს, რადგანაც ის მხოლოდ მღვდელი გახლდათ. რის საფუძველზე ცნო პატრიარქმა ბართლომემ მასზე მღვდელმთავრის წოდება?

ფილარეტ დენისენკოსა და მაკარი მალეტიჩის „მიმდევრების“ აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტეს ეკლესიასთან მათი განხეთქილების მომენტისთვის საერთოდ ერისკაცები იყვნენ.  რომელ „იერარქიულ ან სამღვდელმსახურო ხარისხში“ მოხდა მათი აღდგენა?

კიდევ უფრო უარესადაა საქმე  მეუ-ს მეთაურთან, სერგეი დუმენკოსთან. ის შეიძლება აღდგენილი ყოფილიყო მხოლოდ  ერისკაცის წოდებაში და სხვა არაფერში, რამეთუ ყველა მომდევნო „წოდება“ მან ეკლესიისგან განკვეთილი ფილარეტისგან მიიღო. რამოდენიმე ათწლეული ფილარეტისა და მისი მიმდევრების ანათემა აღიარებული იყო მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის, მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. ყველა „ქიროტონია“ ცნობილ იქნა ბათილად. და უცებ, უკანა რიცხვით, ყველა კანონის წინააღმდეგ, ის აღიარა ფანარიონმა! კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისეთმა აქტიურმა მომხრემაც კი, როგორიცაა ალბანეთის ეკელსიის წინამძღოლი, არქიეპისკოპოსმა ანასტასიუსმა, პატრიარქ ბართლომეს მისწერა წერილი, რომელშიც განაცხადა ქიროტონიის უკანა რიცხვით ცნობის შეუძლებლობის თაობაზე.

თუმცა, ფანარიონზე ყველა მსგავს არგუმენტზე ხელი ჩაიქნიეს ან უპასუხეს სტილში: ჟირაფი უფრო მაღალია და უკეთ ხედავს ზემოდან. პატრიარქი ბართლომე და სხვა ფანარიოტები და ასევე იმ ეკლესიების წარმომადგენლები (და ყველაც არა), რომლებმაც ცნეს მეუ, მეუ-თან ერთად  აღიარებენ მათ ყველა „მღვდელმსახურებას“. ასევე იწვევენ კიდეც მონაწილეობა მიიღონ სამღვდელმთავრო ქიროტონიებში. ამით ფანარიოტებმა ეკლესიაში ჩაუშვეს შხამი, რომელიც რაც დრო გადის, მით მეტად იშლება ეკლესიის სხეულში და მალე ცხადი გახდება - რომელი მღვდელმთავარია კანონიკური და რომელი -არა, ვისი საიდუმლო მსახურებაა ნამდვილი, ვისი - არა და ა.შ. ქაოსი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ ზოგჯერ ქიროტონიის ხარისხში შემოიტანს ფორმულას  «аще не рукоположен», ნათლობის ანალოგიურად, როცა არსებობს ეჭვი იმაში, რომ ადამიანი ნამდვილად მონათლულია თუ არა.

და აი, ამჟამად ბუმერანგი, რომელიც პატრიარქ ბართლომეს მიერ იყო გაშვებული, თავად მას უბრუნდება. თავის სამღვდელმთავრო წოდებაში „აღდგენილი“ ფილარეტ დენისენკო არა მხოლოდ იღებს თავისი ომოფორის ქვეშ უკრაინის მრევლს, რომელიც საზღვარგარეთაა, რომელთაც არ მოისურვეს სერგეი დუმენკოს განკარგულებით ფანარიოტების დაქვემდებარეში გადასვლა, არამედ ბერძენი ძველი სტილის მომხრეების განხეთქილებაში მყოფთა დაჯგუფებებსაც. ანუ პირებს, რომელთაც თავად ფანარიონი თვლის ეკლესიის მიღმა მყოფებად.

ასე მაგალითად, 13.12.2021 წლის უმე (კ)-ს „მღვდელმთავართა“ კრების გადაწყვეტილება გვამცნობს: „კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში მიღებულ იქნეს ქრიზოსტომოსი  (კალისი), მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც განკეუთვნება მისი, ძველი სტილის ბერძნული ეკლესიის ეპარქიას - მისი თხოვნით“.

ეს ბერძენი ოდესღაც იყო ელადის ეკლესიის წინამძღოლის არქიეპისკოპოს იერონიმეს იპოდიაკონი, მერე გახდა მღვდელი, შემდეგ ის წავიდა განხეთქილებაში, სადაც გახდა „საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის“ დერვენოქორიის ეპარქიის „მიტროპოლიტი“. 2021 წლის 15 დეკემბერს ის „ხელდასმულ“ იქნა (ან „ხელახლა იქნა ხელდასმული“) „ეპისკოპოსად“ ორიგინალური ტიტულით „მარიუპოლისა და დერვენოქორიის ეპისკოპოსი“.

„არქიმანდრიტ“ ქრიზოსტომოსის „ქიროტონია“ კიევის ვლადიმირის ტაძარში. ფოტო: пресс-служба УПЦ КП

მოდით, ისევ მივაქციოთ ყურადღება ქაოსს, რომელიც განხეთქილებაში მყოფებთან ტრიალებს. თუ ბატონი კალისი 13.12.2021 წლის უმე (კ)-ს „მღვდელმთავართა კრების“ დადგენილებაში მიტროპოლიტად იწოდება, რა საჭიროა მისი „ხელდასმა“? ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ფანარიონისა და ემე-ს თვალსაზრისით, ფილარეტ დენისენკო არ იმყოფება არც ანათემის, არც „მღვდელმსახურება“ აკრძალულის სტატუსის ქვეშ, ყველა მისი „ქიროტონია“ მათ მიერ უნდა ჩაითვალოს ნამდვილად.

თუ მაირიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოსი“ ქრიზოსტომოსი კალისი გამოცხადდება, მაგალითად,  ათენში და მოისურვებს არქიეპისკოპოს იერონიმესთან „თანამსახურებას“, რის საფუძველზე ეტყვიან მას უარს ბერძნები?

საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ მაირიუპოლისა და დერვენოქორიის „ეპისკოპოსი“ ქრიზოსტომოსი კალისი გამოცხადდება, მაგალითად,  ათენში და მოისურვებს არქიეპისკოპოს იერონიმესთან „თანამსახურებას“, რის საფუძველზე ეტყვიან მას უარს ბერძნები? ამ ბატონ კალისის მაგალითს შეიძლება მიჰყვნენ სხვა მსურველებიც, რომელთაც სურთ „კანონიკური“ „ქიროტონიის“ მოპოვება პატრიარქ ბართლომეს მიერ „ეკლესიასთან ურთიერთობაში აღდგენილი“ ფილარეტ დენისენკოსგან. ეს მისთვისაც ხელსაყრელია და ზედნადებიც არ იქნება მათთვის.

ადრე თუ გვიან, „მისი საღვთო უწმინდესობის“ პატრიარქ ბართლომეს წინაშე დგება საკითხი, რომ ამას რაღაც უნდა მოუხერხოს. დატოვოს ყველაფერი ისე, როგორცაა, მაშინ სერგეი დუმენკოს მიერ განაწყენებული ფილარეტ იმდენ „კანონიკურ მღვდელმთავრის“ „ხელდასმას განახორციელებს“, რომ მათ გვერდს ვერ აუვლიან, ხოლო თუ ბატონ დენისენკოს აეკრძალება „მღვდელმსახურება“, ჩამოერთმევა „წოდება“ ან გადაცემული იქნება ანათემისთვის - ეს ნიშნავს იმაზე ხელის მოწერას, რომ მისმ „საღვთო უწმინდესობამ“ დაუშვა შეცდომა, ცნო რა ფილარეტი „ეკლესიასთან ურთიერთობაში აღდგენილად“. ხოლო თუ ეს შეცდომაა - გამოდის ყველა დანარჩენი გადაწყვეტილება უკრაინის თაობაზე - ასევე მცდარია.

რა უნდა გაკეთდეს?

არაფერია მონანიებაზე მარტივი და ამავდროულად არაფერია მასზე მძიმე. თუმცა, ეს ერთადერთი გამოსავალია. სახარებაში სხვა გამოსავალი არაა გათვალისწინებული - „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ (მათ. 4:17). მონანიება არ აკნინებს ადამიანს, არამედ პირიქით - ამაღლებს მას. ფილარეტ დენისენკოსთვისაც და სერგეი დუმენკოსთვისაც, პატრიარქ ბართლომესთვის და ყველა დანარჩენისთვის, რომლებიც ასე თუ ისე მონაწილეობდნენ ანტიკანონიკური მეუ-ს პროექტის შექმნაში ან რომლებმაც სხვა სახით შესცოდეს ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ, მონანიების კარი ღიაა. მხოლოდ ასე შეიძლება არსებული განხეთქილებების აღმოფხვრა და ამ გაუგებარი „ხელდასმების“ შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუმერანგი იფრენს და ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მათ, ვინც მათ უშვებს, არამედ იმათაც, ვინც უმეცრებით ან სხვა რამ გზით, მათ გაჰყვა.

და კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა - ჰგავს კი ყოველივე ზემოთ აღწერილი ქრისტეს ეკლესიას? ამის შესახებ საუბრობს უფალი, როცა თავის მოციქულებს საქადაგებლად უშვებს?

„თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ...“ (მათ. 7:16).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus