ფანარიონის კათოლიკური ბავშვები უკრაინაში: უბკე-ს მეთაურის აღიარება

07 დეკემბერი 2021 14:01
88
სვიატოსლავ შევჩუკი კონსტანტინოპოლს თვლის „დედა-ეკლესიად“ უბკე-თვის. ფოტო:  СПЖ სვიატოსლავ შევჩუკი კონსტანტინოპოლს თვლის „დედა-ეკლესიად“ უბკე-თვის. ფოტო: СПЖ

შევჩუკმა განაცხადა, რომ უბკე-მ რწმენა და ღვთისმეტყველება მიიღო 988 წელს კონსტანტინოპოლისგან, ხოლო უნია წარმოიქმნა პროტესტანებისგან უკრაინის ოკუპაციის გამო. გავაანალიზოთ.

 

2021 წლის 21 ნოემბერს ბრაზილიის გაზეთმა „სახალხო მაცნემ“ (Gazeta Do Povo) გამოაქვეყნა ინტერვიუ უბკე-ს მეთაურთან სვიატოსლავ შევჩუკთან. ამ  ინტერვიუს გადათარგმნა პორტუგალიური ენიდან უბკე-ს ოფიციალურმა საიტმა უკრაინულ ენაზე არც კი გადათარგმნა, შემოიფარგლა რა მხოლოდ ინგლისური თარგმანით. რა უთხრა ბრაზილიელებს მართლმადიდებელი წესის უკრაინელი კათოლიკების ბრაზილიელმა ლიდერმა?

ფანარიონის კათოლიკური ბავშვები უკრაინაში: უბკე-ს მეთაურის აღიარება фото 1
საიტის gazetadopovo.com.br  სქრინი.

პატრიარი თუ არა?

საინტერესოა სტატიის სათაური, რომელშიც სვიატოსლავ შევჩუკს უწოდეს უკრაინელი ბერძენ-კათოლიკების „პატრიარქი“.  ეს ტიტული აღნიშნულია, როგორც ინტერვიუს პორტუგალიურ ორიგინალში, ასევე ინგლისურ თარგმანში უბკე-ს საიტზე: „Patriarch of the Ukrainian Greek Catholic Church…” თუმცა, რეალობაში შევჩუკი პატრიარქს არ წარმოადგენს, რომის კურია არ ცნობს უბკე-ს მეთაურზე ასეთ სტატუსს. 2005 წლიდან ბენედიქტე XVI გადაწყვეტილებით მისი მეთაური ატარებდა ტიტულს „კიევ-გალიცკის უნეტარესი უმაღლესი არქიეპისკოპოსი“. თუმცა, სვიატოსლავ შევჩუკმა, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა მისმა წინამორბედმა, ვატიკანისგან მიიღო საპატრიარქოს სტატუსი უბკე-თვის. სანამ შედეგი არაა, უბკე-ს მეთაური თავს უწოდებს პატრიარქს და შესაბამის მითითებას აძლევს თავის გარემოცვას და უნიატების მის-ებს. 2019 წლის ივლისში ითვლებოდა, რომ ასეთმა მეთოდმა იმუშავა და ვატიკანი, ბოლოსდაბოლოს, შევჩუკს მიანიჭებს გაბელადებული პატრიარქის სტატუსს. პაპმა ფრანცისკემ მოულოდნელად მიიწვია ვატიკანში უბკე-ს იერარქები. რომში ვიზიტის წინ უკრაინის მის-ებმა გააჟღერეს თეზისი იმის შესახებ, რომ სვიატოსლავ შევჩუკი ვატიკანში მიდის „პატრიარქობისთვის“, თავად მან კი გამოთქვა ამის იმედი უფრო თავშეკავებული ფორმულირებებით. თუმცა, ეს საკითხი საერთოდ არ განხილულა.

შევჩუკის მოლოდინები არ იყო უსაფუძვლო. მეუ-ს წარმოქმნის შემდეგ გაჩნდა ამ რელიგიური ორგანიზაციის უბკე-თან გაერთიანების თემა.  ორი კონფესიის ლიდერები  შეხვდნენ, შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და ერთიანობაზეც კი ისაუბრეს. 09.01.2019 წლის გამოცემა „გლავკომის“ ინტერვიუში შევჩუკმა ასევე განაცხადა: „უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ აღდგეს კიევის ეკლესიის თავდაპირველი ერთიანობა მის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ შტოებში“. იმისათვის, რომ ამ გაერთიანებაში ლიდერობა ჩაიგდო ხელში, უნიტარებს ძალიან სჭირდებოდათ საპატრიარქოს სტატუსი. აი, ს. შევჩუკის სიტყვები, რომელიც მან 2019 წლის მაისში ფილადელფიაში განაცხადა: „ჩვენ უნდა ავაშენოთ საპატრიარქო და ხელი გავუწოდოთ მართლმადიდებელ ძმებს ერთიანობისთვის“.

საკუთრივ, სვიატოსლავ შევჩუკი საუბრობდა თავის რელიგიურ სტრუქტურაზე, როგორც საპატრიარქოზე, მხოლოდ ჯერჯერობით, ვატიკანის მიერ არაღიარებულზე.  2019 წელს რომში ვიზიტის წინ უნიატების გამოცემა რისუ-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც საპატრიარქოს ეკლესია. ამიტომაც ვამბობთ, რომ საპატრიარქო ოგება, ის არ იძლევა, მას აღიარებენ. ჩვენის მხრიდან,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიფუნქციონიროთ, როგორც საპატრიარქო ეკლესიამ. აღიარების (არა შექმნის ან გამოცხადების) საკითხი კი მსოფლიო მღვდელმთავრის გადაწყვეტილების კომპეტენციაშია და ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას“.

„მსოფლიო მღვდელმთავარმა“ ანუ რომის პაპმა, მაშინ გადაწყვიტა არ მიენიჭებინა საპატრიარქოს სტატუსი. მიზეზი, სავაურაუდოდ, არის მეუ-ს პროექტის აუსრულებელი მოლოდინები. როცა პრეზიდენტი გახდა ზელენსკი და შესუსტდა ამ სტრუქტურის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, შეწყდა მეუ-ს ზრდაც. ცხადი გახდა, რომ ქვეყნის მთავარი კონფესია ის ვერ გახდებოდა. ასეთ სიტუაციაში უბკე-თვის მეუ-თან გაერთიანების თემის პედალირება ფუჭი იყო, ეს კი  ნიშნავდა იმას, რომ არაფერს მოიტანდა უნიატებისთვის საპატრიარქოს სტატუსის მინიჭება.

თუმცა, დღეს სიტუაცია იცვლება. მეუ ისევ ძლიერთა ამა ქვეყნისათას ფავორიტებშია. უკრაინის ხელისუფლება სტუმრობს ფანარიონს და იღებს მის მეთაურს თავისთან. პრემიერ-მინისტრი დ. შმიგალი აცხადებს მეუ-ს ყოველმხრივ მხარდაჭერას, მათ შორის, ფინანსურსაც. გარდა ამისა, ვატიკანისა და ფანარიონის ეკუმენური კონტაქტები ახალ დონეზე ავიდა. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ისმის განცხადებები ორი კონფესიის მალე გაერთიანების შესახებ. ამიტომაც უბკე-ს მეუ-თან გაერთიანების და შესაბამისად, უკრაინელი უნიატების მიერ საპატრიარქოს სტატუსის მიღების თემა ისევ აქტუალური გახდა.

უბკე: კათოლიკები თუ მართლმადიდებლები?

განცხადებებში, რომლებშიც სვიატოსლავ შევჩუკი (ისევე როგორც სხვა უნიატები) ახდენენ ამა თუ იმ აუდიტორიის ტრანსლირებას, შეიძლება შევნიშნოთ საოცარი ორგვარობა. უკრაინელი აუდიტორიისთვის უბკე წარმოდგენილია, როგორც „მართლმადიდებელი“ ეკლესია ან როგორც ამბობენ ხოლმე უნიატები „ვლადიმირის ნათლობის ეკლესია“. ამასთან, ერთიანობა ვატიკანთან მიჩქმალულია ან უარყოფილია კიდეც.

უკრაინელი აუდიტორიისთვის უბკე წარმოდგენილია, როგორც „მართლმადიდებელი“ ეკლესია ან როგორც ამბობენ ხოლმე უნიატები „ვლადიმირის ნათლობის ეკლესია“. ამასთან, ერთიანობა ვატიკანთან მიჩქმალულია ან უარყოფილია კიდეც.

მაგალითად, 2012 წელს, დონეცკში ვიზიტის დროს სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა: „ჩვენ წარმოვადგენთ ეკლესიას, რომელშიც არის მართლმადიდებლური ტრადიცია, წესი, ლიტურგია, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება“.

2018 წელს, „«чина архиерейского найменування» დროს   ერთ-ერთმა უნიატმა იერარქმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა: „უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია არის „ვლადიმირის ნათლობის“ ეკლესია, რომელიც იყო, არის და იქნება უკრაინელი ხალხის სული. ეს არის მთავარ ვლადიმირის ეკლესიის რწმენის ნაწილი. ჩვენ არ წარმოვადგენთ ლათინური საპატრიარქოს წევრებს“.

მსგავსი სახის განცხადებები საკმაოდ ხშირად ჟღერს უკრაინელი უნიატების მეთაურის ბაგიდან. ნარატივი, რომელსაც აჟღერებენ უნიატები შიდაუკრაინულ აუდიტორიაზე არის შემდეგი - ჩვენ ისეთივე მართლმადიდებლები ვართ, როგორც დანარჩენი მართლმადიდებლები, უბრალოდ ერთიანობაში ვიმყოფებით რომის პაპთან.

საზღვარგარეთის აუდიტორიაზე ტრანსლაციებში რიტორიკა კარდინალურად იცვლება. ციტატები ს. შევჩუკის  Gazeta Do Povo- თვის მიცემული ინტერვიუდან:

  • დღეს 5 მილიონზე მეტი უკრაინელი კათოლიკე ვართ უკრაინის ფარგლებს გარეთ და შიგნით;
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ, თუნდაც არგენტინასა და ბრაზილიაში, ჩვენი სწორი დასახელებაა უკრაინის კათოლიკური ეკლესია;
  • ჩვენ, კათოლიკები ბიზანტიელები თუ რომაელები.

როგორც ვხედავთ, ნარატივი სხვაგვარია - ჩვენ ისეთივე კათოლიკები ვართ, როგორც დანარჩენი კათოლიკები, უბრალოდ ვინარჩუნებთ ბიზანტიურ წესებს. ანუ არანაირ მართლმადიდებლურ დოგმატებზე შევჩუკი არ საუბრობს.

საზღვარგარეთის აუდიტორიაზე ტრანსლაციებში შევჩუკი ამტკიცებს, რომ უბკე ისეთივე კათოლიკები არიან, უბრალოდ ინარჩუნებენ ბიზანტიურ წესებს.

საერთო ჯამში, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ნარატივი იძლევა თეზისს, რომელიც ახლა აქტიურად  წინაა წამოწეული, როგორც ფანარიონის, ასევე ვატიკანის მიერ: შეიძლება იყო კათოლიკე და მართლმადიდებელი ერთდროულად, მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის განსხვავებები არაა არსებითი, ის მხოლოდ ერთგვარ საღვთისმეტყველო დეტალებს ეხება, რომლებთანაც უბრალოდ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ და ასევე ისტორიულ კონფლიქტებს, რომელთა დაძლევაც სრულიად შესაძლებელია.

ს. შევჩუკი ამის შესახებ აცხადებს: „ჩვენს ბიზანტიურ ტრადიციას ამ დრომდე ვინარჩუნებთ საეკლესიო იდენტურობის ძირითადი ნიშანის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვურთიერთობთ წმინდა პაპ ფრანცისკესთან“.

თუმცა, ასეთი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ტყუილი. და ტყუილი ტყუილად დარჩება იქამდე, სანამ რომის პაპი არ მოინანიებს ყველა იმ ერეტიკულ შეცდომას, რომელთაც კათოლიკობა ემხრობა. სანამ ეს არ მოხდება, შეუძლებელია ბიზანტიური ტრადიციის შენარჩუნება, რომლის ქვეშაც ს. შევჩუკი უდაოდ გულისხმობს მართლმადიდებლურ ტრადიციას და ურთიერთობა ჰქონდეს ლათინებთან.

როგორც არ უნდა გვარწმუნებდნენ ს. შევჩუკი, პაპი ფრანცისკე ან პატრიარქი ბართლომე, განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არის უდიდესი და ის ეხება ადამიანის სულის საცხონებლად პრინციპულ მომენტებს. უფრო დეტალურად ამ განსხვავებებს შეიძლება გაეცნოთ სტატიაში „რა არაა ისე კათოლიკებთან“, ხოლო თუ მოკლედ ვიტყვით, ის არის შემდეგი:

  • სულიწმიდის გადმოსვლა მამისა და ძისგან, რაც ნიშნავს სულიწმინდის ღვთიურობის დაკნინებას;
  • მტკიცება, რომ პაპი არის ეკლესიის ხილული მეთაური, რაც ნიშნავს მეთაურობის აღმოფხვრას იესო ქრისტეს ეკლესიაში;
  • ცხონების არსის გაგების დამახინჯება: დაზიანებული ადამიანური ბუნების ქრისტეს მიერ განკურნების ნაცვლად ადმიანი უბრალოდ თავისუფლდება სასჯელისგან;
  • დოგმატი ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე, რომელიც ნიშნავს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არ სჭირდებოდა მაცხოვარი;
  • დოგმატი განსაწმენდელზე, რაც აუკუღმართებს ეკლესიის თავდაპირველ სწავლებას გარდაცვლილთა სიკვდილისშემდგომ ხვედრზე;
  • გრძნობითი ლოცვის პრაქტიკული ხერხი, რომელიც მართლმადიდებელი მოღვაწეების მიერ მკაცრად იკრძალება და იწოდება სიამედ;
  • მტკიცება დოგმატური განვითარების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა შემოღებულ იქნეს დოგმატები და ხელახლა იქნეს განმარტებული ძველები შენი სურვილისამებრ.

კათოლიციზმი პრინციპულად შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან, ხოლო ყოველგვარი საუბარი შესაძლებლობაზე იყო კათოლიკე „ბიზანტიური იდენტურობით“ - ეს ნიშნავს განზრახ სპეკულაციას, რათა მოხდეს მართლმადიდებელთა ცდუნება.

ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ კათოლიციზმი პრინციპულად შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან, ხოლო ყოველგვარი საუბარი შესაძლებლობაზე იყო კათოლიკე „ბიზანტიური იდენტურობით“ - ეს ნიშნავს განზრახ სპეკულაციას, რათა მოხდეს მართლმადიდებელთა ცდუნება და მათი დარწმუნება რომთან გაერთიანების შესაძლებლობაში. იმის გამო, რომ ადამიანთა გონებაში მოხდეს ასეთი გაერთიანების შესაძლებლობის იდეის ჩაბეჭდვა, უნიატები არ ჩერდებიან იმის წინაშეც, რომ მოხდეს ისტორიული ფაქტების ღია დამახინჯების ტრანსლირება.

აღმოჩნდა, რომ უბკე-ს ისტორია დაიწყო 988 წელს

მოდით, გადავიდეთ უშუალოდ ბრაზილიურ გამოცემასთან უბკე-ს მეთაურის გულახდილობებზე.

ს. შევჩუკი: „ჩვენი ეკლესიის ისტორია დაიწყო 988 წელს, როცა კიევის მთავარმა გადაწყვიტა მიეღო ქრისტიანობა არა მხოლოდ მისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. ეს მოხდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დიდ განხეთქილებამდე, რომელმაც გამოიწვია კათოლიკური დ მართლმადიდებლური ეკლესიის დაბადება“.

ჯერ ერთი, უკრაინელი უნიატების ისტორია სათავეს იღებს არა 988 წელს, როცა კიევის რუსეთმა მართლმადიდებლობა მიიღო, არამედ 1956 წელს, როცა ორი უკრაინელი ეპისკოპოსი, კირილი (ტერლეცკი) და იპატიუსი (პოტეი) წავიდნენ რომში და უღალატეს მართლმადიდებლურ რწმენას, რის ნიშნადაც ფიცი დადეს რომის პაპისადმი ერთგულების და მას ფეხსაცმელებს უკოცნიდნენ.

მეორე, ს. შევჩუკი განგებ მანიპულირებს იმ ფაქტით, რომ განხეთქილება მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის თარიღდება 1054 წლით. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ კათოლიკების მთავარი შეცდომა დამკვიდრდა ლათინურ ეკლესიაში იქამდე რამოდენიმე ასწლეულით ადრე, ხოლო 1054 წლის მოვლენებმა მხოლოდ ფორმალურად გააფორმეს ურთიერთობის გაწყვეტა. X საუკუნის ბოლოს მართლმადიდებლობა და კათოლიკობა უკვე აღიქმებოდა, როგორც ორი განსხვავებული იდენტობა (ს. შევჩუკის სიტყვებით). ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ წმინდა მთავარი ვლადიმირი არჩევანს აკეთებდა მართლმადიდებლობასა და ლათინობას, ასევე იუდაიზმსა და ისლამს შორის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რომში, კიევის რუსეთში მართლმადიდებლობის მიღებამდე, „პორნოკრატია“ სუფევდა, როცა პაპის ტახტს მართავდნენ საეჭვო რეპუტაციის ქალები, რომლებიც ამ ტახტზე სვამდნენ თავიანთ საყვარლებს ან ვაჟიშვილებს. ამიტომაც განსხვავება მართლმადიდებლობასა და ლათინობას შორის უზარმაზარი იყო ჯერ კიდევ 988 წელს.

დიდი მთავრის იზიასლავისადმი ღირსი ფეოდოსი პეჩერელის (1074 ) წერილში ვარიაგების ან ლათინების რწმენის შესახებ, რომელიც ლათინების ეკლესიისგან გამოყოფიდან რამოდენიმე წელიწადში 1054 წელს გაკეთდა, საუბარია: „უფალო, დაგვლოცე! მე, ფეოდოსი, წმინდა სამების, მამისა და ძის და სულიწმინდის ცუდი მონა, დაბადებული სუფთა და მართმადიდებლურ რწმენაში და აღზრდილი კეთილ კანონში მართმადიდებელი მამისა და ქრისტიანი დედის მიერ, რომლებიც მასწავლიდნენ დამეცვა კეთილი კანონი და მართლმადიდებელთა ზნეობა, არ შევერთებოდი ლათინურ რწმენას, არ დამეცვა მათი წესები და მათი კრებისგან დამეცვა თავი და არანაირი სწავლება არ მომესმინა და მათი ყველა ჩვევა და ზნე არ შთამებეჭდა“. ანუ ღირსი ფეოდორი საუბრობს, რომ უკვე მისმა მშობლებმა იცოდნენ ლათინების შეცდომების შესახებ და ასწავლიდნენ თავიანთ ვაჟს ეთაკილებინა ის.  შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები ჩვენმა დიდმა წმინდანმა განაცხადა მაშინ, როცა შევჩუკის სიტყვებით, უკრაინაში უნიატური (კათოლიკური) ეკლესია გაჩნდა.

აღმოჩნდა, რომ კონსტანტინოპოლი არის დედა-ეკლესია უკრაინელი კათოლიკებისთვის

ს. შევჩუკი: „ჩვენ რწმენა მივირეთ კონსტანტინოპოლიდან და ამ დედა-ეკლესიიდან განხორციელდა ჩვენი იდენტურობა, ჩვენი ტრადიციები და ადათ-წესები, რომლებიც მოიცავენ არა მხოლოდ ცერემონიებს, არამედ საღვთისმეტყველო და ლიტურგიულ ტრადიციებს, ჩვენს კულტსა და ეპისკოპოსების კანონიკურ მემკვიდრეობას“.

ს. შევჩუკი ერთმანეთს ურევს „ჩვენს ტრადიციებსა და წესებს“, რომლებიც მათი მნიშვნელობის მიუხედავად, მაინც წარმოადგენენ მეორეხარისხოვანს და „საღვთისმეტყველო და ლიტურგიულ ტრადიციებს“, რომელთა ქვეშაც უნდა ვიგულისხმოთ სარწმუნოებრივი მოძღვრება ანუ ის, რისიც გვწამს, რომლისგანაც უკანდახევა წარმოადგენს რწმენის ღალატს.

გარეგნული მართლმადიდებლური წესი დატოვა მართლმადიდებლობის მოღალეტემ მხოლოდ, როგორც შირმა, რომლის მიღმაც დამალული იყო წმინდა მთავარ ვლადიმირის რწმენისადმი ღატალი.

ბრესტის 1956 წლის უნიის შემდეგ, მათ, ვინც ის მიიღო, მართლაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობის გარეგნული წესის მხარე. თუმცა, სარწმუნოებრივი მოძღვრების კუთხით მათ სრულად მიიღეს ლათინური დოგმატიკა ყველა მისი შეცდომით, რომელიც ზემოთ აღიწერა. გარეგნული მართლმადიდებლური წესი დატოვებულ იქნა მართლმადიდებლობის მოღალატეების მიერ მხოლოდ, როგორც შირმა, რომლის მიღმაც დამალული იყო წმინდა მთავარ ვლადიმირის რწმენისადმი ღალატი. ამის შესახებ პირდაპირ არის საუბარი პაპის ენციკლიკში „ Magnus Dominus”, რომელიც მან გამოსცა ორი უკრაინელი მღვდელმთავრის კათოლიციზმთან დაკავშირების შემთხვევასთან დაკავშირებით: „ჩვენ, ჩვენი ამ დადგენილებით ვიღებთ ღირსეულ ძმებს, მიხეილს - არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტს და სხვა რუს ეპისკოპოსებს მთელი მათი მრევლითა და რუსი ხალხით, რომლებიც პოლონეთის მეფის მამულებში ცხოვრობენ, კათოლიკური ეკლესიის წიაღში, როგორც ჩვენს წევრებს ქრისტეში.  და მათდამი ასეთი სიყვარულის დასტურად, სამოციქულო ნებით, საშუალებას ვაძლევთ და ვრთავთ მათ ნებას ყველა წმინდა წესსა და ცერემონიაზე, რომელთაც ისინი იყენებენ საღვთო სამსახურებისა და უწმინდესი ლიტურგიის განხორციელებისას“.

ანუ მართლმადიდებელ კონსტანტინოპოლის ეკლესიას არ შეეძლო ყოფილიყო დედა-ეკლესია კათოლიკებისთვის იმ განსხვავებების ძალით, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი.

აღმოჩნდა, რომ უკრაინული მიწები XVI  საუკუნის ბოლოს პროტესტანტების მიერ იყო მიტაცებული

ს. შევჩუკი: „ამდენად, 1956 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ჩვენი ეპისკოპოსები ცდილობდნენ  უფრო ფართო ურთიერთობისკენ, რადგანაც ჩვენი მიწები მიტაცებულ იქნა პროტესტანტთა ჯგუფების მიერ. ცდილობდნენ რა ეპოვათ თავიანთი ადგილი ამ ახალ სიტუაციაში ტრიდენტის კრების მიერ, მათ გადაწყვიტეს რომთან ურთიერთობაში შესვლა“.

როგორც უკრაინაში ამბობენ, на городі бузина, а в Києві дядько.  რა ბობოქარი ფანტაზიაა, რომელიც მოიგონეს „პროტესტანტმა ჯგუფებმა“, რომლებმაც უკრაინა მიიტაცეს? რა დამოკიდებულება აქვს ტრიდენტის კრებას „ჩვენს ეპისკოპოსებთან“? და რა შუაშია აქ კონსტანტინოპოლის დაცემა, რომელიც უნიატის ეკლესიის შექმნამდე თითქმის 150 წლით ადრე მოხდა?

სხვათაშორის, ისტორიული თვალსაზრისით ამ აბსურდულ პასაჟში მაინც არის სიმართლის წილი. საქმე იმაშია, რომ 1517 წელს, როცა მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა თავისი 95 თეზისი კათოლიკური ეკლესიის მოძღვრების კრიტიკით, ევროპაში დაიწყო რეფორმაცია, გაჩნდა პროტესტანტიზმი და რომის გავლენა მნიშვნელოვნად მოირყა. ბევრმა გავლენიანმა ევროპელმა მმართველმა უარი თქვა რომის პაპის დაქვემდებარებაზე. თავად კათოლიკურ ეკლესიაში იმათი საკმაოდ მრავალრიცხოვანი პარტია წარმოიქმნა, ვისაც სურდა მისი რეფორმირება. თუმცა, რომაელმა პონტიფიკებმა მოახერხეს მოვლენების მიმდინარეობის გარდატეხა და ე.წ. კონტრრეფორმაციის ორგანიზება. კონტრრეფორმაციის ამოსავალ წერტილად იქცა ტრიდენტის კრება, რომელიც 18 წელი გაგრძელდა, 1545 წლიდან 1563 წლამდე და რომელსაც ლათინელები უწოდებენ XIX  მსოფლიო საეკლესიო კრებას. ამ კრებაზე უარყოფილ იქნა კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების იდეა, დამტკიცდა იმ დროისთვის ჩამოყალიბებული ყველა დოგმატი, მათ შორის, განსაწმენდელი, ინდულგენცია და ა.შ. ხოლო ყველა პროტესტანტული წინადადება უარყოფილ იქნა და მათ ერეტიკული უწოდეს. ტრიდენტის კრების შედეგების მიხედვით შედგა ე.წ. „ტრიდენტის აღსარება“ (“Professio fidel Tridentina”), რომელიც უნდა მიეღო ყველა სასულიერო პირს და ასევე პედაგოგს. ასე, მაგალითად, კირილმა (ტერლეცკი) და იპატიუსმა (პოტეი) რომში სწორედ ამ ტრიდენტის აღსარებაზე დადეს ფიცი კათოლიკური რწმენის წინაშე. ამდენად, სწორედ მათ, ს. შევჩუკის სიტყვებით, „იპოვეს თავიანთი ადგილი ამ ახალ სიტუაციაში“.

დასკვნები

„პატრიარქ“ სვიატოსლავ შევჩუკის ინტერვიუ უნდა განვიხილოთ ვატიკანისა და ფანარიონის ეკუმენური ძალისხმევის კონტექსტში თავიანთი კონფესიების გაერთიანების კუთხით. ის მოწოდებულია მკითხველები დაარწმუნოს იმაში, რომ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი ერთმანეთთან სრულიად თავსებადია, ხოლო მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაერთიანება ერთიანი რელიგიური სტრუქტურის ჩარჩოებში, ამასთან, ინარჩუნებენ რა თავიანთ სარწმუნოებრივ მოძღვრებასა და წესებს. მსგავსი სტრუქტურის მაგალითის სახით ის წარმოადგენს უბკე-ს, როგორც „ვლადიმირისეული ნათლობის“ „მართლმადიდებლურ-კათოლიკურ“ ეკლესიას.

თუმცა, თუ სვიატოსლავ შევჩუკის საქმეა ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ უნია არ არის მართლმადიდებლობის ღალატი, არამედ პირიქით - საქმე არის სასარგებლო და საჭირო, მართლმადიდებელთა საქმეა განმტკიცდნენ თავიანთ მართლმადიდებლურ რწმენაში და დაიცვან ღირსი ფეოდოსი პეჩერელის მცნებები, რომელმაც ამხილა ლათინური შეცდომები და თავის შთამომავლებს დაუბარა განრიდებოდნენ მათ და არ მოქცეოდნენ ცრუ მოძღვრებების ცდუნების ქვეშ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ