პატრიარქი ბართლომე და მისი სიამაყის სამი ნიშანი

რატომ „ჰკიდია ფეხებზე“ პატრიარქ ბართლომეს ეკლესიის ერთიანობა? ფოტო: СПЖ

ბართლომემ განაცხადა, რომ მას ფეხებზე ჰკიდია რმე-თან ურთიერთობის უქონლობა. რატომ გამოხატა ეს ეკლესიის ერთ-ერთმა ყველაზე პატივსაცემმა მღვდელმთავარმა და რაზე მეტყველებს ეს?

აშშ-ში ბერძნული დიასპორის პატივსაცემი წარმომადგენლების წინაშე პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მას ფეხებზე ჰკიდია ის, რომ მისი სახელი ამოღებულ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიხებისგან.

სიტყვათშეთანხმება, რომელიც ამასთან გამოიყენა დიდი კონსტანტინოპოლის ეკლესიის პატრიარქმა, საკმაოდ ბინძურია. რუსულენოვანი  ბერძნების მტკიცებით, რომლებიც საკმაოდ კარგად ფლობენ ორივე ენას, პატრიარქ ბართლომეს სიტყვები «σκασίλα μου» ახლოსაა უხამსობასთან და მისი თარგმანი რუსულ ენაზე „ფეხებზე მკიდია“ კიდევ რბილადაა ნათქვამი. ძალიან ნიშანდობლივია  თეატრალური პაუზა ფანარიონის მეთაურის მხრიდან ამ მომენტში და ბერძენი აუდიტორიის სიცილი.

შთაბეჭდილება, რომ ფანარიონის მეთაურს უბრალოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა უცენზურო გინებისგან, სანამ გაჩერდებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ მერე უფრო „მეტი“ იქნება. რატომ ვთვლით ასე? რადგანაც სამწუხაროდ გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ ოდესღაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პატრიარქი, ქრისტეს ეკლესიის მღვდელმთავარი  თანდათან გადაიქცა ადამიანად, რომელიც სულ უფრო მეტად შორდება სახარებასა და ქრისტეს სწავლებას. ამის დასტურია არა მხოლოდ მისი „ფეხებზე მკიდია“ პასუხი ეკლესიის ერთიანობის საკითხზე, არამედ ბევრი სხვა მაგალითიც, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. რატომ ხდება ასე და რა გახდა ასეთი აშკარა სულიერი დეგრადაციის მიზეზი?

„ნების სიჯიუტე“ და შეცდომების აღიარება

ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ განაცხადა, რომ „ერესი არის არა გონების შეცდომა, არამედ ნების სიჯიუტე“. მართლაც, ბევრი ერეტიკოსი იყო შესანიშნავი განათლების მქონე ადამიანი და მათ არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რომ მათი სწავლება ქრისტესა და ეკლესიის მოძღვრებას ეწინააღმდეგება, თუმცა, ისინი მაინც მისდევდნენ თავიანთ ერესს. რატომ? ნების სიჯიუტის ანუ სიამაყოს გამო.

ერთი სიტყვით, საკუთარი შეცდომის აღიარება მოითხოვს უარისთქმას სიამაყეზე, ეს კი ერეტიკოსებისთვის, როგორც გვიჩვენებს ეკლესიის ისტორია, ყოველთვის იყო პრობლემური გადაწყვეტილება. ისინი თვლიდნენ, რომ სხვებზე უკეთესები, ჭკვიანები, განათლებულები იყვნენ და ამიტომაც არავინ ბედავს მათთვის სწავლებას ან შენიშვნის მიცემას. შედეგად, იგივე პრობლემა შეინიშნება პატრიარქ ბართლომესთანაც.

მეუ-თვის ტომოსის გადაცემით, მან განახორციელა შეგნებული კანონიკური დანაშაული. ფანარიონის მეთაურმა თავისი საქციელი ახსნა „საჭიროებითა“ და „სარგებლით“ ეკლესიისთვის. ანუ მისი სიტყვებით, მეუ-ს „ავტოკეფალიამ“ უნდა დაძლიოს გნახეთქილება უკრაინაში, გააერთიანოს „უკრაინის მართლმადიდებლობის სამი შტო“ და ქრისტეს ეკლესიას შეუერთოს მილიონობით უკრაინელი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირად ინტერესებზე არაფერს ვიტყვით). თუმცა, არაფერი აქედან არ მომხდარა. და ამის დანახვა შეუძლებელია.

არ არის უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ელემენტრარული რეალური გაერთიანება ერთმანეთში.

მეუ-ში არ არის უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ელემენტრარული რეალური გაერთიანება ერთმანეთში.

როგორც ცნობილია, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის არსებობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პრინციპი „ერთი ქალაქი - ერთი ეპისკოპოსი“, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროს ჩამოყალიბდა. მეუ-ს წარმოქმნამდე თთოეულ დიდ უკრაინულ ქალაქში იყო უმე (კ)-ს „ეპისკოპოსი“ და უამე-ს „ეპისკოპოსი“. კანონიკური სამართლის ლოგიკით, ახალი „გამაერთიანებელი ეკლესიის“ წარმოქმნასთან ერთად, ერთ ტერიტორიაზე წინა სრტუქტურების ეპარქიები უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთში. ასევე ვინმეს „მმართველი მღვდელმთავრებიდან“ უნდა დაეთმო დაქვემდებარებოდა მეორეს. თუმცა, მსგავსი რამ არ მომხდარა. ყველა საოლქო ცენტრში უწინდებურად არსებობს ორი ეპარქია და ორი „ეპისკოპოსი“. ვინიცაში, სადაც მიტროპოლიტ სიმეონის (შოსტაცკის), უმე-ს ვინიცის ეპარქიის ყოფილი მმართველი მღვდელმთავრის განხეთქილებაში წასვლის შემდეგ, მეუ-ს სტრუქტურაში სამი ეპარქია წარმოიქმნა: ვინიცკ-ბარსის, ვინიცკ- ბრაშლავსკისა და ვინიც-ტულჩინის. სახელწოდებებში განსხვავების მიუხედავად, სამივე სტრუქტურას გააჩნია თავისი საკათედრო ტაძრები ვინიცში, იქვე ცხოვრობენ „მმართველი მღვდელმთავრებიც“.

ერთი სიტყვით, მეუ-ს მექანიკურმა „ავტოკეფალიამ“ არ შეასრულა ის მისია, რომლის გამოც ის ფანარიონზე გაწერეს. უფრო მეტიც, მან გახლიჩა მართლმადიდებლური სამყარო, რამდენადაც ზოგიერთი ეკლესია და მღვდელმთავარი აღიარებს მის კანონიერებას, ზოგიერთი - არა. ხედავს ამას პატრიარქი ბართლომე? დიახ. ხვდება იმას, თუ რა ხდება? რასაკვირველია. მაშინ, რატომ არ აუქმებს თავის გადაწყვეტილებას მეუ-ს ტომოსზე, როგორც მაგალითად, გააუქმა დასავლეთის მრევლის არქისაეპისკოპოსოს ავტონომია? ზემოთ ვნახოთ - „არა გონების შეცდომა, არამედ ნების სიჯიუტე“. სწორედ სიამაყე არ აძლევს ფანარიონის მეთაურს საშუალებას მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში. რა გვაძლევს მსგავსის თქმის საფუძველს? პატრიარქ ბართლომეს საქციელის შედარება იმასთან, რასაც სიამაყეზე ამბობენ წმინდა მამები.

სიამაყის პირველი ნიშანი: განდიდება

სიამაყე არის მომაკვდინებელი ცოდვა და ვნება, რომელსაც, როგორც ნებისმიერ ვნებას, გააჩნია პროგრესირებადი ხასიათი და აუცილებლად ახდენს გავლენას ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველა მხარეზე. წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ „სიამაყე არის ცოდვის დასაწყისი“, რადგანაც „იქედან იწყება ნებისმიერი ცოდვა და მასში პოულობს ყოველგვარ საყრდენს“.

აბბა იოანე კასიანე რომაელი სიამაყეზე საუბრობს: „ესაა ვნება, თუმცა ნაკლთან და ბრძოლის დროისა და დათვლის წესის მიხედვით  ბოლო ადგილას არის, მაგრამ მნიშვნელობისა და წარმოშობის დროის მიხედვით, ის პირველია: ეს მხეცი ყველაზე მძვინვარეა, ყველა წინამორბედზე უფრო მრისხანეა, აცდუნებს განსაკუთრებულად სრულყოფილებს და თითქმის უკვე სათნოების მწვერვალზე მყოფებს და სასტიკი ქენჯნით ღუპავს მათ. სიამაყე იმდენად დიდი ბოროტებაა, რომ იმსახურებს მოწინააღმდეგედ ჰყავდეს არა ანგელოზი, არც სხვა დაპირისპირებული ძალები, არამედ თავად ღმერთი...“ ამას ღაღადებს ღირსი ანტონი დიდი: „ყველა ცოდვა საზიზღარია უფლის წინაშე, მაგრამ ყველაზე საძაგელია გულის სიამაყე“.

როგორ უნდა ვაცნობოთ ამაყს, რა ნიშნები მიუთითებენ იმაზე, რომ ადამიანი ამ ვნების ქვეშ არის მოქცეული? მოდით მოვუსმინოთ წმინდა ბასილი დიდს: „სიამაყის საწყისი ჩვეულებრივ არის ზიზღი. ის, ვისაც სძულს და არაფრად მიაჩნია სხვები - ერთს ღარიბად თვლის, მეორეს დაბალი წარმოშობის ადამიანებად, მესამეს - უმეცრად, ასეთი სიძულვილის შედეგად იქამდე მიდის, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია ბრძენად, კეთილგონიერად, მდიდრად, კეთილშობილად და ძლიერად“.

სიამაყის საწყისად ჩვეულებრივ ითვლება ზიზღი. ის, ვისაც სძულს, ასეთი სიძულვილის შედეგად იქამდე მიდის, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია ბრძენად, კეთილგონიერად, მდიდრად, კეთილშობილად და ძლიერად.

                                                წმინდა ბასილი დიდი

ახლა კი მოდით შევადაროთ დიდი წმინდანის სიტყვები პატრიარქ ბართლომეს ზოგიერთ გამონათქვამს. მაგალითად, რუსეთის ეკლესიის მეუ-ს აღიარებასთან დაუთანხმებლობის კომენტირებისას, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ ეს არის „ცილისმწამებლური კამპანია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიული პასუხისმგებლობის წინააღმდეგ, რომელმაც მათ ქრისტიანობა მოუტანა და ისინი ცივილიზებულ ადამიანებად აქცია“.

ამ სიტყვებში სწორედაც რომ ჩანს ის ქედმაღლობა, რომელზეც მიუთითებდა წმინდა ბასილი. ის დასტურდება არა მხოლოდ პატრიარქ ბართლომეს, არამედ მისი უახლოესი მოღვაწეების მიერაც. მაგალითად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა, დერკიის მიტროპოლიტმა აპოსტოლმა (დანილიდისი) შემდეგი რამ განაცხადა:

„ზიზღით ვკითხულობ მის-ში უკრაინაში რუსეთის არსებობის წარმომადგენლების ანტისაეკლესიო და ანტიბერძნულ გამონათქვამებს და მართებული მრისხანების მდგომარეობაში ვპასუხობ: დამუწეთ პირი და ხელები შორს იმათი მემკვიდრეებისგან, ვინც ქრისტიანებად გაქციათ! ჩვენ ყველანი  მოვალენი ვართ იმის წინაშე, რასაც გულგრილად უწოდებთ სტამბულს! ჩვენთვის ეს არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც აქ საუკუნეებია დგას და მხოლოდ სიკეთეს ჩუქნის ყველა იმას, ვინც ქრისტიანობის მიღების 1033-ე წლისთავს ზეიმობს, მაგრამ ამასთან არსად არ ახსენებს, ვინ მოგნათლათ და მოგცათ ის, რითიც ახლა თავს იქებთ. ჩვენ მოგანიჭეთ სინათლე - მას კი სიბნელით მოცულად აბრუნებთ! მადლი მოგეცით - უმადურობით პასუხობთ! კულტურა მოგიტნეთ - თქვენ კი შეურაცხყოფას გვაყენებთ“.

ასევე შესაძლებელია პატრიარქ ბართლომეს და ფანარიონის სხვა წარმომადგენლების სხვა გამონათქვამების მოყვანაც, რომლებიც მუდმივად აპელირებენ თავიანთ როლზე რუსული და სხვა ეკლესიების ისტორიაში. ფანარიოტები თვლიან, რომ თავად ქრისტეს რწმენის მიღების ფაქტი ბერძნების ხელიდან უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ გავიგოთ განსაკუთრებული მდგომარეობა ეკლესიაში. თუმცა, ეკლესიაში მთავარია არა ეთნიკური წარმოშობა, მთავარია ამა თუ იმ ხალხის ან ამა თუ იმ ცივილიზაციის მემკვიდრეებად ყოფნა, მთავარია წმინდანების მემკვიდრეობის მიმღება, ქრისტესმიერი ვიყოთ წარმოშობით. და ბოლოს, განა იუდეველები არ ეუბნებოდნენ ქრისტეს, რომ „ჩვენ ვართ აბრაამის შვილები“? და რას პასუხობდა მათ ქრისტე, გახსოვთ?

განა იუდეველები არ ეუბნებოდნენ ქრისტეს, რომ „ჩვენ აბრაამის შვილები“ ვართ? და რას პასუხობდა მათ ქრისტე, გახსოვთ?

სიამაყის მეორე ნიშანი:  პატივის სურვილი

წმინდა ბასილი დიდი მიუთითებს ამაყის კიდევ ერთ ნიშანზე: „როგორ შეიცნობა ამაყი? შეიცნობა იმით, რომ უპირატესობას ესწრაფვის“.

ანუ, განდიდების გარდა, სიამაყის მეორე ნიშანს წარმოადგენს პატივისა და უპირატესობის სურვილი. ვკითხულობთ პატრიარქ ბართლომეს სიტყვებს: „ჩვენ ვადლებულნი ვართ ვუხელმძღვანელოთ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს, როგორც ერთი ოჯახის უფროსი ძმა“ ან: „ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მსოფლიო საპატრიარქოს უფლებებსა და ვალდებულებებს, არსებითად, ეჭვქვეშ აყენებს თავად მათ არსებობას და იდენტურობას, თავად მართლმადიდებლობის სტრუქტურას“.

მეორე ადგილას, ფანარიონის მეთაური საუბრობს ადგილზე, რომელიც მისი აზრით, მას უნდა ეკავოს ეკლესიაში: „ უნდა გკითხოთ: განა ყველა ეპარქიაში არ არის პირველი? განა ყველა ეკლესიაში არ არის პირველი? მაშინ, რატომ ის (პირველი - რედ.) არაა ადგილობრივ ეკლესიებში? რამდენადაც ყველაზე პატარა სტრუქტურიდან, რომელსაც წარმოადგენს მრევლი, ადგილობრივ ეკლესიამდე, როგორც ერთიან მთელამდე მათ ჰყავთ პირველი, მაშინ როგორ შეიძლება, რომ ადგილობრივ ეკლესიებში არ არის მისი პირველი?“

აი, ადრიანუპოლის მიტროპოლიტ ამფილიოქეს სიტყვები: „არსებობს აზრი, რომ ეკლესიას სათავეში უდგას ქრისტე. თუმცა, სინამდვილეში, ეკლესიას სათავეში უდგას მსოფლიო პატრიარქი“.

 

როგორ შეიცნობა ამაყი? ის შეიცნობა იმით, რომ ესწრაფვის უპირატესობას.

                                                                                    წმინდა ბასილი დიდი

თუმცა, ეკლესიაში პირველი ანუ მისი მეთაური ყოველთვის იყო, არის და იქნება უფალი იესო ქრისტე. და ფანარიონის დაუთანხმებლობა ამ ჭეშმარიტებასთან მხოლოდ მიუთითებს იმ დაავადებაზე, რომელმაც მოიცვა ეს, ოდესღაც დიდი ეკლესია.

სიამაყის მესამე ნიშანი: წყენიაობა

წმინდა იოანე ოქროპირი განდიდებასა და პატივის სურვილს ამატებს სიამაყის მესამე ნიშანს - წყენიაობას: „ამაყი ადამიანი მიდრეკილია წყენის სანაცვლოდ შური იძიოს. ამაყს არ შეუძლია გულგრილად გადაიტანოს წყენა, არც უმაღლესისგან, არც უმდაბლესისგან; ხოლო ვინც მშვიდად ვერ იტანს წყენას, მას არ ძალუძს გადაიტანოს უბედურება“.

და კვლავაც, ბერძნულ გამოცემა „პოლიტისისადმი“ მიცემულ ინტერვიუში პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა შემდეგი: „ჩვენ გარკვეულად გვეწყინა ამანში „ძმათა შეხვედრის“ ჩატარების ინიციატივით გამოსვლა“. თითქოსდა, რატომ უნდა წყინოს მართლმადიდებელ პატრიარქს ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა? რადგანაც ისინი არ ეთანხმებიან მის გადაწყვეტილებას ცნოს მეუ, რადგანაც მათ არ შეუკრებია ისინი, რადგანაც ზოგიერთმა მათგანმა უარი თქვა  მიეღო მონაწილეობა კრეტას საეკლესიო კრებაში, რომელიც ორგანიზებული იყო ფანარიონის მიერ.

საერთოდ, პატრიარქმა ბართლომემ არაერთხელ მიანიშნა, რომ მეუ-ს აღიარების გადაწყვეტილებისკენ მას უბიძგა რუსული ეკლესიის უარმა მონაწილეობა მიეღო კრეტას საეკლესიო კრებაში. აი, მხოლოდ ერთი მსგავსი გამონათქვამებიდან: „ახლა ისინი ითხოვენ კრებას (იმისთვის, რომ განიხილონ გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარების შესახებ - რედ)! მათ უნდა აღიარონ კრეტას მსოფლიო საეკლესიო კრება და ისინი ასევე უნდა მოვიდნენ აქ. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს“.

როგორ არ გავიხსენოთ  ღირსი იოანე კასიანე რომაელის მსჯელობა სიამაყეზე: „სიამაყე გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით: თავიდან მის საუბარში ჩნდება მყვირალობა, დუმილში - წყენა, მხიარულებაში ხმამაღალი სიცილი, სამწუხარო შემთხვევაში -  უდიდესი დარდი, პასუხში - ჭირვეულობა, საუბარში - ქარაფშუტობა, სიტყვები გულის მონაწილეობის გარეშე გამოიხატება, განსჯის გარეშე. მას არ გააჩნია მიტევების უნარი,  უცხოა სიყვარული, მკვახედ აყენებს შეურაცხყოფას, ხოლო თავად სძულს. ის არაა მიდრეკილი დამორჩილებისკენ, თუ რამე არ ემთხვევა მის სურვილებსა და ნებას. ის უდრეკია შეგონებისადმი; საკუთარი ნების დათმობისადმი სუსტია, სხვების დაქვემდებარებისადმი  საკმაოდ ჯიუტია, ყოველთვის ცდილობს იყოს მის აზრზე, ხოლო სხვისთვის დათმობა არანაირად არ უნდა; და ამგვარად, იქცა რა უუნაროდ მიიღოს მხსნელი რჩევა, ყველაფერში უფრო ენდობა თავის აზრს, ვიდრე ხუცესების ან სულიერი მამების მსჯელობას“.

სიამაყე, როგორც სულიერი დაავადება

მართლმადიდებლები უკვე იწყებენ შეჩვევას, რომ ყოველ მეორე თვეს ჩნდება რაიმე შოკისმომგვრელი განცხადება პატრიარქ ბართლომესგან. ალბათ, არ ღირს მისი ყველა სიტყვის ციტირება, როცა პატრიარქი ბართლომე მკვახედ აყენებდა შეურაცხყოფას, უდრეკია შეგონების მიღების მიმართ,  ცდილობდა თავის აზრზე დგომას და ყველაზე მეტად ენდობოდა საკუთარ თავს, ვიდრე ვიდრე ხუცესების ან სულიერი მამების მსჯელობას. ყველა ეს განცხადება ფართოდ იყო განხილული მართლმადიდებლურ გარემოში.

ცხადია, რომ  სულიერი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება კონსტანტინოპოლის ეკლესიის წინამძღოლი, ძალიან ჰგავს ღირსი იოანე კასიანე რომაელის მიერ აღწერილს. შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო? თავიდან ხომ გადაწყვეტილების მიღებისას მოუნანიებელი უკრაინელი განხეთქილებაში მყოფებისადმი ტომოსის შეთავაზების თაობაზე, ხოლო შემდეგ მათთან ურთიერთობაში ყოფნისას, პატრიარქს უბრალოდ არ შეეძლო თავიდან აეცილებინა იმ სულიერი დაავადებით დასნებოვნება, რომლითაც იტანჯებიან ეს ადამიანები - სიამაყით. სწორედ ეს ვნება არ აძლევს ადამიანს ერთი უბრალოდ სიტყვის „ბოდიშის“ თქმის საშუალებას, არ აძლევს მას შესაძლებლობას აღიაროს თავისი შეცდომები; ხელს უშლის დადგეს გამოსწორების გზაზე.

და თუ ეს მართებულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ქრისტიანზე,  მაშინ პატრიარქ ბართლომესთან მიმართებაში სიამაყეზე სულიერი დამოკიდებულების პრობლემა მხოლოდ მრავალჯერ ძლიერდება. ღირსი იოანე კასიანი წერდა, რომ „სიწმინდის მაღალ კედლებს სიამაყე ადარებს მანკიერებათა მიწას და არ უტოვებს დამორჩილებულ სულს არანაირ თავისუფლებას. და რაც უფრო მდიდარს ჩაიგდებს ხელში, მით უფრო მძიმეა მონობის უღელი და მთელი სისასტიკით ძარცვავს რა სათნოების ქონებას, მას სრულად აშიშვლებს“.

გავკადნიერდებით ვამტკიცოთ: პატრიარქი ბართლომე არის ადამიანი, რომელიც ვნების ტყვეობაშია და წმინდა ბასილი დიდის სიტყვით, მას „არ შეუძლია ამ ვნებისგან განკურნება, თუ არ დაუტევებს ყველა ზრახვას მისი უპირატესობის თაობაზე“. მითუმეტეს, რომ ის ბერია, ხოლო ბერისა და ქრისტიანისთვის ყოველთვის უმჯობესია ებრძოლოს სიამაყესა და აღმატებას.

რადგანაც, როგორც იტყოდა წმინდა იოანე ოქროპირი, „არ არსებობს ბოროტება, რომელიც სიამაყეს უტოლდება“, რამდენადაც „ის ადამიანს დემონად აქცევს - უხეშად, ღვთისმგმობელ ფიცის დამრღვევად“. დავამატებთ: იმად, ვისაც „ფეხებზე ჰკიდია“ ქრისტეს ეკლესიის ერთიანობა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus