დუმენკოს ვირტუალური რეალობა და მეუ-ს რეალური ცხოვრება

21 ოქტომბერი 2021 15:00
40
 სერგეი დუმენკო უპირატესად კრემლზე, პუტინზე, მოსკოვსა და მაიდანებზე საუბრობს. ფოტო: СПЖ სერგეი დუმენკო უპირატესად კრემლზე, პუტინზე, მოსკოვსა და მაიდანებზე საუბრობს. ფოტო: СПЖ

მეუ-ს ხელმძღვანელმა სერგეი დუმენკომ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა ყველაფერზე - ომზე, რმე-ზე, კრემლსა და პოლიტიკაზე. თუმცა, არა ქრისტეზე. რატომ?

რამოდენიმე დღის უკან მეუ-ს ხელმძღვანელმა სერგეი პეტროვიჩმა (ეპიფანე) დუმენკომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ საკენ აიმურაზიევს. სერგეის რომ არ გამოეცხადებინა რეალობას მისი ფანტაზიები, მის სიტყვებს შეიძლება არც კი მიაქციო ყურადღება. თუმცა, როცა დუმენკო ცდილობს დატოვოს ვირტუალური სამყაროს საზღვრები, რომელშიც ცხოვრობს და მოახდინოს პროეცირება რეალობაზე, რომელშიც ყველა დანარჩენი ცხოვრობს, ჩვენ იძლებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ.

აი, ეპიფანეს საუბარი აიმურზაევთან, ერთის მხრივ, ადასტურებს იმას, რომ მეუ-ს მეთაური არსებობს ილუზიების ფანტასტიურ სამყაროში, სადაც სასაურველი სინამდვილედ გადმოიცემა, ხოლო მეორეს მხრივ, ის, რომ იმ სტრუქტურის ნამდვილ ცხოვრებას, რომელსაც ის მეთაურობს, არაფერი საერთო არა აქვს ხელმძღვანელის ილუზიებთან.

ომზე, პუტინზე, პატრიარქ კირილზე

პროგრამის დასაწყისში მისი წამყვანი საკენ აიმურზაევმა თქვა, რომ მისი რელიგიური პროგრამების ციკლის დასრულება მას სურს „საინტერესოდ“ და რომ მისი სტუმარი იქნება დუმენკო, რომელთანაც ის ისაუბრებს „ომზე, პუტინზე, პატრიარქ კირილზე და იმაზე, თუ როგორ ვითარდება მეუ“.

პროგრამის მსვლელობის დროს ცხადი გახდა, რომ დუმენკოსთან საუბრისას აიმურზაევს სხვა არაფერი „აინტერესებდა“, თავად ეპიფანესაც სხვა არაფერზე შეუძლია საუბარი. ერთი საათის განმავლობაში თითქმის ყველა სიტყვის უკან დუმენკო რეფრენით გადასწვდებოდა მოსკოვს, ხოლო პუტინი ნახსენები კი არ იყო, მაგრამ მუდმივად უხილავ აჩრდილად იდგა მეუ-ს „წინამძღოლის“ ზურგს უკან.

ყოველ თავის ნაბიჯს, თავისი რელიგიური სტრუქტურის თითოეულ მოძრაობას, დუმენკო ამოწმებს კრემლისა და მოსკოვის დახმარებით. თავად განსაჯეთ.

მისი სიტყვებით, „პირველი კრემლი იყო კიევის წმინდა სოფიას ტაძარი“ და სწორედ ამ მიზეზით „მოსკოვი ბობოქრობს“. ინტერვიუს განმავლობაში, ეპიფანე სულ ახსენებს მოსკოვს. აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასების კრიტერიუმს მისთვის წარმოადგენს არა ამ მოვლენის მნიშვნელობა ეკლესიისთვის, არა მისიონერული ეფექტი, არამედ... მოსკოვის რეაქცია.

ასე, აჩვენებს რა თავის ერთობლივ ფოტოსურათს პატრიარქ ბართლომესთან და პატრიარქ თეოდორესთან, ეპიფანე სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ ფოტომ „ძალიან ააღელვა ჩვენი მოსკოველი ძმები“. ალბათ, სწორედ ამიტომ მან განათავსა ის მეუ-ს სინოდის სხდომების დარბაზში, რათა, როგორც ირკვევა, ყოველთვის უხაროდეს მოსკოვიდან ძმების „ღელვა“.

კუნძულ იმვროსზე ვიზიტი ეპიფანემ შეაფასა, როგორც წარმატებული, რადგანაც „მოსკოვმა მძაფრი რეაგირება მოახდინა იმვროსზე“. უფრო მეტიც, პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტი იყო „ძალიან წარმატებული“, რადგანაც ამან გამოიწვია „მოსკოვის რეაქცია“.

ზოგადად ყალიბდება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი მონაწილეობას იღებდა ეპიფანეს ცხოვრებაში ყოველთვის, თუნდა მისი სტუდენტობის წლებში. მაგალითად, როცა მან მოისურვა „სწავლის“ გაგრძელება საბერძნეთში, ამ ქვეყნის საელჩომ უარი უთხრა მას ამაში. რასაკვირველია, მოსკოვის გამო.

არსებითად, იქიდან გამომდინარე, რაც დუმენკომ ისაუბრა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუ არსებობს და ცოცხლობს მხოლოდ მოსკოვისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციის ხარჯზე. თუ ავიღებთ მაგალითს მედიცინის სფეროდან, მეუ არის ერთგვარი ორგანიზმი, რომელიც პარაზიტის როლს ასრულებს სხვა ორგანიზმის ხარჯზე და მისი სამყოფელი გარემოს განადგურებით იღუპება თავად. სინამდვილეში, მეუ-ს უბრალოდ არ გააჩნია არსებობის შინაგანი არსი. ის შეიქმნა იარაღის სახით, რომელიც უნდა დაუპირისპირდეს მოსკოვსა და რუსულ ეკლესიას და სწორედ ამიტომ ასრულებს ამ ფუნქციას. ეს არაა რელიგიური სტრუქტურა, რომელიც ადამიანს აერთიანეს ღმერთთან, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის სამართებელიც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვთქვათ უფრო მეტიც: თუ მეუ-თვის გაქრება ბრძოლის ობიექტი (მოსკოვი ან რმე), გაქრება მეუ-ც. რადგანაც სხვა არავისთან და არაფერთან თავის არსებობას ეს სტრუქტურა არ უკავშირებს, გარდა პოლიტიკისა.

ქრისტე  თუ ბარაბა?

ჟურნალისტის კითხვაზე, ააგებს თუ არა მეუ კიევში საკათედრო ტაძარს, დუმენკო პასუხობს, რომ „ჩვენთვის საკმარისია  მიქაელის ზლატოვერხის მონასტერი“, რომელიც მართალია „პატარაა“ (საკენ აიმურზაევის სიტყვებით), მაგრამ როგორც ჩანს, იტევს მეუ-ს „წინამძღოლებთან“ „ლოცვის“ სურვილის მქონეთ.

 და მართლაც, მიქაელის სახელობის ტაძრის შედარებით მცირე სივრცესაც კი ვერ ავსებენ მეუ-ს წარმომადგენლები ბოლომდე და ხშირად ტაძარი ნახევრად ცარიელი რჩება. ამაში ადვილად დარწმუნდებით, უბრალოდ შეხედავთ რა ფოტოსურათებს დუმენკოს „ღვთისმსახურებიდან“. კითხვაზე პასუხს, თუ რატომ არის ცარიელი ტაძარი, თავად ეპიფანე იძლევა.

როცა მას კითხეს მიქაელის სახელობის ტაძრის მნიშვნელობის შესახებ, დუმენკომ განაცხადა, რომ „ყველა მიხვდა, თუ რა როლი შეასრულა მონასტერმა მაიდანისა და ღირსების რევოლუციის დროს“. შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტები, ყველა ქევყნის დელეგაცია სტუმრობს მიქაელის სახელოის ტაძრის მემორიალურ კედელს  აღმოსავლეთ უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების გამოსახულებებით. ეს, ეპიფანეს სიტყვებით, უკრაინაში ყველა ვიზიტორის სავალდებულო პუნქტია. ანუ მიქაელის სახელობის ტაძრის არსი არის მის როლში რევოლუციაში, მაიდანსა და ომში.

თუმცა, თუ ზედაპირულადაც წავიკითხავთ სახარებას, გასაგები გახდება, რომ ეკლესიის ფუნქცია არა იმაშია, რომ მონაწილეობა მიიღოს რევოლუციებში, არეულობებსა თუ ომებში. არც ქრისტე, არც მისი მოწაფეები არასდროს, არცერთი სიტყვით არ შეხებიან იმას, რომ საჭირო იყო გამოსვლა მაშინ მოქმედი ოკუპაციური რომის ხელისუფლების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, როცა პილატე პონტოელი ცდილობდა ქრისტეს განთავისუფლებას, მწიგნობრებითა და ფარისევლებით შთაგონებული ხალხი გამოდიოდა რომის უღლისგან იუდეველების განთავისუფლებისთვის. ახლაც, დუმენკო და მისი თანამებრძოლები ქრისტეს ნაცვლად ირჩევენ სიმბოლურ ბარაბას, სიყვარულზე ქადაგების ნაცვლად საუბრობენ რევოლუციასა და ომზე.

ერთი სიტყვით, ეპიფანე (ქვეცნობიერად?) არც კი ცდილობს უარყოს ის ფაქტი, რომ მისი რელიგიური სტრუქტურა არის წმინდა პოლიტიკური პროექტი, რომელსაც მხოლოდ გაშუალებული დამოკიდებულება გააჩნია ქრისტესთან და სახარებასთან. მითუმეტეს უცნაურია მისი სიტყვები, რომელიც  ეხება ზოგადად  რმე-ს და კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას: „ისინი (რუსული ეკლესია- რედ.) არ მუშაობენ, არამედ მუშაობენ, როგორც პოლიტიკოსები. ეკლესია იქცა დეპარტამენტად სახელმწიფოში. ეკლესია არ უნდა იყოს გავლენის ინსტიტუტი, ხოლო უმე არის რუსეთის ფედერაციის უკრაინაზე გავლენის ინსტიტუტი“. რამოდენიმე წუთით ადრე კი დუმენკო მსჯელობდა იმაზე, რომ „რაც უფრო მეტად ზის პრეზიდენტი თავის სავარძელში, მით უფრო მეტად ხვდება ის, რომ საჭიროა მეუ-ს მხარდაჭერა“, რადგანაც სწორედ ეს სტრუქტურა არის „უკრაინული იდენტობის აღდგენის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა“. არა სულიერების, არა მორალის, არა სახარებისეული ფასეულობების, არამედ „იდენტობის“. განა ეს არ მიუთითებს მეუ-ს პოლიტიკურ ხასიათზე? როგორც იტყვიან, კითხვა, რიტორიკულია.

მიტაცებებისა და „მიტაცებების“ შესახებ

ყველამ დავინახეთ, თუ როგორ უტევენ მეუ-ს მომხრეები მართლმადიდებლურ ტაძრებს. ვნახეთ დარბევები, გინება, სიძულვილი და ბოროტება, რომელსაც ეს „სინათლის მეომრები“ აფრქვევენ. არაერთხელ ასევე ვნახეთ თავად სხვადასხვა ადამიანის გაკვირვება იმის თაობაზე,  თუ რატომ არ რეაგირებენ არც ეპიფანე დუმენკო, არც პატრიარქი ბართლომე თავიანთი „მორწმუნეების“ თავაშვებულობაზე. რადგან არ შეიძლება ქრისტიანი, მითუმეტეს, პატრიარქი დუმდეს, როცა სხვა ქრისტიანებს ცემენ. აღმოჩნდა, რომ შეიძლება. და სინდისის ქენჯნის გარეშე. ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ის ცხოვრობს რაღაც დამახინჯებულ, არარეალურ სამყაროში, რომელშიც შავი არის თეთრი, ხოლო თეთრი - შავი.

მაგალითად, დუმენკო ცრუობს, რომ მისი სტრუქტურის წარმომადგენლები არ იაცებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს, ყველაფერი კი პირიქითაა: „მიტაცებები არაა. ისინი (უმე-ს მორწმუნეები - რედ.) იტაცებენ, ისინი არიან რეიდერები. ჩვენ არ ვიტაცებთ“, - ამტკიცებს ადამიანი, რომლის მომხრეებმაც უკვე მიიტაცეს უმე-ს 140 ტაძარზე მეტი.

უფრო მეტიც, ეპიფანეს არ გააჩნია არანაირი შინაგანი დისკომფორტი, როცა ის ღიმილით საუბრობს, რომ უმე-დან მეუ-ში ყველა ე.წ. „გადასვლა“ განხორციელდა „მშვიდად, მშვიდობიანად და სიყვარულით“. დისკომფორტი იქნებოდა, დუმენკოს სინდისი რომ ჰქონდეს. ან მას რომ ჰქონდეს შესაძლებლობა ეფიქრა იმაზე, რასაც ის სინამდვილეში ამბობს. უმე-ს მორწმუნეების მხრიდან მეუ-ს ტაძრების „მიტაცების“ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა უამრავი კრიმინალური საქმე ან სასამართლო განხილვა, რომელიც ინიცირებული იქნებოდა დაზარალებულის მხრიდან ანუ მეუ-ს მომხრეების მიერ. გვექნებოდა შემთხვევები, როცა ქრისტიანები მოხუცებს სცემდნენ დუმენკოს სტრუქტურებიდან ან ქვებს ისროდნენ მისი „კლირიკოსების“ ფანჯრებში, დაემუქრებოდნენ „ღორებივით დაეკლათ“, შეუზღუდავდნენ ტაძრებთან წვდომას და ა.შ.

ამასთან, დუმენკოს მისი სიმართლის „დასტურად“ მოჰყავს „თემების კრება“, რომლებზეც წყდება კიდეც მართლმადიდებლური ტაძრების ბედი. თითქოს, ადამიანები შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოფლის ტაძარი ეკუთვნოდეს მეუ-ს. თუმცა, იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, სად შეიკრიბნენ ისინი და რა დამოკიდებულება აქვთ მათ ტაძართან, ეპიფანე დუმს. და გასაგებია რატომაც - რადგანაც არც ტაძართან, არც ტაძრის თემთან, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ.

ერთი სიტყვით, კლუბში იკრიბებიან სოფლის მკვიდრნი (კერძოდ, სოფლებში თითქმის ყოველთვის ხდება მსგავსი რამ) და წყდება, რომელ იურისდიქციას ეკუთვნის ტაძარი, რომელსაც ისინი სტუმრობენ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა ნამდვილად მორწმუნეებს მართლაც არ უშვებდნენ ასეთ შეკრებებზე. ასე რომ არაეკლესიური ხალხი ქრისტიანებს ართმევს ტაძარს, ხოლო თუ ისინი მის დაცვას ცდილობენ (ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე) - მათ რეიდერების მიერ მიღებული დოკუმენტების საფუძველზე აცხადებენ... რეიდერებად. და ეს უკვე არაა სიცრუე, არამედ პირდაპირი დაცინვა და ჯადოქრობა სიმართლეზე.

კიდევ ციფრებსა და ეპიფანეს დამახინჯებულ რეალობაზე

თავის ფანტაზიებში დუმენკო კიდევ უფრო შორს მიდის, როცა ამბობს, რომ „მოსკოვს სურდა, რომ კვიპროსის ეკლესიას ეცნო მეუ „ქაღალდზე“, მაგრამ იმ  პირობით, რომ არ იქნებოდა თანამსახურება. ამის ჩაწერაც კი უნდოდათ“. მოდით, დავფიქრდეთ ამ სიტყვებზე! გამოდის, რომ მოსკოვს არ ჰქონდა არაფერი საწინააღმდეგო მეუ-ს კვიპროსის ეკლესიის მიერ ცნობისთვის, თუ დაცული იქნებოდა ერთი პირობა - თანამსახურების არარსებობა. წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ? რასაკვირველია, არა. მაშინ, რაზეა საუბარი?

საქმე იმაშია, რომ დუმენკომ მოსკოვს მიაწერა ის კომპრომისული დოკუმენტი, რომელიც უკვე მეუ-ს მიერ არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის აღიარების შემდეგ უნდა მიეღოთ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს. იქ მართლაც არის საუბარი იმაზე, რომ „წმინდა სინოდი, რომელიც ყურად იღებს ყოველივე ზემოთ ნახსენებს, გადაწყვეტს, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობა, არ ეწინააღმდეგება ჩვენი უნეტარესი არქიეპისკოპოსის გადაწყვეტილებას მოიხსენიოს ეპიფანე, როგორც კიევის „მიტროპოლიტი“, მაგრამ აკრძალოს თანამსახურება და სრულ ევქარისტულ ურთიერთობაში შესვლა მასთან“. და სადაა აქ მოსკოვი? კითხვა რიტორიკულია.

კიდევ უფრო უაზროა ეპიფანეს მცდელობები სწორედ რუსულ ეკლესიას დასდოს ბრალი მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებაში, რომელიც წარმოიქმნა მეუ-ს ლეგიტიმიზაციის გამო. მისი სიტყვებით, მოსკოვმა მოახდინა განხეთქილების ინიცირება, რადგანაც ევქარისტული ურთიერთობა გაწყვიტა ფანარიონთან. ბართლომე კი განხეთქილებაში არანაირად არაა დამნაშავე, პირიქით - ცდილობდა „დახმარებოდა“ მოსკოვს, რამდენადაც მას მისცა მთელი 30 წელი „უკრაინის საკითხის“ გადასაწყვეტად. როცა ეს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი, „ბართლომემ იპოვა დოკუმენტები, რომელშიც წერია, რომ კიევის მიტროპოლია გადაეცა მოსკოვს მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის“.

აქ საკმაოდ საინტერესია ის, რომ პატრიარქმა ბართლომემ თავად არ იცოდა, რა და ვის გადასცა მისმა წინამორბედმა, სანამ „დოკუმენტები“ არ იპოვა. უკეთეს შემთხვევაში, ყოველივე ეს სასაცილოდ გამოიყურება, უარეს შემთხვევაში - როგორც დაცინვა მიამიტ მაყურებელზე.

რატომ უხდის მადლობას დუმენკო ტომოსისთვის არა უფალს, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს?

„ჩვენ ვუპირისპიდებით შანტაჟს, ვევედრებით უფალს და გვაქვს უფლის მხარდაჭერის იმედი“, - აცხადებს სერგეი პეტროვიჩი. აქ ჩნდება კითხვა: თუ მეუ წარმოიქმნა უფლის დახმარებით, რატომ უხდის მადლობას დუმენკო მისი სტრუქტურის მხარდაჭერისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეთაურს მაიკ პომპეოს, უკრაინის საკითხებში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს კურტ ვოლკერს, ამერიკულ დელეგაციას, უკრაინაში უცხოელ ელჩებს? რატინ განიხილავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან ენტონი ბლინკთან იმას, თუ როგორ დაეხმაროს უმე-დან მეუ-ში თემების „გადასვლას“? ან როგორ გავიგოთ მაკარი მალეტიჩის სიტყვები, რომელიც ამტკიცებს, რომ ფანარიონმა მეუ-ს მისცა ტომოსი, რადგანაც დარწმუნებული იყო აშშ-ს მხარდაჭერაში? სადაა ამ ყველაფერში „უფლის დახმარება“? ის არაა. არის ზეწოლა სხვა ეკლესიებზე აშშ-ს მხრიდან, არის ძლიერთა ამა ქვეყნისათა მხარდაჭერა და დარწმუნების ბანდიტური მეთოდები. ცნობილის ფრაზის პერეფრაზირებისას, შეიძლება ითქვას, რომ დუმენკო დარწმუნებულია, რომ „ლოცვებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით შეიძლება იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ ლოცვით“.

თუმცა, დუმენკო არ წყნარდება. ის უფრო შორს მიდის, როცა ამბობს, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ბერების ნახევარზე მეტი მზადაა გადავიდეს მეუ-ში და ეს გადასვლა მხოლოდ „დროის საქმეა“. მისი სიტყვებით, უკრაინის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ასევე მხარს უჭერს მეუ-ს და ქვეყნის აღმოსავლეთით, „სადაც უმე-ს მრევლი ორჯერ მეტია, ვიდრე მეუ-ს მრევლი“, ორჯერ მეტია დუმენკოს სტრუქტურის (!) მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.

ამასთან, ეპიფანე ვერც კი ამჩნევს, რომ თავის თავს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ის ამბობს, რომ 40 სტუდენტი, რომელიც „კიევის საღვთისმეტყველო აკადემიამ“ წელს შეკრიბა, „სრულიად საკმარისია“. ბევრიც კია, დავამატებთ ჩვენ. რადგანაც მეუ-ს ტაძრების უდიდესი უმრავლესობა ცარიელია (ისეთი „მოდური“ ტაძრებისაც კი, სადაც მსახურობს უმე-ს ექს-მიტროპოლიტი დრაბინკო), მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არსებობს მხოლოდ დუმენკოს გამოგონილ სამყაროში.

ეპიფანეს არ აჩვევენ სიცრუეს. მისი მასწავლებელიც კი, „პატრიარქი“ ფილარეტი ამტკიცებს, რომ ის არის უღირსი ადამიანი, რომელსაც სინდისი არ გააჩნია. დუმენკოს ყოველ ახალ გამოსვლასთან ერთად, ყოველ ახალ ინტერვიუსთან ერთად ვხვდებით, რომ ის სიცრუე, რომელსაც ის ამბობს, არის არა უბრალოდ  სიცრუე, არამედ ნამდვილი სატანური მზაკვრობა. სწორედ ის, რისგანაც განთავისუფლებას ვთხოვთ უფალს ლოცვაში „მამაო ჩვენო“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ