შედგება თუ არა პატრიარქ კირილის ახალი შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან?

17 ოქტომბერი 2021 21:30
24
რისი მოლოდინი შეუძლიათ მართლმადიდებლებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისა და რომის პაპის ახალი შეხვედრისგან? ფოტო: СПЖ რისი მოლოდინი შეუძლიათ მართლმადიდებლებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისა და რომის პაპის ახალი შეხვედრისგან? ფოტო: СПЖ

რამოდენიმე დღის წინ გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა რმე-სა და ვატიკანის მეთაურებს შორის. რა შედეგი ექნება შეხვედრას?

2021 წლის 4 ოქტომბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარე საეკლესიო კავშირების განყოფილების (სსკგ) მეთაურმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) მონაწილეობა მიიღო მსოფლიო რელიგიების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და ექსპერტების შეხვედრაში თემაზე „რწმენა და მეცნიერება: COP 26-ის ხელშესაწყობად“ ვატიკანში, სადაც გაახმოვანა რმე-ს პოზიცია  გარემოს დაცვის საკითხებზე.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა პატრიარქი ბართლომეც, რასაც თავისთავად შეაქვს ერთგვარი შეცბუნება მორწმუნეთა გონებაში. მოცემული გარემოების განმარტებისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა: „შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოცდათოთხმეტმა რელიგიურმა ლიდერმა, მათგან მხოლოდ ორი წარმოადგენდა მართლმადიდებელ ეკლესიას - პატრიარქი ბართლომე და მე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ის იქნებოდა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთადერთი წარმომადგენელი“. ანუ მან დამსახურებად ჩაითვალა ის, რომ პატრიარქ ბართლომეს ჩამოერთვა შესაძლებლობა ყოფილიყო  მოცემულ ღონისძიებაში მართლმადიდებლების ერთადერთი წარმომადგენელი. მეორეს მხრივ, სრულიად ლოგიკურია კითხვა: რატომ გადაწყვიტეს ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა არ გაეგზავნათ ვატიკანში თავიანთი წარმომადგენლები? იქნებ, ისინი გაცილებით უფრო ქმედითად უდგებიან საკითხს ერთობლივ გლობალისტურ ღონისძიებებში მონაწილეობის თაობაზე, მითუმეტეს, რომელიც ორგანიზებულია ვატიკანის მიერ?

2021 წლის 6 ოქტომბერს პაპმა ფრანცისკემ მიიღო მიტროპოლიტი ილარიონი ვატიკანში, რომლის მთავარი თემაც, როგორც გაირკვა, იყო პატრიარქ კირილეს პაპ ფრანცისკესთან ახალი შეხვედრის ორგანიზება. აუდიენციის დროს სსკგ-ის მეთაურმა, როგორც გვატყობინებს ვატიკან ნიუსი: „აღნიშნა, რომ ჰავანაში ორი უმსხვილესი ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის შეხვედრის დროიდან, მათი ორმხრივი თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება. აქტიური ურთიერთქმედება საშუალებას იძლევა მოხდეს ერთობლივი პროექტების მნიშვნელოვანი რაოდენობის რეალიზაცია, რომელიც ეხებოდა დევნილი ქრისტიანების დახმარებას, ტრადიციული ფასეულობების დაცვას, სოციალურ მსახურებას, განათლებისა და კულტურის სფეროებს“.

მომდევნო დღეს, 7 ოქტომბერს, იტალიურმა გამოცემამ Corriere della Sera გამოაქვეყნა მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან მისი მოლაპარაკებების შედეგად იქცა შეთანხმება პონტიფიკეს პატრიარქ კირილთან კიდევ ერთი შეხვედრის თაობაზე, სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ამასთან, სსკგ-ის მეთაურმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრისთვის მზადება ისევე საიდუმლო რეჟიმში ხორციელდება, როგორც პირველი შეხვედრისთვის ხდებოდა. „ვფიქრობ, ეს შეხვედრა შედგება, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე არ განვაცხადებთ ერთი ან რამოდენიმე თვით წინ. ყველაზე მთავარია არა უბრალოდ შეხვედრა, არამედ მისი შედეგები. წინამორბედმა შეხვედრამ კარგი ნაყოფი გამოიღო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა და დაამატა, რომ ჰავანის შეხვედრის თაობაზე საზოგადოებრიობამ მის ჩატარებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე გაიგო. ანუ სსკგ-ის მეთაურმა საიდუმლოების რეჟიმი ახსნა შეხვედრის შედეგების შესახებ ზრუნვით.

იმავე ინტერვიუში მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა, რომ ჰავანაში პატრიარქი და პაპი პირველ შეხვედრაზე უნიის, როგორც კონფესიების ინტეგრაციის ხერხის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია გაკვირვება და აღშფოთება უკრაინელ ბერძენ-კათოლიკებში: „და შემთხვევით როდი იყვნენ უკრაინელი ბერძენ-კათოლიკები ძალიან უკმაყოფილონი პაპისა და პატრიარქის შემდგარი შეხვედრით და იმ სიტყვებით, რომელიც მათი ბაგიდან გაისმა“. თითქოს, პირველი შეხვედრის გამართლებასავით ჟღერს, რომ თითქოს ის წარმოადგენს მოსკოვის საპატრიარქოს დიპლომატიურ გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ ერთობლივ განცხადებაში ჰავანის შეხვედრის შედეგებზე უნიატების თაობაზე ითქვა ასე: „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა შეიტანს წვლილს შერიგებაში იქ, სადაც არსებობს შეუთანხმებლობა ბერძენ-კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. დღეს ცხადია, რომ წინა საუკუნეების „უნიატიზმის“ მეთოდი, რაც გულისხმობს ერთი თემის მეორესთან ერთიანობაში მოყვანას მისი თავისი ეკლესიისგან მოწყვეტის გზით, არ წარმოადგენს ერთიანობის აღდგენის გზას. ამავე დროს, საეკლესიო თემებს, რომლებიც წარმოიქმნა ისტორიული გარემოებების შედეგად, უფლება აქვთ იარსებონ და ყველაფერი აუცილებელი გააკეთონ თავიანთი ერთგულების სულიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ისწრაფვიან რა მეზობლებთან მშვიდობისკენ. მართლმადიდებლებსა და ბერძენ-კათოლიკებს სჭირდებათ შერიგება და თანაარსებობის ურთიერთმისაღები ფორმის პოვნა“.

„უნიატიზმის“ მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საეკლესიო თემი, გადადის რა სხვა კონფესიაში, იღებს სხვა სარწმუნოებრივ მოძღვრებას და სულიერი საქმიანობის სხვაგვარ წესებს, ამასთან ინარჩუნებს რა რელიგიურობის გარეგნულ ფორმებს: არქიტექტურას, სამოსელს, ღვთისმსახურების წესდებას და ა.შ. თუ დავუფიქრდებით ერთობლივი განცხადების სიტყვებს, გასაგები ხდება, რომ „უნიატიზმი“ უარყოფილია, როგორც „ერთიანობის აღდგენის“ ხერხი, მაგრამ არ ხდება თავად ერთიანობისკენ სწრაფვის უარყოფა. ამ ფრაზაში შესაძლებელია სხვა ხერხების ძებნის სურვილის აღმოჩენაც.

თუ დავუფიქრდებით ერთობლივი განცხადების სიტყვებს, გასაგები ხდება, რომ „უნიატიზმი“ უარყოფილია, როგორც „ერთიანობის აღდგენის“ ხერხი, მაგრამ არ ხდება თავად ერთიანობისკენ სწრაფვის უარყოფა. ამ ფრაზაში შესაძლებელია სხვა ხერხების ძებნის სურვილის აღმოჩენაც.

ასეთი გაგება ადასტურებს პაპი ფრანცისკეს მისასალმებელ გზავნილს რუსეთში ლათინური წესის კათოლიკებისთვის სამოციქულო ადმინისტრატურების დაფუძნების 30 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც მათ 10 ოქტომბერს აღნიშნეს.  ერთიანობასთან მისვლის სურვილთან დაკავშირებით პაპმა დაწერა შემდეგი: „თქვენს აღმოსავლეთ-ქრისტიანული ტრადიციის სივრცეში მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიან ძმასთან და დასთან ერთად სიარული, უფლისადმი დახმარების თხოვნის დაუღლელობით, რათა გაღრმავდეს ჩვენს მიერ ერთმანეთის შეცნობა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ ერთიანობას“.

ჰავანის შეხვედრის შედეგები

რმე-სა და ვატიკანის მეთაურების შეხვედრა ჰავანაში 2016 წლის 12 თებერვალს შედგა კუბაში, ჰავანის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში და გახდა პირველი რმე-სა და ვატიკანის ისტორიაში. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც პატრიარქმა და პონტიფიკემ მოუწოდეს ყველას მთელს მსოფლიოში მშვიდობისკენ და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ქრისტიანების დევნის შეწყვეტისკენ, გამოხატეს შეშფოთება ბიოტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით, გამოხატეს აზრები ოჯახის განმტკიცებაზე და ა.შ.

დიახ, მს-ს სსკგ-ის დიპლომატიური გამარჯვების სახით შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი:

  • უკვე ნახსენები გამონათქვამები უნიატებზე;
  • დონბასზე კონფლიქტის ხსენება  კონკრეტული მხარეების მოხსენიების გარეშე მორწმუნეებისადმი მოწოდებით არ მიიღონ მასში მონაწილეობა;
  • უმე (კ) და უამე-ს უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ფაქტიური აუღიარებლობა კათოლიკების მხრიდან.

თუმცა, თუ დავსვამთ კითხვას: მოჰყვა თუ არა ამ სიტყვებს კონკრეტული მოქმედებები კათოლიკების მხრიდან, პასუხი იქნება უარყოფითი.

ჯერ ერთი, უნიატებმა გააგრძელეს უმე-ს ტაძრების მიტაცება. უდაოდ, ის მასშტაბი, რაც 90-იანებში ვნახეთ, უკვე აღარაა, მაგრამ წერტილოვანი მიტაცებები გრძელდება. საკმარისია გავიხსენოთ თავხედური რეიდერობა კოლომიში.

მეორეც, უნიატებმა არ შეწყვიტეს თავისი მცოცავი ექსპანსია უკრაინის ტერიტორიაზე. მათი შეღწევა სხვადასხვა დონის ხელისუფლების ორგანოებში მხოლოდ გაგრძელდა. მათ გააფართოვეს თავიანთი თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეების სულიერი საზრდოობის, საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში და ა.შ. უბკე-ს მეთაურმა  სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ პაპის საბჭო არაკომპეტენტურია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში და „უკრაინაში რუსული აგრესიის დელიკატურ საკითხებში“.

მესამე, კონფლიქტს დონბასზე არ განუცდია არანაირი ცვლილება ჰავანის შეხვედრის შედეგად. იგივე მართლმადიდებელი წესის უკრაინელი კათოლიკები და პირადად სვიატოსლავ შევჩუკი როგორც საუბრობდნენ  იმაზე, რომ ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობა ნებისმიერ ფასად, ასევე გააგრძელეს ამის კეთება, ფაქტიურად მოუწოდეს რა ომის გაგრძელებისკენ. საკმარისია გავიხსენოთ შევჩუკის განცხადება, რომ ომისგან დაიღალნენ ისინი, ვინც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გადაირჩინოს ტყავი.  კონფლიქტი დონბასზე მწვავდებოდა ან ყუჩდებოდა, როცა ეს ეს სჭირდებოდა ხელისუფლებას და ისინი არად დაგიდევდათ პატრიარქისა და პაპის განცხადებას.

თუ დავსვამთ კითხვას: მოჰყვა თუ არა ამ სიტყვებს კონკრეტული მოქმედებები კათოლიკების მხრიდან, პასუხი იქნება უარყოფითი.

მეოთხე, განხეთქილება უკრაინაში არა მხოლოდ არ დარეგულირდა კანონების შესაბამისად, არამედ  სრულიადაც იყო ლეგალიზებული პატრიარქ ბართლომეს მიერ. უმე (კ) და უამე-გან შეიქმნა მეუ, ხოლო სვიატოსლავ შევჩუკმა ამის თაობაზე გამოხატა მძაფრი სიხარული, არაერთხელ შეხვდა მის მეთაურს სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს, აცხადებდა რა თანამშრომლობის შესახებ და გამოხატავდა მომავალი გაერთიანების იმედს. მეუ-ს მომხრეები დაკავდნენ უმე-ს ტაძრების მიტაცებით, მორწმუნეებისა და მღვდელმსახურების ცემით და სხვა უკანონობებით, რამაც ბერძენ-კათოლიკებში არ გამოიწვია არანაირი გაკიცხვა. 2016 წელს ჰავანაში პატრიარქმა და პაპმა განაცხადეს: „იმედს გამოვთქვამთ, რომ განხეთქილება უკრაინის მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის იქნება დაძლეული  არსებული კანონიკური ნორმების საფუძველზე, რომ უკრაინის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი იცხოვრებს მშვიდობასა და თანხმობაში“. დღეს ეს სიტყვები ჟღერს, როგორც დაცინვა.

ყველა სხვა ასპექტშიც ჰავანის შეხვედრამ არ მოიტანა არანაირი შედეგი: ომი ახლო აღმოსავლეთში არ შემწყდარა, ქრისტიანებს არ შეუწყვეტიათ მკვლელობა და სახლებიდან დევნა, ბიოტექნოლოგიებმა გააგრძელეს განვითარება, ოჯახებმა - ნგრევა და ა.შ. 2021 წლის თებერვალში მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეარხ „როსია 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში, ჰავანას შეხვედრის 5 წლის შედეგების შეჯამებისას, ფაქტიურად განაცხადა იმის შესახებ, რომ ის - ნულოვანია. აი, ზუსტი ციტატა: „ეს შეხვედრა შედგა ჰავანაში და საუბარი ატარებდა არა საღვთისმეტყველო ხასიათს, არამედ, პირველ რიგში, ეძღვნებოდა ქრისტიანების მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში. იმ დროიდან ხუთი წელი გავიდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანების მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში შეიცვალა უკეთეს მხარეს, გარდა სირიისა, სადაც რუსული არმიის მოქმედებების წყალობით მოხერხდა ტერორისტების განდევნა ქვეყნის ძირითადი ტერიტორიიდან. ჩვენ კათოლიკურ მხარესთან ერთად ვამუშავებთ პროექტებს ქველმოქმედების, სოციალური მსახურების, კულტურის სფეროებში...“ ანუ ამ ამორფულად დასახელებულ სფეროებშიც კი არანაირი შედეგები არაა, პროექტები ჯერ კიდევ მუშავდება. და ეს ხუთი წლის მანძილზე!

ფრთხილად - ეკუმენიზმი!

იმ საკითხებზე ჰავანის შეხვედრის შედეგების ფაქტიური არარსებობის დროს, რომლის გამოც ის ტარდებობდა (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დეკლარირებული), მან გამოიწვია საყვედურები მართლმადიდებლებს შორის და პატრიარქ კირილის ბრალდება ეკუმენიზმში. ეს ბრალდებები იყო საკმაოდ მკვეთრი ფორმით და ზოგჯერ, უხეშიც კი, ატარებდა აშკარად გამოხატულ დესტრუქციულ ხასიათს, მაგრამ მაინც არ იყო უსაფუძვლო. ერთობლივი განცხადების პირველ პუნქტში ნათქვამია: „სიხარულით შევხვდით, როგორც ქრისტესმიერი რწმენის ძმები...“ „ძმობის“ საკითხი კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, არაერთმნიშვნელოვანია, განსაკუთრებით „ქრისტეს რწმენასთან“ დაკავშირებით. კათოლიკური სწავლება მოიცავს მთელ რიგ ერეტიკულ მტკიცებას, ხოლო წმინდა მოციქული პავლე გვიქადაგებს: „მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ,  განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი“ (ტიტ. 3: 10,11). წმინდა ბასილი დიდი ამ სიტყვების განმარტებისას ამბობს, რომ საჭიროა „შეხედო მას, როგორც მებაჟეს ან წარმართს“ (მათ. 18:17). მეორეს მხრივ, ყოველთვის შეიძლება ითქვას, რომ ერეტიკოსები არიან ჩვენი ძმები, მხოლოდ ცდომილები.

პატრიარქისა და პაპის მე-5 პუნქტში დაყოფაზე შემდეგს საუბრობენ: „ პირველი ათი საუკუნის ზოგადი თქმულების მიუხედავად, კათოლიკები და მართლმადიდებლები თითქმის ათასი წლის მანძილზე მოკლებულნი იყვნენ ურთიერთობას ევქარისტიაში. ჩვენ დაყოფილი ვართ ჭრილობებით, რომელიც მიყენებულ იქნა შორეული და ახლო წარსულის კონფლიქტებში, დაყოფილნი ვართ ჩვენი წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიღებული განსხვავებებით უფლისადმი ჩვენი რწმენის გაგებასა და განმარტებაში, რომელიც ერთიანია სამ სახეში - მამაში, ძესა და სულიწმინდაში. ჩვენ ვგლოვობთ ერთიანობის დაკარგვაზე, რომელიც გახდა ადამიანური სისუსტისა და ცოდვის შედეგი...“

აქ ჟღერს წუხილი ისეთ „უხერხულ“ მემკვიდრეობაზე, რომელიც დაიყვანება წმინდა სამების შესახებ მოძღვრების „გაგებსა და განმარტებაში განსხვავებებამდე“. თუმცა, მართლმადიდებლობა ყოველთვის თვლიდა კათოლიკურ მოძღვრებას სულიწმინდის მამისა და ძისგან წარმომავლობაზე (ფილიოქვე) არა „განსხვავებად გაგებაში“, არამედ დამღუპველ ერესად და მოსავდა მას საკმაოდ მკვეთრი გამოხატულებებით. მაგალითად, „ის, ვინც წარმოადგენს აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ეკლესიაში მონათლულ შვილს, არ აღიარებს გულით და ბაგით, რომ სულიწმინდა მოდის ერთი მამისგან, როგორც ამას არსებითად და იპოსტასურად ამბობს ქრისტეს სახარებაში: მამის და ძის დროს; ასეთი განკვეთილი იქნება ჩვენი ეკლესიიდან და ანათემას გადაეცემა“ (კონსტანტინოპოლის ეკლესიის ადგილობრივი კრება, 1583 წ.). „ლათინელთა მთავარ ერესს წარმოადგენს სულიწმინდის წარმოშობა მამისა და ძისგან“ (1666-1667 წლების მოსკოვის დიდი საეკლესიო კრება ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოების მონაწილეობით). მსგავსი აზრი შეგვიძლია ვნახოთ ასევე ბევრ წმინდა მამასთან.

თუმცა, დაყოფა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორს არ შემოიფარგლება მხოლოდ ფილიოქვეს ერესით, ის ასევე ეხება კათოლიკურ დოგმატებს „განსაწმენდელის“ შესახებ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვას, მოძღვრებას ხსნის იურიდიული თეორიის შესახებ, წმინდანების ზედმეტად ცრუ დამსახურებებს. ჩვენი განსხვავებები ძალიან არსებითია ლოცვის, ცდუნების, წმინდანობის შესახებ მოძღვრებაში და ა.შ. ყოველივე ამის თაობაზე დიპლომატიურად დუმდნენ პატრიარქი კირილე და პაპი ფრანცისკე, ამასობაში კი, ყველა ეს კათოლიკური ახალშემოღება და შეცდომა წარმოადგენს იმ უდიდეს მასივს, რომლისგანაც კათოლიკებმა უნდა თქვან უარი იმ რწმენასთან დაბრუნების გამო, რომელიც იყო საერთო მათსა და მართლმადიდებლებს შორის პირველ ათასწლეულში. არიან თუ არა ისინი მზად უარი თქვან ამაზე? კითხვა უფრო რიტორიკულია.

ერთობლივი განცხადების მე-6 პუნქტში პატრიარქი და პონტიფიკე აცხადებენ: „მრავალრიცხოვანი დაბრკოლების გაცნობიერებისას, რომელთა დაძლევაც მოგვიწევს, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეხვედრა შეიტანს წვლილს იმ უფლის მიერ აღთქმული ერთიანობის მიღწევის საქმეში, რომელზეც ქრისტე ლოცულობდა. დაე, ჩვენმა შეხვედრამ შთააგონოს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ახალი შემართებით მოუწოდონ უფალს და შესთხოვონ მისი ყველ მოწაფის სრული ერთიანობა“. ეს, უფლის მიერ აღთქმული ერთიანობა არ მიიღწევა შეხვედრებზე, სადაც თითოეული თანამოსაუბრე დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ის დგება ბუნებრივი სახით შეცდომებისა და ერესის მონანიების დროს იმათი მხრიდან, ვინც მათ იზიარებს.

მოყვანილი ციტატიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მოსკოვის პატრიარქისა და რომის პაპის შეხვედრა ორივეს მხრიდან განიხილება, როგორც წვლილი ეკუმენური გაერთიანების პროცესში. მაშინ, მიტროპოლიტ ილარიონის მიერ დაანონსებულმა მომდევნო შეხვედრამ ასევე უნდა შეიტანოს წვლილი ამ პროცესში? და თუ გავიხსენებთ პროტესტს ზოგიერთი იერარქისა და საეკლესიო საზოგადოებრიობის მხრიდან პირველი შეხვედრის თაობაზე მისი ნულოვანი შედეგებითა და ეკუმენური განცხადებებით, ლოგიკური ხომ არაა ვივარაუდოთ, რომ რეაქცია ამ მეორე შეხვედრაზეც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ნეგატიური, ვიდრე პირველზე? და რის გამო არის მზად პატრიარქი კირილი წავიდეს ასეთ რისკზე.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფაქტორი

კიდევ უფრო დიდ გაკვირვებას იწვევს პატრიარქისა და პაპის დაგეგმილი შეხვედრა, თუ ამასთან გავითვალისწინებთ ე.წ. „ფანარიონის ფაქტორს“. ეს ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ მომენტში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო შეშფოთებულია ორი ამოცანის გადაჭრით: მისი უკრაინული, მეუ-ს პროექტის წინსვლა და გაერთიანება ვატიკანთან. მეუ-ს პროექტი ფანარიონის მიერ შეიქმნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით, ფანარიონის მიერ, როგორც ეკლესიის კანონების, ასევე ელემენტარული ჯანსაღი აზრის დარღვევის გზით. ამ პროექტის რეალიზაციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუტანა ტანჯვა და ფაქტიური განხეთქილება მართლმადიდებლობაში. სრულიად სამართლიანად და გამართლებულად რმე-მ და უმე-მ გაწყვიტეს ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. თუმცა, ეს ფანარიოტები აგრძელებენ აქტიურად უნიის წინ წაწევას ვატიკანთან. უკვე დაანონსებულია შესაძლო გაერთიანების ვადებიც. ესაა 2025 წელი, როცა ეკლესია იზეიმებს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს.

ამ კონტექსტში რმე-თვის ეკუნიზმით დაკავება ვატიკანთან, თუნდაც არა ისეთი მასშტაბით, როგორც ფანარიონი, არის განვითარების იმ კურსის მხარდაჭერა, რომელსაც მიყვება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, წყლის დასხმაა პატრიარქ ბართლომეს წისქვილზე. რისთვის კეთდება ეს, ჯერჯერობით სრულიად ნათელი არაა.

დასკვნები

ჯერ ერთი, კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომელიც გამოტანილი იყო სტატიის სათაურში, შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც პატრიარქ კირილისა და პაპ ფრანციკსეს შეხვედრა დაანონსებულია ისეთ მაღალ დონეზე, როგორიცაა მს სსკგ, ეს შეხვედრა სავარაუდოდ, შედგება.

მეორეც, რმე-ს შიგნით ეს შეხვედრა გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას, ხოლო თავად პატრიარქ კირილს, არაფერს ვამბობთ რა მიტროპოლიტ ილარიონზე, კიდევ ერთხელ დასდებენ ბრალს ეკუმენიზმში. ხოლო თუ მომავალი ერთობლივი განცხადების ტექსტში ისევ გამოჩნდება სიტყვა სასურველ ერთიანობაზე, რწმენაში ძმებსა და „ეკლესია-დებზე“, ამ ნეგატიურმა რეაქციამ შეიძლება საკმაოდ მკვეთრი ფორმები მიიღოს.

მესამე, უმე-ში პაპისა და პატრიარქ კირილის ახალი შეხვედრა აღიქმება გაკვირვებით. მიზეზი იგივეა - წინამორბედ შეხვედრას ჩვენი უნიატების არანაირი „დაშოშმინება“არ გამოუწვევია, უფრო პირიქით. პაპის და ბართლომეს მრავალრიცხოვანი საჯარო განცხადებები ერთიანობისკენ სწრაფვის შესახებ ასევე არ შეუწყობს ხელს რმე-ს წინამძღოლისა და რკე-ს მეთაურის მჭიდრო ურთიერთობის გაგებას უკრაინელ მორწმუნეებსა და სასულიერო პირების მეთაურობაში.

მეოთხე, ისევე როგორც წინამორბედი, ჰავანას შეხვედრა, ის, არ მოიტანს არანაირ შედეგებს ქრისტიანების დაცვის საქმესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიტების თავიდან არიდებას, მშვიდობის დამყარებას, კუტლურის, სოციალურ და სხვა სფეროებში. ამ საკითხებზე მიღებული იქნება მორიგი ერთობლივი განცხადება ლამაზი სიტყვებით, მაგრამ ის ვერაფერს მოიტანს.

უდაოა, რომ საეკლესიო დიპლომატიაში (ისევე როგორც საეროში) ბევრი რამ უბრალო ადამიანების თვალებისგან დაფარულია და ყველაფრის გამოტანა როდი შეიძლება საჯარო სიბრტყეში. თუმცა, ამ დიპლომატიამ შედეგი უნდა მოიტანოს. ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ დავინახეთ ის, რის გამოც შედგა შეხვედრა ჰავანაში, ამიტომაც ახალი შეხვედრა გამოიწვევს ბევრ კითხვას. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ნებისმიერ გარემოებასა და მოვლენაში მთავარია მართლმადიდებლური რწმენის, მისი სიწმინდისა და ყოველგვარი ცრუ მოძღვრებებით დაუზიანებლობისადმი ერთგულება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ