ნაციონალისტების არეულობები ჩერნოგორიაში და პროექციები უკრაინაში

მიტროპოლიტ იოანიკოსს ელოდება რთული მსახურება. ფოტო: СПЖ

ცეტინში ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციამ გამოიწვია რადიკალური ნაციონალისტების არეულობები. ანალიზი და პარალელები უკრაინასთან.

2021 წლის 5 სექტემბერს ცეტინის მონასტერში შედგა სერბეთის ეკლესიის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ახალი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაცია. ის გახდა ორმოცდამეერთე მიტროპოლიტი, რომელიც ტახტზე ავიდა ცეტინში, მაგრამ ამ ჯერზე ცერემონია სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ჩერნოგორიის ნაციოალისტები, რომლებიც წაქეზებულნი იყვნენ პრეზიდენტ ჯუკანოვიჩის მიერ, შეეცადნენ ინტრონიზაციის ჩაშლას: მათ გადაკეტეს გზები, დაწვეს სალტეები, მოაწყვეს ქაოსი და არეულობა. პატრიარქი პორფირე და მიტროპოლიტი იოანიკოსი იძულებულნი იყვნენ ცეტინში ვერტმფრენით ჩასულიყვნენ. უფრო მეტიც, მთელი სამყარო მოიარა შოკისმომგვრელმა კადრებმა, თუ როგორ გახდა იძულებული სპეცრაზმი მღვდელმთავრები ფარებით დაეცვა ნაციონალისტების სნაიპერებისგან, ხოლო თავად სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა განაცხადა, რომ არსებობდა მათი სიცოცხლის რეალური საფრთხე. რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩერნოგორიისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს უკრაინაში? მოდით გავერკვეთ ამაში.

ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტი იოანიკოსი. ფოტო: REUTERS/Stringer

მიტროპოლიტი იოანიკოსი (მიჩოვიჩი) ჩერნოგორია-პრიმორსკის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრების სხდომაზე 2021 წლის მაისის ბოლოს. ამ კათედრაზე მისი წინამორბედი, მიტროპოლიტი ამფილოქი (რადოვიჩი) გარდაიცვალა 2020 წლის 30 ოქტომბერს კორონავირუსისგან. ამ დრომდე მეუფე ამფილოქი სათავეში ედგა მრავალათასიან პროტესტს ჩერნოგორიაში ანტისაეკლესიო კანონის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული. ამ პროტესტის დროს მიტროპოლიტმა ამფილოქმა ღიად მოუწოდა მორწმუნეებს საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა მიეცათ ჯუკანოვიჩის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი მოწოდება აისახა ჩერნოგორიას მოქალაქეებში. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (მთავარი სახე სახელმწიფოში) გახდა ზდრავკო კრივოკაპიჩი, რომელიც თავს წარმოაჩენდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნედ და მან დადო პირობა გაეუქმებინა ანტისაეკლესიო კანონი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს კანონი არ გაუქმებულა ამ დრომდე, თუმცა მისგან ამოიღეს ეკლესიისთვის საფრთხის შემცველი დებულებები. მიტროპოლიტი იოანიკოსი არაერთხელ მონაწილეობდა ლიტანიობაში, რის გამოც იქნა დაპატიმრებული და რამოდენიმე კვირა ციხეში გაატარა კიდეც.

ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიასთან და კერძოდ, ცეტინის მონასტერთან, სადაც ინტრონიზაცია შედგა, მიტროპოლიტ იოანიკოსს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. 1992 წელს ის დაინიშნა ცეტინის მონასტრის წინამძღოლად და ამავდროულად წმ. პეტრე განმანათლებლის სახელობის ცეტინის ახალშექმნილი სასულიერო აკადემიის მთავარ აღმზრდელად. 1995 წლიდან მიტროპოლიტი იოანიკოსი ამ სემინარიის რექტორის თანამდებობაზე იყო, ხოლო 1999 წელს ის აყვანილ იქნა ბუდიმლიანსკის ეპისკოპოსის, ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ვიკარიუსის ხარისხში ცეტინიეს სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. მიტროპოლიტ იოანიკოსის რექტორობის დროს ცეტინის სემინარიის არაერთხელ მიტაცება სცადეს ე.წ. „ჩერნოგორიის მართლმადიდებლური ეკლესიიდან“ (ჩმე) განხეთქილებაში მყოფებმა. 2021 წლის თებერვლაში მიტროპოლიტი იოანიკოსი გახლდათ ერთ-ერთი კანდიდატი სერბეთის ეკლესიის წინამძღოლის არჩევნებზე.

ცეტინში მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციამდე ჩნდებოდა ცნობები მუქარაზე ადგილობრივი ნაციონალისტების მხრიდან: მეუფე იოანიკოსს მიანიშნებდნენ თავდასხმაზე, ხოლო მორწმუნეებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ჩერნოგორიის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა, რომლის ინიციატივითაც 2019 წელს მიღებულ იქნა ანტისაეკლესიო კანონი, სერბეთი დაადანაშაულა მომავალი ინტრონიზაციის პოლიტიზაციაში, იმაში, რომ ბელგრადი „დიდი ხანია აკნინებს ჩერნოგორიის თვითგამორკვევას“ და ნაციონალისტურ პარტიებთან ერთად მოითხოვა, რომ ინტრონიზაცია მომხდარიყო არა ცეტინიეში, რომელიც წარმოადგენს ჩერნოგორიის ისტორიულ და კულტურულ ცენტრს, არამედ პოდგორიცაში, ქვეყნის ოფიციალურ დედაქალაქში. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ზდრავკო კრივოკაპიჩმა მილო ჯუკანოვიჩი დაადანაშაულა დაძაბულობის ესკალაციაში და განაცხადა, რომ „ჩერნოგორიის პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხიმსგებლობა ყველა მოქალაქეზე და არა მხოლოდ თავის ამომრჩევლებზე“.

თავად ზდრავკო კრივოკაპიჩმა უარი განაცხადა ინტრონიზაციაში მონაწილეობაზე და ეს შემდეგნაირად ახსნა: „მე არ წავალ არა იმიტომ, რომ არ მინდა ან არ მაქვს მიზეზი. არ მსურს, რომ ჩემი ყოფნა იწვევდეს უარყოფით რეაქციებს და ის გახდეს საბაბი არასასურველი მოვლენებისთვის“. შესაძლოა ეს იყო აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება, რომელიც გამოწვეულია ვითარების რამდენადმე განმუხტვით, თუმცა კრივოკაპიჩი სერიოზული კრიტიკის ქვეშ მოექცა. პოლიტიკური ბლოკის „დემოკრატიული ფრონტი“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრია მანდიჩმა განაცხადა, რომ კრივოკაპიჩმა, გახდა რა პრემიერი, უღალატა დანაპირებს კანონიკური ეკლესიის მხარდაჭერის თაობაზე.

„სწორედ ეკლესიის თხოვნით შევთანხდმით დაგვეთმო მისთვის პირველი ადგილი კოალიციის სიაში. ეკლესიაში ზოგიერთ ადამიანს სწამდა, რომ ის სრულად დედა-ეკლესიის ერთგული იქნებოდა და ყველაფერს გააკეთებდა, რასაც მისგან სერბეთის მართმადიდებლური ეკლესია მოელოდა. სამწუხაროდ, კრივოკაპიჩმა ამაზე უარი განაცხადა. ვიფქრობ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რას ეუბნებიან მას ზოგიერთ დასავლურ საელჩოში, ვიდრე მისი მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების აზრი“, - განაცხადა ა. მანდიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ზ. კრივოკაპიჩმა 2021 წლის ივნისში ბოლო მომენტში უარი განაცხადა ხელი მოეწერა სერბეთის ეკლესიასთან შეთანხმებაზე, ა. მანდიჩის მიერ გამოთქმული აზრი უსაფუძვლო არაა. მაშინ ხერბეთის ეკლესიამ შეთანხმებაზე ხელმოწერა შეაფასა, როგორც „ღია დისკრიმინაციის აქტი“.

არეულობების ორგანიზება

მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციის წინა დღეს ნაციონალისტებმა, რომელთაც ადგილობრივი მედიის მტკიცებით, კოორდინირებას უწევდა პრეზიდენტი მ.ჯუკანოვიჩი, ყველა გზა გადაკეტეს ცეტინში, მოაწყვეს არეულობა და შეტაკებები პოლიციასთან. არეულობების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ ვესელინ ველოვიჩი, რომელსაც 2020 წლის დეკემბრამდე ჩერნოგორიის პოლიციის დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო ამჟამად წარმოადგენს პრეზიდენტ მ. ჯუკანოვიჩის მრჩეველს. ის დააკავა პოლიციამ, მაგრამ უცნობია, მისცემენ თუ არა მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

არეულობები ცეტინში. ფოტო: REUTERS

პროტესტის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბარიკადები აღმართული იყო და ცეტინში ინტრონიზაციის დღეს ბლოკირებული აღმოჩნდა. სერბეთის პატრიარქი პორფირე და მიტროპოლიტი იოანიკოსი ქალაქში ვერტმფრენით ჩაიყვანეს.

პროტესტის მიუხედავად ინტრონიზაცია მაინც შედგა. ზეიმს ესწრებოდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც: ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტი ანტონი და ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტი სერგეი.

უმე-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციაში. ფოტო: news.church.ua

მეუფე იოანიკოსისთვის მიტროპოლიტის კვერთხის გადაცემისას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ განაცხადა: „ჩვენმა ეკლესიამ თქვენ აგირჩიათ. და ამ წმინდა წოდებით ჩვენ მოვედით არა იმისთვის, რომ რამე წაგართვათ, ვინმეს დავემუქროთ ან ღმერთმა არ ქნას, რამე მოვიპაროთ. ჩვენ მოვედით, რათა მოხდეს თქვენი ინტრონიზაციის წმინდა წოდება ამ უფლის მფარველობის ქვეშ მყოფ ეპარქიის მღვდელმთავრის ადგილას“.

თავის სიტყვაში მიტროპოლიტმა იოანიკოსმა განაცხადა, რომ ის გაატარებს ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობისა  და პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას. ასევე მეუფემ პატიება ითხოვა რადიკალების მოქმედებებისა და არეულობის გამო, რაც განსაზღვრა, როგორც „ხელოვნური დაყოფა საზოგადოებაში“, რომელთა გადასალახადაც დრო იქნება საჭირო.

რადიკალების პროტესტზე მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციის დროს კომენტარი გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა: „დასავლეთის ძალების ნაწილი რეგიონში სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიქვამს, როგორც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე. როგორი აუცილებელიცაა რმე-ს განადგურება უკრაინის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ცენტრალიზებულ ქვეყანაში (თუმცა, ეს მათ არ გამოუვიდათ), ასევე უნდა განადგურდეს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია“.

ცეტინში გადაღებულმა  ვიდეომ და ფოტოებმა, სადაც პატრიარქ პორფირეს და მიტროპოლიტ იოანიკოსს სპეცრაზმელები იცავდნენ სნაიპერებისგან სპეციალური ფარებით, რაც ხედვას ფარავს, ყველა წამყვანი გამოცემა მოიარა. უკვე ჩერნოგორიიდან გაფრენისას სერბეთის ეკლესიის წინამძღოლმა დაადასტურა, რომ ძალოვნების ქმედებები არ იყო ზედმეტი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ ეკლესიის საქმე შევასრულეთ,  ტახტზე ავიყვანეთ მიტროპოლიტი ეკლესიისა და ამ საეპისკოპოსოს ხალხის ნებით, ხალხის, რომელსაც უყვარს წმინდა საბას ეკლესია. თუმცა, ძალიან ვწუხვარ, შეძრწუნებულიც კი ვარ იმის გამო, რომ მხედველობის არეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ამ სიყვარულის აქტის ჩაშლა სნაიპერის შაშხანის მეშვეობით“.

პატრიარქი პორფირე და მიტროპოლიტი იოანიკოსი სპეცრაზმის დაცვის ქვეშ მიდიან ღვთისმსახურებაზე ცეტინის მონასტერში. ფოტო: radiosarajevo.ba

მეუ-სა და უკრაინელი ჩინოვნიკების რეაქცია

უკრაინაში მოვლენები ჩერნოგორიელი რადიკალების გამოხტომების ირგვლივ არაერთმნიშვნელოვნად იქნა კომენტირებული - თითქოს, პატრიოტები აპროტესტებენ „საოკუპაციო ეკლესიას“. ის, რომ ცოტა ხნის წინ ამ „ოკუპანტების“ ლიტანიობაზე რეგულარულად გამოდიოდა ჩერნოგორიის დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარი, არავის არ აცბუნებდა.

მაგალითად, რადიკალების მოქმედებებს მხარი დაუჭირა უკრაინის კონსულმა ჩერნოგორიაში მიხეილ შმატოვმა. სიტუაცია ცეტიენში, სადაც ნაციონალისტური მოძრაობებისა და განხეთქილებაში მყოფი „ჩერნოგორიის ეკლესიის“ წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ჩერნოგორიის სიმბოლოებითა და დროშებით, მას აგონებდა 2014 წლის ევრომაიდანს  და ბრძოლას უკრაინაში „რუსულ მშვიდობასთან“.

„ეს, სხვათაშორის, მორიგი გაკვეთილი უკრაინისთვის. როგორც „რუსული მშვიდობა“ იყენებს რელიგიას, სპორტს და ნებისმიერ რამეს თავისი მიზნებისთვის. ყველაფერი არის პოლიტიკა, როცა ეს ეხება ქვეყანა-აგრესორს. ბრძოლა ყველა ფრონტზეა საჭირო“, - დაწერა კონსულმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

შმატოვი რაღაცაში მართალია. ჩერნოგორიელი განხეთქილებაში მყოფები აქტიურად მონაწილეობდნენ არეულობებში და რადიკალებს აქეზებდნენ ნებისმიერი სახით. ეს მართლაც ჰგავდა ევრომაიდანს, სადაც უნიატები და უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები აქტივისტებში საპროტესტო განწყობას აღვივებდნენ გამიზნულად. მაგალითად, ჩერნოგორიის „ეპისკოსპოსმა“ ბოიან ბოიოვიჩმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ის „გმირულად“ უპირისპირდება ჩერნოგორიელ სამართალდამცავს. რითი არაა ეს კადრები 2013-2014 წლების კიევის ცენტრიდან?

ჩერნოგორიელი „ეპისკოპოსი“ ბოიან ბოიოვიჩი უპირისპირდება სამართალმდამცავებს ცეტინში. ფოტო: Фейсбук Бойовича

ბოიოვიჩის მოქმედებებმა ცხარე გამოხმაურება ჰპოვეს უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებთან. „ეპისკოპოსმა“ გაბრიელ კრიზინამ თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა ბოიოვიჩის ვიდეოკომენტარი, სადაც მან მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაციას „სირცხვილი“ და „ცეტინიეს ოკუპაცია“ უწოდა. კრიზინამ თავის პუბლიკაციას დაურთო სიტყვები: „ჩერნოგორიაში სმე-ს პერსპექტივა არ გააჩნია, ისევე როგორც რმე-ს უკრაინაში - რადგანაც ადამიანებს თვალებს ვერ აუხვევ“.

ჩერნოვციში მეუ-ს „კეთილმსახურმა“ ივანე მაკოვეიმ კრიზინასთან კომენტარში დაწერა, რომ პირადად იცნობს ბოიოვიჩს და ჩერნოგორიის განხეთქილებაში მყოფების მეთაურ დედეიჩს და რომ მათ „ბევრი რამ ერთად გაიარეს“.

მეუ-ს სპიკერმა ივანე (ევსტრათი) ზორიამ განაცხადა, რომ თითქოს მიტროპოლიტი იოანიკოსი უარყოფდა ჩერნოგორიის ნაციის არსებობას: „სერბები სპეცრაზმის დაცვის ქვეშ თავს ახვევენ ჩერნოგორიელებს იერარქს, რომელიც თვლის, რომ ჩერნოგორიის ნაცია არ არსებობს“. ასევე, ცეტინში მღვდელმთავრების ვერტმფრენით ჩასვლის კომენტირებისას ზორია იქედნურად დაინტერესდა: „თუ „ჩერნოგორიელი არაა“, - მაშინ ასე გაძლიერებულად ვისგან იცავენ სერბეთის პატრიარქსა და მის იერარქს?“

საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ მეუ-ს ძალიან სურს სერბეთის ეკლესიისგან აღიარება. როცა პატრიარქი პორფირე გახდა სმე-ს წინამძღოლი, სერგეი დუმენკომ დაუყოვნებლივ გაუგზავნა მას მილოცვა, რომელიც დუბლირებულ იქნა სერბეთში უკრაინის საელჩოს მიერ სოცქსელებში ყველა მის აქაუნთზე. უფრო მეტიც, დუმენკო ღიად წავიდა დამცირებაზე იმავე ბოიოვიჩთან სკანდალის შემდეგ, რომელიც ჩერნოგორიაში ამოიცნეს კიევში მეუ-ს „ღვთისმსახურების“ ფოტოსურათზე. სერგეიმ ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილოქეს (იოანიკოსის წინამორბედს) მისწერა წერილი, სადაც ბოდიშს იხდიდა „ჩერნოგორიელ განხეთქილებაში მყოფთან თანამსახურების გამო“ და ამ კაზუსს ხსნიდა „გულგრილობითა და უყურადღებობით“.

ამის მიუხედავად, როგორც ვხედავთ, მეუ-ში უკვე დაივიწყეს სკანდალი ბოიოვიჩთან და სრულიან უჭერენ მხარს თავიანთ ჩერნოგორიელ „ძმადნაფიცებს“. ნუთუ ხელი ჩაიქნიეს სერბეთის ეკლესიის მიერ ნანატრ აღიარებაზე?

რა იქნება შემდეგ?

რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩერნოგორიისთვის? რატომ გახდა შესაძლებელი ასეთი ხისტი და შედარებით მრავალრიცხოვანი პროტესტი ქვეყანაში, რომელშიც ცოტა ხნის წინ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ლიტანიობაზე გამოდიოდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად?

ჯერ ერთი, ნაციონალ-რადიკალებს ძალიან არ აწუხებთ კითხვა: უჭერს თუ არა მათ მხარს მოქალაქეთა უმრავლესობა. ისინი ამუშავებენ დღის წესრიგს, არ აქცევენ ყურადღებას იმას, თუ როგორ იქნება აღქმული მათი მოქმედებები საზოგადოების მიერ.

მეორეც, ამჟამინდელი პრეზინდეტი მ. ჯუკანოვიჩი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი არეულობებს და პირადადაც კი შეუერთდა პროტესტის მონაწილეებს, ძალიან შეფიქრიანებულია მისი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პირადი პერსპექტივებით. კონსტიტუციის თანახმად, ჩერნოგორია არის საპარლამენტო რესპუბლიკა და მასში პრეზიდენტი ძირითადაც ცერემონიულ უფლებამოსილებებს ასრულებს, თუმცა, ეს პოსტი საშუალებას იძლევა მოხდეს ზეგავლენა პოლიტიკაზე პოლიტიკური პარტიების მეშვეობით. სწორედ ასე იყო ბოლო 30 წელიწადი უკანასკნელ არჩევნებამდე: ჯუკანოვიჩი იყო ქვეყნის ფაქტიური მმართველი, ნომინალური უფლებამოსილებების გარეშე. თუმცა, 2023 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება და მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს ახალი ვადით არჩევის შესაძლებლობისთვის. ამიტომაც, მ. ჯუკანოვიჩისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტონუსში ჰყავდეს მისი ელექტორატი და დროდადრო განაცხადოს მასზე ხმაურიანი აქციებითა და განცხადებებით.

მესამე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ზდრავკო კრივოკაპიჩის მდგომარეობა, რომელსაც გააჩნია რეალური სახელისუფლებო უფლებამოსილებები, საკმაოდ მყიფეა. ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას, არამედ არჩეულ იქნა პარტიების ფართო კოალიციის მიერ, რომლებიც გაერთიანდნენ მ. ჯუკანოვიჩის წინააღმდეგ. ამ კოალიციას პარლამენტში მ. ჯუკანოვიჩის მომხრეებზე უპირატესობა სულ რაღაც 1 ხმით გააჩნიათ. ამიტომაც, ნებისმიერმა მღელვარებამ, ნებისმიერმა შიდაპოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კოალიციის რღვევა და ნაციონალისტური ძალების რევანში ჩერნოგორიაში. მით უფრო, რომ ზ. კრივოკაპიჩს ამჟამად აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ასევე საკუთარი თანამებრძოლებიც. პირველები თითქოსდა პროსერბული და პრორუსული პოლიტიკის გამო, ხოლო მეორენი - მისი დანაპირების შეუსრულებლობისთვის, მათ შორის, სერბეთის ეკლესიის მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც.

სახელისუფლებო კოალიციის ეს არამდგრადობა ხელს უწყობს იმას, რომ ჩერნოგორიაში გაგრძელდება მწვავე პოლიტიკური ბრძოლა. ნაციონალისტები მოარყევენ სიტუაციას და შეეცდებიან სახელისუფლებლო კოალიციის დაშლას. სამწუხაროდ, დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება სწორედ ეკლესია და მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები. ვიმედოვნებთ, რომ უფლის შემწეობით, ჩერნოგორია-პრიმორსკის ახალი მიტროპოლიტი იოანიკოსი შეძლებს ეკლესიის დაცვას პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვისგან.

გამოითქმის აზრების იმის შესახებაც, რომ ცეტინში არეულობა არის ერთგვარი ჩერნოგორიული მაიდანის მოწყობის მცდელობა, ხოლო მიტროპოლიტ იოანიკოსის ინტრონიზაცია მხოლოდ საბაბია. ნებისმიერ შემთხვევაში, გზების ბლოკირება, სალტეების დაწვა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა არის ნაციონალისტური ძალების პოლიტიკური აქცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს, როგორც მათთვის დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგებიც. ყოველივე ეს დამოკიდებული იქნება ჩერნოგორიის ხელისუფლების, ზ. კრივოკაპიჩისა და მისი მინისტრთა კაბინეტის რეაქციაზე. თუ ისინი არეულობის ყველა მონაწილეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ კანონის მთელი ძალით, ნაციონალისტების პოზიცია შესუსტდება. ამ ჭრილში შეიძლება ასევე გატარდეს მ. ჯუკანოვიჩის მომხრეებისგან ჩინოვნიკების აპარატის გაწმენდა. თუ ეს არ მოხდება, არსებობს ბევრი მომენტი, რომელიც მიუთითებს სწორედ ამაზე, მაშინ ნაციონალ-რადიკალები იგრძნობენ თავიანთ დაუსჯელობას და გააგრძელებენ უხამსობებს.

პარალელები უკრაინასთან

ჩერნოგორიაში საეკლესიო სიტუაციას პირდაპირი პროექცია გააჩნია უკრაინაში. იქაც და აქაც ხელისუფლებამ შექმნა განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაციები: უკრაინაში - მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, ხოლო ჩერნოგორიაში - ჩერნოგორიის მართლმადიდებელი ეკლესია. იქაც და აქაც ხელისუფლება ანტისაეკლესიო კანონების მეშვეობით ცდილობს ეკლესიას მისი ქონება წაართვას. იქაც და აქაც ნაციონალ-რადიკალები მართავენ დაშინების აქციებს. თუმცა, განხეთქილებაში მყოფების კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ აღიარების საკითხში უკრაინამ ჩერნოგორიას აჯობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი მორწმუნეების პროტესტის მასიურობა ჩერნოგორიაში ანტისაეკლესიო კანონის წინააღმდეგ იქცა გარკვეულწილად მაგალითად უკრაინელი მორწმუნეებისთვის. ის, რომ ამ პროტესტის შედეგად მ. ჯუკანოვიჩის პოლიტიკურმა გუნდმა დაკარგა ძალაუფლება, გახდა კარგი საბაბი უკრაინაში ძალაუფლების მქონეთათვის: ხომ არ გამოიწვევს უმე-ს შევიწროება მარცხს მორიგ არჩევნებზე.

ჩერნოგორიელი რადიკალების მოქმედებების სიხისტე, სამწუხაროდ, მაგალითი გახდება უკრაინელი რადიკალებისთვის. ამიტომაც, რაიმე პროვოკაციის ალბათობა უმე-ს მღვდელმთავრების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების  მისამართით, გაიზრდება. უნდა ველოდოთ „ჰეითის“ გაძლიერებას უმე-ს მისამართით საინფორმაციო ველში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩერნოგორიაში არეულობების სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, ჯერაც გაურკვეველია, რამდენად სერიოზული იქნება ხელისუფლების რეაქცია, ყველა ეს მოვლენა კი გარკვეულ გავლენას მოახდენს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, უმე-ს მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ დაიცვან თავიანთი ეკლესია და მას მხარი დაუჭირონ კანონდმებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus