ფანაროცინიზმი, როგორც პირფერობის ნიმუში

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი. კოლაჟი: СПЖ

არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა მთელი რიგი ბრალდება წაუყენა რუსულ ეკლესიას. გავაანალიზოთ და გავარკვიოთ, რამდენად ახლოსაა ის ჭეშმარიტებასთან.

2021 წლის 15 ივლისს აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მეთაური არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი (ლამბრიანიდისი) აღმსარებლობის თავისუფლების საერთაშორისო სამიტზე გამოვიდა მოხსენებით, რომელიც მიეძღვნა „რელიგიურ ნაციონალიზმსა“ და „ნაციონალურ რელიგიებს“.

თავის მოხსენებაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მთელი რიგი საკმაოდ მნიშვნელოვანი თეზისი წამოაყენა, რომელიც ნათელს ჰფებს ფანარიონის საქმიანობას, როგორც უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების, ასევე კათოლიკეებისა და სხვა რელიგიების მიმართაც. აშშ-ში ფანარიოტული არქისაეპისკოპოსოს მეთაურის გამოსვლაში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო სიტუაციას უკრაინაში, ხოლო მისი კრიტიკის ძირითადი სიმწვავე მიმართული იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. რაც, სხვათაშორის, იერარქის ბაგიდან, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან, გასაკვირი არაა.

გასაკვირია სხვა რამ - რამდენად ცინიკურად სდებს ბრალს ფანარიონის იერარქი რმე-ს იმაში, რაშიც თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის საყვედურის გამოხატვა შეიძლება. მოდით განვიხილოთ ყოველივე.

ნაციონალიზმი თუ ელინიზმი?

მოხსენების სათაურების წაკითხვისას, რომელსაც ეწოდებოდა „რელიგიური ნაციონალიზმის მზარდი ტალღა“ და ეძღვნებოდა „ნაციონალურ რელიგიებსა და რელიგიურ ნაციონალიზმს“  შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფანარიონის წარმომადგენელს განზრახული აქვს ფხიზლად და კრიტიკულად გაიაზროს ნაციონალიზმის ადგილი თავის საკუთარ ეკლესიაში. თუნდაც იმიტომ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომლის იერარქიაშიც არქიეპისკოპოს ელპიდოფორს უკავია ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია, მთელი ისტორიის მანძილზე არც ერთხელ არ ჰყავდა წინამძღოლად ბერძენი! მაგალითად, იმავე რმე-გან განსხვავებით, რომელსაც ყოველთვის როდი მეთაურობს ეთნიკური რუსი, რომლის იერარქებსაც მრავალი ეროვნების ადამიანი წარმოადგენს - უკრაინელებიდან დაწყებული, იაპონელებითა და ინგლისელებით დამთავრებული.

უფრო მეტიც, ბერძნულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები (ელადის, ალექსანდრიის, იერუსალიმის) იმიტომაც იწოდება ბერძნულენოვნად, რომ პრაქტიკულად მთელი მათი საეპისკოპოსო ბერძენია. ამიტომაც, როცა ამერიკაში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი (ასე უწოდებენ იქ ფანარიონის არქისაეპისკოპოსოს აშშ-ში) საუბრობს „ნაციონალური რელიგიაზე“ ან „რელიგიურ ნაციონალიზმზე“, დროა მოვისმინოთ მისგან წინადადება, რანაირად უნდა იქნეს დაძლეული თავად ეს ნაციონალიზმი მისი ეკლესიის შიგნით. თუმცა... ფანარიონის იერარქი სრულიად სხვა რამეზე საუბრობდა.

ასე, მაგალითად, არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი მსჯელობს „ქარიზმატულ ლიდერებზე“ აშშ-ში, რომლებიც ეთნიკურ საკითხს რელიგიურზე მაღლა აყენებენ და რატომღაც სრულიად ავიწყდებათ თავიანთი კოლეგების ხსენება, რომლებიც ღიად და დიდ ხანია იგივეს აკეთებენ. მაგალითად, ირწმუნებიან, რომ სახარება მსოფლიოში ელინიზმის წყალობით გავრცელდა ან მოუწოდებენ აფრიკელებს გაავრცელონ ელინიზმი აფრიკაში. შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც, რომლებიც მოწმობენ, რომ ბერძენი იერარქების გარკვეული კატეგორიის მიერ მართლმადიდებლობა განიხილება ელინიზმის წინსვლისთვის „შესაფუთის“ სახით და პირიქით. ბერძნული ნაციონალიზმის პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ „ეთნოფილეტიზმის“ სახელწოდებითაც კი ის დაგმობილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთ კრებაზე.

ყველა რელიგიას მივყავართ უფალთან?

თუ არქრიეპისკოპოს ელპიდოფორს დავუგდებთ ყურს, მაშინ - ჰო. ის ხისტად კიცხავს რელიგიურ მდგომარეობას ირანში, სადაც ისალმი არის სახელმწიფო პოლიტიკა ( არ ახსენებს რა საბერძნეთს, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი გააჩნია). შემდეგ ამერიკელი მღვდელმთავარი გამოთქვამს პასაჟს, რომელიც ადასტურებს არა იმდენად მის პოზიციას, რამდენადაც იმ განწყობას, რომელიც ფანარიონზე სუფევს: „როცა ერთ რელიგიას სხვა დანარჩენებზე მაღლა აყენებთ, თითქოსდა წყვეტთ, რომ არის მხოლოდ ერთი გზა, რომელიც მთის მწვერვალთან მიდის. სიმართლე კი იმაშია, რომ თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ დაინახოთ მრავალი გზა, როელიც დანიშნულების ერთსადაიმავე პუნქტამდე მიდის, რადგანაც ცრურწმენებით ხართ გარემოცული, რომლებიც თქვენს მზერას ჩრდილავენ“.

მოცემული თეზისი არის ღია ერესი. რადგანაც ის ეწინააღმდეგება იმას, რაზეც საუბრობს ქრისტე სახარებაში და რაზეც მრავალი ასწლეულის განმავლობაში საუბრობს ეკლესია. უფალი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე;  ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ“ (იოან. 14:6). მოკლედ, ქრისტე მკაფიოდ მიუთითებს, რომ „არის მხოლოდ ერთი გზა, რომელსაც მთის მწვერვალთან მივყავართ“. და ეს გზა თავადაა. თუმცა, ფანარიონის მღვდელმთავარი სხვაგვარად თვლის. მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი საუბრობს საგნებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ  მოძღვრებას. შეიძლება კი ასეთი ფრაზის შემდეგ არქიეპისკოპოს ელპიდოფოროს ვუწოდოთ ეკლესიის მწყემსი? საკითხი სადისკუსიოა.

ღია ერესისა და ეკუმენისტებთან აშკარა თამაშის გარდა („ბევრი გზაა, რომელსაც დანიშნულების ერთსადაიმავე პუნქტამდე მივყავართ“), არქიეპისკოპოს ელპიდოფორის თეზისი სრულიად გარკვეულ ჟღერადობას იძენს უკრაინულ რეალიებში. და ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ ეს, რამდენადაც ჩვენს რეალიებს ფანარიონის იერარქი, გამოსვლის მიხედვით, იცნობს. თუმცა, კი ეს ნაცნობობა არის დამახინჯებული.

ფანარიონი, მეუ და უკრაინის სახელმწიფო

სწორედ უკრაინის ხელისუფლება აყენებს „ერთ რელიგიას სხვა დანარჩენებზე მაღლა“. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა შექმნეს მეუ და ამჟამად გამალებულად მუშაობენ მისთვის არსებობის „ნორმალური“ პირობების უზრუნველსაყოფად, დევნიან რა საზოგადოებრივი სივრციდან უმე-ს მისი მილიონობით მორწმუნესთან ერთად,

მეუ უკრაინის ხელისუფლებისთვის არის არა ეკლესია და რელიგია, არამედ პოლიტიკა. ამიტომაც, როცა ელპიდოფორი ხისტად კიცხავს რფ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც „იყენებენ საზოგადობრივ, პოლიტიკურ სფეროს საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის“ და სიტყვასაც არ ამბობენ ისეთ რელიგიურ მოღვაწეეებზე უკრაინაში, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციითა და დონბასში ომით სარგებლობე, რათა „საკუთარი ინტერესები“ წასწიონ წინ, - ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვიცინით.

მაგალითად, 2018 წელს უმე (კ)-ს მეთაური, რომლის სტრუქტურიდანაც თანამედროვე მეუ აღმოცენდა, ფილარეტ დენისენკო ამტკიცებდა, რომ „უფალმა ომი დაუშვა კიევის საპატრიარქოს ზრდის სახით“. მისი მოწაფე და აღზრდილი ეპიფანე დუმენკო თავის მასწავლებელს მიმართავს: „ უკრაინელთა მსხვერპლმა მაიდანსა და დონბასზე ხელი შეუწყო მეუ-ს შექმნას“. პრაქტიკულად ყოველ ქადაგებაში, თითოეულ ინტერვიუსა და ჩანაწერში სოცქსელებში დუმენკო საუბრობს „აგრესიაზე“, „ომზე“ და რუსეთზე. ის სიტყვასიტვყით ახდება იმათი პოლიტიკური ლოზუნგების ტრანსლაციას, ვინც მას რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა უბოძა. და რა? ამას არ ხედავენ აშშ-ში, არ ხედავენ ფანარიონზე? ხედავენ. და იმდენად კარგადაც, რომ დუმენკოს აჯილდოებენ, როგორც ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლს. არანაირი საყვედური მისი პოზიციის გამო, იმაზე, რომ ის, არის რა „რელიგიური ლიდერი“ იყენებს „პოლიტიკურ სფეროს“ „საკუთარი ინტერესების“ წინსვლისთვის.

უფრო მეტიც, არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი, რომლის ეკლესიაც აქტიურად არის დაკავებული ელინიზმის წინსვლით და რომლის სახელსაც მთელი მსოფლიოს ბერძნები უკავშირებენ მათი ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნენას, აღნიშნავს, რომ „ნაციონალური რელიგია“ არის „როცა იდენტურობის პოლიტიკა შედის რელიგიურ ორგანიზაციაში რელიგიური დღისწესრიგის წინსვლის მიზნით“. განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს.

აი, არის ეკლესია. ის ყველასთვისაა. ყველა ადამიანი კანის ფერის, ენის, სქესისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, შეიძლება მისი ნაწილი გახდეს. ასეთ ეკლესიას შეიძლება ვუწოდოთ უმე ან რუსული ეკლესია ან სერბული, ქართული და ა.შ. რადგანაც სიტყვა ამ ეკლესიების დასახელებაში, რომლებიც მიუთითებენ მათ ეთნიკურ კუთვნილებას, სინამდვილეში მეტყველებს მხოლოდ მისი საეკლესიო სტრუქტურების „დისლოკაციის ადგილზე“ და არა მისი წევრების „ნაციონალურ“ თვითიდენტიფიკაციაზე. ქრისტეს ეკლესიაში „არაა არც ელინი და არ იუდეველი“.

არის  „ეკლესია“. როცა პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება და უნდა ჰქონდეს კიდევ საკუთარი, ნაციონალური რელიგიური ორგანიზაცია. როცა პოლიტიკოსები, მათ კვალდაკვალ კი საეკლესიო მოღვაწეებიც კი, დარმწუნებულები არიან, რომ „ჭეშმარიტ პატრიოტს“ შეუძლია იყოს მხოლოდ თავად იმ „ნაციონალური ეკლესიის“ წევრი. როცა „საეკლესიო“ ლიდერები მოუწოდებენ ილოცონ მხოლოდ „ридною мовою». როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის „ბრძოლის“ ლოზუნგების ქვეშ ებრძვიან ეკლესიას, რომელსაც არ სურს ქრისტე გაცვალოს „ნაციონალურ ინტერესებზე“. ნაცნობი სურათია? რასაკვირველია. ყოველივე ეს შეიძლება შევადაროთ მეუ-ს ან ჩერნოგორელ და მაკედონელ განხეთქილებაში მყოფებს, რასაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ მაშინ, როცა ელპიდოფორის აზრით, „იდენტურობის პოლიტიკა ჩართული იყო რელიგიურ ორგანიზაციაში რელიგიური დღისწესრიგის წინსვლის მიზნით“.

აშშ-ში ფანარიონის წარმომადგენელი აგრძელებს: „თუ ასეთი ტალღა გადაიზრდება ზედმეტ გავლენაში - ხელისუფლების საკანონმდებლო, სასამართლო ან აღმასრულებელ შტოებში, ეს ეჭვქვეშ დააყენებს თავად პირველი შესწორების იდეას“. ანუ ამერიკელი იერარქი დარწმუნებულია, რომ თუ სახელმწიფო მიიღებს რომელიმე ერთი რელიგიური ორგანიზაციის მხარეს, ეს აისახება ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროიზე და ეჭვქვეშ დააყენებს სახელმწიფოში რელიგიური თავისუფლების არსებობას.

სწორედ ეს ხდება დღეს უკრაინაში. სახელმწიფო ხელისუფლება პრაქტიკულად ყველა დონეზე უპირატესობას ანიჭებს მეუ-ს. ამ რელიგიური სტრუქტურის ქვეშ იწერება კანონები, რათა „შემსუბუქდეს უმე-დან თემების გამოსვლა“ (ხოლო არსებითად, რომ უკანონოდ წაართვან ტაძრები), ამ სტრუქტურისთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები და მის მიერ უზრუნველყოფილია მატერიალური და სხვაგვარი მხარდაჭერა. თუმცა, ელპიდოფორი ამას კვლავ არ ამჩნევს. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს კონკრეტული ამოცანა - სხვა სამიზნეს ძიება მისი მრისხანე სიტყვისთვის. და ამ სამიზნედ, რაც გასაკვირი არაა, იქცა რმე.

ფანარიონის „კონტურებისა“ და მეუ-ს შესახებ

არქიესპისკოპოსი ელპიდოფორი ამბობს, რომ „მოსკოვის საპატრიარქო ძირითადად ინარჩუნებს ძველი საბჭოთა კავშირის კონტურებს. კარგადაა ცნობილი მჭიდრო კავშირები საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტორსა და საგარეო ურთიერთობების საეკლესიო განყოფილებას შორის“.

ეს ფრაზა კვლავ იწვევს გაკვირვებას თავისი ცინიზმითა და ორმაგი სტანდარტებით. განა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ ცდილობს თავისი „კონტურების“ შენარჩუნებას, რომელიც მას დიდი ბიზანტიის პერიოდში ჰქონდა? ამ მიზნით არ იქმნება დღეს ფანარიონის მიერ კათედრები ქალაქებში, სადაც უკვე დიდი ხანია არ არიან ქრისტიანები? არ ცდილობს პატრიარქი ბართოლომეოსი ნებისმიერი ხერხით სტამბულში მისი სამყოფელი ადგილის შენარჩუნებას და ამიტომაც არ ითმენს თურქეთის ხელისუფლებისგან ნებისმიერ დაცინვას ეკლესიაზე? მაშინ რატომ დუმს არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი?

ზუსტად ასევე შეგვიძლია ვკითხოთ მას, როგორ შეუძლია საუბარი რმე-სა და სსს-ს შორის „მჭიდრო კავშირზე“ იმ ეკლესიის წარმომადგენელს, რომლის მეთაურიც ტრუმენის პირადი თვითმფრინავით ჩავიდა სტამბულში, მიიღო თურქეთის მოქალაქეობა და გვარწმუნებდა, რომ მისი სიცოცხლის ბოლომდე დაიცავდა „ამერიკულ ფასეულობებს“? იგივე პატრიარქი ბართოლომეოსი მუდმივად ხვდება ამერიკელ პოლიტიკოსებს - ჩვეულებრივი სენატორებიდან დაწყებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურითა და პრეზიდენტით დამთავრებული. სწორედ მას, პატრიარქ ბართოლომეოსს, თურქეთში თვლიან სპეცსამსახურების თანამშრომლად, რომელმაც მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. სწორედ ამიტომ დგება რეზონანსული საკითხი, ამ შემთხვევაში როგორია ფანარიონის თანამედროვე „კონტურები“? ხომ არ ემთხვევა ისინი მსოფლიოში აშშ-ს გავლენის რუკას?

აქვე დგება მეორე საკითხიც - რა „კონტურები“ აქვს მეუ-ს, რომელიც იქმნებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირი მონაწილეობით (და შეიძლება, ითქვას, ინიციატივითაც) და რომლის წინამძღოლიც რეგულარულად ხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურს. გარდა ამისა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ახალშექმნილი რელიგიური სტრუქტურის აღიარებაც კი იმავე სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლით ხორციელდება. მაშ, რა კონტურები აქვს მეუ-ს? არც პირველ და არც მეორე კითხვაზე, ელპიდოფორი არ პასუხობს. ამიტომაც ის დაკავებულია სხვა რამით - რუსული ეკლესიისთვის და გაშუალებულად - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტალახის სვრით.

მისი სიტყვებით „მოსკოვის საპატრიარქოს ქსელის მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია გავლენის მოხდენა ახალ ნაციონალურ სახელმწიფოებზე, რომელიც „რკინის ფარდის“ დაშვების შემდე გაჩნდა. მაგალითის სახით ელპიდოფორს მოჰყავს უკრაინა, „სადაც  ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიულად და კანონიკურად იქნა დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქო აგრძელებს მისი საკუთარი წარმონაქმნის შენარჩუნებას (ანუ უმე-ს? - რედ.). ეს აშკარად რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია, რომელიც მისი „რელიგიური ნაციონალიზმიდან“ ისეთივე, თუ არა მეტ სარგებელს იღებს, როგორც „ნაციონალური რელიგიიდან“ -ეკლესიიდან“.

როცა პირველად კითხულობ ამ სიტყვებს, გეუფლება გრძნობა, რომ ის დაწერილია მეუ-ს სპიკერის ევსტრატი ზორიას მიერ - იმდენად ბრიყვულად და დაუსაბუთებლად ჟღერს ის. როგორია რუსეთისა და რმე-ს სარგებელი მათ შორის უმე-ს არსებობაში? გამოდის, რომ უმე-ს გამო რუსეთის ეკლესიამ „საქმე გაიფუჭა“ ფანარიონთან, კვიპროსთან, საბერძნეთთან, ალექსანდრიასთან. ამასთან, რმე-ს სინოდი არანაირ გავლენას არ ახდენს უმე-ზე. იერარქები, მონასტრების წინამძღოლები, სინოდის წევრები და ა.შ. კიევში ირჩევა და მოსკოვთან წინასწარი თანხმობის გარეშე. არანაირი ფულადი გადარიცხვა არ ხდება რმე-ს ხაზინაში უკრაინიდან (გადარიცხვები რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მათი ნახვა და გამოქვეყნება - მაგრამ ის არაა!). მაშ, რა „სარგებელია“? არავითარი. ევქარისტული და სულიერი ურთიერთობის გარდა. სწორედ აქაა ყველაზე დიდი პრობლემა ფანარიონისთვის.

საქმე იმაშია, რომ ფანარიონზე სხვა ეკლესიებთან ურთიერთობები იგებოდა უშუალოდ პირადი სარგებლის ჭრილში ამ ეკლესიის წინამძღოლისთვის ან მისი ტახტის სარგებლის პრიზმაში და ყველასთვის მოსაბეზრებელი „პრივილეგიების“ გამო. მოდით გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ მეუ-ს შექმნის გარიჟრაჟზე, უმე (კ)-ს „პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო საკმაოდ ხშირად სტუმრობდა აშშ-ს, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა ხვდებოდა ფანარიონის წარმომადგენლებსაც - ვინმე  კოსტას ბილირაკისს. მაშინ ფილარეტს აინტერესებდა მხოლოდ ერთი საკითხი - კონკრეტულად რა ექნება ფანარონს მეუ-ს შექმნის დროს?

შეგვიძლია გავიხსენოთ ის, თუ როგორ მიდიოდა სტამბულში „ტომოსის მამა“, სადაც პირველად შეხვდა პატრიარქ ბართოლომეოსს და მათ განიხილეს, რა „სარგებელს“ მიიღებდა ფანარიონი ტომოსის შემდეგ. ამიტომაც, როცა პატრიარქი ბართოლომეოსი აცხადებს, რომ პოროშენკოსგან ტომოსის ხელმოწერის შემდეგ მხოლოდ კანფეტები მიიღო - ჩვენ მხოლოდ თავაზიანად ვიღიმით.

                                                                     *******

არქიეპისკოპოს ელპიდოფორის მოხსენება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განზრახული აქვს მთლიანად და სრულად დაადგეს დესტრუქციულ გზას მართლმადიდებლობასთან მიმართებაში.  მისი ამოცანაა არა წმინდა სამამულო მემკვიდრეობის მიღება, არა მისი განვითარება და შემოქმედებითი ხელახლა გააზრება, არამედ ის მრუდთარგების მკაფიო შესრულება, რასაც „უცხოელი პარტნიორები“ კარნახობენ. როცა კითხულობ ელპიდოფორის გამოსვლას, ხვდები, რატომ მოახდინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზება - რადგანაც ის ყველაფრისთვის მზადაა. ყოველ შემთხვევაში, მენტალურად. ამ გაგებით, ფანარიონისთვის უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების აღიარება, ისევე როგორც ერთობლივი ლოცვები კათოლიკებთან ან პროტესტანტებთან სულაც არაა ის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. საქმე ბევრად უფრო დიდზეა - სინკრეტული რელიგიის შექმნაზე, „ბევრ გზაზე“, რომელთაც „ერთ ადგილამდე“ მივყავართ.

მხოლოდ ხვდებიან კი ფანარიონზე, რომ ეს „ადგილი“ იქნება  სამოთხე?

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus