აუქმებს თუ არა ომი სახარებისეულ მცნებებს?

25 ივლისი 2021 00:03
25
მეუ-ს კაპელანი თვლის, რომ გინება ნებადართულია. კოლაჟი: СПЖ მეუ-ს კაპელანი თვლის, რომ გინება ნებადართულია. კოლაჟი: СПЖ

მეუ-ს „მღვდლები“ თავს ნებას აძლევენ იგინონ ეთერში, „იერარქები“ ამას ამართლებენ იმით,რომ უკრაინაში ომია,ხოლო სახარებისეული იდეალი დედამიწაზე არ არსებობს.სწორია თუ არა ეს?

მეუ-ს სოციალური სამსახურისა და ქველმოქმედების მართვის მეთაურის მოადგილემ, „მღვდელმა“ სერგეი დმიტრიევმა „5 არხის“ ეთერში აგინა რფ პრეზიდენტს პუტინს.

ამ ფაქტის შესახებ სიამაყით წერდა მეუ-ს ერთ-ერთი გამოცემა - „რელიგიური პრავდა“, ხოლო ამ სტრუქტურის „ეპისკოპოსი“ გაბრიელ კრიზიან მოცემულ პუბლიკაციას აქვეყნებს თავის ფეისბუქ-გვერდზე. კრიზინა კომენტარებში აცხადებს, რომ „მეუ-ს კაპელანის პოზიცია უჩვეულოა“, მაგრამ რამდენადაც უკრაინელების უმრავლესობა (როგორც თვლის მეუ-ს „იერარქი“) დმიტრიევს ეთანხმება, რომ სწორედ ასე უნდა „რეაგირებდეს უკრაინის რეალურ მტრებზე“ ქრისტიანი.

ზოგადად, თანამედროვე პატრიოტული წრეებისთვის სიტუაცია არაა ახალი. დედის გინება მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტის მიმართ ნორმად იქცა არა მხოლოდ უკრაინელი საჯარო პიროვნებებისთვის, არამედ თავად მაღალი დონის დიპლომატებისთვისაც. შეუძლიათ თუ არა მსგავში მონაწილეობის მიღება რელიგიური სტრუქტურის წარმომადგენლებს? ბილწსიტყაობის ცოდვა ხომ არავის გაუუქმებია „პატრიოტულ ეკლესიაშიც“ კი. და გინება პირდაპირ ეთერში სულაც არაა უკანასკნელი სადისკუსიო საკითხი მეუ-ში. დმიტრიევის სიტუაციაზე საუბრისას, გაბრიელ კრიზიან თავის გამომწერებთან ურთიერთობაში ახა იდეოლოგიას აფუძნებს - თუ მღვდელი ომში იყო, მას აქვს მორალური უფლება სძულდეს, რადგანაც „სამწუხაროდ, ომს ყოველთვის მოაქვს ნეგატივი ადამიანების ( და მღვდლების - რადგან ისინიც ადამიანები არიან) ცხოვრებაში“, „ხოლო სახარებისეული იდეალი დედამიწაზე არაა“. კრიზინას აზრით, „კაპელანებს, რომლებმაც გაიგეს რუსული აგრესიის რეალური საშინელება, არ გააჩნიათ დიპლომატია და მოხერხებულობა: ისინი თეთრს თეთრს უწოდებენ, ხოლო შავს- შავს. ომი არის ომი...“

ასეთმა პოზიციაცმ აღაშფოთა ფეისბუქის ბევრი მომხმარებელი. მეუ-ს „იერარქის“ პოსტის ქვეშ კომენტარებში ერთ-ერთმა მორწმუნემ დაწერა, რომ „არის დაშვებულის საზღვრები, არსებობს აქსიომა - რა შეიძლება და რა -არა“. მეორე კომენტატორი აღნიშნავს, რომ დმიტრიევის სიტყვები არის „სიველურე“, რადგანაც „პოლიტიკური ლიდერების მნიშვნელობის მიუხედავად ასეთი გამონათქვამები არის სამარცხვინო, აღზრდილი საერო ადამიანისთვისაც კი“. კრიზინას და მათ მსგავსებს შეახსენეს, რომ საერთოდ ქრისტე სხვა რამეზე საუბრობდა, ხოლო ნეტარების მცნება არა მტრებისადმი სიძულვილზე, არამედ იმაზეა, რომ ქრისტიანი უნდა იყოს მშვიდობისმოყვარე. ყველა ამ არგუმენტზე მეუ-ს „იერარქს“ ერთი პასუხი ჰქონდა: „თქვენ იქ  (ანუ ატო-ს ზონაში) ხართ?“ თუ არა - თქვენ „სავარძლის ექსპერტი“ ხართ და შესაბამისად, უფლება არ გაქვთ განსაჯოთ მეუ-ს „კაპელანი“.

ქრისტეს მიმდევარმა უნდა ეცადოს თუ არა მისი სიტყვის მიხედვით უყვარდეს თავისი მტრები თუ თანამედროვე სამყარო თავის კანონებს კარნახობს, რომელშიც არაა მაცხოვრის მცნების ადგილი?

ამაზე კრიზინამ ირონიით განაცხადა, რომ მაცხოვარი არ იყო „მოწინავე აღმოსავლეთში“, რადგანაც მეუ-ს ლოგიკით, იქ ყოფნისას „ის სხვაგვარად ჩამოაყალიბებდა ნეტარების მცნებებს“. მაგალითად, ასე: „ნეტარ არის ის, ვინც წინა ხაზზე იყო აღმოსავლეთში, რამეთუ მათ წინამორბედი მცნებები არ ეხება“. უცნაურია, მაგრამ კრიზინამ ამ შენიშვნას არ უპასუხა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დისკუსია ქრისტიანის წინაშე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს - სჭირდება თუ არა ქრისტეს მიმდევარს ეცადოს მისი სიტყვის მიხედვით უყვარდეს თავისი მტრები თუ თანამედროვე სამყარო კარნახობს თავის კანონებს, რომელშიც ადგილი არა აქვს მაცხოვრის მცნებებს?

პუტინი იმდენად „მტრული მტერია“, რომ მისი სიძულვილია საქებარია?

მტრებისადმი სიძულვილის დაშვებადობის (და ქებადობის) შესახებ დისკუსიაში არა მხოლოდ კრიზინა, არამედ მეუ-ს სხვა „მღვდელმსახურებიც“ მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თავს „იერომონაზონ გერასიმეს“ უწოდეს, აცხადებს, რომ „პუტინი არის მკვლელი და მანიაკი“ და რომ „ეს მისთვის სუსტადაც კია ნათქვამი“. უფრო მეტიც, გერასიმეს აზრით, „საერთოდ, ეს არაა მღვდელის სიტყვები, არამედ ციტატაა. მან უბრალოდ სახალხო შემოქმედების ციტირება მოახდინა. იქ კი, ეს შემოქმედებაა. რაც ჩვენს ხალხში დაიმსახურა, ის მიიღო“.

მეუ-ს სხვა „მღვდელმსახური“, ტარას ივანიუკი, სიტყვებზე პასუხად, რომ კაპელანმაც კი უნდა „აფრქვიოს“ თავისი სიტყვები და აზრები, დაწერა, რომ „ცოტათი უნდა მოხვდე ტყვიის ქვეშ, მაშინ საცერიც კი სიკეთედ მოგეჩვენება“.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიმაც თავის პროფილში სამუშაო ადგილად მიუთითა „მეუ“, აცხადებს, რომ გინება რფ მეთაურის მიმართ არის „კომპლიმენტი“, რამდენადაც ის „არა ერთმა დედამა, ცოლმა, ბებიამ დაწყევლა“. მსგავსი გამონათქვამების დაშვებადობის მტკიცებულებას, მეუ-ს წარმომადგენლის აზრით, ემსახურება მიხეილის მონასტრის კედლები, სადაც მითითებულია დონბასში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სახელები. „და თქვენ კიდევ წერთ და კიცხავთ ჩვენი ეკლესიის მღვდელს მისი „ცუდი“ სიტყვის გამო?... ყელში უნდა წაუჭირო მათ, ვინც ამ სისაძაგლეს უჭერს მხარს და მს უკრაინას - უკრაინული. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ერი“, - აღშფოთებით დაწერა მან.

პრობლემა არაა პუტინის პიროვნებაში. მეუ-ს წევრებს ზუსტად ასევე სძულთ საკმაოდ ბევრი ხალხი: რფ მოქალაქეები, „ლუგადონები“, „სეპარები“ და „ვატუ“, თავიანთი მეზობლებიც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები. ყველა მათგანი ხვდება ლოზუნგიდან მტრების კატეგორიაში „«Слава нації – смерть ворогам».

ვფიქრობ, სწორედ  ამ მიზეზით მეუ-ს არც ერთ ოფიციალურ სპიკერს დმიტრიევის გამოხტომაზე რეაგირება არ ჰქონია. არა იმიტომ, რომ არ შეუმჩნევიათ. ბილწსიტყვაობა  „მტრების“ მიმართ ამ რელიგიური სტრუქტურის წევრებში ერთგვარ საპატიო ყოყოჩობას ჰგავს.

მოდით გავიხსენოთ, რომ ცოტა ხნის წინ მეუ-მ ერთი თვით მსახურება  და ასევე საჯაროდ გამოხატვა აუკრძალა მის ერთ-ერთ ცნობილ სპიკერს - „მღვდელ“ ალექსანდრე დედიუხინს. აუკრძალა იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ქალებს, რომელთაც სურდათ აბორტის გაკეთება. მეუ-ში დედიუხინის გამონათქვამები ჩათვალეს, რომ „აკნინებდა ადამიანურ ღირსებას, აჩაღებს შუღლს საზოგადოებაში პოლიტიკურ ნიადაგზე, ეწინააღმდეგება ქრისტიანული მორალის ფუნდამენტურ პრინციპებს და მართლმადიდებლური ასკეტიკის ეთიკურ ნორმებს, ზიანს აყენებს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს“.

აბორტების კრიტიკა „ეწინააღმდეგება ქრისტიანული მორალის ფუნდამენტურ პრინციპებს“, ხოლო ბილწსიტყვაობა პირდაპირ ეთერში - არა? რატომ? იმიტომ, რომ ნათქვამის ადამიანის მიმართ, რომელსაც დუმენკოს ორგანიზაციაში მტრად მიიჩნევენ. ეს ჰგავს ერთ ანეკდოტს, რომელშიც ყველა ნამდვილმა უკრაინელმა უნდა მოკლას წივწივა და მოსკალი. სცენარის მიხედვით, მსმენელმა უნდა იკითხოს - „წივწივა რატომ? მოკალის მოკვლა თავისთავად იგულისხმება, ამიტომაც არის ძალიან სასაცილო. ასევეა აქაც. ქალების შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ აბორტის გაკეთება, არ შეიძლება, პუტინის კი შეიძლება და საქებარიცაა. რამეთუ ომია.

ამიტომაც, ყველა ამ ადამიანის აზრი, რომელიც თავს „მღვდელს“ უწოდებს, არ შეიძლება მკაცრად სუბიექტური იყოს. არა, ისინი თავიანთ მრევლს ეუბნებიამ მეუ-ს ხელმძღვანელობის ზოგად პოზიციას, ასევე გამოხატავენ იმ ატმოსფეროს, რომელიც ამ რელიგიურ სტრუქტურაში სუფევს. აი, რამდენად ახლოსაა ამ სტრუქტურის წევრების პოზიცია ქრისტესთან?

ბილწისტყვაობის ცოდვა უკვე ანაქრონიზმია?

ზოგჯერ მღვდელი მოდის საერო არხების ეთერში, სადაც სურს იყოს თანამედროვე და აუდიტორიასთან „მის ენაზე“ საუბრობს. იანინა სოკოლოვა ხშირად აფრთხილებდა დმიტრიევს: „თქვენ ჩვენთან ეთერში მოხვედით, რომელშიც გამოიყენება უცენზურო ლექსიკა. როგორ უდგება ეკლესია იმას, რომ ადამიანები საჭიროების მიხედვით იგინებიან?“ და ხაზი გავისვათ ჟურნალისტის შემდეგ, სრულაიდ პირდაპირ კითხვას: „ეს ცოდვაა“?

როგორ რეაგირებს ამაზე დმიტრიევი? ის პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ კითხვით პასუხობს კითხვაზე - სიტყვა „ნაძირალა“ - გინებაა თუ არა? ერთი სიტყვით, მეუ-ს „მღვდელი“ აუდიტორიას ეუბნება - გინებაში არაფერია ცუდი. კონკრეტულად ამას ადასტურებს ეთერის ბოლოს თავისი „საფირმო“ ფრაზით.

ამასობაში, ეკლესია სრულიად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბილწსიტყვაობას, როგორც ცოდვას, რომელიც სერიოზულად აყენებს ზიანს ქრისტიანის სულს. ეფესელთა მიმართ წერილში მოციქული პავლე წერს: „ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილისშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსემენელთ. ნუ შეაჭირვებთ წმინდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის“ (ეფ.4:29-30). და ეს უბრალო სიტყვები არაა. ბილწსიტყვაობას „ანტილოცვას“ უწოდებენ. მღვდელი ალექსანდრე შუმსკიმ ერთხელ თქვა:

„ერთხელ ერთ ბილწმსწიტყველს ვუთხარი: „შეგიძლია საათობით იგინი, არანაირ სირთულეს არ განიცდი, როცა ამ სიტყვებს ამბობ. ერთხელ მაინც სცადე თქვა: „უფალო, შემიწყალე!“. ორი სიტყვა - სულ ერთი წეთი!“ და მან ვერ შეძლო. ის გაბრაზდა და შემაგინა. აი, ასეთი სამწუხარო ექსპერიმენტია. სთხოვე ადამიანის ორი წუთით ბილწსიტყვაობის ნაცვლად ილოცოს - თუნდაც სანაძლეოდ. მოკლე ლოცვასაც კი არ იტყვის. უფრო გაბრაზდება და საჩხუბრად გამოიწევა. შეუძლებელია იგინო და ილოცო!“

ქრისტიანობა და სიყვარული მტრების მიმართ

ყველა აგრესიული სიტყვისა და გამოთქმის ციტირება, რომელიც მეუ-ს „სასულიერო პირებისა“ და „იერარქებისგან“ ჟღერს, უაზრობაა - ის საკმაოდ ბევრია. საკითხი შემდეგშია - შეიძლება მათი რამენაირად გამართლება? ომით, დაღუპულთა სახელებით, წინა ხაზზე ყოფნით, კიდევ სხვა რამით? შეიძლება ბანალურად „ომს“ მიაწერო მაროდიორობისა და სიმხეცის გამოვლენა? სჭირდება თუ არა ქრისტიანს თუნდაც ომის დროს შეინარჩუნოს სუფთა სინდისი? შეიძლება დაეცე უცენზურო სიტყვებამდე და გამოხატულებამდე მხოლოდ იმიტომ, რომ „ომია“?

იქნება, მაცხოვარს სჭირდებოდა ხალხისთვის ესწავლებინა სიმღერა, „ლა-ლა-ლა, პილატე პონტოელი  ხ...ო“?

იესო ქრისტეს მოძღვრება, თავად მისი ცხოვრება და პიროვნება არა მტრებისადმი სიძულვილზე, არამედ მათდამი სიყვარულზეა (ლუკ.6:35). ნუთუ ასე პრინციპულად განსხვავდებოდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება თანამედროვეობითობაზე, თუნდაც ამჟამინდელი უკრაინელი პატრიოტის თვალში? ებრაელები მაშინ რომის ოკუპაციის ქვეშ იყვნენ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. იქნებ, მაცხოვარს სჭირდებოდა ხალხისთვის ესწავლებინა სიმღერა, „ლა-ლა-ლა, პილატე პონტოელი  ხ...ო“? იუდეველები და ფარისევლები არა ერთხელ ეძიებდნენ ქრისტეს სიკვდილს. იქნებ, მას ესწავლებინა მისი მოციქულების სიმღერა, სადაც პირველმღვდელმთავარს აგინებდნენ? მსგავს რამეს ვერ ვხედავთ. მაცხოვარი ქრისტიანებს ასწავლის: „გიყვარდეთ თქვენი მტერი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით  თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (მათ. 5,44). სინამდვილეში, ეს ძალიან ძლიერი და საშინელი სიტყვებია. რამეთუ მცირედ ჩვენგანს შეუძლია მათი შესრულება. თუმცა, ქრისტიანი, როგორც მინიმუმ უნდა ცდილობდეს ამას და არა საკუთარი თავის მართლებას „ომით“, „უძლურებით“ და ა.შ.

იგივე გაბრიელ კრიზინა, პასუხობს რა ანდრეი გერმანს, რომელიც დმიტრიევის გამოხატულებას დაუშვებლად მიიჩნევს, აღნიშნავს, რომ მას „სურს სახარებისეული იდეალი“, რომელიც დედამიწაზე არაა, არამედ არის „ომი“. რაზეც მიიღი პასუხი ნამდვილი მორწმუნე ადამიანის: „დიახ, მინდა. ამიტომაც, როცა ოდესღაც ქრისტიანი გავხდი, ასეთად მინდა ვიქცე. ომს არა მხოლოდ ბევრი უღირსი, სასტიკი რამ მოაქვს, ომი შანსს იძლევა დარჩე, პირველ რიგში, ადამიანად. ადამიანის სიდიადე არა შეურაცხყოფაში, არა წყევლაში და სიძულვილშია. ეკლესიური ადამიანების სიდიადე იმაშია, რომ ისინი იყვნენ მშვიდობისმყოფელები. არა იმაში, რომ ვაზნები და შეშა დაამატონ გაჩაღებულ კოცონში“.

დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელები. ქადაგება მტრებისადმი სიყვარულზე ყოველთვის, ყველა დროს ანგრევდა „საზოგადოებრივ წყობას“. ის იმდენად არ ემთხვევა ურწმუნოების მსოფლმხედველობას, რომ ისინი ქრისტიანებს იღებენ, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებს. რომის იმპერიაში ქრისტეს მორწმუნეებს იმისთვის კლავდნენ, რომ ისინი არ იყვნენ პატრიოტები, რამდენადაც უარს ამბობდნენ ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვაზე, თანამედროვე უკრაინაში პატრიოტებად არ თვლიან მათ, ვისაც არ სურს სიძულვილი. და მასში საფრთხეს ხედავს (გაიხსენეთსიტყვები, რომელიც ზემოთ იყო მოყვანილი იმაზე, რომ „ყელში უნდა სწვდე მათ, ვინც მხარს უჭერს სისაძალგეს და მს“). ამ კონტექსტში, თუ ისაუბრებ მტრისადმი სიყვარულზე, აუცილებლად დაგადანაშაულებენ სურვილში იყო მათ მხარეს, გსურდეს, რომ მათ დაგიპყრან და ა.შ. აი, ისტორია, რომლის პროეცირებაც შეიძლება თანამედროვეობაზე (ის არქიმანდრიტმა რაფელმა (კარელინი) გვამცნო).

„ოდესღაც ალბანეთის ეკლესიას, რომელიც ამჟამად არ არსებობს, სათავეში ედგა კათოლიკოსი გრიგორიოსი. ის მღვდელმთავრად სიყმაწვილეში აკურთხეს, როცა ჩვიდმეტი წლის იყო. ის იყო წმინდა ცხოვრების ადამიანი, რომელმაც კასპიის ალბანეთი (ამჟამინდელი აზერბაიჯანი) ქრისტიანად მოაქცია. როცა ის ოცდასამი წლის გახდა, მისი ქვეყანა ჰუნების შემოსევის ქვეშ მოექცა. ის ეახლა მეფე-მმართველს და სახარება უქადაგა. ჰუნების მეფე მას ყურადღებით უსმენდა, თითქოსდა ის მზად იყო ნება დაერთო გრიგორიოსისთვის ექადაგა ჰუნებში და თავადაც ახლოს იყო ამ მოძღვრების მიღებასთან. მაგრამ როცა გრიგორიოსმა მტრებისადმი სიყვარულზე უთხრა, ჰუნების მხედართმთავრებმა იყვირეს: „მეფეო, განა ვერ ხედავ, რომ ის მზვერავია, რომელიც ჩვენს დასაღუპად მოვიდა? თუ ჩვენს მტრებს შევიყვარებთ, უნდა დავყაროთ ხმლები, მათთან უიარაღოდ გავიდეთ და მაშინ მტრები გაგვანადგურებენ. ვერ ხედავ, რომ ის მახეში გაბამს?“ მაშინ, ჰუნების მეფემ ბრძანა გრიგორიოსის გარეული ცხენისთვის მიბმა და მისი ველში გაშვება...“

აი, აქ იმალება მთავარი პრობლემა - არ უნდა დავყაროთ ხმალი, არამედ სიძულვილი შევწყვიტოთ. მეუ-ში ამას ვერ ხვდებიან. რატომ? იმიტომ რომ მსჯელობენ, როგორც ჰუნები - წარმართულად. საკუთარი სამშობლოს დაცვა და სიძულვილი სხვადასხვა რამეა. ისევე როგორც ქრისტეს მოძღვრება და სიძულვილის ქადაგება, მითუმეტეს, გინებით.

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების

აი, რას წერდა ამის შესახებ იოანე ოქროპირი: „პირველ რიგში, ისწავლე არასდროს არ მიმართო მტრებს დამამცირებლად, არამედ მოწიწებით. ხოლო თუ ბაგენი მიეჩვევიან შეურაცხმყოფელს სასიამოვნო და მოწიწების სიტყვებით მიმართო, მაშინ სულიც, ამას რომ გაიგებს და იქნება ენით ნასწავლი და გონებამოხმობილი, მას შეურიგდება. სიტყვები საუკეთესო იქნება  გულის წყლულის სამკურნალოდ“. და სხვა ადგილას: „ვინც თავის მტერს  ლოცვას, ლოცავს საკუთარ თავსაც და ვინც წყევლის მას, წყევლის საკუთარ თავს და ვინც მტრისთვის ილოცებს, მისი თავისთვის ილოცებს და არა იმისთვის“.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი თვლიდა, რომ სიყვარული მტრების მიმართ გულს ავსებს სიყვარულით: „ასეთ გულში ადგილი არა აქვს ბოროტებას და ის მისი სიკეთით უფალს ემსგავსება“. შესაბამისად, სიძულვილი მტრის მიმართ ადამიანს იმს სულს ამსგავსებს, რომელიც ყოვლად კეთილი უფლის წინააღმდეგ იბრძვის.

შეუძლებელია ამ მდგომარეობის დამალვა - არც სამოსით, არც სიტყვებით, არც ქცევით, არც სიარულითა და აზრებით. ომს დონბასზე ამ მდგომარეობასთან არა აქვს კავშირი. ის არ ცვლის უფლის მცნებებს, არც კორექტირებას უკეთებს მას. სინამდვილეში, ომი მკაფიოდ ავლენს ადამიანის შინაგან სამყაროს, მეტყველებს იმას, თუ როგორია ის სინამდვილეში. მაგალითად, შეხედეთ ამ ფოტოს, რომელიც დმიტრიევლამ იანინა სოკოლოვასთან ეთერის შემდეგ გააკეთა, სადაც სამკერდე ჯვარი თითქმის ჟურნალისტის დეკოლტეში ექცევა. შეიძლება ნებისმიერი ნორმალური მღვდელის წარმოდგენა მის ადგილას? შეიძლება „მღვდელი“ სერგეის მსგავი საქციელის გამართლება იმით, რომ ის „კაპელანი“ და „ომში“ იყო? პასუხი ცხადია

აუქმებს თუ არა ომი სახარებისეულ მცნებებს? фото 1
მეუ-ს მღვდელი სერგეი დმიტრიევი და ჟურნალისტი იანინა სოკოლოვა

საერთოდ, დიდი ხანია შენიშნულია, რომ ისინი, ვინც ეკლესიას უღალატა (დმიტრიევი, ისევე როგორც კრიზინა, უმე-და წასული), ცდილობს ნებისმიერი საშუალებით დაამტკიცოს მისი ლოიალობა ახალი „მეგობრების“ მიმართ. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ უგულო იანიჩარები, ნაცისტები და სხვა მტრის მხარეს გადასულები, რომლებიც „პატრონების“ წინაშე დამსახურებისთვის გადაიან ნორმებსა და მორალს და ადამიანურობას. ამ გაგებით, არც სერგეი დმიტრიევს და არც გაბრიელ კრიზინას ახალი არაფერი უთქვამთ.

სამწუხაროა, რომ თავიანთი ქმედებებით მათ სიძლვილის, ბოროტებისა და ამპარტავნების ცოდვაში შეჰყავთ ისინი, ვისაც სჯერ მათი სამღვდელო ანაფორის. უპირატესად, არანაირი დამოკიდებულება სამღვდელოებასთან მათ არ გააჩნიათ. ისინი საუბრობენ  იმაზე, რითი ცხოვრობენ და სინამდვილეში რას გრძნობენ. და თუ იგინებიან, ეს ნიშნავს, რომ ასე ცხოვრობენ.

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“ და „ნაყოფით იცნობთ მათ“, განა ასე არაა?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ