ვნებები ვაქცინასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

მიგვიყვანს თუ არა ვაქცინაცია ეკლესიაში კიდევ ერთ განხეთქილებამდე? ფოტო: СПЖ

წარმოადგენს თუ არა აუცრელობა ცოდვას? არის თუ არა ვაქცინაში ჩიპი ან აბორტული მასალა? უნდა დაისაჯონ თუ არა ვაქცინის მოწინააღმდეგე მღვდლები? განვიხილოთ ეს საკითხები.

COVID- 19 ვაქცინაცია სამედიცინო პრობლემიდან უკვე დიდი ხანია გასცდა პოლიტიკურს, ახლა კი რელიგიურ პრობლემად გადაზრდას ემსგავსება. გავიგებთ თუ არა მალე არავაქცინირებულებისგან ვაქცინირებულების ანათემას და პირიქით? ემუქრება ეკლესიას განხეთქილება ამ საკითხზე და რა პოზიცია უკავია ამჟამად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას? მოდით, განვიხილოთ ყოველივე დეტალურად.

რა სახის ვაქცინები არსებობს

ყველა ვაქცინის პრინციპი ერთნაირია: უჯრედულ დონეზე რაღაცის შეყვანა ხდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს იმუნურ პასუხს, ამასთან არ იწვევს რა თავად დაავადებას. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ეს „რაღაც“, ვაქცინები იყოფა კლასიკურად, ვექტორულად და მ-რნმ  -ვაქცინებად.

კლასიკური ვაქცინები ასევე იყოფა რამოდენიმე სახედ, მაგრამ ჩვენ ამას არ ჩავუღრმავდებით, განვიხილოთ თავად მუშაობის პრინციპი. ორგანიზმის იმუნური პასუხი ამ ვაქცინების მოქმედებაზე იწვევს მათში შემავალი დაავადების გამომწვევ ვირუსს, რომელიც ინაქტივირებული ან დასუსტებულია სხვადასხვა ტექნოლოგიის მეშვეობით. ასეთ ვაქცინებს განეკუთვნება, მაგალითად, უკრაინაში ყველაზე გავრცელებული ჩინური „CoronaVac”, რუსული „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“. ვაქცინების მიღების ტრადიციული ტექნოლოგია უკვე 200 წელზე მეტია არსებობს, ის საკმაოდ შესწავლილია, მაგრამ ამასთან, მისი ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ დაბალია. ზოგიერთი მონაცემებით, „CoronaVac”-ის ეფექტურობა სულ რაღაც 50%.

ვექტორული ვაქცინები - როცა ხდება რომელიმე უცხო ვირუსის აღება, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის (ეს არის „ვექტორი“), რომელშიც ავადმყოფობის გამომწვევი ვირუსის შეყვანა ხდება, რაც იწვევს საჭირო იმუნურ პასუხს. ასეთ ვაქცინებს განეკუთვნება: ბრიტანულ-შვედური “AstraZeneca”, ამერიკული “Johnson& Jonhnson”, რუსული „სპუტნიკ V” და ა.შ. ასეთი ვაქცინების ეფექტურობა - 80-90% და მეტია.

მ-რნმ  -ვაქცინები. ეს ვაქცინირების სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც კორონავირუსის ამ პანდემიამდე გადიოდა მხოლოდ კლინიკური ცდების სტადიას. COVID- 19 გამოჩენამდე ამ ტექნოლოგიით არც ერთი ვაქცინა არ იყო ადამიანებისთვის შესაყვანად ნებადართული. კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, ობიექტური მონაცემების ნაკლებობაზე თვალები დახუჭეს და იჩქარეს, რაც შეიძლება მალე ჩაეშვათ ასეთი ვაქცინები ფართო მიმოქცევაში.

მ-რნმ  ვაქცინები მოიცავს არა თავად ვირუსს (შესსუსტებული ან ინაქტივირებული) და თუნდაც ვირუსის ნაწილაკს, რომელიც სხვა ვირუსშია შეყვანილი, არამედ მხოლოდ ერთგვარ „ინსტრუქციას“ მატრიცული რნმ-ს მოლეკულის სახით, რომელშიც ჩაწერილია ინფორმაცია ვირუს SARS-CoV-2 -ის ცილაზე. ადამიანის ორგანიზმის უჯრედში მოხვედრის შემდეგ ეს ინსტრუქცია აიძულებს მას თავად ამ ცილის სინთეზსს, რომელზეც ჩვენი ორგანიზმი იძლევა საჭირო იმუნურ პასუხს. მ-რნმ   ვაქცინებს განეკუთვნება ამერიკულ-გერმანული “Pfizer/bioNTech” და ამერიკული „Moderna”. მათი გამოცხადებული ეფექტურობა - 95%-ია.

მოცემული სახის ვაქცინები  ყველაზე საკამათოა, რამდენადც არსებობს სრულიად ლოგიკური შიში: ხომ არ შეიცავს მ-რნმ  ეს მოლეკულა S- ცილების გამომუშავების ინსტრუქციის გარდა სხვა ინსტრუქციებსაც, რომლებზეც არაფერი ვიცით არც ჩვენ და შესაძლოა, არც შემმუშავებლებმა? ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ეს ინსტრუქცია როგორ იმოქმედებს რამოდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგ? ორგანიზმის იმუნური სისტემის გარდა კიდევ რისი ამოქმედება შეუძლია მას? განვმეორდებით, პასუხი ამ კითხვაზე არაა მიღებული არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან, არამედ საერთოდ მ-რნმ    ვაქცინებთან მიმართებაში.

ადამიანის ორგანიზმში შეყვანილი ეს ინსტრუქცია როგორ იმოქმედებს რამოდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგ? ორგანიზმის იმუნური სისტემის გარდა კიდევ რისი ამოქმედება შეუძლია მას?

პრეტენზიები ვაქცინების მიმართ

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები პირობითად შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ჯგუფად.

1.ჩიპირება. ზოგიერთი ადამიანი ვარაუდობს, რომ ადამიანის ორგანიზმში ვაქცინაციის სახის ქვეშ მოქცეულია მინიატურული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ასრულებს მაკონტროლებენ ფუნქციას (ჩიპი). ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ვაქცინაციის სახით შეყვანილი ჩიპი არის სწორედ იმ ანტიქრისტეს ბეჭედი, რომელზეც საუბარია წმინდა წერილში.

ამ არგუმენტებს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, იმათი ფანტაზიის გარდა, ვინც ამ არგუმენტების ტრანსლირებას ახდენს საზოგადოებაში. შეთქმულების სხვადასხვა თეორიის გამზიარებელ ადამიანებში პოპულარობის მიღების ცდუნების ქვეშ ზოგჯერ საკმაოდ ცნობილი, პატივსაცემი ადამიანები ექცევიან. მაგალითად, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, რომელიც დამაჯერებლად გვიყვებოდა, რომ ვაქცინირების დროს ადამიანში ხდება ჩიპის შეყვანა, საკმაოდ მცირე ხანში თავად გაიკეთა ვაქცინა და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ამჟამად ჩიპის „დამალვა“ ვაქცინაში საკმაოდ პრობლემატურია, ისევე როგორც პრობლემურია „ჩიპების“ ერთიანი სისტემური მართვის ორგანიზება სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინებში.

2.გენეტიკური კოდის ცვლილება. არსებობს აზრი, რომ კორონავირუსის ვაქცინებს შეუძლიათ ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება და გავლენის მოხდენა ორგანიზმის გარკვეულ ფუნქციებზე. მოცემული პრეტენზიების წაყენება ხდება ძირითადად მ-რნმ    ვაქცინების მიმართ, რომლებიც მოიცავენ გარკვეულ ინსტრუქციას, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანის ორგანიზმმა. მართალია, ვაქცინის შემმუშავებლები ამტკიცებენ, რომ მ-რნმ  მოლეკულას არ შეუძლია ჩვენს დნმ და რნმ-ში ჩართვა და ჩვენი გენეტიკური კოდის შეცვლა, ზოგიერთი მეცნიერი უფრო ფრთხილია. ისინი ამბობენ, რომ მ-რნმ-ს მოლეკულის ადამიანის დნმ და რნმ-ში შეყვანის შესაძლებლობა დამტკიცებული არაა. ერთი სიტყვით, მეცნიერებას საკმაოდ მცირე მონაცემები აქვს, რომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტუროს ან ერთი ან მეორე.

ყველაზე ხშირად ვაქცინის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ისინი ნეგატიურად ახდენენ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე და რომ ვაქცინაცია წარმოადგენს  შეთქმულებას პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზნით. ამის დადასტურება ან უარყოფა რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ მოხერხდება. და მაინც, მსგავს შიშს შეიძლება აზრი ჰქონდეს მხოლოდ მ-რნმ-ვაქცინების მიმართ. სხვა ტიპის ვაქცინების დადანაშაულება იმაში, რომ მათ გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანის დნმ-ზე და რნმ-ზე - იგივეა ვამტკიცოთ, რომ თითქოს გენეტიკურ კოდს შეუძლია გავლენის მოხდება გარკვეული სახის საკვებზე.

3.გვერდითი ეფექტები. საქმე ეხება არა იმას, რომ ვინმეს აუწევს ტემპერატურა ცოტა ხნით და ოდნავ ან მოექავოს აცრის ადგილი, არამედ საკმაოდ სერიოზულ შედეგებს. მაგალითად, ზოგიერთი მის-ი ამერიკული National Center for Biotechnology Information-ის კვლევის მითითებით, ამტკიცებს, რომ აშშ-ში კორონავირუსისგან ვაქცინირებული ორსული ქალების 80% (!!!) -ზე მეტს მუცელი მოეშალა ანუ თვითნებური აბორტი განვითარდა. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ  შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება თრომბოზის ხშირი შემთხვევების გამო, რომელიც ასევე იწვევდა ლეტალურ შედეგს.

4.დაბალი ეფექტურობა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ ვაქცინას გააჩნია ძალიან დაბალი ეფექტურობა. ძირითადად, კრიტიკის ქვეშ ექცევა Sinovac Biotech Ltd. ჩინური წარმოების ვაქცინები - 50,4% ან Sinopharma - დაახლოებით 72-79%. თუმცა, ევროპული ვაქცინებიც ასევე დაბალეფექტურია, მაგალითად, გერმანული კომპანია Curevac-ის ვაქცინას გააჩნია მხოლოდ 47% ეფექტურობა.

თუმცა, ცალკეული ვაქცინების დაბალი ეფექტურობა ეს ჯერ კიდევ ნახევარი უბედურებაა, იგივე Pfizer/bioNTech ან „სპუტნიკ V”  გააჩნია 90%-ზე მეტი ეფექტურობა, ხოლო კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებთან მიმართებაში  - 100%. უბედურება იმაშია, რომ COVID-19 მუდმივად განიცდის მუტაციას და ცალკეული მუტაციებისგან ვაქცინები საერთოდ უძლურია.

2021 წლის 5 ივლისს ჯანმოს მეთაურმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ე.წ. „ინდური შტამი“ ან „დელტა-შტამი“ მსოფლიოში მძვინვარებს ვაქცინების მიუხედავად. „ის ვრცელდება, როგორც დაბალი, ასევე მაღალი იმუნიზაციის ქვეყნებში. ეს მოითხოვს სიტუაციის საგულდაგულო დაკვირვებას და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის კორექტირებას. ინდური შტამის მსგავსი გავრცელება გვიჩვენებს, რომ ვაქცინების შემმუშავებლებთან პასუხი ასეთ გამოწვევაზე, როგორიცაა ახალი მუტაციების წარმოქმნა, ჯერჯერობით, არაა“, - განაცხადა გებრეისუსმა.

ჩნდება კანონზომიერი კითხვა: რატომ უნდა ავიცრათ და თავის გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკის ქვეშ დავაყენოთ, თუ ხვალ შენი აცრა სრულიად უსარგებლო იქნება კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ?

რატომ უნდა ავიცრათ და თავის გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკის ქვეშ დავაყენოთ, თუ ხვალ შენი აცრა სრულიად უსარგებლო იქნება კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ?

ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნებში დააავადების დონე პირდაპირ კორელირებს მოსახლეობის ვაქცინაციის დონესთან. ასე, მაგალითად, უკრაინაში, სადაც ვაქცინაცია ნელა მიმდინარეობს და მას თან ახლავს მთელი რიგი სკანდალი, რომელიც უკავშირდება ვაქცინის მიწოდების ვადების ჩავარდნას, 2021 წლის 6 ივლისს გამოვლინდა დასნეულების 610 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვალება. და ეს იმასთან, რომ ოფიციალური სტატისტიკით უკრაინელების რაოდენობა დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია. ამავე დროს რუსეთში, სადაც ვაქცინაცია მიდის დაჩქარებული ტემპებით და ვაქცინირებულების რაოდენობა მოსახლეობის თითქმის 18%, იმავე დროში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი 23 378 შემთხვევა და 737 გარდაცვალება.

5. მთავარი პრეტენზია - რელიგიური ან მორალურ-ეთიკური. მორწმუნე ადამიანებისთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ და არა იმდენად ვაქცინების მიმართ ზემოთ მოყვანილ პრეტენზიებს, რამდენადაც იმას, თუ რამდენადც უზადოა ისინი მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით. ადრე ეს საკითხი არ იდგა ასეთ ფართო დონეზე, მაგრამ COVID-19 წარმოქმნასთან ერთად, გაირკვა ვაქცინების ინდუსტრიის საკმაოდ არასახარბიელო ასპექტები. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანის საფუძველში (არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ სხვა დაავადებებისგან) დევს ბიომასალა, რომელიც აბორტის დროს არის მიღებული. გაირკვა, რომ მსოფლიოს ბევრი ლაბორატორია ათწლეულები იყენებს ვაქცინების შესაქმნელად უჯრედულ ხაზებს, რომელიც აბორტირებული ჩვილებისგან არის მიღებული.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ შექმნის დროს გამოყენებული იყო მსოფლიოშო ერთ-ერთი ცნობილი უჯრედული ხაზი HEL 293 (Human Embryonic Kindey), რომელიც შეიქმნა 1973 წელს ბავშვის ემბრიონული თირკმლის უკრედებისგან, რომელიც აბორტის გზით იქნა მიღებული. ხაზი WI- 38  მიღებულ იქნა 1964 წელს გოგონას ფილტვის ქსოვილის დიპლოიდური უჯრედებისგან, რომელიც აბირტირებულ იქნა შვედეთში 12 კვირის ვადაზე. MRC -5 ხაზი 1966 წელს მიიღეს 14 კვირის ბიჭუნას ფილტვის ქსოვილისგან. ეს სამი ხაზი დევს ძალიან ბევრის შექმნის საფუძველში, თუ მსოფლიოში ვაქცინების უმრავლესობაში არა, მაგალითად, წითურას,  ჩუტყვავილას, ა ჰეპატიტის, ცოფის და ა.შ. კორონავირუსისგან დამცავი დასავლური ვაქცინების უმრავლესობა, მათ შორის, Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca  და სხვები ასევე ამ ხაზების საფუძველზეა შექმნილი. რასაკვირველია, თავად ვაქცინებში არაა თვითონ აბორტირებული უჯრედები, არც მათი კვალი, და აბორტებიც არ ტარდებოდა ბიომასალის აღების მიზნით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ბევრი ვაქცინის საფუძველში სწორედ აბორტის ცოდვა დევს.

რუსული ვაქცინების „კოვივაკის“ და „ელივაკკორონას“ მწარმოებლების განცხადებების  თანახმად, მათი შექმნის დროს არ გამოიყენებოდა უჯრედული ხაზები, რომელიც აბორტირებულ მასალას უკავშირდება.

 ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების პოზიცია

დღეს შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთ რელიგიურ კონფესიას არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი და ერთიანი პოზიცია კორონავირუსისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით. თითოეულ კონფესიაში არსებობს რადიკალური შეხედულებების მიმდევრები, რომლებიც ვაქცინებს დაჩიპვის ან შვილოსნობის ფუნქციის დასათრგუნ საშუალებად მიიჩნევენ. არსებობენ რელიგიური ლიდერები, რომლებიც მოგვიწოდებენ ვაქცინების გამიჯვნას: ერთის მოწონებას და მეორეს აკრძალვას. მაგალითად, ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში ვაქცინები იყოფა ჰალიალურად (ნებადართულად) და ჰარამულად (აკრძალულად). ამ უკანასკნელს განეკუთვნება არა მხოლოდ აბორტირებული უჯრედული ხაზების მეშვეობით შექმნილი, არამედ ისეთებიც, რომელთა შექმნის დროსაც გამოიყენებოდა ღორის ჟელატინი. იუდაიზმში არის განსხვავებული კოშერული და არაკოშერული ვაქცინები. ქრისტიანობაშიც ასევე არსებობს ვაქცინების დაყოფა „ეთიკურად უზადოდ“ და „არცთუ უზადო“, აბორტული უჯრედების გამოყენების ან გამოუყენებლობის მიხედვით.

თითოეულ კონფესიაში არიან ლიდერები, რომლებიც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას კოშერულობა/არაკოშერულობას და მოუწოდებენ ნებისმიერი მისაწვდომი ვაქცინით აცრისკენ. ამ ადამიანების არგუმენტაცია არის მარტივი და გასაგები - ვაქცინების პოტენციური უნარი იხსნას ადამიანების სიცოცხლე აჭარბებს ნებისმიერ მსჯელობას მათი მისაღებობის ან მიუღებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ სიტუაციაში, როცა ყოველდღიურად COVID-19-გან ათასობით ადამიანი იღუპება, ადგილი არ რჩება დისკუსიებს აბორტის ცოდვის შესახებ, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ განხორციელდა.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ვატიკანის პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბდა რწმენის კონგრეგაციის მიერ და დადასტურებულია რომის პაპის ფრანცისკეს მიერ 2020 წლის დეკემბერში: „იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს „ეთიკურად უზადო“ ვაქცინებისადმი ალტერნატიული წვდომა, მორალურად მისაღებს წარმოადგენს ვაქცინების გამოყენება COVID-19 წინააღმდეგ, რომელთა შემუშავებასა და წარმოებაში გამოიყენებოდა აბორტირებული ნაყოფისგან გამომდინარე უჯრედები“. ანუ ცოდვა აღარაა ცოდვა, თუ არ არის ალტერნატივა. ძალიან „კათოლიკურია“.

მართლმადიდებლობაში ასევე არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი  ვაქცინაციაზე. ჩვენ არ განვიხილავთ ისეთი არაერთმნიშვნელოვანი პიროვნებების გამონათქვამებს, როგორიცაა შუა ურალის დედათა მონასტრის ყოფილი სქიიღუმენი სერგეი რომანოვი. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ძალიან ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებიც სერიოზულ არგუმენტებს აყენებენ საკუთარი პოზიციის საფუძველში.

მაგალითად, კვიპროსის ეკლესიის საკმაოდ ავტორიტეტული იერარქი, მორფიის მიტროპოლიტი ნეოფიტი ვარაუდობს, რომ ვაქცინაცია არის ერთგვარი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარების ერთ-ერთი ელემენტი, რომლის მოწინააღმდეგენიც „გზას უხსნიან მაღალი ტექნოლოგიების ახალ ეპოქას ზნეობრიობის, სათნოების, ძე ღვთისას იესო ქრისტეს გარეშე“. მღვდელმთავარი თვლის, რომ „ვაქცინაცია არის მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი ხერხი სიკვდილის, განუკურნებელი ავადმყოფობების და ახალგაზრდა თაობის სტერილიზაციის მეშვეობით“.

მიტროპოლიტ ნეოფიტის პოზიციის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ძალიან მარტივი და ლგიკურია: მაშინ, როცა ვაქცინებისგან ჯანმრთელობისთვის უშუალო ზიანი არის მინიმალური, მათი გრძელვადიანი გავლენა არაა შესწავლილი, COVID-19-გან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება დღე-ღამეში. ეს არის მოსახლეობის შემცირება, რომლის წინააღმდეგაც გამოდის მიტროპოლიტი ნეოფიტი.

რამოდენიმე დღის უკან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორი საკმაოდ ავტორიტეტული იერარქი გამოვიდა ვაქცინაციის მოწოდებით, ამასთან, მათ ეს გააკეთეს ძალიან მკაცრი ფორმულირებით. სსკგ-ს მეთაურმა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა) 2021 წლის 5 ივლისს განაცხადა, რომ ისინი, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, წარმოადგენს პოტენციურ მკვლელს: „ამჟამად ხშირად ვხვდები ისეთ სიტუაციებს, როცა ადამიანები მღვდელთან მიდიან იმისთვის, რომ მოინანიონ ის, რომ მათ ვაქცინა არ გაიკეთეს და არ გაუკეთეს თავიანთ ახლობლებს და რომ ისინი იქცნენ ადამიანების დაღუპვის უნებური მიზეზად. ისინი მოდიან და ამბობენ: „და როგორ ვიცხოვრო ახლა?“ მიჭირს თქმა, როგორ უნდა იყოს ასე. მთელი ცხოვრება უნდა მოინანიონ ჩადენილი დანაშაული“.

მსგავსი მოსაზრებების ლოგიკურობის დროს, არ შეიძლება დავინახოთ მინიმუმ ორი სუსტი ადგილი.

  1. მსგავსი ლოგიკა გამოიყენება საერთოდ ყველა ინფექციური დაავადების და არა მხოლოდ კორონავირუსის მიმართ. ჯანმო-ს მონაცემებით, ჩვეულებრივ გრიპთან დაკავშირებული დაავადებისგან 650 ათასამდე ადამიანი იღუპება. გამოდის, ვინც ისინი დააასნებოვნა მკვლელები არიან? თავად მიტროპოლიტი ილარიონი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ არავინ დაუინფიცირებია მისი ცხოვრების მანძილზე?
  2. ვაქცინების მწარმოებლები არ ამტკიცებენ, რომ ვაქცინირებულები სრულად არიან დაცულები დასნებოვნებისგან. სავარაუდოდ, ვაქცინა მხოლოდ უზრუნველყოფს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვას. რადგანაც ვაქცინირებული ადამიანიც კი არ შეიძლება იყოს დარწმუნებული 100%-ით, რომ ის არ წარმოადგენს დაავადების წყაროს.

ფსკოვის მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი) კიდევ უფრო შორს წვიდა. 2021 წლის 2 ივლისს მან განაცხადა, რომ სასულიერო პირებს, რომლებიც გამოდიან აცრების წინააღმდეგ, შეიძლება  კანონიკური სასჯელი დააკისრონ.

„თუ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე თქვენგანს, ვინც არ გაიკეთა აცრა იმის წყალობით, რომ თქვენ გადაარწმუნეთ ისინი გაეკეთებინათ ეს, ღმერთმა არ ქნას, მძიმედ დაავადდებიან ან მოკვდებიან... თუ ეს მოხდება, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი მღვდლები  ან ბერები სრულ კანონიკურ პასუხისმგებლობას იღებენ ასეთ ქცევაზე“, - განაცხადა მეუფემ.

ყველაფერი ისევ ლოგიკურია. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონკრეტული მორწმუნე მეუფე ტიხონის მოწოდებით წავა, გაიკეთებს ვაქცინას და გართულებების შედეგად მოკვდება ან გახდება ინვალიდი? რა პასუხისმგებლობა, მათ შორის, კანონიკურიც, უნდა დაეკისროს ფსკოვის მიტროპოლიტს?

რასაკვრიველია, შეიძლება ითქვას, რომ ათასობით  სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ათეულობით, მაგრამ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით,  ეს არგუმენტი, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არცთუ მყარია.

საჩვენებლი ისტორია ვაქცინაციის მომხრეებისა და მოწინააღმდეგების დაპირისპირების კონტექსტში მოხდა ვალაამის მონასტერში. მონასტრის წინამძღოლმა ეპისკოპოსმა პანკრატიმ (ჟედიაევმა) დაავალდებულა არა მხოლოდ ძმები, არამედ მონასტერში მყოფნიც სავალდებულო წესით აცრილიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მან პირობა დადო გაეგდო მონასტრიდან ყოველგვარი შემწეობის გარეშე სულიერ ძმაც, სასულიერო პირიც და ასევე მუშები და დაქირავებულები.

მეუფის მსგავსი სიმკვეთრე სავსებით ცხადია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ცოტა ხნის წინ მან ძალიან მძიმედ იავადმყოფა კორონავირუსის ინდური შტამით. აი, როგორ აღწერდა ის თავის მდგომარეობას: „ერთი კვირა 38 -დან 39-მდე მქონდა ტემპერატურა, თავის ჯოჯოხეთური ტკივილი, შფოთვა, წნევა 160, პულსი 120. მტერს არ ვუსურვებ“. საკუთარი შეგრძნებების გარდა მან დაინახა სხვა ადამიანების საშინელი ტანჯვაც. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მონასტერში დაბრუნებულმა, მან დაწერა: „ყველა სულიერი ძმა მოემზადოს სრული ვაქცინაციისთვის. პირველი პარტია ვაქცინირებულ იქნება შაბათსა და კვირას. ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში ნებისმიერი პირი მონასტრიდან იქნება გაძევებული სახსრების გარეშე“. ამასთან, მეუფე პანკრატი ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში იყო ვაქცინირებული ვაქცინით „სპუტნიკ V“.

აქ ჩნდება კითხვა. იმის გათვალისწინებით, რომ ის ცოტა ხნის წინ მძიმედ იყო ავად, ვაქცინაცია იყო უსარგებლო თუ პირიქით, ის სიკვდილისგან დაიცვა? ნებისმიერი პასუხი ამ კითხვაზე იქნება წმინდა სუბიექტური.

როგორც არ უნდა იყოს, ეპისკოპოს პანკრატის განკარგულება ეწინააღმდეგება მტკიცებას ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის შესახებ, რომელზეც არაერთხელ განაცხადეს რმე-ს მღვდელმთავრობამაც, ასევე რუსეთის საერო ხელისუფლებამაც. ვალაამის მონასტრის წინამძღოლს თავს დაატყდა ბრალდებები დესპოტიზმსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. ეს ისტორია დასრულდა იმით, რომ 2021 წლის 30 ივნისს მთელს მოსკოვის ეპარქიაში და სტავროპიგიურ მონასტრებს დაეგზავნა ცირკულარული წერილი მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარიუსის, ქ. მოსკოვის აღდგომის ტაძრის მიტროპოლიტის დიონისეს (პორუბაი) ხელმოწერით, რომელშიც ვაქცინაციისკენ მოწოდების გარდა ნათქვამი იყო: „განკარგულებითი დოკუმენტები რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის შესახებ, რომელიც გამოცემულ იქნა მათი ხელმძღვანელების ინიციატივით, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს“. ასევე რმე-ს საქმეთა მმართველის მოადგილემ, ზელენოგრადის ეპისკოპოსმა საბამ (ტუტუნოვმა) თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა: „რაც შეეხება ვალაამს. დღეისთვის აქ მოხსნილია იძულების თემა. მეუფე პანკრატი ცდილობს მამობრივად იზრუნოს საძმოზე. თუმცა, არანაირი „გასახლება“ არა ვაქცინაციის მიზეზით არ იქნება“.

  • 2021 წლის 20 მაისს მოსკოვში შედგა მრგვალი მაგიდა „ვაქცინაცია: ეთიკური პრობლემები მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რმე-ს ეპისკოპოსებმა, სამღვდელოებამ, ერისკაცებმა, მეცნიერებმა, მედიკოსებმა. მრგვალ მაგიდაზე მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტის არსი შემდეგს მოიავს:
  • მართლმადიდებლური მოძღვრება არ მოითხოვს ვაქცინაციაზე უარს;
  • კორონავირუსის პანდემიას უნდა ვებრძოლოთ, მათ შორის, ვაქცინაციის მეშვეობითაც;
  • ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციის შესახებ;
  • არ უნდა მოხდეს არანაირი გამიჯვნა ვაქცინირებულების ან არავაქცინირებულების უფლებებში;
  • ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები, მათ შორის, მძიმეც, არსებობს და ამიტომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ვაქცინების  და თავად ვაქცინირების პროცესის ხარისხი;
  • აზრი დაჩიპვის ან ანტიქრისტეს ბეჭდის დასმაზე ვაქცინების მეშვეობით არის სიცრუე, ხოლო მისი გავრცელება არის ცოდვა;
  • შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს არჩეული ვაქცინები, რომელიც შექმნილია აბორტირებული უჯრედული ხაზების გამოყენების გარეშე.

რაც შეეხება მრგვალი მაგიდის რევოლუციის ბოლო პუნქტს, ის თითქმის სრულად იმეორებს ვატიკანის ფორმულირებას. ციტატა: „ამჟამად, მისაწვდომი ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, მხედველობაში გვაქვს რა COVID-19 კორონავირუსის ინფექციებისგან ადამინების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე, მართლმადიდებელი ადამიანი, რომელიც იყენებს ამ დაავადებისგან ვაქცინას, რომელიც შექმნილი ან ტესტირებულია ადამიანის ემბრიონული უჯრედის კულტურის გამოყენებით, არაა კავშირში აბორტის ცოდვასთან, რომლის შედეგადაც შეიქმნა ეს უჯრედული კულტურა“.

ვაქცინაციის საკითხზე რმე-ს კრების დოკუმენტის პირობებში, მოცემული მრგვალი მაგიდის რეზოლუცია შეიძლება პირობითად ჩაითვალოს რმე-ს პოზიციად მოცემულ საკითხზე.

განხეთქილების საფრთხე

ცხადია, რომ ეკლესიის  გამყოფ მსგავს საკითხებს, როგორიცაა მეუ-ს აღიარება და ფანარიონის პრეტენზიები ეკლესიის მართვაზე, დაემატა კიდევ ერთი - დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი.

ცხადია, რომ ეკლესიის  გამყოფ მსგავს საკითხებს, როგორიცაა მეუ-ს აღიარება და ფანარიონის პრეტენზიები ეკლესიის მართვაზე, დაემატა კიდევ ერთი - დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი.

ზემოთ ნახსენები იყო მორფიის მიტროპოლიტ ნეოფიტის საკმაოდ ნეგატიური პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წერილით მიმართა კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას მოთხოვნით „შეზღუდოს“ მიტროპოლიტ ნეოფიტის ქადაგება ვაქცინაციის წინააღმდეგ. ამასთან, წერილში პირდაპირ ნათქვამი იყო, რომ მიტროპოლიტ ნეოფიტის ქადაგება წარმოადგენს საშიშროებას „დაარღვიოს ურთიერთობები კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის“.

თავად ელადის ეკლესიაში ასევე არსებობენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი. რმე-ში სიტუაცია უკვე აღვწერეთ ზემოთ. სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც მიდის ანალოგიური პროცესები. ვაქცინაციის მომხრეები იყენებენ დაავადებისა და სიკვდილიანობის საშინელ სტატისტიკას და ასევე იმუქრებიან „ანტივაქსერული“ კანონიკური სასჯელით. ვაქცინაციის მოწინააღმდეგები სრულიად რეზონულ კითხვებს სვამენ ვაქცინების ეფექტურობის, გვერდითი მოვლენებისა და აბორტის დროს მიღებული ბიომასალის საფუძველზე ვაქცინების მორალურ-ეთიკური ასპექტების თაობაზე. არსებობს დაჩიპვის ან ანტიქრისტეს ბეჭედით დადაღვის მომხრეების ჯგუფი, რომლებიც ყველა ვაქცინირებულს უყურებენ, როგორც რწმენისგან განდგომილებს.

მივა თუ არა ამ ჯგუფების დაპირისპირება საეკლესიო ურთიერთობის განხეთქილებამდე? დღეისათვის ნაკლებად სავარაუდოა ასეთი ვარიანტი, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. უკვე გვესმის ცუდი პროგნოზები, როგორც მეცნიერ-ვირუსოლოგების, ასევე ძლიერთა ამა ქვეყნისათა ბაგიდან. მაგალითად, ბილ გეიტსი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს კორონავირუსის პანდემიის „ავტორად“, 2021 წლის იანვარში Süddeutsche Zeitung ინტერვიუში აანონსებს მომდევნო პანდემიასაც, რომელიც შეიძლება „ათჯერ უფრო უარესი იყოს“, ვიდრე COVID-19. ის ასევე ასახელებს მომდევნო მომაკვდინებელი ვირუსის გამოჩენის შესაძლო ვადებსაც: ორი-სამი წელი.

რასაკვირველია, ჩვენ ვიტყვით „ღმერთმა არ ქნას“ და პირჯვარს გადავიწერთ. თუმცა, ეს ნამდვილად მოხდება, შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რამდენად აიწევს დაპირისპირების გრადუსი აცრების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის საეკლესიო გარემოში. მაშინ, ეკლესიას მართლაც ემუქრება ნამდვილი განხეთქილება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია

იმის ფონზე, რომ უნიატების ან მეუ-ს ხელმძღვანელები პირდაპირ ეთერში იცრებიან, უმე-ს პოზიცია, ერთი შეხედვით, საკმაოდ ამორფულად გამოიყურება. არანაირი ოფიციალური განცხადება, მრგვალი მაგიდა, ვაქცინაციისკენ მოწოდება ან მასზე უარის თქმა. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს ვაქცინირებულებად ან არავაქცინირებულებად, არ ვკიცხავთ ვაქცინაციის მომხრეებს ან მოწინააღმდეგეებს, არ ვაწყობთ საზოგადოებრივ დისკუსიას, რომელიც კიდევ უფრო გვაშორებს ერთმანეთისგან.

ამჟამინდელ სიტუაციაში ასეთი პოზიცია ერთადერთი სწორი პოზიციაა. რადგან, რაც კორონავირუსს უკავშირდება, უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს:

  • რატომ არ კორელირებს ვაქცინაცია დასნეულებასთან?
  • რატომ ავადობენ ვაქცინირებულები და მათ შორის, მძიმედაც?
  • რატომ მიდის ზოგიერთ ადამიანში დაავადება მარტივი ფორმით, ხოლო მეორეში - მძიმედ, ამასთან, ასაკისა და ხშირად ქრონიკული დაავადებების არსებობის მიუხედავად?
  • რატომ უმუშავდება ერთს იმუნიტეტი, მეორეს კი - არა?
  • რა არის ვაქცინების გამოყენების გრძელვადიანი შედეგები?
  • ხომ არ ზიანდება თავად ადამიანის იმუნური სისტემა ვაქცინებით?

სანამ ამ კითხვებზე ( და ბევრ სხვა კითხვაზეც) პასუხები არაა ერთმნიშვნელოვანი, ეკლესიას არ შეუძლია ამა თუ იმ თვალსაზრისზე შეჩერება. უმეტესად, ვაქცინირება წარმოადგენს სამედიცინო და არა საეკლესიო საკითხს, გარდა იმ გამონაკლისი მომენტისა, რომელიც უკავშირდება აბორტირებული უჯრედების გამოყენებას ვაქცინების შექმნის დროს.

თუმცა, უმე-მ მაინც უნდა თქვას მისი პოზიცია, როგორც საკუთრივ ვაქცინაციის საკითხზე, ასევე მის სამართლებრივ ასპექტებზეც. მიზანშეწონილია, რომ ასეთი პოზიცია მოიცავდეს ორ ძირითად მომენტს: ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას და თანასწორ უფლებებს ვაქცინაციის მიუხედავად.

და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე, მისი ხვედრი მარადისობაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. უფალმა თქვა: „ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ  სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიც და ხორციც წარწყმიდოს გეენას“ (მათ. 10:28). უფალი ჩვენგან მოითხოვს, რომ გვიყვარდეს მოყვასი, ხოლო თუ მათ მიმართ სიძულვილი გვექნება ვაქცინაციის საკითხზე სხვადასხვა პოზიციის გამო, რა პასუხს გავცემთ უფალს?

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus