რას ამბობდა უნეტარესი ვლადიმირი სინამდვილეში?

მიტროპოლიტ ვლადიმირს მიაწერენ არა იმას, რასაც ის სინამდვილეში თვლიდა. ფოტო: СПЖ

უნეტარესი ვლადიმირის სახელს ხშირად ახსენებენ სქიზმატიკოსები,მანიპულირებენ მისი სიტყვებით განხეთქილების და ავტოკეფალიისადმი დამოკიდებულებაზე. რას ამბობდა ის სინამდვილეში?

5 ივლისს სრულდება 7 წელი მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) გარდაცვალებიდან. მთელი ეს წლები არ წყდება მცდელობა ის წარმოაჩინონ განხეთქილებაში მყოფების მომხრედ, მიაწერონ მას ერთგვარი „ავტოკეფალური“ შეხედულებები და ა.შ. ერთ-ერთ ინტერვიუში მიტროპოლიტ ვლადიმირის დისშვილმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) განაცხადა, რომ „დღეს არის ზოგიერთი საეკლესიო და არასაეკლესიო მოღვაწე, რომელიც ცდილობს უნეტარეს ვლადიმირს მიაწეროს გამონათქვამები, რომელიც მას არასდროს უთქვამს“. ანუ მეუფე პირდაპირი ტექსტით საუბრობს ადამიანების ქმედებებზე, რომლებიც ცდილობენ უმე-ს გარდაცვლილი წინამძღოლის ხსოვნას ცილი დასწამონ. ისინი ციტირებენ მის ცალკეულ სიტყვებს, ამოგლეჯილ ფრაზებს, რომელიც უხვადაა შემკული საკუთარი „საჭირო“ კომენტარებით. და რას ამბობდა უნეტარესი სინამდვილეში? არსებობს დოკუმენტი, რომელშიც შეკრებილია მიტროპოლიტ ვლადიმირის შეხედულებები კონცენტრირებული სახით. მოდით, წავიკითხოთ და გავაანალიზოთ.

ამ დოკუმენტს ეწოდება „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია: დღევანდელი დღე და პერსპექტივები“. ესაა ე.წ. საინაგურაციო სიტყვა, რომელიც მიტროპოლიტმა ვლადიმირმა 2008 წლის 18 თებერვალს წარმოთქვა უნეტარესისთვის ვარშავაში ქრისტიანული საღვთისმეტყველო აკადემიის „Honoris causa”  საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონიის დროს. სრული სახით ის გამოქვეყნდა 2009 წლის საეკლესიო კალენდარში პერეიასლავ-ხმელნიცკის ეპისკოპოს ალექსანდრეს (დრაბინკო) რედაქციით, რომელიც მოგვიანებით განხეთქილებაში წავიდა.

უმე-ს 2009 წლის საეკლესიო კალენდრის გარეკანი

სანამ გადავალთ ამ დოკუმენტის ანალიზზე, გავიხსენოთ, როდის დაიწერა ის.

სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნარინჯისფერმა“ მაიდანმა გაიმარჯვა.  ჯერ კიდევ არ დამდგარა 2008 წლის ფინანსური კრიზისი. ჯერ კიდევ არ აღნიშნულა კიევის რუსეთში მართლმადიდებლობის 1020 წლისთავი, რომელზეც კიევში ჩამოვიდნენ პატრიარქები: მოსკოვის - ალექსი II და კონსტანტინოპოლის -ბართლომე. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო უკვე აქტიურად ემზადებოდა ამ მოვლენისადმი, აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინულ კონფესიებთან ფანარიონთან გაერთიანების თაობაზე. დიახ, დიახ, მაშინ კიევის პატრიარქსა და უამე-ს სთავაზობდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლას და ისინი ამაზე თანახმა იყვნენ. მაშინ  ყველაფერი ჩაიშალა, ძირითადად, უმე (კ)-ს მეთაურის ფილარეტ დენისენკოს სურვილის არქონის გამო, უარი ეთქვა თავის „პატრიარქობაზე“.

2008 წელს  კიევის პატრიარქსა და უამე-ს სთავაზობდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლას და ისინი ამაზე თანახმა იყვნენ.

მაშინდელ ხელისუფლებას სურდა უკრაინაში „მოსკოვის“ საეკლესიო სტრუქტურის ალტერნატივის შექმნა, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ ისეთი ძალადობრივი მეთოდებით, როგორც ათწლეულით გვიან პ.პოროშენკოს დროს. და სწორედ ამ დროს ჩნდება დოკუმენტი „უკრაინის მართლადიდებლური ეკლესია: დღევანდელი დღე და პერსპექტივები“. ოდნავ მოგვიანებით, 2008 წლის ივნისში, უნეტარესმა ვლადიმირმა რმე-ს მღვდელმთავართა კრებაზე წარმოადგინა კიდევ ერთი დოკუმენტი: „უკრაინის მართლმადიდებლობა ეპოქების ზღვარზე“, მაგრამ სწორედ კრების დოკუმენტის სპეციფიკის ძალით ის რამდენადმე მცირე წარმოდგენას გვაძლევს მიტროპოლიტ ვლადიმირის შეხედულებებზე საეკლესიო საქმეების თაობაზე.

ამდენად, გავაანალიზოთ ვარშავაში უნეტარეს ვლადიმირის საინაუგურაციო სიტყვა. მოხერხებულობისთვის დავაჯგუფოთ სიტყვაში წამოჭრილი საკითხები სამ ბლოკში.

დამოკიდებულება სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ

პირველი, რაზეც ყურადღებას ამახვილეს მიტროპოლიტი ვლადიმირი - ეს არის ის, რომ უკრაინა, ისევე როგორც თანამედროვე ევროპის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობას გააჩნია საერო ხასიათი. ცუდია ეს თუ კარგი, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც მოცემულობა.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვაგვარად მივუდგეთ საერო სახელმწიფოს კონცეფციას, განვიხილოთ მისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ეს კონცეფცია უალტერნატივოდ დომინირებს ევროპის ყველა ქვეყანაში და ასევე არაევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. პოლიკონფესიურ უკრაინაში ასეთ მიდგომას ალტერნატივა არ გააჩნია“.

თუმცა, ამასთან ერთად უნეტარესი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ჩარევა საეკლესიო საქმეებში, რამდენადაც ამისთვის არ გააჩნია არც კომპეტენცია, არც უფლებამოსილებები.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია იყოს კომპეტენტური რწმენის საკითხებში. ასე ვთქვათ მას არ გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას განვასხვავოთ ღვთიური გამოცხადების ჭეშმარიტება ერესისგან. მთლიანი ეკლესიის გონება კი, რომელიც ცხოვრობს უფალთან ონტოლოგიურ ერთიანობაში, ხსნის რწმწნის დოგმატებს და წმინდად იცავს მათ“.

ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რა არგუმენტაციას იყენებს მიტროპოლიტი ვლადიმირი. ის საუბრობს ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულზე და არა როგორც მრავალი ადამიანის ორგანიზაციაზე, რომელიც სოციუმში არსებობს. ერთი სიტყვით, ეკლესია სამყაროშია, მაგრამ არა ამა ქვეყნიდან და ამიტომაც მას არ შეიძლება მივუდგეთ სეკულარული საზომით, არ შეიძლება მას შევხედოთ, როგორც გავლენიან საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მითუმეტეს, არ შეიძლება ვეცადოთ მივუდგეთ მას, როგორც გავლენიან საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მითუმეტეს, არ შეიძლება ვეცადოთ მის გამოყენებას რაიმე მიწიერი ამოცანების გადასაწყვეტად. ეს მკვეთრ კონტრასტშია  მეუ-ს განცხადებულ ამჟამინდელ, მათ შორის, ყოფილი მიტროპოლიტის ალექსანდრეს (დარბინკო) წარმოდგენებთან, რომლებიც საუბრობენ ეკლესიაზე, როგორც ერთგვარ მიწიერ ინსტიტუტზე, რომელსაც სარგებელი მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, მაგრამ სრულიად ავიწყდებათ მისი არამიწიერი არსი და მიზნები.

ძნელი არაა შევნიშნოთ, რომ დღეს სახელმწიფო უხეშად არღვევს გარდაცვლილი წინამძღოლის ამ მტკიცებას. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს არა მხოლოდ საეკლესიო საქმეებში ჩარევის პასუხისმგებლობას, არამედ განსაზღვრავს კიდევ ამა თუ იმ კონფესიის კანონიკურობას ან არაკანონიკურობას და ასევე წმინდა რელიგიური საკითხების გადაწყვეტასაც.

მიტროპოლიტ ვლადიმირის აზრით, რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იგებოდეს ერთმანეთის კომპეტენციის სფეროში ჩაურევლობის პრინციპებზე.

უნეტარესის აზრით, რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იგებოდეს ერთმანეთის კომპეტენციის სფეროში ჩაურევლობის პრინციპებზე. სახელმწიფომ უნდა მისცეს რელიგიურ ორგანიზაციებს თანაბარი უფლებები კანონის შესაბამისად, ის არ უნდა ეცადოს გამოიყენოს ასეთი ორგანიზაციები თავიანთ მიზნებში, ხოლო რელიგიურმა ორგანიზაციებმა არ უნდა მიმართონ სახელმწიფოს დახმარებას რელიგიათშორისი საკითხების გადასაწყვეტად.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია - პირობების უზრუნველყოფა ეკლესიის თავისუფალი არსებობისთვის და ცდუნებისგან თავის შესაკავებლად განიხილოს ეკლესია და ე.წ. ტრადიციული აღმსარებლობა, როგორც ერთგვარი არაოფიციალური „სასულიერო საქმეების სამინისტრო“. ეკლესიამ, თავის მხრივ, უნდა დაძლიოს ცდუნება ეძებოს სახელმწიფო მხარდაჭერა, საერო ტერმინოლოგიის გამოყენებით, სხვა კონფესიებთან კონკურენციაში“.

როგორც ვხედავთ, ეს არის სწორედ ის, რითიც ახლა დაკავებულია მეუ და ამასთან მისი ხელმძღვანელის ბაგით აღიარებს, რომ ამის გარეშე არსებობა უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება ცდუნებას სახელმწიფოსთვის ეკლესიის მეშვეობით გადაწყვიტოს მისი საკითხები, ეს ცდუნება არა უბრალოდ არსებობდა ყველგან, არამედ სახელმწიფო მუდმივად ექცეოდა ამ ცდუნების ქვეშ.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „1992-2007 წლების უკრაინის სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ უკრაინის სამივე პრეზიდენტი (ლ.კრავჩუკი, ლ.კუჩმა და ვ. იუშჩენკო) იყო და არის „ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის“ შექმნის მომხრე, მასში განიხილავდნენ რა უკრაინელი ერის ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის ერთ-ერთ მექანიზმს“.

ამასთან, უნეტარესი საუბრობს, რომ სახელმწიფოს მისამართით ყველა კითხვაზე - რისთვის სჭირდება მას ადგილობრივი ეკლესია, რა ადგილს დაიკავებს ის სახელმწიფოში და როგორი დამოკიდებულება ექნება მას სახელმწიფოსთან, პასუხები არ ყოფილა. თუმცა, უმე-ზე მუდმივად ხდებოდა ზეწოლა, რომ ის დათანხმებოდა ასეთი „ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის“ შექმნას. ეს ზეწოლა მერყეობდა „საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე გამოყენებისგან არსებითად სახელმწიფო ეკლესიის სტატუსის შეთავაზებამდე ამა თუ იმ პირობების სანაცვლოდ“. თუმცა, ეკლესიის სტატუსი უნდა გადაწყდეს, პირველ რიგში, თავად ეკლესიის მიერ, მისი რელიგიური ამოცანებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფოსა და საზოგადოების წყობის ამოცანების გათვალისწინებით.

მიტროპოლიტმა ვლადიმირმა მოიყვანა მთელი რიგი პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ:

  • უმე-თვის მთლიანობაში იურიდიული პირის სტატუსის არმიცემა;
  • საეკლესიო ქონების დაუბრუნებლობა;
  • ეკლესიის აზრის საპირისპიროდ, რომის პაპ აიონე პავლე II უკრაინაში მოწვევა;
  • მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის კანონმდებლობით დაფიქსირება უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში;
  • ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თვითნებობდა უმე-ს მიმართ უპირატესად დასავლეთ უკრაინაში.

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთამოკიდებულებების თემის შეჯამებისას უნეტარესმა ვლადიმირმა თქვა:

„რა მთავარი დასკვნის გაკეთება შეძლო ჩვენმა ეკლესიამ გასული პერიოდის განმავლობაში საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობებთან დაკავშირებით? რაში მდგომარეობს გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ისტორიამ ჩაგვიტარა?

პირველი. ისტორიული ქარტეხილებისა და სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, ეკლესიამ უნდა მიჰყვეს თავისუფლების გზას, დარჩეს შინაგანად და გრეგნულად სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი.

მეორე. ნებისმიერი ზეწოლა ეკლესიაზე სახელმწიფოს მხრიდან დემოკრატიის პირობებში მიუღებელი და არარაციონალურია, რამდენადაც მას არ შეუძლია რადიკალურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე გავლენის მოხდენა საეკლესიო ცხოვრებაზე. მართალია, ასეთი ზეწოლა ეფექტურია მხოლოდ ერთი პირობით, კერძოდ, თუ საეკლესიო იერარქია არ ეწევა შეთანხმებით პოლიტიკას, მაგრამ საჯაროდ მიუთითებს მორწმუნეთა უფლებების დარღვევების ფაქტებზე“.

ისტორიული ქარტეხილებისა და სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, ეკლესიამ უნდა მიჰყვეს თავისუფლების გზას, დარჩეს შინაგანად და გრეგნულად სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი.

მიტროპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი)

მიტროპოლიტ ვლადიმირის ამ სიტყვების ზუსტი შესატყვისობით უმე-ს საეპისკოპო არ უხრის ქედს სახელმწიფოს, არამედ იცავს მორწმუნეების უფლებებს ყველა კანონიერი გზით.

რაც შეეხება საერთოდ პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებას, ამ საკითხში უნეტარესი ადასტურებს ერთ ფუძემდებლურ რამეს: ეკლესიას არსებითად არ შეუძლია ჰქონდეს ესა თუ ის პოლიტიკური უპირატესობა: „არაფერს ისე არ შეუძლია ზიანის მიყენება ეკლესიის ერთიანობისთვის, როგორც პოლიტიკური პროცესების გავლენას. საეკლესიო ცხოვრებაში შეღწევისას, პოლიტიკა წამლავს მას და მორწმუნეებს ყოფს „მემარჯვენეებად“ და „მემარცხენეებად“ და „თეთრ-ლურჯებად“, „აღმოსავლური“ და „დასავლური“ ცივილიზაციის მოდელების მომხრედ. ეკლესიას ქმნის ევქარისტია და ყველაფერი, რაც მასში ხდება, ევქარისტიის კონტექსტში მიმდინარეობს. თუმცა, არაფერია ევქარისტისთვის იმაზე უფრო უცხო, ვიდრე პოლიტიკა, მითუმეტეს ეთნოცენტრული პოლიტიკა“.

დამოკიდებულება განხეთქილებაში მყოფების მიმართ

მიტროპოლიტი ვლადიმირი ასევე ეხება უკრაინაში სხვა კონფესიებთან ურთიერთობის საკითხსაც. ის ამბობს, რომ უმე-ს ყველაზე სასურველი დამოკიდებულებები გააჩნია უკრაინაში რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომ ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობების უკეთესის სურვილს ტოვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ის უთმობს სწორედ განხეთქილებაში მყოფებს: უმე (კ)-სა და უამე-ს, რომლებთანაც ურთიერთობას ის ყველაზე პრობლემატურს უწოდებს.

უკრაინის საეკლესიო საქმეებში მისი ჩარევის თითქმის მთავარ არგუმენტად კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ დაასახელა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „პასიურობა“. თითქოს, უმე და რმე ყურადღებას არ აქცევდნენ განხეთქილების პრობლემას, რის შედეგადაც მილიონობით მორწმუნე ეკლესიის გარეთ აღმოჩნდა. ეს არგუმენტი ყალბია. უნეტარესი ვლადიმირიც და უმე-ს საეპისკოპოსოც შესანიშნავად აცნობიერებდა ამ პრობლემას და არასდროს არ უარყოფდა განხეთქილებაში მყოფებთან  დიალოგის შესაძლებლობას.

 მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ეკლესიის გარეთ არ არის სავსე ჭეშმარიტება და მადლი. თუმცა, ჭეშმარიტებისა და მადლის ქცევა ფლობის და სიამაყოს საგნად არ შეიძლება. ამიტომაც საკუთარი რწმენის ხელუხლებელი სიწმინდისა და შენი იერარქიის კანონიკურობის დაცვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არ იმყოფება „ამაყ მარტოობაში“ - ის ღიაა დიალოგისთვის ჩვენგან განკვეთილ ძმებთან“.

უნეტარესი განხეთქილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს ხედავს იმ გარემოებაში, რომ ეკლესიას, რომელიც ეს-ესაა განთავისუფლდა 80-იანი წლების ბოლოს საერო სახელმწიფოს უღლისგან, ვერ მოასწრო იმ მილიონობით ადამიანის ცნობიერების გაეკლესიურება, რომლებიც მივიდნენ ეკლესაში და მასში მიიტანეს თავისი საერო მსოფლმხედველობა და პირველ რიგში, ნაციონალისტური იდეოლოგია.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „საყოველთაოდ ცნობილი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოთა პერიოდში იყო უკიდურესად შეზღუდული თავის მისიონერულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა კატეხიზაცია; მრევლის ცხოვრება ხშირად შემოიფარგლებოდა ღვთისმსახურების ჩატარებით. ამდენად, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა უკრაინაში ძლიერი ნაციონალურ-პატრიოტული მოძრაობა გამოჩნდა, ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეღრმავებინა მისი შემეცნება რწმენაში, გახდა რომანტიკული ეთნოფილეტური იდეოლოგიის მსხვერპლი.

პირველ რიგში, ამ იდეოლოგიისგან დაზარალდა ინტელიგენცია, რომელმაც ეკლესიაში შეცდომით დაინახა ახალგაზრდა უკრაინული სახელმწიფოს საკრალიზაციის ინსტრუმენტი. მოგვიანებით, ეთნოფილეტურმა იდეოლოგიამ მოიცვა მართლმადიდებელი კლიროსის ნაწილიც. გაჩნდა განხეთქილება“.

შემდეგ, უნეტარესი ვლადიმირი აღწერს უმე-ს კონტაქტებს უმე (ლ) და უამე-თან და გარკვეულ წარმატებებსაც კი ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებებში. ის ამბობს, რომ მთლიანობაში შენარჩუნებულ იქნა ერთიანი დოგმატური საფუძველი, რომელზეც შესაძლებელია დიალოგი, თუმცა აღიარებს, რომ განხეთქილებაში მყოფების ეკლეზიოლოგიური ცნობიერება სულაც არაა უზადო და „ერესთანაც კი მოსაზღვრეობს“. თუმცა, მთავარი ისაა, რომ უმე-ს წინამძღოლმა განხეთქილებაში მყოფებთან დიალოგში გამოყო მათი მხრიდან გულწრფელი მონანიების აუცილებლობა.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ჩვენი ეკლესიის პოზიცია განხეთქილების დაძლევისა და უკრაინაში საეკლესიო ერთანობის აღდგენის საკითხში არაა განპირობებული არანაირი პოლიტიკური მიზეზებით ან სურვილით საჯაროდ დაამცირო სხვები.

ჩვენ ველოდებით იმათი ლიდერებისგან, რომლებიც განხეთქილებაში იმყოფებიან, პირად გმირობას - საკუთარი ტრაგიკული მდგომარეობის გაცნობიერებას და კურთხეული მონანიების აუცილებლობას. მონანიება არ შეიძლება იყოს „დამამცირებელი“; პირიქით, ის ამაღლებს ადამიანს, რამდენადაც მონანიების შედეგს წარმოადგენს უფალთან კურთხეული ურთიერთობის სისავსის განახლება. თუმცა, ის არ შეიძლება დაყვანილ იქნეს რაიმე დიპლომატიური მემორანდუმისთვის ხელმოწერამდე, რამდენადაც მონანიების შედეგს წარმოადგენს უფალთან კურთხეული ურთიერთობის სისავსის განახლება.

მიტროპოლიტი ვლადიმირი

რაც შეეხება საკითხს უმე-ს, როგორც ავტონომიური ეკლესიის  კანონიკური სტატუსის თაობაზე, უნეტარესი ვლადიმირი მას ოპტიმალურად თვლიდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პირობებში და რომელიც ექვემდებარება გადახედვას მხოლოდ განხეთქილების დაძლევის კონტექსტში. ასევე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უმე-ს გააჩნია მეტი კანონიკური უფლებები და თავისუფლება საეკლესიო საკითხების გადაწყვეტაში, ვიდრე, მაგალითად, ელადის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ფორმალურად გააჩნია ავტოკეფალური სტატუსი.

დამოკიდებულება თანამედროვეობის გამოწვევების მიმართ

ისაუბრა რა იმაზე, რომ ეკლესია არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკაში, მიტროპოლიტმა ვლადიმირმა ეს მიდგომა გაავრცელა უკრაინის ევროინტეგრაციის მიდრეკილებების მხარდაჭერის ან პირიქით - მათი მიუღებლობის საკითხში.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „პოლიტიკური საქმიანობისგან შეგნებულად თავის არიდებისას უმე ფაქტიურად არ იღებს მონაწილეობას საზოგადობრივ დისკუსიაში „ცივილიზაციური არჩევანის“ თაობაზე, თვლის რა, რომ ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი გადარჩენის მისია ნებისმიერ ისტორიულ-პოლიტიკურ პირობებში“.

ამავე დროს უნეტარესი მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომელიც ელის ჩვენს საზოგადოებას წარმატებული ევროინტეგრაციის შემთხვევაში. ამასთან, არა იმდენად ფორმალურ-იურიდიული, რამდენადაც მენტალური.

მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ევროინტეგრაცია მოიცავს რელატივიზმით ცდუნებასაც. მის გმირებს, კერპებს სჯერათ არა ჭეშმარიტების, არამედ კომპრომისის. თანამედროვე ევროპის ფუძემდებლური ფასეულობები ფორმალურია. როგორც ჩანს, ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი პატივს სცემს უფლებას იყოს (ან არ იყოს) ქრისტეზე უფრო დიდი ქრისტიანი.  თანამედროვე ევროპა თავს ევლება არჩევანის თავისუფლების სიწმინდეს. თუმცა, არჩევის შესაძლებლობა არ შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრების დადებითი მიზანი - მხოლოდ მისი წინაპირობა, მაგრამ არა უფრო მეტი. თუ ჩვენ ვკითხავთ საშუალო სტატისტიკურ ევროპელს პოზიტიურ ფასეულობებზე ანუ საბოლოო ჯამში, თუ რის გამო ღირს ცხოვრება, პასუხს ჩვენ სავარაუდოდ, ვერ მივიღებთ“.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა, ევროინტეგრაცია დაფიქსირებულია უკრაინაში არა საკანონმდებლო დონეზე, ხოლო თავად ევროპაში გაბატონებულია ლგბტ, გენდერული თანასწორობისა და სექსუალური „განათლების“ იდეოლოგია, ოჯახის ინსტიტუტის ნიველირება და ა.შ. ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ეკლესიას უკვე არ შეუძლია  „ცივილიზაციური არჩევანის“ შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიებისგან განზე გადგომა, რადგანაც თავად ეს არჩევანი სულაც არაა ნეიტრალური ქრისტიანული მორალისა და ზნეობრიობის მიმართ. თუ ევროპის ცივილიზაცია ვითარდება სახარებისეული ქადაგებებისგან დაშორების გზაზე, ეკლესია ვალდებულია თავისი სიტყვა თქვას ჩვენი საზოგადოების „ცივილიზაციური არჩევანის“ საკითხზე. ამავე დროს მიტროპოლიტი ვლადიმირი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენს ხალხსა და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს (იმ პირობით, თუ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ რწმენას და ქრისტიანულ თვითშეგნებას) აქვს შესათავაზებელი დასავლეთ ევროპისთვის, დასამტკიცებელი სეკულარული და პოსტმოდერნისტული დასავლეთის საზოგადოებისთვის.

თავის სიტყვას უნეტარესი ვლადიმირი ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „ევროპულ საზოგადოებას ენატრება უფალი, თუმცა თანამედროვე ევროპელებს ხშირად ავიწყდებათ მისი სახელი. ეკლესიის მისიაა ჩვენი თანამედროვეებისთვის იმის შეხსენება, რომ ნამდვილი სილამაზე და ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეში, რომელიც ჩვენს გულს მყისიერად აახლებს, როცა ის მას ეხსნება“.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, ვარშავაში მიტროპოლიტ ვლადიმირის სიტყვა აქარწყლებს ბევრ მითს, რომელიც იქმნება მისი სახელის გარშემო და პასუხობს ბევრ კითხვას. ის არ იყო განხეთქილებაში მყოფებთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგი, მაგრამ ის ასევე არ უშვებდა „გაერთიანების“ შესაძლებლობას განხეთქილების ცოდვის გაცნობიერებისა და მისი მონანიების გარეშე. ის შესანიშნავად ხედავდა საშიშროებას ეკლესიისთვის საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობის სხვადასხვა მოდელში და გულწრფელად საუბრობდა მათზე. ის აცნობიერებდა იმ გამოწვევებს, რომელსაც ეკლესიის წინაშე აყენებს ევროინტეგრაცია, მაგრამ არ შეეშინდა მათზე პასუხების გაცემას, ქრისტეს მტკიცე რწმენიდან გამომდინარე.

ასევე გასაგებია, რომ უმე-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საეკლესიო თვითშეგნება არანაირად არ შეცვლილა და მას არ გადაუხვევია იმ პრინციპებისგან, რომელიც გააჟღერა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ვლადიმირმა. უმე-ს ამჟამინდელი წინამძღოლი უნეტარესი ონუფრი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ეკლესია ემსახურება უფალს და არა სახელმწიფოსა და საზოგადოებას და ასევე აღიარებს მონანიებას აუცილებელ პირობად განხეთქილების დასაძლევად. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რამეთუ „იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus