მეუ-ს თხის ჩლიქები და ყურები ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასხმისას

01 ივლისი 2021 00:50
20
ნეჯინში ლიტანიობაზე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა მეუ-ს აქტივისტი, რომელიც მონაწილეობდა უმე-ს ტაძრის დარბევაში. ფოტო : СПЖ ნეჯინში ლიტანიობაზე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა მეუ-ს აქტივისტი, რომელიც მონაწილეობდა უმე-ს ტაძრის დარბევაში. ფოტო : СПЖ

ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ მეუ-ს აქტივისტები, რომლებმაც მოახდინე უმე-ს ტაძების მიტაცება. რატომ ჩნდება ეკლესიის წინააღმდეგ აქციაში მეუ-ს „ყურები“?

2016 წელს, პოროშენკოს დროს, უმე-ს სრულიად უკრაინის ლიტანიობაზე ბორისპოლთან, რადიკალების თავდასხმა მოხდა. მაშინ მხოლოდ პოლიციის თავდადებულმა ძალისხმევამ აგვაცილა თავიდან სისხლისღვრა, მაგრამ ცალკეული „აქტივისტები“ მაინც ახერხებდნენ მორწმუნეებისკენ გარღვევას. წმინდა მთის ღვთისმშობლის  ხატს ამ ადამიანებმა კვერცხები დაუშინეს. იმ დროიდან ხუთი წელი გავიდა. შეიცვალა ხელისუფლება. თუმცა, დამოკიდებულება მორწმუნეების მიმართ იმათი მხრიდან, ვინც თავს პატრიოტს უწოდებს, გრამითაც არ შეცვლილა.

2021 წლის 23 ივნისს ნეჟინში შედგა მასშტაბური ლიტანიობა, რომელიც ეძღვნებოდა მღვდელმთავარ იოანე ტობოლსკსის ხსოვნის დღეს. ქალაქის ქუჩებში გამოვიდა ათასობით მართლმადიდებელი უკრაინელი. წინ მიჰქონდათ ბაირაღები, მათ უკან მიდიოდნენ ბავშვები, რომლებიც ყვავილის ფურცლებს აგდებდნენ ღვთისმშობლისა და მღვდელმთავარ იოანეს ხატების წინ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამე ამაზე უფრო მშვიდობიანი და სასიხარულო რამ? არა მგონია.

თუმცა, აი, ერთ-ერთ ქუჩაზე რადიკალების ჯგუფი ლიტანიობის მონაწილეებს ხვდება უკრაინის, მემარჯვენე სექტორისა და ... აშშ-ს დროშებით. ეს შემთხვევითი შეხვედრა როდია. ისინი ელოდებოდნენ მორწმუნეებს. ამასთან, ელოდებოდნენ არა მოედანზე, არამედ პროსპექტზე, მათ შეგნებულად აირჩიეს ჩასაფრების ადგილად ვიწრო ქუჩა, სადაც შეუძლებელია გვერდის ავლა.

მეუ-ს თხის ჩლიქები და ყურები ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასხმისას фото 1
რადიკალების ჯგუფი ბლოკირებას უკეთებს უმე-ს ლიტანიობას. ფოტო: страница Фейсбук Гавриила Завгороднего

რა სურდათ მათ? მიზანი მარტივი და ნათელია - ლიტანიობის ბლოკირება, შეჩერება.

აქტივისტებმა დაიწყეს ჯიკაობა, სასულიერო პირების, ლიტანიობის მონაწილეთა ცემა. დაიწყო შეხლა-შემოხლა. ლიტანიობის ერთ-ერთ მონაწილეს შემოახიეს მაისური.

სხვებს შორის გამოირჩეოდა პატრიოტი გადაჭრილი თხის ჩლიქებიანი ფეხებით, რომელიც ცდილობდა ამით მღვდლების ცემას. ასევე ის მოითხოვდა ლიტანიობაში მონაწილეებისგან „დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნისადმი შეურაცხყოფის თავიდან აცილებას“. რა კავშირშია „ახალგაზრდების ხსოვნა“ ნეჟინელების ლოცვით მსვლელობასთან, ამ ადამიანმა არ ახსნა.

მეორე აქტივისტმა პატრიოტიზმი იმით გამოავლინა, რომ მორწმუნეებს ბოთლიდან შარდს ასხამდა.

მესამე აღშფოთებული იყო, რომ პოლიციელმა მას დანა წაართვა და მოითხოვდა (!) მის უკან დაბრუნებას.

ყველა ეს ადამიანი განწირულად ყვიროდა ჩვეულ სიტყვებს: „ გაეთრიონ მოსკოვის მღვდლები“; დიდება უკრაინას - დიდება გმირებს; დიდება ნაციას - სიკვდილი მტერს; სიკვდილი მოსკალებს და ა.შ.“.

სახეზეა  ჩვეულებრივი პროვოკაცია. ვინ მონაწილეობდა მასში? ყველაზე აქტიური ადამიანი თხის ჩლიქებით. ვინაა ის? აღმოჩნდა, რომ ეს აქტივისტი  არის სტანისლავ პროშჩენკო. ამ რეგიონში ის იცავს მეუ-ს ინტერესებს.

მეუ-ს თხის ჩლიქები და ყურები ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასხმისას фото 2
სტანისლავ პროშჩენკო გადაჭრილი ჩლიქით ხელში ბლოკირებას უკეთებს უმე-ს ლიტანიობის მონაწილეებს. ფოტო: страница Фейсбук Гавриила Завгороднего

2019 წელს ის გახლდათ კრუტაში უმე-ს ტაძრის მეუ-ში უკანონო გადასვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამ დროს ის მონაწილეობს  პარაფიევკაში მეუ-ში გადასვლის უკანონო კრების ორგანიზებაში. აი, ის ბლოკირებას უკეთებს უმე-ს მორწმუნეების სოფლის კლუბში შესვლას, სადაც წყდებოდა ტაძრის ბედი. 2020 წელს პროშჩენკო სხვებთან ერთად მონაწილეობს ტაძრის მიტაცებაში სოფელ ბელოვეჟში,  რომელიც რესტავრირებულ იქნა უმე-ს ძალების მიერ. 2021 წელს პროშჩენკო უკვე სოფელ პრიპუტნიში უმე-ს ტაძრის მიმტაცებლების რიცხვშია.

მეუ-ს თხის ჩლიქები და ყურები ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასხმისას фото 3
ს.პროშჩენკო უმე-ს ტაძარზე კიდებს აბრას მეუ-ს სახელით. ფოტო: скриншот ютуб-канала "Духовний Фронт України"

მალე ის უკვე იღებს მიტაცებული ეკლესიიდან ევსტრატი ზორიას „ღვთისმსახურებას“. ერთი სიტყვით, პროვოკაციას ნეჟინში ორგანიზება გაუწია არ უბრალოდ უცნობმა პატრიოტმა. ესაა ადამიანი, რომელიც ნეჟინის რაიონში პროფესიონალურად დაკავებულია მეუ-თვის ტაძრების მიტაცებით.

მოდით, ვნახოთ,  იქნებ მეუ-ში გაკიცხეს მათი თანამშრომლების ქმედებები ნეჟინში ლიტანიობაზე?

ვიდეოტრანსლაციის ქვეშ, რომელიც ორგანიზატორებმა წარმართეს, კომენტარი დატოვა მეუ-ს „იერარქმა“ ათანასე შკურუპმა. აი, რა დაწერა მან: „მსგავსი ლიტანიობა უნდა დაიშალოს მკაცრად, რათა შემდეგ არ გაჩნდეს მტრის მხარეს გამოსვლის სურვილი. თუმცა ვინ - მთელი ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამ „მალორუსული“ გნიდების მხარეს არიან“. მეორე კომენტარში შკურუპმა უმე-ს მორწმუნეებს უწოდა „ნახირი“, რომლის გამოც ატოშნიკები უსამართლოდ სწირავენ თავიანთ ცხოვრებას.

შედეგად რა?

შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ნეჟინში ერთი მუჭა მარგინალები ეცადნენ მართლმადიდებელი უკრაინელების მშვიდობიანი ლოცვითი მსვლელობის ჩაშლას, რომლის ჩატარების უფლებაც მათ უკრაინის კონსტიტუციით აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროვოკაცია მოაწყვეს მეუ-ს მომხრეებმა. ვხედავთ, რომ მეუ-ს მღვდელმთავრები მხარს უჭერენ ლიტანიობის მონაწილეებზე თავდასხმებს, უფრო მეტიც, ეს მღვდელმთავრები ავლენენ  მორწმუნე უკრაინელების მიმართ შეურაცხყოფას და მოუწოდებენ ხელისუფლებას მკაცრად დაშალოს მათი ლიტანიობა.

და მაინც, რა არის მთავარი? მთავარი ისაა, რომ ნეჟინში მოვლენები ღრმად სიმბოლურია და ასახავს მთლიანად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ჩვენ, მორწმუნეები ბევრნი ვართ, ხოლო ისინი - ერთი მუჭა. მათ ვძულვართ და გვწყევლიან, ჩვენ კი პასუხად ვუღიმით და ვგალობთ: „ქრისტე აღსგდა“.

მართალია, ხშირად ეს წყევლა გვაწუხებს, მაინც გვეცოდება ისინი. შენში ამ ბოროტებისა და სიძულვილის ტარება, როცა ერთი გულის ირგვლივ ლოცულობს ათასი - ძალიან მძიმეა. ყველაზე უკეთ ამაზე ისაუბრა პროშჩენკოს იმ „ჩლიქის მატარებელმა“, როცა უბადრუკი და იმედგაცრუებული, ის გვერდზე იქნა გადაყვანილი: „მოაწყვეს მოსკოვური ნადიმი და კიდეც იღიმიან“.

თუმცა, კიდევ უფრო უბადრუკები იქნებიან ეს ადამიანები 27 ივლისს, როცა კიევში ტრადიციულად მიმდინარეობს ლიტანიობა კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს. 2018 წელს ამ ლიტანიობაზე 250 000 მორწმუნე გამოვიდა, ხოლო 2019 წელს - 300 000. ეჭვგარეშეა, რომ ამ წელსაც არ იქნება ნაკლები. დიახ, ჩვენ დაგვწყიტავენ გულს  მეუ-ს ასეთი  მომხრეები თხის ჩლიქებით, ისინი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იყვირებენ, შეიძლება, თავსაც დაგვესხან. თუმცა, ჩვენ, ისევე როგორც ნეჟინში, გავიღიმებთ საპასუხოდ და ლოცვებს აღვავლენთ. რადგანაც ჩვენ ქრისტიანები ვართ, რადგანაც ჩვენი წინამძღოლი უნეტარესი ონუფრია, რადგანაც ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს და არა სიძულვილს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ