ბელარუსში არქიეპისკოპოსი არტემი სამსახურიდან გაუშვეს: ეს სამართლიანია?

რა გზას აირჩევს ყოფილი გროდნოს მღვდელმთავარი? ფოტო: СПЖ

ბელორუსული „მაიდანის“ მომხრე ბმე-ში სამსახურიდან გაუშვეს. რა არის ეს, ანგარიშსწორება მეტოქესთან, ლუკაშენკოსთვის კოჭის გაგორება თუ ეკლესიაში სიმშვიდის შემოტანა?

ბელარუსში და მის ფარგლებს გარეთ მორწმუნეთა და ურწმუნოთა გონებას კვლავ აღელვებს არქიეპისკოპოს არტემის, ერთადერთი საეკლესიო იერარქის გადადგომა, რომელიც ღიად უჭერდა მხარს გასული წლის ბელორუსულ „მაიდანს“. რა არის ეს - ანგარიშსწორება განსხვავებულად მოაზროვნეებთან თუ ზრუნვა საეკლესიო ერთიანობაზე? ვინაა მართალი მოცემულ სიტუაციაში - სინოდი თუ შერისხული არქიეპისკოპოსი? როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია და არის თუ არა აქ პარალელები უკრაინასთან? მოდით, დეტალურად განვიხილოთ ყოველივე.

2021 წლის 9 ივნისის რმე-ს წმინდა სინოდის სხდომის ჟურნალი №27 მწირი ბიუროკრატიული ენით გვატყობინებს:

„გვქონდა მსჯელობა მინსკისა და ზასლავსკის უსამღვდელოესობა მიტროპოლიტის ბენიამინის, სრულიად ბელარუსის საპატრიარქოს ეგზარქოსის რაპორტზე, 2021 წლის 8 ივნისს ბელარუსის ეგზარქატის სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იშუამდგომლონ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილისა და წმინდა სინოდის წინაშე გროდნოსა და ვოლკივსკის უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს არტემის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გროდნოს კათედრაზე სლუცკისა და სოლიგორსკის უსამღვდელოესობა ეპისკოპოს ანტონის დანიშვნის შესახებ სლუცკის ეპარქიის მართვიდან განთავისუფლებასთან ერთად.

დავადგინეთ: 1. გროდნოსა და ვოლკოვისკის უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი არტემი დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბელარუსის საეგზარქოსოს სინოდის შუამდგომლობის თანახმად, უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსის ყოფნის ადგილად განსაზღვრა რა ქალაქი მინსკი...“

თუმცა, ამ მწირი სიტყვების მიღმა იმალება არა საოხუნჯო დაპირისპირება... არა, განა ბელორუსის ეგზარქოსს, მიტროპოლიტ ბენიამინსა და არქიეპისკოპოს არტემს,  არამედ იმაზე ორ შეხედულებას შორის, შეუძლია თუ არა ეკლესიას მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს ჩამოშლაში თუ არა.

ბელორუსული „მაიდანი“

2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსშუ შედგა პრეზიდენტის არჩევნები, რომელზეც ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო ხმათა 80,10%, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10,12%. ამ უკანასკნელის მომხრეებმა შედეგები ცნეს გაყალბებულად და საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყეს საპროტესტო აქციები. ეს პროტესტი ოპოზიციის მიერ „მასობრივად“ გამოცხადდა, თუმცა მათი მონაწილეების რაოდენობა არცთუ დიდი იყო. საპროტესტო აქციები ბუნებრივია იყო არასანქცირებული და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სცადეს მათი შეწყვეტა. წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტები, დაკავებები, დაპატიმრებები, სისხლის სამართლის საქმეები...

საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ისეთი, რაც არ ხდებდა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის ნიმუშებად ითვლებიან. თუმცა, ოპოზიციამ გონივრულად გამოიყენა პროტესტის ძალისმიერი ჩახშობა და მედია-სივრცეში შეაგდო სლოგანი „ტერორის სამი ღამე“, ამის ქვეშ იგულისხმებოდა რა ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული სისასტიკე 2020 წლის 9-12 აგვისტოს პროტესტის მონაწილეთა მიმართ. შემდეგ ოპოზიცია ეცადა გაფიცვების ორგანიზებას ბელორუსულ საწარმოებში, რასაც მთლიანად მხარი არ დაუჭირეს შრომითმა კოლექტივებმა, მაგრამ დაახლოებით ერთ თვეში ცხადი გახდა, რომ ბელორუსიაში ხელისუფლების უკრაინული სცენარით შეცვლის გეგმა ჩაიფუშა. ყველაზე პირველებმა ეს იგრძნეს წარუმატებელი გადატრიალების აქტივისტებმა, რომლებმაც ოპერატიულად დატოვეს საზღვრები.

 ისევე როგორც უკრაინაში, ბელორუსულ „მაიდანშიც“ დიდი როლი ითამაშეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა

ისევე როგორც უკრაინაში, ბელორუსულ „მაიდანშიც“ დიდი როლი ითამაშეს რელიგიურმა ორგანიზაციებმა. ჩვენს ქვეყანაში 2013-2014 წლების „ღირსების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ძალა, რომელიც ახდენდა მისი მომხრეების რეკრუტირებას ხელისუფლების ძალისმიერი დაკავებისთვის იყვნენ ბერძენ-კათოლიკები.

ამასთან, უკრაინელი უნიატებიც და ბელორუსელი კათოლიკეებიც ემზადებოდნენ პროტესტისთვის, რომელიც დეკლარირებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ძალადობრივი. ჯერ კიდევ 2020 წლის 4 აგვისტოს ბელორუსელი კათოლიკების მეთაურმა თადეუშ კონდრუსევიჩმა მიანიშნა, რომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოსალოდნელია „ქარიშხალი“ და მოუწოდა არ შეშინებოდნენ მას. „ამიტომაც არ უნდა გვეშინოდეს სირთულეების, რამეთი იესო ჩვენთანაა. თუ მას მივენდობით, ხოლო სხვადასხვა   საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები იმოქმედებენ სახარების სულისკვეთებით და იზრუნებენ ჩვენი ქვეყნის ერთობლივ კეთილდღეობაზე, მაშინ იესო დაგვეხმარება ჩვენ განსხვავებულებს (განსხვავებულობა - ბუნებრივია) ვიყოთ ერთი ხალხი, ურთიერთმოსიყვარულე და პატივისმცემელი ძმები და დები, ხოლო ქარიშხალს შეცვლის წყნარი ამინდი“, -განაცხადა კონდრუსევიჩმა. თითქოსდა სწორი სიტყვებია, მაგრამ ჯერ ერთი, საიდან იცოდა მან „ქარიშხალზე“, რომელიც მართლაც ამოვარდა და მეორე, ამ სიტყვების ნამდვილი არსი უკვე გაფიცვებისა და პროტესტის შემდეგ გახდა ნათელი.

ასევე საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ბელარუსში კათოლიკურმა ეკლესიამ დაიწყო მედია-სივრცეში მოძრაობის „კათოლიკე არ აყალბებს“ პროპაგანდა, იგულისხმებოდა რა ამის ქვეშ, რომ მომავალი არჩევნები აუცილებლად გაყალბდებოდა. ამ მოძრაობის აქტივისტები აცხადებდნენ, რომ „მონაწილეობა გაყალბებაში ან გაყალბების ფაქტების დამალვა წარმოადგენს მძიმე ცოდვას, რომელიც უნდა მოინანიო“ და რომ „არჩევნები ბელარუსში არასდროს იყო ღირსეული. ეს ცხადია იქიდანაც, რომ ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მანძილზე მიტროპოლიტ კონდრუსევიჩს არც ერთხელ არ მიულოცია მისთვის გამარჯვება, რამდენადაც კარგად იცოდა ამ არჩევნების ფასი“.

ანუ ბელარუსელი კათოლიკები თავიდანვე დადგნენ ბელარუსში მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მხარეს და გაშუალებულად მოუწოდებდნენ თავიანთ მომხრეებს გადატრიალებისკენ, იმ იმედით, რომ ის წარმატებული იქნებოდა.

თუმცა, მართლმადიდებლობისგან გამოყოფილებიც არ აკლებდნენ ხელს.

„ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია?“

როგორც ცნობილია, განხეთაილებაში მყოფი სტრუქტურების მხარდაჭერა ხელისუფლების მიერ და შემდეგ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის შემქნა გახდა  შესაძლებელი მხოლოდ ხელისუფლებაში „სწორი“ მმართველების და პირველ რიგში - ყოფილი პრეზიდენტის პ. პოროშენკოს მოსვლის შემდეგ. სწორედ ამიტომ უკრაინელი განხეთქილებაში მყოფები უმე (კ) და უამე აქტიურად მიესალმებოდნენ ევრომაიდანს და მთელი ძალით უწყობდნენ ხელს მის წარმატებას, შემდეგ კი ეცადნენ „ტომოსის“ იდეოლოგიის ექსპორტირებას ბელარუსში. 2019 წლის 17-18 აგვისტოს ჩერნიგოვში ორგანიზებულ იქნა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ბელორუსიის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის საკითხს, რომელშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა მეუ-ს სპიკერმა ივან (ევსტრათი) ზორიამ და  ბელორუსელი განხეთქილებაში მყოფების მეთაურმა „არქიეპისკოპოსმა“ სვიატოსლავ ლონგინმა. ამ უკანასკნელმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში განაცხადა: „უკრაინის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბელარუსიც უნდა ეცადოს მოსკოვისგან სულიერი დამოუკიდებლობის მიღწევას. ის, რომ ბელარუსს, როგორც მართლმადიდებელ სახელმწიფოს არ გააჩნია თავისი დამოუკიდებელი პირველიერარქი, ეს კანონებისა და ჩვენი ბელორუსული ეკლესიის ისტორიულობის დარღვევაა“. ხოლო მეუ-ს კიდევ ერთმა აქტიურმა მოღვაწემ, გიორგი კოვალენკომ ბელორუსული არჩევნების მეორე დღეს, 10 ივნისს, თავის Facebook- გვერდზე დაწერა: „ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესია - უკვე რელობა, თუმცა კი ჯერ იდევ გაუცნობიერებელი და არაორგანიზებული“.

ტიხანოვსკამ გამოაქვეყნა ე.წ.“ბელორუსისთვის რეფორმების რეანიმაციული პაკეტი“, სადაც იყო პუნქტი ბელორუსის საეგზარქოსოს დაშლისა და „ბელორუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის“ შექმნის თაობაზე.

პროტესტის დროს ბელორუსის ოპოზიციამ ს. ტიხანოვსკას მეთაურობით გამოაქვეყნა ე.წ. „ბელორუსისთვის რეფორმების რეანიმაციული პაკეტი“, სადაც რუსული ენის ფაქტიური აკრძალვის, ბელორუსული მიწების დასავლელი სუბიექტებისთვის მიყიდვისა და ნატოში შესვლის ტიპის წინადადებებს შორის იყო ასევე პუნქტიც ბელორუსის საეგზარქოსოს დათხოვნისა და „ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის“ შექმნის თაობაზე“. ყველაფერი მრუდთარგის მიხედვითაა...

ბელორუსული „მაიდანი“ და არქიეპისკოპოსი არტემი

2020 წლის 16 აგვისტოს, ბელარუსში პროტესტის დროს, როცა ბევრს ეგონა, რომ „მაიდანი“ გაიმარჯვებდა და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდოდა ს. ტიხანოვსკას მეთაურობით, არქიეპისკოპოსმა არტემმა საეკლესიო ამბიონიდან მხარი დაუჭირა პროტესტის მონაწილეებს და მკვეთრად გააკრიტიკა ხელისუფლების მოქმედება.

„ჩვენი ადამიანები მხეცებად იქცნენ და თავიანთ ძმებს სტანჯავენ. ამიტომაც ამ გზავნილში ვამბობ: „შეჩერდით! სახარების მიხედვით არ იქცევით! თქვენ ხელი აღმართეთ ქრისტეზე და თქვენ არ მოგეტევებათ! თქვენი საქმე ვერ გაიმარჯვებს!“, - ასე საუბრობდა არქიეპისკოპოსი პროტესტის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების სისასტიკის თაობაზე.

აი, შენიღბული მოწოდება გაწირო თავი „ბელომაიდანის“ კურატორებისთვის: „პირველი ქრისტიანები ოცნებობდნენ ქრისტესთვის მომკვდარიყვნენ. ჩვენს ეპოქაში კი - „დრომოჭმულია“ . ამიტომაც ამბობდნენ წმინდა მამები, რომ პირველი ქრისტიანები ერთგულებით დაიწვებიან, ხოლო დანარჩენები - შეეგუებიან“. აი, რატომ უტოლდება ქრისტეს რწმენის აღმსარებლობა პოლიტიკურ მრწამსს, ეს არქიეპისკოპოსმა არტემმა არ განმარტა.

შეიძლება ითქვას, რომ თითქოს რა მამაცი არქიეპისკოპოსია! არ შეეშინდა არც ხელისუფლების, არც საეკლესიო მეთაურობის, არამედ მთელი სიმართლე გამოხატა. თუმცა, ეს ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. არქიეპისკოპოსი არტემი სიმართლის მხარეს რომ იდგეს და არა ხელისუფლებისკენ მლტოლველი ოპოზიციონერების მხარეს, ის, როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი, ობიექტური იქნებოდა. მაგალითად, იტყოდა იმაზე, რომ უკვე 2020 წლის 9-10 აგვისტოს, პროტესტის პირველ ღამეს დემონსტრანტები მილიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მათ ჯოხებით სცემდნენ. რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ასზე მეტმა სამართალდამცველმა მიიღო დაზიანებები და დასახიჩრება, რომ ბელორუსის „ავტომაიდანის“ მონაწილეები წინასწარ განზრახულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამართალდამცავებზე, რომლის შედეგადაც ისინი ჰოსპიტალებში აღმოჩნდნენ მძიმე ტრავმებით. არაფერი ეს არ თქმულა არქიეპისკოპოს არტემის მხრიდან. შედეგად, მღვდელმთავრის „სიმართლე“ ერთგვარად ცალმხრივი აღმოჩნდა.

ანუ, არქიეპისკოპოსი არტემი მართლმადიდებლური რიტორიკის გამოყენებისას მკაფიოდ „მუშაობდა“ ბელარუსში პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მხარის, ოპოზიციის გამარჯვებაზე. ხოლო, მთელი ბელორუსული მართლმადიდებლური ეკლესია კი, პირიქით, როგორც ეკლესიას ეკადრება, მოუწოდებდა კონფლიქტის ორივე მხარეს მშვიდობისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ. ბელორუსიის საეგზარქოსოს მაშინდელი მეთაური მიტროპოლიტი პავლე აცხადებდა: „მოდით, ყველა ერთად გავჩერდეთ, გავაჩეროთ ეს მტრობა და სიძულვილი. რადგანაც როგორც კი დაიწყება ვნების ჩქეფა თქვენში, არანაირი სწორი გადაწყვეტილება არ მიიღება. მხოლოდ მშვიდად, ლოცვით, დაშოშმინებით, დამშვიდების შემდეგ შევძლებთ გადავწყვიტოთ, თუ რა გვაღელვებს. დიახ, არის კითხვები, მაგრამ შეიძლება და საჭიროა მათი გადაწყვეტა არა დაპირისპირების გზით და ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ დაიღვაროს სისხლი“.

2020 წლის 15 აგვისტოს, ერთი დღით ადრე, სანამ არქიეპისკოპოსი არტემი თავის ქადაგებაში ფაქტიურად მოუწოდებდა კანონიერი ხელისუფლების დამხობის მხარდაჭერისკენ, ბელორუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო მიმართვა ბელარუსის რესპუბლიკის ხალხისადმი სახალხო დაპირისპირების შეწყვეტის თაობაზე, რომელშიც კერძოდ საუბარია: „არეულობა და დაყოფა გვეწვია ჩვენს საერთო სახლში, ძმა ძმის წინააღმდეგ აღდგა. ინფორმაციები ქუჩის შეტაკებების, დაკავებებისა და ცემის თაობაზე მოწმობს უამრავი უდანაშაულო ადამიანის ტანჯვას, რომელიც ამ დაპირისპირებაში ჩართული და აიძულებს კანკალს ბავშვებს, ქალებსა და მოხუც მშობლებს. უკვე ცნობილია ორი გარდაცვალების და მრავალი დაჭრილის შესახებ შეტაკებებში, მათ შორის არიან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს; არიან ნაცემები და დასახიჩრებულები დროებითი დაკავების იზოლატორებში. კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას, წამებას, დამცირებას, უსაფუძვლო დაკავებებს, ექსტრემიზმს ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, სიცრუესა და მზაკვრობას, მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ბავშვები, ნათესავები და ახლობელი ადამიანები - შეჩერდით და შეწყვიტეთ დაპირისპირება. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელმაც პატივი უნდა სცეს და დაიცვას მისი ხალხი, შეაჩერებს ძალადობას, გაიგონებს განაწყენებულთა და უდანაშაულოდ დაზარალებულთა ხმას დაპირისპირების პერიოდში, ხოლო ვინც გამოვლინა სისასტიკე და დაუნდლობლობა - გადასცემს კანონიერ სასამართლოს და გასამართლებას“.

ბმე-ს სინოდს არ გაუკეთებია არანაირი მოწოდება მხარი დაეჭირათ მოქმედი ხელისუფლებისთვის. მან ახსენა, როგორც „დაჭრილები შეტაკებებში, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები“, ასევე „ნაცემები და დასახიჩრებულები დროებითი დაკავების იზოლატორებში“.

როგორც ვხედავთ, ამ მიმართვაში არაა არანაირი მოწოდება მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერის. სინოდი ახსენებს, როგორც „დაჭრილებს შეტაკებებში, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს“, ასევე „ნაცემებსა და დასახიჩრებულების დროებითი დაკავების იზოლატორებში“. სინოდი ამხელს ასევე ხელისუფლების სისასტიკეს პროტესტის ჩახშობის დროს, ასევე ძალადობასა და უკანონობას პროტესტის მონაწილეთა მხრიდან. სინოდის სიმშვიდისკენ მოუწოდებს: „ბელარუსი - მშვიდობისმოყვარე ქვეყანა. ჩვენ ყველანი, რომლებიც ვცხოვრობთ ამ კურთხეულ მიწაზე, უნდა გამოვავლინოთ კეთილგონიერება, ერთიანობა, კეთილშობილება, გულმოწყალება, გონიერება, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ერთმანეთის მიმართ და პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე“.

2020 წლის 25 აგვისტოს სრულიად ბელარუსის ეგზარქოსად მიტროპოლიტ პავლეს ნაცვლად დაინიშნა ამ დრომდე პრაქტიკულად ყველასთვის უცნობი მიტროპოლიტი ბენიამინი, რომელმაც მინსკის კათედრაზე მისვლისთანავე არ დაიწყო ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, არამედ მოუწოდა სამწყსოს ღრმა მარხვისა და ქვეყანაში მშვიდობისთვის ლოცვისკენ.

„სამსახურიდან განთავისუფლება“

კანონიერი ხელისუფლების დამხობის საქმეში ბელორუსიის ოპოზიციის მარცხის მიუხედავად, არქიესპისკოპოსმა არტემმა არა მხოლოდ არ შეწყვიტა თავისი ოპოზიციური საქმიანობა, არამედ გააგრძელა თავის ეპარქიაში ნაციონალიზმისა და ავტოკეფალიზმის იდეების დანერგვა. მაგალითად, ის ყველანაირად ესალმებოდა მისი ეპარქიის კლირიკოსების მიერ ბელორუსული ნაციონალისტური ჰიმნის „მოგუტნი ბოჟა“, ყიჟინას „ჟივე ბელარუს“ და სხვათა შესრულებას.

თუმცა, მის ეპარქიაში ყველა როდი ეთანხმებოდა მმართველი არქიეპისკოპოსის ასეთ პოლიტიკას. 2020 წლის სექტემბერში წმ. ვლადიმირის მართლმადიდებელთა საძმომ მიმართა პატრიარქ  კირილს წერილით, რომელშიც მოყვანილი იყო არქიეპისკოპოს არტემის დესტრუქციული პოლიტიკური მოღვაწეობის ფაქტები და იყო თხოვნა: „შეგვიცვალეთ არქიეპისკოპოსი არტემი“. გროდნოში ღვთისმშობლის შობის სახელობის სტავროპიგიალის დედათა მონასტრის წინამძღოლმა, იღუმენია გაბრიელამ (გლუხოვა) დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არქიეპისკოპოს არტემის ეპარქიის მმართველობიდან გადაყენების თაობაზე. სხვათაშორის, ისიც, როგორც არქიეპისკოპოსი არტემი, ვერ მოერია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის ცდუნებას, მაგრამ ამას აკეთებდა ბელორუსის ხელისუფლების სასარგებლოდ. 2020 წლის 17 სექტემბერს ის გამოვიდა ქალთა ფორუმზე „ბელარუსისთვის“, სადაც პროტესტის მონაწილეები „სექტანტებს“ შეადარა და მათ „გიჟების ბრბო“ უწოდა, რომლებიც „როგორც გაშმაგებული ჯოგი მთელს ქალაქში ეშმაკეულ გამოძახილებს ყიჟინებენ“. მართლაც, საკმაოდ უმსგავსო საქციელია სასულიერო პირისთვის. თუმცა, იღუმენია გაბრიელამ იპოვა საკუთარ თავში ძალები გაეცნობიერებინა თავისი შეცდომები და 2020 წლის 22 სექტემბერს ყველას მოუხადა ბოდიში, ვისაც ამ სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა ბელორუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე. ასევე, მიტროპოლიტ ბენიამინის რჩევით, მან შეწყვიტა არქიეპისკოპოს არტემის გადაყენებისთვის ხელმოწერების შეგროვება. არქიეპისკოპოსმა არტემმა კი საპირისპირო საქციელი გამოავლინა.

2020 წლის 14 ოქტომბერს ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე მიტროპოლიტი ბენიამინი სამღვდელმთავრო ვიზიტით ეწვია გროდნოს ეპარქიას და ლიტურგიის შემდეგ საკათედრო ტაძარში იქადაგა, მოუწოდა შეკრებილებს მშვიდობისა და ერთიანობისკენ, რომელშიც კერძოდ, განაცხადა: „ადრე მღვდელმსახურებთან საუბრის დროს ყურადღებას ვაქცევდი, რომ არ იყო საჭირო საერო ხასიათის გალობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებს ყოფს, - „მაგუტი ბოჟა“. თუმცა, მას სასულიერო ელფერი დაკრავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიღაცას უხარია მისი შესრულება, ვიღაცა კი - წუხს. ჩვენ საკმაოდ ბევრი სხვა გალობა გვაქვს, რომლებიც კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მრევლს. და თითოეული წინამძღოლის საზრუნავი ეს უნდა იყოს. და თითოეული ქრისტიანისაც -  იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენ ერთიანი ვიყოთ ქრისტეში და ვიყოთ უფლის შვილები“.

ჰიმნი „მაგუტი ბოჟა“ 1943 წელს დაიწერა ნატალია არსენიევას მიერ ფაშისტური ოკუპაციის დროს, მთავარი ბელორუსელი კოლაბორაციონისტის, აღმსარებლობით კათოლიკე ფრანც კუშელის მეუღლის მიერ. პირველად ეს ჰიმნი დაიბეჭდა ნაცისტურ პროპაგანდისტულ „ბელარუსკაი გაზეცე“-ში იმავე 1943 წელს, ხოლო 1944 წლის მაისის ბოლოს,  ბელორუსის ფაშისტებისგან განთვისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე „მაგნუტი ბოჟა“ შევიდა „სიაგონინიას“ ლექსების კრებულში და გამოიცა იმ დორისთვის და იმ პირობებში უდიდესი 5000 ეგზემპლარის ტირაჟით.

მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტ ბენიამინის სიტყვები საკმაოდ მშვიდობიანი იყო, არქიეპისკოპოსმა არტემმა იქვე, საფარველის საკათედრო ტაძრის ამბიონზე მკვახედ უპასუხა, რომ დაე, თავად ღვთისმშობელმა „გვიჩვენოს, რომელია ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა და როგორ უნდა შევასრულოთ ის“ და რომ არ ღირს გვქონდეს „ადამიანური ცრუ სიბრძნის“ იმედი, აშკარად მიანიშნებდა რა მიტროპოლიტ ბენიამინზე. ამის შემდეგ, ბმე-ს ეგზარქოსის წინააღმდეგ ნამდვილი დევნა დაიწყო. 

ბმე-ს სინოდალური საინფორმაციო განყოფილების მეთაურმა, დეკანოზმა სერგეი ლეპინმა, მისმა მოადგილემ ევგენი გრომიკომ, დეკანოზმა დმიტრი პავლუკევიჩმა და გროდნის ეპარქიის სხვა მღვდელმსახურებმა დაიწყეს თავიანთ სოცქსელებში „მაგუტნა ბოჟას“ ტექსტების გამოქვეყნება. უფრო ადრე, 2020 წლის 14 აგვისტოს, გროდნის ეპარქიის მღვდლებმა ეს ჰიმნი შეასრულეს წმინდა საფარველის საკათედრო ტაძრის საფეხურებზე. მსახურებააკრძალულმა მღვდელმა ალექსანდრე შრამკომ საერთოდ ჭკუის დარიგება დაუწყო ეგზარქოსს: „უნდა ითქვას, რომ თავისი მითითებით მიტროპოლიტმა ბენიამინმა უხეშად გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს, რამდენადც ეპარქიის ტერიტორიაზე საეკლესიო ძალაუფლება სრულად გააჩნია მმართველ მღვდელმთავარს ანუ მოცემულ შემთხვევაში არქიეპისკოპოს არტემს. მიტროპოლიტს შეეძლო რამე ერჩია ან შეეთნხმებინა კერძო საუბარში ეპისკოპოსთან და ასევე დაეყენებინა საკითხი სინოდის სხდომაზე“.

რამდენადაც მიტროპოლიტ ბენიამინის მცდელობები დაეშოშმინებინა არქიეპისკოპოსი არტემი, წარმატებით არ დასრულდა, ის განთავისუფლდა სამსახურიდან დიმპლომატიური ფორმულირებით „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.

რა იქნება შემდეგ?

დიდი ალბათობით არქიეპისკოპოს არტემს ორი გზა აქვს: ან დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას და მინსკში იყოს ან ხმამაღლა გამოიხუროს კარეი და განხეთქილებაში წავიდეს. 2021 წლის 13 ივნისს მან ინტერვიუ მისცა „რადიო თავისუფლებას“, რომელშიც არის მინიშნებები, როგორც ერთ, ასევე მოვლენების შემდგომი განვითარების მეორე ვარიანტზეც.

ერთის მხრივ, მეუფე არტემი, პასუხობს რა კითხვაზე მისი გეგმების თაობაზე, აცხადებს: „გავაგრძელებთ ცხოვრებას. სახელმწიფო პენსია მაქვს... ვნახოთ, საჭირო გახდება, მუშაობას დავიწყებ გუშაგად სამწყსოში“.

ასევე მან უარყო ბრალდებები ავტოკეფალისტურ განწყობებში: „ჩვენთან საუბარიც კი არ ყოფილა ისეთ ავტოკეფალურ ეკლესიაზე, როგორიც უკრაინაშია. ეს საერთოდ არარეალური რამეა, ჩვენთან ყველა საკულტო შენობა ეკუთვნის ბელორუსულ საეგზარქოსოს და არანაირ მრევლს არ შეუძლია სხვა იურისდიქციის ტაძრის ქონა. ეს საკითხი ჯერ არ მომწიფებულა განსახილველად“. აქ, ყურადღება უნდა მივაქციოთ არგუმენტაციას: ავტოკეფალია შეუძლებელია არა კანონიკური ან რელიგიური მიზეზებით, არამედ იმიტომ, რომ ტაძრები იურიდიულად ეკუთვნის ბელორუსიის საეგზარქოსოს და საკითხი ჯერ არ მომწიფებულა განსახილველად.

თუმცა, მეორეს მხრივ, როცა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა ციტირება გაუკეთა ფონდ BYSOL-ის თანადამფუძნებლის ანდრეი სტრიჟაკს, რომელმაც არქიეპისკოპოს არტემს უწოდა „შესანიშნავი კანდიდატურა ახალ ბელარუსში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პოსტზე“ და ასევე დეკანოზ ანდრეი კურაევის იმის თაობაზე, რომ მეუფე არის „ბელორუსის ეკლესიის სინდისი“, არქიეპისკოპოსმა საკმაოდ უცნაურად უპასუხა: „რას ამბობთ, არ დამეძინება...“

ასევე არქიეპისკოპოსმა არტემმა საკმაოდ არასახარბიელოდ მოიხსენია მისი მემკვიდრე გროდნოს კათედრაზე, განაცხადა რა, რომ „ქცევით გრძნობს თავს ობერ-პროკურორად“ და წარმოადგენს „ამა ქვეყნის ადამიანს“, ბმე-ს კრიტიკისას განაცხადა, რომ ჩვენ „გადავიქეცით უძრაობის ხანის ეკლესიად“. ჩვენ უკვე გადავასწარით ხრუშჩოვის დროს, როცა უფლებამოსილი გადასცემდა თავის ნებას, როგორ ეცხოვრა მრევლს და რა ეთქვა“ და განაცხადა, რომ მისი ჩამოშორება „სახელმწიფოს ნებით მოხდა“.

რა გზას აირჩევს მეუფე არტემი დრო გვიჩვენებს. ფილარეტ დენისენკომ 1992 წელს საკმაოდ მსგავს გარემობებში განხეთქილება აირჩია, მაგრამ მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა ( და შესაძლოა, ინიცირება გაუკეთა კიდეც) უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. ამჟამად, ბელარუსში სხვაგვარი სიტუაციაა.

 ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ არა პოლიტიკური გარემოებები, არამედ საეკლესიო თვითშეგნება არ მისცემს არქიეპისკოპოს არტემს ეკლესიისგან განდგომისა და განხეთქილების გზაზე დადგომის საშუალებას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus