უღალატებს თუ არა ზდრავკო კრივოკაპიჩი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას?

ჩერნოგორიის პრემიერ მინისტრი არ ჩქარობს მეკ-სთან ხელშკრულების დადებას. ფოტო: СПЖ

ჩერნოგორიის პრემიერი, რომელიც ხელისუფლებაში ძირითადად ეკლესიის წყალობით მოვიდა, ამჟამად უარს ამბობს ხელი მოაწეროს შეთანხმებას სმე-თან. რატომ ხდება ასე?

2021 წლის 2 ივნისს ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი ზდრავკო კრივოკაპიჩი საზეიმოდ შეხვდა  სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიის ახალარჩეულ მიტროპოლიტს იოანიკიოსს (მიჩოვიჩს), ხოლო აქამდე რამოდენიმე დღით ადრე მან სკანდალი მოაწყო, როცა პატრიარქ პორფირესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რა არის ეს: ღალატი თუ ხელოვნური დიპლომატია? და ხომ არ არის აქ პარალელი უკრაინასთან?

როგორ შეძლო სერბეთის ეკლესიამ დახმარებოდა კრივოკაპიჩს გამხდარიყო ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი.

ისტორია ზ. კრივოკაპიჩის პრემიერობის თაობაზე უნდა დავიწყოთ მილო ჯუკანოვიჩის პრეზიდენტობის ისტორიიდან, რომელიც ახლაც იკავებს ამ თანამდებობას. მ. ჯუკანოვიჩი, რომელიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ჩერნოგორიას 1991 წლიდან მართავს. ის იუგოსლავიის კომუნისტების კავშირის (სკკპ-ს ანალოგი) შთამომავლობითი ფუნქციონერია. როგორც ბევრი მის-ი წერს, ჩერნოგორიის ხელმძღვანელის სახით მან თავი წარმოაჩინა, როგორც „ნატო-ს ყველაზე ერთგულმა ჯარისკაცმა“ რეგიონში. მისი პოლიტიკური კრედოა მისი დასავლელი კურატორების ნებისმიერი სურვილების უპირობო შესრულება. ეს სურვილები კი შემდეგი: სერბეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერ სფეროში: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია და ა.შ. ამასთან, მ. ჯუკანოვიჩმა, ამ სურვილების შესრულებისას, თავი აჩვენა, როგორც „ეფექტურმა მენეჯერმა“ და წარმატებულმა (თუმცა, კი ცინიკურმა) პოლიტიკოსმა.

მოვიყვანოთ ერთი მაგალითი: „როცა 2015-2016 წლებში ჩერნოგორიაში  ქვეყნის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ პროტესტის ძლიერმა ტალღამ გადაუარა, ჯუკანოვიჩმა მასზე თავდასხმის მომზადებასა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ განაცხადა. ორგანიზატორებად გამოაცხადეს ვინმე რუსები და მათი ადგილობრივი თანამზრახველები და მათ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. მართალია, 2021 წელს ჩერნოგორიის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი გააუქმა და ბრალდებად დაუსაბუთებლად ცნო, მაგრამ ეს არავის აინტერესებდა უკვე. მთავარია, რომ თემამ წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე მ. ჯუკანოვიჩს მისცა საშუალება ქვეყნის შიგნით მიწაზე დაენარცხებინა მისი პოლიტიკური ოპონენტები. დაკმაყოფილებულიყო ჯუკანოვიჩი მისი პოლიტიკური წარმატებით, მაგრამ თავისი ანტისერბული პოლიტიკის ტყვეობაში მყოფმა, არც მეტი, არც ნაკლები, მან განიზრახა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურება ჩერნოგორიის ტერიტორიაზე.

ჯუკანოვიჩმა თავის ფრთის ქვეშ მოაქცია ე.წ. ჩერნოგორიის მართლმადიდებლური ეკლესია (ჩმე), ტიპიური განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაცია, რომელიც 1993 წელს შეიქმნა (და რომელიც „ევქარისტულ“ ურთიერთობაში იყო უმე(კ)-თან) და გადაწყვიტა, ჯერ ერთი, მისთვის მოეპოვებინა „ტომოსი“ პატრიარქ ბართოლომეოსგან და მეორეც, გადაეცა მისთვის სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ქონება (სმე). „ტომოსთან“ მიმართებაში ფანარიონმა მ. ჯუკანოვიჩს გაუგზავნა წინააღმდეგობრივი სიგნალები, დაელოდა რა, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდნენ მართლმადიდებელი ეკლესიები უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ტომოსზე. მეორე საკითხის გადაწყვეტა მთლიანად არის ჩერნოგორიის ხელისუფლების ხელში და მ. ჯუკანოვიჩმა მოახდინა კანონის ინიცირება, რომლის თანახმადაც მიწები ტაძრებისა და მონასტრების ქვეშ, რომლებიც 1918 წლის 1 დეკემბრამდეა აგებული, როცა ჩერნოგორია შეუერთდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს, უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. სახელმწიფომ, თავის მხრივ, ის უნდა გადასცეს განხეთქილებაში მყოფ ჩმე-ს. ეს ხვედრი ელოდა 600-ზე მეტ ტაძარსა და მონასტერს.

და აი ხალხი, რასაც ქვია, აჯანყდა, ქვეყანა მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. ქუჩებში ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა, ხოლო თითოეულ სმე-ს ტაძართან შეიმქნა სიწმინდეთა დაცვის სპეციალური კომიტეტები.

https://pulserbia.ru/wp-content/uploads/2020/03/protesty-v-chernogorii2-1132x509.jpg
პროტესტი ჩერნოგორიაში ანტისაეკლესიო კანონის წინააღმდეგ

პროტესტი სმე-ის დევნის წინააღმდეგ პრაქტიკულად კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის შემოღებამდე გაგრძელდა. კვირაში ორჯერ ჩერნოგორიელები მასობრივ ლიტანიობაზე იკრიბებოდნენ საკუთარი ეკლესიის წინააღმდეგ. ზოგიერთ დღეს ჩერნოგორიის ყველა ქალაქში ქუჩაში 300 ათასამდე ადამიანი გამოდიოდა, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს შეადგენს. თუმცა, მ.ჯუკანოვიჩი არც კი ფიქრობდა უკან დახევას და ანტისაეკლესიო კანონის გაუქმებას. ამის ნაცვლად, მან რეპრესიები განახორციელა პროტესტის აქტიური მონაწილეების წინააღმდეგ,  დააჯარიმა ისინი ადმინისტრაციული სასჯელით და აღძრა სისხლის სამართლის საქმეები (მათ შორის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტ ამფილოქეს (რადოვიჩი) წინააღმდეგ). ამ სიტუაციაში ჩერნოგორია-პრიმორსკის ეპისკოპატმა განაცხადა, რომ ჩერნიგორიის ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ანტისაეკლესიო პოლიტიკით  დისკრედიტაციას უკეთებს თავის თავს და მეტად ვეღარ სარგებლობს ხალხის ნდობით. საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 2020 წლის 30 აგვისტოს შედგა, ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა ამფილოქემ (რადოვიჩმა) ჩაწერა ვიდეომიმართვა და მოუწოდა ყველა მოქალაქეს მისულიყო არჩევნებზე, რათა ხმა მიეცათ „უფლის სიწმინდეების დასაცავად“.

ლიტანიობაზე ჩერნოგორიის ყველა ქალაქში ქუჩაში 300 ათასამდე ადამიანი გამოდიოდა, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს შეადგენს.

შედეგად ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც თავიანთი დაუთანხმებლობა გამოხატეს ანტისაეკლესიო კანონების მიმართ და მისი გაუქმების პირობა დადეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ჩერნოგორიის სოციალისტების დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერსაც წარმოადგენს მ. ჯუკანოვიჩი, ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა და ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. ეს მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა „ჩერნოგორიის მომავლისთვის“ , „მშვიდობა- ჩვენი ნაცია“ და „გაერთიანებული რეფორმისტული მოქმედება“ გააკეთეს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კოალიციური მთავრობა და ზდრავკო კრივოკაპიჩი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე მან განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ „პირველი ნაბიჯი, რასაკვირველია, იქნება აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ კანონის გაუქმება“.

შეასრულა თუ არა კრივოკაპიჩმა დანაპირები?

დიახ და არა... ანტისაეკლესიო კანონი ჯერაც არ გაუქმებულა, თუმცა მისგან ამოიღეს ყველაზე იდიოზური მუხლები, რომელიც გულისხმობდა სერბეთის ეკლესიიდან პრაქტიკულად მთელი მისი საკუთრების კონფისკაციას. მთლიანად, კანონი აგრძელებს მოქმედებას და მასში არსებობს ბევრი ანტისაეკლესიო დებულებები, თუნდაც არა მკაფიოდ გამოხატული. მაგალითად, ერთ-ერთი მუხლი მოითხოვს ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციებისგან, რომლის ცენტრიც ჩერნოგორიის გარეთ იმყოფება,  განახორციელოს თავისი ეპარქიების დაყოფა და საზღვრები ჩერნოგორიის სახელმწიფო საზღვრების შესაბამისად. ხოლო სმე-ს ეპარქიები ჩერნოგორიაში ასეთ დაყოფას და საზღვრებს არ ემთხვევა.

ჯერ ერთი, კანონის მოცემული დებულება არის უხეში ჩარევა რელიგიური ორგანიზაციების შიდა საქმეებში, რომელთაც აქვთ უფლება დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი საორგანიზაციო სტრუქტურები და დაადგინონ მათთვის საზღვრები. მეორეც, მოცემული ნორმა არის კიდევ ერთი გზა ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის სმე-გან განცალკევების გზაზე, ადმინისტრაციული დაყოფისა და საზღვრების დამთხვევა ეპარქიულთან მეტ შესაძლებლობას აძლევს საერო ხელისუფლებას თავიანთი ნება თავს მოახვიონ საეკლესიო სტრუქტურებს. მესამე, კანონმდებლობაში თავად ცნების განმტკიცება „რელიგიური ორგანიზაცია, რომლის ცენტრიც იმყოფება საზღვარგარეთ“  საშუალებას იძლევა მომავალში მიღებულ იქნეს სხვადასხვაგვარი შეზღუდვა და რეპრესია ასეთი ორგანიზაციის წინააღმდეგ.

განმარტებისას, თუ რატომ არ გაუქმდა ანტისაეკლესიო კანონი, ამის ნაცვლად ჩერნოგორიის ხელისუფლება მასში წერტილოვანი ცვლილებების შეტანის გზას დაადგა, ზ. კრივოკაპიჩმა განაცხადა, რომ კანონის ასეთი სახით არსებობა წარმოადგენს შუალედურ სტადიას სრულიად ახალი კანონის მიღების გზაზე, რომელიც მუშავდება მმართველი კოალიციის მიერ და რომელიც, მისი სიტყვებით, „უნდა ითვალისწინებდეს ჩერნოგორიის ყველა რელიგიური თემის ინტერესებს და შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს მოცემულ სფეროში“.  კვლავაც, მინიშნება იმაზე, რომ განხეთქილებაში მყოფი ჩმე-ს ინტრესებს ხელისუფლება არ დაივიწყებს.

სკანდალი კრივოკაპიჩთან სერბეთის საპატრიარქოში

ჯერ კიდევ მ. ჯუკანოვიჩის ყოვლისშემძლეობისას ჩერნოგორიაში პარადოქსული სიტუაცია ჩამოყალიბდა, როცა ჩერნოგორიის მთავრობას ქვეყანაში მოქმედ ყველა დიდ რელიგიურ ორგანიზაციასთან ჰქონდა ე.წ. „საბაზო შეთანხმება სამართლებრივი სტატუსის შესახებ“. და ქვეყანაში მხოლოდ უმსხვილეს სერბეთის ეკლესიასთან ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ კრივოკაპიჩის ერთ-ერთი დანაპირები იყო ასეთი შეთანხმების ხელმოწერა. ის თითქმის ერთი წლი მზადდებოდა და აი, 2021 წლის 27 მაისს, იმ დროს, როცა ის არა მხოლოდ უკვე მზად იყო, არამედ ზ. კრივოკაპიჩი ესტუმრა სერბეთის საპატრიარქოს მის ხელმოსაწერად, მან მოულოდნელად უარი თქვა ამის გაკეთებაზე და განაცხადა, რომ ხელმოწერა მინიმუმ შემოდგომამდე გადაიდება „რიგი მიზეზების გამო“. ამასთან, კრივოკაპიჩმა დააგვიანა სერბეთის პატრიარქ პორფირესთან შეხვედრაზე მთელი ნახევარი დღით, რაც დიპლომატიური ეტიკეტის წესების მიხედვით წარმოადგენს საკმაოდ დიდი უპატივცემულობის ჟესტს.

პატრიარქ პროფირესთან შეხვედრის შემდეგ ზდრავკომ განაცხადა, რომ არანაირი სკანდალი არ ყოფილა, ხოლო თავად ვიზიტი მეგობრულ და სანდომიან ატმოსფეროში ჩატარდა. თუმცა, ეს აშკარად იყო ცუდი თამაშის დროს კარგი სვლის გაკეთების მცდელობა. ჩერნოგორიული გაზეთი „პრავდა“ აქვეყნებს მასალას, საიდანაც ვიგებთ, როგორ ჩაატარეს მასთან საუბარი ორი „დასავლეთის ქვეყნის“ საელჩოს წარმომადგენლებმა, რომელთა ვინაობასაც გაზეთი არ ასაჯაროებს. თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთმა დაწერა, რომ თითქოს ამ საუბრის დროს კრივოკაპიჩს დაემუქრნენ მისი მთავრობის უნდობლობის ვოტუმით. სხვათაშორის, ამის გაკეთება ძალიან მარტივია, რამდენადაც მმართველ კოალიციას ჩერნოგორიის პარლამენტში, სკუპშჩინეში, სულ რაღაც ერთი (!) ხმით მეტი აქვს ოპონენტებთან შედარებით.

ჩერნოგორიის პრემიერ- მინისტრმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა სმე-თან შეთანხმებისთვის მას შემდეგ, რაც მასთან საუბარი ჰქონდათ ორი „დასავლელი ქვეყნის“ საელჩოს წარმომადგენლებს.

ასევე პატრიარქ პორფირეს კანცელარიამ კრივოკაპიჩის ვიზიტი დაახასიათა შემდეგი სახით: „მისმა უწმინდესობამ მოისმინა ეს მიზეზები ყურადღებითა და დიდი მოთმინებით, ხოლო კიდევ უფრო მეტად გაკვირვებით, ვერანაირად ვერ გაიგო რა პრემიერ პრივოკაპიჩის განზრახვების დასაბუთებულობა და გამართლება არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რაც იყო კიდეც  ბელგრადში, საპატრიარქოში მისი ვიზიტის ერთადერთი მიზეზი. მისმა უწმინდესობა პატრიარქმა და დამსწრე მღვდელმთავრებმა გამოხატეს უდიდესი მწუხარება და შეშფოთება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ერთგული ხალხის შემდგომი მდგომარეობით იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მასთან, თუმცა კი მას განეკუთვნება ჩერნოგორიის მაცხოვრებელთა უმრავლესობა, არაა ხელმოწერილი შეთანმხება, რომელიც იძლევა მისი სამართლებრივი მდგომარეობის გარანტიას, ამით კი ხალხის რელიგიური და სამოქალაქო უფლებების, რაც წარმოადგენს ღია დისკრიმინაციის აქტს“.

ახალი მიტროპოლიტის შეხვედრა

2021 წლის 2 ივნისს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში ჩავიდა მიტროპოლიტი იოანიკიოსი (მიჩოვიჩი), რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის კათედრაზე აირჩიეს მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მიტრპოლიტი ამფილოქე (რადოვიჩი).

https://spzh.news/mediafiles/QfwbhL/hu3BcM_60b889f6c8ad99_51482577.jpg
ზ.კრივოკაპიჩი და მიტროპოლიტი იოანიკიოსი პოდგორიცაში. ფოტო: Facebook-страница Православна Митрополија Црногорско-Приморска

საკათედრო ტაძართან მას ათასობით მორწმუნე და ასევე პრემიერ-მინისტრი ზ. კრივოკაპიჩი, ზოგიერთი პოლიტიკოსი და სახელმწიფო ჩინოვნიკები შეხვდნენ. და აი, კრივოკაპიჩის ბაგიდან ვიგებთ სიტყვებს, რომელიც ეკადრება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილს, რადაც ის თავს თვლის. ის ახალ მიტროპოლიტს ჰპირდება, რომ არაფერს გააკეთებს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგოდ და რომ მაინც მოაწერს ხელს სერბეთის საპატრიარქოსთან საბაზო შეთანხმებას და რომ ითხოვს შენდობას, თუ რამე ისე ვერ გააკეთა.

შესაძლოა, რომ ზ.კრივოკაპიჩის გრძნობები და განზრახვა სერბეთის ეკლესიის მიმართ მართლად გულწრფელია და ის ყველანაირად ეცდება ზიანი არ მიაყენოს მას. სრულიად დასაშვებია, რომ ანტისაეკლესიო კანონის გაუქმებასა და სმე-თან შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი აიხსნება იმით, რომ კრივოკაპიჩი აღმოჩნდა ჩერნოგორიაში პოლიტიკური სიტუაციის მძევალი და  რომ მას ობიექტურად არ გააჩნია ყველა მისი დანაპირების რეალიზების შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ ანტისაეკლესიო ძალები სარგებლობენ მისი გამოუცდელობით პოლიტიკაში (ზ. კრივოკაპიჩი პოლიტიკოსი არაა, არამედ მანქანათმშენებლობის პროფესორი, მეცნიერი, 16 წიგნისა და სახელმძღვანელოს და 250 სამეცნიერო სტატიის ავტორია). თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ყოველივე ამასთან, კრივოკაპიჩის საქმეები რამდენადმე სხაგვარად იქნება. და აქ იკითხება უკრაინულ რეალიებთან ანალოგია.

უკრაინული ანალოგიები

ჩერნოგორიასა და უკრაინაში რელიგიურ სფეროში სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივეგან, 90-იან წლებში ხელისუფლება განხეთქილებაში მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკური, შიდა თუ გარე საჭიროებებისთვის აერთიანებდა. ორივეგან პრეზიდენტებმა მიმართეს ფანარიონს „ტომოსისთვის“ და მათი გამოზრდილი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციისთვის.  ორივეგან პრეზიდენტებმა სცადეს კანონიკური ეკლესიის განადგურება. ორივეგან მოქმედმა ხელისუფლებამ მარცხი განიცადა არჩევნებზე, ძირითადად ანტისაეკლესიო პოლიტიკის წყალობით.

და აი, შემდეგი ეტაპი. ორ წელზე მეტი გავიდა, რაც ვ. ზელენსკიმ დაიკავა უკრაინის პრეზიდენტის პოსტი და თითქმის ნახევარი წელი იმ მომენტიდან, რაც ზ. კრივოკაპიჩი დაინიშნა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრად. გავიხსენოთ „ადრინდელი“ ზელენსკის პოლიტიკა რელიგიურ სფეროში. ის ხაზგასმით ნეიტრალური იყო. პრეზიდენტი გამოდიოდა სახელმიფოს რელიგიური კონფესიების საქმეებში ჩაურევლობისა და ამ სფეროში კანონმდებლობის დაცვის მომხრედ. შესაძლოა, რომ მან გულწრფელად სურდა სწორედ ასეთი პოლიტიკის რეალიზება. თუმცა, რეალობა რამდენადმე სხვაგვარი აღმოჩნდა. ვ.ზელენსკიმ სრულად მოახდინა მისი წინამორბედის რელიგიური პოლიტიკის რეანიმაცია, ის ვიზიტებს ახორციელებს ფანარიონზე, არწმუნებს პატრიარქ ბართოლომეოსს მხარდაჭერაში, იწვევს მას უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე. და ყოველივე ეს უმე-ს ტაძრების მიტაცების აქტიური ზრდის, პარლამენტში ანტისაეკლესიო კანონების მთელი სერიის შეტანისა და მის-ში გაძლიერებული ანტისაეკლესიო პროპაგანდის ფონზე.

წავა კი ზდრავკო კრივოკაპიჩი ნაცნობი გზით? ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ არა. თუმცა, იმ ძალებს, რომლებიც მას ამ გზისკენ უბიძგებენ, შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, რომ მას არ დარჩეს არჩევანის საშუალება. რასაკვირველია, არჩევანი ყოველთვის არის, მაგრამ პოლიტიკოსებს ყოველთვის არ აქვთ ძალა სინდისის მიხედვით მოიქცნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის და ჩერნიგორიის ისტორია და ბევრი სხვა რამ, ასწავლის ეკლესიას, რომ მას შეუძლია მხოლოდ მიენდოს ღმერთს და თავის შიდა ძალებს და არა პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს მას ერთგულებას ეფიცებიან, ხოლო ხვალ ზურგს აქცევენ მას, ახსნიან რა ამას ლამაზი, მაგრამ ცარიელი სიტყვებით. კვლავაც და კვლავაც ვრწმუნდებით წმინდა წერილის სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ იმედ ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფს.145:3).

რასაკვირველია, იმ სიტუაციაში, რაც ორი წლის წინ ჩერნოგორიაში ჩამოყალიბდა, ეკლესია იძულებული იყო ფაქტიურად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმულიყო და მოეწოდებინა მოქალაქეებისთვის უარი ეთქვათ ხელისუფლებისადმი ნდობაზე, რომელმაც გადაწყვიტა ეკლესიის განადგურება. თუმცა, ამის მიუხედავად, ფსონი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე საბოლოოდ შეიძლება გახდეს წამგებიანი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus