ფანარიონი მთელი ძალით მიემართება ახალი უნიისა და თავისი კატასტროფისკენ

ფანარიონის იერარქები პაპს თავის წინამძღოლს უწოდებენ. ფოტო: СПЖ

ფანარიონის იერარქმა პაპს თავისი წინამძღოლი უწოდა,აიღო მსახურების კურთხევა, განაცხადა,რომ კათოლიკებისა და მართლმადიდებლების ერთიანობის პროცესი ფინიშის ზღვარზეა.რა ხდება?

2021 წლის მაისის ბოლოს კათედრაზე ახლახანს დანიშნულმა იტალიის მიტროპოლიტმა და კონსტანტინოპოლის საპატრიაქოს სამხრეთ ევროპის ეგზარქოსმა პოლიკარპემ (სტავროპულოსმა) პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია მიიღო. ამის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა სააგენტო  Vatican News, რომელშიც ზედმეტი დიპლომატიის გარეშე განაცხადა, რომ რომთან უნია მოხდება და ამასთან, ახლო მომავალში.

 Vatican News საიტის სქრინი.

შეხვედრის სტატუსი

არაფერი დასაძრახი იმაში არაა, რომ ეპარქიაში კვლავ დანიშნული იერარქი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც სხვა რელიგია ან კოფესია დომინირებს, ხვდება ამ კონფესიის ლიდერს. ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, რომელსაც საკმაოდ ხშირად, თუ არა - ყოველთვის, მიმართავენ რელიგიური მოღვაწეები.

როგორც წესი, ასეთი ვიზიტების მიზანს წარმოადგენს კონფესიათშორისი მშვიდობა და თანამშრომლობა (რასაკვირველია იქ, სადაც ამას რელიგიური კანონები უშვებს). თუმცა, მიტროპოლიტ პოლიკარპეს ვიზიტი პაპ ფრანცისკესთან სულ სხვა სტატუსს ატარებდა.  ამის შესახებ გვაუწყა თავად მიტროპოლიტმა პოლიკარპემ: „ეს იყო ვაჟიშვილის ძალიან გულითადი შეხვედრა საყვარელ მამასთან, ეპისკოპოსის შეხვედრა მის წინამძღოლთან და პატრიარქთან. წმინდა მამას დიდი გული აქვს, გულწრფელი გული, მას მადლობა გადავუხადე გამამხნევებლი გზავნილისთვის, რომელიც მან ჩემი ინტრონიზაციისთვის გამომიგზავნა, მას ვთხოვე პაპისეული კურთხევა ჩემს მსახურებაზე, ისევ იტალიაში და ამჯერად ეპისკოპოსის სახით...“

ეს იყო ვაჟიშვილის შეხვედრა საყვარელ მამასთან, ეპისკოპოსის შეხვედრა მის წინამძღოლთან და პატრიარქთან.

მიტროპოლიტი პოლიკარპე პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის თაობაზე

გამოდის, მოცემულ შეხვედრას ჰქონდა „ეპისკოპოსის მის წინამძღოლთან“ შეხვედრის სტატუსი. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სიტყვა „მისი“. მიტროპოლიტი პოლიკარპე პაპ ფრანცისკეს მის წინამძღოლად თვლის. ჩნდება კითხვა - რომელ კონფესიაში მსახურობს მიტროპოლიტი პოლიკარპე, მართლმადიდებლურში თუ კათოლიკურში? მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ კათოლიკურში. ეს მტკიცება დასტურდება კიდევ ერთი მომენტით: მიტროპოლიტი პოლიკარპე აუცილებლად თვლის მისი ეპისკოპოსის სახით მსახურებისთვის მიიღოს „პაპის კურთხევა“.

თუ გავიხსენებთ ისტორიულ უნიებს, რომლებსაც დებდნენ, როგორც კონსტანტინოპოლის იერარქები 1274 წელს (ლიონის უნია) და 1439 წელს (ფლორენციის უნია), ასევე კიევის მიტროპოლიის იერარქები 1596 წელს (ბრესტის უნია), ყველა მათგანში მთავარი საკითხი იყო პაპის ხელისუფლების აღიარება. კათოლიკური სწავლების, მორალური ნორმებისა და სხვა „ლათინიზმის“ მიღება ამ ერთში - პაპის უზენაეს წინამძღოლად და მეთაურად აღიარებაში იყო მოქცეული. როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტი პოლიკარპე სწორედ ამაში გამოტყდა და ყველაზე საინტერესო რაცაა, გამოტყდა თავად, მას ენაზე არავინ ექაჩებოდა. განვმეორდები, მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ პაპ ფრანცისკეს თავის წინამძღოლად აღიარებს. ამდენად, მიტროპოლიტი პოლიკარპემ აღიარა ის, რომ ის  ნამდვილი უნიატია.

 თუ მიტროპოლიტი პოლიკარპე პაპს თავის წინამძღოლად მიიჩნევს, ჩნდება კითხვა - რომელ კონფესიაში მსახურობს ის - მართლმადიდებლურში თუ კათოლიკურში?

რითია საშიში უნია

გარეგნულად უნია საშიში არაა. შორს წასვლა საჭირო არაა, საკმარისია შევხედოთ ჩვენს უკრაინელ უნიატებს. ტაძრებში მსახურება სრულდება, ხალხი დადის მათში, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში. იერარქები და სასულიერო პირები ლამაზ სიტყვებს ამბობენ, ადამიანები ლოცულობენ და გარკვეულ კეთილ საქმეებს (ცუდზე ნუ ვისაუბრებთ) ასრულებენ. თუმცა, მთელი ეს ფერადი სურათი ექცევა წმინდა კვიპრიანე კართაგენელი სიტყვებში: „ვისთვისაც ეკლესია დედა არაა, მისთვის უფალი მამა არაა“. ეკლესია დედამიწაზე არსებობს და ყოველთვის არსებობდა უფლის სიტყვის მიხედვით: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათ 16:18). არსებობს იმ სახით, რომლითაც ის სულიწმიდის მიერ შეიქმნა სულთმოფენობის დღეს და მოწყობილია მოციქულთა ქადაგებით. ეს ეკლესია ხილულია, შეხებადია, ერთიანია. მასში შეიძლება შესვლა წმინდა ნათლობის გზით, ასევე შეიძლება მისგან გასვლა მომაკვდინებელი ცოდვის ჩადენით, მათ შორის, ერესის ცოდვის გამო.

მართლმადიდებლობასაც და კათოლიკობასაც პრეტენზია გააჩნია იმაზე, რომ იწოდებოდეს „ერთიან, წმინდა, მთლიან და სამოციქულო ეკლესიად (რწმენის სიმბოლო), მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენს ასეთს. ჭეშმარიტი ეკლესიის ერთ-ერთ ნიშანს, სხვა დანარჩენის გარდა, წარმოადგენს მისი რწმენის „დასაბამიერობა“ ანუ დოგმატიკა, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის საწყის ხანაში. უკვე ამ ერთი ნიშნის მიხედვით კათოლიკობას არ შეუძლია საკუთარ თავზე თქვას, რომ მას ისევე სწამს, როგორც ყოველთვის სწამდათ. დოგმატმა სულიწმინდის ძისგან (ფილიოკვე) წარმოშობაზე საბოლოოდ ჩამატებულ იქნა კათოლიკების მიერ ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოში მხოლოდ XI საუკუნეში, რაც მთელი ეკლესიის პაპის მიერ მეთაურობის მტკიცებასთან ერთად გახდა კათოლიკების ეკლესიიდან 1054 წელს გამოყოფის მიზეზი. გარდა ამ ორი შეცდომისა, კათოლიკობამ ეკლესიის გარეთ არსებობის ათასწლიანი ისტორიის მანძილზე მთელი რიგი შეცდომები წარმოშვა. მათი გაცნობა დეტალურად შეიძლება სტატიაში „რა არაა ისე კათოლიკებთან“, ხოლო თუ მოკლედ ვიტყვით, ის შემდეგია:

  • სულიწმინდის წარმოშობა მამისგან და ძისგან, რაც ნიშნავს სულიწმინდის ღვთიურობის დაკნინებას;
  • მტკიცება, რომ პაპი არის ეკლესიის ხილული მეთაური, რაც ნიშნავს  ეკლესიაში იესო ქრისტეს მეთაურობის ჩამოშორებას;
  • სულის ცხონების არსის დამახინჯებული გაგება: ქრისტეს მიერ დაზიანებული ადამიანის ბუნების ნაცვლად ადამიანი უბრალოდ სასჯელისგან თავისუფლდება;
  • დოგმატი ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვაზე, რაც ნიშნავს, რომ წმინდა ქალწულს არ სჭირდებოდა მაცხოვარი;
  • დოგმატი განსაწმენდელის შესახებ, რაც ამახინჯებს თავდაპირველ მოძღვრებას გარდაცვლილთა ხვედრის შესახებ;
  • გრძნობითი ლოცვის პრაქტიკაში დანერგილი ხერხი, რომელიც მკაცრად იკრძალება მართლმადიდებელი მოღვაწეების მიერ და მას სიამედ აღიქვამენ;
  • მოღვაწეობის პრაქტიკაში დანერგილი ხერხი, რომელსაც მართლმადიდებელი მამები ასევე სიამედ აღიქვამენ;
  • მტკიცება დოგმატური განვითარების შესახებ, რაც იძლევა საშუალებას შემოღებულ იქნეს ახალი დოგმატები და საკუთარი სურვილისამებრ განიმარტოს ძველი.

ყოველივე ამის ხელსაყრელად დამალვა შეიძლება მართლმადიდებლური მხილების, მართლმადიდებლური წესების და საერთოდ გარე მხარის მიღმა. ამიტომაც, კითხვაზე : რითია საშიში უნია, პასუხის გაცემისას, შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად არაფრით, მაგრამ ამასთან, უნიის არსი არის მართლმადიდებლობის არა მხოლოდ რწმენის მოძღვრებით, არამედ ბევრი სხვა ასპექტითაც ღალატი. უნიის მიღებისას, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის იერარქი თუ უბრალო ერისკაცი, ხდება ქრისტეს ეკლესიისთვის უცხო, აქედან გამომდინარე სულის ცხონების შედეგებით. თანამედროვე ლექსიკონში საკმაოდ პოპულარულია სიტყვა „იდენტობა“. უნიის მიღება კათოლიციზმთან არის მართლმადიდებლური ინდეტურობის სრული განადგურება.

უნიის მიღება კათოლიციზმთან არის მართლმადიდებლური ინდეტურობის სრული განადგურება.

მესამე უნია - იქნება

როგორც ლიონის უნიის, ასევე ფერარო-ფლორენციის უნიის სრული და უპირობო ჩავარდნის მიუხედავად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მთელი ძალით მიემართება მესამე უნიისკენ, რომელიც, სავარაუდოდ შეიძლება 2025 წელს შედგეს. დეტალურად ამის შესახებ სტატიაში „კათოლიციზმთან მესამე უნიის ზმანება უკვე ზმანება არაა“. ამაზე ასევე ღიად გვაუწყა მიტროპოლიტმა პოლიკარპემ: „რაც გასაკვირია ისაა, რომ პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ ბართოლომეოსის სიახლოვე, ჟესტები, ინიციატივები ნამდვილია და შორსაა რაიმე საერო ან სანახაობითი ასპექტებისგან. ესაა ორი ადამიანი ერთნაირი აზრებითა და გრძნობებით. ისინი აცნობიერებენ, რომ უნდა იმოქმედონ შეთანხმებულად ჩვენი პრობლემური კაცობრიობის საკეთილდღეოდ, რომელიც ბოლო ხანებში კიდევ უფრო მეტად არის შეშფოთებული კრიზისით ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკური კრიზისით, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიით. კათოლიკებისა და ქრისტიანების გზა სრული ერთიანობისკენ სულიწმინდის წინამძღოლობით ფინიშს უახლოვდება. ვიფქრობ, რომ მორწმუნეთა დონეზე ეს მიზანი უკვე მიღწეულია და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინსტიტუციონალურ დონეზე“.

კათოლიკებისა და ქრისტიანების გზა სრული ერთიანობისკენ სულიწმინდის წინამძღოლობით ფინიშს უახლოვდება.

მიტროპოლიტი პოლიკარპე

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ პრობლემებს, რომელიც მიტროპოლიტ პოლიკარპეს სიტყვებით, მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის წინაშე დგას. ესაა „კრიზისი ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკური კრიზისი“. არც ერთი სიტყვა ცოდვაზე, რომელიც  აწუხებს კაცთა მოდგმას, არც ერთი სიტყვა სიკვდილზე, რომელიც ბატონობს ადამიანებზე და არც ერთი სიტყვა ქრისტესთან ადამიანის შერწყმაზე საიდუმლოებების მეშვეობით! მნიშვნელოვანია მხოლოდ ჯანდაცვა და ეკონომიკა. ეს საკმაოდ თვალნათლივ გვიდასტურებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრის რელიგიურ თვითშეგნებას. ამასთან, მან ინტერვიუ მისცა არა რომელიმე საერო გამოცემას, რომლის მკითხველებსაც ნაკლებად აინტერესებთ სულის ცხონების საკითხი. ინტერვიუ ვატიკანის მთავარ საინფორმაციო სამსახურს, რელიგიურ გამოცემა Vatican News-ს მისცა.

სიტყვები იმის შესახებ, რომ „კათოლიკებისა და მართლმადიდებლების გზა სრული ერთაინობისკენ... უახლოვდება ფინიშს“ კიდევ ერთხელ ადასტურებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ისევე როგორც ვატიკანში, ასევე ფანარიონზეც არსებობს ერთიანობის მიღწევის ვადებისა და მოქმედებების შესაბამისი გეგმის სრულიად ნათელი ხედვა. და ეს ვადები არა ათწლეულებით, არამედ მცირედი წლებით იანგარიშება. პატრიარქ ბართოლომეოსსა და პაპ ფრანცისკეს განზრახული აქვთ ისტორიაში შესვლა მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის გამაერთიანებლების სახელით. სხვათაშორის, ტერმინი „გაერთიანება“ აქ სრულად არ გამოდგება, უფრო ზუსტად კი, საერთოდ არ გამოდგება. არანაირი „გაერთიანება“ არ იგეგმება. იქნება მართლმადიდებლობის მოღალატეთა შეერთება კათოლიკებთან, ისე როგორც ეს იყო სხვა ისტორიული უნიების დროს, პაპის ძალაუფლების აღიარებით და პირდაპირ ან გაშუალებულად კათოლიციზმის ყველა შეცდომის მიღებით. მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ მისი შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან იყო „ვაჟიშვილის შეხვედრა საყვარელ მამასთან, ეპისკოპოსის შეხვედრა მის წინამძღოლთან და პატრიარქთან“, რომელმაც თავისი „პაპის კურთხევა მისცა მსახურებაზე“ მიტროპოლიტ პოლიკარპეს ეპისკოპოსის სახით, სწორედ ამას ადასტურებს.

არანაირი „გაერთიანება“ არ იგეგმება. იქნება მართლმადიდებლობის მოღალატეთა შეერთება კათოლიკებთან, ისე როგორც ეს იყო სხვა ისტორიული უნიების დროს.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კატასტროფა

ისტორია გვასწავლის, რომ ის არაფერს გვასწავლის. ეს ირონიული ფრაზა სავსებით გამოდგება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამჟამინდელი იერარქების მიმართ. უკვე ნახსენები ლიონისა და ფლორენციის უნიების შედეგი იყო ის, რომ სამღვდელოება და ეკლესიური ხალხი მათ არ იღებდა, ხოლო ამ უნიის ხელმომწერმა იერარქებმა, საკუთარ თავზე მიიღეს ღალატისა და სირცხვილის დამღა. მათ არ იღებდნენ თავიანთ ეპარქიაში, მათთან ერთად მსახურებაზე უარს ამბობდნენ და ბევრმა მათგანმა საბოლოოდ მოინანია ჩადენილი. ამჟამად, ფანარიოტებს სურთ კიდევ ერთხელ სცადონ იმავე მდინარეში შესვლა. თუმცა, ფაქტი არაა, რომ ამჟამადაც იგივენაირად დასრულდება ყველაფერი. ზოგიერთი გარემოება გვაფიქრებინებს, რომ მომავალი უნია შეიძლება მაინც აღმოჩნდეს წინამორბედებზე უფრო წარმატებული. ეს გარემოებები მდგომარეობს ცხად ფაქტში - მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბევრი სხვა იერარქიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად უშვებდა საზოგადოებაში ვატიკანთან გაერთიანების შესახებ გზავნილებს, ჩვენ არავითარი საწინააღმდეგო არ მოგვისმენია თავად კონსტანსტინოპოლის საპატრიარქოს წიაღიდან. ასევე არ მოგვისმენია მნიშვნელოვანი პროტესტი ფანარიონის უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ. ალბათ, ეს აიხსნება იმით, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი მისი პატრიარქობის დაწყებიდანვე ატარებს სამღვდელმთავრო კათედრების მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანებით ჩანაცვლების პოლიტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბევრი სხვა იერარქიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად უშვებდა საზოგადოებაში ვატიკანთან გაერთიანების შესახებ გზავნილებს, ჩვენ არავითარი საწინააღმდეგო არ მოგვისმენია თავად კონსტანსტინოპოლის საპატრიარქოს წიაღიდან.

თუმცა, ასეთი პროტესტი საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს სხვა ადგილობრივი ეკლესიებისგან, ამასთან იმ ეკლესიებისგან, რომლებიც ე.წ. ბერძნულ ჯგუფს განეკუთვნებიან. ასეთი ბოლო, ყველაზე მკაფიო პროტესტი იყო ღია წერილი, რომელიც მიტროპოლიტ პოლიკარპეს სააგენტო Vatican News-თვის მიცემული ინტერვიუს პასუხად დაწერა  ელადის მართლადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტიმა სერაფიმემ (მენძელოპულოსი). ამ წერილში მან საკმაოდ მკვეთრად გამოხატა პოზიცია მიტროპოლიტ პოლიკარპეს სიტყვებზე: „ასევე არ გვაკვირვებს, რომ პოლიკარპე თავს პაპთან მიმართებაში „მისი საყვარელი მამის ძედ“ თვლის. საკუთარ მამად მიგაჩნდეს ერეტიკოსი და რომის ტახტის უზურპატორი პატრიარქი ან სხვა ვინმე - პოლიკარპეს პრობლემაა. თუმცა,  გვიკვირს, რომ პოლიკარპეს ეწოდება მართლმადიდებელი ეკლეიის ეპისკოპოსი და მოუნანიებელ ერესიარქს თავის პატრიარქს უწოდებს“.

მიტროპოლიტ პოლიკარპეს ღია გამონათქვამებით გაკვირვებული მიტროპოლიტი სერაფიმე სვამს კითხვას - საიდან არის ცნობილი მიტროპოლი პოლიკარპესთვის, რომ „მართლმადიდებლებისა და კათოლიკების გზა სრული ერთიანობისკენ ფინიშს უახლოვდება“: „იცის მან რაიმე ისეთი, რაც დამალულია მორწმუნე ადამიანებისგან? ხომ არ „გასცა“ მან „საიდუმლო“, რომლის რეალიზაციასაც დავინახავთ „ეკლესიების კავშირის“ მეშვეობით? რამდენად საფუძვლიანია ხმები მომავალი „კავშირის“ შესახებ?

და კიდევ ერთმა გარემოებამ არაფერი ასწავლა ფანარიოტებს.  ალბათ, „მესამე უნიის“ თაობაზე თავიანთ გეგმებში ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გეგმების განხორციელებაში მათ დახმარებას გაუწევს მაერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, წინამორბედი უნიებიც ხომ საერო ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული. თუმცა, ის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის სამწლიანი ძალისხმევის შედეგად ვერ შეძლო უმრავლესობა ადგილობრივი ეკლესია წაექეზებინა ეცნოთ მეუ, გვაფიქრებინებს, რომ ის არაა ესოდენ ძლევამოსილი და იმის იმედი, რომ მისი მეშვეობით შეიძლება ადგილობრივი ეკლესიების დამორჩილება რომთან უნიაში, საკმაოდ გულუბრყვილოა. სინამდვილეში, „ბერძნულ“ ეკლესიებშიც კი უნიაში შემსვლელთა მსურველი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მსურველი გამყარდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უპირატესობა მართლმადიდებლურ სამყაროში. ერთია ამტკიცო ელინიზმის სიდიადე მართლმადიდებლობის ჩარჩოებში, ხოლო სულ სხვაა მართლმადიდებლობას უღალატო და დაემორჩილო ვატიკანს. თუმცაღა, პირველიც კი ეწინააღმდეგება სახარებას, მაგრამ მეორე საერთოდ არაფერში ჯდება.

ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვდელმთავრები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ პატრიარქ ბართოლომეოსის შემდეგ შუერთდნენ „მესამე უნიის“ ავანტიურას, არც თუ ბევრი იქნება. შესაძლოა, მას გაჰყვეს მისი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრები, მაგრამ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეიქმნება, რომელიც გამყარებული იქნება საღვთისმეტყველო არგუმენტებით, ისტორიული ანალოგებითა და ისეთი იერარქების სასულიერო ავტორიტეტით, როგორებიც არიან პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე და ბევრი სხვა. ეს განსაკუთრებით ეხება ათონის წმინდა მთას, რომლის ავტორიტეტიც, მართალია შეილახა ზოგიერთი მონასტრის მიერ მეუ-ს აღიარებით, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრების უმრავლესობა უნიის წინააღმდეგ გამოვა.

უნიის მომხრეებს ისეთივე წარუმატებელი დასასრული ელოდება, როგორც წინამორბედეს, ღალატისა და სირცხვილის დამღა, რაც, რასაკვირველია, გულწრფელი მონანიებით შორდება. სწორედ მონანიებისკენ მოუწოდა მიტროპოლიტ პოლიკარპეს პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ თავის წერილში:

„საკუთარი შეცდომის აღიარება, ჩვენი მონანიება - ეს არაა სიმხდალის აქტი, არამედ მთავარი ქრისტიანული სათნოება და გმირობაა!“

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus