“შეპყრობილი“ მიმტაცებლები ანუ როგორ უწოდა მეუ-ს სინოდმა შავს თეთრი

27 მაისი 2021 01:20
31
წინასწარმეტყველი ესაია ყველას აფრთხილებდა, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებდა და სიკეთეს - ბოროტებას. ფოტო: СПЖ წინასწარმეტყველი ესაია ყველას აფრთხილებდა, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებდა და სიკეთეს - ბოროტებას. ფოტო: СПЖ

მეუ-ს სინოდმა მიიღო განცხადება, მან უბრალოდ ყველაფერი თავდაყირა დააყენა: უმე-ს თემის მიტაცებისგან დაზარალებულებს უწოდა მიმტაცებლები,ხოლო თავის რეიდერებს- დაზარალებულები.

„ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და  ნათელს- ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!“ (ეს. 5:20).

2021 წლის 14 მაისს მეუ-ს სინოდმა მიიღო განცხადება, რომლის არსიც დაიყვანება ორ ძირითდ გზავნილამდე:

  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები იტაცებენ მეუ-ს ტაძრებს;
  • მეუ-ს ხელმძღვანელობა მშვიდობიანად მოუწოდებს მათ არ გააკეთონ ეს.

ეს განცხადება ცარიელ ადგილას როდი აღმოცენებულა. მისი მცირეხნიანი (2018 წლის დეკემბრიდან) არსებობის მანძილზე მეუ არა მხოლოდ სისტემატურად იყო დაკავებული უმე-ს ტაძრების ძალადობრივი მიტაცებითა და მეუ-ში თემების უკანონო ხელახალი რეგისტრაციით, არამედ სრულიად ღიად სთხოვდა ამაში დახმარებას, როგორც უკრაინის ხელისუფლებას, ასევე... ამერიკელ დიპლომატებს. დეტალურად სტატიაში მფარველების „კურთხევა“ ტაძრების შემდგომ მიტაცებაზე გაცემულია?

ბანდიტს მსხვერპლი უწოდო: ეს გენიალურია!

ორნახევარი წლის განმავლობაში ძალადობრივი მიტაცების ფაქტები ასეულობით დაგროვდა, შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალით, კონკრეტული დაზარალებულებით, დაფიქსირებული შეხლა-შემოხლითა და განცხადებებით სამართლდამცავ ორგანოებში. თავიდან მეუ ცდილობდა ტაძრების მიტაცების ამ ულამაზო საქმიანობის დაფარვას სიტყვით „გადასვლები“. ამჟამად ეს ცოტა აღმოჩნდა, მეუ-ს მომხრეებიც ხომ სვამენ კითხვას: რა „გადასვლებია“ ეს, რომლის დროსაც ადამიანებს სისხლი სდით სახიდან, ხოლო ქალებსა და მოხუცებს ტალახში აგორავებენ? მსგავსი გადასვლების ვიდეომასალებით სავსეა ინტერნეტი. და უკვე საჭირო იყო რაღაცის მომოქმედება, რამდენადაც მსგავს სურათს შეუძლია ნებისმიერის დისკრედიტაცია და არა მხოლოდ ორგანიზაციის, რომელიც თავს უწოდებს „ქრისტიანულ ეკლესიას“. და აი, მეუ-ს სპიკერმა ივან (ევსტრატი) ზორიამ ვერ მოიფიქრა იმაზე უფრო ჭკვიანური რამ, ვიდრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დადანაშაულება ტაძრების მიტაცებასა და მეუ-ს თემების განდევნაში. უხეშად რომ ვთქვათ, ზორიამ ბანდიტს მსხვერპლი უწოდა, ხოლო მსხვერპლს - ბანდიტი. ეს „გენიალური“ იდეა მის მიერ გამოქვეყნდა Facebook -გვერდზე 2021 წლის 13 მაისს.

ზორიამ ვერ მოიფიქრა იმაზე უფრო ჭკვიანური რამ, ვიდრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დადანაშაულება ტაძრების მიტაცებასა და მეუ-ს თემების განდევნაში. უხეშად რომ ვთქვათ, ზორიამ ბანდიტს მსხვერპლი უწოდა, ხოლო მსხვერპლს - ბანდიტი.

თუმცა, უმე-ს „მიტაცებებში“ დადანაშაულების თემის გასაშლელად მხოლოდ ზორია არაა საკმარისი და აი, 24 მაისს შეიკრინა მთელი მეუ-ს სინოდი და მიიღო ზემოთ აღნიშნული განცხადება, რომლის კვინტესენციად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი სიტყვები:

„გამაერთიანებელი კრებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოქმნის მომენტიდან უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელის ეკლესიის მომხრეების მხრიდან ხდება სისტემური ზეწოლა რელიგიურ თემებზე, რომელთაც სურთ მიჰყვნენ ტომოსს მეუ-ს ავტოკეფალიის თაობაზე, იყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ახდენენ ამ სურვილის რეალიზებას უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად საერთო კრებაზე.

ეს ზეწოლა ვლინდება მეუ-ს თემის ტაძრების მიტაცების აქტებში, მეუ-ს თემების მიერ მათი ქონების გამოყენებისა და ღვთისმსახურების ჩატარებაში ხელის შეშლაში, უკრაინაში რმე-ს მომხრეების მხრიდან საინფორმაციო, იურიდიულ და ძალადობრივ ზეწოლაში მეუ-ს თემებზე და მათ ცალკეულ წევრებზე, კონფლიქტების შესახებ სიცრუის გავრცელებაში, რომლებშიც მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეების მიერ ჩართულია მეუ-ს თემები“.

ჯერ ერთი, მეუს- სინოდი თავს ამხელს სიცრუეში მოცემული ციტატის პირველივე სიტყვებიდან. თუ მეუ-ს ხელმძღვანელობის აზრით „უკრაინაში რმე-ს მომხრეები“ იტაცებენ მეუ-ს ტაძრებს 15.12.2018 წ. ე.წ. გამაერთიანებელის კრების მომენტიდან,მაშინ რატომ დუმდა მეუ ამის თაობაზე მთელი 2,5 წელიწადი?! რატომ არ გვსმენია მსგავსი განცხადებები? სხვათაშორის, მეუ-ს ხელმძღვანელობა ამ მხრივ ავლენს თავს „ღირსეული“ მასწავლებლების ღირსეულ მოწაფედ. მხედველობაშია კონსტანტინოპოლის პატრიარქატი, რომელიც კიევის მიტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში 1686 წ. გადაცემის მომენტიდან 300 წლის განმავლობაში დუმდა და უცებ დაიწყო რმე-ს ბრალდება, თითქოსდა ამ გადაცემის პირობების დარღვევებში.

მეორეც, მეუ-ს ხელმძღვანელობა იყენებეს ტერმინებს „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები უკრაინაში“ და „მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეები“ სრულიად ვერ აცნობიერებს რა, რომ რაც შეიძლება რაღაცნაირად იყოს დაშვებული ზეპირ რიტორიკაში, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოფიციალურ დოკუმენტებში. შესაძლოა, უკრაინაში ვინმე თავს თვლის „მოსკოვის საპატრიარქოს მომხრედ“, მაგრამ ასეთი ადამაინები არ არიან გაერთიანებულნი არანაირ ორგანიზაციაში. ერთი სიტყვით, როგორც არ უნდა უნდოდეს მეუ-ს ხელმძღვანელობას, უკრაინაში არ არსებობს არც „რმე უკრაინაში“ და არც „მოსკოვის საპატრიარქო“ დარეგისტრირებული ორგანიზაციების სახით. იმისათვის, რომ მოცემულ ბრალდებებს ჰყავდეთ კონკრეტული ადრესატი, განცხადებაში საჭიროა მითითებულ იქნეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ მეუ-ში ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რამდენადაც თავად აქვთ მოცემულ სახელწოდებაზე პრეტენზია. ამიტომაც, მეუ-ს სინოდის განცხადება ბრალდებებით უბრალოდ არის გასროლა უმისამართოდ.

როგორც არ უნდა უნდოდეს მეუ-ს ხელმძღვანელობას, უკრაინაში არ არსებობს არც „რმე უკრაინაში“ და არც „მოსკოვის საპატრიარქო“ დარეგისტრირებული ორგანიზაციების სახით.

მესამე, თუ დავუჯერებეთ მეუ-ს სინოდს, რომ უმე-ს მომხრეები მასობრივად იტაცებენ მათი სტრუქტურის ტაძრებს, მაშინ რატომ აგებენ ეს მომხრეები ახალ ტაძრებს იმათ გვერდით, რომლებიც თითქოსდა მათ მიერაა მიატცებული? ფაქტები იმის შესახებ, რომ უმე-ს თემი უთმობს ტაძრის შენობას მეუ-ს ნამდვილ მიმტაცებლებს და თავისთვის აგებს ახალ ტაძარს ღვთისმსახურებისთვის, ძალიან ძალიან ბევრია. ეს კი ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ ვინ ვის ართმევს სინამდვილეში ტაძრებს.

მეოთხე, ნებისმიერს, ვინც მსგავს ბრალდებებს პასუხობს, უცებ ჩნდება კითხვა - და სადაა ფაქტები? სადაა მეუ-ს კონკრეტული ტაძრების უმე-ს კონკრეტული მომხრეების მიერ კონრეტული მიტაცების ფაქტები? ისინი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! და აი, უწევს მეუ-ს სინოდს გამოძვრეს და ტექსტი გაავსოს ზოგადი ფრაზებით, როგორიცაა „მეუ-ს თემების ტაძრების მიტაცება...“, „მეუს თემების მიერ მათი ქონების გამოყენებაში ხელის შეშლა...“, „საინფორმაციო, იურიდიული და ძალისმიერი ზეწოლა...“, „სიცრუის გავრცელება...“ და ა.შ.

ახლა კი ყურადღება! მინიშნებას მივცემთ ივან (ევსტრატი)ზორიას, სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსა და სხვებს, როგორ დაასაბუთონ, რომ მეუ-ს ტაძრების „მიტაცებას“ უმე-ს მრევლის მხრიდან მაინც აქვს ადგილი. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. საჭიროა გავიხსენოთ სერგეი დუმენკოს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებასთან“ 2021 წლის 24 აპრილს, რომელშიც მან განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა მართლმადიდებელი ტაძარი ეკუთვნის მეუ-ს.

“შეპყრობილი“ მიმტაცებლები ანუ როგორ უწოდა მეუ-ს სინოდმა შავს თეთრი фото 1
საიტ «Радио Свобода» სქრინი.

ამ მტკიცებულებიდან გამომდინარეობს, რომ თუ უმე-ს რომელიმე თემი იყენებს რომელიმე ტაძარს ღვთისმსახურებისთვის, ამ ფაქტის ძალით ეს წარმოადგენს მეუ-ს ტაძრის „მიმტაცებელს“. და არაფრის მტკიცება  საჭირო არაა.

კიდევ ერთი ციტატა მეუ-ს სინოდის განცხადებიდან: „თემის იურისდიქციული კუთვნილების განსაზღვრა (თვითგამორკვევა) დგება რელიგიური თემის საერთო კრების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან“. აი, მხოლოდ ეს „საერთო კრების გადაწყვეტილება“ მეუ-ში გადასვლის თაობაზე საკმაოდ მცირეა, რამოდენიმე ათეული. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ის, რასაც მეუ ცდილობს „რელიგიური თემის საერთო კრების“ გადაწყვეტილებად მოგვაჩვენოს, სინამდვილეში წარმოადგენს ტერიტორიული თემის საერთო კრების ანუ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებას. როგორც განმარტა უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაურმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა: „დღეს გადაწყვეტილება (გადასვლის თაობაზე, - რედ.) მიიღება ტერიტორიულ კრებებზე იმ პირების მონაწილეობით, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი დამოკიდებულება უმე-ს რელიგიურ თემთან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი გადასვლა არ ყოფილა, რამდენადაც ხმას აძლევდა არა მრევლი, არამედ ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებენ რელიგიური თემის წევრებს მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ცხოვრობენ ამ დასახლებულ პუნქტში“.

მთლიანობაში, უბრალოდ თუ ვიტყვით, მამა ალექსანდრემ მეუ-ს სინოდის განცხადებას უწოდა „ყაჩაღის გოდება, რომელსაც ართმევენ ნაძარცვს და უბრუნებენ კანონიერ მფლობელს!“

„მეუ-ს სინოდის განცხადებას ჰგავს „ყაჩაღის გოდებას, რომელსაც ართმევენ ნაძარცვს და უბრუნებენ კანონიერ მფლობელს!“

უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაური, დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი

როგორ გაიტანეს „სინოდის“ დონეზე დუმენკოს მანიპულაციები სუტკოვცელებზე

თავის განცხადებაში მეუ-ს სინოდი შეეცადა თავის სასარგებლოდ მოეყვანა ერთი კონრეტული სასამართლო გადაწყვეტილება: „2021 წლის 6 აპირლს შედგა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა საქმე № 910/10011/19 განხილვის თაობაზე, რომელიც ეხებოდა ხმელნიცკის ოლქის ს. სუტკოვცის რელიგიური თემის მისი დაქვემდებარების - უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რომელიც თავს უწოდებს უმე-ს) იურისიდქციიდან გამოსვლის - ცვლილების კანონიერებას და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში შესვლას. სხდომის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაქვემდებარების ასეთი ცვლილების კანონიერების თაობაზე.

ამდენად, უკრაინის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინის რელიგიური თემების გადასვლის აქტიური პროცესის დაწყებიდან  მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ასეთი გადასვლების შესაძლებლობა და კანონიერება და არ იქნა მიღებული  უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტი ამის წინააღმდეგ“.

სინამდვილეში, ეს უბრალოდ უხეშ მანიპულაციაზე მეტი არაა, რომელიც უკვე დიდი ხანია უმე-ს იურიდიული განყოფილების მიერაა მხილებული, რომელმაც თავის შეტყობინებაში განმარტა, რომ უზენაეს სასამართლოს საერთოდ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც დააკანონებდა მათ სტრუქტურაში უმე-ს მრევლის გადასვლას, მან უბრალოდ „უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს მიერ საკუთარი უფლებების დაცვის არასათანადო ხერხის არჩევისა და არა უმე-ს რელიგიური თემის ხელახალი რეგისტრაციის კანონიერების მიზეზით“. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვა ეხება სამეურნეო იურისდიქციას და არანაირი „დაკანონება“ სერთოდ არ ყოფილა.

სერგეი (ეპიფანე) დუმენკო ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, როცა უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება უმე-ს თემის მიმართ უარზე დაეცვა საკუთარი უფლებები, ქვეყანას მოსდო „გამარჯვება“ სუტკოვცში, მაგრამ არ გამოაქვეყნა თავად გადაწყვეტილების ტექსტი, რომელშიც მითითებული იყო ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლები. მას შემდეგ, რაც ტექსტი გამოქვეყნდა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. უმე-ს იურიდიული განყოფილების მეთაურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა ამ ტექსტის საფუძველზე განაცხადა, რომ უმე-ს თემი სოფელ სუტკოვცში გააგრძელებს თავისი უფლებების დაცვას და მან კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული შენიშვნების გათვალისწინებით.

რა უხერხული იქნება მეუ-ს სინოდის წევრებისთვის, როცა ხმელნიცკის ოლქის სოფელ სუტკოვციში უმე-ს წმინდა საფარველის თემი მაინც მიაღწევს თავისი უფლებების დაცვას აღმსარებლობის თავისუფლებაზე! სხვათაშორის, ისინი არ ეგუებიან ამას.

რატომ არ განსაჯეს „სინოდალებმა“ ხარკოვის „იერარქის“ მიერ ხარკოვის „იერარქისთვის“ მიტაცება?


დასასრულს მინდა ვიკითხო, რატომ არაფერი თქვა მეუ-ს სინოდმა, ბრალი დასდო რა უმე-ს თავისი ტაძრების მიტაცებაში, საკუთრივ ხარკოვის ეპარქიაში კონფლიქტის თაობაზე, სადაც 2021 წლის აპრილის დასაწყისიდან მეუ-ს „არქიეპისკოპოსმა“ ათანეს შკურუპმა მეუ-ს „არქიეპისკოპოსი“ მიტროფანე ბუტინსკი დაადანაშაულა ხარკოვის სამწყსოს მრევლის რეიდერულ მიტაცებაში და ამ საქმიანობას უწოდა „ეშმაკის ნადიმი“

https://spzh.news/mediafiles/tGR6S2/thumbs/DLCJZQ_6069c14d16ef05_58408567-tmb-720x411xfill.jpg
მეუ-ს „იერარქები“ მიტროფანე ბუტინსკი და ათანასე შკურუპი. ფოტო: delo.ua

„მეგობრებო, ილოცეთ! დღეს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას, წმინდა ჯვრის წინაშე, ეშმაკმა ნადიმი მოაწყო სოკოლოვისა და ცირკუნოვის მრევლში ხარკოვშჩინაში და მათი წინამღძვრების მამა სტანისლავ აშტრაფიანისა და ოლეგ კოზუბის ხელებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებულნი იყვნენ წინამძღოლობისგან, ხდება აჯანყება მრევლის სხვა  ეპარქიაში გადაყვანის მიზნით“, - დაწერა ათანასე შკურუპმა თავის Facebook - გვერდზე და რეიდერობის ორგანიზებაში დაადანაშაულა თავისი „კოლეგა“ მიტროფანე ბუტინსკი.

რატომ დუმს სინოდი ამ მიტაცებების თაობაზე? რატომ არ ადანაშაულებს არავის? რა ორმაგი სტანდარტებია?!

და ბოლო ციტატა მეუ-ს სინოდის განცხადებიდან: „ ისარგებლა შემთხვევით და წმინდა სინოდმა მორიგ ჯერზე მოუწოდა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობას... დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან“.

 ეს „კონსტრუქციული დიალოგი“ უკვე დიდი ხანია დაწყებულია და დაწყებულია ის მარტივი მოწოდებით უმე-ს მხრიდან მთელი მეუ-სა და მისი თითოეული წევრის მიმართ ცალ-ცალკე: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“ (მათ. 4:17). პასუხი ჯერ არ ყოფილა. და განხეთქილებაში მყოფების მოქმედებების მიხედვით, ისინი მონანიებისგან სულ უფრო და უფრო შორს არიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ