არაბულ-ებრაული კონფლიქტი და წინასწარმეტყველება „მესამე ტაძრის“ შესახებ

გახდება თუ არა იერუსალიმში „მესამე ტაძრის“ მშენებლობა სამყაროს დასასრულის მოახლოების ნიშანი? ფოტო: СПЖ

მორიგი კონფლიქტი პალესტინელებსა და ებრაელებს შორის უნებურად გვაიძულებს გავიხსენოთ წინასწარმეტყველება „მესამე ტაძრის“ აღდგენისა და სამყაროს ბოლოჟამის შესახებ.

ისრაელში გრძელდება მორიგი სამხედრო კონფლიქტი ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. ასევე მიდის შეტაკებები მთელ მსოფლიოში კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის, სადაც ცხოვრობენ მოწინააღმდეგე მხარეების მომხრეები. თითოეული მათგანი ადასტურებს თავის სიმართლეს. თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ კონფლიქტს ქრისტიანებისთვის და გააჩნია თუ არა მას დამოკიდებულება სამყაროს დასასრულის შესახებ წინასწარმეტყველებებთან.

ამჟამინდელი კონფლიქტის ქრონიკა

პალესტინა-ისრაელის დაპირისპირების ახალი გამწვავება 2021 წლის მაისში დაიწყო ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ  უძველეს ქალაქ იერუსალიმში თავიანთი საცხოვრებლიდან რამოდენიმე პალესტინელი ოჯახის გამოსახლების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დამტკიცების საქმის განხილვის ფონზე. მის-ების ცნობები საქმეს ისე წარმოადგენს, რომ პალესტინელებს უბრალოდ ასახლებენ სახლებიდან და მათ საცხოვრებლებს ებრაელებს გადასცემენ, თუმცა, ეს ასე არაა. საქმე იმაშია, რომ ებრაელები თანახმა არიან გადაუხადონ ძალიან დიდი თანხა პალესტინელებს ძველ ქალაქში და მის შემოგარენში საცხოვრებლის სანაცვლოდ. თუმცა, პალესტინელებს შორის არსებობს აკრძალვა ებრაელებისთვის სახლების მიყიდვაზე. რადიკალურ ისლამისტებს სიკვდილით დასჯაც შეუძლიათ ამ აკრძალვის დარღვევაზე. თუმცა, სთავაზობენ დიდ თანხებს და ყველას როდი შეუძლია ცდუნებისთვის გაძლება.

 ამასთან, ხშირად თავიდან ფიგურირებენ არაბი მყიდველები, შემდეგ კი ირკვევა, რომ საბოლოო მესაკუთრეებს მაინც ებრაელები წარმოადგენენ. შედეგად, პალესტინელები, რომლებმაც გაყიდეს სახლი, უარყოფენ გარიგების არსებობას და უარს ამბობენ სახლების დაცლაზე. იწყება სასამართლო დავა, რომელიც იძულებითი გამოსახლებით სრულდება. მტკიცებულებების უქონლობის გამო, შეუძლებელია მტკიცება, რომ ასეთ სქემას ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, მარგამ ბევრი ნიშანი მიუთითებს სწორედ ამაზე. როგორც არ უნდა იყოს, არაბებმა პროტესტი გამოხატეს ტაძრის მთაზე იძულებითი გამოსახლების წინააღმდეგ და 2021 წლის 8 მაისს ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, რომლის შედეგადაც 200-ზე მეტი პალესტინელი დაიჭრა.

ისლამურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, მოითხოვა რა პოლიციის გაყვანა ტაძრის მთიდან და დადებითი პასუხის მიუღებლობის შედეგად, დაიწყო ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნა თვითნაკეთი რაკეტებით, რომელთა უმრავლესობამ ვერ მიაღწია დასახლებულ პუნქტებამდე, ხოლო ისინი, რომლებმაც მოახერხეს შეღწევა, ჩამოგდებულ იქნა ისრაელის თსდ „რკინის გუმბათის“ მიერ.

https://images.weserv.nl/?q=85&output=jpg&bg=white&url=https://nv.ua/system/MediaPhoto/images/000/084/127/big/6579ca3f6a3993cf3d17a6922e424607.png?stamp=20210512115700
სარაკეტო შეტევა ეშკელონზე. ფოტო: REUTERS

ასეთი რაკეტების გამოყენების ტაქტიკა ეფუძნება შემდეგს: ჯერ ერთი, მათი საკმაოდ მცირე ეფექტურობა კომპენსირდება იმით, რომ ასეთი აღჭურვილობის ღირებულება, ათეულობით, თუ არა ასეულ ჯერზე უფრო ნაკლებია, ვიდრე თსდ -ს რაკეტების ღირებულება, რომლითაც ახდენენ მათ ჩამოგდებას. შესაბამისად, ასეთი ჭურვების რაოდენობა პალესტინელებში შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე ეს ისრაელს აქვს. მეორეც, თსდ „რკინის გუმბათის“ სისტემა მაინც ვერ ჩამოაგდებს ისრაელის ქალაქებამდე მიღწეული ჭურვების 100%. და როცა პალესტინის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტების რაოდენობა უკვე ათასობითაა, ებრაული ქალაქებისადმი მიყენებული ზიანი, მნიშვნელოვანი თუ არა, მიუღებელი მაინცაა ისრაელის ხელისუფლებისა და ხალხისთვის.

ზიანის მიუღებლობა იწვევს ძალიან ხისტ საპასუხო ზომებს ებრაელების მხრიდან. მაგალითად, თუ არაბი თვითმკვლელი თავს იფეთქებს რომელიმე ებრაულ ქალაქში, ებრაელი ჯარისკაცები მიდიან სახლში, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი, ყველას ქუჩაში ყრიან და სახლს მიწასთან ასწორებენ ბულდოზერებით. პალესტინის ტერიტორიიდან სარაკეტო შეტევების საპასუხოდ ისრაელის თვითმფრინავები ანადგურებენ მრავალსართულიან შენობებს, სადაც დაზვერვის მონაცემებით „ჰამასის“ სტრუქტურებია განთავსებული, არ ზრუნავენ რა იმაზე, რომ შეიძლება ამასთან დაიღუპოს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ბავშვები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ჰამასი“ და მსგავსი პალესტინური ორგანიზაციები ცდილობენ უმეტესად არ გადალახონ ზღვარი და შემოიფარგლებიან დარტყმებით, რომლებიც არსებით ზიანს არ აყენებენ ისრაელს. თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი შორს მიდის და იწყებს ნამდვილი ომი, როცა უკვე მხარეები არ ერიდებიან შესაძლო დანაკარგებსა და მსხვერპლს. დღეს სწორედ ეს შემთხვევაა.

ქალაქ ღაზაზე ისრაელის დარტყმის შედეგები, 2021 წლის 12 მაისი, ფოტო: REUTERS

ათდღიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში ღაზას მხრიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულია დაახლოებით 4000 რაკეტა. ისრაელის მხარემ ამ დარტყმებისგან  11 დაღუპულისა და 500-ზე მეტი დაზარალებულის თაობაზე განაცხადა.  თავის მხრივ, ისრაელის არმიის ცახალის საპასუხო ზომებმა გამოიწვია 230-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვა (მათგან დაახლოებით 40 ბავშვია), დაინგრა ბევრი შენობა, რომელსაც იყენებს დაჯგუფება „ჰამასი“. ასევე ცახალმა განაცხადა ამ დაჯგუფების რამოდენიმე ხელმძღვანელის განადგურება და 100 კმ-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბის დანგრევის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა თავის სამხედრო საქმიანობაში.

წამყვანმა მსოფლიო სახელმწიფოებმა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარეები მიიყვანეს ცეცხლის შეწყვეტამდე. ეგვიპტემ და რუსეთმა თავიანთი დედაქალაქები შესთავაზეს მოლაპარაკებების ადგილის სახით ისრაელსა და პალესტინას.

ამასთან, მსოფლიო თანამეგობრობის აზრი გაიყო. ცახალის მოქმედებების სისასტიკისა და მხარეთა შეუდარებელი დანაკარგების მიუხედავად, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა ისრაელის თავდაცვის უფლებაზე. აშშ-ს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია, მაგრამ მოიწონა ისრაელისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიყიდვა 375$ ოდენობით და ასევე მოუწოდა მას ღაზაში ოპერაციის უსწრაფესი დასრულება. ერთი სიტყვით, ასევე დადგა ისრაელის მხარეს. საპირისპირო პოზიცია გამოხატა თურქეთის ლიდერმა რ. ერდოღანმა, რომელმაც ისრაელის მოქმედებებს „ტერორიზმი“ უწოდა, მოუწოდა მთელს კაცობრიობას გაერთიანებულიყვნენ ისრაელის წინააღმდეგ და ავსტრიის მთავრობა დაწყევლა კიდეც იმის გამო, რომ იქ  ისრაელის დროშები აღმართეს ქვეყნის ზოგიერთ სახელმწიფო შენობაზე. ჩინეთმა გაცილებით უფრო რბილი ფორმით გამოხატა ასევე პალესტინის მხარდაჭერა ამ კონფლიქტში.

რა შეიძლება გამოიწვიოს გამწვავებამ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია ვნახოთ, სადამდე მივყავდით წინამორბედ არაბო-ისრაელის კონფიქტებს, უფრო ზუსტად კი, ერთი დიდი კონფლიქტის პერიოდულ გამწვავებას ისრაელსა და მთელს მუსულმანურ სამყაროს შორის 1948 წლიდან, როცა გაერო-ს გადაწყვეტილებით პალესტინაში აღსდგა ებრაული სახელმწიფო, რომელმაც არსებობა თითქმის 2000 წლის წინათ შეწყვიტა.

გაერო-ს გადაწყვეტილების მიღებისთანავე მუსულმანურმა სამყარომ ომი გამოუცხადა ისრაელს. ამ რუკაზე მითითებულია ქვეყნები, რომლებმაც ამა თუ იმ სახით მონაწილეობა მიიღეს ამ ომში. ისინი აღნიშნულია მწვანე და სალათისფერებით, ღაზას სექტორი- წითლად. თუ კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია დავინახოთ ისრაელი, რომელიც ცისფრადაა აღნიშნული.

ისრაელისა და მუსულმანური სამყაროს ძალების შედარება

ასეთ დაპირისპირებაში გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ისრაელმა გაიმარჯვა.

ისტორიკოსები არაბულ-ებრაული კონფლიქტის ექვს გამწვავებას ითვლიან, რომლებიც აღინიშნება ტერმინით „ომი“ და კიდევ რამოდენიმეს -ტერმინით „სამხედრო ოპერაცია“. ყველა მათგანში ისრაელს უპირისპირდებოდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც რამოდენიმეჯერ აღემატებოდნენ ებრაულ სახელმწიფოს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით. ყველა მათგანში ისრაელი გამარჯვებული გამოდიოდა, ყოველ ჯერზე აფართოებდა თავისი გავლენის ტერიტორიას და ამყარებდა თავის მდგომარეობას, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე მთლიანად მსოფლიოში.

მთლიანობაში, სხვა არაფრით, თუ არა უფლის განზრახვით, ამის ახსნა შეუძლებელია, ამის გაკეთების მრავალჯერადი მცდელობის მიუხედვად. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ უფლის განზრახვა შეიძლება გამოიხატოს, როგორც უფლის ნებაში, ასევე მიტოვებულობაში.

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დღევანდელი გამწვავება ასევე არ იძლევა იმას, რომ პალესტინელებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, ცახალი მოძრაობა „ჰამასსა“ და პალესტინელებს მთლიანობაში ისეთ ზიანს მიაყენებს, რომელიც მათ აიძულებს უარი თქვან რაღაც დროით ისრაელის წინააღმდეგ აქტიურ მტრულ მოქმედებებზე, ხოლო ისრაელი, თავის მხრივ, მიაღწევს პალესტინელების მათი სახლებიდან გამოსახლებას იერუსალიმის ძველ ქალაქში და მისი ექსპანსიის გაგრძელებას.

„მესამე ტაძარი“

არაბულ-ებრაული კონფლიქტი დიდი ხნის გადაჭრილი იქნებოდა ყველა მხარის სრული ორმხრივი კმაყოფილებით, ეს მხარეები რომ ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა ყოფითი ინტერესებით. თუმცა, ამ კონფლიქტში მხარეების მთავარ ინტერესს წარმოადგენს რელიგიური. ებრაელეს სურთ „მესამე ტაძრის“ აგება იმ ადგილას, სადაც აიგო პირველი და მეორე, რამდენადაც დღეს ამ ადგილას დგას მუსულმანური სამყაროს მნიშვნელობით მესამე სიწმინდე - ალ-აქსას მეჩეთი და ასევე მასჯიდ კუბატ ას-საჰრა (კლდის გუმბათი). კდლის გუმბათი წარმოადგენს მუსულმანურ ტაძარს, რომელიც აგებულია საფუძვლის ქვაზე - ადგილზე, სადაც იერუსალიმის ტაძრის სიწმინდე მდებარეობდა.

ებრაელებს სურთ „მესამე ტაძრის“ აგება ადგილას, სადაც აიგო პირველი და მეორე და რომელთაგან მხოლოდ გოდების კედელი დარჩა.

https://up.tsargrad.tv/uploads/%D0%B8%D0%B5%D1%80%D1%83%D1%81%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%BC41.jpg
ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მთავარი სიწმინდეების სქემატური გამოსახულება იერუსალიმში ტაძრის მთაზე

სწორედ ამ სიწმინდეებისთვის მიდის ბრძოლა ებრაელებსა და მუსულმანებს შორის, რომელიც არ შეიძლება შეჩერდეს არანაირი მოლაპარაკებითა და დიპლომატიური ძალისხმევით. ის მხოლოდ ერთ-ერთი მხარის საბოლოო სამხედრო გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს.

სანამ ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურ დონეზე არ დააყენებს „მესამე ტაძრის“ მშენებლობის საკითხს, ეს თემა აქტიურად ტივტივებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე. ისეთების, როგორიცაა, მაგალითად „ნეემანეი ჰარ-ბაიტი“ (ტაძრის მთის ერთგულები) ან „ტაძრის აგების მომხრეთა მოძრაობა“. ასევე არსებობს „მაჰონ ჰა-მიკდაში“ (ტაძრის ინსტიტუტი), რომლის თანამშრომლებიც მუშაობენ ტაძრის მსახურებისთვის აუცილებელი სასულიერო პირის სამოსისა და ჭურჭლის აღდგენაზე. ასევე ისინი ეძებენ უძველესი კოენების (სასულიერო პირების) და ლევიტების შთამომავლებს, რომელთაც მომავალში შეეძლებათ მსახურება მესამე ტაძარში, თუ ის აიგება.

ბევრი რაბინი (როგორც ძველი, ასევე თანამედროვე) თვლის, რომ  არაფერს შეუძლია ებრაელი ხალხის განთავისუფლება ტაძრის აგების ვალდებულებისგან. აზრები მხოლოდ დეტალებში იყოფა: უნდა ააგონ თუ არა მესამე ტაძარი ებრაელებმა „მაშიახის“ (ებრაელებისთვის მოსალოდნელი მესია, ის არის ანტიქრისტე ქრისტიანებისთვის) მოსვლამდე თუ თავად ეს მაშიახი ააგებს ამ ტაძარს, როცა დედამიწაზე მოვა? ამ უკანასკნელი თვალსაზრისის მომხრეები თვლიან, რომ მაშიახის მიერ ტაძრის მშენებლობა იქნება მისი, როგორც მესიის მტკიცებულება.

ნებისმიერ შემთხვევაში არაბულ-ებრაული კონფლიქტის ყოველ ახალ გამწვავებასთან ერთად საუბრები მესამე ტაძრის მშენებლობის პერსპექტივებზე ახალი ძალით განახლდება. სხვადასხვა ანალიტიკოსი იწყებს ვარაუდების აგებას იმაზე, იქნება თუ არა ის აგებული და თუ იქნება, როდის.

2000 წელს ცნობილი საბჭოთა და რუსი დიპლომატი, არაბულ ქვეყნებთან საქმიანი ურთიერთობისა და მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტი ვიაჩესლავ მატუზოვი ყვებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ბილ კლინტონს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ბარაკსა და პალესტინის ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს შორის კემპ-დევიდში არაფატს შესთავაზეს პალესტინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა პალესტინელებისთვის ყველა მომგებიანი სახით. სანაცვლოდ არაფატისგან მხოლოდ საჭირო იყო თანხმობა შემდეგ ქმედებებზე: ტაძრის მთაზე მუსულმანების სიწმინდეებთან ძლიერი რკინა-ბეტონის ფუნდამენტის გავლება და მათი აგება გარკვეულ სიმაღლეზე მიწიდან. ეს იძლეობა „მესამე ტაძრის“ აგების შესაძლებლობას ალ-აქსას მეჩეთისა და კედლის გუმბათის დანგრევის გარეშე. არაფატი კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა, რის შემდეგაც დაიწყო ე.წ. „მეორე პალესტინის ინტიფადა“.

რომელ ტაძარში გამეფდება ანტიქრისტე?

ქრისტიანობაში გავრცელებულია აზრი, რომ იერუსალიმის ტაძრის აღდგენა წარმოადგენს ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთ ნიშანს, რამდენადაც სწორედ ამ ტაძარში უნდა გამეფდეს ის. ამ აზრის მომხრეები ვარაუდობენ, რომ ამაზე მიანიშნებს მოციქულ პავლეს სიტყვები: „რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი და ღმერთად გამოაცხადებს თავს“ (2 თეს. 2,3-4).

არის თუ არა აქ ნაგულისმხევი იერუსალიმის ტაძარი ან სხვა რომელიმე?

ბევრი წმინდა მამა ვარაუდობს, რომ წმინდა მოციქულმა პავლემ იგულისხმა სწორედ იერუსალიმის ტაძარი.

„ღვთის ტაძარში -არა ჩვენი, არამედ უძველესი -იუდეველთა“ (ღირსი იოანე დამასკელი).

„ ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება“. რომელ ტაძარში? იუდეველთა დანგრეულ ტაძარში და არა იმაში, რომელშიც ახლა ვართ. რატომ ვამბობთ ამას? ხომ არ იფიქრებს ვინმე, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვაცბუნებთ. თუ ის იუდეველებთან მოვა ქრისტეს სახელით და მოისურვებს, რომ იუდეველებმა თაყვანი სცენ მას; რა უფრო მეტად აცბუნებს მათ, განსაკუთრებით ტაძარზე ზრუნვისას, იმის ჩვენება, რომ მას დავითის გვარიდან, სურს სოლომონის მიერ აგებული  ტაძრის შექმნა“ (წმინდა კირილე იერუსალიმელი).

ქრისტიანობაში გავრცელებულია აზრი, რომ იერუსალიმის ტაძრის აღდგენა წარმოადგენს ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთ ნიშანს, რამდენადაც სწორედ ამ ტაძარში უნდა გამეფდეს ის.

თუმცა, ეს არაა ერთადერთი თვალსაზრისი. მაგალითად, ღირსი მამა ეფრემ ასური ამბობს, რომ აქ ნაგულისხმევია ქრისტეს ეკლესია ანუ მართლმადიდებლური ტაძარი:“ ამდენად ის ჩამობრძანდება და შევა უფლის ტაძარში, რათა დაჯდეს სწორედ უფლის ეკლესიაში. ის არ იხრება ერეტიკული სექტიდან რომელიმე საზოგადოებაში, რათა არ იცნონ ის - არამედ სიძულვილით უარყოფს ყველა კულტს (ცრუს), რათა ეკლესია დაიპყრას. ამიტომაც ის სწორედ უფლის ტაძარში შევა, რათა დაჯდეს და გვაჩვენოს საკუთარი თავი, რომ თითქოს ის ღმერთია. როგორ გვიჩვენებს, რომ ის ჭეშმარიტი უფალია? გარდა დიდებისა და პატივისა, რომელიც ექნება, ის ამას უფრო მეტად გვიჩვენებს იმ მტრობით, რომელსაც ის აწარმოებს ერეტიკული სექტების წინააღმდეგ. რამდენადაც ის არ იქნება მიდრეკილი რომელიმე ერესისკენ, ეკლესიის შვილების მიმართ მისი (ყალბი) სიყვარულის წყალობით, გვაფიქრებინებს, რომ უყვარს ისინი, როგორც ჭეშმარიტი (ეკლესიის შვილები) და მოვა ტაძარში და დაჯდება, როგორც ჭეშმარიტების ტაძარში, რათა გვიჩვენოს, რომ ის არის უფალი“.

ნეტარი ავგუსტინე საერთოდ აღიარებდა იმას, რომ შეუძლებელია განსაზღვრო, რომელ ტაძარში გამეფდება ანტიქრისტე: „მაგრამ უცნობია, რომელ უფლის ტაძარში დაჯდება ის: იმ ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც ააგო მეფე სოლომონმა (იხ.: 3 მეფ. 6:1-38) თუ ეკლესიაში. რამეთუ რომელიმე კერპის ან დემონის ტაძარს მოციქული არ უწოდებდა უფლის ტაძარს“.

წმინდა მამების უმრავლესობა უშვებდა, რომ ანტიქრისტეს შეუძლია დაჯდომა, როგორც იერუსალიმის, ასევე ქრისტიანულ ტაძრებში.

ის არ გამოიწვევს კერპთაყვანისმცემლობას, არამედ იქნება უფლის მოწინააღმდეგე, უარყოფს ყველა ღმერთს და ყველას უბრძანებს უფლის ნაცვლად მას სცენ თაყვანი. და გამეფდება უფლის ტაძარში - არა იერუსალიმის ტაძარში მხოლოდ, არამედ ყველგან ეკლესიებში“( იოანე ოქროპირი).

„ნათქვამი არაა: საკუთრივ იერუსალიმის ტაძარში, არამედ უბრალოდ: ტაძარში, უფლის ყველა ტაძარში“ (ნეტარი თეოფილე ბულგარელი).

წმინდა თეოფანე განდეგილი, წმინდა მამების აზრების შეჯამებისას, წერდა: „იქნება სადმე ანტიქრისტეს მოქმედების მთავარი ადგილი და რასაკვირველია, იქნება გარკვეული მომენტი, რომელშიც ის თავს ასეთად წარმოაჩენს. იმ ადგილის მთავარი ტაძარი იგულისხმა მოციქულმა. ამ ტაძარში გამეფდება ის, როგორც უფალი; შემდეგ კი ასეთი მნიშვნელობით ყველა სხვა ტაძარში გამეფდება, რომელიც პირადად შეხვდება. ან შესაძლოა, პირადად ერთ ტაძარში გამეფდება, სხვაგან კი გამეფება სხვა სახით დამტკიცდება“.

არაბულ-ებრაული კონფლიქტის ამჟამინდელ გამწვავებასთან დაკავშირებით ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ “Vimaorthodoxias” თავის საიტზე განათავსა ახლახან წმინდათა დასში აყვანილი ღირსი პაისი მთაწმინდელის ციტატა: „იმის ნიშნად, რომ წინასწარმეტყველების ასრულება ახლოვდება იქნება ომარის მეჩეთის ნგრევა იერუსალიმში. მას დაანგრევენ, რათა სოლომონის ტაძარი ააგონ, რომელიც, როგორც ამბობენ, მის ადგილას იყო. აღდგენილ ტაძარში სიონისტები საბოლოო ჯამში  ანტიქრისტეს მესიად გამოაცხადებენ. მე გამიგია, რომ ებრაელები უკვე ემზადებიან სოლომონის ტაძრის ასაგებად“.

ყველაფერი ნელა, მაგრამ მყარად მიდის იქითკენ, რომ „მესამე ტაძარი“ მაინც აშენდება, მთელი მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგობის მიუხედავად.

ეს სიტყვები დასტურდება ახლო აღმოსავლეთში მოვლენების მიმდინარეობით, 1948 წელს ისრაელის, როგორც სახელმწიფოს აღდგენიდან დაწყებული. მართლაც, ყველაფერი ნელა, მაგრამ მყარად მიდის იქითკენ, რომ „მესამე ტაძარი“ მაინც აშენდება, მთელი მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგობის მიუხედავად. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წმინდა მამებს არ აქვთ ამ საკითხზე სრული თანხმობა, არ შეიძლება მთლიანობაში დავეყრდნოთ ღირსი პაისისა და ანალოგიური აზრის გამომხატველ სხვა მამებს, რამდენადაც ეს შეიძლება სერიოზულ საფრთხეს მოიცავდეს. ის იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ჩვენ იერუსალიმის ტაძრის აღდგენას ველოდებით და ვვარაუდობთ, რომ ამის გარეშე ანტიქრისტე დედამიწაზე არ მოვა, სავსებით შესაძლებელია, რომ ის მოვიდეს და გამეფდეს სხვა ადგილას. ერთი სიტყვით, ჩვენ შეიძლება ის უბრალოდ „გამოგვრჩეს“.

ამიტომაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ იმას, თუ რომელ ტაძარში გამეფდება ანტიქრისტე, არამედ წინასწარმეტყველებათა მთელს კომპლექსს, რომელიც უკავშირდება ბოლო ჟამის დადგომას. ყველაზე მთავარი- უნდა გვახსოვდეს, რომ მოციქული პავლე, რომელიც სოლუნიანელებს წერდა, რომ ანტიქრისტე „უფლის ტაძარში გამეფდება, როგორც უფალი“, წერდა იმაზე, რომ ყველა ქრისტიანი წარმოადგენს უფლის ტაძარს: „ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით“ (1 კორ. 6, 19). და შევუშვებთ თუ არა ანტიქრისტეს ამ ტაძარში, ეს მხოლოდ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus