მწუხარებით ათონსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქატის შესახებ

პირინეის მიტროპოლიტი სერაფიმე. ფოტო: СПЖ

ფანარიონს უკვე არ შეუძლია გაჩერება ეკუმენიზმისა და კანონების ფეხქვეშ გათელვის, ხოლო ათონს - მართლმადიდებელ რწმენაში მტკიცედ დგომის გზაზე. ასკვნის მიტროპოლიტი სერაფიმე.

რამოდენიმე თვის წინ გამოვიდა ელადის ეკლესიის იერარქის, პირეოსის მიტროპოლიტ სერაფიმეს ბროშურა „ფანარიონს არ ჰქონდა არანაირი უფლება ჩარეულიყო სხვა ავტოკეფალური ეკლესიის საქმეებში“. მასში ის განიხილავს, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სარწმუნოებიდან აცდენას, ასევე ათონის ბევრი, თუ არა უმრავლესობა მონასტრის უნებისყოფობას, რომლებიც მდუმარედ, ზოგჯერ კი არა მდუმარედ, გამოხატავენ თანხმობას ფანარიონის ასეთ ქმედებებზე. მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრი, რომელიც ზოგჯერ გამოხატულია საკმაოდ მკვეთრ სიტყვებში, იმსახურებს იმას, რომ გავეცნოთ და ყური დავუგდოთ მას.

მიტროპოლიტ სერაფიმეს წიგნის სატიტულო გვერდი.

ვინ არის პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმე?

მიტროპოლიტი სერაფიმე (მენდზელოპულოსი) დაიბადა 1956 წელს. 1980 წელს ის პენდელში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიდის. ის ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსადმთავრებულია. 2001 წელს იგი ადელაიდის ეპისკოპოსად, კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ავსტრალიის არქისაეპისკოპოს ვიკარიუსად იქნა ხელდასმული,  ხოლო 2006 წელს დაინიშნა პირეოსის კათედრაზე.  კათედრაზე აყვანისასა მან საკმაოდ მჭევრმეტყველურად განაცხადა უარი მიეღო საჩუქრები, რომელსაც ტრადიციების მიხედვით მღვდელმთავარს უძღვნიან, რომელმაც ეპარქია ჩაიბარა. მისი საქციელის განმარტებისას, მან განაცხადა, რომ არ ეძებს დიდებას და მიწიერ სიამოვნებას, არ სურს არც ოქრო, არც ვერცხლი და უანგაროდ იღვაწებს მთელი სამწყსოს გადარჩენის სახელით.

პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმე.

მიტროპოლიტის ხარისხში ის ძალიან აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მკვეთრად რეაგირებდა მოვლენებზე, რომელიც მისი აზრით, მოითხოვდა ზნეობრივ შეფასებას საეკლესიო იერარქიის მხრიდან. ის მოუწოდებდა ფილმის „და ვინჩის კოდი“ და დენ ბრაუნის ამავე სახელწოდების წიგნის ბოიკოტირებისკენ, უწოდებდა რა მათ „ანტიისტორიულს, აბსოლუტურად ცრუს და ბრიყვულს“, აპროტესტებდა რომის პაპის ბენედიქტ XVI ვიზიტს კვიპროსზე, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II საყვედურობდა მომღერალ ელტონ ჯონზე მის მიერ ქრისტეს შესახებ მკრეხელური სიტყვების გამო, აკრიტიკებდა სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავრებს რაშ-პრიზრენის ეპისკოპოს არტემის (რადოსლავლევიჩი) ეპარქიის მართვიდან ჩამოშორების თაობაზე.

გარდა ამისა, ის მკვეთრად აკრიტიკებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუმენიზმის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებას ლგბტ უფლებების აღიარებაზე და გენდერული იდეოლოგიის პროპაგანდაზე. და რასაკვირველია, მიტროპოლიტმა სერაფიმემ უარი თქვა ეცნო მეუ, ელადის ეკლესიის სხვა იერარქების აზრის მიუხედავად, განაცხადა რა, რომ ის წარმოადგენს „განხეთქილებაში მყოფი განკვეთილი, დაშორებული და არახედლდასმული საერო პირების ბოროტი განზრახვის საქმიანობის მოწინააღმდეგეს, რომლებიც ანტიკანონიკურად და წმინდა კანონების მიერ გათვალისწინებული კანონიკური  პროცედურის გარეშე შეცდომით აღადგინა ფრიად პატივცემული მსოფლიო პატრიარქატის წმინდა და კურთხეულმა სინოდმა“.

ათონი ის ათონი აღარ არის

მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, ათონის ზოგიერთი მონასტრის მიერ მეუ-ს აღიარების სიტუაციამ მხოლოდ გამოავლინა ათონზე სულიერი ცხოვრებისა და რწმენაში მტკიცედ ყოფნის არსებული დეგრადაცია.

ამჟამინდელი წმინდა მთის სერიოზული სულიერი დეგრადაცია უკვე სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, რომელიც ბევრმა სულიერმა მამამ და გამოჩენილმა პიროვნებამ აღიარა, რომლებიც თვალს ადევნებენ მოვლენებს ათონზე და ზოგადად, იმაზე, თუ როგორაა აღნიშნული მისი არსებობა თანამედროვე საეკლესიო სინამდილეში“, - წერს მღვდელმთავარი. და მართლაც, თუ ადრე ათონის მკვიდრნი უპირატესობას ანიჭებდნენ ნებისმიერ აკრძალვას და სიკვდილსაც კი ვიდრე, რწმენისგან განდგომას, ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აიძულებს საერო საზრუნავი და სადარდებელი მონასტრების მატერიალურ კეთილდღეობაზე ზოგიერთ წინამძღოლს, დაემორჩილონ პატრიარქ ბართლომეს და ამერიკელი დიპლომატების მოთხოვნებს და ცნონ მეუ, მიუშვან თავიანთ მონასტრებში ღვთისმსახურებაზე პირები, რომელთაც არ გააჩნიათ არა მხოლოდ კანონიკური ხელდასმა სასულიერო წოდებაში, არამედ ნათლობაც კი. ამასთან, თავად ათონელები, როგორც წესი, ამას შესანიშნავად ხვდებიან, მაგრამ ლეღვის ფოთოლს იფარებენ და ამბობენ: თუ ის, „თავად“ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა, ჩვენ ვინ ვართ, რომ მას წინ ვეურჩოთ? ადრე, წმინდა მთის მვკიდრნი სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. მათთვის მთავარი იყო მართლმადიდებელი რწმენის სიწმინდე და არა ძლიერთა ამა ქვეყნისათა აზრი.

„გულისტკივილით ვრწმუნდებით იმაში, რომ ათონის თანამედროვე მთა, რომელიც ოდესღაც იყო მართლმადიდებლობის ბურჯი, ზვირთსაჭრელი, რომელზეც იმსხვრედოდა ხოლმე ერესი, მთა, რომელმაც მოგვცა ღირსებისა და წამებულთა, მოღვაწეთა და რწმენის აღმსარებელთა მთელი გუნდი, სამწუხაროდ, არ გააჩნია არანაირი კავშირი იმ წმინდა მთასთან, რომელიც გავიცანით ჩვენი ყმაწვილობის წლებში, დაახლოებით 30 წლის უკან“.

ბევრ ქვეყანაში მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი მიეჩვია ათონისთვის, როგორც ბობოქარ ყოფით ზღვაში სულიერი შუქურას მზერას.  წმინდა მთის აზრი მიღებული იყო, როგორც მკაცრი ასკეტების, მლოცველების, ღვთისმოსაობის მოღვაწეთა ჭეშმარიტების დასტური, რომლებიც არაფრად აგდებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სიმდიდრე, ხელისუფლების კეთილი დამოკიდებულება და საერთოდ, სამყაროს აზრი. რომელთაც შეეძლოთ მოციქულ იოანესთან ერთად ეთქვათ: „ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს“ (1 იოან. 5:19).

თუმცა, ამჟამად, მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: „დღეს კი ჩვენ ვუყურებთ წმინდა მთას და ვერ ვცნობთ მის სულიერ სახეს; ის შეშინებულია და დათრგუნულია მისი ზემდგომი საეკლესიო ხელისუფლების მიერ, რომელიც მზადაა დაემორჩილოს ფანარიონის მითითებებს, მაშინაც კი, როცა ბევრი მიმართულებით არასწორად იქცევა. ათონი, რომელსაც პულსი არა აქვს, ათონი, რომელიც ცხოველმყოფელობას, მოღვაწეობისა და აღმსარებლობის სულისკვეთებას მოკლებულია. ათონი, რომელიც ბევრ საკითხში და განსაკუთრებით კი რწმენის, ერესისა და განხეთქილების საკითხებში, როგორც ჩანს, თავს იწონებს, ერთ რიგში დგას და მჭიდროდ თანამშრომლობს ერესთან და განხეთქილებასთან. ათონი, რომელიც მერყეობს ერესსა და მართლმადიდებლობას შორის, რომელსაც არ შეუძლია საღვთისმეტყველო პასუხის გაცემა, მთელი სიმაღლით წამომართვა და ერესისა და იმათი მხილება, ვინც მას წინ სწევს, ვინც არ უნდა იყოს ის“.

საერთოდ, ურყევთა, როგორც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მიგვაჩნდა, სულიერ ავტორიტეტთა დაცემა, გვაიძულებს დავფიქრდეთ, რაზე შეიძლება დღეს მოახდინონ ორიენტაცია მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ვის უნდა ენდონ და ვის უნდა გაჰყვნენ? წმინდა მეფსალმუნე დავითი საუბრობს იმაზე, რომ ასეთ სიტუაციებში უნდა ველოდოთ დახმარებას და ხსნას უშუალოდ უფლისგან, რომელიც არ დააყოვნებს: „მიხსენი უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ილაპარაკებენ“ (ფს.11:2,3).

ურყევთა, როგორც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მიგვაჩნდა, სულიერ ავტორიტეტთა დაცემა, გვაიძულებს დავფიქრდეთ, რაზე შეიძლება დღეს მოახდინონ ორიენტაცია მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ვის უნდა ენდონ და ვის უნდა გაჰყვნენ?

წმინდა წერილის ზოგიერთი განმმარტებელი ყურადღებას აქცევს იმას, რომ წინასწარმეტყველი დავითი არ საუბრობს იმაზე, რომ ჭეშმარიტება საერთოდ გაქრა ანუ გახდა პატარა და შეუმჩნეველი. თუმცა, ის მაინც არსეობს. ასევე დღევანდელ ათონზე არის მონასტრები და ბერები, რომლებიც არ მიდიან რწმენისა და ღვთისმოსაობის გაგულგრილების გზაზე, არამედ მტკიცედ დგანან მართლმადიდებლობაში, ყველაფრის მიუხედავად. „რასაკვირველია, ეს დასკვნები არ ეხება ათონის ყველა მონასტერს და ათონელ მამას. მადლობა უფალს, რომ არსებობს მონასტრები, თუმცა მათი რაოდენობა ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია (გრიგორიატი, კარაკალი, კოსტამონიტი და ფილოფეი), ისევე როგორც სხვა ბევრი  ბერი კელიებსა და სავანეში, რომლებიც აგრძელებენ ერესის, ეკუმენიზმისა და ფანარიონის თვითნებობისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - წერს მეუფე სერაფიმე.

მეუ-ს შექმნა - ბოლო ათწლეულების ყველაზე ტრაგიკული მოვლენა

„უკრაინის ავტოკეაფლია ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა ბოლო ათწლეულებში“, რადგან მან გამოიწვია სრულიად მართლმადიდებლობის მასშტაბის მსოფლიო განხეთქილება“, - წერს მიტროპოლიტი სერაფიმე.

როგორც ცნობილია, პატრიარქი ბართლომე და მისი მომხრეები მტკიცედ უარყოფენ განხეთქილების არსებობას მართლმადიდებლობაში მეუ-ს შექმნის თაობაზე მისი ანტიკანონიკური მოქმედებების შედეგად. რმე-სა და ფანარიონს შორის ევქარისტული ურთიერთობის არარსებობის მდგომარეობა და ასევე ის, რომ თოთხმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიიდან ათი არ აღიარებს მეუ-ს, მათ მიერ იწოდება დროებით გაუგებრობად, რომელიც აღმოიფხვრება, როგროც კი რმე დარწმუნდება, რომ მეუ-ს შექმნა მომხდარი ფაქტია.

,,უკრაინის ავტოკეფალია ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა ბოლო ათწლეულებში“, რადგან მან გამოიწვია სრულიად მართლმადიდებლობის მასშტაბის მსოფლიო განხეთქილება“.

მიტროპოლიტი სერაფიმე.

მიტროპოლიტი სერაფიმე აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ათი ავტოკეფალური ეკლესია არ ცნობს მეუ-ს, არამედ  იმაზეც, რომ ამ სტრუქტურის აღიარება ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიებში ხდებოდა აშკარა დარღვევებით და არ წარმოადგენს ნამდვილ სრულფასოვან აღიარებას.

ალექსანდრიის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ავტოკეფალია, როგორც მომხდარი ფაქტი და ახსენა ცრუ მიტროპოლიტი ეპიფანე, წინასწარ არ მოიწვია რა საეკლესიო კრება, რათა საბოლოოდ გამოეხატა აზრი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების სასარგებლოდ ან საწინააღმდგოდ. როგორც ჩანს, იცოდა რა, რომ თუ მოხდებოდა საეკლესიო კრების მოწვევა, ეპისკოპოსების უმრავლესობა იქნებოდა წინააღმდეგი და ის ვერ მიაღწევდა თავის მიზნებს, პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნული აღიარების შესახებ, გათელა ერთიანობა და იმოქმედა, როგორც სულმოკლე მამამ“.

ელადის მღვდელმთავართა საეკლესიო კრებამ განიხილა უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ სახელობითი კენჭისყრა არ ყოფილა (როგორც ეს უნდა იყოს ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე), რათა მღვდელმთავრებს შეძლებოდათ საკუთარი აზრის გამოხატვა კენჭისყრის მეშვეობით. საბოლოო ჯამში (მიუღებელი და საეკლესიო კრების საწინააღმდეგო სახით), უპირატესი იყო მისი თავმჯდომარის -არქიეპისკოპოს  იერონიმის აზრი“.

დავამატებთ, რომ კვიპროსის ეკლესიას საერთოდ არ მიუღია გადაწყვეტილება მეუ-ს აღიარების შესახებ, არამედ მხოლოდ დათანხმდა არ გამოსულიყო კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიერ  სერგეი პეტროვიჩ (ეპიფანე) დუმენკოს,  მოხსენიების წინააღმდეგ. სუფთა ლოგიკურადაც კი, არაფერს ვამბობთ რა აღიარების ისტორიულ ტრადიციაზე, კვიპროსის ეკლესიის სინოდის შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი არ წარმოადგენს მეუ-ს აღიარებას.

ფანარიონი შეიჭრა სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე

იმ ფაქტის  მტკიცებით, რომ სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქატი, აღიარებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვრცელდება რუსული ეკლესიის იურისდიქცია, მიტროპოლიტი სერაფიმე მიუთითებს პროტოპრესვიტერ ანასტასი გოცოპულოსის ბოლოდნროინდელ კვლევებზე.

როგორც გვიჩვენა  ცოტა ხნის წინანდელ ნაშრომში პროტოპრესვიტერმა ანასტასი გოცოპულოსმა, ოფიციალური მონაცემების, დოკუმენტებისა და თავად მსოფლიო პატრიარქის გამოცემების თანახმად, რომელიც გამოვიდა მისი საკუთარი კონსტანტინოპოლის „პატრიარქის ტოპოგრაფიიდან“, მსოფლიო პატრიარქატის თანამშრომლებისა და მოღვაწეების (მსოფლიო ტახტის არქივარიუსი კ. დელიკანისი, პროტოპრესვიტერი თ. ზისი, ვ. სტავრიდისი, ვლ. ფიდასი, გრ. ლარენდძაკისი) კვლევების შესაბამისად და ასევე თავად მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ ოფიციალურად განცხადებული პოზიციიდან (წერილები, სიტყვები) გამომდინარეობს, რომ ბოლო სამ საუკუნეზე მეტი, 2018 წლამდე, მსოფლი ტახტის საეკლესიო და კანონიკური ცნობიერება არ ცნობდა უკრაინას მის კანონიკურ ტერიტორიად, მაგრამ ყველაზე ოფიციალური და აშკარა სახით აღიარებდა, რომ ის განეკუთვნებოდა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციას“, - წერს მეუფე სერაფიმე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ის, რასაც უმე და რმე თავიდანვე აცხადებდნენ: კონსტანსინოპოლის საპატრიარქოს არ შეუძლია ჩაერიოს უკრაინის საეკლესიო საკითხებში, რამდენადაც ამის არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ცალკე მიტროპოლიტი სერაფიმე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ უკრაინაში არსებობს კანონიკური უმე და კანონიკური კიევის მიტროპოლიტი: „ყველა ეკლესია, გამონაკლისის გარეშე,  კიევის ერთადერთ კანონიკურ მიტროპოლიტად აღიარებს მიტროპოლიტ ონუფრის. მხოლოდ მასთან და მის სინოდთან ურთიერთობდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებელთაშორისი და ერთიანი მართლმადიდებლობის თანამსახურებისთვის კომისიების მუშობის ფარგლებში. ეს ერთსულოვნება გამოხატავს მართლმადიდებლობის ერთიან, მსოფლიო საეკლესიო ცნობიერებას, რომლის უგულებელყოფის უფლებაც სერიოზული შედეგების გარეშე არავის აქვს“.

ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებელთაშორისი და ერთიანი მართლმადიდებლობის თანამსახურებისთვის კომისიების მუშობის ფარგლებში.

მიტროპოლიტი სერაფიმე

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უგულებელყო ეს ერთსულოვნება და ტრაგიკულმა შედეგებმაც არ დააყოვნა  - ის გამოჩნდა მართლმადიდებლობაში განხეთქილების წარმოქმნით. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე არა  მხოლოდ ახდენს ფანარიონის სხვის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტის კონსტატაციას, მაგრამ ჩამოთვლის საღმრთო კანონებს, რომლებიც დაირღვა ამის შედეგად: „მსოფლიო პატრიარქს არ გააჩნია  არანაირი კანონიკური უფლება ჩაერიოს სხვა (მოცემულ შემთხვევაში რუსული) ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩაიდინა უსერიოზულესი კანონიკური დანაშაული, კერძოდ კი, შეჭრა, რომელსც გმობს მრავალი საღმრთო კანონი ( მეორე საეკლესიო კრების მე-2, მესამე საკლესიო კრების მე-2, მეექვსე საეკლესიო კრების 39-ე, ანტიოქიისა მე-13 და 22-ე, სარდიკიის მესამე კრების კანონები და ა.შ.) და ერთობლიობაში საეკლესიო სამართალი“.

განხეთქილებაში მყოფებს სინანული არ ჰქონდათ

თავის პუბლიკაციაში მიტროპოლიტი სერაფიმე პასუხობს ამ კითხვაზე იმ მიზეზით, რომ იმათ შორის, ვინც მხარს უჭერს პატრიარქ ბართლომეს მოქმედებებს, ვრცელდება აზრი იმის შესახებ, რომ უმე (კ)-ს ყოფილ მეთაურს ფილარეტ დენისენკოს და უამე-ს ყოფილ მეთაურს მაკარი მალეტიჩს „სინანული“ ჰქონდათ და ის გამოიხატა იმაში, რომ მათ 2018 წლის დეკემბერში „გამაერთიანებელ კრებაზე“ მათ დაშალეს თავიანთი მმართველობის ქვეშ მყოფი რელიგიური ორგანიზაციები.

მეუფე სერაფიმე მიუთითებს, რომ მოცემული ქმედება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მონანიებად. ის შეგვახსენებს, რომ ფილრეტ დენისენკო ადრ იყო რმე-ს მღვდელმთავარი, შემდეგ წოდება ჩამოართვეს და ეკლესიიდან განკვეთეს, ხოლო მაკარი მალეტიჩი გახლდათ რმე-ს მღვდელი, ხოლო „მღვდელმთავრობა“ მან უკვე ქრისტეს ეკლესიის გარეთ ყოფნისას მიიღო.

„იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი მონანიებას განხეთქილებაში მყოფების მხრიდან, ჩვენ უნდა გავერკვეთ, დაბრუნდნენ თუ არა ისინი იმ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საეკლესიო ურთიერთობაში, რომელსაც ჩამოშორდნენ. სწორედ ამას ნიშნავს მონანიება: მე ვაუქმებ საეკლესიო წარმონაქმნს, რომელიც შევქმენი და სავალდებულო წესით ვუბრუნდები იმ საეკლესიო სტრუქტურას, რომელსაც გამოვეყავი. დიახ, ფილარეტმა და მაკარიმ დაშალეს განხეთქილებაში მყოფი გაერთიანებები, რომელიც შექმნეს, მაგრამ ისინი არ დაბრუნდნენ იმ საეკლესიო სტრუქტურაში, რომელსაც გამოეყვნენ ანუ უკრაინის კანონიკურ ეკლესიას მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით“.

დამატებით ( და ძალიან დამაჯერებელ) არგუმენტს, რომ მონანიებას არ ჰქონია ადგილი, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წელს ფილარეტ დენისენკომ დატოვა მეუ და განაცხადა, რომ ის სათავეში უდგება უმე (კ)-ს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ წარმოადგენს უმაღლეს სააპელაციო ინსტანციას

როგორც ცნობილია, პატრიარქი ბართლომე და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ფანარიონის მეთაურს უფლება აქვს მიიღოს კლირიკოსთა აპელაცია, რომლებიც არ ეთანხმებიან თავიანთი ეპისკოპოსების ან ნებისმიერი ავტოკეფალური ეკლესიიდან საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებს. აღმოჩნდა, რომ უმაღლესი აპელაციის საკითხი უკვე იდგა IV-V საუკუნეებში და გადაწყდა ეკლესიის მიერ მსოფლიო საეკლესიო კრებების დონეზე. მართალია, იმ დროს პრეტენზიები იმაზე, რომ ყოფილიყო უმაღლესი სააპელაციო ინსტანცია, ჰქონდა არა კონსტანტინოპოლის, არამედ რომის ეპისკოპოსს.

„ამდენად, კანონების კუთხით განსახილველი თემის მიმართ ხდება უმნიშვნელოვანესი საკითხის დაყენება, ხოლო წარმოადგენს თუ არა პატრიარქის მეთურობით სრული სინოდის გადაწყვეტილებები უაპელაციოს, როგორსაც წარმოადგენს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდი ან  მათზე მაინც თუ შეიძლება აპელაციის შეტანა სხვა საპატრიარქოს სინოდში. ეს თემა აღელვებდა მსოფლიო ეკლესიას სარდიკიის კრების შემდეგ მისი მე-3, მე-4 და მე-5 კანონებით“.

419 წელს შედგა საეკლესიო კრება კართაგენში. მასში მონაწილეობას იღებდა 217 ეპისკოპოსი, მათ შორის იყვნენ რომის პაპის ლეგატებიც:  პიკენის პონტენტინელი ეპისკოპოსი ფავსტინო და პრესვიტერი ფილიპე და აზელი. კრება შედგა საკითხზე: გააჩნია თუ არა რომის პაპს უფლება მიიღოს აპელაციები კართაგენის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე? პასუხის იყო ერთმნიშვნელოვანი - არ გააჩნია, ამასთან, ამ პასუხის ფრომულირება საკმაოდ ხისტი გალხდათ: „თუ პრესვიტერები, დიაკონები და სხვა დაბალი წოდების კლირიკოსები თავიანთ ეპისკოპოების გადაწყვეტილებებზე ჩივიან, დაე, მათ მოუსმინოს მეზობელმა ეპისკოპოსმა და საქმეები მათ შორის გადაწყვიტოს მათ მიერ მოწვეულებმა, მათივე ეისკოპოსის თანხმობით. თუ კლირიკოსებს გაუჩნდებათ სურვილი აპელაცია შეიტანონ მათ გადაწყვეტილებაზე, დაე, ის მხოლოდ აფრიკის საეკლესიო კრებებს გადასცენ ან თავიან სამიტროპოლო მხარეში პირველებს. ხოლო ვისაც სურს აპელაციის შეტანა საეკლესიო კრებებზე ზღვის გადაღმა, ისინი ნუ შევლენ აფრიკაში ურთიერთობაში“. ანუ კლირიკოსების მიმართვა რომის ეპისკოპოსისთვის სააპელაციო საჩივარით, საერთოდ ცნობილი იყო საფუძლად საეკლესიო ურთიერთობიდან განკვეთისთვის.

რამდენადაც კართაგენის საეკლესიო კრების კანონები დამტკიცდა მეხუთე-მეექვსე წმინდა საეკლესიო კრების მე-2 კანონით და ასევე IV საეკლესიო კრების 1 კანონით და VII საეკლესიო კრების 1 კანონით, მოცემული გადაწყვეტილება მტკიცდება მსოფლიო საეკლესიო კრებების ავტორიტეტით და წარმოადგენს საყოველთაოდ სავალდებულოს. მიტროპოლიტი სერაფიმე წერს: „შესაბამისად, უძველესი ეკლესია იღებდა იმას, რომ მე-3, მე-4 და მე-5 კანონი განისაზღვრებოდა განსაკუთრებულ პრივილეგიებთან მიმართებაში, რომელიც ენიჭებოდა მაშინ ძველი რომის ჯერ კიდევ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს და მხოლოდ მას, მაგრამ არა მისთვის უმაღლესი საეკლესიო იურისდიქციის მინიჭებას“. კანონიკური წესების ყველა ცნობილი განმმარტებელი ამტკიცებს ამ პრინციპს: კლირიკოსთა აპელაციას განიხილავს იმ ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავრობა, სადაც ეს კლირიკოსები მსახურებდნენ ან მსახურებენ.

განხეთქილებაში მყოფებს არ გააჩნიათ საღმრთო წოდება

როცა მეუ-ს შექმნა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში იყო, ბევრი ეპისკოპოსი და ღვთსიმეტყველი, როგორც ფანარიონის მიმართ სიმპათიით განწყობილები, ასევე არაგანწყობილები, თავს იმტვრევდნენ საკითხზე: როგორ გადაწყვეტს ფანარიონი კანონიკური ქიროტონიების არარსებობას განხეთქილებაში მყოფებთან მიმართებაში? ცნობილია, რომ მეუ-ს თითქმის ყველა „ეპისკოპოსი“ „ხელდასმულია“ მაშინ, როცა  მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღიარებდა ეკლესიიდან მათ განკვეთას. ყველაზე ხშირად ისმოდა ვარაუდი, რომ ფანარიოტები ფარულად ან აშკარად „ხელახლა ხელდასვამენ“ მეუ-ს „ეპისკოპატს“. არავინ არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს „ქიროტონია“ უკანა რიცხვით ეღიარებინათ. თუმცა, ფანარიონი სწორედ ასე მოიქცა, ამით დაამკვიდრა რა ახალი შეხედულება ქიროტონიის საიდუმლოებაზე. ამ ახალი შეხედულების თანახმად, სულიწმიდის მადლი ხელდასმულზე გადმოდის, ამის კონსტანტინპოლის პატრიარქის მხრიდან აღიარების ძალით. თუმცა, ეს მოწმობს მხოლოდ იმას, რამდენად დამახინჯებულად ესმის ფანარიონს მოცემული საიდუმლოება.

ფანარიონმა დაამკვიდრა ახალი შეხედულება ქიროტონიის საიდუმლოებაზე.  ამ ახალი შეხედულების თანახმად, სულიწმიდის მადლი ხელდასმულზე გადმოდის ამის კონსტანტინპოლის პატრიარქის მხრიდან აღიარების ძალით.

უნდა აღინიშნოს, რომ  განხეთქილებაში მყოფების „ქიროტონიის“ არაღიარების საკითხში, მიტროპოლიტი სერაფიმე არ გამოხატავს იმ კატეგორიულობას, როგორც  ბევრ სხვა საკითხში. ის არ საუბრობს იმაზე, რომ ქიროტონიის მადლის გადმოსვლა უკანა რიცხვით პრინციპში შეუძლებელია. ის წერს, რომ ეს საკითხი არა ფანარიონის, არამედ რმე-ს კომპეტენციაშია: „ ერთადერთ საეკლესიო ხელისუფლებას, რომელსაც უფლებამოსილება გააჩნია მიიღოს გადაწყვეტილებები განხეთქილებაში მყოფების ხარისხში აღდგენაზე, წარმოადგენს რუსული ეკლესია, იმ პირობით, რომ განხეთქილებაში მყოფები ავლენენ გულწრფელ სინანულს, რომელიც, როგორც საკმაოდ მართებულად შენიშნავს პროფესორი ცელენგიდისი, არის sine qua non განხეთქილებაში მყოფების კანონიკურ ველში დაბრუნებისთვის. სინანული კი ამ დრომდე განხეთქილებაში მყოფებს არ გამოუვლენიათ“. აქ მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრს შეიძლება არ დაეთანხმო. ის საუბრობს „განხეთქილებაში მყოფების ხარისხში აღდგენაზე“ მათი მონანიების პირობით, მაგრამ შეუძლებელია ადამიანი „აღადგინო“ იმაში, რაც მას არ თავის დღეში არ ჰქონია. თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ მეუ-ს „ეპისკოპოსების“ „ქიროტონია“ უმნიშვნელოა, რომ ის წარმოადგენს არაუმეტეს ფიქციას, როგორ შეიძლება მათი აღდგენა საღმრთო ხარისხში, თუნდაც იკონომიის პირობის დროს?

როგორც არ უნდა იყოს, მიტროპოლიტი სერაფიმე ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს მეუ-ში ქიროტონიის მადლის არსებობას.

უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ

მიტროპოლიტი სერაფიმე წერს, რომ ავტოკეფალია, თითქოსდა გადაცემული ფანარიონის მიერ მეუ-თვის, არ შეიძლება დამდგარიყო ორი მიზეზით: ჯერ ერთი, კონსტანტინოპოლს არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინათ ის ცალმხრივი წესით, მეორეც, ავტოკეფალია შეიძლება მხოლოდ კანონიკურად აღიარებულ საეკლესიო სტრუქტურას მიანიჭო, რომელიც ითხოვს მისთვის ამ ავტოკეფალიის მინიჭებას.

თავიდან ვიტყვით, მეუ-თვის ავტოკეფალიის მინიჭების შეუძლებლობის ყველაზე მთავარი არგუმენტი მიტროპოლიტმა სერაფიმემ ფრჩხილებს მიღმა დატოვა. და ეს არგუმენტი ოდნავ ზემოთ გაირჩა - შეუძლებელია ავტოკეფალური ეკლესია უწოდო ერისკაცების საზოგადოებას, რომელთაც არ გააჩნიათ ქიროტონიის ხარისხი. ელადის მღვდელმთავრის მიერ მოყვანილი ყველა დანარჩენი მტკიცება, უდაოდ, დამაჯერებელია, თუმცა მხოლოდ თეორიაში, უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგალიზაციასთან კავშირის გარეშე.

მართლმადიდებლობაში არ არსებობს ავტოკეფალიის მინიჭების წესი, რომელიც კანონებითაა განმტკიცებული. საეკლესიო კრებებმა ჩვენ ეს არ დაგვიტოვა. ისტორიულად ავტოკეფალია მიენიჭებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და რუსული ეკლესიის მიერ. კონსტანტინოპოლმა ავტოკეფალია მიანიჭა სერბეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სხვა ეკლესიებს, ხოლო რმე-მ - პოლონეთის ეკლესიას, ჩეხეთის მიწების ეკლესიას და სლოვაკეთს და ასევე მართლმადიდებელ ეკლესიას ამერიკაში (აღიარებულია რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიების მიერ, დანარჩენები მას რმე-ს ნაწილად თვლიან). თუმცა, რმე-ს მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიას ადგილი ჰქონდა რამოდენიმე ათწლეულის წინ და ის სადაო გახდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ. ფანარიონი ამტკიცებს, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, როგორც არ უნდა იყოს, მხოლოდ მას გააჩნია. ამის საფუძველი არის თავად ფანარიონის პატივმოყვარე სურვილი და სხვა არაფერი.

ისტორიული პრეცედენტები, რომელიც არაა განმტკიცებული კანონიკური სამართლის კორპუსში, ისტორიულ პრეცედენტად რჩება. იმისათვის, რომ შეივსოს ეს ხარვეზი კანონიკურ სამართალში, კრეტაზე საეკლესიო კრების მომზადების დროს, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, შემუშავდა დოკუმენტი ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, რომელიც არ იქნა გამოტანილი კრეტას საეკლესიო კრების განხილვაზე, ხოლო კრეტას საეკლესიო კრება არ გახდა საერთო მართლმადიდებლური, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული, მასზე ანტიოქიის, საქართველოს, ბულგარეთისა და რუსეთის ეკლესიების წარმომადგენლების დაუსწრებლობის გამო. თუმცა, მიტროპოლიტი სერაფიმე მაინც მიუთითებს ავტოკეფალიის მინიჭების წესის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტზე  და გვამცნობს მის ძირითად პრინციპს: ყველა ავტოკეფალური ეკლესიის  თანხმობას.

ტომოსი, რომელიც ავტოკეფალიას ანიჭებს, როგორც აუცილებელ პირობას, სხვა დანარჩენთა შორის, ითვალისწინებდა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის თანხმობასაც: რამდენადაც მსოფლიო პატრიარქი უზრუნველყოფს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების თანხმობას მათგან წერილობითი თანხმობის მიღების გზით, ის შეიძლება ერთპიროვნულად მოაწეროს ხელი პატრიარქის ტომოსს..“ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის თანხმობისა და კონსენსუსის  ანუ პირობების დაცვის გარეშე, მსოფლიო პატრიარქს არ შეუძლია არც ავტოკეფალიის მინიჭება, არც აპელაციის მიღება, არც „საეკლესიო საქმეების განმკრგველად“ ყოფნა“ - წერს მეუფე.

მეორე მიზეზი, რომელიც იძლევა მეუ-ს ავტოკეფალიის უარყოფის საშუალებას  ისაა, რომ კანონიკური უმე არანაირ ავტოკეფალიას არ ითხოვდა: „ამ თემის კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის ადგილობროივი ეკლესია მიტროპოლიტ ონუფრის მეთაურობით, ოფიციალურად აღიარებული ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მიერ, არ ითხოვდა და არც ცდილობდა ავტოკეფალიის სტატუსის მოპოვებას, სხვა ავტოკეფალური ეკლესიებისგან განსხვავებით, რომლებიც მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა (ელადის, სერბეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ალბანეთისა და ჩეხეთის და სლოვაკეთის), როცა ადგილობრივი ეკლესიები შესაბამისი თხოვნით მიმართავდნენ მას. არ არსებობს არანაირი შედარება განხეთქილებაში მყოფებისა და უკრაინის პარასინაგოგის წევრებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას და სამართლიანი მსოფლიო პატრიარქატის მიერ ავტოკეფალური სტატუსის საბერძნეთის, სერბიის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ალბანთეისა და ჩეხეთის და სლოვაკეთისთვის  კანონიკურ მინიჭებას შორის“.

ასევე მიტროპოლიტი სერაფიმე ამტკიცებს, რომ თეორია „პირველი თანასწორთა გარეშე“, რომელიც შემუშავდა პერგამის მიტროპოლიტ იოანეს  (ზიზიულასი) და ამერიკელ არქიეპისკოპოს ელპიდოფორის (ლამბრინიადისი) მიერ მიმართულია იმაზე, რომ წინ წასწიოს ფანარიონის ეკუმენისტური სწრაფვა. თუმცა, ეს საკითხი მეუფე სერაფიმეს მოცემულ პუბლიკაციაში საგნობრივად არ განუხილავს, არამედ მიუთითა მის უფრო ადრინდელ პუბლიკაციებზე. დასასრულს, მეუფეს ბოლო თეზისი იმის შესახებაა, რომ არ ღირს იმედის ქონა, რომ დღეს მართლმადიდებლობაში გაყოფა რამენაირად აღმოიფხვრება მისით, თავისთავად.

ამაში მიტროპოლიტი სერაფიმე აბსოლუტურად მართალია, რათა არსებული დაყოფის პრობლემა გადაწყდეს, აუცილებელია, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა ავტოკეფალური ეკლესიის საერთო გადაწყვეტილების ძიება, ხოლო მეორე - ეს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ეკლესიის წმინდა კანონებს და არა ცალკეული საეკლესიო იერარქების ამბიციებს.

 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus