რატომ მიდიან მეუ-ში უმე-ს იერარქები და მღვდლები?

ვინ და რატომ ღალატობს თავის ეკლესიას? ფოტო: СПЖ

მარტის შუა რიცხვებში კიევის ლავრის ბერი მეუ-ში გადავიდა. რა მოტივები ამოძრავებდა მას და ასევე მათ, ვინც ადრე წავიდა - დრაბინკოს, შოსტაცკისა და კრიზინს?

2021 წლის მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩორის  მიძინების სახელობის ლავრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის განყოფილების მეთაურის ყოფილი თანაშემწე, მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი) მეუ-ში გადავიდა, უფრო ზუსტად კი - უმე-ს ყოფილი მიტროპოლიტის ალექსანდრეს (დრაბინკო) ეპარქიაში.

ეს საქციელი არ დარჩათ შეუმჩნეველი უკრაინულ მის-ებს და აპრილის დასაწყისიდან ინტერვიუ მღვდელმონაზონთან რამოდენიმე რესურსზე გამოჩნდა, რომელთაც აერთიანებთ ერთი ფაქტი - უმე-ს მიმართ მტრული დამოკიდებულება (მსუბუქად რომ ვთქვათ). ამ გამოცემებში კიევის ლავრის ყოფილი მკვიდრი იწოდება „საეკლესიო პუბლიცისტად“, „ღვთისმეტყველად“ და „პატრიოტად“. მამა ინოკენტის მისამართით საქებარი დითირამბების მიზეზი გასაგებია - მეუ-ში გადავიდა არა ვინმე, არამედ ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწე. აი, რა განაცხადეს ამის შესახებ „მე-5 არხის“ ერთ-ერთ სიუჟეტში: „ლავრაში ინოკენტი პიდტოპტანი უბრალო ბერი როდი იყო, არამედ ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის თანაშემწე. ის საეკლესიო პუბლიცისტი და ღვთისმეტყველია. მას საეკლესიო ჯილდოები გააჩნია. რუსული ეკლესიიდან  განათლებული ბერის წამოსვლამ უკრაინაში რმე-ში დიდი ხმაური გამოიწვია“.

აქ რამოდენიმე შენიშვნა უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი, მღვდელმონაზონი ინოკენტი უკვე 2020 წლის ნოემბრიდან არ ცხოვრობს კიევის ლავრაში. მისი სიტყვებით, ის „უვადო შვებულებაში“ გავიდა, რათა მშობლებს დახმარებოდა. რას ნიშნავს „შვებულება“ ბერისთვის,  რომელიც „მოკვდა სამყაროსთვის“ - სხვა საკითხია. გარდა ამისა, ინტერნეტში თქვენ ვერ იპოვით მამა ინოკენტის ბევრ საღვთისმეტყველო ნაშრომს - ის მხოლოდ რამოდენიმეა. მან უმე-ში ვერ მიიღო მისთვის ის მთავარი „საეკლესიო ჯიდლო“ - ეპისკოპოსის პანაგია, რომლისკენაც ძალიან ისწრაფვოდა. და ხმაური მის წასვლას, არც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არც უკრაინაში, არ გამოუწვევია. არადა, მორწმუნეების წინაშე მან კიდევ ერთხელ დაააყენა საკითხი ღალატის, უფრო სწორედ კი, მისი მოტივებისა და მამოძრავებელი ძალის შესახებ.

რატომ ღალატობენ ეკლესიას მეუ-ში გაქცეულები?

მამა ინოკენტი ამტკიცებს, რომ მისი მეუ-ში გადასვლის მიზეზი გახდა „პატრიოტიზმი“, რომელიც ვერ პოულობდა გაგებას ლავრისა და საეკლესიო ეპარქიის ძმებს შორის. ამავე დროს, მისი სიტყვებით, მან თავის კელიაში უკრაინის დროშა დაკიდა, რომელიც არ იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას ან უთანხმოებას ბერების მხრიდან. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ „ძმების ძირითადი მასა სწორედ ასე ცხოვრობს - საეკლესიო მონაზვნური ცხოვრებით და ისინი უბრალოდ ცდილობენ არ ჩაერიონ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, რელიგიურ-პოლიტიკურ საქმეებში“. მოკლედ, ლავრაში არავინ უშლიდა მას პატრიოტობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღალატის მიზეზები სხვაა. და მაინც რა?

„ძმების ძირითადი მასა სწორედ ასე ცხოვრობს - საეკლესიო ცხოვრებით და ისინი უბრალოდ ცდილობენ არ ჩერიონ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, რელიგიურ-პოლიტიკურ საქმეებში“.                                                                                                                                        მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი)

იმავე ინტერვიუში, რომლის ციტირებაც ზემოთ მოვახდინეთ, მღვდელმონაზონი ინოკენტი ამბობს, რომ შვებულებისას ის ნიკოლაევის ეპარქიაში გაემგზავრა და „მე რომ იქ მივეღეთ, ჯერ კიდევ ვიყოყმანებდი, შევერთებოდი თუ არა (მეუ-ს), მაგრამ იქ ადგილი ჰქონდა დუმილს მიტროპოლიტის მხრიდან და სამი თვე სიმშვიდეში, სახლში, დედასთან გავატარე“. საბოლოო ჯამში, დიდმარხვის დასაწყისში ინოკენტიმ მიიღო მეუ-ში გადასვლის გადაწყვეტილება არა იმიტომ, რომ მას რამე მაღალი გრძნობა ამოძრავებდა, არამედ იმიტომ, რომ „სადღაც უნდა ყოფილიყო“.

გამოდის, არანაირი „გადასვლა“ არ შეიძლება ყოფილიყო ნიკოლაევისა და ოჩაკოვის მიტროპოლიტ პიტირს მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი) მის ეპარქიაში რომ მიეღო. მაგრამ, რაღაც მიზეზით, მეუფემ ეს არ გააკეთა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამა ინოკენტი არის „ღვთისმეტყველი“ და „საეკლესიო პუბლიცისტი“, მიზეზი სერიოზული უნდა იყოს. რა მოხდა?

სიტუაციას ნათელი მოჰფინა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტმა პავლემ. მისი სიტყვებით, მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი) „არის ამაყი, ქედმაღალი და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი, რომელიც თავს დიდ ღვთისმეტყველად მიიჩნევს. ამიტომაც ის ნაწყენი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში ის არ დააფასეს ისე, როგორც მას სურდა და არ აიყვანეს არქიმანდრიტისა და ეპისკოპოსის ხარისხში. მას მღვდელმთავრობა სურდა, რათა დაეკმაყოფილებინა თავისი სიამაყე, სხვისი სულების დაუფლების ვნება. ამიტომაც ის მონასტრიდან წავიდა, რათა ეცადა გამხდარიყო ვიკარ-ეპისკოპოსი მეუფე პიტირიმთან, მაგრამ ვერ მოახერხა“, რამდენადაც ნიკოლაევის ეპარქიის ვიკარ-ეპისკოპოსად აირჩიეს არქიმანდრიტი ბარნაბა (გლადუნი).

გამოდის, რომ მღვდელმონაზონი ინოკენტი „შვებულებაში“ მიდიოდა მისთვის მშობლიურ ნიკოლაევის ეპარქიაში, რათა იქ ეპისკოპოსობისთვის გამოეკრა ხელი, რადგანაც თვლიდა, რომ  ლავრაში მას ეს არ გამოუვიდოდა. მიტროპოლიტმა პიტირიმმა, ისევე როგორც მიტროპოლიტმა პავლემ ახალგაზრდა მღვდელმსახურში შენიშნეს სიამაყე და ძალაუფლებისმოყვარეობა და არ დათანხმდნენ მის სურვილს გამხდარიყო მღვდელმთავარი, რაც საბოლოო ჯამში, გახდა კიდეც მისი ღალატის საბაბი.

საინტერესოა, რომ იმაზე საუბრისას, თუ რატომ აირჩია სწორედ პერეიასლავსკ-ვიშნევის ეპარქია და უმე-ს ექს-მიტროპოლიტ ალექსანდრესთან (დრაბინკო) მსახურება და არა მეუ-ს მიხაილოვის ან ფეოდოსიის მონასტერი, როგორც ეს ბერს შეეფერება, მამა ინოკენტიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს გააკეთა, რადგან „დაიწყებოდა ჭორების აგორება, რომ საეკლესიო კარიერის გასაკეთებლად გავაკეთეს ეს და ცენტრში მივედი“. ანუ ყოფილი ლავრის მღვდელმონაზონი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ მეუ-ს გარემოშიც კი მის „გადასვლას“ უშუალოდ „კარიერის“ გაკეთების - „ეპისკოპოსის“ პანაგიის მიღების თვალით უყურებენ. ამ ვარაუდებს საფუძველი გააჩნია, რადგან მათ, ვინც უმე-დან მეუ-ში გადავიდა ადრე - ეს კარიერის გამო გააკეთეს.

მაგალითად, მეუფე პავლე ამბობს, რომ პიდტოპტანი „ყოველთვის ზიზღით ეკიდებოდა დრაბინკოს, სვიმეონს (შოსტაცკის) და თავად პატრიარქ ბართლომესაც. ეს ზუსტად ვიცი, რადგანაც ის ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობდა, დაკავებული იყო საეკლესიო კალენდრით, საიტით, რედაქტირებას უკეთებდა მასალებს. არავითარი პრო-მეუ-ს შეხედულებების მას არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ურთიერთობაში ის ავლენდა ღიად პრორუსულ სიმპათიებს. ამიტომაც, საიდან გაუჩნდა მ. ინოკენტის ესოდენ საპირისპირო შეხედულებები, ჩემთვის გაუგებარია. მოკლედ, ეს ყველა მათგანს ეხება, - დაამატა მიტროპოლიტმა პავლემ მათზე, ვინც უმე დატოვა.

სინამდვილეში, ძნელია არ დაეთანხმო მეუფეს სიტყვებს. მაგალითად, მიტროპოლიტი სვიმეონი (შოსტაცკი) მეუ-ში იმიტომ გადავიდა, რომ სწორედ მასზე, როგორც მომავალი რელიგიური სტრუქტურის მეთაურზე, აკეთებდა ფსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. მიტროპოლიტ ალექსანდრეს (დრაბინკო) დაგეგმილი ჰქონდა მეუ-ში მოცემული ეპარქიის მართვის სადავეების მიღება, გარდა ამისა, ის სტრუქტურაში განსაკუთრებულ მდგომარეობაზე აკეთებდა აქცენტს, რამდენადაც მისი სიტყვებით, მას გააჩნია „უზადო კანონიკური ღირსება“ და მის გარეშე არ შედგებოდა „გამაერთიანებელი კრება“, შესაბამისად, არ იქნებოდა მეუ. არქიმანდრიტი გაბრიელი (კრიზინა) მეუ-ში მხოლოდ იმისთვის გადავიდა, რომ მიეღო პანაგია, ისევე როგორც ვიქტორ ბედი.

ყველა ამ ადამიანს მართავდა არა ქრისტესთან უფრო ახლოს ყოფნის, არა საკუთარი „პატრიოტული“ შეხედულებების გამოხატვის სურვილი(რომელიც მათთვის უმე-ში არავის წაურთმევია), არა უკრაინისადმი განსაკუთრებული სიყვარული, არამედ მხოლოდ ამბიციები და კარიერიზმი. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია გავაანალიზოთ ამ ადამიანების შეხედულებები და გამონათქვამები მეუ-ში „წასვლამდე“ და მას შემდეგ.

როდის ამბობენ მოღალატეები სიმართლეს?

მტრის მხარეს გადასულთა რიტორიკა მუდმივი სიდიდე როდია. რადგანაც ღალატისთანავე ისინი პრაქტიკულად ყოველთვის იწყებენ იმ ეკლესიის ლაფში მოსვრას, საიდანაც წავიდნენ და რაღაც წარსულის შეთხზვას, რომელიც მათ არასდროს ჰქონიათ.

აი, მაგალითად, რას წერდა მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი), როცა ჯერ კიდევ უმე-ში იმყოფებოდა: „ძალიან მარტივია მორწმუნეობა, როცა ეკლესიის მიმართ არსებობს შედარებითი სიმშვიდე. გაცილებით ძნელია რწმენაში დგომა, როცა ეკლესიას ცილს სწამებენ, როცა ბერებს აძაგებენ, ხოლო მღვდლებსა და ეპისკოპოსებს ბრალს დებენ იმაში, რაშიც ისინი არ არიან დამნაშავენი. თუმცა, ლავრაში მიმოსვლისას, რომელშიც დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი ლოცვების აღვლენა ხდება, გული თავისთავად გრძნობს ჭეშმარიტებას, ამ ლოცვას და ხვდება, რომ ის იქაა, სადაც უნდა იყოს, ის იქაა, სადაც უფალი და ღვთისმშობელი სულს მადლით ავსებენ“.

აი, მეორე მაგალითი. მღვდელმონაზონი ინოკენტი ინტერვიუს იღებს მეუფე პავლესგან, რომელიც ამბობს: „ის, რომ ჩვენთან მოსახლეობის ნაწილი ნაციონალიზმის ეგიდის ქვეშ პირადი ამბიციების, უმეცრებისა და გონების დახშობის გამო მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთიანობაში არ იმყოფება - პრობლემაა. თუმცა, მისი გადაწყვეტა მხოლოდ ერთია: იმათი მხრიდან მონანიება, ვინც განხეთქილებაში წავიდა... ახალშექმნილი მეუ არ იმყოფება ერთიანობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან...“ ეს 2019 წლის თებერვალია, დრო, როცა, ისევე როგორც ახლა გვარწმუნებს პიდტოპტანი, ის სრულად უთანაგრძნობდა ახალ სტრუქტურას. გაუწია კი მან წინააღმდეგობა მიტროპოლიტ პავლეს ან შეეცადა კი თუნდაც მცირედით შეემსუბუქებინა მისი საკმაოდ მკვეთრი სიტყვები? არა. მეუფეს მიერ წარმოთქმული ფრაზების დასრულებისთანავე, მამა ინოკენტიმ უპასუხა: „მადლობა თქვენ, თქვენო მაღალუსამღდელოესობავ, განმარტებითი საუბრისთვის!“ უფრო მეტიც, მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ის მეუ-ს „გამაერთიანებელ კრებას“, უმე (კ) და უამე-ს ეგრეთ წოდებულებს უწოდებს, ხოლო სიტყვა „ეპისკოპოსი“ განხეთქილებაში მყოფთა მიმართ გამოყენებაში უცვლელად მცირდება.

მტრის მხარეს გადასულთა რიტორიკა მუდმივი სიდიდე როდია. რადგანაც ღალატისთანავე ისინი პრაქტიკულად ყოველთვის იწყებენ იმ ეკლესიის ლაფში მოსვრას, საიდანაც წავიდნენ და რაღაც წარსულის შეთხზვას, რომელიც მათ არასდროს ჰქონიათ.

აი, საკითხი, რომელსაც იმავე მამა ინოკენტი ახმოვანებს 4 თვის შემდეგ - 2019 წლის ივნისში; „უკრაინაში რელიგიური ცხოვრების ბოლო მოვლენების ჭრილში ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე სასარგებლოს წარმოადგენს ათონის მონასტრების საქციელი, ზოგიერთი მათგანი ნებას რთავს იმსახურო ე.წ. „მეუ“-ს „მღვდლებად“ და „ეპისკოპოსებად“. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს  ახლა წმინდა მთის მიმართ? შეიძლება კი იქ წასვლა? და ხომ არა ატარებს ეს მგზავრობა რისკს მორწმუნეთა სულიერი ცხოვრებისთვის, რამდენადაც ათონი პირდაპირ ურთიერთობაში შევიდა იმათთან, ვისაც არსებითად არ გააჩნია კანონიერი ხელდასმა?

გამოდის, იმ პერიოდში ის არ თვლიდა, რომ მეუ-ს „იერარქიას“ გააჩნია კანონიერი ხელდასმა და ჭვრიტავდა, რომ ათონი მათთან პირდაპირ ურთიერთობაში შევიდა. თუმცა, გადის წელიწადი და მამა ინოკენტისთვის ყველაფერი უცებ იცვლება - მეუ-ში ჩნდება „მადლი“, ხოლო „უმე მს-ს ყველაზე კონერვატიული კლირიკოსები და ერისკაცები“ უნდა მიხვდნენ, რომ „ყველა ჩვენგანი უნდა გაერთიანდეს და დაადგეს, როგორც უკრაინის ეკლესიის, ასევე უკრაინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზას“. აჰა, გამოჩნდა მეუ-ს „ქიროტონიის“ კანონიერების ახალი ფაქტები? არა, მეუ-ში გამოჩნდა თავად მამა ინოკენტი, ამასთან სწორედ იქ, სადაც არსებობს „უდაო კანონიკური რეპუტაცია“ - დრაბინკოსთან. მაშ, როდის იყო გულწრფელი მამა ინოკენტი - როცა იმყოფებოდა მიტროპოლიტ პავლეს მეთაურობის ქვეშ და ზიზღით ეხმიანებოდა ექს-მიტროპოლიტ ალექსანდრეს (დრაბინკოს) თუ როცა წავიდა ამ უკანასკნელთან, რადგანაც „მას 14 წელია იცნობს“?

შეიძლება გავიხსენოთ თავად ექს-მიტროპოლიტი ალექსანდრეც. მაგალითად, განხეთქილებაში წასვლამდე, ის ამბობდა, რომ „ჩვენი თითქოსდა სრული დამოკიდებულება მოსკოვის საპატრიარქოსადმი არის მითი, რომელიც შექმნილია ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის“. აი, მისი სიტყვები ღალატის შემდეგ: „სამწუხაროდ, უმე არასდროს იყო ავტონომიური და არც დღესაა... უმე - რუსული ეკლესიის ეპარქიების და ა.შ. ერთობლიობა უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე“. მაშ, როდის ამბობს ის სიმართლეს - როცა ამტკიცებს უმე-ს სრულ დამოუკიდებლობას თუ როცა აცხადებს, რომ მას არასდროს ჰქონია ადგილი?

მსგავსი ქცევა ახასიათებს უმე-ს ექს-მიტროპოლიტ სვიმეონსაც (შოსტაცკის). ასე, მაგალითად, მან ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ყოველთვის იყო გატაცებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის იდეით და ჯერ კიდევ უმე-ს შემადგენლობაში ყოფნისას არაერთხელ საუბრობდა ამის შესახებ ყველგან, მათ შორის მოსკოვში საეკლესიო კრებებზე. „მე ვწერდი პატრიარქს, მუდმივად ვსაუბრობდი ავტოკეფალიაზე მოსკოვშიც და კიევშიც, - განაცხადა შოსტაცკიმ. - იდეური მრწამსით მივდიოდი („გამაერთიანებელ კრებაზე“-რედ.)! თუმცა კი მსაყვედურობდნენ, რომ ამაზე ადრე  არ ვსაუბრობდი და არ ვეწეოდი ავტოკეფალიის აგიტაციას. ასეთებს ვუპასუხებ, რომ გახსენით საეკლესიო კრებების სტენოგრამები (განსაკუთრებით მოსკოვში - იქ ყველა გამოსვლა იწერება), მაშინ ნათელი გახდება, რასაც იქ ვსაუბრობდი“.

გავხსენით. მჟკ-ს თხოვნაზე დაედასტურებინათ უმე-ს ექს-მიტროპოლიტის სიტყვები მოსკოვის საპატრიარქოში, შეგვატყობინეს, რომ გადაამოწმეს ყველა არსებული არქივი, თუმცა შოსტაცკის არანაირი განცხადება ავტოკეფალიის თემაზე ვერ აღმოაჩნეს. „არსებული პროტოკოლის თანახმად, მისტროპოლიტი სვიმეონი (შოსტაცკი) 2013 წლის მღვდელთავართა კრებაზე გამოდიოდა დოკუმენტის „ეკლესიის პოზიცია აღრიცხვისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით“ თაობაზე; 2016 წლის საეკლესიო კრებას ის არ ესწრებოდა; 2017 წლის საეკლესიო კრებაზე ის გამოვიდა რამოდენიმეჯერ ქორწინების უფლებასთან დაკავშირებულ თემებთან დაკავშირებით“.

გამონაკლისი არ ყოფილა უმე-ს ექს-არქიმანდრიტ გაბრიელის (კრიზინას) საქციელიც. მაგალითად, უამე-ში წასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე ის კომენტარს აკეთებს „აქტივისტების“ დაკავებაზე, რომლებიც ცდილობდნენ უმე-ს მონასტრის დაწვას და ამბობს, რომ ისინი „ღმერთს ეომებიან“. ლვოვის „პატრიოტებს“, რომლებიც ითხოვდნენ უმე-ს ტაძრის დანგრევას ლვოვში, მან უწოდა „ლენინის მემკვიდრეები, რომელიც ჯოჯოხეთში ხარობს“. განხეთქილებაში მყოფ ჟურნალისტს ილია ბეის არქიმანდრიტი გაბრიელი თვლიდა „სულიერ მეძავად“, რადგანაც ის „იყო უმე-ში, შემდეგ - უმე (კ)-ში, ამის შემდეგ კი ისევ- უმე-ში“.
როგორც კი არქიმანდრიტი გაბრიელი თავად დაადგა ბეის გზას და უმე-დან თავიდან უამე-ში, შემდეგ კი - მეუ-ში გადავიდა, მისი რიტორიკა შეიცვალა. ასე, მაგალითად, ეპიფანე დუმენკოს ანათემას, რომელიც ზაპოროჟიეში გამოცხადდა, ის „სისულელეს“ უწოდებს, სიამოვნებით პოსტავს მეუ-ს პრეს-სამსახურის ცნობას უმე-დან მეუ-ში თემების „გადასვლის“ თითქოსდა კანონიერებაზე, ხოლო თავად უმე-ს უწოდებს „რმეუ“-ს.

ერთგულება, ორგულობა და ღალატი

ერთ-ერთი ყველაზე ფასეული თვისებად ყოველთვის და ყველგან, ყველა დროსა და ხალხში ითვლება ერთგულება. ისტორიისთვის ცნობილია უამრავი შემთხვევა, როცა დამპყრობლები დამარცხებული მმართველის ერთგულებისთვის ანთავისუფლებდნენ და აჯიდლოებდნენ კიდეც მეომრებსა და მსახურებს, რომლებიც მისი ერთგულნი დარჩნენ. ამავე დროს ღალატი  საკუთარი „ტყავის“ ინტერესების გამო ყოველთვის იწვევდა ზიზღსა და სიძულვილს.

ქრისტე სიტყვას „ორგული“ ერთ რიგში აყენებს სიტყვასთან „ურწმუნო“: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ?“ (მათ.17:17). სხვა ადგილას ის ამბობს: „მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდო“ (ლუკ.16:10).  მეუ „კიდევ ერთი კანონიკური კონფესია როდია უკრაინაში“, როგორც მისი წარმოდგენა უყვართ ლიბერალ რელიგიათმცოდნეებს, ესაა სტრუქტურა, რომელიც უმე-ს ართმევს მის ტაძრებს, ამცირებს, შეურაცხყოფს და დევნის მის მორწმუნეებს. ადამიანი, რომელმაც ეკლესია მიატოვა, რათა ანგარების მიზნით მის მდევნელებთან წავიდეს, არ შეიძლება არ იწვევდეს ანალოგიას ადამიანთან, რომელმაც დატოვა ქრისტე, რათა მის მტრებს შეერთებოდა.

როდის გასცა იუდამ ქრისტე? მაშინ, როცა ფული მოიპარა შემოწირულობების ყუთიდან თუ როცა აკოცა მოძღვარს გეთსამანიის ბაღში? ღალატი იწყება დიდი ხნით ადრე, უკანასკნელ „იუდას ამბორამდე“. ის თავისთავად მხოლოდ ბოლო ნაბიჯია, ერთგვარი ბიძგი. ამასთან, ღალატის მიზეზები პრაქტიკულად ყოველთვის ერთიდაიგივეა - სიამაყე, მატერიალური კეთილდღეობა და ძალაუფლება. მოკლედ, ეს სამი ცოდვა არის ის იარაღი, რომელსაც სატანა იყენებს. და ვიღაც შეძლებს აღუდგეს მას, ვიღაცა კი ამას ვერ შეძლებს.

ღალატი იწყება დიდი ხნით ადრე, უკანასკნელ „იუდას ამბორამდე“. ის თავისთავად მხოლოდ ბოლო ნაბიჯია, ერთგვარი ბიძგი. ამასთან, ღალატის მიზეზები პრაქტიკულად ყოველთვის ერთიდაიგივეა - სიამაყე, მატერიალური კეთილდღეობა და ძალაუფლება.

ქრისტემ გვიჩვენა, რომ ცდუნებისთვის გაძლება მხოლოდ უფლისადმი მთლიანად და სრულად ერთგულ ადამიანს შეუძლია, ადამიანს, რომელიც არ ეძებს თავის, არამედ მხოლოდ უფლის ნებას და ეყრდნობა არა თავის, არამედ უფლის ძალებს. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის გმირებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს ან არ ისურვეს  ქვების პურად გადაქცევა, ტაძრის მწვერვალიდან გადმოხტომა და მსოფლიოს დაუფლება უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მართალია, ამის სანაცვლოდ მიიღეს რამოდენიმე კაპიკი იმ ყუთიდან, რომელიც ქრისტესა და მის მოწაფეებს ეკუთვნით და 30 ვერცხლი მისი მტრის ხელიდან.

სანამ ადამიანი ცოცხალია, მას აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს ყველაფერი და გარდაიქმნას. და ამის შესახებ, რასაკვირველია, იციან ამ პუბლიკაციის ავტორებმა. კითხვა შემდეგშია - შეძლებენ ისინი ამას?

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus