უუკ-მეუ-ს ერთ-ერთი მამა-დამფუძნებლის აღმოჩენები

როსტისლავ პავლენკო ახორციელებდა პოროშენკოს ხელისუფლების პირდაპირ კონტაქტებს ფანარიონთან 2015 წლიდან. ფოტო: СПЖ.

როსტისლავ პავლენკომ, „ტომოსის საკითხზე მეთვალყურემ“, მისცა ინტერვიუ, სადაც განცხადება გააკეთა.გავაანალიზოთ, რაში ხდება განცხადებების სინამდვილესთან დაუმთხვევლობა.

როსტისლავ პავლენკო, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე აწარმოა ძირითადი მოლაპარაკებების სამუშაო მეუ-ს შექმნის თაობაზე, ინტერვიუ მისცა youtube-არხს DetectorUA. ინტერვიუში მან ისაუბრა ამ ორგანიზაციის შექმნაზე და გააჟღერა ზოგიერთი საყურადღებო თეზისი. ინტერვიუ ისე იყო დადგმული, რომ რ. პავლენკოს მიერ აღიარების ერთი ნაწილი უმაღლეს რადასთან გავლას დაემთხვა და ის ძირითადად ეხებოდა უმე-ს მონახაზს, ხოლო მეორე - კიევის სოფიას ტაძართან, სადაც საქმე ძირითადად ეხებოდა ე.წ. „გამაერთიანებელ კრებას“, რომელზეც შეიქმნა უუკ-მეუ. ლოგიკური იქნება ინტერვიუს ანალიზი ორ ნაწილად დავყოთ.

უმე-ს მონახაზი

რ. პავლენკო: „ხელისუფლების წარმომადგენლები (ვ.ზელენსკი -რედ.) ფაქტიურად მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ერთიანობაშია მოსკოვის პატრიარქატთან და უფრო უარესი, იმ ნარატივთან, რომლითაც მუშაობს რუსეთის სახელმწიფო, იყენებს რა მთლიანად რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ჰიბრიდული აგრესიის ერთ-ერთ ხერხს“.

კორესპონდენტი: „უხეშად რომ ვთქვათ, რომ რა არის ზრადა?“

რ. პავლენკო: „ზრადა, ეს არის ძალიან პოპულარული ტერმინი...მე უფრო ვიტყოდი სიტყვას: „არაკომპეტენტურობა“, „გაუგებრობა“, რომელიც გამოიყენება იმათ მიერ, ვისაც სურს რუსული ნარატივის წინ წამოწევა“.

აქ ჩვენ, პირველ რიგში, ვხედავთ მითის განმეორებას იმის შესახებ, რომ ვიღაც იყენებს ეკლესიას, როგორც ჰიბრიდული აგრესიის ინსტრუმენტს. უმე არ წარმოადგენს არავის ინტერესს. ის ემსახურება ღმერთს და ცდილობს ადამიანის სულის ხსნას მარადიულობისთვის.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პავლენკო ცდილობს ზელენსკის ხელისუფლების „საეკლესიო ელექტორალური ველიდან“ „გაყვანას“, რომელსაც პეტრე პოროშენკოს ხელისუფლება თავისად თვლის. ზოგადად, პავლენკო მართალია - ყველა კონტაქტი ფანარიონთან 2015 წლიდან (როგორც ამას შემდეგ აღიარებს პავლენკო) პოროშენკოს ხელისუფლების მიერ ხორციელდებოდა, მან დაარწმუნა პატრიარქი ბართლომე წამოეწყო პოროშენკოს ხელისუფლებასთან ტომოსის პროექტი, და ბოლოს, ყველა ძალისხმევა მეუ-ს ფორმირების თაობაზე პოროშენკოს ხელისუფლებამ განახორციელა. სავსებით ლოგიკურია, რომ ის ამჟამად იჭვნეულად უდგება ზელენსკის მცდელობას იმუშაოს ამ სფეროში.

რასაკვრიველია, საუბრობს რა ზელენსკის მხარდაჭერაზე უმე-ს მიმართ, პავლენკო ღიად ცრუობს: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და „ხალხის მსახურთა“ დელეგაციის ვიზიტები ფანარიონზე საპირისპიროს მიუთითებს. ამ ვიზიტების სრულიად საპირისპირო შედეგებზე განსაკუთრებით მეტყველებს პატრიარქ ბართლომეს მოსალოდნელი ვიზიტი უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

გარდა ამისა, ზელენსკის ხელისუფლება კვლავ აყენებს კანონის ძალაში შესვლის საკითხს, რომლის მიხედვითაც სურთ უმე-ს სახლეწოდება ჩამოართვან და ასევე მათ უმაღლეს რადაში შეაქვთ კანონპროექტები, მიმართული უმე-ს განადგურებასა და მისი ქონების ჩამორთმევაზე.

რ. პავლენკო: „სახელწმიფომ უნდა და ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა დაიცვას უკრაინის საზოგადოება, უკრაინული ეკლესიები, უკრაინელი მორწმუნეები რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავლენისგან, რომელსაც აბსოლუტურად არ რცხვენია გამოიყენოს ეკლესია სიძულვილის მესიჯების გასაგზავნად, გვიყვება რა, თუ რა არის კანონიკური და რა - არაა,  ვინ გადარჩება და ვინ -არა. ეს ზოგადად არის მესიჯები, რომელიც ასეთი სახით არ უნდა ჟღერდეს“.

ჯერ ერთი, რფ-ს სახელმწიფო არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელიც ახმოვანებს ან ახდენს მსგავსი თემების გაჟღერების ინიცირებას. აქ შეგნებულად ხდება ცნებების „ეკლესია“ და „სახელმწიფო“ მანიპულაცია და ჩანაცვლება. მეორეც, ეკლესია უნდა არწმუნებდეს ადამიანებს, თუ რა წარმოადგენს  სულის ცხონების პირობას და რა გარემობებს მიჰყავს ადამიანები დაღუპვისკენ. ეს მისი წმინდა მოვალეობაა. სწორედ ეკლესიამ უნდა ისაუბროს, თუ ვინ დგას ცხონების და ვინ - დაღუპვის გზაზე. და თუ განხეთქილებაში, არაკანონიკურ რელიგიურ ორგანიზაციაში ყოფნა ქმნის ადამიანისთვის უფლის საუფლოს მიღმა აღმოჩენის საშიშორებას, ეკლესიამ უნდა აცნობოს ადამიანს ამის თაობაზე. აქ ადგილი არ რჩება მტრობის ან სიძულვილის რიტორიკისთვის, არსებობს მხოლოდ სიყვარული ადამიანის მიმართ და ზრუნვა მისი სულის ცხონებაზე. თუმცა ის, რომ ეკლესია, პირველ რიგში, ზრუნავს ადამიანის სულის ცხონებაზე, რ. პავლენკოს და მის თანამოაზრეებს, რატომღაც ამის გაგება არ შეუძლიათ.

რ. პავლენკომ (აგრძელებს წინამორბედ პასუხს): „... არ რცხვენია მოყვეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც განხეთქილება. არ ესირცხვილება ისაუბროს იმაზე, რომ  თითქოს, ეს არის უკრაინელი ერთგულების თავისუფალი არჩევანი იყვნენ რუსეთის ეკლესიის სტრუქტურაში“.

ვიმეორებთ, რომ უკრაინაში არის მეუ-ში გადასვლის იძულების ბევრი შემთხვევა, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, მაგრამ არ არსებობს უმე-ში დარჩენის იძულების არც ერთი შემთხვევა. ის, რომ უმე-ს მორწმუნეები რჩებიან ამ ეკლესიაში -ეს უბრალოდ თავისუფალი არჩევანი კი არა, არამედ არჩევანია, რომელიც გაკეთებულია მეუ-ში გადასვლის იძულების საპირისპიროდ.

რ. პავლენკო: „მეფისა და სამშობლოს რწმენისთვის“  - ეს დევიზია მათ (უმე და რმე - რედ.) მიერ აღიარებული“.

სინამდვილეში ასეთი დევიზი არ არსებობს არც ეკლესიის მოძღვრებაში, არც საეკლესიო თემების თანამედროვე ცხოვრებაში.  ესაა დევიზი, რომელიც გავრცელებული იყო რუსეთის იმპერიის ხანის რუსულ არმიაში. დღეს, ის ძირითადად გამოიყენება მემარჯვენე რადიკალი რუსი ნაციონალისტებისა და მონარქისტების მიერ. თუმცა, მას ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. აქ, რ. პავლენკო ცდილობს შეგნებულად ჩაუდოს მის მსმენელს თავში მითი რუსეთის სახელმწიფოსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იგივეობის შესახებ.

შეგნებულ მანიპულაციას წარმოადგენს რ. პავლენკოს მცდელობა გაამართლოს პ. პოროშენკოს დროის უმაღლესი ხელისუფლების უხეში ჩარევა რელიგიური საკითხების გადაწყვეტაში, „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანოზაციების შესახებ“ კანონზე მითითებით.

პ. პავლენკო: „უკრაინაში არსებობს ასეთი კანონი „ სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს უფლებასა და ვალდებულებას გასწიოს დახმარება რელიგიური ორგანიზაციების კანონიერ საკითხებში და კერძოდ, იქ პირდაპირაა საუბარი  უცხოურ რელიგიურ ცენტრებთან კავშირებზეც“.

ჯერ ერთი, კანონის მე-5 მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ „სახელმწიფო არ ერევა რელიგიური ორგანიზაციების კანონის ფარგლებში განხორციელებად  საქმიანობაში“. ანალოგიური პრინციპი დევს უკრაინის კონსტიტუციაშიც. უკრაინის პრეზიდენტი, უმაღლესი რადას მეთაური, პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს სხვა უმაღლესი ხელმძღვანელები ფანარიონზე დადიოდნენ და იქ შეთანხმდნენ მეუ-ს შექმნაზე, ხელი მოაწერეს ხელშეკრეულებას კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის ქონების (წმინდა ანდრიას ტაძარი  კიევში) გადაცემაზე, ორგანიზება გაუკეთეს „გამაერთიანებელ კრებას“ და ფაქტიურად უხელმძღვანელეს მის ჩატარებას, მიიღეს კიევში ფანარიონელი „ეგზარქოსები“ და ა.შ. და პავლენკოს სურს დაგვარწმუნოს, რომ ეს სულაც არაა სახელმწიფოს ჩარევა რელიგიურ საქმეებში, არამედ უბრალოდ დახმარებაა უცხოურ რელიგიურ ცენტრებთან კავშირების ორგანიზებაში?

მეორეც, კანონის 30-ე მუხლი, რომელსაც ეწოდება „სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც ახორციელებს რელიგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებას“ (მეუ-ს შექმნის დროს ეს იყო კულტურის სამინისტროს რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტი) გვამცნობს, რომ ეს ორგანო ახორციელებს „საერთაშორისო რელიგიურ ცენტრებთან და უცხოურ რელიგიურ ორგანიზაციებთან საქმიან კონტაქტებში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობას“. გამოდის, რომ  კანონი ანიჭებს უფლებამოსილებას სწორედ ამ ორგანოს და არა პრეზიდენტს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან უმაღლეს რადას, განახორციელოს რამე ამ კუთხით.

თუ წინამორბედი ცრუ მტკიცება ხელისუფლების თითქოსდა კანონიერ ჩარევაზე საეკლესიო საქმეებში გათვლილი იყო იმაზე, რომ არავინ არ წაიკითხავდა ყურადღებით შესაბამის კანონს, პასაჟი აწგანსვენებულ მიტროპოლიტ ვლადიმირზე (საბოდანი) და მის თითქოსდა კეთილსასურველ დამოკიდებულებაზე განხეთქილებაში მყოფებთანაც და ფანარიონის ჩარევის მიმართაც, გათვლილია იმაზე, რომ ბევრს უკვე დაავიწყა, თუ რას ამბობდა სინამდვილეში უნეტარესი ვლადიმირი.

რ. პავლენკო: „მიტროპოლიტ ვლადიმირთან (საბოდანთან - რედ.) ყველაფერი წყდებოდა დიალოგის ატმოსფეროში“.

აწგანსვენებული უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი არაერთხელ და არაორაზროვნად საუბრობდა განხეთქილებაში მყოფებზეც და უკრაინის საეკლესიო საქმეებში კონსტანტინოპოლის ჩარევაზეც. მოვიყვანოთ მხოლოდ ორი ციტატა:

„რა გაერთიანებაზეა საუბარი? შეუძლებელია ერთგვაროვანი მასის მიღება ზეთისა და წყლისგან... ეკლესიების გაერთიანება  მხოლოდ განხეთქილებაში მყოფთა მონანიების, დედა - ეკლესიის წიაღში დაბრუნებისა და შემდგომში, ამის კანონიკური სტატუსის მქონე უკრაინის ერთიანი ეკლესიის მიერ განხილვის გზითაა შესაძლებელი“.

„ჩვენ ვთხოვეთ მსოფლიო პატრიარქს არ ჩარეულიყო უკრაინის პრობლემებში, რადგანაც ეს თავად მართლმადიდებელი უკრაინელების შიდა საქმეა. მაშინ ის განაწყენდა ამ წერილზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მას არ განელებია სურვილი ჩაერიოს უკრაინაში ეკლესიის ბედის გადაწყვეტის საქმეში. ეს უკიდურესად არასასურველი იქნება, რამდენადაც გვაქვს ესტონეთის მაგალითი, სადაც მსოფლიო პატრიარქის ჩარევამ ეკლესიის განხეთქილება გამოიწვია“.

მსგავსი გამონათქვამები მრავლადაა.

პავლენკოს შემდეგი აღმოჩენა საერთოდ გვაიძულებს გავიხსენოთ გებელსის სიტყვები იმაზე, რომ რაც უფრო საშინელია სიცრუე, მით უფრო მარტივია მისი დაჯერება.

რ. პავლენკო: „ჩვენ, პირველ რიგში, მოსკოვის ეკლესიის მხრიდან ვხედავთ ძალისმიერი დაკავების მცდელობებს.... ზუსტად იმას, რაშიც ისინი ბრალს დებენ უკრაინის ეკლესიას, ძალიან ხშირად  თავად მოსკოვის ეკლესიას აკეთებს: ჯანიანი ადამიანების მოყვანა რომელიმე ტაძრის დასაკავებლად და სასამართლო განხილვები და თავიანთი კავშირების გამოყენება ხელისუფლების ორგანოებში“.

უმე-ს მომხრეების მხრიდან ტაძრის დაკავების არც ერთი შემთხვევა არაა, არა თუ მეუ-ს არსებობის მანძილზე, არამედ ზოგადად უკრაინაში განხეთქილების არსებობის განმავლობაში. პირიქით, მიტაცება განხეთქილებაში მყოფთა მხრიდან, ამასთან, დოკუმენტირებული და დადასტურებული ვიდეო და ფოტო-მასალებით, მრავალ ათეულს ითვლის.

რ. პავლენკო: „უმე-ს მცდელობები ისაუბრონ დევნაზე გამოძახილს ვერ პოულობს უკრაინელ მორწმუნეებში“.

ამის დასადასტურებლად შეიძლება გავეცნოთ მიტაცებული ტაძრების „ერთგულთა“ ყრილობის წარმომადგენლების მასალებს, რომელიც კიევ-პეჩორის ლავრაში 2021 წლის თებერვალში ჩატარდა. შეგვიძლია ასევე მოვუსმინოთ მეუ-ს იმავე მომხრეებს, რომლებიც წუხან იმაზე, თუ როგორ ეხმარებიან თემებს, რომელთაც ტაძარი მთელმა ეკლესიამ წაართვა, ახალი ტაძრის აგებაში, ამით აღიარებენ რა, რომ ამ თემთა უბედურება პოულობს ცხოველ გამოძახილს მორწმუნეთა შორის, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ დახმარებაში.

როგორ არ გავიხსენოთ აქ პავლენკოს რეაქცია „ერთგულთა“ ყრილობაზე, რომელსაც ცინიზმის პიკის გარდა სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. ადამიანებს, რომელთაც წაართვეს ქონება, რომლებიც ძალადობისა და დევნის ქვეშ მოექცნენ, მან ბრალი დასდო.... სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფაში: „დიახ, 22.02 კიევ-პეჩორის ლავრაში შედგა კრება, რომელიც არ ექცევა არც საეკლესიო, არც სახელმწიფო კუთხით აღქმის ქვეშ.  სიძულვილის ეს ჰიტ-პარადი სხვა არაფერია, თუ არა სტაბილურობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა“ (ციტატა პავლენკოს Facebook - გვერდიდან).

ის, რომ ადამიანები ცემეს, დაამცირეს, წაართვეს ტაძარი - ეს არაა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა და არც სიძულვილი, ხოლო ის, რომ მათ ამის თქმის არ შეეშინდათ - ეს ხელყოფა და სიძულვილია. სხვათაშორის, ყრილობის ძალიან ბევრი მონაწილე საუბრობდა იმაზე, რომ პატიობდა დამნაშავეს და მას ცუდს არ უსურვებდა.

რ. პავლენკო: „არსებობს ძალიან აქტიური კავშირი მოსკოვთან. უმე-ს ორი მეუფე მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთიანობაში წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლეიის სინოდის წარმომადგენელს. არა უბრალოდ გენეტიკური კავშირი, არამედ საკუთრივ, ადმინისტრაციული კავშირი, თუ გნებავთ გუნდური კავშირი და შესაბამისად, ფინასურიც...“

ჯერ ერთი, რმე-ს არც ერთი მღვდელმთავარი არ წარმოადგენს უმე-ს მმართველი რომელიმე ორგანოს წევრს. ხოლო ის, რომ ორი უკრაინელი მღვდელმთავარი შედის რმე-ს წმინდა სინოდის შემადგენლობაში, ადასტურებს იმას, რომ არა რმე მონაწილეობს უმე-ს მართვაში, არამედ პირიქით.

მეორეც, უმე აბსოლუტურად დამოუკიდებელია რმე-გან ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ფინანსური, საკადრო და სხვა კუთხით. ეს ჩაწერილია საწესდებო დოკუმენტებში და დასტურდება პრაქტიკით.

რ. პავლენკო: „პეტრე პოროშენკოს დროს ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ არ ყოფილიყო რომელიმე ეკლესია- ფავორიტი...“

უბრალოდ გვსურს გავშალოთ ხელები და ვიკითხოთ გაკვირვებით: და ვინ აცხადებდა მუდმივად, რომ მეუ არის სახელმწიფოს საფუძველი და დამოუკიდებლობის პირობა? ვინ აცხადებდა და აცხადებს ამ დრომდე მეუ-ს სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე? ვინ ავლენს ამ მხარდაჭერას ყოველმხრივ? ვინ დადიოდა ფანარიონზე მეუ-ს შექმნის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად? ვინ გადასცა ფანარიოტებს ამის გამო კიევის წმინდა ანდრიას ტაძარი. ბოლოსდაბოლოს, ტომოსში ვინაა დასახელებული მის მიმღებად? თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებთ, ეს პეტრე პოროშენკოა.

მეუ-ს შექმნის თაობაზე

რ. პავლენკო: „ის (პატრიარქი ბართლომე - რედ.) ძალიან კეთილი და ბრძენი ადამიანია. ის ძალიან გულღიაა და უბრალო ურთიერთობაში. არანაირი მინიშნებაც კი რაიმე მოსყიდვაზე ან მსგავსზე, არ გაჟღერებულა და არც შეიძლება გაჟღერებულიყო. ეს იყო მისი გადაწყვეტილება (ტომოსის გადაცემა - რედ.), რომელიც ნაკარნახევია სიყვარულით უკრაინელი ხალხის მიმართ...“

ჯერ ერთი, 2018 წელს, როცა პირველად დაიწყო საუბარი მეუ-ს შექმნაზე, უმე-ს ასობით ათასმა მორწმუნემ ფანარიონს მიმართა თხოვნით არ ჩარეულიყო უკრაინის საეკლესიო საკითხში. მაშინ ფანარიონზე მამებს მიჰქონდათ ჩანთები, რომლებშიც 420 ათასზე მეტი მსგავსი მიმართვა იყო. ეს ხომ არაა უკრაინელი ხალხის ნება? მსგავსი არაფერი ყოფილა განხეთქილებაში მყოფთა მხრიდან.

მეორეც, ტომოსის რა შედეგი ვიხილეთ? უმე-ს მიტაცებული ტაძრები, ნაცემი მრევლი და მღვლდები... და ეს ყველაფერი პატრიარქ ბართლომეს მოქმედებების შედეგად. რა, ეს ასეთი სიყვარულია?

რ. პავლენკო: „პოროშენკოს არ უნდა მიეცა რაიმე პირობა და ვერც შეძლებდა ამის მიცემას მისთვის (ფილარეტ დენისენკოსთვის -რედ.): არც თანამდებობის შენარჩუნება, არანაირი მსგავსი გარანტია, რადგანაც ეს ეკლესიის შიდა საკითხებია...“

აი, თავად ფილარეტ დენისენკო დაუღალავად საუბრობს იმაზე, რომ დაპირებას ადგილი ჰქონდა და ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ის მართალია. ფილარეტი ვერ გაბედავდა  კიევის პატრიარქატის გაუქმებას, რომ არ ჰქონოდა შემდგომში, ახალ სტრუქტურაში მართვის იმედი.

რ. პავლენკო: „მე მომიწია შეხვედრა ბევრი სხვა ეკლესიის წარმომადგენელთან და ყველა მათგანი სვამდა სამ კითხვას: „პირველი - რატომ არაა უმე მს უკრაინის ეკლესია?... ხომ არ დაიწყება ომი?... არა, არ დაიწყება. ხომ არ დაიწყებთ იმ ეკლესიაში, რომელიც უნდა ვაღიაროთ (მეუ- რედ.) წარსულის საკითხების, წარსული პოზიციების და წარსულიდან ადამიანების წინ წამოწევას...“

ჯერ ერთი, ავტოკეფალური ეკლესიების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და ამ დრომდე ხვდებიან, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ცნო მეუ, რომ უმე  ჭეშმარიტად არის უკრაინის ეკლესია.

მეორე, ტაძრების მასობრივი დაკავება და ძალადობა მორწმუნეებზე - ეს ჯერ კიდევ არაა ომი, მაგრამ ძალიან ახლოსაა მასთან და პავლენკოს თანამოსაუბრეები ამას ხვდებოდნენ.

მესამე, პავლენკომ და მეუ-ს სხვა შემქმნელებმა მოატყუეს თანამოსაუბრეები, რადგანაც სიანმდვილეში, მეუ-ში „ ადამიანები წარსულიდან“ მოიყვანეს.

და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დუმს პავლენკო, მაგრამ რომელიც უდაოდ დაისმებოდა - „ქიროტონიების“ არანამდვილობის საკითხი. მასზე პასუხის გაცემა არ შეუძლია არა მხოლოდ რ. პავლენკოს, არამედ პატრიარქ ბართლომესაც: საიდან გაუჩნდათ განხეთქილებაში მყოფებს მღვდელმსახურებისა და ეპისკოპოსობის მადლი?

კორესპონდენტი: „პეტრე ალექსეევიჩის როლი... იქ იყო სპიკერი პარუბი, იყავით თქვენ.. მიიღეთ  მონაწილეობა ამ მოლაპარაკების პროცესში თუ აკვირდებოდით იმას, თუ როგორ ცდილობდნენ წმინდა მამები არ შეხებოდნენ ერთმანეთს?

რ. პავლენკო: „ზოგჯერ წმინდა მამებს უნდა მისცე შესაძლებლობა შეთანხმდნენ ერთმანეთში, მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის საშუალება“.

ერთი სიტყვით, რ. პავლენკომ დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ აძლევდა განხეთქილებაში მყოფ „მღვდელმთავრებს“ „პროცესის ჩაშლის“ შესაძლებლობას. მან დიპლომატიურად განაცხადა ეს. იმავე „კრების“ სხვა მონაწილეები, მაგალითად, ფილარეტ დენისენკო ან სიმფეროპოლისა და ყირიმის „მიტროპოლიტი“ კლიმენტ კუშცი ყვებოდნენ, რომ ხელისუფლება იმდენად მკაცრად აკონტროლებდა „გამაერთიანებელ კრებას“, რომ როცა „მღვდელმთავრებმა“ იჩხუბეს და კრება პრაქტიკულად ჩაიშალა, პოროშენკომ გასცა ბრძანება დაეკეტათ „ბორისპოლის“ აეროპორტი, რათა არ გაფრენილიყვნენ ბერძენი „ეგზარქოსები“, რომლებიც უკრაინაში პატრიარქმა ბართლომემ გამოგზავნა.

კორესპონდენტი: „რა არის ის გამოწვევები, რომელსაც ამჟამად ყურადღება უნდა მიაქციოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ?“

რ. პავლენკო:  „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელისუფლება ყველა დონეზე უნდა ასრულებდეს კანონს, უნდა ახორციელებდეს თემთა ნების რეალიზაციის პროცედურას, რომელთაც სურთ შეუერთდნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, შეწყვიტონ ამისთვის ხელის შეშლა იმ იმედით, რომ უკრაინაში ოდესმე იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ ყველფერს უკან დააბრუნებს...“

ფაქტიურად, რ. პავლენკომ აღიარა, რომ ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე, არავინ არ გადავა მეუ-ში. ის, რასაც წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ კანონის აღსრულებას, სინამდვილეში არის მეუ-ში საეკლესიო თემების უკანონო გადაყვანა, რასაც ძირითადად, ასევე თან ახლავს ტაძრების ძალისმიერი დაკავება. ეს რეიდერული სქემა ყველასთვის ცნობილია: რელიგიური თემის ნაცვლად ტარდება ტერიტორიული თემის კრება, რომელზეც ხდება უკანონო გადაწყვეტილების მიღება რელიგიური თემის მეუ-ში გადასვლის თაობაზე.

იმ მცირედმა თემმა, რომელსაც მართლაც სურდა მეუ-თან გაერთიანება, ეს სრულიად თავისუფლად გააკეთა. მათთვის არავის შეუქმნია დაბრკოლება არც ჩინოვნიკების, არც უმე-ს მხრიდან.

 დასასრულს, ცოტაოდენი იუმორი

კორესპონდენტმა რ. პავლენკოს დაუსვა სრულიად ლოგიკური კითხვა: თუ პოროშენკომ ფანარიონზე მოიპოვა ტომოსი და ამით უკრაინელი ხალხის საწადელს მიაღწია, მაშინ რატომ არ მისცა არჩევნებზე ხმა ამ  „გაკეთილშობილებულმა“ ხალხმა პოროშენკოს?

რ. პავლენკოს პასუხი არის შემდეგი - იმიტომ, რომ ეს არა პოლიტიკური, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. და ხელისუფლების მეუ-თან დამოკიდებულების მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ფრაზა ნამდვილად არის გონებამახვილური. და ის განსაკუთრებით ფასეულია იმითაც, რომ პავლენკომ ის სრულიად სერიოზული სახით წარმოთქვა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus