არმოვირი 2.0: ხელისუფლებისა და მეუ-ს ჩახუტება სულ უფრო ძლიერად

ვლადიმერ ზელენსკი უფრო და უფრო ემხრობა მეუ-ს.ფოტო: СПЖ

„პოროშენკოსეულ“ ნაბიჯებს დგამს მეუ-ს მხარდასაჭერად. რატომ აკეთებს ის ამას და რა გველოდება მომავალში?

2021 წლის 6 მარტს ფანარიონზე შედგა „ხალხის მსახურთა“ დელეგაციის ვიზიტი, სადაც მათ პატრიარქ ბართლომეს მიულოცეს დაბადების დღე პრეზიდენტისა და სერგეი დუმენკოს სახელით, და ასევე ოფიციალურად მიიწვიეს უკრაინაში.

ამ მოგზაურობის კურატორი გახლდათ პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მოადგილე კირილ ტიმოშენკო, ხოლო დელეგაციის მეთაურად დაინიშნა „ხალხის მსახურთა“ ოდიოზური სახალხო დეპუტატი ბოგდან იარემენკო. ეს უკანასკნელი პარლამენტში მუშაობის მანძილზე მხოლოდ ხმამაღალი და სამარცხვინო სკანდალით დაგვამახსოვრდა, მაშინ როცა სესიის დროს ჟურნალისტებმა გადაიღეს მისი მიმოწერა მეძავთან. სახალხო დეპუტატი მაშინ შეეცადა ყველაფრის უარყოფას, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოიხადა ცოლის, შვილების, ამომრჩევლისა და პრეზიდენტის წინაშე. ბოდიშის მოუხედავად, მაშინ ფრაქციაში გადაწყდა, რომ იარემენკოს მორალური იერსახე არასაკმარისი სიმაღალისაა და ის გაანთავისუფლეს რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის მეთაურის პოსტიდან.

ამის მიუხედავად, სწორედ ბოგდან იარემენკოს დაავალეს დელეგაციის მეთაურობა და პატრიარქ ბართლომეს მიმართ სიტყვით გამოსვლა. სიტყვაში მან თავს უწოდა ფანარიონის მეთაურის შვილი, გამოხატა სიხარული, რომ „ხალხის მსახურთა“ სახალხო დეპუტატების რიცხვი დაემთხვა ქრისტეს მოციქულთა რიცხვს, განაცხადა, რომ ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ვიზიტი არის აუცილებელი, რადგანაც „რახან ჩვენი ხალხი  სულ უფრო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის“, აღიარა, რომ რეგულარულად განიხილავდა პატრიარქ ბართლომესთან „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გაერთიანების პერსპექტივებს“.

ერთი სიტყვით, იარემენკომ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ეჭვობდა - ამჟამინდელი უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს ფანარიონთან და მოცემულ საკითხში მოქმედებს, როგორც წინამორბედი ხელისუფლების  მემკვიდრე. ამის ბოლო დრომდე არ გვჯეროდა, რამდენადაც ვლადიმირ ზელენსკი და სერგეი დუმენკო ჯერ კიდევ გუშინ იდგნენ „ბარიკადების სხვადასხვა მხარეს“. არა იმ გაგებით, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი რამენაირად მტრობდა მეუ-ს, არა. უბრალოდ, ადრე ის მკაფიოდ აცხადებდა საკუთარ პოზიციას ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობასთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ მისი წინამორბედი და მთავარი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრე პოროშენკო უბრალოდ კი არ ერეოდა ეკლესიის საკითხებში - ეს ჩარევა მან მისი წინასაარჩევნო პროგრამის „ფიშკად“ აქცია.

მართალია, სანამ მეუ-თან წინამორბედი ხელისუფლების ურთიერთობები იმდენად დაძაბული არაა ქვეყანაში, როგორც პეტრე პოროშენკოსთან, პროგრესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იწყებოდა ზელენსკისა და დუმენკოს ურთიერთდამოკიდებულებები, შთამბეჭდავია, სხვათაშორის, მოდით, ყველაფერი გავიხსენოთ.

შენ გახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი...

2019 წლის გახაფხული უკრაინელებისთვის უბრალოდ წელიწადის დრო არ იყო. ეს იყო ქვეყნის გლობალური განახლების იმედის გაზაფხული. უკრაინას სურდა ცვლილებების ქარის დაბერვა, რომელიც გაფანტავდა ბოლო წლებში ქვეყანაში არსებულ მხუთავ, მომგუდავ ატმოსფეროს. საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზელენსკი პოროშენკოს წინააღმდეგ. უზარმაზარი სხვაობა (73% 24%-ის წინააღმდეგ), რომლითაც მსახიობმა წინამორბედი პრეზიდენტი დაამარცხა, ცხადყოფდა, რომ ის ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო წინამორბედ ხელისუფლებასთან, უკრაინელების უდიდეს უმრავლესობაში მხარდაჭერას ვერ პოულობდა. და საკითხი იმას როდი ეხებოდა, რომ ხალხი ბევრს მოელოდა ვლადიმირ ზელენსკისგან (ის იქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიკაში), უკრაინელებს უბრალოდ არ შეეძლოთ უკვე პოროშენკოს მმართველობისა  და იმის ატანა, რაც ამ მმართველობას უკავშირდებოდა.

ყველაფერი, რასაც წინამორბედი პრეზიდენტი ხალხს სთავაზობდა, თავსდებოდა ერთ, ერთადერთ ლოზუნგში, რომელსაც ხალხში „არმოვირი“ უწოდეს: „Армія! Мова! Віра!“ და კიდევ „Геть від Москви“ .

პოროშენკოს სარეკლამო ბანერი.

ამ ლოზუნგის ერთ-ერთი შემადგენელი ( „Віра!“ ) იყო მეუ. იმას, რომ ამ სტრუქტურის შექმნა ხდებოდა პეტრე პოროშენკოს წინასაარჩევნო საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულად არავინ მალავდა. ამის თაობაზე ღია ტექსტით ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე საუბრობდა პოროშენკოს პოლიტტექნოლოგი ტარას ბერეზოვეცი: „შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტექნოლოგიაა. და ეს სიმართლეა“.

2018 წლის 15 დეკემბერს მეუ-ს „გამაერთიანებელი კრების“ დროს კიევის სოფიის მოედანი ათასობით ადამიანით გაივსო, რომელთაც ერთნაირი უკრაინის დროშა ეჭირათ. ქალაქის მთელი ცენტრი ავტობუსებით გადაიჭედა, ხოლო მატარებლებს დამატებით ვაგონებს აბამდნენ „მორწმუნე“ ადამიანებით, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებდნენ თანხებს.

როცა ტომოსის მიღების შემდეგ პოროშენკო მასთან (და ეპიფანესთან) ერთად უკრაინის ქალაქებში მგზავრობდა მისი წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, არანაირი ეჭვი უკვე არ არსებობდა: პეტრე პოროშენკომ მეუ შექმნა ერთადერთი მიზნით - უზრუნველეყო გამარჯვება ახალი საპრეზიდენტო ვადით.

ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს (და მას შემდეგ)  მეუ-სა და სერგეი დუმენკოს მკაფიოდ წარმოგვიდგენდნენ, როგორც პეტრე პოროშენკოს გუნდის ნაწილს. სერგეი პეტროვიჩიც მისი თავის პოზიციონირებას ასე ახდენდა.

  • ის პოროშენკოსთან ერთად მგზავრობდა „ტომოს-ტურებში“ ( როგორც ჟურნალისტებმა უწოდეს უკრაინის ქალაქებში სააგიტაციო მგზავრობებს), სადაც პრაქტიკულად ასრულებდა უკრაინის პრეზიდენტის კანდიდატის  პოროშენკოს აგიტატორის ფუნქციებს.
  • ის გვარწმუნებდა, რომ ქვეყნის თავად „მხოლოდ პრეზიდენტ პოროშენკოს“ ხედავდა.
  • ის აცხადებდა, რომ პოროშენკოს სახელი ერთ რიგში დგას რუსეთის განმანათლებელ წმინდა მთავარ ვლადიმირთან ერთად.
  • ის ამტკიცებდა, რომ მისთვის პოროშენკო არის „ხელმძღვანელის მაგალითი“.

ეპიფანეს ჰქონდა ნაკლებად „მსუყე“ მინიშნებებიც, თუ ვინ უნდა აერჩიათ პრეზიდენტად - რომ არჩევნებზეა „ დამოკიდებული ჩვენი გამარჯვება ქვეყანა-აგრესორზე“, რომ უნდა ავირჩიოთ ის, „ვინც შეაკავებს დარტყმას“ და ა.შ. ყველა გზაზე იყო ბილბორდები, რომლებზეც დუმენკო გამოსახული იყო პოროშენკოს გვერდით და ტომოსის ტექსტით. ერთი სიტყვით, სერგეი პეტროვიჩი ყველაფერს აკეთებდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული და შეუძლებელსაც კი, რათა უკრაინის პრეზიდენტი კვლავ პეტრე ალექსეევიჩი გამხდარიყო.

პოროშენკოს და დუმენკოს სარეკლამო ბანერი.

პოროშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი გვამცნობდნენ, რომ მისი  შტაბი პირდაპირ აძლევდა ინსტრუქციას მეუ-ს ტაძრების „წინამღვრებს“ იმაში, თუ როგორ უნდა გაეწიათ აგიტაცია პეტრე ალექსეევიჩისთვის. კერძოდ, ამის თაობაზე აცხადებდა უმაღლესი რადას თავჯდომარის მოადგილე ოქსანა სიროიდი.

ამავდროულად, მეუ-ს წევრებმა და მომხრეებმა ზელენსკის წინააღმდეგ უბრალოდ ყბადაღებული კამპანია გააჩაღეს მის-ებსა და სოცქსელებში. უკრაინელებს ემუქრებოდნენ, რომ ზელენსკისთვის ხმის მიმცენი „დაიწვებიან ჯოჯოხეთის ალში“, მისგან მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას ტომოსის თერმოსთან შედარების ხუმრობისთვის, ყველანაირად შეურაცხყოფნდნენ მას და ეწეოდნენ აგიტაციას, რომ არ მიეცათ ხმა „კლოუნისთვის“.

თავად ეპიფანემ მისთვის ხელმისაწვდომ დიპლომატიურ ჩარჩოებში თქვა მისი „ფე“ ზელენსკის მხარეს,  შეურაცხმყოფელად განაცხადა რა, რომ მაინც ვერ მოისმინა მეუ-ს მხარდაჭერა მისგან: „სამწუხაროდ, პირადად არ მომისმენია კანდიდატის ბაგიდან, რომ ის მხარს უჭერს მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინაში. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ არა დაპირებებს, არამედ რეალურ საქმეებს, რომელიც ამ დრომდე გაკეთდა და მომავალში გაკეთდება“.

ერთი სიტყვით, სერგეი დუმენკო მეუ-თან ერთად იყო პეტრე პოროშენკოს პოლიტიკური გუნდის ნაწილი და მზად იყო მხოლოდ მოვლენების ერთი განვითარებისთვის - მისი პატრონის გამარჯვებისთვის.

ამიტომაც, ხელისუფლებაში ვლადიმირ ზელენსკის მოსვლის შემდეგ სერგეი პეტროვიჩი სრულ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. მისი სიუზერენი მოულოდნელად აღმოჩნდა თამაშგარეთ, ამასთან საკმაოდ ბუნდოვანი პერსპერქტივით, რომელიც ჩამოყალიბებული იყო ცნობილ „весна прийде – саджати будемо“ -ში. სერგეი პეტროვიჩი აშკარად შეშფოთებული ჩანდა. პირველივე ტურის შემდეგ, როცა ცხადი გახდა, რომ პოროშენკოს შანსები არ ჰქონდა, მეუ-ს მეთაურმა იჩქარა მისი პატრონისგან დისტანცირება და გვამცნო, რომ ის პეტრე ალექსეევიჩს „პრაქტიკულად არ ხვდება“, ხოლო მისი სტრუქტურა არ უწევს აგიტაციას პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მისი მფარველის სრული მარცხის შემდეგ დუმენკომ არ იცოდა, რა ეთქვა და რა მოემოქმედა. სიტუაცია კომიკურს ემსგავსებოდა.

2019 წლის მაისში ვლადიმირ ზელენსკიმ რელიგიურ ლიდერებს სთხოვა ყირიმისა და დონბასისთვის „მშვიდობის გზავნილის“ რგოლში მონაწილეობის მიღება. თანხმობა განაცხადა ყველამ, უმე-ს „ულტრაპატრიოტულმა“ მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმაც კი. სერგეი პეტროვიჩმა ხანგრძლივი განსჯისა და მეტანიის შემდეგ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე, რამდენადაც მას შესთავაზეს ტექსტის წარმოთქმა იმის თაობაზე, რომ „საჭიროა ავტომატებისა და ზარბაზნების ენით საუბრის შეწყვეტა“. ის განიცდიდა, რომ მისი ასეთი სიტყვები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც მოწოდება დონბასში სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. იმაზე, რომ „ეკლესიის მეთაურისთვის“ მშვიდობისკენ მოწოდება ქვეყანაში უნდა იყოს მისი გულის მგზნებარე სურვილი, როგორც ჩანს, ეპიფანე  არც კი დაფიქრებულა.

ახალი პრეზიდენტის პიროვნებაც ხომ, ძველისგან განსხვავებით, მისთვის სრული გამოცანა იყო. პოროშენკოსთან ყველაფერი მარტივი და გასაგები იყო - დუმენკო ახმოვანებს ყველაფერს, რასაც მისგან მოითხოვენ, პასუხად მეუ ხელისუფლების სრულ მხარდაჭერას იღებს ყველა საკითხზე. ახლა კი? მაგალითად, რას ნიშნავდა ზელენსკის ეს ამოუცნობი ფრაზა: „ნუ მეძებთ ეკლესიაში. უფალი ეძებეთ!“? რატომ არ დადის „ღვთისმსახურებაზე“ ეს უცნაური ადამიანი, რატომ არ იღებს ერთობლივ ფოტოებს, უარს ამბობს ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე?

სერგეი პეტრეს ძე დუმენკო ყოველივე ამის გაგებას ვერ ახერხებდა. იგრძნობოდა, რომ ის შინაგანად იტანჯებოდა, მითუმეტეს, რომ „გლობალური გადასვლები“ მეუ-დან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში უცებ მკვეთრად შემცირდა. რა უცნაურად დაემთხვა - წავიდა უწინდელი ხელისუფლება და გაქრა უმე-ს თემში სურვილი გადასულიყვნენ დუმენკოს სტრუქტურაში.

დრო გადიოდა. როცა გასაგები გახდა, რომ არანაირ გაზაფხულზე, არავინ არ აპირებდა ვინმეს დაკავებას, მეუ-ს მეთაური გათამამდა კიდეც და თავის წარმოჩინება დაიწყო, როგორც ხელისუფლების ოპონენტმა, ფრთხილი კრიტიკული თეზისების გამოხატვით.

კერძოდ, ეპიფანე ჩიოდა, რომ სახელმწიფოს საოლქო ადმინისტრაციების დონეზე „არა აქვს სურვილი განახორციელოს თემების ხელახალი რეგისტრაცია“, რომლებმაც „გამოხატეს სურვილი“ გადასულიყვნენ მის სტრუქტურაში. დუმენკოს სიტყვებით, „ეს გარკვეულწილად უკუნაჩვენებია, უკანონოა. ყველამ უნდა იმოქმედოს იმ კანონის ფარგლებში, რომელიც უკრაინის სახელმწიფოში მოქმედებს“. ამასთან, თავად დუმეკო მაშინ ყვებოდა, რომ მიტაცების და უკანონო რეგისტრაციების შემთხვევებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა.

აჰა, ნუთუ? როცა პოროშენკოს დროს ხელისუფლება სოფლის საბჭოებსა და კლუბებში უყრიდა თავს მთელს სოფელს, მათ შორის, ბაპტისტებს, უნიატებსა და ათეისტებს და იქ ატარებდა „რელიგიური თემის კრებას“, შემდეგ კი ამტვრევდა ტაძრის კარებს, აგდებდა იქედან მრევლს - ეს კანონიერი იყო. ხოლო, როცა ახალი ხელისუფლება არ ჩქარობდა ამის ლეგალიზებას - ყველაფერი უკანონობად იქცა.

„წინამორბედი ხელისუფლება  უფრო პასუხისმგებლობით უდგებოდა ეკლესიას, ახლა კი... ადგილზე ზოგჯერ არაა ასეთი ხელშეწყობა და გარკვეული დახმარება“ - ჩიოდა სერგეი დუმენკო.

დასავლეთი დაგვეხმარება

მოკლედ, მალე სიტუაცია მეუ-თვის გაუმჯობესდა. რთულად, მაგრამ სახელმწიფო მანქანა კვლავ შემოტრიალდა მეუ-ს მხარეს. ასეთი შემობრუნების ათვლის სერიოზულ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ს ტრამპის მთავრობის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურის მაიკლ პომპეოს ვიზიტი, რომელიც 2020 წლის იანვარში შედგა. პომპეო შეხვდა დუმენკოს და მასთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ აშშ-  „წამყვანი პარტნიორია“ ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის. ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვისაც.

„პომპეოს სიტყვები არის იმის ფორმალური სიმბოლო, რომ აშშ მხარს უჭერს მეუ-ს. უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის ეს ასევე არის სიგნალი მოქმედებისთვის: თუ გსურთ ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა - უნდა დაუჭიროთ მხარი ახალ საეკლესიო სტრუქტურას უკრაინიაში“, -განმარტა მაშინ პოლიტოლოგმა რუსლან ბორტნიკმა.

2020 წლის გაზაფხულმა  და ზაფხულმა განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე ჩაიარა, ხოლო შემოდგომაზე მთელი მსოფლიო (განსაკუთრებით კი, უკრაინა) ელოდა საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში. დაიწყო აქტიური მოვლენებიც მეუს-თან ხელისუფლების ურთიერთობებში.

იურაში - ფრინველი ფენიქსი

მეუ-ს მიმართ ახალი ხელისუფლების შემობრუნებაში სერიოზული როლი ითამაშა ანდრეი იურაშმა - ძალიან ფასეულმა კადრმა პეტრე პოროშენკოს გუნდიდან, კულტურის სამინისტროს რელიგიებისა და ნაციონალობების საქმეთა დეპარტამენტის დიდი ხნის მეთაურმა. მისი წვლილი მეუ-ს ჩამოყალიბებაში შეუძლებელია გადაფასდეს. სწორედ მისი შუამდგომლობით მოახერხა მეუ-მ რეგისტრაცია უმე-ს სახელით,  ის ყველანაირად უშლიდა ხელს უმე-ს მონასტრებისა და ეპარქიების წესდების რეგისტრაციას,  გამოდიოდა ექსპერტად უუს-ს მიერ უმე-ს მღვდლების დევნის საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, იურაში აწარმოებდა დასმენებს.

ნეჟინისა და პრილუკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა მასზე ასე განაცხადა: „იურაში უსირცხვილოდ აჟღერებდა მოწოდებებს, რომელიც მიმართული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დამცირებისკენ. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა მორწმუნეთა ფიზიკურ  ძალადობას. მისი დეპარტამენტი ბლოკავდა უმე-ს თემთა რეგისტრაციის შესაძლებლობას, რომელიც მუდმივად იქმნებოდა ჩვენს ეკლესიაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოქმედებები სასამართლოში გასაჩივრდა, სასამართლო დავები წლებია გრძელდება და კულტურის სამინისტორ თავის პოლიტიკას აგრძელებს“.

2019 წელს იურაშის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტი გააუქმეს. თუმცა, ის თავგანწირვით იბრძოდა სტრუქტურის მეთაურის პოსტისთვის, რომელიც მისი შემცვლელი გახდა - ეთნოპოლიტიკსა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის - მეთაურის პოსტისთვის. იბრძოდა, მაგრამ დამარცხდა ელენა ბოგდანთან. ანდრეი ვასილევიჩმა სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა გამარჯვებულზე, თუმცა წარუმატებლად.

თითქოსდა, ანდრეი იურაში „ჩამოგდებული მფრინავიაო“ და მალე ის დავიწყებას მიეცემა უკრაინაშიო. თუმცა, ეს სულაც არ ახდა.

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ იურაშისა და მისი გუნდისთვის რელიგიების საქმის დეპარტამენტიდან შექმნეს ახალი სტრუქტურა, ამასთან არა სადმე, არამედ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან. ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც პოროშენკოს დროს იყო მეუ-სა და ხელისუფლებას შორის მთავარი შუამავალი, ზელენსკისთან მან კიდევ უფრო უფლებამოსილება მიიღო, ვიდრე ადრე. ეს იყო სერიოზული სიგნალი, ზარი, რომელიც გვატყობინებდა, რომ საეკლესიო საკითხში ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა.

ძველი პატრიარქი და ახალი პრეზიდენტი: ასეთი მოულოდნელი სიყვარული

2019 წლის 8 აგვისტოს ვლადიმირ ზელენსკი ფანარიონს ესტუმრა და პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. შეხვედრის შედეგებით სკანდალი მომწიფდა. პრეზიდენტმა უარი თქვა ხელი მოეწერა ფანარიონის მეთაურთან ერთად ერთობლივ დოკუმენტზე, რომელიც ფანარიონზე მომზადდა  საგარეო საქმეთა სამინისტროსთან (პოროშენკოს ძველი კადრები) თანამშრომლობით. ფანარიოტებმა გამოხატეს შეურაცხოფის შემცველი გაკვირვება, დოკუმენტში „არაფერი ისეთი“ არ იყოო. პრეზიდენტის ოფისში უარი განაცხადეს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარზე.

რთული არაა იმის ვარაუდი , რომ ზელენსკი  არ წავიდოდა სკანდალზე, რომ არ ყოფილიყო დოკუმენტში მისთვის (და უკრაინისთვის) მიუღებელი პუნქტები. მთლიანობაში, დამეთანხმებით, რომ მოცემული ინციდენტი არაა საუკეთესო სტარტი ვლადიმირ ალექსანდროვიჩის პატრიარქ ბართლომესთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის.

მითუმეტეს მოულოდნელი გახდა ზელენსკის ფანარიონზე შემდგომი ვიზიტი 2020 წლის ოქტომბერში. უფრო სწორედ, მოულოდნელი გახდა მისი ატმოსფერო. პრეზიდენტი წირვას დაესწრო, მადლობა გადაუხადა პატრიარქ ბართლომეს „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობის პირადი, უპირობო მხარდაჭერისთვის“ და რაც მთავარია, მიიწვია ის კიევში.

პატრიარქი ბართლომე და ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: BBC

ერთი თვის შემდეგ ფანარიონს ესტუმრა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი. თუ ზელენსკი თავის ფორმულირებებში მეუ-თან და ფანარიონთან მიმართებაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიპლომატიური იყო, შმიგალი პატრიარქ ბართლომესთან უკვე იმ სტილში აკეთებდა განმარტებებს, როგორც პოროშენკო, სპიკერი ანდრეი პარუბი და წინამორბედი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე ტომოსის გამოცხადებისთვის და სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების მიერ მისი აღიარების პროცესის მხარდაჭერის გამო“.

თითქოსდა, რა საქმე აქვს საერო სახელმწიფოს ჩინოვნიკს, სადაც კონსტიტუციით ხელისუფლება ვალდებულია თანასწორად მიუდგეს ყველა კონფესიას, მეუ-ს ტომოსთან და მის აღიარებასთან? თუმცა, შმიგალი ისე საუბრობს, თითქოს მეუ იყოს სახელმწიფო აპარატის ნაწილი, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს ხელისფულებამ და წინ წასწიოს. უფრო მეტიც - მან ოფიციალურად განუცხადა ფანარიონის მეთაურს, რომ სახელმწიფო აფინანსებს მეუ-ს! არაოფიციალურად კი (როგორც შეგვატყობინეს მჟკ-ს წყაროებმა მინისტრთა კაბინეტში) შმიგალმა პირობა მისცა პატრიარქ ბართლომეს, რომ ხელისუფლება უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლსა და ტაძრებს „გადაიყვანს“ მეუ-ში, უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ პირადად გაუწევს კურირებას აღნიშნულ საქმიანობას.

ამიტომაც, როცა ანდრეი იურაშმა გამოთქვა აზრი, რომ შმიგალის ვიზიტი არის ნიშანი, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა ფანარიონთან წინამორბედი ხელისუფლების შეთანხმება, არავის გაკვირვებია ეს ფაქტი. იურაშმა იცოდა, რაზეც საუბრობდა.

ამ კურსთან სრულ ჰარმონიაში მოქმედებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. პრაქტიკულად ყველა თვეს ჩვენ ვხედავთ მეუ-ს ღია პროპაგანდას ჩვენი დიპლომატების მიერ. ისრაელში უკრაინის ელჩი რეგულარულად ცდილობს იერუსალიმის პატრიარქთან „მეუ-ს განვითარებას“, ელჩი სერბეთში აჟღერებს სერგეი დუმენკოს „ძმურ მილოცვებს“ პატრიარქ პროფირეს მისამართით, ელჩი ჩერნოგორიაში აცხადებს, რომ „ავტოკეფალიური უმე-ს ერთადერთ წინამძღოლს“ წარმოადგენს ეპიფანე დუმენკო, ხოლო თურქეთში ჩვენს ელჩზე საუბარიც ზედმეტია. ის იქ პოროშენკოს დროიდან აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ტომოსის თაობაზე.

ამ ჭრილში ფანარიონზე „ხალხის მსახურთა“ 12 სახალხო დეპუტატის ვიზიტი სავსებით ლოგიკურია. ზელენსკიმ გადაწყვიტა იმავე მიმართულებით სიარული, რა მიმართულებითაც პოროშენკო მოძრაობდა. მაგრამ რატომ? სავსებით ნათელია, რომ ასეთი ქმედებები ურთიერთსაპირისპიროა.

ხელისუფლების შერწყმა მეუ-თან და კანონი: რატომაა ეს შეუთავსებელი?

ჩვენ გვახსოვს ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მას შემდეგ. ეს იყო პოროშენკოს სრული ანტიპოდი - ის ტოვებდა პატიოსანი, ღია და გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, რათა სრულად შეცვალოს ქვეყანა: შეაჩეროს ომი, აღმოფხვრას მტრობა და სიძულვილი, ჩასვას ციხეში დამნაშავეები და კორუფცია ალაგმოს. თუმცა, ჯერ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უფრო მეტიც, ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ სვლას საპირისპირო მიმართულებით: „სასამართლოსა და გამოძიების გარეშე“ ხურავენ ტელეარხებს, წნეხის ქვეშ ამყოფებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ა.შ.

ამ ფონზე სრულიად ლოგიკურია (სამწუხაროდ), რომ ხელისუფლება ვერ ხედავს ისეთ „წვრილმანს“, როგორიცაა კონსტიტუციის დარღვევა საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით.

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში ამ საკითხზე შემდეგი განაცხადეს: „კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ძირითადი კანონის - უკრაინის კონსტიტუციისდარღვევებს. ასე, მაგალითად, უკ-ს მუხ. 35 -ში გათვალისწინებულია, რომ ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში სახელმწიფოსგან გამიჯნულია. ამასთან, ბ.ვ. იარამენკომ დაუშვა რა უხეში ჩარევა ეკლესიისა და უკრაინის რელიგიური ორგანიზაციის საქმეებში, კომპეტენციისა და უფლებამოსილებების არარსებობისას, უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მოქალაქეების სახელით მიმართა პატრიარქ ბართლომეს და ოფიციალურად მიიწვია ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ზეიმზე“.

გარდა ამისა, სახალხო დეპუტატების ქმედებებში იურისტებმა დაინახეს სისხლის ამართლის დარღვევის ნიშნები, კერძოდ, „სახელისუფლებო უფლებამოსილებების თვითნებური მინიჭება (უკრაინის სსკ მუხ.35, ნაწ.1) და მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით (უკრაინის სსკ მუხ.161, ნაწ. 3).

სინამდვილეში, სახეზეა არა მხოლოდ კონსტიტუციის ღია დარღვევა, არამედ ქვეყნის რიგი სხვა საკანონმდებლო აქტებისაც. ვინმე მიაქცევს კი ყურადღებას ასეთ „წვრილმანებს“? ხელისუფლებისთვის ხომ სასწორზე მაღალი ფსონი დევს. რა?

რისთვის სჭირდება ეს ზელენსკის?

„უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა მჟკ-ს განუცხადა, რომ ზელენსკის ახალ ხაზს „საეკლესიო საკითხში“ გააჩნია მკაფიო განმარტება - აშშ-ს ახალი ხელმძღვანელობის სიმპათიის ძიება.

„მეუ-ს მომხრეთა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთა ჯგუფი არის კირილ ტიმოშენკო (პო-ს მეთაურის მოადგილე - რედ.), რომელიც იმედოვნებს აშშ-თან ურთიერთობის აგებას მეუ-ს მეშვეობით - ის ეწვია ბართლომეს, ამდენად აჩვენა მისი პოლიტიკური პოზიცია, ეცადა ლოიალობის დემონსტრირებას და ბართლომეს მეშვეობით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას“ - განაცხადა ექსპერტმა.

ბორტნიკის ვერსია სიმართლეს ჰგავს. გავიხსენოთ, რომ ზელენსკის ბოლო ვიზიტი ფანარიონზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა ცხადი გახდა, რომ ჯო ბაიდენი უგებდა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში. ბოლო წლებში კი უკრაინის კავშირები  „ამერიკელ მეგობრებთან“  უტყუარია. ვლადიმირ ზელენსკის უბრალოდ ჯო ბაიდენის მხარდაჭერა სჭირდება. და რატომ არ უნდა მოხდეს ის პატრიარქ ბართლომეს მეშვეობით, მისი მეგობრობა აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან ხომ საყოველთაოდ ცნობილია.

საკმარისია გავიხსენოთ ბაიდენის სიტყვები, რომ ფანარიონის მეთაური „ქრისტეს ჰგავს“. როგორც ფანარიოტები ამტკიცებენ,  ჯო ბაიდენი „ძალიან ერთგულია და მეგობრობს ბერძნულ-რომაულ საზოგადოებასთან“. ეს გამოვლინდა იმაში, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს უყვარს, როცა თავს „ბაიდენოპოლუსს“ უწოდებს.

თავის მხრივ, ფანარიონის მეთაურს ბაიდენის მხარდაჭერის იმედი აქვს. ის დელიკატურად დუმს, როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი მორიგ განცხადებას აკეთებს ლგბტ-ს ან აბორტების მხარდაჭერაზე და აქტიურად უჭერს მხარს ნაკლებად არაერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

როგორც ჩანს, ვლადიმირ ზელენსკის „საეკლესიო ევოლუცია“ აიხსნება სწორედ „ამერიკელი პარტნიორების“ მეგობრობის ძიებით. თუმცა, რა შეიძლება პატრიარქმა ბართლომემ მოითხოვოს მისი „საშუამავლო მომსახურების“ სანაცვლოდ? რუსლან ბორტნიკი ამტკიცებს, რომ კიევში გასამართ შეხვედრაზე ზელენსკისა და პატრიარქ ბართლომეს შორის „შეიძლება განხილულ იქნეს საკითხები, რომელიც ეხება უკრაინაში ფანარიონის საკუთრებას და ერთობლივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნება მეუ-ს გაძლიერებასა და უმე-ს გავლენის შემცირებაზე“.

კონსტანტინე ბონდარენკოს აზრით, პატრიარქი ბართლომე ზელენსკისგან სრულად მოითხოვს „პოროშენკოს დროს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებას“.

როგორ უნდა მიიღონ ეს უმე-ს მორწმუნეებმა?

რასაკვირველია, ეკლესიის ძალიან ბევრი წევრი საკმაოდ მტკივნეულად განიცდის ვლადიმიერ ზელენსკის მსგავს „საეკლესიო ტრანსფორმაციას“. მორწმუნეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა მას, იმ იმედით, რომ ახალი პრეზიდენტის მოსვლით პოროშენკოსეული დევნა წარსულს ჩაბარდებოდა. მათი იმედები გარკვეულწილად გამართლდა. თუმცა, მცირე ხნით. ღირს კი ამის გამო დარდი? რასაკვრიველია, არა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა გლობალურადაა ეს სამყარო მოწყობილი და რეალურად ვინ იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ: დღეს თუ ათასი წლის წინ, ვინ იომებს მასთან საუკუნის დასასრულამდე. დევნილი ეკლესია ნორმალურია. ასე იყო ყოველთვის, არის და იქნება.

მოჩვენებითი სიძლიერის მიუხედავად, პოლიტიკოსები და პრეზიდენტები მხოლოდ მარიონეტები არიან გაცილებით უფრო ძლიერი ძალის ხელში. ამიტომაც, კვლავაც და კვლავაც გავიხსენოთ ფსალმუნის ცნობილი სტრიქონი: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე“.

მთავარი სიტყვები, რაც უნდა გვახსოვდეს კიდევ უფრო ცნობილია: „«ჩვენთან არის ღმერთი, გააჩერეთ ენები და დაემორჩილეთ,როცა ჩვენთან ღმერთია».

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus