როგორ იცავს მართლმადიდებლობას მისი „მოწინავე ქომაგი“?

მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე პატრიარქ ბართლომეს შეფასებისას ტრაგიკულად შეცდა. ფოტო: СПЖ

ფანარიონის მეთაურმა აშშ-ში ელპიდოფორმა პატრიარქ ბართოლომეოს „მართლმადიდებლობის მოწინავე დამცველი“ უწოდა. ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ის ასეთს? გავაანალიზოთ ეს სტატიაში.

2021 წლის 5 თებერვალს აშშ-ში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა პატრიარქ ბართოლომეოს „მართლმადიდებლობის მოწინავე დამცველი“ უწოდა.

დამეთანხმებით, რომ სიტყვათშეთანხმება „მართლმადიდებლობის წამყვანი დამცველი“ ხმამაღლა ჟღერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივე ფაქტებით უნდა დადასტურდეს. არქიეპისკოპოს ელპიდოფორს არავითარი ფაქტები არ მოუყვანია, ამიტომაც იძულებული ვართ ის ჩვენ თვითონ ვეძებოთ.

მართლმადიდებლობა შეიძლება და უნდა დავიცვათ, მინიმუმ ოთხი მიმართულებით - ერესისგან, განხეთქილებისგან, უცხო რჯულისაგან და ქრისტიანებზე ცოდვის დამღუპველი გავლენისგან. ამიტომაც, მოდით ვნახოთ, თუ როგორ მოქმედებს ფანარიონი თითოეული ამ მიმართულებით.

დაცვა ერესისგან

 ბოლო წლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ძალიან გაააქტიურა თავისი მცდელობები გაერთიანებულიყო კათოლიკეებთან. რკე-ს წარმომადგენლებთან ხშირი შეხვედრების დროს, ფანარიონის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა სიტყვები „ათასწლოვანი განხეთქილების დაძლევის“ აუცილებლობისა და ევქარისტულ ურთიერთობაში შესვლის თაობაზე. ამასთან, როგორც ჩანს ფანარიონი ვერ ხედავს სერიოზულ საღვთისმეტყველო დაბრკოლებებს კათოლიკებთან ერთობლივი ლიტურგიისთვის. მაგალითად, ათონზე თავისი ბოლო ვიზიტის დროს ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და კათოლიკებს შორის არსებობს მხოლოდ ისტორიული უთანხმოება, მაგრამ არა დოგმატური განსხვავებები. ასეთი პოზიცია საშუალებას აძლევს მას სრულიად მშვიდად აღავლინოს ერთობლივი ლოცვები კათოლიკური იერარქიის წარმომადგენლებთან, ხოლო სხვადასხვა ეკუმენურ შეხვედრაზე მრავალრიცხოვანი გამოსვლების დროს - ჩუმად იყოს დოგმატური ხასიათის საკითხებზე.

ამავე დროს, ჯე კიდევ 1995 წლის 29 ივნისს წმინდა მოციქულ პეტრეს სახელობის ტაძარში პატრიარქ ბართოლომეო I თანდასწრებით რომის პაპმა იოანე პავლე II თავის ქადაგებაში გამოთქვა სურვილი, რომ განმარტება მისცემოდა „ტრადიციულ სწავლებას Filioque-ს შესახებ“. აი, თითქოსდა ბრწყინვალე შესაძლებლობა პირდაპირ, იმწამსვე გამოსულიყო პატრიარქი ბართოლომეო ასეთი განმარტებით! მითუმეტეს, რომ მართლმადიდებლური შეფასებას მოძღვრებას ფილიოვკის შესახებ მიეცა დოკუმენტში სახელწოდებით: 1848 წლის „მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ აღმოსავლეთ პატრიარქების საერთო გზავნილი“, სადაც ნათქვამია, რომ „ერთიანი, წმინდა, სამოციქულო და კათოლიკე ეკლესია წმინდა მამების მიხედვით... ერთხმად აცხადებს, რომ ეს ახალშემოღებული აზრი,  თითქოსდა სულიწმიდა ამოდის მამადან და ძიდან არის წმინდა წყლის ერესი და მისი მიმდევრები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არიან ერეტიკოსები... მათგან შემდგარ საზოგადოება შეადგენს ერეტიკული საზოგადოების არსს და  მათთან  სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებელი შვილების ნებისმიერი სასულიერო ღვთისმსახურება არის უკანონო“.

იცის თუ არა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ პატრიარქმა ბართოლომეომ? უდაოდ, იცის. იცის თუ არა მან, რომ სწორედ ფილიოკვე გახდა მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის განხეთქილების მიზეზი? დიახ.

ფანარიონის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი დამცველი მიტროპოლიტი იეროფეი (ვლახოსი) არის ადამიანი, რომელიც მოცემულ მომენტში აქტიურად ამუშავებს მოძღვრებას „თანასწორთა გარეშე პირველთა შესახებ“, ხაზს უსვამს რა, რომ ძველად „1054 წლის სქიზმას შემდეგ „ეკლესიების“ გაერთიანებისთვის ყველა მცდელობას მთავარ საკითხად ჰქონდა დაყენებული Filioque-ს ერესი, ხოლო მართლმადიდებელთა ყველანაირი მისწრაფება დაეხლოვებინათ ლათინები მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან, გზად ხვდებოდა წინაღობას Filioque-ს შესახებ დოგმატური მოძღვრების სახით...სქიზმა ორ ეკლესიას შორის მოხდა Filioque-ს ერესის გამო... ეკლესიის მამებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია პაპიზმი უკან დავაბრუნოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელსაც ის გამოეყო, თუ ის არ უარყოფს Filioque-ს ერესს“.

მაშ, რატომ არ ეცადა არც მაშინ 1995 წელს, არც მოგვიანებით პატრიარქი ბართოლომეო თუნდაც ერთი სიტყვით გადმოეცა მართლმადიდებლური მოძღვრება სულიწმიდის წარმოშობის შესახებ?

ალბათ, იმიტომ, რომ თავისთვის პირადად მან ეს პრობლემა (ფილიოკვე) უკვე გადაჭრა. ასე, მაგალითად, 2007 წელს, რავენში შერეული მართლმადიდებელ- კათოლიკეთა საღვთისმეტყველო კომისიის X პლენარული სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტის კომენტირებისას, ფანარიონის მეთაურმა მიუთითა მთავარი დაბრკოლება კათოლიკებთან დიალოგში. და ეს სულაც არაა ფილიოკვე: „თუ ჩვენ, უფლის დახმარებით, მივალთ შეთანხმებამდე კათოლიკურ ეკლესიასთან იმაში, რაც შეეხება ტერმინის „პირველობა“ მნიშვნელობას, როგორიც ის იყო პირველ ათასწლეულში, მსოფლიო პატრიარქს არ გაუძნელდება რომის კათედრის პირველობის აღიარება და მეორე ადგილის დაკავება - იმ ადგილის, რომელიც მას განხეთქილებამდე ეკავა“.

ფანარიონის მეთაურს ეთანხმება რომის პაპი ფრანცისკეც, რომელმაც 2019 წლის სექტემბეში განაცხადა, რომ  „დღევანდელი საღვთისმეტყველო დიალოგი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, ემსახურება რა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას, ცდილობს იპოვოს რომის ეპისკოპოსისა და სინოდალურობის პირველობის ზოგადი გაგება“. პაპმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ კანონიკური სამართლის საზოგადოების წევრები, რომლის ვიცე-პრეზიდენტსაც წარმოადგენს პატრიარქი ბართოლომეო, „ურთიერთ მოსმენით, აჯერებენ ტრადიციებსა და გამოცდილებას, რათა ნაპოვნი იქნეს სრული ერთიანობის გზები“. პირველობა, ტრადიციები და გამოცდილება - აი, რა ყოფს კათოლიკებს მართლმადიდებლებისგან პაპისა და ფანარიონის აზრით. არა დოგმატები, არა ერეტიკული მოძღვრება სულიწმიდის მამისა და ძისგან გამომდინარეობაზე, არამედ „ტრადიციები“.

 

პირველობა, ტრადიციები და გამოცდილება - აი, რა ყოფს კათოლიკებს მართლმადიდებლებისგან პაპისა და ფანარიონის აზრით. არა დოგმატები, არა ერეტიკული მოძღვრება სულიწმიდის მამისა და ძისგან გამომდინარეობაზე, არამედ „ტრადიციები“.

ამიტომაც, მოცემული ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ შეიძლება პატრიარქ ბართოლომეოს ვუწოდოთ მართლმადიდებლობის დამცველი ერესის სახის წინაშე.

განხეთქილებისგან დაცვა

ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები:  „შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს“ (რომ. 16:17-18).

იოანე ოქროპირის აზრით „ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდება არანაკლები ბოროტებაა, ვიდრე ერესში ჩავარდნა... განხეთქილების ცოდვა არ ჩამოირეცხება მოწამეობრივი სისხლითაც“. (განმარტება ეფესელთა მიმართ წერილზე). ამ სიტყვებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ განხეთქილება არის დიდი ბოროტება ეკლესიისთვის და თითოეული ქრისტიანის, მითუმეტეს, ეპისკოპოსის ან პატრიარქის ამოცანაა ეკლესიის დაცვა ამ ბოროტებისგან.

თუმცა, უკრაინელი განხეთქილების ჩამომგდებთათვის ტომოსის მინიჭებით პატრიარქმა ბართოლომეომ უკვე მოახდინა განხეთქილების პროვოცირება, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობაში მთლიანად, ასევე ცალკეულ ავტოკეფალიურ ეკლესიებშიც. ამასთან, ფანარიონის მეთაური შესანიშნავად აცნობიერებს, რომ მართლმადიდებლობის განხეთქილების დამნაშავედ ყოფნა - ეს ის არაა, რითიც მას სურს ეკლესიის ისტორიაში შესვლა. სწორედ ამიტომ, ის უპირატესობას ანიჭებს არ შენიშნოს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტული ერთიანობის განხეთქილება, არ უგდებს ყურს სხვა ეკლესიების აზრს „უკრაინის საკითხზე“, არამედ ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლობაში „განხეთქილება არაა“.

უკრაინელი განხეთქილების ჩამომგდებთათვის ტომოსის მინიჭებით პატრიარქმა ბართოლომეომ უკვე მოახდინა განხეთქილების პროვოცირება, როგორც მსოფლიო მართლმადიდებლობაში მთლიანად, ასევე ცალკეულ ავტოკეფალიურ ეკლესიებშიც.

თუმცა, ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სხვა ავტოკეფალიური ეკლესიის (და არა მხოლოდ რმე) წარმომადგენლები და თვლიან, რომ სწორედ პატრიარქ ბართოლომეოს მოქმედებებმა გამოიწვია ის, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობა იმყოფება ფაქტიური დაყოფის მდგომარეობაში. ასე, მაგალითად, სერბეთის პატრიარქი ირინეუსი სთხოვდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს არ ჩარეულიყო უკრაინის საეკლესიო საქმეებში, აფრთხილება რა მისი შედეგების შესახებ. სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის  ბელგრად-კარლოვაცკის არქისაეპისკოპოს მმართველმა, ეპისკოპოსმა იოანემ (მლადენოვიჩმა) განაცხადა, რომ „როცა პარტრიარქი პირადი შეხვედრის დროს მსოფლიო პატრიარქს ეხვეწებოდა არ ჩარეულიყო უკრაინის საქმეებში, არ ჩამოეგდო განხეთქილება, ბართოლომეოს არ სურდა მისი მოსმენა. რაზეც სერბეთის პატრიარქმა განაცხადა: „თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მომხდარზე. და ვშიშობ, რომ თქვენ მარტო არ დარჩეთ ბოსფორზე“.

აზრს, რომ პატრიარქმა ბართოლომეომ განხეთქილება ჩამოაგდო, იზიარებენ ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებიც. ასე, მაგალითად, მიტროპოლიტი სერაფიმე პირენელი წერს: „მსოფლიო პატრიარქი ცდილობდა უკრაინული ავტოკეფალიის მეშვეობით (თითქოსდა) „გადარჩენის გზაზე“ დაეყენებინა ერთი მუჭა ადამიანები, უკრაინელი ხალხის უმნიშვნელო უმცირესობა. და რას მიაღწია მან საბოლოო ჯამში? მან ისინი ვერ დააყენა „გადარჩენის გზაზე“, მაგრამ ამასთან ერთად შექმნა საერთო მართლმადიდებლური განხეთქილება. ეს იყო მსოფლიო პატრიარქატის „მიღწევა“? ეს არის „გადარჩენის გზაზე“ ყოფნა?“

ასე იცავს პატრიარქი ბართოლომეო მართლმადიდებელ ეკლესიას განხეთქილებისგან? არა. ის მას ქმნის.

 ასე იცავს პატრიარქი ბართოლომეო მართლმადიდებელ ეკლესიას განხეთქილებისგან? არა. ის მას ქმნის.

დაცვა უცხო რჯულისგან

  მხოლოდ ორ ფაქტს მოვიყვანთ:

  1. მდუმარე თანხმობა თურქეთის ხელისფულების მხრიდან კონსტანტინოპოლის მთავარი სიწმინდის - წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევის თაობაზე.
  2. კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მხრიდან თურქეთის ტერიტორიაზე სახარების ქადაგების არარსებობა და როგორც შედეგი, ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი ქრისტიანების თანდათანობითი გაქრობა.

დიახ, პატრიარქი ბართოლომეო არ გამოსულა წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევის მკაფიოდ დაგმობით. მართლაც, არ დამდგარა არც ჯვრებით გამოსვლა, არც თხოვნა, არც რაიმე პროტესტი პატრიარქ ბართოლომეოსგან. ამ ხნის განმავლობაში ფანარიონის მეთაური სრულ დუმილს ინარჩუნებდა. და მხოლოდ სოფიას ტაძრის სტატუსის ცვლილებამდე ორი კვირით ადრე პატრიარქმა მორიდებულად აღნიშნა, რომ ის წუხს მოსალოდნელ მოვლენაზე. ერთი კვირის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ სოფია არის ქრისტიანობასა და ისლამს შორის შეხვედრისა და სოლიდარობის ადგილი. უცნაურზე უცნაური პოზიცია პატრიარქის მხრიდან, რომელსაც მისი ეკლესიის მთავარ სიწმინდეს ართმევენ.

და საქმე იმაშიც როდია, რომ პატრიარქ ბართოლომეოს ეშინოდა მისი სიცოცხლის გამო და ამიტომ დუმდა. არა, ახლა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ასეთი რამ არ ემუქრება, ყველაფერი უფრო მარტივადაა. მას ეშინოდა, რომ გააძევებდნენ თურქეთიდან და სოფიასთან ერთად დაკარგავდა იმ მცირედსაც, რაც გააჩნია - რეზიდენციას ფანარიონზე და „კონსტანტინოპოლის პატრიარქად“ წოდების „უფლებას“. სწორედ ეს სიმბოლური „უფლება“ აღმოჩნდა მისთვის წმინდა სოფიაზე უფრო მნიშვნელოვანი.

ამასთან დაკავშირებით, ღირს კი გაგვიკვირდეს თურქეთში მართლმადიდებლობის ფაქტიური გაქრობა? მაგალითად, XX  საუკუნის დასაწყისში ქვეყნის მართლმადიდებლური მოსახლეობა შეადგენდა 45% (ანუ ყველა მცხოვრების თითქმის ნახევარს), ხოლო მოსახლეობის 38% შეადგენდნენ მართლმადიდებელი ბერძნები. 1923 წელს, საბერძნეთ-თურქეთის გაცვლის პირობების თანახად, მართლმადიდებელ ბერძნებს უნდა დაეტოვებინათ თურქეთი, ხოლო მუსულმან თურქებს - საბერძნეთი. ამჟამად, თურქეთში მართლმადიდებელი ქრისტიანების რაოდენობა 0,008%-მდე შემცირდა მთელი ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში და მოცემული მომენტისთვის ითვლის დაახლოებით 5800 ადამიანს. ვინმემ შეიძლება თქვას,  რომ თურქეთის მართლმადიდებლების რაოდენობა შემცირდა არა კონსტანტინოპოლის პატრიარქების ბრალით, არამედ პოლიტიკური მიზეზებით.

ობიექტურად ეს ასეა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში 100 წლის წინა ბერძნების გარდა სხვა ეროვნების მართლმადიდებელი მოსახლეობის კიდევ 7% რჩებოდა. თუ მოვახდენთ თანამედროვე სიტუაციის პროეცირებას, ეს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანია და არა დღევანდელი 6 ათასი. სად გაქრნენ ისინი? პასუხი მარტივია - ისინი გახდნენ მუსულმანები ან ათეისტები.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეპარქიების უმრავლესობა მხოლოდ ნომინალურად არსებობს - ტაძრებისა და მრევლის გარეშე. რატომ არ ხდება სახარების ქადაგება მუსულმანებს შორის? სიკვდილის შიშის გამო? არა გვგონია, რომ დღეს ქრისტეს მქადაგებლები თურქეთში სიკვდილით დასაჯონ. უარეს შემთხვევაში, მათ ციხე ემუქრებათ. თუნდაც, სიკვდილი ემუქრებოდეთ - განა „მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრე“ (პატრიარქი ბართოლომეო ხშირად საუბრობს ფანარიონისა და ქრისტეს ამ მოწაფის კავშირის შესახებ), საფრთხის მიუხედავად, არ უნდა ესაუბროს მუსულმანებს მაცხოვრის აღდგომის შესახებ? მოციქულები ისე რომ მოქცეულიყვნენ, როგორც ახლა თურქეთში პატრიარქი ბართოლომეო იქცევა, სახარებაზე ამ დრომდე არაფერი გვეცოდინებოდა.

მოციქულები ისე რომ მოქცეულიყვნენ, როგორც ახლა თურქეთში პატრიარქი ბართოლომეო იქცევა, სახარებაზე ამ დრომდე არაფერი გვეცოდინებოდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ფანარიონის მხრიდან საგანმანათლებლო და სახარებისეული მუშაობა მუსულმანებს შორის საერთოდ არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, „წმინდა მოციქულების მემკვიდრე“, „მართლმადიდებლობის მოწინავე დამცველი“... წყვეტს ლოცვის კითხვას ბურსაში შობას (იულიუსის კალენდრის მიხედვით) წყლის კურთხევის დროს, თურქულ მეჩეთში ნამაზის კითხვის გამო. რა მართლმადიდებლობის „დაცვაზეა“ საუბარი ამ შემთხვევაში? არც არანაირზე.

  დაცვა ცოდვისგან

მოდით ვნახოთ, შეიძლება თუ არა ვუწოდოთ პატრიარქ ბართოლომეოს მართლმადიდებლობის დამცველი სეკულარული სამყაროსა და სულ უფრო მზარდი ცოდვის წინაშე.

ჩვენ გვახსოვს პატრიარქის მისალმება აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მისამართით. მისალოც წერილში ფანარიონის მეთაური წერს: „რამდენადაც იცით, ჩვენ თქვენთან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარულისა და სიამაყის მასშტაბი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის პოსტზე თქვენს გამარჯვებასთან დაკავშირებით“. პატრიარქ ბართოლომეოს სიტყვებით, ბაიდენის არჩევას მიესალმებიან „მთელი თავისუფალი სამყაროს მოქალაქეები“, რომელთაც ის აძლევს „უკეთესი სამყაროს რწმენას, რომელშიც სჭარბობს მარადიული ღირებულებები და ცივილიზებული კაცობრიობის იდეალები“.

რა „იდეალები“ და „ფასეულობებია“ ეს - ჩვენ ამის დანახვა ბაიდენის მმართველობის პირველ დღეებშივე შევძელით. მაგალითად, აშშ-ს სენატმა ისტორიაში პირველად მინისტრის პოსტზე დაამტკიცა გეი, თავად ბაიდენმა აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის პოსტზე ტრანსგენდერი დანიშნა, ტრანსგენდერებს უფლება მისცა იმსახურონ ჯარში, ლგბტ-ს მომხრე დანიშნა მისი ადმინისტრაციის მეთაურად, განაცხადა, რომ აშშ წინ წასწევს ლგბტ-ს უფლებებს მთელს მსოფლიოში. შესაძლოა, ბაიდენი ადრე სულ სხვაგვარი იყო და პატრიარქ ბართოლომეოსთვის პრეზიდენტის ასეთი ქმედებები უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა? სულაც არა. მრავალი წელი ბაიდენი თანამიმდევრულად უწევდა პროპაგანდას აბორტსა და ლგბტ-ს. მან თავის სახლში „დააქორწინა“ კიდევ ჰომოსექსუალები. რა „მარადიულ ფასეულობებსა და ცივილიზებული კაცობრიობის იდეალებზე“ საუბრობს პატრიარქი?

ბაიდენის აშკარა ანტიქრისტიანულმა პოზიციამ გულგრილი არ დატოვა კათოლიკე იერარქები და პროტესტანტებიც კი. მაგალითად, რკე-ს არქიეპისკოპოსი კანზას-სიტიდან ჯოზეფ ფ. ნაუმანი თვლის, რომ კათოლიკურმა სამღვდელოებამ „ უნდა გააგრძელოს საუბარი პრეზიდენტ ბაიდენთან იმის შესახებ, თუ რა არის აბორტი. აბორტი არაა ჯანმრთელობის დაცვა. ესაა ბავშვის განზრახ მკვლელობა. აბორტში მონაწილეობა ან აბორტის პროპაგანდა სერიოზული ბოროტებაა“.

ამავე დროს, ლუისვილში, კენტუკის შტატი, ბაპტისტური სემინარიის მეთაური ალბერტ მოლერი თვლის, რომ აშშ-ში ამჟამად ხდება ლგბტ-ს „ნორმალიზაციის პროცესი“, ხოლო ბაიდენი სათავეში უდგას „ტრანსგენდერულ რევოლუციას“, რომელიც „პირდაპირ კონფლიქტშია რელიგიურ თავისუფლებასთან“ და რელიგიური ამერიკელების „სინდისის თავისუფლებასთან“.

განცხადებები, რომელიც აკრიტიკებს ბაიდენის პოზიციას ლგბტ-სა და აბორტების საკითხებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა ისმოდეს „მართლმადიდებლობის დამცველისგან“. თუმცა, ჩვენ არ გვესმის პატრიარქ ბართოლომეოსგან კრიტიკის სიტყვები. დუმილი კი, როგორც ვიცით, თანხმობის ნიშანია.

დამეთანხმებით, რომ ესაა თამამი განცხადებები, რომელიც აკრიტიკებს ბაიდენის პოზიციას ლგბტ-სა და აბორტების საკითხებზე. განცხადებები, რომელიც პირველ რიგში, უნდა ისმოდეს „მართლმადიდებლობის დამცველისგან“. თუმცა, ჩვენ არ გვესმის პატრიარქ ბართოლომეოსგან კრიტიკის სიტყვები. დუმილი კი, როგორც ვიცით, თანხმობის ნიშანია.

                                                                                                                                      ***

ამიტომაც, ფანარიონის მეთაურის პოსტზე პატრიარქ ბართოლომეოს საქმიანობის გაანალიზებისას ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ არ შეიძლება მას ვუწოდოთ „მართლმადიდებლობის დამცველი“. მართლმადიდებლობის დამცველი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ეძებს უფლის ჭეშმარიტებას და არა პირად სარგებელს, ზრუნავს სახარების ქადაგებაზე და არა საკუთარი ამბიციების განმტკიცებაზე, ეშინია უფლის და არა - ადამიანების.

ამიტომაც, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი  ტრაგიკულად შეცდა პატრიარქ ბართოლომეოს მიმართ შეფასებაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus