როგორ შეიჭრა რმე ამერიკაში: კირ ქრიზოსტომოსისადმი მეოთხე პასუხი, ნაწ.2

ავტოკეფალური ეკლესია ამერიკაში შექმნილია აბსოლუტურად კანონიერად. ფოტო: СПЖ

ვაგრძელებთ კვიპროსის ეკლესიის თეზისის ბოლო თავის ანალიზს, სადაც ის ბრალდებას უყენებს რმე-ს მართლმადიდებლური ეკლესიის "უკანონო დაარსებაზე" ამერიკაში.

 კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა  ქრიზოსტომოს II-მ აღიარა რა განხეთქილება სახელწოდებით "მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში", გამოთქვა რიგი პრეტენზიებისა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით, აიღო რა თავის თავზე კონსტანტინოპოლის ეკლესიის "ინფორმაციული ქილერის" როლი.  მან ფაქტიურად გაახმოვანა ბრალდებები, რომლებსაც მანამდე ფანარიონელები მხოლოდ კულუარულად გამოთქვამდნენ. მათი ნაწილი ეხებოდა სიტუაციას ამერიკაში: "ვინ მისცა მათ უფლება დააარსონ ავტოკეფალური ეკლესია ამერიკაში?  სხვის იურისდიქციაში ამ ჩარევამ შეძრა მთელი მართლმადიდებლობა."

საეკლესიო სიტუაციის გარჩევა დაიწყო პუბლიკაციის "როგორ შეიჭრა რმე ამერიკაში" პირველ ნაწილში. მეოთხე პასუხი კირ ქრიზოსტომოსს, ნაწ. 1.

გთავაზობთ მის გაგრძელებას:

 ფილეტიზმის ერესი

მელეთის ქმედებები 1918-21 წლებში ამერიკის ბერძნული არქიეპისკოპიის შექმნაში, რომელმაც უგულვებელყო II მსოფლიო კრების  2 წესი, ასევე მრავალი სხვა პარალელური წესები, გამოიწვია ეკლესიების შერევა ამერიკაში, საეკლესიო კანონიკური წესრიგის დარღვევა. ამის შედეგად მოხდა მრავალი ძვრები და მართლმადიდებლური თემების დაყოფა.

ადგილობრივი ეკლესიები, ბერძნული ეკლესიის ჩათვლით, არ აღიარებდნენ მელეთის სიახლეებს ფანარიონის მონოპოლიის ნაწილში მართლმადიდებელი დიასპორისათვის. რაც უკვე თავისთავად მოწმობს- მიღებული გადაწყვეტილება იყო ზუსტად ისეთი სიახლე, რომელიც არ იყო დამახასიათებელი საეკლესიო ტრადიციისათვის.  თვით ელადის ეკლესიამაც არ აღიარა მელეთის გადაწყვეტილება ამერიკის არქიეპისკოპიის გადანაწილებაზე ფანარიონში. საბერძნეთიდან ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის (ემე) სინოდის მიერ იქნა დანიშნული ალტერნატიული არქიეპისკოპოსი, და განხეთქილება ახლადშექმნილ სტრუქტურაში გრძელდებოდა 1931 წლამდე.

მაგრამ თვით ფაქტი ამერიკაში პარალელური ბერძნული სტრუქტურების შექმნისა, დაარსებული ეთნიკური პრინციპით, გახდა ბევრი ეკლესიისათვის ფილეტიზმის საცდურად, რომელსაც წინათ განიხილავდნენ როგორც მწვალებლობას. რადგანაც კონსტანტინოპოლის "ბუნდოვანი ტომოსი" რომელზეც დასაწყისში მელეთის მოქმედებები იყო დაფუძნებული, უკვე იყო აქტი, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევდა ეთნიკური თემების ფორმირებას.

ზედმეტი არ იქნება იმის შეხსენება, რომ თვით ასეთი პრონციპი ადრევე იყო დაგმობილი სწორედ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ, უფრო მეტიც, 1872 წელს ის გამოცხადდა მწვალებლობად.

ღირსებით პირველმა საპატრიარქო კათედრამ მაგალითი მისცა კანონის უგულვებელყოფაში და მათივე დაგმობილი ფილეტიზმის გამოყენებაში მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, აამოქმედეს რა ამით "დომინოს ეფექტი."

"დომინოს ეფექტი" ეკლესიების შერევაში

კონსტანტინოპოლში ამოქმედებულმა კანონიკური წესების დარღვევის დომინოს ეფექტმა ამერიკაში არ დააყოვნა.

1918 წელს მელეთის შემდეგ ამერიკაში ჩადის ანტიოქიის ეპისკოპოსი გერმანე (შეხადი). ამ დროისათვის ჩრდილოეთ ამერიკის რმე-ს მიტროპოლიაში უკვე არსებობს ვიკარიატი მართლმადიდებელი არაბებისათვის ეპისკოპოს რაფაელის (ხავავინი) წინამძღოლობით. ეპისკოპოსმა გერმანემ მოახერხა დაერწმუნებინა არაბი მართლმადიდებლების ნაწილი გადასულიყვნენ ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ,  და ამით შეექმნათ მისი იურისდიქცია აშშ-ში. ნაწილი არაბული ქრისტიანული თემისა დარჩა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს გაყოფა გაგრძელდა 1975 წლამდე, ეთნოფილეტიზმური განწყობილებების შედეგად ამერიკის არაბულ მართლმადიდებლობაში დაყოფა გაგრძელდა ერთიმეორის მიყოლებით.

ერთ-ერთ ასეთ ვითარებაში წარმოიქმნა "ამერიკის მართლმადიდებელი კათოლიკური ეკლესია" (ამკე). 1933 წელს ხსენებული ამკე-ს მეშვეობით წარმოიქმნა ე.წ. "ალექსანდრიის საეგზარხოსო ამერიკაში", რომლის აღიარება თვით ალექსანდრიის ეკლესიის მიერ ფრიად საეჭვოა, როგორც მინიმუმ 1947 წლამდე, როდესაც ზოგიერთი მონაცემებით, მან მიიღო აღიარება და სახელწოდება "ალექსანდრიის ბერძნული მართლმადიდებლური კათოლიკური ეკლესია აშშ-ში." 1950 წლის შემდეგ, მოხდა განხეთქილება და მისი ერთ-ერთი ნაწილის კავშირის დაკარგვა ალექსანდრიის ტახტთან. 1986 წელს ის აცხადებს თავის ავტოკეფალიას როგორც "ამერიკისა და კანადის ავტოკეფალური ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია", რომელიც არაა აღიარებული მართლმადიდებელი სამყაროს მიერ, და თვით სტატუსი და იურისდიქციის მოცემული მდგომარება ძალზე საეჭვოა.

20-იან წლებში აშშ-ში გაჩნდა იერუსალიმის სამრევლო, გაერთიანებული წმინდა სამარხის ეპიტროპიებად, რეორგანიზებული 2002 წელს პალესტინა-იორდანიის ქრისტიანული თემის ვიკარიატად ამერიკაში. 2008 წელს კონსტანტინოპოლი ახერხებს მიაღწიოს მის გადაცემას თავისი ამერიკის ბერძნული არქიეპისკოპიის შემადგენლობაში.

1921 წელს სერბეთის ეკლესიის სინოდის კრება ღებულობს გადაწყვეტილებას შეიქმნას ამერიკის და კანადის ეპარქიები, ცენტრით ჩიკაგოში და მოუწოდებს გადავიდნენ მასში ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის შემადგენლობაში მყოფ სამრევლოს. პირველი მისი ეპისკოპოსი ხდება წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი). შესაძლოა, მისი პირველი წინამძღოლი იერარქის პიროვნულმა ფაქტორმა დაიფარა სერბეთის ეკლესია ამერიკაში შემდგომი განხეთქილებისაგან, რომელიც ასე დამახასიათებელი იყო სხვა იურისდიქციებისათვის ამ კონტინენტზე.

1922 წელს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის შემადგენლობიდან გამოყოფას იწყებს რუმინული სამრევლოს ნაწილი. 1923 წელს ერთ-ერთი რუმინელი მღვდელი (ვიქტორ მურეშანი) ინიშნება ამერიკის რუმინული სამრევლოს დეკანოზად. 1930 წელს რუმინული ეკლესია იღებს გადაწყვეტილებას თავისი ეპარქია შექმნას ამერიკაში. 1934 წელს ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს რუმინეთის მთავრობა. 1939 წელს ამ ეპარქიის მთავარეპისკოპოსი პოლიკარპე (მორუშკა) მიემგზავრება რუმინეთში და უკან ვერ ბრუნდება მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. მისი შემცვლელი ეპისკოპოსი ეპარქიის სამღვდელოებამ არ მიიღო. შედეგად ხდება რუმინული სამრევლოს  რუმინეთის ეკლესიისაგან  ფაქტიური განცალკევება 1948 წელს.სამღვდელოების ნაწილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, 1950 წელს ქმნის "ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ავტონომიურ მართლმადიდებლურ რუმინულ ეპისკოპიას," რომელმაც მიიღო რუმინელი ეპისკოპოსი. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაგან გამოყოფილი რუმინული სამრევლოს ნაწილი ირჩევს თავის "ეპისკოპოსს", რომელიც ღებულობს "ხიროტონიას" უკრაინელი სქიზმატიკოსებისაგან. განხეთქილებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, 1960 წელს, ხსენებული ჯგუფი თხოვს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას, მიიღოს ის სინანულისა და ხელახალი ხელდასმის მეშვეობით. ამის შემდეგ რუმინული ეპისკოპია იმყოფება თავიდან ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის შემადგენლობაში, და შემდეგ 1970 წლიდან -ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში.

1938 წელს თავის ეპარქიას ამერიკაში ქმნის ბულგარეთის ეკლესია. მის ძირითად შემადგენლობას წარმოადგენს სამრევლოები, გამოსული ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიიდან, სადაც 1909 წლიდან არსებობდა ბულგარეთის მისია. 1948 წელს, პოლიტიკური მიზეზების გამო, ის გამოდის ბულგარეთის ეკლესიის დაქვემდებარებიდან, რაც გრძელდება 1963 წლამდე. მაგრამ მისი სამღვდელოების და სამრევლოს ნაწილი, რომელსაც არ სურდა დაბრუნება ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, გადადის საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის შემადგენლობაში იმყოფება 1976 წლამდე, რის შემდეგაც ისევ უერთდება ამერიკის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2009 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახდენს თავისი სამრევლოების ჩამოყალიბებას ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებიც 2014 წელს  ორგანიზებულია ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიად.

როგორც ვხედავთ, არა მარტო რუსეთის ეკლესია, არამედ ანტიოქიის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს (ასევე გარკვეულ დროს ელადის, ალექსანდრიის და იერუსალიმის), თავისი მოქმედებებით არ აღიარებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არავითარ "ექსკლუზიურ უფლებას, ასაზრდოოს მართლმადიდებელი დიასპორა."

არა მარტო რუსეთის ეკლესია, არამედ ანტიოქიის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს (ასევე გარკვეულ დროს ელადის, ალექსანდრიის და იერუსალიმის), თავისი მოქმედებებით არ აღიარებდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არავითარ "ექსკლუზიურ უფლებას, ასაზრდოოს მართლმადიდებელი დიასპორა."

1990 წელს თავისი პრაქტიკული ნაბიჯებით უარყოფდა კონსტანტინოპოლის ამ პრეტენზიას პოლონეთის ეკლესიაც, რომელმაც თავის შემადგენლობაში მიიღო ბრაზილიური სამრევლო და შექმნა თავისი ეპარქია ბრაზილიაში 1991 წელს.

1918 წელს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია ქმნის თავის შემადგენლობაში ალბანურ მართლმადიდებლურ მისიას, რომელიც ხდება ეპარქია 1919 წელს და დღემდე არსებობს როგორც ალბანეთის არქიეპისკოპია ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. 1949 წელს მისი სამრევლოს ნაწილი გადავიდა ბერძნულ არქიეპისკოპიაში, რის გამოც ახლა ამერიკაში 2 ალბანური ეპარქიაა, კონსტანტინოპოლის და ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიების შემადგენლობაში.

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია რუსეთის რევოლუციის შემდეგ

 სამოქალაქო ომი რუსეთში, გადაზრდილი ბოლშევიკების მიერ ეკლესიის დევნაში, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის სიტუაციაზე. პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა კადრების და ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების შეუძლებლობა. კავშირი მოსკოვის პატრიარქ ტიხონთან პერიოდულად რთულდებოდა, და ზოგჯერ შეუძლებელიც ხდებოდა პატრიარქის დაპატიმრებების გამო.

მეორე სირთულე მდგომარეობდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ურთიერთობაში, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით აყალიბებდნენ თავიანთ სამრევლოებს და ეპარქიებს მიტროპოლიის ტერიტორიაზე.

 არ ამარტივებდა სიტუაციას გაყოფა თვით რუსულ ეკლესიაშიც- ემიგრირებული ეპისკოპოსებისა და მღვდლების მიერ ფორმირებული რუსული მართლმადიდებლური ეკლესია საზღვარგარეთ (რმეს), რომელმაც მალევე გაწყვიტა კავშირები მოსკოვის საპატრიარქოსთან. რმეს შეეცადა აეღო თავის თავზე მმართველობის სადავეები ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიაში, რამაც გამოიწვია სერიოზული უთანხმოება. პატიმრობიდან განთავისუფლებული პატრიარქი ტიხონი, ბოლშევიკების წნეხის ქვეშ იძულებული გახდა მოეთხოვა ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიისთვის შეეწყვიტათ საბჭოთა კავშირის კრიტიკა, რადგანაც ეს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ აყენებდა. საბჭოთა კავშირის შიგნით მყოფი ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებმაც გადაწყვიტეს არ მიეტოვებინათ თავიანთი სამრევლო, არ ჰქონდათ სიტყვის და მოქმედების თავისუფლება, როგორც მათ საზღვარგარეთ მყოფ ძმებს.

საბოლოოდ დეტროიტის კრებამ 1924 წლის მარტში გამოაცხადა მიტროპოლიის "დროებითი მმართველობა" მანამ, სანამ არ მოხდება ურთიერთობის ნორმალიზება დედა-ეკლესიასთან და არ შედგება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კრება. ეს სტატუს-კვო შენარჩუნდა რმე არქიეპისკოპოსის წარმომადგენლის ბენიამინის(ფედჩენკოვი) ჩამოსვლამდე აშშ 1933 წელს, რომლის ამოცანა იყო მიეღო მიტროპოლიის მეთაურის პლატონის ხელმოწერა, ამიერიდან არ დაეშვათ ანტისაბჭოთა გამონათქვამები სამღვდელოების მხრიდან.  ამერიკელი სამღვდელოების მკაცრი გამონათქვამები  საბჭოთა ხელისუფლების მისამართით საბაბს იძლეოდა რმე-ს ახალი დევნისათვის საბჭოთა კავშირში. თავის მხრივ, ამერიკელ სამღვდელოებას თავისი სინდისის საქმედ მიაჩნდა მსოფლიოსთვის განეცხადებინა ეკლესიის მიმართ საშინელ დევნაზე საბჭოთა კავშირში. აღნიშნული საკითხი მიტროპოლიასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებას აუცილებლად ჩიხში შეიყვანდა. შედეგად არქიეპისკოპოს ბენიამინს მოუწია მოსკოვში დაბრუნება მიტროპოლიტ პლატონის ხელმოწერის გარეშე, ვინაიდან მისგან ერთმნიშვნელოვანი უარი მიიღო.  

მოსკოვის საპატრიარქო აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, რომლის დროსაც უმოქმედობას, ისევე როგორც თანამშრომლობას ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიასთან, შეეძლო გამოეწვია სამღვდელოების  და ეპისკოპოსების  ახალი დაპატიმრებები და დახვრეტები.

ამგვარად 1933 წლის 16 აგვისტოს პატრიარქის თანაშემწე მიტროპოლიტი სერგი და რმე-ს დროებითი სინოდი ადგენს, გადასცენ მიტროპოლიტი პლატონი არქიეპისკოპოსების სასამართლოს, მისი მღვდელმსახურების შეჩერების მოთხოვნით, აღიარებამდე ან საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთან სამრევლოები, რომლებიც თანახმა არიან მიიღონ საპატრიარქოს გაერთიანების წესები, შეურთდებიან მას საეგზარხოსოს უფლებებით.

ამ ვითარების გათვალისწინებით ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის ახალმა მეთაურმა,მიტროპოლიტმა თეოფილემ (პაშკოვსკი) 1935 წელს თანხმობა განაცხადა გამხდარიყო საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საეპისკოპოსი სინოდის მეთაური, შიდა ავტონომიის შენარჩუნებით. ოცდაათიანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია ითვლიდა 8 ეპარქიას, 330 სამრევლოს, დაახლოებით 400 ათას მორწმუნეს.

მოცემული დაყოფა რმე-სთან არ იყო ბოროტი განზრახვით, რაზედაც არსებობს უამრავი ისტორიული მტკიცებულება, არამედ გამოწვეული იყო იმ დროის პოლიტიკური რეალიებით. კერძოდ, 1946 წელს VII საერთო-საეკლესიო კრებამ კლივლენდში მიიღო საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოსვლის გადაწყვეტილება და მიმართა მოსკოვის პატრიარქს თხოვნით მიეღო  მიტროპოლია უკან რმე-ს წიაღში. მაგრამ ამ ინიციატივას არ ეწერა შესრულება.

1947 წელს რმე-ს სინოდი იძულებული გახდა დაედო აკრძალვა მიტროპოლიის მთელ იერარქიაზე. მოცემული აკრძალვა არ უკავშირდებოდა რომელიმე რეალურ კანონიკურ ან დოგმატურ დარღვევებს, არამედ ატარებდა აშკარა პოლიტიკურ ხასიათს.

ამგვარად, 1970 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობდა მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარხოსო, რომელშიც შედიოდა მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე თანახმა სამრევლო,რუსული მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია, რომელთაგან უკანასკნელი რჩებოდა რუსულად სულ უფრო მხოლოდ სახელწოდებით.

ეკლესიის ამერიკანიზაცია

 VIII საუკუნის ბოლოს ამერიკის კონტინენტზე რუსი მისიონერები თავისი პირველივე ნაბიჯებიდან აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში. თავისი არსებობის დასაწყისშივე მომავალი ამერიკული ეკლესიის შემქმნელებს ის არ წარმოედგინათ როგორც "დიასპორის" ან "ნაციონალური." ასევე აქტიურად XIX-XX საუკუნეებში მიდიოდა მუშაობა სხვადასხვა წარმომავლობის ამერიკელებს შორის. ამგვარად XX საუკუნის შუა პერიოდში ამერიკული მიტროპოლია მთლიანად შედგებოდა "ამერიკელი მოქალაქეებისაგან, რომლებიც ლაპარაკობენ და ლოცულობენ ინგლისურად, საიდანაც მისი წევრების უმრავლესობას არავითარი ადამიანური კავშირი რუსეთთან არა აქვს." ძველი საეკლესიო სლავური ენა სულ უფრო ნაკლებად იყო გამოყენებული მიტროპოლიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში.  წირვა ტარდება ინგლისურ ენაზე 90% სამრევლოში.

მაღალი იყო მიტროპოლიის ავტორიტეტი ამერიკაში მყოფ ეკლესიებს შორის.

მოვიყვანთ ერთ ეპიზოდს:

"დიდი მარხვა, 1964 წელი. ის-ის იყო ნიუ-იორკის ბერძნულ ტაძარში დამთავრდა  მართლმადიდებლობისთვის ყველა დევნილთა სადღესასწაულო ღვთისმსახურება.  მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი ლეონტი მივიდა არქიეპისკოპოს იაკობთან, რათა მადლობა გადაუხადოს მას მიტროპოლიის სახელით. ხდება უჩვეულო რამ: ბერძენი პატრიარქი მთელი თავისი სიდიადით მუხლს იდრეკს თეთრებში გამოწყობილი უხუცესი ბერის წინაშე, ხელზე ეამბორება  და ეუბნება: "შენ დიადი სული გაქვს."

საერთო მისწრაფება ავტოკეფალიისკენ

საქმის ვითარება ამერიკულ მართლმადიდებლობაში 1918 წლის შემდეგ სულ უფრო სცილდებოდა მიღებულ საეკლესიო კანონიკურ წესრიგს.  პრინციპის "რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი", რომელიც მითითებულია I მსოფლიო კრების 8 კანონში,  III მსოფლიო კრების 8 კანონის და მრავალ სხვა კანონებში,  მიუხედავად ამისა, ამერიკაში ჩამოყალიბდა სრულიად საპირისპირო სიტუაცია. მიტროპოლიის კლირიკი 1951 წლიდან პროფესორი ალექსანდრ შმემანი წერს:

"1970 წლისთვის მართლმადიდებლობა ამერიკაში წარმოდგენილი იყო შემდეგ ფორმებში: ერთი ბერძნული იურისდიქციის, სამი რუსული, ორი სერბული, ორი ანტიოქიის, ორი რუმინული,  ორი ბულგარული, ორი ალბანური, სამი უკრაინული, ერთი კარპატის რუსული და რამდენიმე შედარებით წვრილი ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ აქ არ ვახსენებთ სიმარტივის გამო. ნაციონალური ერთეული შიგნით ყოველი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ არის ერთადერთი "კანონიკური" და არ ცნობდა სხვას...ეს უნიკალური და სავსებით უპრეცედენტო სიტუაცია გაგრძელდა მრავალი ათლეულის მანძილზე.

საქმის მსგავსი ვითარება აღელვებდა მღვდელმსახურებს ყველა ძირითად მართლმადიდებელ იურისდიქციაში, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ "ამერიკის მართლმადიდებელი ეპისკოპოსების კონფერენცია"-ში (SCOBA), განსაკუთრებით წინამძღოლებს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის ლეონტის, ბერძნული არქიეპისკოპიის არქიეპისკოპოს იაკობს და ამერიკაში ანტიოქიის ეკლესიის მიტროპოლიტს ანტონს.

SCOBA -ს დღის წესრიგში იდგა აშკარა მისწრაფება ერთიანობისკენ ჩრდილოეთ ამერიკაში, და ყველა ეს სამი იერარქი ამ თემას არაერთხელ გამოთქვამდა. არქიეპისკოპოსმა იაკობმა თავის შესავალ სიტყვაში 1965 წლის იანვარში გამართულ SCOBA შეკრებაზე შეაქო მიტროპოლიტი ლეონტი და ანტონი მათი სწორი ხედვისათვის და აღნიშნა, რომ მუდმივ კონფერენციას უნდა მიენიჭოს რეგულარული კანონიკური სტატუსი, როგორც ამერიკის ეკლესიის პროვინციულ სინოდს, კანონების თანახმად და დედა-ეკლესიის კურთხევით.

"დედა-ეკლესიის"ქვეშ არქიეპისკოპოსი იაკობი გულისხმობდა რათქმაუნდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. პირველ რიგში, ის იყო მისი მმართველობის არქიეპისკოპიის დედა-ეკლესია, მეორე მხრივ, ის (ისევე როგორც ამერიკაში კანონიკურობის დამკვიდრების სხვა მომხრე) იყო მხარდამჭერი იდეის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განსაკუთრებული პრივილეგიის შესახებ. ეს შეხედულებები პოპულარული იყო ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიაში. მესამე, -სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად იმ მომენტისათვის არ შეიმჩნეოდა, რადგანაც ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას არ ჰქონდა პრაქტიკული შესაძლებლობა გადაეწყვიტა რამე საკითხი რმე-ში.

ამიტომაც ამერიკული პრობლემების გადაწყვეტის გზა დაიწყო სწორედ კონსტანტინოპოლში მოლაპარაკებებით.

ამერიკული არაკანონიკურობის პრობლემის გადაწყვეტის გზა კონსტანტინოპოლში

შემდგომში, როდესაც 1970 წელს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია მიიღებს თავის ავტოკეფალიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან,მას წაუყენებენ მრავალ უსამართლო ბრალდებას. თანაც სულ სხვადასხვა მხრიდან. თვითონ მიტროპოლიას დააბრალებენ კონსტანტინოპოლის აზრის უგულვებელყოფას. რმე -ს დააბრალებენ ავტოკეფალიის გადაცემაში, რათა "არ დაშვებულიყო მიტროპოლიის დაახლოება კონსტანტინოპოლთან." სინამდვილეში ორივე ბრალდება ისტორიულად აბსოლუტურად გაუმართლებელია.  ისტორიული კავშირის მოსკოვთან გაწყვეტის , საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ანტაგონიზმის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიაში დომინირებდა სიმპატიები სწორედ კონსტანტინოპოლის მიმართ.

და სიტუაციის კანონიკური გადაწყვეტილების ძიებისას, მიტროპოლიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს აშკარა ქრისტიანული თავმდაბლობა: იმის მაგივრად, რომ დაჟინებით მოეთხოვათ თავისი კანონიკური უფლებები ამერიკაში, იმის მაგივრად, რომ ოპონირება გაეწიათ კონსტანტინოპოლის მათ ტერიტორიაზე ყოფნაზე, მათ "მიიჩნიეს თავი უკანასკნელებად" (მარკ.9:35), მიმართეს რა სწორედ კონსტანტინოპოლს.

1963 წელს უშედეგოდ დამთავრდა მორიგი ცდა გადაწყვეტილიყო დაპირისპირება რმე-სა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას შორის: საბჭოთა კავშირში მძვინვარებს ხრუშოვისდროინდელი დევნა ეკლესიებზე. მოსკოვის საპატრიარქო თავს ვერ აძლევს  უფლებას წავიდეს ისეთ რისკზე, როგორიცაა პასუხიმგებლობის აღება მისადმი დაუმორჩილებელ ჩრდილოამერიკულ მიტროპოლიაზე, რომლის პოზიციის გამო კომუნისტური დევნის შესახებ, ეს დევნა კიდევ უფრო სასტიკი გახდება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია შიშობს საპატრიარქოს მეშვეობით მის საქმეებში არ ჩაერიოს საბჭოთა ათეისტური ხელისუფლება, თუ მას არ გადაეცემა საკმარისი ავტონომია.

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია მიმართავს ამ საკითხის გადასაწყვეტად მსოფლიო საპატრიარქოს.

ამ მიზნით 1966 წლის მაისში მიტროპოლიის წმინდა სინოდის დავალებით მ. ალექსანდრ შმემანი გაემგზავრა სტამბოლში, რათა მოენახულებინა პატრიარქი აფინაგორი. შმემანი ძალიან კარგად მიიღეს და სამკერდე ჯვარიც კი გადასცეს, მაგრამ როდესაც ის შეეხო "ამერიკულ პრობლემას", პატრიარქმა უპასუხა: "თქვენ რუსები,   წადით თქვენს დედა-ეკლესიაში, იმიტომ რომ თქვენი პრობლემის გადაწყვეტა არავის არ შეუძლია, გარდა რუსული ეკლესიისა."

1966 წლის დეკემბერში ახლადარჩეულმა მიტროპოლიტმა ირინეუსმა საშობაო მილოცვა გაუგზავნა ყველა პატრიარქს. მასში მან გადმოსცა რუსული მართლმადიდებლობის ისტორიული დაფუძნება ამ კონტინენტზე მიმდინარე მომენტამდე, და მიმართა კონკრეტული თხოვნით ყველა პატრიარქს, შეისწავლონ ეს საკითხი და შეეცადონ გადაიჭრას ეს კანონიკური ქაოსი. ფინეთის არქიეპისკოპოსის გარდა, ამ მიმართვაზე არცერთი პასუხი არ მოსულა.

შემდეგ, 1967 წელს კონსტატინოპოლში ვიზიტისას მიტროპოლიტი ირინეოსი კვლავ შეეცადა წამოეწია მიტრიპოლიის სტატუსის მოწესრიგების საკითხი, მაგრამ ბოლო მომენტში მას უბრალოდ  უარი უთხრეს მსოფლიო პატრიარქთან აუდენციაზე.

რატომ არ დაეხმარა ფანარიონი ამერიკულ მართლმადიდებლობას

ამ მოვლენების ქრონოლოგიის შეხსენება დროულია ახლა, როდესაც პატრიარქი ბართლომე აცხადებს "მხსნელ ჩარევაზე" უკრაინის მართლმადიდებლობის საქმეში, თითქოსდა "მშვიდობისა და განხეთქილების თავიდან აცილების" მიზნით, რომელიც გაიწელა "მოსკოვის უმოქმედობის გამო." კონსტანტინოპოლის ტახტის თვალწინ უკვე 100 წელია არსებობს პრობლემა ამერიკულ მართლმადიდებლობაში, რომელიც დაიწყო სწორედ მისი, კონსტანტინოპოლის შეჭრით ამ მიწებზე. მას სთხოვდნენ მონაწილეობა მიეღო ამ პრობლების გადაწყვეტაში მანამ, სანამ 1970 წელს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებდა ავტოკეფალიას რმე-სგან, და მანამდე და დღემდე- რომ აღდგეს კანონიკური წესრიგი ამერიკაში.

მაგრამ კონსტანტინოპოლი ყრუ რჩება ყველა ამ თხოვნის მიმართ, როგორც ადრე იყო ყრუ ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის მიმართ, რომელიც იტანჯებოდა დაურეგულირებელი სტატუსის გამო.  რადგანაც მის სამღვდელოებას კანონიერი აკრძალვა აქვს, რომლის პოლიტიკური ფორმალური ხასიათი ესმოდა ორივე მხარეს- თვით მას, და იძულებით მის ამკრძალავ მოსკოვის საპატრიარქოს. მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას გააჩნდა უდავო სამოციქულო მემკვიდრეობა, მისი სამღვდელოებისათვის მსახურება არავის არ შეუჩერებია, არ გადაუცია ანათემაზე, მათთან ერთად მსახურობდნენ ეპისკოპოსები პრაქტიკულად ყველა ადგილობრივი კანონიკური ეკლესიებიდან, რომლებიც ამერიკაშია. და მითუმეტეს, რამდენადაც ავტოკეფალიის გადაცემა ამერიკის ეკლესიისთვის შეიძლება ფანარიონს შემობრუნებოდა ამერიკული სამრევლოს დაკარგვით, კონსტანტინოპოლში დახმარების ხელი არავის არ გაუწვდია. სულ სხვა საქმეა უკრაინის ისტორია, რომელშიც ფანარიონს შესაძლებლობა მიეცა შეექმნა თავისი საეგზარხოსო და გაკონტროლება აქამდე მის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  იმ დამოკიდებულების წყალობით, რომელიც შეტანილია ტომოსში.

რამდენადაც ამერიკული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება შესაძლოა ფარაონს შემოუბრუნდეს ამერიკული სამრევლოს დაკარგვით, არავის კონსტანტინოპოლში დახმარების ხელი არ გამოუწვდია.

მაგრამ ახალი ავტოკეფალია ამერიკაში შესაძლებელი იყო შექმნილიყო არა მხოლოდ რმე-ს ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის საფუძველზე, არამედ ბერძნული არქიეპისკოპიის საფუძველზეც. შემთხვევით არ დაუჭერია მხარი მიტროპოლიტ ირინეოსის თხოვნაზე პატრიარქ აფინაგორს მიეღო ის ამ საკითხზე, მის მეთაურს- არქიეპისკოპოს იაკობს. სრულიად შესაძლებელია ეს გამხდარიყო კირ აფინაგორის მხრიდან ამ საკითხის განხილვის გამო უარის თქმის მიზეზი .

ამერიკის შესახებ საუბრისას ფანარიონი აცხადებდა, რომ ავტოკეფალიას მხოლოდ მსოფლიო კრება იძლევა

კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (ამე) მიმართ არის ის, თითქოს SCOBA ("მუდმივი კონფერენცია ამერიკაში მართლმადიდებელი ეპისკოპოსების") გეგმავდა ერთობლივი მოქმედების ორგანიზებას ავტოკეფალიის მიღებისათვის, და ჩრდილოეთ ამერიკის ცალმხრივმა მოქმედებებმა ჩაშალეს ეს პროცესი. სინამდვილეში ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია, რომელიც ასრულებს კონსტანტინოპოლის უაპელაციო რეკომენდაციებს, განაახლა მოლაპარაკებები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (რმე), რასაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლების შეცვლამ და ხრუშოვისდროინდელი დევნის შეწყვეტამ. ეს მოლაპარაკებები განახლდა 1967 წელს და იყო გამჭვირვალე სხვა დანარჩენი ეკლესიებისთვის, რომელთა ეპისკოპოსები შედიოდნენ SCOBA-ში.

იმ წლების აქტიური მონაწილე პროტოპრესსვიტერი იოანე მეიენდორფი იხსენებდა:

"არც სტამბოლი, არც სხვა "დედა-ეკლესიები" არ მიისწარფოდნენ მართლმადიდებლური ერთიანობისკენ ამერიკაში...კონსტანტინოპოლის მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ავტოკეფალური ეკლესიები უნდა დაფუძნდეს მსოფლიო კრების მიერ. ეს არგუმენტი გაკვირვებას იწვევს ნებისმიერში, ვინც გარკვეულია მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ ბოლო მსოფლიო კრება იყო 787 წელს, მაგრამ ესაა - პირველი ტახტის მიერ შემოთავაზებული მართლმადიდებლობა..."

და მართლაც, მსოფლიო კრების შესახებ არგუმენტები არაერთხელ იქნა გამოყენებული პატრიარქ აფინაგორის მიერ, რაც ერთობ უცნაურია: ელადის, სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, ბულგარეთის ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭებისას კონსტანტინოპოლი არ ითხოვდა მსოფლიო კრებას. საუკუნეების განმავლობაში აღიარებული საქართველოს ავტოკეფალიას, რომელიც მან მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოსგან, კონსტანტინოპოლი არ ითხოვდა მსოფლიო კრებას.  ასევე 1990 წელს, როდესაც აღიარა მისი აღდგენა. არ ითხოვდა მსოფლიო კრებას 1924 წელს, როდესაც ავტონომიური პოლონეთის ეკლესია მოწყვიტა რმე-ს და აჩუქა მას ავტოკეფალია. არ ითხოვდნენ ფანარიონელები მსოფლიო კრებას შემდგომშიც: არც 1998 წელს, აღიარეს (ფანარიონელების ინტერპრეტაციით-შესთავაზეს) ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია (სინამდვილეში ავტოკეფალია მიიღო ჯერ კიდევ 1951 წელს რმე-სგან) ანდა როდესაც აძლევდა ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ  2019 წელს უკრაინელ სქიზმატიკოსებს.

"თქვენმა უწმინდესობამ ასევე კარგად იცის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებს არა აქვთ თანხმობა ავტოკეფალიის დადგენის საკითხში ერთიანი წესდება. ელადის ეკლესია დღემდე ატარებდა ბრძნულ და მიუკერძოებელ პოზიციას ამ საკითხში. მაგალითად, თქვენი უნეტარესობა და წმინდა სინოდი ახლახანს მიესალმნენ პრაღისა და სრულიად ჩეხოსლოვაკიის მიტროპოლიტს- ავტოკეფალიის მეთაურს, რომელსაც ასევე წართმეული აქვს ოფიციალური აღიარება მსოფლიო პატრიარქისგან. მინდა შემოგთავაზოთ ძმობისა და კონსტრუქციული მეგობრობის დამოკიდებულება იყოს გამოყენებული ამერიკის სიტუაციაშიც..."- წერდა თავის პირად წერილში ათონის მთავარეპისკოპოს იერონიმეს 1971 წლის 5 აპრილს მეიენდორფი.

ფანარიონმა არამარტო უარი განაცხადა ამერიკული პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობაზე, არამედ თვითონ უბიძგებდა არამარტო რჩევებით, არამედ პრაქტიკული იზოლაციითაც ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას გადაეწყვიტა ეს საკითხი მოსკოვში. ერთის მხრივ არც რმე, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ეჭვქვეშ არ აყენებდნენ საიდუმლოებების მადლს მიტროპოლიაში (განსხვავებით უკრაინის განხეთქილების სიტუაციია 2018-2019 წლებში), მეორე მხრივ, სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო შეეცადა მიტროპოლიის იზოლირებას. აი რას იხსენებს ამის შესახებ მიტროპოლიტი ფეოდოსი (ლაზორი), რმე-ს წინამძღვარი 1977-2002 წლებში:

"ბრალდება, რომელიც გაჟღერდა 1970 წლის დასაწყისში იმაზე, რომ ავტოკეფალია დახურულ კარებს მიღმა დაჩქარებით იქნა ორგანიზებული, დაინტერესებული პირების გაფრთხილების გარეშე, უბრალოდ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. იყო საუბრები და დიალოგები სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ამერიკაში.

ჩემი ქიროტონიის დროს მონაწილეობა მიიღეს ეპისკოპოსმა სილამ, მთავარეპისკოპოს იაკობის წარმომადგენელმა, და ეპისკოპოსმა მარკმა (ლიპა) ალბანეთის ეპარქიიდან-ორივე ეპისკოპოსი იყო მსოფლიო საპატრიარქოს ომოფორით."

უდაოდ, ზემოაღნიშნული კანონიკური საფუძველიდან გამომდინარე, რუსულ ეკლესიას თვითონ ჰქონდა უფლება მიეცა ავტოკეფალია თავისივე ნაწილისათვის (რომელიც თუნდაც ნომინალურად, მაგრამ არის ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლია) თავის კანონიკურ ტერიტორიაზე. ისევე, როგორც ადრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში ამას აკეთებდა ანტიოქიის ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია. როგორც ვხედავთ, ავტოკეფალიის გადაცემის განსაზღვრული პროცედურა კანონიკურ სამართალში არ არის. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს      საკმაოდ ბევრი კანონიკური წესი, რომელიც უკრძალავს  ერთ ეკლესიას ჩაერიოს მეორის საქმეებში და პირიქით- უფლებას აძლევს ეპისკოპოსებს ყოველ ეკლესიაში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მის ეპარქიას.

თავდაპირველად ამერიკაში კანონიკური წესის დარღვევა კონსტანტინოპოლის მიერ, შემდგომ სხვა ეკლესიებიდანაც, და მერე პოლიტიკურმა მოვლენებმა და უთანხმოებებმა გაართულეს სიტუაცია, რამაც როგორც ჩანს შეუძლებელი გახადა საკითხის გადაწყვეტა რუსულ დედა-ეკლესიასა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიას შორის.

და თუ უფალი დაუშვებდა ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, მაშინ სწორეს ეს შეიძლება ყოფილიყო საკამათო კანონების დარღვევის თვალსაზრისით, რომელიც კრძალავს სხვა ეკლესიის საქმეებში ჩარევას (რაც, სხვათაშორის იშვიათად აჩერებდა კონსტანტინოპოლს სხვა სიტუაციებში XX საუკუნეში).

მაგრამ ღმერთმა გაუსასტიკა გული პატრიარქ აფინაგორს   (გამოცხ. 9:12), რომელსაც არ სურდა გაეშვა ამერიკული სამრევლო. თვით ფანარიონმა აიძულა მიტროპოლია ეძება გადაწყვეტილება დედა-ეკლესიის წიაღში, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა ხრუშოვისდროინდელი დევნის დასრულებით და შესაძლებლობით მიეღო მომწიფებული და ერთადერთი შესაძლებელი იმ დროისათვის გადაწყვეტილება.

ავტოკეფალია რმე-სგან. მოვლენების ქრონოლოგია

 ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიიის კონტაქტები რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აღდგა 1967 წლის ნოემბერში, როდესაც მიტროპოლიტი ნიკოდიმი (როტოვი) ჩავიდა ნიუ-უორკში.

შემდგომი მნიშვნელოვან ნაბიჯი გაკეთდა 1968 წლის აგვისტოში, უფსალაში, შვედეთში. მიტროპოლიის სამი წარმომადგენელი- სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი იოანე, მ. იოანე მეიენდორფი და პროფესორი სერგეი ვერხოვსკი შეხვდნენ მიტროპოლიტ ნიკოდომოსს. პირველად ტერმინი "ავტოკეფალია" გამოყენებულ იქნა როგორც განხილვის შესაძლებლობა. რათქმა უნდა, ეს იყო წინ მიმავალი დიდი ნაბიჯი რუსული ეკლესიის მხრიდან,მისი წარსული სირთულეების შემდეგ. ამის მერე მიტროპოლიის სინოდი ქმნის რმე-სთან მოლაპარაკების კომიტეტს.

პირველი ოფიციალური შეხვედრა მიტროპოლიტ ნიკოდომსთან შედგა 1969 წლის 21 იანვარს ოტელში New Yorker- ნიუ-იორკში, სადაც ის გაჩერდა. ეს შეხვედრა შედგა, რათა მოემზადებინათ შემდგომი მოლაპარაკებების დღის წესრიგი. ძირითადი შეხვედრა შედგა 2 კვირით გვიან, 1969 წლის 3 თებერვალს. მიტროპოლიის მოლაპარაკების სპეციალური კომიტეტი შეხვდა რუსულ დელეგაციას მიტროპოლიტის რეზიდენციაში. ამ შეხვედრაზე პირველად დამუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გადმოცემულია საერთო პირობები ავტოკეფალიის შესახებ.

ორივე ეკლესიის მხრიდან ძირითადი შეთანხმების მიღების შემდეგ ორი დელეგაცია შეხვდა ერთმანეთს 24-25 აგვისტოს 1969 წელს ჟენევაში, შვეიცარია. ამ შეხვედრაზე შეათანხმეს მომავალი ავტოკეფალიისათვის კანონიკური საფუძვლის ნაკრები: ეკლესიის და იურიდიქციული ერთიანობის კანონიკური პრინციპი; აღიარება იმისა, რომ 1922 წლამდე ტერიტორიული და იურისდიქციული ერთიანობა მართლმადიდებელი ეკლესიის ამერიკაში ეკუთვნოდა რუსულ ეკლესიას; აღიარება იმისა, რომ ავტოკეფალიის გამოცხადება ეკუთვნის დედა-ეკლესიას და მხოლოდ მას; აღიარება იმისა, რომ ეკლესიების ზრდა ოდითგან მოითხოვს მის გამოცხადებას ავტოკეფალური ეკლესიის მიერ; აღიარება იმისა, რომ მიტროპოლია რუსულ ფესვებთან მისი ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით თავისთავად ცხადად წარმოადგენს ამერიკის მართლმადიდებლობაში            ამერიკის ავტოკეფალურ ცენტრს.

გადაუჭრელი დარჩა მხოლოდ ორი საკითხი: იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი (1946 წლიდან იმყოფებოდა ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის დროებით დაქვემდებარებაში) და საეგზარხოსოს ზოგიერთი მღვდელმთავარისა და ერიკაცების სტატუსი, რომლებსაც ჰქონდათ პიროვნული წინააღმდეგობა მიტროპოლიასთან შეერთების საკითხში.

1969 წლის 19 სექტემბერს მიტროპოლიის კრების მთავარეპისკოპოსმა ერთსულოვნად მიიღო და მოიწონა ჟენევის შეთანხმება.

1969 წლის 26-27 ნოემბერს ახალი შეხვედრა უკვე ტოკიოში შედგა. გადაწყდა, რომ იაპონური ეკლესია გახდება ავტონომიური რუსული ეკლესიის შემადგენლობაში, და რომ ამერიკაში საპატრიარქო სამრევლოები, რომლებსაც არ უნდათ ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას შეურთდნენ, შეუძლიათ შეინარჩუნონ თავისი სტატუს-ქვო.

ამაზე ერთდროულად მიდიოდა მუშაობა მოსკოვის საპატრიარქოში, სადაც ყოველმხრივ ცდილობდნენ მიეღოთ თანხმობა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის ავტოკეფალურობის მინიჭებაზე. მიტროპოლიტი ნიკოდომოსი და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები აფრთხობდნენ კომუნისტ ჩინოვნიკებს თითქოსდა არსებული საშიშროებით,   ჩრდილოეთ         ამერიკის მიტროპოლია მოექცეოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს  გავლენის სფეროში (როგორც ცნობილია, პატრიარქი აფინაგორი იყო ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურების პროტეჟე), რომლის აცილება შესაძლებელი იყო მხოლოდ ავტოკეფალიის მეშვეობით. არგუმენტაცია არ იყო ობიექტური, თუმცა საბჭოთა ჩინოვნიკებს არც ისე ღრმად ესმოდათ მიმდინარე პროცესები. დამატებითი არგუმენტები იყო მაღალი ხარჯები ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს შესანახად (რაც თავის მხრივ ნაწილობრივ შეესაბამებოდა სინამდვილეს). საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლების თანხმობა მიღებულ იქნა.

1970 წლის 10 აპრილს რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიანიჭა ავტოკეფალია მართლმადიდებელ ეკლესიას ამერიკაში.

კონსტანტინოპოლში ამ ამბავს შეხვდნენ ნეგატიურად. ამის მთავარი მიზეზი იყო ავტოკეფალური  ეკლესიის წარმოქმნის აღქმა, როგორც პრეტენზია ამერიკაში მოქმედი ეპარქიებისა და სხვა ავტოკეფალური ეკლესიების სამრევლოს შემოერთებაზე.

ამასთან პრეტენზიები მსგავს მიერთებაზე  ჰქონდა თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჯერ კიდევ 1923 წლიდან, რომელმაც პატრიარქ მელეთის დროს განაცხადა თავისი პრეტენზიების შესახებ მართლმადიდებელი მრევლის ("ბარბაროსების მიწების")  ზრუნვის განსაკუთრებულ უფლებაზე, რომელთა რიცხვს მიაკუთვნა ამერიკაც. ავტოკეფალური ეკლესიის წარმოქმნა ამ გეგმებს შეუსრულებელს ხდიდა. ფანარიონმა დაინახა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში (ამე) თავისი კონკურენტი.

ფანარიონმა დაინახა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში (ამე) თავისი კონკურენტი.

ავტოკეფალიის მინიჭებას  მოსკოვისადმი არ ჰქონდა არც ერთი ასეთი შედეგი. ავტოკეფალია უბრალოდ იყო დე-იურე ფაქტის აღიარება, რომ ყოფილი ამერიკის ეპარქია, დაარსებული 1794 წელს, იყო მაშინ 1970 წელს მზა და დამოუკიდებელი ეკლესია. სხვა სიტყვებით, მოსკოვი განიხილავდა ავტიკეფალიის, როგორც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეს",-დაამოწმა მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ.

ანუ მოსკოვი, თავისი კანონიკური წესების შესაბამისად, თავის ტერიტორიაზე  წყვეტდა თავისი მიტროპოლიის საკითხს. ახალი ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის და ტერიტორიული ერთიანობის აღიარებით რმე არ ერეოდა ამერიკაში მოქმედი სხვა ეკლესიების საქმეებში, მხოლოდ პარალელური იურისდიქციის საკითხებში ამბობდა თავის უფლებებზე უარს. მხოლოდ რამდენიმეს გამოკლებით, რომლებიც დროებით დარჩნენ მათი სამრევლოს შემადგენლობაში, ეპარქიის შექმნისა და მათი გაზრდილი უფლებების გარეშე. ეს გამონაკლისი იძულებითი იყო მათი უთანხმოების გამო შესულიყვნენ ამე-ს შემადგენლობაში.

ერთ-ერთი მისი არქიტექტორი- პროტოპრესსვიტერი იოანე მეიენდორფი წერდა:

ავტოკეფალიამდე ყველა ეკლესიის მდგომარეობა  (აშშ-რედ.) იყო არაკანონიკური, რამდენადაც კანონები ფორმალურად გამორიცხავდნენ რამდენიმე იურისდიქციის არსებობას ერთ ტერიტორიაზე. დღეს კარები ღიაა კანონიკურობის აღდგენისათვის. თუ მსოფლიო პატრიარქს სურს აიღოს თავის თავზე როლი, რომელიც მას უნდა ეკუთვნოდეს - იყოს ორგანიზატორი, არბიტრი, კრების ცენტრი, მაშინ უნდა შეასრულოს ეს როლი, და არ აპელირებდეს არარსებულ უფლებებზე!"

როგორც ფაქტებიდან ჩანს, ამე-მ არაერთხელ გაუწვდინა ხელი კონსტანტინოპოლს და ასევე სთხოვა კურთხევა, მაგრამ თავისი ხელი ფანარიონს არც ერთხელ არ გამოუწვდენია.

ისტორია გვიჩვენებს, რომ რმე-ს მიერ მინიჭებული ავტოკეფალიები არაერთხელ ხდებოდა არაღიარების საგანი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან. და ყოველ ჯერზე მონოპოლიაზე მისი პრეტენზიების გამო ამ საკითხში. ასე იყო საქართველოს ავტოკეფალიის შემთხვევაში (1943 წელს), პოლონეთის ეკლესიის (1948 წელს), ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიების (1951 წელს). საბოლოო ჯამში ყველა ეს პრობლემა გადაწყდა ამა თუ იმ ფორმით. საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში კონსტანტინოპოლმა აღიარა მხოლოდ 1990 წელს, მაგრამ ისე, თითქოს ამ აღიარებით მან ის დაასაჩუქრა. პოლონეთის ეკლესიის შემთვევაში ფანარიონში ამჯობინეს არ შეემჩნიათ პოლონეთის იერარქების მონანიება არაკანონიკურ ავტოკეფალიაში 1924 წელს და ახალი ავტოკეფალიის მიღება რმე-სგან 1948 წელს. არ იმჩნევენ დღემდე.  ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემთვევაში მისი ავტოკეფალია აღიარეს 1998 წელს, "ხელახლა მისი გადაცემით" და უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვებით (უფრო მეტი, ვიდრე პოლონეთის ეკლესიას 1924 წელს).

როგორც ვხედავთ ისტორიიდან, სურვილის შემთხვევაში ფანარიონი პოულობდა გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის მინიჭებისას შეენარჩუნებინა საკუთარი სახე. მაგრამ ამე-ს შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება დღემდე ვერ მოინახა, მიუხედავად იმისა,რომ ის მზადაა წავიდეს კომპრომისზე. გარდა ამისა,  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ავტოკეფალიის მინიჭებისას აკეთოს იგივე  ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის სამრევლოსთან ფანარიონს კატეგორიულად არ უნდა. ასე მაგალითად, მთავარეპისკოპოს იაკობთან მიმართებაში, ბერძნული არქიეპიკოპიის მეთაურები ამტკიცებენ, რომ მისი გადადგომა 1996 წელს დაკავშირებული იყო სხვათაშორის მისი და ბართლომეს კონფლიქტთან ამერიკის ავტოკეფალიის საკითხში. მისი გადადგომას მოყვა არქიეპისკოპიის დაქუცმაცება, რათა შემცირებულიყო მისი შემობრუნების რისკი ამე-ს გაერთიანების მხარეს. უფრო მეტად მისი უფლებები შეიკვეცა უკვე 2020 წელს.

ანიჭებს რა ავტოკეფალიებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში,  ფანარიონს კატეგორიულად არ სურს იგივე გაუკეთოს თავის სამრევლოს აშშ-ში

ავტოკეფალიის მინიჭების უფლება

თუ კითხვას "ვის აქვს უფლება მიანიჭოს ავტოკეფალია" ექნებოდა მკაფიო განსაზღვრება კანონიკურ სამართალში, მაშინ ეს არ გამოიწვევდა ამდენ ეჭვს და უთანხმოებას, მაგრამ წმინდა კანონები არ იყო რეგლამენტირებული. ბიზანტიის იმპერიაში III-VIII საუკუნეებში ეს საკითხი არ იდგა მწვავედ დღის წესრიგში. მას წარმატებით წყვეტდნენ მსოფლიო კრებები საჭიროების მიხედვით.

ეჭვგარეშეა, კანონებით არარეგლამენტირებულ საკითხებში მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის მთავარი განმსაზღვრელი არის ეკლესიის წეს-ჩვეულება-საეკლესიო გამოცდილება. სწორედ აქ წარმოიქმნება კონსტანტინოპოლის შეუსაბამობა სხვა ეკლესიებთან.

ფანარიონელები აპელირებენ მსოფლიო კრების პრაქტიკით. მაგრამ უკვე ბოლო კრებიდან მათივე მხრიდან იყო წარმოდგენილი ან აღიარებული ცხრა(!) ახალი ავტოკეფალური ეკლესია. და მხოლოდ რუსული ეკლესიის საპატრიარქო იყო წარმოდგენილი კონსტანტინოპოლის კრებით 1590 წელს, რომელშიც მონაწილეობდნენ დანარჩენი აღმოსავლეთის  საპატრიარქოს წარმომადგენლები. ანუ ატარებდა მსოფლიო კრებისათვის დამახასიათებელ ნიშანს.

1850 წელს ტომოსი ელადის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე, კონსტანტინოპოლის იერარქების გარდა ხელს აწერს მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი. ანუ მსოფლიო კრების ნიშნებს ჩვენ ვეღარ ვხედავთ. ახალი ეკლესიებისათვის ავტოკეფალიის მინიჭებისას ასევე არ არის ვისიმე გადაწყვეტილების   რაიმე ნიშნები, გარდა კონსტანტინოპოლის ეკლესიისა.  ამრიგად, მსოფლიო კრების განსაკუთრებულ უფლებაზე მიანიჭოს ავტოკეფალია დამსხვრეულია თვითონ კონსტანტინოპოლის ეკლესიით და პრაქტიკით.

ფანარიონელებმა წარადგინეს შემდეგი თეზისი: სანამ არ არის მსოფლიო კრება, მათი უფლებები დელეგირებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ.

რატომ? ჩვენ არ ვხედავთ არცერთ მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას ამ შინაარსით.

ამავე დროს კრებები ხშირად განიხილავდნენ და წყვეტდნენ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს. ნუთუ, მსგავსი გადაწყვეტილება თუ იყო მიღებული, მან ვერ იპოვა თავისი მკაფიო გამოხატულება კანონში?

ფანარიონელები აცხადებენ: სანამ არ ტარდება მსოფლიო კრება  მათი უფლებები დელეგირებულია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან. რატომ? ჩვენ არ ვხედავთ არცერთ მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას ამ შინაარსით.

მაგრამ ფანარიონი არ იმჩნევს ამ ნონსენს და ეძებს სხვა გადაწყვეტილებას  II მსოფლიო კრების 3 კანონის და IV მსოფლიო კრების 9,17,28 კანონების ძალიან დაძაბული და თავისუფალი ინერპრეტაციით. ამ კანონების ანალიზი ჩვენ განვიხილეთ ზემოთ. ისინი არ აძლევენ უფლებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმოადგენდნენ ეკლესიების უმაღლეს სასამართლოს მათი ნების გარეშე. მითუმეტეს მათ არ აძლევენ "ხელისუფლების პირველობის" უფლებას, რაზეც ფანარიონელები აცხადებენ პრეტენზიას. მით უმეტეს, მსოფლიო კრების ჩანაცვლების უფლებას.

მაგრამ თუნდაც რომ არ განვიხილოთ კონსტანტინოპოლის სასამართლო პრივილეგიები, ამ სიტუაციაში არაა საუბარი სამართლებრივ დავაზე.

რის საფუძველზე ართმევენ ვითომდა არსებული კონსტანტინოპოლის სამართლებრივი პრივილეგიები სხვა ადგილობრივ ეკლესიებს მისცენ ავტოკეფალია თავის შემადგენელ ნაწილებს? ფანარიონელები მიუთითებენ იმაზე, რომ ყველა ავტოკეფალიები ისტორიაში გადაცემული იყო ან მსოფლიო კრების ან მათი საპატრიარქოს მიერ.  და რადგანაც ასეა, მაშინ მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ამის უფლება. მაგრამ, ეს არაა სიმართლე, როგორც გადმოცემით, ასევე დასკვნით.

დიახ, ნამდვილად კონსტანტინოპოლმა მისცა რუსულ ეკლესიას ავტოკეფალია, ელადის ეკლესიას ( უკვე მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქის მონაწილეობით) და ერთპიროვნულად- სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის და ბულგარეთის ეკლესიებს. მაგრამ ყველა ეს ეკლესია იმყოფებოდა მის კანონიკურ დაქვემდებარებაში და მათთვის ავტოკეფალიის მინიჭება დედა-ეკლესიისგან იყო აბსოლუტურად ლოგიკური.

და უკვე შემდგომ, XX საუკუნეში წარმოიშვა წინააღმდეგობა. ფანარიონელები პრეტენზიას აცხადებენ იმაზე, რომ სხვა დანარჩენი ავტოკეფალიები მათი მიცემულია: პოლონეთის, საქართველოს, ჩეხოსლოვაკიის...

როგორც ზოგიერთი ბავშვი, რომლებიც გარდა ნამდვილისა   თავისთვის იგონებენ მოგონილ მეგობრებს, ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც გარდა იმათი, ვისაც ნამდვილად მიანიჭა ავტოკეფალია, და ზოგიერთისთვის მოიგონა, თითქოს მისცა. და ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ამ საკითხში თავისი მონოპოლიური პრეტენზიების გასამყარებლად. რადგანაც სხვა საფუძველი ამისთვის არ არსებობს.

არამარტო ავტოკეფალიის კონსტანტინოპოლისაგან ცალკე მინიჭების ფაქტით, არამედ მათი სხვა ეკლესიების მიერ აღიარების ფაქტი მოწმობს ფანარიონის მონოპოლიის შესახებ პრეტენზიების შეცდომაზე. ფანარიონელები ცდებიან თავისი გზავნილის საწყისშივე: არამარტო ისინი იძლეოდნენ ავტოკეფალიას XX ს-მდე.

ყველა ადგილობრივ ეკლესიას შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება?

 თუ ყველა ზემოხსენებულ სამ მაგალითში საუბარია კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის დავაზე, მაშინ არის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ანგრევს ფანარიონის პრეტენზიებს.

ვახდენთ კონსტანტინოპოლის მიერ საქართველოსთვის 1990 წელს გადაცემული ტომოსის პირდაპირი ციტირებას:

სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმიდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმიდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურით და ორგანიზებით, რაც უძველესი დროიდან გააჩნდა და რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: "... ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმიდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი, გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქმნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა" (იხ. Γ.Α. Παλλη - Μ. Ποτλη, Συνεαγμα των θειων 'Ιερων κανονων, 'Αθηνησιν 1852, τωμ. Β. σελ. 172).

საუბარია ანტიოქიის ეკლესიურ კრებაზე, რომელიც მოიწვია პეტრე III 1053 წელს, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც ადრე მიუკუთვნებოდა ანტიოქიის ეკლესიას.

ეს მაგალითი, აღიარებული კონსტანტინოპოლისა და სხვა ეკლესიების მიერ, ნათლად მოწმობს ადგილობრივი ეკლესიების უფლებაზე მიანიჭონ ავტოკეფალია დამოუკიდებლად, როგორც მსოფლიო კრების გარეშე, ასევე ამ როლის კონსტანტინოპოლისათვის მინიჭების გარეშე, რაც უარყოფს კონსტანტინოპოლის საპატრიაქოს ინტერპრეტაციებს. ასეთია ეკლესიის ნამდვილი წესი.

არსებობს ადგილობრივი ეკლესიების უფლება მიანიჭონ ავტოკეფალია დამოუკიდებლად, როგორც მსოფლიო კრების გარეშე, ასევე ამ როლის კონსტანტინოპოლისათვის გადაცემის გარეშე.

თუ კანონები არ განსაზღვრავენ ავტოკეფალიის მინიჭების მკაფიო პროცედურას, მაშინ ისინი საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავენ ყოველი ეკლესიის კრების უფლებას მიიღონ გადაწყვეტილება მის მოწყობასთან დაკავშირებით, და უკრძალავენ ჩარევას მის  საქმეებში სხვა დანარჩენ ეკლესიებს, ისევე როგორც კრძალავენ  მოღვაწეობას მათ ტერიტორიაზე. დაწვრილებით ჩვენ ეს განვიხილეთ ზემოთ შესაბამის ნაწილში.

სწორედ შესაბამისი შინაარსის კანონებზე იყო დაყრდნობილი პასუხი მოსკოვის პატრიარქის ალექსის მიერ კონსტანტინოპოლის პატრიარქ აფინაგორის პრეტენზიებზე, ამე -თვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე 1970 წლის 16 მარტის გზავნილში: "კანონიკური და საეკლესიო სამართლის თანახმად, ავტოკეფალიის გადაცემა შეუძლია მხოლოდ კანონიერ ხელისუფლებას. ამერიკის რუსული მართლმადიდებელი ბერძნული კათოლიკური ეკლესიისათვის, რომელიც იწოდება როგორც ამერიკის რუსული მიტროპოლია, და ასევე მთელი მართლმადიდებლობისათვის ამერიკაში ასეთს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. ვერავინ იდავებს იმ ფაქტზე, რომ ყოველი ავტოკეფალური ეკლესია უფლებამოსილია მისცეს ავტოკეფალია თავისივე ეკლესიის ნაწილს."

 

კონსტანტინოპოლის კონტრარგუმენტები

ფანარიონელების მთელი არგუმენტაცია ამე-ს ავტოკეფალიის წინააღმდეგ გადმოცემული იყო პატრიარქ  აფინაგორის მიერ 1970 წლის 7 იანვარს მოსკოვის პატრიარქ ალექსი I-სადმი და 1970 წლის 24 ივნისს პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვის მიტროპოლიტ პიმენისადმი. რადგანაც მეორე წერილი შეიცავს არგუმენტებს პირველიდან, ჩვენ მას მოკლედ მიმოვიხილავთ:

პატრიარქი აფინაგორი ახმოვანებს წერილში რიგ პრეტენზიებს რუსული ეკლესიის მიმართ, მათ შორის თეზისების ნაწილი, რომლის გამოყენება ახლა ძალიან უყვართ ფანარიონში ჩვენს დროს და რომლებიც 2020  წელს აქტუყრად გამოიყენა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა. მათ შორის პრეტენზიები პოლონეთის ეკლესიის საზღვრის თაობაზე (ჩვენ ადრე განვიხილეთ ეს საკითხი), და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე.

თუმცა საკმაოდ ვრცელ ტექსტში პატრიარქი აფინაგორი აღიარებს:

"კონკრეტული კანონები, რომლებიც ზუსტად დაახასიათებს ავტოკეფალიას, საეკლესიო სამართალში არ მოიძებნება." ამის შემდეგ ცდილობს ააგოს ლოგიკა ისტორიის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის დახასიათება ჩვენ განვიხილეთ წინამდებარე ნაწილში.

კირ აფინაგორი წერს:

"რაც შეეხება მის (რმე) სავარაუდო უფლებას, როგორც ნებისმიერი სხვა ავტოკეფალური მართლმადიდელური ეკლესიის უფლება მიანიჭოს ავტოკეფალიის სტატუსი სხვა ეკლესიას- ასეთი უფლება არ შეესაბამება არ კანონიკურ მოთხოვნებს, არც ეკლესიის შიგნით არსებულ პრაქტიკას."

დავეთანხმოთ ამ მოსაზრებას ნაწილობრივ: არ შეესაბამება, თუ საუბარია სხვის ტერიტორიაზე ან სხვა ეკლესიის ნაწილზე. თუ საუბარი მიდის საკუთარი ეკლესიის ნაწილზე-მაშინ სავსებით შეესაბამება, რაც დაგვიმტკიცა ჩვენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიამ, ასევე რმე-ს ისტორიამ და  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების ისტორიამ ანტიოქიის ეკლესიის მხრიდან."

შემდგომ, მე-5 პუნქტში, მოყვანილია პატრიარქ აფინაგორის ძალიან მნიშვნელოვანი  მტკიცებულება: "ავტოკეფალიის როგორც საეკლესიო აქტის მნიშვნელობა, რომლისგანაც გამომდინარეობს გარკვეული ცვლიებები საეკლესიო საზღვრების გარშემო და ახალი იურისდიქციების და ადმინისტრაციული უფლებამოსილებების წარმოქმნა, რომელსაც მართლმადიდებლობა მთლიანობაში ახალი წესრიგისკენ მიყავს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ავტოკეფალიის მინიჭება მთლიანობაში ეკლესიის უფლებაა, და სრულიადაც არ შეიძლება ჩაითვალოს "ყოველი ავტოკეფალური ეკლესიის" უფლებად, როგორც ნათქვამია პატრიარქ ალექსის წერილში ნეტარი მეხსიერება."

 

ავტოკეფალის მინიჭება არის უფლება, რომელიც ეკუთვნის მთლიან ეკლესიას, და სრულიადაც არ შეიძლება ითვლებოდეს "ყოველი კათოლიკური ეკლესიის" უფლებად. 

                                                                 პატრიარქი აფინაგორი

როგორ მინდა დავეთანხმო მისი უწმინდესობის ამ სიტყვებს, რამდენ მშვიდობას მოუტანდა ის ქრისტეს ეკლესიას! განსაკუთრების ახლა უკრაინულ მიწებს!    

მაგრამ რატომღაც მისი წინამორბედები კონსტანტინოპოლის ტახტზე ამ წესით არ სარგებლობდნენ, როგორც ავტოკეფალიის მიცემისას თავისი ეკლესიის ნაწილებისათვის, ასევე რუსული ეკლესიის ნაწილების მოწყვეტისას. ასევე  კირ აფინაგორის მემკვიდრეებმა, ახლანდელი პატრიარქის ბართლომეს ჩათვლით, უგულვებელყვეს ეს პოზიცია, როგორც ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიების საკითხების გადაწყვეტისას 1998 წელს, ასევე ავტოკეფალიის  უკრაინელი სქიზმატიკოსებისათვის გადაცემისას 2019 წელს."

პუნქტში №7  პატრიარქ აფინაგორს თავის გზავნილში მოყავს საინტერესო კანონზომიერება: ავტოკეფალიის მინიჭების საერთო გადაწყვეტილების აუცილებლობა მტკიცდება ისტორიით, რომელიც გვიჩვენებს, რომ ავტოკეფალური ეკლესიები, რომლებმაც არ მიიღეს მსოფლიო აღიარება, ისეთები როგორიცაა კართაგენის ეკლესია, მედიოლანას ეკლესია(მილანში), ლეონის ეკლესია, ოხრიდის ეკლესია, ტირნოვოს, იპეკის და ივერიის ეკლესიები, ასევე ზოგიერთი სხვა ამ კატეგორიიდან , დროთა განმავლობაში დაკარგეს თავისი ავტოკეფალია. მეორე მხრივ, ის ეკლესიები, რომლებსაც ჰქონდათ თავისი ავტოკეფალიის მსოფლიო აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსაცდელი გამოიარეს და თითქმის დაშლამდე მივიდნენ, დარჩნენ ავტოკეფალურ ეკლესიებად და დაიწყეს ახალი ცხოვრება, როგორც ეს გააკეთეს კვიპროსის, იერუსალიმის, ანტიოქიის და ალექსანდრიის ეკლესიებმა. მსოფლიო კრების ეს დასაბუთებული ბეჭედი სჭირდება ახალ ავტოკეფალურ ეკლესიებსაც მათი საბოლოო და განგრძობადი ავტოკეფალური არსებობისათვის არახელსაყრელი გარემოებების გამო, რომელშიც შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ. მათ მიეკუთვნებიან ეკლესიები, რომელთაც წმიდა სამოციქულო და მსოფლიო სატახტო საპატრიარქომ მიანიჭა ავტოკეფალიის ბეჭედი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები თანხმობით."

ანუ ყველა მსოფლიო კრების მიერ დაუდასტურებელი ავტოკეფალიები, პატრიარქ აფინაგორის აზრით, დროებითი მოვლენაა. იციან თუ არა ამის შესახებ ე.წ. "ახალმა ეკლესიებმა?" გააფთხილა პარტრიარქმა ბართლომემ  თავისი ტომოსის მიმღებები ე.წ. "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის" ავტოკეფალიის დროებითი ხასიათის შესახებ?  როგორ ემთხვევა მთელი ეს ისტორია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს XIX-XX საუკუნეების მთელ თავის ისტორიაზე, როდესაც ფანარიონი იძლეოდა ტომოსს ავტოკეფალიის მინიჭებაზე ყოველგვარი მისი მსოფლიო განხილვისა და აღიარების გარეშე?

პატრიარქ აფინაგორის მიერ ხსენებულმა ყველა ავტოკეფალურმა ეკლესიამ დაკარგა თავისი ავტოკეფალია იმპერიული თვითნებობის გამო: შთანთქმულები რომის ეკლესიის მიერ, რომელმაც თავი გამოაცხადა "პირველი თანასწორის გარეშე" ანუ კონსტანტინოპოლის. საქართველოს ეკლესია დროებით კარგავდა თავის ავტოკეფალიას რუსეთის იმპერიული გადაწყვეტილებით,როდესაც რუსულ ეკლესიას ამავე ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ჰქონდა საეკლესიო შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. კორექტულია ამის შემდეგ კონსტანტინოპოლის მხრიადნ მაგალითების მოყვანა?

ამავე დროს ტირნოვოს საპატრიარქო აღდგა ბულგარეთის ეკლესიის სახით, ხოლო ივერიის ეკლესია დღეს -საქართველოს მართმლადიდებელი ეკლესიაა.

მითუმეტეს სწორედ მოციქულების მიერ დაარსებული უძველეს  იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის ეკლესიებს, სწორედაც რომ არ მიუღიათ ავტოკეფალია მსოფლიო კრებებზე. მათ ის მიიღეს მსოფლიო კრებების ეპოქამდე, რაც იმაზე მოწმობს, რომ ავტოკეფალია წარმოიშვება თვით ეკლესიების გადაწყვეტილებით თავისი ტერიტორიის შიგნით. მხოლოდ კვიპროსის ეკლესიამ და თვით კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მსოფლიო კრების ეპოქაში, რაზედაც პატრიარქმა აფინაგორმა დუმილი ამჯობინა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი პატრიარქ აფინაგორის მიერ ადგილობრივი ეკლესიების ისტორიის არსებობისა, რადგანაც ეს აშკარად ამტკიცებს, რომ თუმცა ამ ეკლესიებიდან მხოლოდ ორი შემორჩა (ავტოკეფალია ჩამოერთვათ და აღუდგინეს), მაგრამ ისინი არსებობდნენ. და ეს პრაქტიკა ყველასათვის ცნობილია, იმიტომ რომ საერთო აღიარებით სარგებლობდა. და თავისი ავტოკეფალიების მიღებას აღწევდნენ სრულიად არა იმ გზით, რომელიც იყო ერთადერთი შესაძლებელი,  ამტკიცებს პატრიარქი აფინაგორი.

№15-16, რეალური ისტორიის უგულვებელყოფით, პატრიარქი აფინაგორი უარყოფს რუსული ეკლესიის უფლებას ამერიკაში, არგუმენტად მოყავს ალიასკის გაყიდვა. ის ცდილობს სწორედ ალიასკაში წაშალოს რმე-ს როლი, თუმცა, როგორც ჩვენ გვახსოვს, 1872 წლიდან ეპარქიის ცენტრად რმე-სთვის ამერიკაში იყო სან-ფრანცისკო, 1905 წლიდან -ნიუ-იორკი. კონსტანტინოპოლმა კი პირველად თავისი უფლებები ამერიკელ ბერძნებზე განაცხადა 1908 წელს, ბერძნულმა ეპარქიამ დაარსება იქ დაიწყო 1918 წელს, და მთლიან ამერიკაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პრეტენზია გამოაცხადა 1923 წელს.

ასევე კირ აფინაგორი თავის აღშფოთებას გამოხატავს რმე-ს მხრიდან ამერიკაში სხვა მართლმადიდებელი იურისდიქციების ინტერესების დარღვევაში, რაც ხელს არ უშლის მას მიუთითოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს "განსაკუთრებულ უფლებებზე"  იზრუნოს მართლმადიდებელ დიასპორაზე. მაგრამ ეს "განსაკუთრებული უფლებები" არის საერთოდ  სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების უფლებების უარყოფა იზრუნონ დიასპორის სამრევლოზე.

რმე -ს ისტორიული როლი აფინაგორისათვის დასულია მხოლოდ რუსული დიასპორის კვების ფუნქციამდე, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. და თუნდა შეესაბამებოდეს, მაინც არ ცვლის კანონიკურ აკრძალვას ეკლესიების შერევაზე.  შეგახსენებთ, რომ  ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიის სამრევლოების  90%  XX საუკუნის შუაში იყო ინგლისურენოვანი, არაფრით არ იყო დაკავშირებული რუსეთთან და რუსული დიასპორის წარმომადგენლები მასში არ იყო მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნის დიასპორა..

აფინაგორის აზრით ამერიკაში მართლმადიდებლების იურისდიქციის  საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მსოფლიო კრებაზე. შეგახსენებთ, რომ ადრე პატრიარქმა აფინაგორმა უარი თქვა ეს საკითხი გამოეტანა თუნდაც წინასწარ განხილვაზე  საერთო-საეკლესიო შეხვედრაზე შამბეზიში...

№19 პატრიარქი აფინაგორი მოუწოდებს რუსულ ეკლესიას დაიცვას საზღვრები, რომლებიც "ვერ გაფართოვდება იმ საზღვრის გარეთ, რაც მისთვის იყო მინიჭებული ოქროს ბეჭდით მსოფლიო პატრიარქის იერემია II-ს მიერ 1591 წელს. რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ამ დოკუმენტის არსებობის წყალობითაა დამოუკიდებელი, ასევე უფრო ახალი ტომოსის 1593 წლის თებერვალში, გამოცემული იმავე მსოფლიო პატრიარქის იერემია II მიერ. ეს ახალი ტომოსი ამცნობს რუსებს გადაწყვეტილებაზე ახლად შექმნილი მოსკოვის საპატრიარქოს შესახებ, მიღებული  კონსტანტინოპოლის დიდ კრებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალექსანდრიის პატრიარქი მელეთი, რომელიც ასევე წარმოადგენდა ანტიოქიის პატრიარქ იოაკიმეს, ასევე იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი და 76 სხვა იერარქი." ანუ, თუ კირ აფინაგორის აზრით, რმე-ს საზღვრები არ შეიძლება გაფართოვდეს 1593 წელთან შედარებით, მაშინ შუა აზია, ციმბირი და ზოგიერთი სხვა რმე-ს ტერიტორიები არ შედიან მის შემადგენლობაში?

მაშინ, ისტორიული თანმიმდევრობის პრინციპიდან გამომდინარე, სხვა ეკლესიების გარკვევის საკითხში უნდა ხელმძღვანელობდნენ იმავე პრინციპით:

გამომდინარე IV მსოფლიო კრების 28 კანონიდან, უნდა დადგინდეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის საზღვრები - " მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული," და არა კანონით "იქ სადაც მინდა, იმიტომ რომ მე ვარ უმაღლესი საეკლესიო სასამართლო," რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოქმედებს უკვე ბოლო 100 წელია.

ზედმეტი არ იქნება შეხსენება II მსოფლიო კრების 2 კანონის, რომელიც გადმოსცემს:

სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არის განლაგებული, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში შერევა; კანონის შესაბამისად ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს...

როგორც ვხედავთ, მთელი აფრიკა სრულიადაც არ შედიოდა ალექსანდრიის ეკლესიის შემადგენლობაში, როგორც ეს წარმოადგინა მელეთიმ, რაზეც ზემოთაა დაწერილი.

სხვა ეკლესიების მიმართ აბსურდული წესებისა და მოთხოვნების გამოყენებისას, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აშკარად "ივიწყებს" ის თვითონ გამოიყენოს.

რეზიუმე:

როგორც ვხედავთ, 1970 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკა წარმოადგენდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას უკვე დაახლოებით 170 წელი. რმე-ს შეჭრა ამ ტერიტორიაზე 1918 წელს ორგანიზებული იყო მიტროპოლიტ მელეთის მიერ, რაც არღვევდა ყველა მიღებულ კანონიკურ ნორმებს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრეტენზიებს ამ ტერიტორიებზე არა აქვს არც კანონიკური, არც ისტორიული საფუძველი. ეს პრეტენზიები იყო სიახლე ახლადარჩეული კონსტანტინოპოლის პატრიარქის მელეთის მხრიდან და აქამდე არ იყო აღიარებული თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. თვითონ მელეთიმ კი დაარღვია კონსტანტინოპოლის მიერ მითითებული უფლებები გახდა რა ალექსანდრიის პატრიარქი და ადგილობრივი ეკლესიების უმრავლესობა  არ აღიარებდა და არ აღიარებს ამ პრეტენზიებს.

სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაიწყეს ამერიკაში და კანადაში თავისი იურისდიქციების შექმნა უკვე მელეთის იქ შეჭრის შემდეგ. მათ გამოჩენას, როგორც ბერძნულ არქიეპისკოპიაში, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიაში შეხვდნენ იკონომიური სიყვარულისა და კეთილგანწყობის სულით, მიუხედავად კანონიკური არეულობისა.

ფანარიონი თვითონ განცალკევდა ჩრდილოეთ მიტროპოლიის ბედის გადაწყვეტისა და განხილვის შესაძლებლობაში, მიუხედავად მრავალი მიმართვისა, შიშობდა თავისი ამერიკული სამრევლოების და იქიდან მომავალი შემოსავლების დაკარგვას. და დღემდე აგრძელებს ამერიკაში და კანადაში ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნის დამუხრუჭებას, მიუხედავად იმისა, რომ ამე-მ შესთავაზა მას ამ პროცესის ხელმძღვანელობა.

საეკლესიო ისტორიის ფაქტების ანალიზისას, მართლმადიდებლურ გადმოცემებში და წმინდა კანონებში ჩვენ ვერ ვიპოვეთ  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობის პრეტენზიების რეალური საფუძველი (და არა მხოლოდ ღირსების უპირატესობა) ეკლესიაში, თუ არ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ-სამართლებრივ ნორმებზე, რომელიც დამახასიათებელი იყო მარტოოდენ ბიზანტიისათვის, შემდეგ კი ოსმანური იმპერიისათვის. ჩვენ ვერ ვიპოვეთ კანონიკური და ისტორიული საფუძველი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებაზე იყოს უმაღლესი სააპელაციო სასამართლო მხარეების სურვილის გარეშე, იქონიოს მონოპოლიური უფლება იზრუნოს მართლმადიდებელ დიასპორაზე და მონოპოლიური უფლება მიანიჭოს ავტოკეფალია. უფრო მეტიც, ჩვენ ვიპოვეთ უამრავი წინააღმდეგობა და ამ პრეტენზიების უარყოფა.

ჩვენ ვერ ვიპოვეთ საფუძველი, საერთოდ ამე-ს ავტოკეფალიის საკითხი რატომ განიხილება კონტექსტში ე.წ. "ბარბაროსების მიწა."

მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ბევრი მაგალითი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ არამარტო ორმაგი სტანდარტების გამოყენების, არამედ თვალთმაქცობისა თავისი პრეტენზიების გამყარებისას. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჭეშმარიტების დადგენის და სანდო კანონიკური გადაწყვეტილებების მიღება არ იყო მოტივი კონსტანტინოპოლის პატრიარქების მელეთის, აფინაგორის, ბართლომეს ქმედებებში, და მთელი მათი არგუმენტაცია, სამწუხაროდ, შერჩევითია ერთი მიზნით- გაამართლონ თავისი იმპერიული ამბიციები და თვითნებობა.

                                                         ავტორი მადლობას უხდის წყაროების მოძიების დახმარებაში პროფ. ა.ლ.დვორკინს, ამე-ს ავტოკეფალიის შექმნის მეთაურის, პროტოპრესსვიტერის იოანე მეიერდორფის მოწაფეს,ასევე პუბლიკაციის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის ტელეგრამ-არხის    «Лабарум. Сим победиши» ავტორებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus