როგორ იჭრებოდა რმე ამერიკაში: კირ ქრიზოსტომოსისადმი მეოთხე პასუხი, ნ.1.

მართალია, რომ რმე-მ უკანონოდ დააარსა ეკლესია ამერიკაში? ფოტო: СПЖ

განვიხილავთ კვიპროსის ეკლესიის მეთაურის ბოლო თეზისს, სადაც ის ბრალს დებს რმე-ს ამერიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის „უკანონო დაარსებაში“.

 2020 წლის ნოემბერში კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს II უკრაინული განხეთქილება ცნო სახელწოდებით „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“, რომელმაც მიიღო ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან (შემდეგ-კპ). არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის პოზიციის მოულოდნელი მეტამორფოზა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს აღიარებდა უკრაინული განხეთქილების ჩამომდგებთა სამოციქულო მემკვიდრეობის არარსებობას, გამოიწვია გაყოფა და ღრმა კონფლიქტი კვიპროსის ეკლესიაში. მგზნებარე პოლემიკაში შესვლისას, რომელიც მიდიოდა  შეურაცხყოფამდე და მუქარამდეც კი, მისი კვიპროსელი თანამებრძოლ-მღვდელმთავრების ნაწილთან ერთად კირ ქრიზოსტომოსი კიდევ უფრო შორს წავიდა, აირჩია რა თავისთვის კონსტანტინოპოლის ეკლესიის „საინფორმაციო ქილერის“ როლი. რუსული ეკლესიის მისამართით საკმაოდ მრავალრიცხოვან უცნაურ ბრალდებებთან ერთად, ის აღმოჩნდა თანამედროვე იერარქებს  - პატრიარქ ბართოლომეოს მომხრეთა შორის პირველი, რომელმაც საჯაროდ გააჟღერა ის, რაშიც ფანარიოტები საკმაოდ დიდი ხანია კულუარულად სდებენ ბრალს რმე-ს.

ჩვენ ვეცადეთ ყურადღებით განგვეხილა კირ ქრიზოსტომოსის ბრალდებები. ციტატა მისი ბრალდებებით ასე გამოიყურება:

 „...მე ვიცი, რომ დღეს მან (მოსკოვის პატრიარქი - რედ.) აიღო ორი ეპარქია საქართველოდან, ორი ეპარქია უკრაინიდან, მან მიიღო ქრისტიანების ნახევარზე მეტი პოლონეთიდან, მან დაიქვემდებარა ეპარქიები რუმინეთიდან. ვინ მისცა მათ უფლება დაეფუძნებინა ავტოკეფალიური ეკლესია ამერიკაში? სხვების ამ ჩარევამ იურისდიქციაში ძვრები გამოიწვია მთელს მართლმადიდებლობაში“.

 ადრე ჩვენ ვუპასუხეთ ბრალდებებს ტერიტორიების ქართული, პოლონური, რუმინული ეკლესიიდან ტერიტორიების თითქოსდა მიტაცების თაობაზე.

შევუდექით რა პასუხის გაცემას ამერიკაში რმე-თვის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის შეთავაზების თაობაზე, შევეჩეხეთ მნიშვნელოვანი მოცულობის საკითხებს, რაც პასუხს მოითხოვს:

  • ვისი კანონიკური ტერიტორია იშლებოდა ისტორიულად ჩრდილოეთ ამერიკაზე?
  • გააჩნია თუ არა კს-ს ძალაუფლების პირველობა მართლმადიდებლურ სამყაროში?
  •  გააჩნია თუ არა კს-ს უმაღლესი საეკლესიო სასამართლოს პრივილეგიები მართლმადიდებლურ ეკლესიაში?
  • რით განსხვავდება კს-ს ღირსების კანონიკური პირველობა დედაქალაქის პატრიარქატის პოლიტიკური პრივილეგიებისგან ბიზანტიასა და ოსმალეთის იმპერიაში?
  • წარმოადგენს თუ არა ამერიკა „ბარბაროსთა მიწას“ კანონიკური სამართლის თვალსაზრისით?
  • გააჩნია თუ არა კს-ს მონოპოლიური უფლება „ბარბაროსთა მიწების“ ამოყორვაზე?
  • როდის და რა ისტორიული გარემოებების ქვეშ წარმოიშვა ფანარიონის ზემოთ აღნიშნული პრეტენზიები?
  • ვინ იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი მელეთიუსი და როგორია მისი როლი ეკლესიის ისტორიაში?
  • რას ნიშნავს სინამდვილეში მითითება გარკვეულ კანონებზე, რომელიც მოჰყავთ
  • ფანარიოტებს საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებისას?
  • ვის აქვს უფლება მისცეს ავტოკეფალია?
  • როგორ ხდებოდა ამე-ს ავტოკეფალიის მიღება და როგორია ამ პროცესში
  • ფანარიონის როლი?
  • რას და რის სასარგებლოდ მოწმობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი აფინაგორი თავის პოლემიკაში რუსულ ეკლესიასთან?

   მოდით, გავერკვეთ ყველაფერში:

„ვინ მისცა მათ უფლება დაეარსებინათ ავტოკეფალიური ეკლესია ამერიკაში“?

ვერსიის თანახმად, რომელიც მიღებულია კონსტანტინოპოლის ეკლესიაში, ამერიკა წარმოადგენს მის კანონიკურ ტერიტორიას. თუმცა, ეს არაა საყოველთაოდ მიღებული აზრი მართლმადიდებლურ სამყაროში. უფრო მეტიც, თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიაშიც ყველა როდი ფიქრობს ასე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მოცემული პრეტენზია ამერიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე, მისი წარმოქმნიდან თითქმის ასი წლის შემდეგაც არაა აღიარებული ანტიოქიის, ქართული, რუსული, სერბული, რუმინული, ბულგარული, პოლონური ეკლესიების მიერ. ის ცნეს მხოლოდ ბერძნულმა ეკლესიებმა. ამასთან, ეს პროცესი რთულად მიდიოდა ბერძნულ ეკლესიებშიც: მათ ადრე ჰყავდათ თავიანთი მრევლი დიასპორაში და არ ჩქარობდნენ მათ გადაცემას კონსტანტინოპოლისთვის, რომელსაც პრეტენზია არ ჰქონდა მათზე 1923 წლამდე. როგორც ჩვენ ვიცით, ბერძნების თურქეთში გენოციდამდე და მათ გასახლებამდე, კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისი მრევლიც ყოფნიდა. და ბერძნების, სერბების, ქართველების, ბულგარელების, რუმინელებისა და სხვა მართლმადიდებელი ქრისტიანების ბედი, რომლებიც მოხვდნენ დასავლეთ ევროპასა თუ ამერიკაში, განსაკუთრებით როდი აღელვებდა ფანარიოტებს.

მათ ისინი გაახსენდათ მხოლოდ მაშინ, როცა თავად თურქეთში მართლმადიდებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა გენოციდისა და გადასახლების შედეგად, ხოლო მართლმადიდებელმა ეპარქიებმა მის ფარგლებს გარეთ, ყოფილი ოსმალეთის სამფლობელოებში, ან მიიღეს ავტოკეფალია ან თავად გამოაცხადეს ის. ასე მაგალითად, იერუსალიმის პატრიარქატმა აშშ-ში მისი  პალესტინა-იორდანიული თემის ვიკარიატის მრევლის გადაცემას კონსტანტინოპოლისთვის მხოლოდ 2008 წელს დათანხმდა. ამერიკაში ალბანელთა დიასპორამ ასევე არ აღიარა კონსტანტინოპოლის უფლებები, უპირატესობა მიანიჭა რა თავიდან რუსული ეკლესიის იურისდიქციას, ხოლო საბოლოოდ კი - ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამერიკაში (რომელიც არაა აღიარებული კონსტანტინოპოლის მიერ). ანტიოქიის ეკლესია ინარჩუნებს თავის იურისდიქციას ამერიკაში ამ დრომდე, ისევე როგორც მრავალი სხვა მართლმადიდებლური ეკლესია.

უფრო მეტიც, დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ „უძველესი უფლებების“ ავტორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მელეთიუსიც კი აღიარებდა მათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მისთვის ხელსაყრელი იყო და უარყოფდა მათ სხვა შემთხვევებში. მათ შორის, მათი განცხადების შემდეგაც კი...

მრავალ ეკლესიას იქ ახლა თავისი ეპარქია და მრევლი გააჩნია, ეკლესიების ნაწილმა აღიარა ამერიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, კონსტანტინოპოლის პოზიციის საპირისპიროდ...

თუ შევაფასებთ პრაქტიკულ თანამიმდევრობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკაზე ფანარიონის პრეტენზიების განცხადების მომენტიდან დაახლოებით ასი წლის მანძილზე, მან თოთხმეტი ავტოკეფალიური  ეკლესიიდან მხოლოდ ოთხის რეალურ სოლიდარობას მიაღწია. ხუთი ეკლესია (რმე-თან ერთად) აღიარებს ამე-ს ავტოკეფალიას. კიდევ ოთხი, თუმცა კი თვლის ამე-ს რმე-ს ნაწილად, არ აღიარებს რა მის ავტოკეფალიას, მაგრამ ამასთან არ აღიარებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის უფლებებსაც „ბარბაროსულ მიწებზე დიასპორის გამოკვებაზე“, გააჩნია რა ამერიკაში საკუთარი მრევლი ან გადასცა რა ის იმავე ამე-ს შემადგენლობას და რა კონსტანტინოპოლს. ანუ კონსტანტინოპოლის აზრი არაა სრულად მიღებული მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, რაოდენ საპირისპიროსაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ ფანარიონზე.

ანუ კონსტანტინოპოლის აზრი არ არის სრულად მიღებული მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, რაოდენ საპირისპიროსაც არ უნდა გვიმტკიცებდნენ ფანარიონზე.

ამასთან, ახსენეს რა ამერიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ თუ მისი ავტოკეფალია არაა აღიარებული ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ, ამის მიუხედავად, ნებისმიერი ანალოგია „მეუ“-ს უკრაინულ განხეთქილებასთან უადგილოა. ამე-ს შემთხვევაში ყველა (გამონაკლისის გარეშე) მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს მის საიდუმლოებას, მის ეპისკოპატს და სამღვდელოებას, გააჩნია რა მასთან ევქარისტული ურთიერთობა და ერთობლივი თანამსახურება. ამასთან, აღიარებს ყველა ეკლესია, მათ შორის, კონსტანტინოპოლის. უბრალოდ, ზოგიერთი ამავე დროს ამე-ს თვლის ავტოკეფალიურად, ხოლო მეორე ნაწილი - რმე-ს ნაწილად. უკრაინულ განხეთქილების ჩამომგდებთა შემთხვევაში მათი „ქიროტონია“ და „საიდუმლოებები“ „ეპისკოპოსებთან“ და „მღვდელბთან“ ერთად უარყოფილია ათი ეკლესიის მიერ, ხოლო ზეწოლის ქვეშ მათ ამღიარებელ ეკლესიებში მრავალი ეპისკოპოსი და მღვდელი კატეგორიულად აცხადებს უარს იმსახუროს მათთან ერთად, თვლის რა მათ თვითმარქვიებად.

ამერიკის მართლმადიდებლური აღმოჩენა

როგორც ცნობილია, ამერიკის ათვისება ევროპელების მიერ ორი მხრიდან მიმდინარეობდა: აღმოსავლეთ სანაპიროდან ის ესპანელები, პორტუგალიელები, ჰოლანდიელები, ფრანგები და ინგლისელები აითვისეს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან - რუსებმა, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე ციმბირიდან მოხვდნენ. რუსების მიერ ამერიკის ათვისება ალეუტის კუნძულიდან და ალასკიდან დაიწყო და კალიფორნიაში გაგრძელდა. ალასკა სემენ დეჟნევის რუსულმა ექსპედიციამ 1648 წელს აღმოაჩინა.

რუსი კოლონისტების პირველი დასახლება ალეუტის კუნძულებზე 1784 წელს გამოჩნდა. 1794 წელს იქ დაარსდა კონტინენტზე პირველი მართლმადიდებლური მისია 8 ბერისა და მღვდელმონაზონისგან, რომლებიც წარგზავნილნი იყვნენ რუსეთის მონასტრებიდან: 6 ადამიანი ვალაამის წმინდა ფერისცვალების მონასტრიდან და ორი - კონევის ქალწულის შობის მონასტრიდან. მისიას სათავეში ჩაუდგა არქიმანდრიტი იოასაფი (ბოლოტოვი) (მომავალი კადიაკსკის ეპისკოპოსი).

ყველა დასი და ასევე ახალი ტერიტორიები შეუერთდა რუსული ეკლესიის ირკუტსკის ეპარქიას, რომლის მართვაშიც მაშინ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ციმბირი იმყოფებოდა. კოდიაკის კუნძულზე აიგო პირველი ეკლესია და ალეუტის კუნძულებზე დაწყებულ იქნა ქადაგება ადგილობრივ მოსახლეობას შორის. არსებობის წლინახევრის შემდეგ, მისიამ მონათლა 6740 და დააქორწინა 1573 ადამიანი. გარდა ამისა, ოცდახუთ კუნძულზე, რომელსაც 50 -მდე დასახლება ჰქონდა, მოინათლა 2472 ადამიანი. უკვე 1796 წლის ბოლოსთვის მონათლული მართლმადიდებლების რიცხვი ამერიკაში თორმეტი ათასს აღწევდა. 1796 წელს მართლმადიდებლობამ ალასკაზე პირველი მოწამე მიითვალა: მღვდელმონაზონი იუვენალიუსი წარმართებმა მოკლეს ილიამნის ტბასთან (კონტინენტალური ალასკა). მოგვიანებით ის წმინდა მოწამედ აღიარეს. 1799 წელს რუსების მიერ ალასკაზე დაარსდა ქალაქი ნოვო არხანგელსკი (ამჟამად, სიტკა), რომელშიც ასევე აიგო ეკლესია. 1802 წელს ქალაქი ინდიელებმა გადაწვეს და აღდგენილ იქნა 1804 წელს, გახდა რა ამერიკის რუსული ტერიტორიების  დედაქალაქი 1808 წლიდან. 1848 წელს მასში აიგო წმინდა მიხეილის სახელობის პირველი დიდი მართლმადიდებლური ტაძარი.

1812 წელს დაარსდა რუსული დასახლება კალიფორნიაში, რომელიც ცნობილია, როგორც ფორტ-როსი. ის სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით 80 კმ-ზე მდებარეობდა, მიწებზე, რომელიც ადგილობრივი ინდიელებისგან იქნა შეძენილი. იქ რუსული მამულების მდებარეობა მუდმივი დავის საგანი იყო თავიდან ესპანელებთან, შემდეგ კი - მექსიკელებთან. 1830-იანი წლებიდან რუსებმა აქტიურად დაიწყეს შემოგარენის ათვისება და შექმნეს სასოფლო-სამეურნეო ფერმები. როსის ფორტში მოქმედებდა ეკლესია და მიმდინარეობდა წირვა და ასევე აქტიური მისიონერული მსახურება. 1841 წელს ფორტ როსი გაიყიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ამ დრომდე წარმოადგენს რუსული წარმომავლობის ამერიკელების მასობრივი თავშეყრის ადგილს.

1840 წელს ირკუტსკის ეპარქიის შემადგენლობას გამოეყო დამოუკიდებელი კამჩატკის, კურილიისა და ალეუტის ეპარქია, რომლის კათედრა მდებარეობდა ალასკაზე, ნოვოარხანგელსკში და რომლის სამფლობელო გაშლილი იყო ამერიკის მთელს რუსულ მამულებზე, დამატებით კამჩატკასა და კურილიაზე... ალასკის აშშ-თვის მიყიდვის შემდეგ, ამ ტერიტორიის მრევლისთვის კამჩატკის ეპარქიის შემადგენლობიდან 1869 წელს გადაწყდა დამოუკიდებელი ეპარქიის გამოყოფა.

ალასკის გაყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც ყველა ტაძარი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ამერიკაში, უნდა დარჩენილიყო რუსული ეკლესიის საკუთრებაში, რომლის მიღმაც უზრუნველყოფილი იყო საქმიანობის სრული თავისუფლება.

ალასკის გაყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც ყველა ტაძარი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ამერიკაში, უნდა დარჩენილიყო რუსული ეკლესიის საკუთრებაში.

1872 წელს, დასავლურ შტატებში მართლმადიდებლური მრევლის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ეპარქიის ცენტრი გადატანილ იქნა სან-ფრანცისკოში. 1905 წლიდან ალეუტისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ეპარქიის (ასეთი სახელწოდება მიიღო ეპარქიამ 1900 წელს) ცენტრი  მდებარეობს ნიუ-იორკში. 1907 წელს არქიეპისკოპოს ტიხონის, რმე-ს მომავალი პატრიარქის თავმჯდომარეობით შედგა ეპარქიის პირველი საეკლესიო კრება, რომელმაც  გადაწყვიტა ამერიკაში ამ ეპარქიისთვის ეწოდებინა „ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული მართლმადიდებლური ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია რუსეთის ეკლესიის მღვლდემსახურების იურისდიქციის ქვეშ“.

ასწლეულების მიჯნაზე, მართლმადიდებლად მოქცეული ადგილობრივი ამერიკელების გარდა, მრევლის რიცხვი შეავსო აშშ-სა და განსაკუთრებით კი, კანადაში უკრაინელი გლეხების მასობრივმა ემიგრაციამ, რომელთაგან ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი თემი. კანადაში პირველი საღმრთო ლიტურგია ჩატარდა 1897 წელს აღმოსავლეთის დასახლებაში (ალბერტის პროვინცია), ერთ-ერთი უკრაინელი მოსახლის სახლში.

მაასობრივი იყო ავსტრო-უნგრეთიდან კარპატოროსების მიგრაციაც. 1891 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე ამერიკაში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუერთდა დაახლოებით 120 უნიატური კარპატოროსული მრევლი.

1918 წელს ამერიკის ეპარქია, რომელმაც იმ დროისთვის გააერთიანა 300 ათასამდე მორწმუნე, ოთხ სავიკარიოს ფლობდა - ალასკის, ბრუკლინის, პიტსბურგისა და კანადისას, ითვლიდა სამ მისიას (ალბანეთის, სირიის, სერბეთის), 271 ტაძარს, 51 სამლოცველოს, 31 ოლქს, 257 მღვდელმსახურს, დაახლოებით 60 საძმოს; წმინდა ტიხონიხ მონასტერი საუტ-კანაანში, პენსილვანიის შტატი, მონასტერთან არსებული ობოლთა თავშესაფარი, სასულიერო სემინარია, საეკლესიო სკოლები; ფლობდა საკუთარ ბეჭდვით გამოცემებს.

ეს მონაცემები მნიშვნელოვანია ისტორიული შედარებისთვის, რამდენადაც 1918 წლამდე არანაირი ეპარქიული ბერძნული სტრუქტურა ამერიკაში არ იყო.

1918 წელს ამერიკის ეპარქია, რომელმაც იმ დროისთვის გააერთიანა 300 ათასამდე მორწმუნე, ოთხ სავიკარიოს ფლობდა - ალასკის, ბრუკლინის, პიტსბურგისა და კანადისას, ითვლიდა სამ მისიას (ალბანეთის, სირიის, სერბეთის), 271 ტაძარს, 51 სამლოცველოს, 31 ოლქს, 257 მღვდელმსახურს.

მართლმადიდებლობის გავრცელება ამერიკაში და ბერძნული დიასპორა

 ბერძნული კოლონიები, ცნობილი ისტორიული  გარემობების ძალით, ამერიკაში არასდროს არ ყოფილა. თუმცა, რასაკვირველია, თავად ბერძნები აქტიურად მიგრირებდნენ ამერიკაში მისი კოლონიზაციის დაწყებიდან მალევე. 1750 წელს ფლორიდაში, ქალაქ სანკტ-ავგუსტინში პირველი ბერძნული სამლოცველო გაჩნდა. პირველი მნიშვნელოვანი ბერძნული თემი ჩამოყალიბდა ლუიზიანაში XIX  საუკუნის შუა პერიოდისკენ და 1866 წლისთვის მას უკვე ჰქონდა თავისი ეკლესია ახალ ორლეანში.

მოდით, შევადაროთ: 1850 წლისთვის, რუსული ეკლესიის ჩრდილო-ამერიკულ და ალეუტის ეპარქია ფლობდა: 9 ეკლესიას, 37 სამლოცველოს, 9 მღვდელს, 2 დიაკონსა და მედავითნეების სრულ შტატს, სამწყსოს რაოდენობა კი შეადგენდა 15 ათასი ადამიანს. 1844 წელს სიტხში გაიხსნა საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც მაშინათვე გადაკეთდა სემინარიად და მან მიიღო რუსული სასულიერო სკოლების წესდება ამ რეგიონში მსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. ახალი სემინარიის სასწავლო პროგრამა შემუშავებულ იქნა განმანათლებელ ინოკენტის მიერ და დამტკიცდა წმინდა სინოდის მიერ.

1867 წელს რუსმა მრეწველებმა ააგეს მართლმადიდებლური ტაძარი სან-ფრანცისკოში, რომელიც აერთიანებდა ერთმანეთთან რუსებს, ბერძნებს, სერბებსა და სირიელებს. 1870 წელს ფუძნდება ნიუ-იორკ სიტის რუსული ეკლესიის თემი, რომელიც აერთიანებს ბერძნებს, სერბებს, არაბ-სირიელებს. მისი წინამძღვარი ხდება კათოლიციზმიდან გადმოსული ნიკოლოზ ბიერინგი, ისტორიისა და ფილოსოფიის პროფესორი, რომელიც იწყებს „აღმოსავლური საეკლესიო ჟურნალის“ გამოცემას. „თუ 1899 წელს ეპარქიაში იყო 29 სამწყსო, 1905 წელს ის უკვე 60 ითვლიდა. მრევლის რიცხვო ამ პერიოდის განმავლობაში 30-დან 55 ათასამდე გაიზარდა“ („პატრიარქი ტიხონი და რუსული მართლმადიდებლობა აშშ-ში“).

1890 წლისთვის, აშშ-ში ბერძნების მასობრივი მიგრაციის დაწყებამდე, ბერძნული თემი უკვე 15 000 ადამიანს ითვლიდა. მისი ნაწილი რუსული ეკლესიის ტაძრებში საზრდოობდა, ხოლო ნაწილი საკუთარ ეკლესიებში, რომლებშიც მსახურობდნენ არაორგანიზებული მღვდლები საბერძნეთიდან ან თურქეთიდან, რომელთაც არ ჰქონდათ ეპარქიული მოწყობა. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი მსახურება არღვევდა ეკლესიის მოწყობის კანონიკურ წესს, მას ჰქონდა გარკვეული გავრცელება.

ბერძნების ინტენსიური (მათ შორის, შრომითი)  ემიგრაცია აშშ-ში დაიწყო 1890 წლის შემდეგ, როცა ამერიკაში ჩადიან საბერძნეთიდან და თურქეთიდან წასული ბერძნები.

რას ვადარებთ?

ამერიკაში რუსული ეკლესიის უფლებების კრიტიკოსები ეყრდნობიან აშშ-ში XIX საუკუნის ბოლოს წარმოქმნილ რუსებზე ბერძნების ეთნიკური უპირატესობის თეზისს.

თუმცა, რა პერიოდიდან განისაზღვრება ადგილობრივი ეკლესიების იურისდიქცია და საზღვრები ამა თუ იმ ემიგრანტების დიასპორის რიცხოვნობით? ის, რომ რაღაც მომენტში (XX საუკუნის დასაწყისში) ბერძნები აშშ-ში იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე რუსები - უნდა მიუთითებდეს ბერძნების უფლებებზე აშშ-ში? ამერიკაში ბერძნების მასობრივ ემიგრაციამდე, იქ რუსები გაცილებით მეტნი იყვნენ. დიახ, ამჟამადაც (2008-2010 წლების მონაცემები) რუსების რიცხვი აშშ-ში არის 3 129 738, ხოლო ბერძნების - 1 316 074. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამჟამად განსაკუთრებული უფლებები ისევ რუსებს უბრუნდებათ? მსგავსი განხილვის ლოგიკა თავიდანვე მანკიერია და მას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან: „სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინდაცვეთილობა თუ წინადაუცვეთლობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში“ (კოლ. 3:11).

გარდა ამისა, ზედმეტი არ იქნება იმის შეხსნება, რომ 1872 წლის კონსტანტინოპოლის კრების განსაზღვრებით, რომელიც ჩატარდა აღმოსავლეთ პატრიარქების ნაწილის მონაწილეობით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ანთიმ VI მეთაურობით, საეკლესიო სტრუქტურების ჩამოყალიბების ეთნიკური ხასიათი მწვალებლობად შეფასდა:

ჩვენ მივიჩნიეთ, გვაროვნული დაყოფის დაწყების სახარებისეულ მოძღვრებასთან  და ეკლესიის მოქმედების მუდმივ სახესთან შეჯერებისას, რომ ის არა მხოლოდ უცხოა მათთვის, არამედ სრულიად საპირისპიროცაა... სული წმიდით შემდეგს ვადგენთ:

  1. ჩვენ ვუარყოფთ და ვკიცხავთ გვაროვნულ დაყოფას ანუ გვაროვნულ გამიჯვნას, სახალხო შუღლსა და უთანხმოებას ქრისტეს ეკლესიაში, როგორც სახარების მოძღვრებისა და ჩვენი ნეტარი მამების წმინდა კანონების საპირისპიროს, რომლებზეც დგას წმინდა ეკლესია და რომელთაც მივყავართ ღვთიურ ღვთისმოსაობამდე, ალამაზებენ რა ადამიანის საზოგადოებას.
  2. გვაროვნულად ასეთი დაყოფის მიმღებთ და მასზე აქამდე არარსებული ტომების თავყრილობის დაარსების მომხრეებს ჩვენ, წმინდა კანონების თანახმად, ერთიანი წმინდა კათოლიკური და სამოციქულო ეკლესიისთვის უცხოდ და ნამდვილ სქიზმატიკოსებად მივიჩნევთ“.

 სინამდვილეში, რას ადარებენ რუსული და ბერძნული ეკლესიის უფლებების მომხრეები? ერთგან ჩვენ ვხედავთ საეკლესიო ორგანიზაციის გეგმაზომიერ განვითრებას: ადგილობრივი ეკლესიის მიერ დაფუძნებული ეპარქიის არსებობას, მისი მმართველი არქიეპისკოპოსით, ორი სემინარიით, მრევლის მრავალნაციონალური (რუსები, ალეუტები, ინდიელები, ბერძნები, რუმინელები, სერბები, სირიელები, ბულგარელები) შემადგენლობით, საკუთარი გამოცემებითა და აქტიური მისიონერული საქმიანობით.

მეორეგან ჩვენ ვხედავთ ბერძნული დიასპორის ნაწილის სპონტანურ თვითორგანიზაციას (რომელმაც არ ისურვა შესვლა უკვე არსებული ეპარქიის იურისდიქციაში), მაგრამ ვერც მიიღო საკუთარი ეპარქიული სტრუქტურა. ანუ, ფაქტიურად, წინააღმდეგობაში შევიდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ ყველა კანონიკურ წესთან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ბარბაროსული მიწების“ საეკლესიო ათვისება პირველად როდი ხდებოდა ეკლესიის ისტორიაში. სწორედ ანალოგიური გზით, ისტორიულად, ეკლესია გავრცელდა რომის იმპერიაშიც. ხშირად პირველად ქრისტიანობას იუდეველები იღებდნენ, ზოგჯერ - წარმართები. თუმცა, არავის ჩამოუყალიობებია ეთნიკური იერარქია. და ეკლესიის კანონიკური წესები, დაწყებული სამოციქულო წესებით, ჩამოყალიბდა სწორედაც რომ შესაძლო დავის გადაწყვეტის სათანადო წესის განსაზღვრისთვის.

ეკლესიის კანონები

ამდენად, აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე უკვე მოქმედებდა რუსული ეკლესიის იურისდიქცია და 1840 წლიდან არსებობდა მისი საეპისკოპო კათედრა. ამასთან, ეს ეპარქია ეთნიკურად რუსული არ იყო. XIX  საუკუნის ბოლოსთვის მასში მოქმედებდა ბერძნული და კარპატო-რუსული მრევლი, ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის მრევლი, ალბანეთის, სირიისა და სერბეთის მისიები. მრევლს შორის იყვნენ რუმინელებიც და ბულგარელებიც და ასევე მართლმადიდებლად ქცეული ანგლოსაქსონური და სხვა მიგრაციული ჯგუფის წარმომადგენლები.

მოქმედებები სხვა ავტოკეფალიური ეკლესიის ტერიტორიაზე, მათი თანხმობის გარეშე, საძრახისი იყო მოციქულების დროიდან. ასე, მაგალითად,  მოციქული პავლე წერს: „თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა“ (რომ. 15:20).

თუმცა, არც სამოციქულო დარიგებებმა, არც ეკლესიის კანონებმა არ შეაჩერეს ექსპანსია სხვა ეკლესიის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის მხრიდან.

არსებობდა თუ არა კანონიკური საფუძველი ამერიკაში ეკლესიის ტერიტორიაზე პარალელური იურისდიქციის წარმოსაქმნელად?  კონსტანტინოპოლში ამბობენ, რომ ესაა „ბარბაროსული მიწების“ სტატუსი. თუმცა, ციმბირი ორი ასწლეული ასევე წარმოადგენდა „ბარბაროსთა მიწას“, რომელიც დასახლებული იყო წარმართებით, მაგრამ მისი სტატუსზე არავინ დაობს ამ დრომდე... ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელი იურისდიქციის სტატუსზე, რამდენადაც ყველა მათგანი, ოდესღაც შეიქმნა წარმართულ მიწებზე (გარდა იერუსალიმის ეკლესიისა) და ქრისტიანები იქ უმცირესობაში იყვნენ.

თუ ჩვენ განვიხილავთ II საეკლესიო კრების მე-2 წესს, დავინახავთ მასში ავტოკეფალიური ეკლესიების ტერიტორიის დაყოფას და მათი საზღვრების დარღვევის აკრძალვას და ასევე „ეკლესიების შერევას“. იგივეს ვხედავთ ჩვენ მრავალ სხვა კანონშიც.

იგივეს ამბობს III საეკლესიო კრების 8 წესიც, რომელშიც მესამე საეკლესიო კრების მამებმა, განიხილეს რა ანტიოქიის ეკლესიის კვიპროსის ეკლესიის საქმეებში ჩარევის შემთხვევა დაადგინეს მსგავსის დაუშვებლობა, როგორც კონკრეტული სიტუაციისთვის, ასევე მთლიანად.

იგივეს ადასტურებს 2 ანტიოქიის კრების 22-ე წესი, სარდიკიის საეკლესიო კრების მე-15 წესი და ა.შ.

ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს II საეკლესიო კრების ზემოთ აღნიშნული მე-2 წესის ფორმულირება: „...უფლის ეკლესიები სხვა ტომის ხალხში, უნდა იყოს მართებული ამ დრომდე არსებული მამების წესების თანახმად“. კანონისტი იოანე ზონარი ( XII საუკუნე)  ასე განმარტავს ამ ნორმას: „წმინდა საეკლესიო კრებამ დართო ნება შემდგომშიც იმოქმედოს მათთან ამ დრომდე დამკვიდრებული წეს-ჩვეულების თანახმად“. წეს-ჩვეულება კი იყო ცხადზე ცხადი: დაახლოებით ასი წელიწადია ამერიკაში არსებობს მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური ეპარქია. და ესაა რუსული ეკლესიის ეპარქია. არც ერთ სხვა ეკლესიას XIX საუკუნის მანძილზე ამ მიწებზე თავისი პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

არანაკლებ მკაფიოდ ეკლესიის კანონიკური ნორმები მეტყველებს ბერძნებთან და სხვა ეკლესიის მსახურებთან მიმართებაშიც, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ტერიტორიაზე მმართველი ეპისკოპოსის კურთხევისა და თუნდაც რომელიმე ავტოკეფალიური ეკლესიის რაიმე ეპარქიულ სტრუქტურაში მონაწილეობის გარეშე.

წმინდა მოციქულების 39-ე წესი ამბობს: „მღვდელმთვარები და დიაკონები ეპისკოპოსის ნების გარეშე არაფერს მოიმოქმედებენ. რამეთუ მას ჩაბარებული აქვს უფლის ხალხი და ის პასუხს აგებს მათ სულებზე“. ეს პირნციპი დასტურდება წმინდა მოციქულების 31-ს წესის, IV საეკლესიო კრების მე-8 წესის, ანტიოქიის საეკლესიო კრების მე-5 წესის მიხედვით და ა.შ.

გაფანტვის ტომოსი

1908 წლისთვის აშშ-ში საბერძნეთიდან ემიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ფაქტორის გავლენით ათენსა და კონსტანტინოპოლში დგება საკითხი ოკეანის მიღმა გადასული თანამემამულეების გამოკვების თაობაზე. თითქოსდა, ეს საკითხი ადვილი გადასაწყვეტი იყო ეკლესიის წარმომადგენლების მოლაპარაკებებისა და განსაკუთრებული ბერძნული ვიკარიატის ან ამერიკაში ეკლესიის შემადგენლობაში სხვა ქვედანაყოფის შექმნის გზით. თუმცა, არა, ამის ნაცვლად კონსტანტინოპოლი უპირატესობას ანიჭებს უბრალოდ არ შეიმჩნიოს აშშ-ში რუსული ეკლესიის არსებობა.

1908 წლის 8 მარტს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოაკიმ III  გამოსცა ტომოსი ბერძნული დიასპორის შესახებ, რომელსაც ავალებს ელადის ეკლესიის ბერძენი ემიგრანტების გამოკვებას:

„რამეთუ ცხადია, რომ არც ელადის წმინდა ეკლესიას, რომელსაც ჩვენი პატრიარქის მიერ ავტოკეფალიის სტატუსი მიენიჭა იურისდიქციის მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში, არც რაიმე სახვა სახის ეკლესიას ან პატრიარქატს, არ შეუძლია კანონიკურად გაავრცელოს მისი ავტორიტეტი თავისი გარკვეული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, ჩვენი სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო ტახტის გარდა; და ისიც მისთვის მინიჭებული პრივილეგიის მიზეზით აკურთხოს ეპისკოპოსები ბარბაროსთა მიწებზე საეკლესიო იურისდიქციის გარკვეულ ფარგლებს გარეთ და მისი უფროსობის მიზეზით  აღნიშნულ ეკლესიებთან მიმართებაში მისი უმაღლესი მზრუნველობის გავრცელებაში უცხო მიწებზე“.

პირველად ამერიკის მიმართ ჩნდება აპელაცია  „ბარბაროსთა მიწებზე ეპისკოპოსად კურთხევის უფლების თაობაზე“. რა საფუძველზე ჩნდება კონსტანტინოპოლის ასეთი პრეტენზიები უცნობია, ისევე როგორც არაა ცხადი რატომ აშშ-ს ტერიტორია, რომელზეც იმ დროისთვის ას წელზე მეტია მოქმედებს რუსული ეკლესია, მიჩნეულია ტერიტორიად „საეკლესიო იურისდიქციის ფარგლებს გარეთ“.

ნებისმიერ შემთხვევაში, განცხადებული პრეტენზიები აშკარად განსხვავდება იმათგან, რაც მოგვიანებით 1922 წელს წარმოიშვა და იმათგან, რაც არსებობს ამჟამად. 1908 წელს კონსტანტინოპოლი ჯერ კიდევ არ აცხადებს პრეტენზიას არც უფლებაზე გადაიხედოს ეკლესიების ჩამოყალიბებული საზღვრები, არც მონოპოლიაზე გამოკვებილ იქნეს ყველა ერის მართლმადიდებლური დიასპორა.

გავკადნიერდებით ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა იოაკიმმა უბრალოდ არ იცოდა, რომ შეიძლებოდა მოქცევა ისე, როგორც მოგვიანებით მოიქცნენ მისი მემკვიდრეები მელეთი და ბართოლომეო...

მოკლედ, უკვე ბერძნული ეკლესიის ბერძნულ დიასპორაზე ზრუნვის „დელეგირების“ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ 1908 წელს ფანარიონზე სხვა საზრუნავიც საკმარისზე მეტი ჰქონდათ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ჯერ კიდევ იყო ეთნარქი ოსმალეთის იმპერიაში, რომელსაც პოლიტიკურად ექვემდებარებოდა მისი მართლმადიდებლური მოსახლეობა, მის საკუთარ საეკლესიო იურისდიქციაში ასევე იყო საკმარისი მისი მრევლი და ტაძარი, არაფერი მოასწავებდა პატრიარქატის შევიწროებას მცირე ზომის სამრევლოდ, რომელსაც ამაყად ეწოდებოდა მსოფლიო პატრიარქატი...

ბერძნული ეკლესიაც, რომელმაც ახალი უფლებამოსილებები მიიღო, განსაკუთრებულად არ ერთვებოდა მისთვის ჩაბარებული ამერიკის მრევლის საქმეებში კიდევ ათი წელი, 1918 წლამდე და შესაძლოა, უფრო მეტი ხნითაც, რომ არა ისტორიული მოვლენების უცნაური მსვლელობა.

პატრიარქ მელეთის ფიგურა

ამერიკაში არსებულ სამწყსოზე თავიდან ელადის, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ეკლესიების პრეტენზიების საფუძველში, უდაოდ, დევს თავიდან ელადის მიტროპოლიტის, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის პატრიარქ მელეთის პიროვნება. სწორედ ეს მკაფიო ისტორიული პიროვნება გამართლებულად ითვლება მართლმადიდებლური დასპორის საზრდოობაზე კს-ს განსაკუთრებული უფლების შესახებ მოძღვრების დამფუძნებლად.

მსახურობდა ექვს ავტოკეფალიურ ეკლესიასში, სამი მათგანიდან იქნა გამოძევებული, ყოფილი მიტროპოლიტი კვიპროსზე, ელადის მართლმადიდებლურის ეკლესიის წინამძღოლი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ალექსანდრიის პატრიარქი, რომელიც მართლმადიდებელობის ისტორიაში გახდა პირველი პატრიარქი-მასონი...

უკავშირდებოდა რა ნათესაური კავშირებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ვენიზელოსს, რომლის დახმარებითაც ის სათავეში ჩაუდგა ელადის ეკლესიას 1918 წელს, მელეთი მიზნად ისახავს საეკლესიო იურისდიქციის გაფართოებას. როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ამით განსხვავდებოდა მისი მმართველობა სამივე ეკლესიაში, სადაც მას მოუწია წინამძღვრად ყოფნა. ასე, მაგალითად, 1918 წლის 4 აგვისტოს ემე-ს სინოდი იღებს გადაწყვეტილებას აშშ-ში ეპარქიის ორგანიზების შესახებ. მიტროპოლიტი მელეთი ნიშნავს თავის წარმომადგენელს აშშ-ში - ეპისკოპოს ალექსანდრე როდოსტოლუსკს (დემოღლუს) და მასთან ერთად სამ თვეს ატარებს აშშ-ში, იკრებს რა ირგვლივ, როგორც არავისზე  დამოკიდებულ ბერძნულ სამწყსოს, ასევე მოლაპარაკებებს მართავს მათთან, ვინც შედის რუსული ეკლესიის იურისდიქციაში. ეს, ბუნებრივია, კეთდება რუსული ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიასთან თანხმობისა და რაიმე კოორდინაციის გარეშე. ამ მომენტში თვითონ რუსული ეკლესია თავის კარგ ხანას როდი გადის - რუსეთში მიმდინარეობს რევოლუცია, იწყება ეკლესიის დევნა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის კავშირი და ურთიერთქმედება მოსკოვის საპატრიარქოსთან დარღვეულია მიმდინარე მოვლენებით. რუსულ ეკლესიას უბრალოდ არ შეუძლია ამ მომენტში გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაუწიოს მისი კანონიკური საზღვრების რღვევას.

მიტროპოლიტი მელეთი  სამ თვეს ატარებს აშშ-ში, იკრებს რა ირგვლივ, როგორც არავისზე  დამოკიდებულ ბერძნულ სამწყსოს, ასევე მოლაპარაკებებს მართავს მათთან, ვინც შედის რუსული ეკლესიის იურისდიქციაში. ეს, ბუნებრივია, კეთდება რუსული ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიასთან თანხმობისა და რაიმე კოორდინაციის გარეშე.

1920 წელს საბერძნეთის ხელისუფლებისა და ემე-ს სინოდის გადაწყვეტილებით „არაკანონიკური ქმედებების გამო“ მელეთი გადაყენებულ იქნა ათენის მიტროპოლიტის თანამდებობიდან და საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მონასტერში იქნა გამომწყვდეული. მის მიერ ამერიკაში წარგზავნილ არქიეპისკოპოს ალექსანდრე სინოდმა საბერძნეთში დაბრუნება განუსაზღვრა.

თუმცა, 1921 წლის დასაწყისში მელეთი ახერხებს გაქცევას და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც თავს წარადგენს ათენის მიტროპოლიტად, რომელსაც უკვე სინამდვილეში არ წარმოადგენს. ამ ხარისხში ის იწყებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ბერძნული არიქეპარქიის ფორმირებას საბერძნეთის ყოფილი პრემიერის ვენიზელოსისა და სხვა მასონების ფინანსური მხარდაჭერით.

1921 წლის 29 დეკემბერს ემე-ს წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას მელეთის  სამღვდელო ხარისხის გაუქმების შესახებ მრავალი კანონის დარღვევის, ანგლიკანებთან თანამსახურებისა და განხეთქილების ჩადენის გამო. ასევე განხეთქილების ჩამომგდებად ცნობილ იქნა არქიეპისკოპოსი ალექსანდრე (დემოღლუ) და ყველა მათ მიმდევარს გაფრთხილება მიეცა.

თუმცა, სანამ სინოდი გადაწყვეტილებას ამზადებს, მელეთი ინგლისელების მეშვეობით ასწრებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტის დაკავებას ანტანტას მიერ დაკავებულ კონსტანტინოპოლში.

მის არჩევნებს ბათილად ცნობს კონსტანტინოპოლის პატრიარქატის მღვდელმთავრების უმრავლესობა (წმინდა სინოდის 7 წევრი და დაახლოებით 60 იერარქი), რომელიც თესალონიკში შეიკრიბა. ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქები მხარს უჭერენ კონსტანტინოპოლის ეპისკოპატის გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, მელეთი მაინც პატრიარქი ხდება, მღვდელმთავრის წოდების გარეშე (!). მოგვიანებით, გადაწყვეტილება მისთვის წოდების ჩამორთმევის შესახებ გაუქმდება პოლიტიკური ზეწოლით.

მელეთი ხდება პატრიარქი მღვდელმთავრის წოდების გარეშე (!).

1922 წლის თებერვალში მელეთი აუქმებს „1908 წლის დიასპორის ტომოსს“ აცხადებს რა ამერიკის ბერძნული სამწყსოს ფანარიონის იურისდიქციის ქვეშ 11 მაისიდან დაბრუნების შესახებ. ბერძნულმა ეკლესიამ არ ცნო  წოდებაჩამორთმეული მელეთის ეს გადაწყვეტილება და დანიშნა სხვა ეპისკოპოსი ამერიკული თემების საზრდოობისთვის. შედეგად, აშშ-ში ბერძნული არქიეპარქიის ორხელისუფლებიანობა 1931 წლამდე გაგრძელდა.

1922 წლის მარტში მელეთმა გამოსცა ტომოსი „ ყველა მართლმადიდებელი სამწყსოს უშუალო ზედამხედველობასა და მართვაზე კონსტანტინოპოლის უფლების შესახებ გამონაკლისის გარდა, რომელიც ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების ფარგლებს გარეთ იმყოფება ევროპაში, ამერიკასა და სხვა ადგილებში“, დაასაბუთა რა ის IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9, მე-17 და 28-ე წესებით, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

მელეთის პრეტენზიები მართლმადიდებლურ დიასპორაზე  არ მიიღეს დანარჩენმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც, მათ შორის, ბერძნულმაც. მათი თანხმობის მიღება, ერთმანეთის მიყოლებით, ფანარიონს დღემდე გამოსაგლეჯი აქვს...

მისი მმართველობის პერიოდში მელეთმა მოასწრო საბჭოთა მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერაც, რომლებმაც ის თავიანთ მეთაურად ცნეს. მან ხელახლა დაიქვემდებარა მართლმადიდებლური ეპარქიები ფინეთსა და ესტონეთში. მთლიანად, მან მოასწრო ოთხჯერ შეჭრილიყო რუსული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მისი ნაწილის  მითვისებით. მელეთმა შექმნა კირილ-მეთოდის არქიეპარქია ჩეხოსლოვაკიაში, სერბეთის ეკლესიის ტერიტორიაზე, მისი საზღვრების შესწორებით. მოგვიანებით, ეს შეჭრა გახდება კს-თვის მიზეზი არ აღიაროს  უკვე მართლმადიდებლური ჩეხური მიწებისა და სლოვაკეთის ავტოკეფალია, რამდენადაც მის ტერიტორიას ფანარიონი თავისად გამოაცხადებს... ასევე მელეთმა შექმნა კს-ს ეპარქიები დასავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში.

კონსტანტინოპოლიდან განდევნილი მელეთი ინგლისელთა დახმარებით ხდება ალექსანდრიის პატრიარქი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოსტზე ყოფნისას საკუთარი გადაწყვეტილების საპირისპიროდ, ამ პოსტზე ის თვითნებურად აფართოებს ალექსანდრიის საპატრიარქოს საზღვრებს, ქმნის რა ახალ ეპარქიებს იოჰანესბურგში, ბენღაზში, ტუნისში, სუდანსა და ეთიოპიაში. იმის მიუხედავად, რომ ეს აშკარად „ბარბაროსთა მიწებია“, ის არ ელოდება მათი ბედის გადაწყვეტას კონსტანტინოპოლში, არამედ თავად ითვისებს მათ. ჩვენ ეს გვიდასტურებს იმას, რომ თავად „ბარბაროსთა მიწებზე“ კს-ს პრეტენზიების ინიციატორი არ აღიქვამდა მათ, როგორც ერთგვარ კანონიკურ ჭეშმარიტებას, არამედ მხოლოდ, როგორც საკუთარი ძალაუფლების გაფართოების ინსტრუმენტს.

მელეთის მოქმედებების კანონიკური საფუძვლები

 როგორც შეგპირდით, განვიხილოთ ის კანონიკური საფუძვლები, რომლებზეც დაყრდნობითაც მელეთმა პრეტენზიები გამოთქვა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ეს იყო IV მსოფლიო საეკლესიო კრების წესები, კერძოდ: მე-9, მე-17 და 28-ე. დავიწყოთ 28-ე წესის განხილვიდან, რამდენადაც მე-9 და მე-17 ლოგიკურად განიხილება ერთად. ადრე ჩვენ მას განვიხილავდით სტატიაში „როგორ იტაცებდა რმე პოლონეთის ეკლესიის ნახევარს: მეორე პასუხი ქრიზოსტომოსს“, მაგრამ ჩვენ ახლა მას უფრო სრულად განვიხილავთ.

მოდით, განვიხილოთ IV საეკლესიო კრების 28-ე წესი

ფანარიონი მოცემულ წესს განმარტავს, როგორც მითითებას გარკვეული ძალაუფლების პირველობის არსებობაზე მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ასევე როგორც „სხვა ტომის“ ეპარქიების საზრდოობის ექსკლუზიურ უფლებას. თუმცა, თუ ჩვენ ყურადღებით შევჩერდებით მოცემული წესის ტექსტზე, დავინახავთ შემდეგს:

პირველ რიგში, ეკლესიის მამები მიუთითებენ II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3 წესს: „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს პატივით უპირატესობა გააჩნია რომის ეპისკოპოსთან შედარებით, რადგანაც ხსენებული ქალაქი  არის ახალი რომი“. როგორც ვხედავთ, მასში საუბარია მკაფიოდ პატივით პირველობაზე და არა ძალაუფლების პირველობაზე. თუ უცებ, კანონის ტექსტის საპირისპიროდ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რატომღაც საქმე ეხება ძალაუფლების პირველობას, ამას მოჰყვება იმის აღიარება, რომ ის რომის ეპისკოპოსს ჰქონდა, შესაბამისად ძალაუფლების პირველობაზე რომის პაპების პრეტენზიები იყო საფუძვლიანი, რაც უარყოფილია ეკლესიის, მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერაც.

მეორეც, ორივე კრების მამები მკაფიოდ განსაზღვრავენ ამ პატივით პირველობის მიზეზს: „რადგანაც ხსენებული ქალაქი არის ახალი რომი“, „ოდითგან გაბატონებული ქალაქი“, „ქალაქი, რომელსაც ერგო პატივი ყოფილიყო მეფისა და სინკლიტის ქალაქი“. ანუ მოყვანილია იმ დროის სრულიად მკაფიო პოლიტიკური მიზეზი: იმპერიის დედაქალაქის გადატანა რომიდან კონსტანტინოპოლში, რაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის კათედრას დედაქალაქის კათედრად აქცევს. შეგახსნებთ, რომ მეორე, ასევე მეოთხე მსოფლიო კრების დრო, ყველა ავტოკეფალიური ეკლესია ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში და საზღვრებზე იყო. თუმცა, 1922 წელს უკვე არ არსებობს ბიზანტიის იმპერია. კონსტანტინოპოლი აღარაა „მეფისა და სინკლიტის“ ქალაქი. უფრო მეტიც, ეს უკვე თურქეთის დედაქალქიც არაა, ხოლო 1930 წელს კონსტანტინოპოლი საერთოდ გაქრება და მას დაერქმევა სტამბული.

მესამე, თუ დავდგებით ფანარიონის თვალსაზრისზე და ჩავთვლით, რომ მოცემული კანონი არ კარგავს აქტუალობას ისტორიული კონტექსტის მიუხედავად, მოგვიწევს ამ შეფასების გამოყენება კანონის მთელი ტექსტის მიმართ. სწორედ მთელი ტექსტის  და არა მისი იმ ნაწილის მიმართ, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქებს მოსწონთ. არადა კანონის ტექსტში ჩვენ ვხედავთ კს-სსაზღვრების განსაზღვრას, რომელთა შემადგენლობაშიც არაა ბევრის ისეთი მხარე, რომლის მოქცევაც  მან უკვე მოასწრო მის მფლობელობაში. უფრო მეტიც, თუ ჩავთვლით ურყევად მოცემულ კანონს, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესიების საზღვრები განისაზღვრება არა კს-ს სინოდის მიერ (როგორც ეს ახლა ხდება), არამედ მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ. ამ თვალსაზრისზე ყოფნისას ჩვენ მოგვიწევს ყველა ავტოკეფალიური ეკლესიის V საუკუნის საზღვრებთან დაბრუნება, რამდენადაც მსოფლიო საეკლესიო კრების არცერთ კანონში ჩვენ ვერ ვიპოვით ხსენებას მათი ძალაუფლების „დელეგირების“ თაობაზე კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის მიმართ, რასაც ფანარიონზე ამტკიცებენ.

დავდგებით რა კანონის ისტორიული კონტექსტის მნიშვნელობისა და მის საფუძველზე გადაწყვეტილებების  მიღების პოზიციაზე, ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ მან დაკარგა მისი აქტუალობა. და დღემდე მის საფუძველზე ახალი რომის ეპისკოპოსის ღირსებით მინიჭებული პირველობა სხვა არაფერია, თუ არა პატივისცემა საეკლესიო ისტორიული წარსულის მიმართ. უფრო მეტიც, თავად მსოფლიო ეკლესიამ უარყო ნებისმიერი მოძღვრება მასში რომელიმე ძალაუფლების პირველობაზე, უფალი იესო ქრისტეს გარდა.

მეოთხე, 1848 წელს ერთიანი, წმინდა, სამოციქულო ეკლესიის საერთო გზავნილი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ მიღებულ იქნა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების სინოდისა და პატრიარქების მიერ. მართალია, მისი ძირითადი თემა არის რომის პაპიზმი, მაგრამ მასში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული ზოგადად ეკლესიების და მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების პრინციპები. მასში მკაფიოდ უარყოფილია, როგორც ვინმეს ძალაუფლების პირველობა ეკლესიებს შორის, ასევე რომელიმეს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების უფლება ეკლესიაში, რაზეც საუბარი იქნება ქვემოთ. ამ განსაზღვრის ფასეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოხატავს მთელი ეკლესიის კრებით აზრს, მათ შორის, კონსტანტინოპოლის ეკლესიის აზრსაც. და დღეს, როცა კონსტანტინოპოლის ეკლესია პრეტენზიას აცხადებს რომის პრივილეგიაზე („რამდენადაც რომი ეკლესიას ჩამოშორდა“), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საეკლესიო პოზიციის გაგება ამ საკითხზე. დიდი მოცულობის გამო არ ვახდენთ მის ციტირებას სრულად, მაგრამ მოვიყვანთ მხოლოდ ამ ზოგადსაეკლესიო დოკუმენტის ცალკეულ ამონარიდებს, რომელიც ადასტურებს „ძალაუფლების უპირატესობის“ არარსებობას, როგორც რომის, ასევე კონსტანტინოპოლის ტახტის მხრიდან:

რამეთ ის (რომი-რედ.) არ სამოციქულო აღმსარებლობით ამშვენებს თავის ტახტს, არამედ სამოციქულო ტახტით ცდულობს დაადასტუროს თავისი ღირსება; ღირსებით კი (დაადასტუროს) თავისი აღმსარებლობა. სინამდვილეში ეს ასე არაა. რამეთუ არა მხოლოდ რომის ტახტი, რომელიც მხოლოდ ერთი გადმოცემის მიხედვით ითვლება უპირატესობის მიმღებად წმინდა პეტრესგან, არამედ რომელიც წმინდა წერილში წარმოადგენს მთავარს, წმინდა პეტრეს მთავარ ტახტს -  ანუ ანტიოქიას, რომელიც არის წმინდა ბასილის მტკიცებით (ათანასი დიდის მიმართ 48-ე წერ.) არის „სამყაროში ყველა ეკლესიას შორის მთავარი“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელზეც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება დასავლეთის ეკლესიებისადმი (პატიოსანი და ღვთივმოყვარული ძმებისა და დამასის, ამბროსის, ვრიტონის, ვალერიანისა და სხვ. თანამსახურთა მიმართ) წერილში ასე ადასტურებს:“ ჭეშმარიტად უფროსი, სამოციქულო ეკლესიასში, სირიის ანტიოქიაში არსებული, სადაც პირველად იქნა პატივდებული ქრისტიანების სახელი“ - და ასე ვამბობთ, ანტიოქიის სამოციქულო ეკლესიას არასდროს ჰქონდა უპირატესობა - არ ვიყოთ განსჯილი საღვთო წერილითა და საეკლესიო განსაზღვრებებით, მისადმი, როგორც წმინდა პეტრეს ჭეშმარიტი ტახტისადმი პატივისცემით.

თუმცა, რას ვამბობთ ჩვენ? თავად წმინდა პეტრე პირადად იქნა გასამართლებული ყველას წინაშე ქადაგების ჭეშმარიტების (გალ.12) გამო და წმინდა წერილის მიხედვით, აღმოჩნდა სამარცხვინო და საქილიკო. - და რა უნდა იფიქრო ამის შემდეგ მათზე, ვინც განდიდდება და ფიქრობს მხოლოდ მისი მოჩვენებითი ტახტის დაუფლებაზე? .. შესაბამისად, იგივე ჩვენი წმინდა მამები , როგორც თავად დასავლეთის მანათობლები და მოძღვრები, სათანადო პატივისცემით ჩამოგვირაკრაკებენ მის ნეტარებას და რომლის გზის გაყოლასაც გვთავაზობენ (იქვე), გვასწავლიან, რომ ჩვენ არა ტახტის მიხედვით ვმსეჯლობდეთ მართლმადიდებლობაზე, არამედ თავად ტახტზე და ტახტზე მჯდომზე -წმინდა წერილის, საეკლესიო კრების წესდებებისა და განსაზღვრების და რწმენის მიხედვით ანუ უწყვეტი მოძღვების მართლმადიდებლობის (ეკლესიის) მიხედვით.

ასე მსჯელობდნენ და ასე განკიცხეს ჩვენმა მამებმა ონორიუს, რომის პაპი და დიოსკორი, ალექსანდრიის პაპი და მაკედონიუსი და ნესტორი, კონსტანტინოპოლის პატრიარქები და პეტრე კნაფეი, ანტიოქიის პატრიარქი და სხვ. რამეთუ, წმინდა წერილის მიხედვით, თავად გაპარტახების სიბილწე წმინდა ადგილას ხდება (დან. 9.27 და მათ.24,15), მაშინ რატომ არ შეიძლება სიახლე და ერესი წმინდა ტახტზე მოხდეს?.. თავად მამა (წმინდა ირინელი ლიონელი- რედ.), რომელიც მისმა უნეტარესობამ მოიყვანა რომის იმპერიის მეთაურობის მოწმედ, ადსატურებს, რომ მისი ღირსება არა ბატონობაში და მეთაურობაშია, რომელიც თავად პეტრეს არასდროს მიუღია - არამედ, მსოფლიო ეკლესიაში ძმობის უფროსობასა და უპირატესობაში, რომელიც პაპებს ეძლევათ მათი ქალაქის სიძველისა და სახელგანთქმულობის გამო. ასევე IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ შეინარჩუნა რა III მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დაკანონებული ეკლესიების დამოუკიდებლობა, მიჰყვა რა II მსოფლიო საეკლესიო კრებას (უფლ.3), მისი მეშვეობით კი პირველსაც (უფლ. 6), რომელმაც აღიარა პაპის მმართველი ძალაუფლება დასავლეთის ეკლესიებზე მხოლოდ როგორც ადათი - განაცხადა, რომ „მამებმა ღირსეულად მიანიჭეს უპირატესობა (ძველი რომის ტახტს); რადგანაც ის იყო სამეფო ქალაქი“ (კ. 28) - არაფერი თქვა რა მათ (პაპების) მიერ მოციქულ პეტრესგან მემკვიდრეობის მიტაცებასა და განსაკუთრებით რომაელი ეპისკოპოსების ნაცვალობასა და მათ მსოფლიო წინამძღოლობაზე“. როგორც ვხედავთ, ეკლესია კრებით არა მხოლოდ უარყოფს რომელიმე საპატრიარქოს მეთაურობას, არამედ იძლევა საკმაოდ მკაფიო განსაზღვრას IV მსოფლიო კრების აღნიშნულ წესთან და ამასთან ერთად, მის წინამორბედ წესებთან დაკავშირებითაც.

მეხუთე, ამ წესს საკმაოდ მკაფიო განსაზღვრას აძლევს XII საუკუნის ბიზანტიელი კანონისტი იოანე ზონარა: „ამდენად წმინდა მამები ამბობენ, რომ რადგანაც ამ ქალაქმა, როგორც ძველმა რომმა, მიიღო პატივი იყოს მეფისა და სინკლიტის ქალაქი, ის უნდა აისახოს საეკლესიო უპირატესობებში, მის მსგავსად და მას უნდა ჰქონდეს უპირატესობა სხვა ყველა ეკლესიის წინაშე, მაგრამ იყოს მეორე მასთან... მისცა რა ამ დიდ ქალაქს ტახტის პატივისა და წესის შესახებ მსგავსი განსაზღვრა, წმინდა კრება ასევე საუბრობს იმ მხარეებზე, რომლებიც უნდა დაემორჩილონ მის ტახტს და ამბობს, რომ ესაა პონტოს, ასიისა და ფრაკიის მხარეები. ამ მხარეებში უფლებამოსილება ეკისრება კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს და ზოგიერთი მიტროპოლიტის ხელდასმას. სიტყვა „ზოგიერთი“ ნახსენებია იმ მიზნით, რომ კონსტანტინოპოლის რომელიმე ეპისკოპოსმა არ მიითვისოს ეპისკოპოსების ხელდასმაც; რამეთუ ეს ხელდასმა ყველა მიტროპოლიტს სთავაზობს, რომელსაც თავიდან ეკუთვნოდა; ამიტომაც წესი ამატებს: „ანუ ყველა მიტროპოლიტმა უნდა წარმოადგინოს ეპარქიის ეპისკოპოსი, იმავე მხარის ეპისკოპოსებთან ერთად“. ანუ საქმე ეხება სწორედ პატივის უპირატესობას დედაქალაქის სტატუსის ძალით და არა გაფართოებულ უფლებამოსილებებს, რომელიც უკავშირდება რაიმე სახის მეთაურობას. უფრო მეტიც, ამავე წესით იზღუდება კონსტანტინოპოლის ტახტის უფლება მის დაქვემდებარებულ მხარეებში: „რათა კონსტანტინოპოლის რომელიმე ეპისკოპოსმა არ მიისაკუთროს ეპისკოპოსთა ხელდასმა; რამეთუ ეს ხელდასმა ყველა მიტროპოლიტს ეკუთვნის“.

მეექვსე, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ „უცხო ტომის“ ეპისკოპოსების ხელდასმის ექსკლუზიურ უფლებასთან დაკავშირებით, წესის ტექსტი საკმაოდ მკაფიოდ მიგვითითებს თავად მის არსს:

ამიტომაც  მხარეების, პონტოს, ასიისა და ფრაკიის მიტროპოლიტები და ასევე ზემოთ აღნიშნული მხარეების უცხო ტომის ეპისკოპოსები ინიშნება წმინდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ზემოთ აღნიშნული წმინდა ტახტის მიერ“. ამდენად, მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ საქმე ეხება „ზემოთ ჩამოთვლილ უცხო ტომებს“.

მეშვიდე, იგივეზე საუბრობს XII საუკუნის ბიზანტიელი კანონისტი თეოდორ ვალსამონი (მოგვიანებით, ანტიოქიის პატრიარქი): „უცხო ტომთა საეპისკოპოების ქვეშ იგულისხმე ალანია, რუსეთი და სხვა; რამეთუ ალანები ეკუთვნიან პონტოს მხარეს, როსები კი -ფრაკიისას. ხოლო რომის პაპის ლეგატებზე, ვინ არიან ისინი და როგორ მისცეს მათ უფლება ჰყოლოდათ თავიანთ ლეგატებად ჩვენი მიტროპოლიტები, ნათქვამი იქნება ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრების მისალმების შემდეგ“. როგორც ვხედავთ, საქმე ეხება არა ყველა „სხვა ტომს“, არამედ მხოლოდ მათ, ვინც „მიეკუთვნება“ კონსტანტინოპოლის ტახტისადმი V საუკუნეში დაქვემდებარებულ მხარეებს.

 მერვე, ვალსამონამდე კიდევ უფრო მკაფიოდ გადმოსცემს წესების მნიშვნელობას ყველაზე ავტორიტეტული იოანე ზონარა: „კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს წესი აკისრებს ეპისკოპოსების ხელდასმას უცხო ტომის ხალხთათვის, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ მხარეებში, როგორებიც არიან ალანები და როსები; რამეთუ პირველი ეკუთვნის პონტოს მხარეს, როსები - ფრაკიისას.  ხოლო რომ არ იფიქროს ვინმემ ისე, რომ წმინდა მამებმა სრული ძალაუფლება მისცეს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს ყველაფერში, რაც ხელდასმას ეკუთვნის, რათა ხელდასმის საქმეში მას ჰქონდეს ძალაუფლება გააკეთოს ის, რაც მას უნდა, მათ დაამატეს, რომ მიტროპოლიტების ხელდასმა მათ მიერ ხდება არჩევის წესით და ხდება შემდეგის განცხადება: კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა ის კი არ უნდა დასვას მიტროპოლიტებად, ვინც მას თავად სურს, არამედ ის უნდა აირჩიოს მისი უწყების ქვეშ არსებულმა სინოდმა და რომელზეც ამომრჩევლები შეთანმხდებიან, იქიდან უნდა მოხდეს ხელდასმა, ვინც იქნება არჩეული.

ამდენად, ზოგიერთი სიტყვას ზოგი (წესების წგნი: მხოლოდ) იგებდა ისე, როგორც ნათქვამია; ხოლო სხვები ამბობენ, რომ ის ნახსენებია სხვა მხარეების განსხვავების მიზნით, რამდენადაც მამები გამოყოფენ სხვა მხარეებს და ზოგიერთი აღნიშნული მხარე წარმოადგენს კონსტანტინოპოლის ტახტს. რამეთუ სხვა მხარე ანუ მაკედონიისა და თესალიის, ელადისა და პელოპონესის და ე.წ. ეპირისა და ილირიკის მხარეები ემორჩილებოდნენ მაშინ ძველი რომის ეპისკოპოსს“. ანუ ეს წესი არა მხოლოდ არ აძლევს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლებას „მთელს დიასპორაზე“, არამედ პირიქით, - ზღუდავს მის ძალაუფლებას კონკრეტული საზღვრებით.

მოდით, განვიხილოთ IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9  და მე-17 წესები.

ორივე წესი კონსტანტინოპოლში შემთხვევით როდი იქნება მიღებული: ორივეში არის ნახსენები საეკლესიო სასამართლო კონსტანტინოპოლის ტახტის წინაშე, როგორც საეკლესიო სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ფორმა. ამ ნორმიდან გამომდინარე, ფანარიოტებს ბოლო ასი წლის განმავლობაში გამოჰქონდათ რიგი გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა მათ ინტერესებს. და რა თქმა უნდა, გამოჰქონდათ მათ სასარგებლოდ. მოდით განვიხილოთ ამ წესების აღნიშნული ინტერპრეტაციის დასაბუთებულობა:

ჯერ ერთი, წესებში ჩვენ ვხედავთ სწორედ სასამართლო პროცედურას, როგორც დაპირისპირების გადაწყვეტის საშუალებას. არაფერი მსგავსი, როგორც ამერიკაში საეკლესიო იურისდიქციის ბედის, ასევე დიასპორის ეპარქიებისა და სამწყსოს ბედის გადაწყვეტის საკითხებში (და ასევე საერთოდ, ფანარიონზე გადაწყვეტილი ეკლესიათშორისი საკითხების უმრავლესობაში) არ შეინიშნებოდა. რუსული ეკლესია გადაწყვეტილების განხილვაში არ მონაწილეობდა, არც როგორც მართალი, არც როგორც დამნაშავე, არც როგორც უბრალოდ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებით აღჭურვილი მხარე. მითუმეტეს არ ეხებოდა საქმე მოსამართლეთა ორმხრივ არჩევას, რაზეც მე-9 წესი გვამცნობს.

მეორე, მეცხრე წესი მკაფიოდ ითვალისწინებს სასამართლოს პირობას კონსტანტინოპოლში: „სამეფო კონსტანტინოპოლის ტახტთან“. 1453 წელს კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორების მეფობის ხანა დასრულდა. სულთანების მმართველობა დასრულდა 1922 წელს, ხოლო თავად ქალაქი უკვე აღარ იყო რესპუბლიკის დედაქალაქიც კი 1923 წელს.

მესამე, ორივე წესი ითვალისწინებს განხილვის ეტაპობრიობას ანუ კონსტანტინოპოლში საქმის განხილვამდე, მან უნდა გაიაროს ქვემდგომი ინსტანციები იერარქიის ყველა საფეხურზე. და მხოლოდ შემდეგ განიხილება ის უმაღლეს ინსტანციაში.  ჰქონდა კი მსგავს რამეს ადგილი ამერიკულ ისტორიაში? სამწუხაროდ, არა. ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში.

მეოთხე, მე-17 წესი მკაფიოდ განსაზღვრავს სამწყსოს იმ ეპარქიისადმი კუთვნილებას, რომელსაც ის ბოლო 30 წლის განმავლობაში გაეკუთვნებოდა. 30 წელი - ეს უფლებების შეუდავებლობის ვადაა. რუსული ეკლესია ამერიკაში არსებობდა უკვე 124 წლის განმავლობაში, ამერიკაში მიტროპოლიტ მელეთის 1918 წელს გამოჩენის მომენტისთვის. ამავე მიწებზე კი მელეთის მიერ პრეტენზიების გამოთქმის მომენტისთვის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახით, ამერიკაში რუსული ეკლესიის არსებობას უკვე 128 წელს ითვლიდა. რმე-ს ეპარქია ამერიკაში უკვე მისი არსებობის 82 წელს ითვლიდა. მათგან 50 წლის განმავლობაში მისი ცენტრი მდებარეობდა არა ალასკის ტერიტორიაზე, არამედ კალიფორნიაში, მისი საქმიანობის ტერიტორია კი ნიუ-იორკსაც აღწევდა. პატრიარქ მელეთის მიერ მოცემულ სიტუაციასთან მე-17 წესის გამოყენება უნებურად გვახსენებს სახარებისეულ სიტყვებს: „ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“ (მათ. 12:37). თუმცა, ეს ციტატა გამოდგება ფანარიონის დანარჩენი არგუმენტების უმრავლესობის მიმართაც.

რუსული ეკლესია ამერიკაში არსებობდა უკვე 124 წლის განმავლობაში, ამერიკაში მიტროპოლიტ მელეთის 1918 წელს გამოჩენის მომენტისთვის. ამავე მიწებზე კი მელეთის მიერ პრეტენზიების გამოთქმის მომენტისთვის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახით, ამერიკაში რუსული ეკლესიის არსებობას უკვე 128 წელს ითვლიდა.

თავის განმარტებებში მე-17 წესზე 30 წლის შესახებ ასე საუბრობს ბიზანტიელი კანონისტი ალექსეი არისტენი: „ხოლო თუ ეკლესიას დავა აქვს სხვა ეკლესიასთან, ორივეს თანაბარი უფლება აქვს; და თუ ოცდაათი წლის განმავლობაში არ უყენებდა პრეტენზიას, დუმდა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყო დავა; მაშინ ის კარგავს თავის უფლებას გაშვებულ დროზე“. იგივეს ადასტურებს კანონისტი ვალსამონიც.

მეხუთე, სრულიად არაა ნათელი, რა საფუძველზე იქნა ამერიკა მიკუთვნებული „უცხო ტომების“ ან „ბარბაროსთა“ მიწებისთვის. მასზე უკვე ას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა ერთი ავტოკეფალიური ეკლესიის მართლმადიდებლური იურისდიქცია. განა ეს არაა იმის მაჩვენებელი, რომ მის მიმართ არ გამოდგება მოცემული განსაზღვრება? ფანარიოტთა აზრით, რომელი კრიტერიუმი განასხვავებს „ბარბაროსთა მიწებს“ „არაბარბაროსულისგან“? ბერძნულსა და არაბერძნულს? თუ კი, ნიშნავს კი ეს კონსტანტინოპოლის უფლებას გაავრცელოს ამჟამად თავისი იურისდიქცია სერბეთში, ალბანეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, რუსეთში, პოლონეთში? ან იქნებ სირიაში? აკი, ანტიოქიის ეკლესია ბერძნულია მხოლოდ სახელწოდებით, მის იერარქიას კი დიდი ხანია ძირითადად სხვა ეროვნების წარმომადგენლები შეადგენენ.

ფანარიოტთა აზრით, რომელი კრიტერიუმი განასხვავებს „ბარბაროსთა მიწებს“ „არაბარბაროსულისგან“? ბერძნულსა და არაბერძნულს?

იქნებ „ბარბაროსობის“ კრიტერიუმია, როცა მოსახლეობის უმრავლესობას არ აღიარებს მართლმადიდებლობას? მაშინ, ამ განსაზღვრების ქვეშ ექცევა ანტიოქიის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწები  (მოგვიანებით, კს ცდილობდა ორი უკანასკნელი მიეკუთვნებინა „ბარბაროსთა მიწებისთვის“ საკუთარი პრეტენზიის დასაბუთებისას გადაეწყვიტა მათი ბედი). უფრო მეტიც, კონსტანტინოპოლის ეკლესიის კანონიკური მიწებიც კი, სამწუხაროდ ამჟამად ძირითადად, არა მართლმადიდებლებითაა დასახლებული.

მეექვსე, რამდენადაც მსოფლიო საეკლესიო კრება ტარდებოდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტერიტორიაზე, ხოლო მისი მონაწილეების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მისი ეპისკოპოსები წარმოადგენდნენ, მასზე ზოგჯერ განისაზღრებოდა არა მხოლოდ, მსოფლიო, არამედ ადგილობრივი ხასიათის საკითხებიც. ამიტომაც კონსტანტინოპოლის ტახტის, როგორც უმაღლესი სასამართლო ინსტანციის აღნიშვნა, პირველ რიგში, გულისხმობს თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიას და არა სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებს. ამას ადასტურებს მრავალი ბიზანტიელი კანონისტი, რომელთა განმარტებებსაც ქვემოთ განვიხილავთ. კს-ს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევები მისი კანონიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უკავშირდებოდა მხოლოდ ან მოდავე მხარეების მიერ მისი, როგორც საძმოს არბიტრის ნებაყოფლობით არჩევას, ან დედაქალაქის პატრიარქატის პოლიტიკურ პრივილეგიებს და მათ საეკლესიო საფუძვლები არ გააჩნიათ.

მეშვიდე, კონსტანტინოპოლის სასამართლო პრივილეგიების აპოლოგეტებიც კი აღიარებენ, რომ ეს პრივილეგიები განპირობებული იყო უშუალოდ მისი დედაქალაქის სტატუსით. ასე, მაგალითად, კს-ს პრივილეგიის დაცვისას, ისტორიკოსი ა.ვ. კარტაშოვი (რომელიც ემიგრაციაში გახდა სწორედ კს-ს მოღვაწე და აპოლოგეტი) თავის სტატიაში, რომელიც იცავს კონსტანტინოპოლის უმაღლეს სასამართლო უფლებას („კონსტანტინოპოლის პატრიარქების სააპელაციო სამართლის პრაქტიკა“) წერს: „იმპერატორებს აღმოსავლეთის ყველა მხრიდან ეტანებოდნენ კლირიკოსები საჩივრებითა და შუამდგომლობებით. იმპერატორები კი ამ საქმეებს გადასცემდნენ დედაქალაქის ეპისკოპოსებს, რომლებთანაც მიმდინარეობდა საეპისკოპო თათბირი σύνοδοι ἐνδημοῦσαι  ფორმით. ასე წარმოიქმნა პირველ რიგში, სასამართლო-სააპელაციო ხელისუფლება და კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პრაქტიკა, მის უკან კი კონსტანტინოპოლის ვიწრო საზღვრებზე ვრცელი ადმინისტრაციული ხელისუფლება, რაც სხვა  დიოცეზების არეალზეც გავრცელდა, „მთელი იმპერიის- მსოფლიო“ თვისების ძალაუფლება“. რომელ იმპერატორებს (ან სულთნებს) მიმართავენ ამჟამად, 1922 წლის შემდეგ კლირიკოსები სხვა ავტოკეფალიური ეკლესიებიდან, რათა მათ ეს საქმეები გადასცენ განსახილველად კს-ს?

მართლაც, გამქრალ იმპერიებში კონსტანტინოპოლის პატრიარქს ჰქონდა დიდი უფლებამოსილებები. ამასთან, ოსმალეთის იმპერიაში უფრო მეტი, ვიდრე ბიზანტიის იმპერიაში.

სულთნებისთვის დამოუკიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრებების სისტემა საკმაოდ რთული და უმართავი იყო, ამიტომაც პასუხისმგებელი ყველა ეკლესიაზე სულთნის წინაშე იყო ეთნარქი, რომელსაცმ ოსმალებმა შესაბამისი ძალაუფლება მიანიჭეს. ოსმალების მიერ თავიანთი ახალი ქვეშევრდომი ქრისტიანებისგან ჩამოყალიბდა რუმ-მილეთი (ავტონომია რელიგიური ნიშნით), რომელშიც შედიოდა იმპერიის ყველა მართლმადიდებელი ხალხი. რუმ-მილეთის მეთაური - ეთნარხი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა. იმპერიის კათედრის სტატუსი კონსტანტინოპოლს დარჩა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ოსმალეთის იმპერიის გაფურჩქვნის პერიოდში, მისი (ან მისი ვასალების) ძალაუფლების ქვეშ  იყო მოქცეული ყველა ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია, რუსული და ნაწილობრივ, ქართული ეკლესიის გარდა. სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიები კს-ს შემადგენლობაში იყვნენ. კვიპროსის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის ეკლესიები პოლიტიკურად ეთნარხის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ, თუმცა ფორმალურად-კანონიკურად მას არ ექვემდებარებოდნენ.

იმპერიაში ქრისტიანების დამცირებული მდგომარეობის მიუხედავად, ეთნარხს მასში დიდი უფლელები ჰქონდა. კს-მ ოსმალებისგან რიგი უპირატესობა მიიღო. კს-ს ჰქონდა მისი და სხვისი ეკლესიების ქონების განკარგვის უფლება. საპატრიარქო სასამართლო წყვეტდა მართლმადიდებელთა ყველა საქმეს: ქორწინებას, განქორწინებას, მცირეწლოვნებზე მეურვეობას, ანდერძსა და მემკვიდრეობას. ის განიხილავდა ასევე ყველა ფინანსურ დავას მართლმადიდებლებს შორის. ოსმალეთის იმპერიაში მათ არ ასამართლებდნენ. მხოლოდ საპატრიარქო სასამართლოს ჰქონდეს უფლება კლიროსთან მიმართებაში. ეს ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულებსაც. ეჭვმიტანილ კლირიკოსს სვამდნენ საპატრიარქო ციხეში და იქვე მიუსჯიდნენ ხოლმე. თურქეთის ხელისუფლებასაც კი ეპისკოპოსის დასაპატიმრებლად სჭირდებოდა პატრიარქის ნებართვა (პრაქტიკაში მხლოდ სულთანს შეეძლო ამ ნორმის დარღვევა).

ასეთი უდიდესი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივია ისტორიაში კს-ს მიერ საკუთარი პრივილეგიების გამოყენების მაგალითების პოვნა. თუმცა, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ეს მაგალითები  იქნება ოსმალეთის (და იქამდე, რომის) იმპერიის პოლიტიკური და სამართლებრივი პრაქტიკის და არა საეკლესიო-კანონიკური გადმოცემის დასტური.

მერვე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კანონისტთა უმრავლესობის მტკიცებულება. მათგან იშვიათები, რომლებიც ადასტურებენ კს-ს განსაკუთრებულ უფლებებს, გულისხმობენ სწორედ რომ იმპერიის პრაქტიკას ბიზანტიაში. სწორედ მასზე წერს ალექსეი არისტენი IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 წესის განმარტებაში: „ეს უპირატსობა ანუ ის, რომ მიტროპოლიტი, რომელიც ერთი პატრიარქის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, მეორემ გაასამართლოს, არც წესებით, არც კანონებით არ შეუძლია სხვა პატრიარქს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარდა“.

იოანე ზონარა იმავე კრების მე-17 წესს ამ წესის განმარტებაში მიმართავს და მასზე შემდეგს წერს: „არა ყველა მიტროპოლიტზე, გამონაკლისის გარდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ადგენს სამართალს, არამედ მხოლოდ მის დაქვემდებარებულებზე. რამეთუ მას არ შეუძლია მის სასამართლოს დაუმორჩილოს სირიის ან პალესტინისა და ფინიკიის ან ეგვიპტის მიტროპოლიტები მათი ნების წინააღმდეგ; თუმცა, სირიის მიტროპოლიტები ექვემდებარებიან ანტიოქიის პატრიარქის სასამართლოს, ხოლო პალესტინის მიტროპოლიტები - იერუსალიმის პატრიარქის სასამართლოს, ეგვიპტის მიტროპოლიტები უნდა გასამართლდნენ ალექსანდრიის პატრიარქთან, რომელთაგან ისინი იღებენ ხელდასმას და რომელთაც ექვემდებარებიან“. მოჩვენებითი წინააღმდეგობა აღარ ჩანს ასეთი, თუ ვაღიარებთ, რომ არისტენი საუბრობს პოლიტიკურ სამართლებრივ სისტემაზე, ხოლო ზონარა- საეკლესიოზე.

XVIII საუკუნის კანონისტი ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: „კონსტანტიპოლის პატრიარქს არა აქვს ძალაუფლება იმოქმედოს დიოცეზებში და სხვა საპატრიარქოების ფარგლებში და ამ კანონით მას არ აქვს მთელს ეკლესიაში ბოლო სააპელაციო ინსტანციის უფლება... კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წარმოადგენს ერთადერთ პირველ და ბოლო მოსამართლეს მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მიტროპოლიტებისთვის, მაგრამ არა სხვა საპატრიარქოებისთვის, რადგანაც ერთადერთი მსოფლიო კრება არის ყველა პატრიარქის ბოლო და საერთო მსაჯული და არავინ სხვა“.

მეცხრე,  ყურადღება უნდა მივაქციოთ ზონარას განმარტებაში ნიუანსს, კერძოდ კი, სიტყვას „მათი ნების წინააღმდეგ“. ანუ წესის საეკლესიო განმარტებით, ზონარა უარყოფს კს-ს სასამართლოს უფლებას სხვა საპატრიარქოებზე, თუ ეს ხდება „მათი ნების წინააღმდეგ“. თუმცა, მათი ნებით ანუ სურვილის შემთხვევაში, კს შეიძლება შერჩეულ იქნეს საძმო არბიტრად დავაში მხარეთა ორმხრივი თანხმობით. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ერთიანი, წმინდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესიის საერთო წერილიც ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანთან მიმართებაში (1848წ.).

მეათე, სწორედ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიმართ 1848 წლის ერთიანი, ერთიანი, წმინდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესიის საერთო წერილს უნდა მივაპყროთ დაჟინებული მზერა. რამდენადაც ის ციტირებულია ზემოთ IV მსოფლიო  საეკლესიო კრების 28-ე წესის განმარტებაში, არ ღირს მისი ხელახლა ციტირება, მაგრამ შეგვიძლია ზემოთ შემოწმება. ის არა მხოლოდ არ ადასტურებს ჩვენს ადრე გადმოცემულ დასკვნებს, არამედ მათ ოფიციალურად ამყარებს. კანონისტების აზრისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ თავიანთი ეპოქის ავტორიტეტულ მოწმეებს, ესაა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გადმოსცემს ძველი პატრიარქატების პოზიციებს, მათ შორის, კს-ს პოზიციასაც. წერილში ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე არის მითითებული, რომ კს-ს სასამართლო ფუნქცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საძმოს საფუძველზე, დანარჩენი ეკლესიების თანხმობით, ისევე როგორც სხვა საპატრიარქოებს უწევდათ საქმეების განხილვა თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქების მიმართ.

ფანარიონი არც კი ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლობისა თუ მოდავე მხარეებისგან თანაბარი დაშორების პრინციპები, როგორც ჭეშმარიტ მსაჯულს შეეფერება. გამოაცხადა რა თავი მოსამართლედ, ის უბრალოდ თავის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.

დასკვნა:

  1. კონსტანტინოპოლის ტახტის მოქმედებები ამერიკასთან მიმართებაში არა მხოლოდ არ  შეიძლება დასაბუთებული იყოს IV მსოფლიო საკლესიო კრების მე-9, მე-17 და 28-ე წესებით, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდეც მათ.
  2. წესებში ჩვენ ვერ ვპოულობთ ვერანაირ საფუძველს ვაღიაროთ კონსტანტინოპოლის პატრიარქების ძალაუფლების პირველობა სხვა ეკლესიებზე, თუ ამ საკითხს განვიხილავთ დედაქალაქისა და იმპერიის პროვინციების დამოკიდებულების კონტექსტის, რომისა და ოსმალეთის სამართლებრივი პრაქტიკის გარეთ.
  3. არანაირი პრივილეგია მართლმადიდებელ დიასპორასთან ან ბარბაროსთა მიწებთან მიმართებაში არაა IV მსოფლიო საეკლესიო კრების 28-ე წესის ტექსტში, გარკვეული მხარეების გამონაკლისის გარდა. აღნიშნულ მხარეებზეც კი მხოლოდ იმ ისტორიული ეპოქის არეალის ფარგლებში შეგვიძლია საუბარი, როცა ეს კანონი იქნა მიღებული.
  4. ამერიკა 1918-1923 წლების მდგომარეობით არ ხვდება „უცხო ტომის (ბარბაროსთა) მიწების“ განსაზღვრების ქვეშ.
  5. მართლმადიდებლურ სამყაროში კონსტანტინოპოლის ტახტის უმაღლესი სასამართლო ხელისუფლებად აღიარების პრინციპი, როგორც ის იქნა გამოყენებული მართლმადიდებელი დიასპორის საკითხში, ფაქტიურად წარმოადგენს შენიღბულ პაპიზმს. ფანარიონი არც კი ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლის ან მოდავე მხარეებისგან თანაბარი დაშორების  პრინციპები, როგორც ეს ჭეშმარიტ მსაჯულს შეეფერება. გამოცხადა რა თავი მოსამართლედ, ის უბრალოდ იღებს გადაწყვეტილებებს თავის სასარგებლოდ, განხილვის, მხარეთა აზრის გათვალისწინების გარეშე, წარმოადგენს რა თავად დავის მხარეს. ასეთი პრაქტიკა საშუალებას აძლევს მას განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება ეკლესიის სახით და თავი მასში ცნოს პირველად, გამოდის რა უმაღლესი მოსამართლის როლში. ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო მოძღვრებას, ეკლესიის გადმოცემულ კანონებსა და საეკლესიო ერთობის პრინციპს.
  6. კონსტანტინოპოლი შეიძლება იყოს არბიტრი ეკლასიათშორის დავებში, თუ დავა არ გადაწყდა ეკლესიების მიერ დამოუკიდებლად, ნებაყოფლობითობის პირობით და თუ თავად კს არ წარმოადგენს მოდავე მხარეს. კანონი იძლევა ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ არა ვალდებულებას.
  7. ამერიკულ ისტორიაში უხეშად დაირღვა კანონიკური ნორმები, რომელიც 30-წლიან ხანდაზმულობის ვადას უწესებს ეკლესიებს შორის ნებისმიერ ტერიტორიულ დავას.
  8. ძველი კანონების საკმაოდ საეჭვო და არაბუნებრივი განმარტების მეშვეობით სინამდვილეში მოხდა ერთი ეკლესიის მიერ მეორე ეკლესიის ტერიტორიაში შეჭრა.

გაგრძელება იქნება...

 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus