ლგბტ-ს უფლებების აღიარება:"სიყვარულია" ადამიანთა მიმართ თუ რწმენის უარყოფა?

25 იანვარი 2021 15:06
266
რომის კათოლიკურ ეკლესიაში აქტიურად ლობირებენ ლგბტ-ს მიმართ ,,ტოლერანტობას რომის კათოლიკურ ეკლესიაში აქტიურად ლობირებენ ლგბტ-ს მიმართ ,,ტოლერანტობას". ფოტო: СПЖ

მსოფლიოში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები გადაიხედოს ეკლესიის დამოკიდებულება ლგბტ-ს იდეოლოგიასთან,არგუმენტად მოყავთ სოდომისტების მიმართ"სიყვარულით" მოქცევის აუცილებლობა.

რომის კათოლიკური ეკლესიის(რკე) მთავარმა, გერმანელმა ეპისკოპოსმა გეორგ ბეტცინგმა განაცხადა, რომ აუცილებელია შეიცვალოს ეკლესიის დამოკიდებულება სოდომისტების ქორწინების მიმართ, ასევე აღიარებულ იქნას ქალების უფლებები გახდნენ "მღვდელმსახურები". ბეტცინგის სიტყვები არც პირველია და არც ერთადერთი. არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიო შეძრა პაპი ფრანცისკეს განცხადებამ, რომელშიც ის დადებითად მოიხსენიებს სოდომისტებს და მოუწოდებს დაკანონდეს მათი "ქორწინება".

ამჟამად აშშ-ს ხელისუფლებაში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოვიდა ჯო ბაიდენი, განთქმული როგორც ლგბტ-ს იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერი და შეიძლება არც გაგვიკვირდეს- ახლო მომავალში მსოფლიო რელიგიური ორგანიზაციების წინაშე დადგეს საკითხი ამ იდეოლოგიის მიღებისა ახალი ძალის მიერ. და დიდი ალბათობით ლგბტ-ს წინსვლაში ძირითადი სიტყვა იქნება "სიყვარული". პაპი ფრანცისკეც ამ კუთხით უდგება- თუ ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი, ნუთუ ის აკეთებს გამონაკლისს სოდომისტებისთვის? გარდა ამისა, ჰომოსექსუალების უმრავლესობა ქმნის წყვილებს, რომელშიც ასევე მონაწილეობს "სიყვარული" და მაშინ ეკლესია რატომ ექცევა მათ უსამართლოდ?

თუმცა რელიგიური ორგანიზაციების მიერ ლგბტ-ს უფლებების აღიარება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

რატომ ამბობდნენ ქრისტიანები უარს წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე?

ადამიანის შესვლა ქრისტეს ეკლესიაში ხდება ნათლობის საიდუმლოს შესრულებით, ისევე როგორც შემდგომი ეკლესიური ცხოვრება მიმდინარეობს საიდუმლოებების მეშვეობით.

ამავე დროს, ადამიანმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს ან სულაც არ იცოდეს ეკლესიის დოქტრინის ან მისი ზნეობრივი მცნებების სისრულე. თუმცა თვითონ ნათლობის აღსრულება ის ზღვარია, რომელიც განსაზღვრავს- იმყოფება ადამიანი ეკლესიაში თუ არა. ამასთან დაკავშირებით სასარგებლოა გავიხსენოთ მოციქულ ფილიპეს მიერ საჭურისის მოქცევის ისტორია:

" უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.  ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდას დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?  მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ დამარიგებს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.  ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა  მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.  მისდა დასამცირებლად, უარი ეთქვა მას მართლმსაჯულებაზე. მის მოდგმას ვინ ახსნის? რადგანაც მიწიდან აღიხოცა მისი სიცოცხლე“.  მიუგო  საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?  ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.  ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?  ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.  და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.  წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას. " (საქმ.8:26-39)

რწმენის აღიარება საჭურისის მიერ იყო ძალიან უბრალო: "მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა", მაგრამ ეს აღიარება შეიცავს მთლიანად ეკლესიურ  სწავლებას და ყველა ზნეობრივ კანონს.

შეგვიძლია მოვიყვანოთ საწინააღმდეგო მაგალითი, როდესაც მოციქული პეტრე წარმოთქვამს სიტყვებს სადაც ქრისტეს უარყოფს, თუმცა მას მხედველობაში სულაც არ ჰქონდა მისი უარყოფა: " პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: ,,შენც იესო გალილეველთან იყავი.“ მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: ,,არ ვიცი, რას ლაპარაკობ.“ როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: ,,ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“  მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ,,ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ.“  მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა.  და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა." (მათ.26:69-75).

ადრექრისტიანულ ეპოქაში ქრისტეს უარყოფა ასევე ხდებოდა მსხვერპლშეწირვის სიმბოლურ ენაზე. მაშინ რომის იმპერიაში კერპების არავის სჯეროდა, მით უმეტეს ხელიუფალთ, რომლებიც შედარებით განათლებული ადამიანები იყვნენ. რომაელები, როგორც წესი, არ აიძულებდნენ დაპყრობილ ხალხებს უარი ეთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე და თავის ღმერთებზე. ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი, რაშიც ადანაშაულებდნენ ქრისტიანებს იყო მათი პოლიტიკური არასანდოობა. შეიძლებოდა რწმენა და თაყვანისცემა ვისიც გინდოდა, მათ შორის იესო ქრისტესიც, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი იყო მონაწილეობის მიღება რაღაც საკულტო ღონისძიებაში, რადგანაც ეს იყო ლოიალობის სიმბოლო რომის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების მიმართ.

ნებისმიერი მონაწილეობა მსხვერპლშეწირვაში, ფორმალური ან არა- ეს ქრისტეს უარყოფაა და ქრისტიანები მზად იყვნენ სასტიკი წამებისა და სიკვდილისათვის, მაგრამ არ უარყოფდნენ

რომის ისტორიის ზოგიერთ პერიოდში აუცილებელი იყო მონაწილეობა იმპერატორის კულტში, რომელიც ითვლებოდა ღვთაებად და ოფიციალურად ეწოდებოდა  «Dominus et deus noster» («ბატონი და ღმერთი ჩვენი»). მონაწილეობა ამ კულტში არ გულისხმობდა მათ რწმენას, არამედ უბრალოდ მოსატანი იყო შესაწირავი, შემდეგ კი რაც უნდოდათ ის ერწმუნათ. თითქმის ყველა ასეთი მსხვერპლშეწირვა ითვლებოდა ცარიელ ფორმალობად, რომელიც, მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო, და მხოლოდ ქრისტიანები და იუდეველები ამბობდნენ მასში მონაწილეობაზე უარს და ამტკიცებდნენ, რომ არ შეიძლება თუნდაც ფორმალურად კერპების თაყვანისცემა. ეს ერთი ღმერთის უარყოფაა, მხოლოდ მას ერთს უნდა ვეთაყვანებოდეთ. ქრისტიანები უარს ამბობდნენ თუნდაც "არაფრისმქნელი" საკმეველი დაედოთ სამსხვერპლოზე და თუნდაც არ დაედოთ, არამედ ეყიდათ საბუთი ამაზე (არსებობდა ასეთი პრაქტიკაც) და ამასთან ერთად დარჩენილ იყვნენ ქრისტიანებად. ნებისმიერი სახის მონაწილეობა მსხვერპლშეწირვაში, ფორმალური იყო ეს თუ არა-  ეს ქრისტეს უარყოფაა, და ქრისტიანები თანახმა იყვნენ სასტიკ ტანჯვასა და სიკვდილზე, მაგრამ არ უარყოფდნენ.

ჩვენს დროში  ქრისტეს ასეთი უარყოფა, როგორც ჩანს, არის სოდომისტების უფლებების აღიარება. იმისათვის, რომ გავიგოთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ განიხილავს ჰომოსექსუალიზმს თანამედროვე მეცნიერება და საზოგადოებრივი აზრი.

ლგბტ და საზოგადოება: "წარმოუდგენელი"-დან  "მოქმედ ნორმა-"მდე.

1990 წლის 17 მაისამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, ჰომოსექსუალობა აღიარებული იყო როგორც ფსიქოსექსუალური დაავადება და მინიჭებული ჰქონდა ნომერი 302.0. შემდეგ ის ამ სიიდან ამოღებულ იქნა. 1994 წელს ჰომოსექსუალიზმს როგორც დაავადებას არ მიიჩნევდნენ დიდ ბრიტანეთში, 1995 წელს-იაპონიაში, 1999 წელს-რუსეთში, 2001 წელს- ჩინეთში და ა.შ. მაგრამ ჰომოსექსუალიზმის ეგრეთწოდებული დეპატოლოგია დაიწყო გაცილებით ადრე. თუ 1978 წელს ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექიმების 68% თვლის ჰომოსექსუალიზმს პათოლოგიად, ანალოგიურმა გამოკითხვამ 1990-იან წლებში აჩვენა, რომ 198 რესპოდენტიდან მხოლოდ 3 ჩათვალა ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობად. ყველაზე ცნობილი საბჭოთა და რუსეთის სექსოლოგი იგორ კონი სტატიაში :ჰომოსექსუალიზმის ნორმალიზაციის შესახებ" წერდა: დიაგნოზის გაუქმების უკან დგას არამარტო და არა იმდენად პოლიტიკური მოსაზრებები, რამდენადაც სიღრმისეული გაგება სექსუალური ბუნების სექსუალური ჯანმრთლელობის და თვით სამედიცინო ფილოსოფიის".

1990 წლის 17 მაისამდე მსოფლიო ჯანმოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა ფსიქოსექსუალურ დაავადებად

დღევანდელი დღეისათვის ოფიციალური მედიცინა თვლის ჰომოსექსუალიზმს აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად, და პათოლოგიად თვლიან არა მას, არამედ იმ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, რომელსაც შეიძლება ასეთი ადამიანი განიცდიდეს. ზოგიერთის გამოკლებით მეცნიერები მიდიან  საერთო აზრამდე იმაში, რომ ჰომოსექსუალობა ნორმალურია, უფრო მეტიც, ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან გამოწვეული იყოს ჰორმონალური ან ადამიანის ორგანიზმის სხვა თვისებებით. დაახლოებით 80-იანი წლებიდან მეცნიერები "ეძებენ" "გეი-გენს" და სავარაუდოდ მალე "აღმოაჩენენ", რამდენადაც ეს ძალიან სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც აფინანსებენ ამგვარ გამოკვლევებს. ერთერთი მთავარი არგუმენტი სოდომიის "ნორმალურობის" აღიარებისათვის არის ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალური თვისება დამახასიათებელია ცხოველური სამყაროს დაახლოებით 500 სახეობის წარმომადგენელისათვის.

საზოგადოებრივი აზრიც ასევე შეიცვალა 180 გრადუსით. თუ ადრე ჰომოსექსუალიზმი სამარცხვინო და განკითვის საგანი იყო, ახლა ის ითვლება არა მხოლოდ ნორმალურად და მოდურად, არამედ ტრადიციული ორიენტაციის ადამიანებს თავს ახვევენ დანაშაულის კომპლექსს ლგბტ-ს წარმომადგენლების წინაში მათი დამცირების გამო, რასაც ისინი წარსულში ითმენდნენ.

ამასთან  არავინ არ დაიწყებს უარყოფას, რომ წმინდა წერილი სოდომიას მიმართ უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი:" არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა." (ლევ.18:22);  "ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი."(ლევ.20:13);  "სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცდუნების საკადრისი საზღაური."(რომ. I:24-27).წმინდა წერილის თანახმად ასევე ეკლესიაც  სოდომიას სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს.

ამჟამად ჰომოსექსუალიზმი მიჩნეულია არამარტო ნორმალურად და მოდურადაც, არამედ ადამიანებს ტრადიციული ორიენტაციით თავს ახვევენ დანაშაულის კომპლექსს ლგბტ წარმომადგენლების წინაში

ეკლესიისთვის სოდომია ცოდვაა, საზოგადოებისათვის - ნორმა

ამგვარად ჩნდება დიქოტომია: ერთის მხრივ, ეკლესია სოდომიას მიიჩნევს ცოდვად, მეორე მხრივ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ სოდომები არ არიან დამნაშავე იმაში, რომ ასეთები არიან. დამნაშავეა გენები, ჰორმონები, ჰიპოთალამუსი (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სექსუალური ქმედებაზე) და სხვა. საბოლოო ჯამში ყველა ამ მსჯელობას მივყავართ იქეთკენ, რომ ეს ღმერთმა შექმნა სოდომები ასეთებად. მაშინ რატომ განიკითხავს ღმერთი წმინდა წერილში მათ ასე მკაცრად: ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ:<... > ვერც მამათმავალნი,<...>- ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.  (1კორ.6:9,10).

გამოსავალი ამ დიქოტომიიდან ორია: ან ვაღიაროთ ღმერთის  სისასტიკე და არაგულმოწყალება, რომელიც ადამიანებს იმისათვის ქმნის, რომ მერე ისინი სამუდამო სატანჯველში გააგზავნოს, ან ვაღიაროთ, რომ წმინდა წერილი არც ისე წმინდაა და უნდა გადაიხედოს თანამედროვე მეცნიერების "მიღწევევის" თანახმად. აქაა ქრისტიანებისათვის მახე დაგებული. რაღაცით ეს გავს შეკითხვას, რომელიც დაუსვეს იესო ქრისტე: და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს მეთვალყურეები, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი. ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას;  გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?  ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა: მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს გამოსახულება და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.  და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.  ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ. (ლუკ.20:20-26).

გამოსავალი ამ დიქოტომიიდან ორია: ან ვაღიაროთ ღმერთის  სისასტიკე და არაგულმოწყალება, რომელიც ადამიანებს იმისათვის ქმნის, რომ მერე ისინი სამუდამო სატანჯველში გააგზავნოს, ან ვაღიაროთ, რომ წმინდა წერილი არც ისე წმინდაა და უნდა გადაიხედოს თანამედროვე მეცნიერების "მიღწევევის" თანახმად

ზემოთხსენებული დიქოტომია მოგვარდება ამგვარად: ჩვენ ცხოვრობთ დაცემულ სამყაროში, სადაც ცოდვამ გარყვნა ჩვენი ადამიანური ბუნება და საერთოდ, მთლიანად ბუნება და ამით, სხვათაშორის აიხსნება ჰომოსექსუალიზმი ცხოველებში. ..." ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. (რომ.5:12). ადამიანი საერთოდ "მიდრეკილია ცოდვისაკენ". მაგრამ ღმერთს სრულიადაც არ წაურთმევია ადამიანისთვის თავისუფალი ნება. ადამიანს შეუძლია დაემორჩილოს ცოდვას, და შეუძლია მასზე იბატონოს:" თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე." (დაბ.4:7) ეუბნებოდა ღმერთი კაენს, როდესაც მან განიზრახა ძმის მოკვლა.

მაგალითად, მეცნიერებისთვის ცნობილია არა ერთი, არამედ მთელი 29 გენი, პასუხისმგებელი ალკოჰოლიზმის განვითარებაზე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ გენის მატარებელი ადამიანები აუცილებლად გახდებიან ალკოჰოლიკები. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სვეტლანა ბორინსკაია თავის ერთერთ ინტერვიუში ამბობს: "ჩვენ უკვე ვიცით, რომ ადამიანს შეუძლია მშობლებისაგან მიიღოს გენი, პასუხისმგებელი ალკოჰოლიზმის განვითარებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათობა რომ გახდეს ალკოჰოლიკი შეადგენს 50%.  ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნება გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას". ღმერთი ყოველთვის უტოვებს ადამიანს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას ცოდვასა და მცნებების შესრულებას შორის. თუ ადამიანში არსებობს გენეტიკური ან სხვაგვარი მიდრეკილება რამე ცოდვის მიმართ, ეს არ ნიშნავს, რომ მას არჩევანის უფლება არა აქვს. ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება ღმერთის დახმარება ებრძოლოს ამ ცოდვას და ჯილდო ზეცაში ასეთი გამარჯვებისთვის დიდი იქნება.

მაგრამ თანამედროვე სამყაროში არაა მიღებული საუბარი ადამიანური ბუნების ცოდვილობაზე, პირიქით, ადამიანი დღევანდელ თავის დაცემულ მდგომარეობაში აღიარებულია ყველაფრის საზომად: "ადამიანი, მისი ცხოვრება და ჯანმრთელობა, ღირსება და სინდისი, ხელშეუხლებლობა და უსაფრთხოება აღიარებულია უკრაინაში უმაღლეს სოციალურ ფასეულობად". (სტ.3. უკრაინის კონსტიტუცია). რამდენადაც ადამიანის ცოდვილობა გამოტანილია ფრჩხილებს გარეთ და ისიც აღიარებულია "უმაღლეს ფასეულობად", ჩვენ ზემოაღნიშნული დიქოტომიის მარწუხებში ვექცევით.

პროტესტანტებმა უკვე დიდიხანია აღიარეს ლგბტ-ს უფლებები, ამჟამად ამ გზას დაადგნენ კათოლიკები. მაგრამ არც ისინი და არც სხვები არ არიან მზად აღიარონ, რომ ღმერთი სასტიკია და შეუბრალებელი. გამოდის რჩება მეორე ვარიანტი- შეასწორონ ბიბლია. მაგრამ ამას მოყვება კატასტროფული შედეგები ქრისტიანობისათვის.

შედეგები  საზოგადოების მოლოდინის "მოირგონ" ბიბლია

პირველ რიგში, თუ ბიბლია "ცდება" ჰომოსექსუალიზმის დაგმობაში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ასევე ცდება სხვა საკითხებშიც. შესაბამისად ნადგურდება წმინდა წერილის ავტორიტეტი, როგორც ღმერთის გამოცხადება. ერთხელ ბიბლიის "შესწორებით" ადამიანები შეეცდებიან მის შესწორებას ისევ და ისევ, და მოარგებენ მას თავიანთ ცოდვებს. ბიბლია როგორც ღმერთის სიტყვა გაქრება,  გაჩნდება სიტუაცია, რომელზედაც წინასწარმეტყველებდა ამოსი:

აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. (ამ. 8:11-12).

მეორეს მხრივ, წმინდა წერილი დაწერილია წინასწარმეტყველების (ძველი აღთქმა) და მოციქულების (ახალი) მიერ. ამ რწმენის სიმბოლოში არის ასეთი სიტყვები: "მწამს<...> სულიწმინდა<...>წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი". ანუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ სულიწმინდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით ამბობდა, ხოლო შემდგომ მოციქულთა მიერ.  "წმინდა წერილის ცდომილების" აღიარებით ჩვენ ასევე ვუარყოფთ სულიწმინდის მყოფობას ეკლესიაში, როგორც ძველაღთქმისეულ, ისე ახალი აღთქმის.  და თუ სულიწმინდა არაა ეკლესიაში, მაშინ ვინ აღასრულებს საიდუმლოებებს, ვინ პატიობს ცოდვებს, ვინ გვაზიარებს ჩვენ  ქრისტეს სისხლსა და ხორცს? თუ სულიწმინდა არ არის ეკლესიაში, მაშინ "ფუჭია ჩვენი რწმენაც" ისევე როგორც  "თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც." (1კორ.15:14).

ამგვარად, ლგბტ-ს უფლებების აღიარება- ეს არავითარი "იკონომია" და არავითარი "სიყვარული" სოდომების მიმართ არაა, ეს არის ქრისტიანობის ნამდვილი უარყოფა, ეს საკმევლის ის ნაწილია, რომელსაც ჩვენ გვიწვევენ თუნდაც ფორმალურად, თუნდაც როგორც გენებოთ, მაგრამ დავაგდოთ კერპის სამსხვერპლოზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავაგდოთ. იმიტომ რომ ჩვენ გავიაზრებთ ამას თუ არა, ვიქნებით ჩვენ შინაგანად ამაზე თანახმა თუ არა, ჩვენ შევასრულებთ უარყოფის აქტს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ