რას გვიქადის ბაიდენი ?

ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ფანარიონისა და მეუ-სთვის ,,ოქროს ხანა'' იწყება. ფოტო: СПЖ

ჯო ბაიდენი, ლგბტ მფარველი და აბორტების დამცველი, აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. როგორ აისახება მისი ხელისფლებაში მოსვლა მართლმადიდებლობაზე მსოფლიოსა და უკრაინაში?

20 იანვარს ზუსტად ნაშუადღევს ვაშინგტონის დროით და 19.00 კიევის დროით, ჯოზეფ ბაიდენმა და კამილა ჰარისმა დადეს აშშ-ს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცი. ამჟამინდელი ინაუგურაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად უფრო შემოკლებული და სახეცვლილი იყო. მისი ზოგიერთი ნაწილი საერთოდ ონლაინაა გატანილი. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თავად ინაუგურაციაზე იყო ის, რაც მას მოჰყვება. რელიგიურ სფეროში რა პოლიტიკას გაატარებს შემდგომი ამერიკული ადმინისტრაცია და როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს უკრაინაში საეკლესიო საქმეებზე? მოდით, განვიხილოთ ეს.

ჯო ბაიდენი და კამილა ჰარისი. ფოტო: GETTY IMAGES

ჯო ბაიდენი - კათოლიკე, რომელიც აქეზებს ლგბტ-სა და აბორტებს

ფორმალურად ჯო ბაიდენი მისი რელიგიური კუთვნილებით კათოლიკეა. ამასთან, ის აშშ-ს ისტორიაში მხოლოდ მეორე კათოლიკე პრეზიდენტი გახდა. პირველი ასეთი  ჯონ კენედი გახლდათ. აი, რაც შეეხება ამერიკის ახალი პრეზიდენტის რეალურ რელიგიურ მსოფლმხედველობას, ის საკმაოდ თავისებურია.

ჯო ბაიდენმა თავი წარმოაჩინა, როგორც ლგბტ-ს სამაგალითო და თანამიმდევრულმა ქომაგმა. 2014 წელს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ბარაკ ობამას პერიოდში, მან განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს ცივილიზებული ქვეყნების განმასხავებელ შტრიხს და რომ ის უნდა იდგეს ნაციონალურ კულტურებსა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა. სიტყვასიტყვით ეს განცხადება ასე ჟღერდა: „არ მაინტერესებს, რა კულტურა გაგაჩნიათ თქვენ. არაადამიანობა არაადამიანობად რჩება, ხოლო ცრურწმენები -ცრურწმენებად“. ერთი სიტყვით, „კათოლიკე“ ჯო ბაიდენმა ლგბტ-ს მიმართ ბიბლიის  უარყოფით დამოკიდებულებას არაადამიანურობა და ცრურწმენები უწოდა.

2016 წელს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ჯო ბაიდენმა თავის კერძო სახლში ჩაატარა თეთრი სახლის თანამშრომლებიდან ორი ჰომოსექსუალის „საქორწინო“ ცერემონია და ამის თაობაზე Twitter- ში დაწერა შემდეგი: „ვამაყობ, რომ ბრაიანია და ჯო ჩემთან სახლში დავაქორწინე“.

ჯო ბაიდენი ,,აქორწინებს'' ორ მამაკაცს. ფოტო: nypost.com

ჯო ბაიდენმა თავის კერძო სახლში ჩაატარა თეთრი სახლის თანამშრომლებიდან ორი ჰომოსექსუალის „საქორწინო“ ცერემონია

2020 წლის ოქტომბერში კი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღე ლგბტ-სა და სხვა არატრადიციული ორიენტაციის თემის უფლებების დაცვის დროშის ქვეშ გაივლის. ამავე დროს იგეგმება ე.წ. „თანაბარი უფლებების აქტის“ მიღება, ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის. ასევე ბაიდენმა განაცხადა, რომ ლგბტ დაცვა იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიც მისი პრეზიდენტობის დროს.

პირველად, აშშ-ში მაღალ ფედერალურ პოსტზე უნდა დაინიშნოს ტრანსგენდერი. ბაიდენმა წამოაყენა რეიჩელ ლევაინის კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე.

https://cdn.iz.ru/sites/default/files/styles/900x506/public/news-2021-01/2015-06-04T120000Z_1232991716_TM3EB550ZMI01_RTRMADP_3_USA-PENNSYLVANIA-TRANSGENDER.JPG.jpg?itok=hr7W-d3F
რეიჩელ ლევაინი. ფოტო: REUTERS/Daniel Shanken

საგულისხმოა ისიც, თუ როგორ უდგება ახალი პრეზიდენტი აბორტების პრობლემას. 1970-იანი წლების შუა პერიოდში, სენატორი ბაიდენი უარყოფითად უდგებოდა აბორტების ლეგალიზაცაიას. აი, მისი ერთ-ერთი განცხადება იმ წლებში: „არ ვფიქრობ, რომ ქალს აქვს ერთადერთი უფლება გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს თავის სხეულს, ყოველივე ეს (აბორტები-რედ.) ძალიან შორს წავიდა“. 1976 წელს კი მან ასევე დაუჭირა მხარი ჰაიდის კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აბორტების დაფინანსების აკრძალვას სიცოცხლისთვის საფრთხის არარსებობის შემთხვევაში. თუმცა, ბოლო ხანებში ბაიდენმა მკვეთრად შეცვალა თავისი აზრი. წინასაარჩევნო პროგრამის ჩარჩოებში ბაიდენის გუნდმა წარმოადგინა მოქმედებების გეგმა, რომელშიც გაწერილია დ.ტრამპის გადწყვეტილებების გაუქმება აბორტების შეზღუდვებთან და არდაბადებულ ბავშვებთან მიმართებაში, ხოლო ორგანიზაცია «Planned Parenthood» , რომელიც სწევს  ორსულობის შეწყვეტის მომსახურებას, პირიქით, მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბაიდენმა ასევე დააანონსა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთაურად რონ კლეინის დანიშვნა, რომელიც ითვლება აბორტების მხურვალე მომხრედ იმ დონემდე, რომ თავს წარმოაჩენს, როგორც ჯარისკაცი აბორტების მომხრეთა არმიაში.

ბაიდენის პოზიცია აბორტების საკითხზე იქამდე მივიდა, რომ სწორედ 2019 წლის 27 ოქტომბერს ამის გამო, სამხრეთ კაროლინაში წმინდა ანტონის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რობერტ ე. მორიმ უარი უთხრა მას ზიარებაზე.

ჯო ბაიდენი და ფანარიონი: მარადიული მეგობრობა

თუმცა, ყველა რელიგიური მოღვაწე როდია ესოდენ წესიერი. მოიძებნა კათოლიკე ეპისკოპოსებიც, რომლებმაც განაცხადეს ბაიდენის ზიარების შესაძლებლობის შესახებ მისი აბორტებისადმი პოზიციის მიუხედავად, ხოლო ფანარიონის წარმომადგენელმა ტელმის მღვდელმთავარმა იობმა (გეჩა) ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, შეუძლია თუ არა „პოლიტიკოსს, რომელიც ახდენს ქრისტიანობის დეკლარირებას, საჯაროდ გამოსვლა აბორტებისა და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრედ?“ განაცხადა, რომ „ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს და განსაჯოს საკუთარი ცოდვა და არა მოყვასი“.

ბაიდენსა და ფანარიონს შორის ორმხრივი დიდი სიმპათია დაიწყო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად ყოფნის დროს. 2011 და 2014 წლებში შედგა მისი ორი ვიზიტი ფანარიონზე, რომლის შემდეგაც მოხდა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის აქტივიზაცია კრეტას ტაძრის მომზადების თაობაზე, რომელიც 2016 წელს შედგა და ასევე კონსტანტინოპოლის პატრიარქატის უზენაესობის იდეის წინსვლა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ჯო ბაიდენის ვიზიტი ფანარიონზე 2014 წელს. ფოტო: thenationalherald.com

ამ ვიზიტების შედეგად ბაიდენმა ფანარიოტებს მისცა სრული მხარდაჭერის პირობა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო პატრიარქ აფინაგორის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის (Athenagoras Human Rights Award) კუთხით, რომელიც დაწესდა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის არქონტების საბჭოს მიერ.

სწორედმ ამ დროს ფანარიონის ამერიკის არქიეპისკოპიის მეთაური, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა (ლამბრინიადისი) ჩამოაყალიბა კონცეფცია „პირველი თანასწორების გარეშე“. წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს კი ის აქტიურად მოუწოდება ბაიდენისთვის ხმის მისაცემად და მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაში.

https://spzh.news/mediafiles/lseWAi/thumbs/NhkOj8_6008139a61a367_16782875-tmb-720x411xfill.jpg
არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი (ლამბრინიადისი) ბრიკლინის მიტინგზე, 2020 წ. ფოტო: Romfea

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა მონაწილეობა მიიღო ეკუმენურ ლოცვაში. მის გარდა, ამ ერთობლივ „წირვაში“ მონაწილეობას იღებდნენ ეპისკოპალური ეკლესიის წარმომადგენლები, კათოლიკები, ბაპტისტები, ნეოორმოცდაათიანები, წარმართები, კრიშნაიტები, იუდეველები, მუსულმანები, მორმონის ქალთა მოძრაობა „სამართლიანი მმართველობისთვის“, ლგბტ-ს წარმომადგენლები და სხვ.

ძალიან თვალსაჩინოა, თუ როგორც პოზიციონირებს  ინაუგურაციის საპრეზიდენტო კომიტეტი  ამერიკის არქიეპისკოპიის მეთაურთან. შესაბამის განაცხადში ნათქვამია, რომ ფანარიონის იერარქი „იქნება მართლმადიდებლური ქრისტიანობის წარმომადგენელი და ლოცვის აღმვლენი შეერთებული შტატების მორწმუნეთა სახელით“. ერთი სიტყვით, ამერიკული ადმინისტრაცია მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ სწორედ ფანარიოტული იერარქი წარმოადგენს აშშ-ს ყველა მართლმადიდებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია (მისი კანონიკურობა აღიარებულია ყველას მიერ, ავტოკეფალია - მხოლოდ ხუთი ადგილობრივი ეკლესიის მიერ) და მრავალი ადგილობრივი ეკლესიის ეპარქიის მიერ.

ამერიკული ადმინისტრაცია მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ სწორედ ფანარიოტული იერარქი წარმოადგენს აშშ-ს ყველა მართლმადიდებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია

ინაუგურაციის წინ  ფანარიონის ამერიკული არქიეპისკოპიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ალექს კარლუცოსმა განაცხადა, რომ ბაიდენი ფანარიონის მეთაურს ადარებდა ქრისტეს: „მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურე და დიდ ლიდერებს შევხვედრივარ და მხოლოდ ორი ფიგურა იყო, რომელიც ქრისტეს ჰგავდა: ერთი იყო  ნელსონ მანდელა, მეორე - მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეო“.

ასევე კარლუცოსმა აღნიშნა, რომ ბაიდენი „ძალიან ერთგულია და ემეგობრება ბერძნულ-ამერიკულ თემს“.

სადამდე მიდის ეს მეგობრობა?

ჯერ ერთი, ესაა ფანარიონის  სვლა იმ პოლიტიკური დღის წესრიგის კალაპოტში, რომელიც წარმოადგინა ბაიდენის გუნდმა: ლგბტ უფლებების, აბორტების და ყველა არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლების თანასწორობის მხარდაჭერა. რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ პატრიარქი ბართოლომეო უცებ დაიწყებს ამ საკითხებზე მართლმადიდებლური მოძღვრების გადახედვას. იმისათვის, რომ მოხდეს დღის წესრიგის კალაპოტში სვლა არსებობს მრავალი სხვა საშუალება. თვალის უბრალოდ დახუჭვიდან დაწყებული იმაზე, რომ ბაიდენი იღებს ლგბტ წამახალისებელ კანონებს და იმით დასრულებული, თუ როგორ იქცევა ვატიკანი. იქ კი, შეგახსენებთ, რომ ოფიციალური პოზიციის უცვლელობის დროს ძალიან გავლენიანი გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენცია მოუწოდებს გეი-„ქორწინებების“ დაშვებასხ, ხოლო პაპა ფრანცისკე სოდომიტებს სთხოვს შენდობას და აცხადებს აუცილებლობაზე კანონმდებლობით განმტკიცდეს მათი „ქორწინების“ უფლება.

დღის წესრიგის კალაპოტში სვლის კონტურები უკვე იკვეთება. 2021 წლის 20 იანვარს არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა მარტინ ლუთერ კინგის დღისადმი გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც მოუწოდა ამერიკელებს დასვან კითხვა: „რას ვაკეთებ რასობრივი სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და მშვიდობისთვის?“ ეს, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არაა მოწოდება ლგბტ უფლებების მხარდაჭერისთვის, მაგრამ უკვე არის აშკარა მინიშნება იმ ლიბერალური დღის წესრიგის მიღებისკენ, რომელიც ყველაზე მაღლა აყენებს არა უფლის მცნებებს, არამედ ცოდვით დამახინჯებული ადამიანური ბუნების უფლებებს.

მეორეც, ბაიდენის აშშ-ში ხელისუფლებაში მოსვლა მნიშვნელოვნად ამაღლებს  არქიეპისკოპოს ელპიდოფორის ისედაც მაღალ შანსებს გახდეს პატრიარქ ბართოლომეოს მემკვიდრე. ამ შემთხვევაში მისი თეორიის „პირველი თანასწორთა გარეშე“ წინსვლა თვისობრივად ახალ დონეზე გავა.

მესამე, ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების მიერ პატრიარქ ბართოლომეოს მისწრაფება მართლმადიდებლობაში სრული ძალაუფლებისკენ მნიშვნელოვნად გაძლიერდება. როგორც ცნობილია, ეს მისწრაფებები ამჟამად ძირითადად ვლინდება იმაში, რმ ადგილობრივი ეკლესიები აიძულებენ აღიარონ მეუ, რომელიც სწორედ რომ სრულ ძალაუფლებაზე ფანარიონის პრეტენზიების ფარგლებში იშვა. ადგილობრივი ეკლესიების იერარქებზე ადრეს ხდებოდა ზეწოლა მეუ-ს  ცნობის მიზნით, ამჟამად კი არსებობს იმის ალბათობა, რომ ამით დაკავდებიან გაორმაგებულ-გასამმაგებული ძალით. რამდენად წარმატებული იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია დაადგება კვიპროსისა და ალექსანდრიის გზას, ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების მიერ პატრიარქ ბართოლომეოს მისწრაფება მართლმადიდებლობაში სრული ძალაუფლებისკენ მნიშვნელოვნად გაძლიერდება

როგორც ადგილობრივი ეკლესიების გამოცდილება გვიჩვენებს, რომლებმაც ცნეს მეუ, ეს აღიარება იწვევს ძლიერ განხეთქილებას თავად ამ ეკლესიების შიგნით, ერთობლივ მსახურებამდე უარის თქმაზეც კი. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება დასრულდეს ადგილობრივი ეკლესიების დაყოფით იმათად, ვინც მყარად დადგება მართლმადიდებლობის რწმენასა და ზნეობრიიობაში და იმათად, ვინც მიიღებს ლიბერალურ დღის წესრიგს და აღიარებს ფანარიონის მეთაურობას. ამასთან, ეს დაყოფა შეიძლება მოხდეს არა აგილობრივი ეკლესიების და თუნდაც ეპარქიის ან თემის საზღვრებში, არამედ ეკლესიის ცოცხალ სხეულშიც.

მეოთხე, უკრაინაში ყოველივე ამას ექნება უმე-ს დისკრედიტაციის კამპანიისა და რაც შეიძლება მეტი მრევლის, თუნდაც ეპარქიის მეუ-ში ძალისმიერად გაერთიანების მცდელობის სახე. ეს ასევე დასტურდება პრემიერ დენის შმიგალის ფანარიონის მეთაურთან მიღწეული შეთანხმებით, რომელიც შედგა 2020 წლის 30 ნოემბერს სტამბულში, როცა უკვე ცხადი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იქნებოდა ჯო ბაიდენი. მჟკ-ს წყაროს ცნობით მთავრობის მეთაურის გარემოცვაში, უკრაინელმა ჩინოვნიკმა ფანარიონის მეთაური დაარწმუნა კიევის მზადყოფნაში შეუდგეს გეგმის რელიზაციას მეუ-ს სრული მხარდაჭერის თაობაზე. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრებისა და მრევლის მეუ-ში „გადაყვანას“ და ასევე ამ სტრუქტურის ადმინისტრაციული მხარდაჭერის მთელს სპექტრს სახელმწიფოს მხრიდან. წყაროს მტკიცებით, დენის შმიგალმა პატრიარქ ბართოლომეოს განუცხადა, რომ პირადად უხელმძღვანელებს აღნიშნულ საქმიანობას.

მოცემული სამუშაოს მთავარი შემსრულებელი იქნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი, უმე-ს „კეთილისმსურველი“ ანდრეი იურაში, რომელთანაც მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან შეიქმნა რელიგიებისა და ეთნონაციონალური პოლიტიკის საკითხების განყოფილება. იურაშმა მისი ვაჟის, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატ სვიატოსლავ იურაშის მეშვეობით, განიზრახა უმაღლესი რადას გავლით საკანონმდებლო ინიციატივების გატარება, რომელიც მიმართულია მეუ-ს პოზიციების განმტკიცებაზე.

და რას აკეთებს პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკისი, რომელსაც 2019 წელს ხმა მისცა პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებელმა, რომელიც დაღლილი იყო პოროშენკოს „ტომოსის ტერორიზმით“? ზელენსკიმ უბრალოდ გადაწყვიტა დისტანცირება შმიგალის საქმიანობისგან. მან გადაწყვიტა დარჩეს „ყველასთვის კარგად“. სწორია კი უკრაინის პრეზიდენტის ეს პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება? არა მგონია.

***

და რა უნდა ქნან მართლმადიდებლებმა? მართლმადიდებლებმა უნდა გაიხსენონ, რას წერდა წმინდა მოციქული პავლე თავის მოწაფეს, ტიმოთეს: „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. უკეთურნი და გრძნეულნი კი შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული“ (2ტიმ.3:12-14). როგორც წმინდა მამები ამბობენ: ეკლესიას არ სჭირდება ხსნა, თავად უნდა იხსნა ეკლესიაში. შეიძლება გწამდეს ლიბერალური ფასეულობების, ადამიანის უფლებების, ამერიკის ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობის ან იმის, რომ „ყოვლადბრძენი“ ფანარიონი თავის არქივებში ატარებს ყველა კითხვაზე პასუხს. ან შეიძლება გწამდეს ქრისტესი და მისი ეკლეიის და იმის, რომ „...და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათ.16:18). მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ეკლესიის სავანეში და თუ თითოეული ჩვენთაგანი შეინარჩუნებს თავს ამ სავანეში, ყოველგვარი მუქარისა თუ ცდუნების მიუხედავად, დაინახავს,  თუ როგორ ბრძნულად აგვარებს ყველაფერს უფალი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაიკეთებთ თუ არა COVID საწინააღმდეგო აცრას?
სულ ხმა მისცა: 0

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus