ალტერნატიული რეალობის შემოქმედი: დუმენკოს სიცრუის 5 ფაქტი მეუ-ს „კრებაზე“

24 დეკემბერი 2020 20:22
124
 სერგეი დუმენკო - შემოქმედი სერგეი დუმენკო - შემოქმედი

სერგეი დუმენკომ მეუ-ს „მღვდელმთავარათა კრებაზე“ გააკეთა რიგი განცხადება,რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რატომ ცრუობს მეუ-ს მეთაური და რა მიზნით?

2020 წლის 15 დეკემბერს, მეუ-ს წარმოქმნის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ამ სტრუქტურაში შედგა „მღვდელმთავრების მორიგი კრება“.  მეუ-ს ხელმძღვანელი სერგეი (ეპიფანე) დუმენკო აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდა. მასში მრავალი საოცარი თეზისია: ის, რომ მეუ უკრაინის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა და რომ უმე-ს თემს არ სურს მასში გადასვლა, რადგანაც მათ უშენებენ ახალ ტაძრებს და რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი ამოცანაა უკრაინაში რელიგიური სამყაროს სადარაჯოზე ყოფნა.

 დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თუნდაც შორსაა ჩვენს ქვეყანაში რელიგიური სიტუაციისგან, ეპიფანე მსგავსი განცხადებები უცნაური და სასაცილოც კია. ის არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ფაქტებსა და ჯანსაღ აზრს, არამედ ელემენტარულ ცოდნასაც სიმართლის შესახებ. იმისათვის, რომ არ ვიყოთ ყბადაღებული ბრალმდებლები - მივმართოთ ფაქტებს.

მეუ - ყველაზე მსხვილი ეკლესიაა უკრაინაში?

სერგეი დუმენკომ თავის შემაჯამებელ მოხსენებაში მეუ-ს „კრებაზე“ განაცხადა, რომ მისი სტრუქტურა „რჩება ყველაზე მრავალრიცხოვნად“ და უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერის მხრივ.ძალიან თამამი განაცხადია. მოდით, ვცადოთ საქმეში გარკვევა - რამდენად მართებულია ეს.

ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიის რიცხოვნობა განისაზღვრება მისი მორწმუნეებით - ვინც აღსარებას აბარებს, ეზიარება, მონაწილეობს თემის ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, მორწმუნეები ერთიანდებიან თემებად. და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ეკლესიის რიცხოვნობას. არსებობს მრევლის, მღვდლების, ეპარქიების, მონასტრებისა და ა.შ. რაოდენობის სტატისტიკა. სწორედ ასეთი ციფრებიდან გამომდინარე კეთდება დასკვნა ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის გაქანების შესახებ.

დუმენკო მეუ-ს თემების ციფრად ასახელებს „7 000-ზე მეტს“, დასების - „4500-ზე მეტს“, მონასტრების - „დაახლოებით 80“. „ბერების“ რაოდენობას უმე-ს მეთაური საერთოდ არ ასახელებს.

შედარებისთვის, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, უმე-ს საქმეთა მმართველის, ბორისპოლისა და ბროვარიის მიტროპოლიტ ანტონის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 12 374 მრევლი, 12 456 მღვდელმსახური, 255 მონასტერი, 4548 ბერი, 109 მღვდელმთავარი და  სასულიერო დაწესებულების 1531 სტუდენტია.

თვალსაჩინოებისთვის, მოდით შევადაროთ უმე-სა და მეუ-ს მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ მჟკ არ თვლის მეუ-ს წევრებს არც ეპისკოპოსებად, არც მღვდლებად, რადგანაც ცხრილი საკმაოდ პირობით ხასიათს ატარებს:

2020 год

უმე

მეუ

მრევლი

12 374

ок.7000

სასულიერო პირები

12 456

ок.4500

ეპისკოპოსი

109

60

მონასტრები

255

ок.80

ბერები

4548

???

 

რა გვეცემა უცებ თვალში?

  • უმე-ს თითქმის ორჯერ მეტი მრევლი ჰყავს, ვიდრე მეუ-ს (როგორ ჩამოყალიბდა მეუ-ში მრევლის ციფრი 7000 ამას ქვემოთ განვიხილავთ), 2,5-ჯერ მეტი მღვდელი ჰყავს. შესაბამისად, მეუ რაოდენობრივად ყველაზე დიდი ვერ იქნება.
  • „ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრის“ ოფიციალურ ანგარიშში სიტყვების „მეტი“ და „დაახლოებით'' არსებობა. მაგალითად, რა არის „დაახლოებით 80 მონასტერი“?! როგორ შეიძლება მათი ზუსტი რაოდენობის არცოდნა?
  • მეუ-ს  „ბერების“ რაოდენობის არარსებობა მოხსენებაში. ამ სტრუქტურის შექმნის მომენტისთვის უმე (კ)-ს სტატისტიკაში, რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნული იყო 280 ბერი, უამე-ში -18. ამიტომაც დავეხმაროთ სერგეო დუმენკოს სტატისტიკასთან დაკავშირებით. მის სტრუქტურაში უნდა იყოს 248 „ბერი“, რაც 18-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უმე-ში. ხოლო თუ გავყოფთ 248 „დაახლოებით 80 მონასტერზე“, მივიღებთ ციფრს 3,1 - სწორედ ადენი „ბერ-მონაზონი“ მოდის მეუ-ს თითოეულ მონასტერზე. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ამის გადაწყვეტა მკითხველისთვის მოგვინდია.

მეუ-ს 7000-ზე მეტი თემი ჰყავს?

ჩვენ ვიცით, რომ მეუ ჩამოყალიბდა  უმე (კ)-ს და უამე-ს სტრუქტურების გაერთიანების გზით. რელიგიის საქმეთა დეპარტამენტის მონაცემებით, რომელსაც მეთაურობს ანდრეი იურაში, უმე (კ)-ში მეუ-ს წარმოქმნის მომენტისთვის იყო 5 363 თემი, უამე-ში - 1171. სულ - 6 534. კიდევ 84 თემი ნებაყოფლობით გადავიდა  მეუ-ში, მიტაცებულია 122 ტაძარი, 220 თემი უკანონოდ იქნა დარეგისტრირებული მეუ-ში (ანუ, მრევლი აგრძელებს უმე-ს იურისდიქციაში ყოფნას).   რთული არაა იმის ვარაუდი, რომ სერგეი პეტროვიჩმა წამოიწყო მცირე ფალსიფიკაცია - შეაჯამა ყველა ეს ციფრი, მიუმატა ის მეუ-ს სტატისტიკას და კიდევ დაამატა რამოდენიმე ასეული მრგვალი ციფრისთვის. აი, შენი „7 000-ზე მეტი“.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტაძრების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მღვდლების მიახლოებით რაოდენობას (უმე-ს გააჩნია 12374 თემი და 12456 მღვდელი), ცხადი ხდება, რომ სერგეი დუმენკო, აჟღერებს რა 7 000 სამწყოს ციფრს 4500 მღვდელზე, ამბობს სრულ სიმართლეს. სინამდვილეში,  მისი სტრუქტურა არ ითვლის 4500-ზე მეტ რეალურად მოქმედ თემს.

მეუ-ს ყველაზე მეტი მრევლი ჰყავს?

დუმენკო თავის მოხსენებაში წერს: „ სოცკვლევები გვიჩვენებს, რომ უკრაინაში მართლმადიდებლურ რწმენას სხვადასხვა შეფასებით გამოკითხულთა დაახლოებით 65-დან 75%-მდე აღიარებს. იმათი უმრავლესობა, რომელიც გაერკვა თავის კონფესიასა და იურისდიქციულ კუთვნილებაში, დეკლარირებს თავის კავშირს მეუ-თან. ყველა რეგიონში, აღმოსავლეთის გარდა, მეუ-ს მომხრეთა რაოდენობა არსებითად აღემატება მოსკოვის პატრიარქატის მომხრეთა რაოდენობას - იქაც კი, სადაც მოქმედებს მეუ-ს მრევლი უმცირესობაშია. გამოკითხულ მართლმადიდებელთა შორის საკუთარი თავის იდენტიფიკაცია სწორედ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან წინა წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა“.

ერთი სიტყვით, სერგეი დუმენკო განსაზღვრავს მეუ-ს მორწმუნეთა რაოდენობას სოცგამოკითხვების მიხედვით. ჩვენ არ ვიცით, ვინ ატარებდა ამ გამოკითხვებს (დუმენკო ამაზე დუმს), ვისთან, რა გზით ჩამოყალიბდა კითხვები, რამდენი ადამიანი გამოიკითხა და ა.შ. მეუ-ს თავი უბრალოდ გვთავაზობს ვენდოთ მის სიტყვას.

იმისათვის, თუ რამდენად მართებულია შედეგები, რომელსაც ეყრდნობა სერგეი პეტროვიჩი, გთავაზობთ დუმენკოს კიდევ ერთ ციტატას, უკრაინელების მიერ მისი პერსონის მიმართ ნდობის თაობაზე: „მეუ-ს მორწმუნეთა შორის წინამძღვარს ენდობა 83,2%, ხოლო არ ენდობა მხოლოდ 3%-ზე ნაკლები. უბკე-ს მომხრეთა შორის მას ენდობა 70%-ზე მეტი და 38%-იც კი ენდობა მას უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეთა შორის“. მოსკოვის პატრიარქატი უკრაინაში არის უმე - ამის მიხვედრა სირთულეს არ წარმოადგენს. მორწმუნეებს ვთავაზობთ მცირე ექსპერიმენტს - თავის ტაძარში მისვლასა და თავისი თემის მრევლის გამოკითხვას - ენდობიან თუ არა ისინი სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს. ვფიქრობ, რომ შედეგი არ იქნება 38%-ის შესაბამისი, რომელიც წარმოადგინა მეუ-ს მეთაურმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - დუმენკო აცხადებს, რომ იმათი რიცხვი, ვინც აიგივებს თავის თავს მეუ-თან (ცხადია, ის საუბრობს მისი სტრუქტურის მრევლზე) ბოლო წლის განმავლობაში მესამედით გაიზარდა. თუმცა, მსისი სტრუქტურის მაჩვენებლები ერთი წლის განმავლობაში სულაც არ შეცვლილა. იქ ისევ არის „7 000-ზე მეტი“ მრევლი. სად დადიან სალოცავად მეუ-ს ეს ახალშეძენელი მიმდევრები? რელიგიური სიტუაციის ელემენტარული ანალიზი გვიჩვენებს, რომ სერგეი დუმენკოს მიერ მოყვანილი ყველა ციფრი საკმაოდ არადამაჯერებელია. და ძალიან უცნაურადაც კი გამოიყურება ის ადამიანთან, რომელიც თავს „ადგილობრივი ეკლესიის მეთაურს“ უწოდებს.

თუმცა, ეკლესიაში ესოდენ მნიშვნელოვანი როდია იმათი რაოდენობა, ვინც ესწრება.

2019 წელს დუმენკო ამბობდა: „ასევე საჭიროა იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ იმათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც თავს მართლმადიდებელს უწოდებს არის ნაკლებად პრაქტიკოსი ან სულაც არაპრაქტიკოსი ქრისტიანი. ერთი სიტყვით, მისი ნათლობის, თვითიდენტიფიკაციის ფაქტის მიხედვით, ისინი განეკუთვნებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა მხოლოდ იშვიათად მონაწილეობენ ღვთისმსახურებაში და ადგილობრივი საეკლესიო თემის ცხოვრებაში ან საერთოდაც მხოლოდ აღდგომაზე შემოიფრაგლებიან ტაძარში მისვლით  და საეკლესიო წესის შესრულებით“.

მოკლედ რომ ვთქვათ, დუმენკო ღიად საუბრობს იმაზე, რომ მის სტრუქტურაში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც არ შეიძლება ვუწოდოთ ეკლესიური მრევლი - ესენი,ლ უმეტესად არიან ადამიანები, რომელთა რწმენაც შემოიფარგლება პრიმიტიული სარიტუალო მხარით. გასაგებია, რომ მეუ-ს არც „ღვთისმსახურებაში“, არც „საიდუმლოს“ ზიარებაში ისინი მონაწილოებას არ იღებენ (აუცილებელის გარდა). ზუსტად ისე, როგორც არ ილოცებენ ისინი ან რაიმენაირად არ მიიღებენ მონაწილეობას „ეკლესიის“ ცხოვრებაში. ესენი არიან ჩვეულებრივი „მართლმადიდებელი ათეისტები“. აქედან მომდინარეობს ღია რეიდერული ოპერაციები მართლმადიდებლური ტაძრების მიტაცებისას, საცემელა, არმატურა, კასტეტები, ხელკეტები, ძალაყინი, უმე-ს ნაცემი მორწმუნეები, ეკლესიის დიდი უროთი დაჭეჭყილი კარები.

ჩნდება სხვა პრობლემაც - ართმევენ რა კანონიკურ ეკლესიას ტაძარს, ეს ადამიანები მას ცარიელს ტოვებენ. ზუსტად ასე, თემის დარეგისტრირების შემდეგ, ისინი უმეტესწილად ცდილობენ მართლმადიდებლური ტაძარი მიიტაცონ, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებენ - რეგისტრაციის იქით საქმე არ მიდის და მეუ-ს „თემი“ არსებობს მხოლოდ ქაღალდზე.

მეუ - მებრძოლი კონფესიათშორისი მშვიდობისთვის?

დუმენკოს ყველა განცხადება და ციფრი როდი მკრთალდება მისი სიტყვეის ფონზე იმის შესახებ, რომ „უკრაინაში კონფესიათშორისი მშვიდობის შენარჩუნება, რელიგიურ ნიადაგზე მტრობისა და დაპირისპირების გაღვივების დაუშვებლობა მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი ეკლესიისთვის, რომელიც წარმოადგენს რა უმსხვილეს რელიგიურ გაერთიანებას, შესაბამის ვალდებულებასაც იღებს საზოგადოების წინაშე“.

ჩვენ ყველამ ვიცით გამოთქმა „ფუტკრები თაფლის წინააღმდეგ“ -  საკმაოდ გავრცელებული მემი, ოქსუმორონი, ურთიერთგამომრიცხავი თეზისების მაგალითი.  ალბათ, ძნელია უფრო შესატყვისი გამოთქმა მოუძებნო სერგეი პეტროვიჩის სიტყვებს. თუ გავიხსენებთ 2019 წლის იანვარ-თებერვალს. როცა მეუ-ს წარმომადგენლები პოროშენკოს ხელისუფლებასთან ერთად პრაქტიკულად ყოველდღე იტაცებდნენ უმე-ს ტაძრებს, დუმენკოს ეს გამოთქმა უბრალოდ გვაოცებს თავისი ცინიზმით. მჟკ-ზეც და სხვა რესურსებზეც არსებობს ასეულობით პუბლიკაცია, ფოტოგრაფია და ვიდეორგოლი, სადაც ჩვენ საკუთარი თვალით შეგვიძლია ვნახოთ ეს „კონფესიათშორისი მშვიდობის შენარჩუნება უკრაინაში“ მეუ-ს წევრების შესრულებით.

2020 წლის 12 დეკემბერს, „მღვდელმთავრების კრებამდე“ და მეუ-ს შექმნის მეორე წლისთავამდე სამი დღიღ ადრე, მისი რელიგიური სტრუქტურის აქტივისტებმა შტურმი მოაწყვეს ჩერნოვიცკის მხარის სტოროჟინეცკის რაიონის სოფელ მიხალჩის წმინდა მარიამის ტაძარში, სადაც უმე-ს თემი 600 დღეზე მეტი ოცდაოთხი საათი იცავს ტაძარს მეუ-ს რეიდერებისგან.

დაახლოებით ასი ადამიანი ხელკეტებით, კასტეტებით, ცრემლსადენი გაზით შევიდა უმე-ს ტაძრის ტერიტორიაზე, რომელიც თემის ნების საწინააღმდეგოდ ხელახლა იქნა რეგისტრირებული მეუ-დ და ნაცადი იყო მისი მიტაცება, ეკლესიის კარების შელეწვით. ის უბრალოდ ნაფოტად აქციეს დიდი უროთი. დუმენკოს მომხრეების მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ იქნა ნამდვილი სამხედრო ოპერაცია - მათ დააზიანეს სათვალთვალო კამერები, განგაშის სიგნალი, შეიტანეს გენერატორი და კვების პროდუქტები შემტევი ჯგუფისთვის. ყველა თავდამსხმელი, მათ შორის, მეუ-ს „მღვდლები“, იყვნენ წითელი სახვევით ხელზე ერთმანეთის იდენტიფიკაციის მიზნით. ამ მოვლენამდე რამოდენიმე თვით ადრე, მეუ-ს აქტივისტებმა  მიიტანეს იერიში ამ ტაძარზე. მაშინ მათ ეკლესიის კარი შეანგრიეს თვითნაკეთი ვერძით.

მსგავსი შემთხვევები ათეულობითაა. მოჰყვა კი რაიმე სახის რეაქცია ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობის მხრიდან იმათ უკანონობას, ვინც საუბრობს ქრისტეს რწმენაზე? არა და არც მომავალში მოყვება - პრობლემის ფიზიკური ძალადობის გზით „გადაწყვეტის“ მაგალითს თავად მეუ-ს „იერარქები“ გვიჩვენებენ.მსგავსი შემთხვევები ათეულობითაა.

მოჰყვა კი რაიმე სახის რეაქცია ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობის მხრიდან იმათ უკანონობას, ვინც საუბრობს ქრისტეს რწმენაზე? არა და არც მომავალში მოყვება - პრობლემის ფიზიკური ძალადობის გზით „გადაწყვეტის“ მაგალითს თავად მეუ-ს „იერარქები“ გვიჩვენებენ.

თემები არ ერთიანდებიან მეუ-ში, რადგანაც მათ ახალ ტაძრებს უშენებენ?

დუმენკო ამტკიცებს, რომ თემის მეუ-ში „გაერთიანებისას“ „თემისა და რეგისტრატორის წინააღმდეგ ხდება სასამართლო სარჩელის შეტანა, იბლოკება ქონებაზე წვდომა, ხდება აქტიური მრევლის დაშინება და მასზე ზეწოლა. თუ ზეწოლისა და შანტაჟის ეს მეთოდები არ იძლევა სასურველ შედეგს - დონორების სახსრებით დასახლებულ პუნქტში იგება ახალი შენობა მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეებისთვის, ხდება ფულადი სახსრების გამოყოფა და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა რუსული ეკლესიის ყველაზე აქტიური მომხრეებისთვის“.

აქ ჩნდება ორი კითხვა სერგეი პეტროვიჩის მიმართ:

  1. ასე უმე-ს თემი გადადი მეუ-ში თუ არ გადადის? თუ გადადის, ვისთვის აშენებენ „დონორები“ ახალ ეკლესიებს? ეს სულელურადაც კი ჟღერს. გამოდის, თემი მეუ-ს შეუერთდა და უცნობია ვინ ან ვისთვის აშენებს ახალ ტაძარს.
  1. თუ ის არ უერთდება მას, სოფლის კლუბებში შეკრებები, რომელსაც დუმენკოს ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აწყობდა, არის უკანონო და უადგილო. მორწმუნეები სრულიად ლოგიკურად „აღძრავენ სასამართლო სარჩელს და ბლოკავენ ქონებაზე წვდომას“. რადგანაც მათ გააჩნიათ სრული უფლება გამოიყენონ კანონი საკუთარი ინტერესებისა და თავიანთი ქონების რეიდერების ხელყოფისგან დასაცავად.

სერგეი დუმენკოს სიტყვები ხელოვნური, აბსურდული და არამართებულია. ახალი ტაძრები იგება იქ, სადაც არის უმე-ს თემი, რომელსაც არ სურდა განხეთქილებაში მონაწილეობის მიღება. მორწმუნეები სახლებში, დროებით ბარაკებში, კარვებში, ფარდულებსა და სადგომებში ლოცულობენ. მსგავსი გზის გავლის შემდეგ, ისინი ტაძრებს უმეტესწილად საკუთარი სახსრებით აგებენ. მათთვის ქრისტესთან ყოფნა და ლიტურგია ყველაფერზე მნიშვნელოვანია დედამიწაზე. იმის დასარწმუნებლად, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები რჩებიან ქრისტეს ერთგულებად სიტუაციის მიუხედავად, საკმარისია ვიდეოფილმის ნახვა ტერნოპოლის მხარის მეუ-ს ორ თემზე, რომელთაც უმე (კ)-ს რეიდერებმა (ახლა ის მეუ-ა) ორი ტაძარი წაართვეს.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, უმე-ს არ გააჩნია ნომინალური ტაძარი და არარსებული თემი. ტაძრები იგება მოქმედი თემისთვის, რომელიც უკვე არსებობს და აგრძელებს ლოცვას ტაძრის გარეშე, სხვადასხვა შენობასა თუ პირობებში.

არანაკლებ აბსურდულია დუმენკოს მცდელობები იმის განსამარტად, რატომ არ სურთ მის სტრუქტურაში კანონიკური ეკლესიის  ეპარქიებს, მონასტრებსა და მღვდელმთავრებს გადასვლა. სერგეი პეტროვიჩი ამას ცუდი კანონებით ხსნის: „ თუ რელიგიური თემების იურისდიქციის ცვლილება გართულებულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია კანონით განსაზღვრული გარკვეული პროცედურებით, ასეთი ცვლილება ეპარქიული მმართველობებისთვის ან მონასტრებისთვის მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში წარმოადგენს პრაქტიკულად შეუძლებელს რიგი იურიდიული დაბრკოლების გამო. ამაში მდგომარეობს ერთ-ერთი მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ შეუერთდნენ მეუ-ს ამ ხნის განმავლობაში ახალი ეპისკოპოსები უკრაინაში მოსკოვის პატრიარქატის იერარქიიდან“.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ „გამაერთიანებელი კრების“ წინ მეუ-ს შემქმნელებმა პატრიარქ ბართოლომეოს მისცეს პირობა უმე-ს მორწმუნეებისა და ეპისკოპოსების მის სტრუქტურაში მასიურად გადასვლის თაობაზე. ნახსენები იყო სხვადასხვა ციფრი - 15-დან 25-მდე ეპისკოპოსი, მრავალი თემი და მთელი ეპარქიები. თუმცა, ფაქტია, რომ განხეთქილების ჩამომგდებთან წასვლა გადაწყვიტა უმე-ს მხოლოდ ორმა (თითქმის ასიდან!)  მღვდელმთავარმა და 84 თემმა (12 000-ზე მეტიდან!). განხეთქილებაში წასულთა რაოდენობა საკმაოდ მწირია (ეპისკოპოსების 2% და თემის 1%), რაც სტატისტიკური ცდომილების ჩარჩოებში ჯდება და ამიტომავ დუმენკოს სჭირდება რამენაირად აუხსნას ეს სიტუაცია თავის ფანარიოტ ხელმძღვანელებს. და მან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ვიდრე აშკარა სიცრუე.

რატომ სიცრუე?

მოდით გავიხსენოთ, განა ამ „იურიდიულმა დაბრკოლებებმა“ შეუშალა ხელი ვინიცკის მიტროპოლიტ სიმეონს გადასულიყო მეუ-ში? არა. შეიძლება, უკვე უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ვერ მოახერხა მეუ-ს ახალი ეპარქიის დარეგისტრირება? მოახერხა. განა კანონი ხელს უშლიდა დრაბინკოს გადასულიყო მეუ-ში ტერემკაზე არსებული დედაქალაქის ფერისცვალების ტაძართან ერთად? არა. დრაბინკო მშვიდადნ გადავიდა, ხელახლა დარეგისტრირდა და მეუ-ში გახდა კიდეც „ეპარქიის მღვდელმთავარი“.

* * *

ეკლესია ბევრჯერ გვაფრთხილებდა, რომ განხეთქილების საფუძველში დევს სიცრუე და სიძულვილი. ჩვენ ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით, ვადევნებდით რა თვალს განხეთქილების მოსურნე დაჯგუფებების წარმომადგენელთა მოქმედებებს - დაწყებული „მღვლდებით“ შორეულ სოფლებში დამთავრებული „იერარქიის“ უმაღლეს ეშელონებში შიდასახეობრივი ბრძოლით. თუმცა, ახლა ტყუილი გახდა არა უბრალოდ ატრიბუტი, არამედ მეუ-ს განხეთქილების სტრუქტურის იდეოლოგიის „სავალდებულო ელემენტი“. მისი მეთაური სერგეი დუმენკო სიცრუის მეშვეობით აყალიბებს ახალ, ალტერნატიულ რეალობას. მას სულაც არ აცბუნებს ის, რომ ეს ტყუილი თვალსაჩინოა, რომ  მისი უარყოფა მარტივია. ის ხშირად ჩნდება ტელეეკრანზე, რამოდენიმე დღეში ერთხელ იძლევა ინტერვიუს. და ყველგან იმეორებს თავის თეზისებს, ამატებს რა ერთ ტყუილს მეორეს. მისი მეთოდი მარტივია, მაგრამ ეფექტური. ეს მეთოდი არაა ახალი. „ტყუილი, რომელიც ათასჯერ განმეორდება, ჭეშმარიტებად იქცევა“. ის არის „ახალი სიმართლის“ შემოქმედი. საქმე მხოლოდ იმაშია, რა ელოდება მათ, ვისაც ამ „სიმართლის“ სჯერა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ