არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა მეუ-ს „ქიროტონიის“ საკითხი გადაჭრა

არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი განსხვავებული აზრის მქონე არქიერებს წოდების ჩამორთმევით ემუქრება. ფოტო: მჟკ

არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომი - იერარქებს, რომლებიც მეუ-ს გამო უარს იტყვიან მასთან ერთად მსახურებაზე, წოდება ჩამოერთმევათ. ამ ვითარებაში ვინ მისდევს ეკლესიის კანონებს?

2020 წლის 26 ნოემბერს კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა, კვიპროსის ტელეარხის RIK ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ მეუ-ს აღიარება - სავალდებულოა კვიპროსის ეკლესიის ყველა არქიერისა და ერისკაცისათვის, ხოლო ის მიტროპოლიტები, ვინც უარს იტყვიან დაემორჩილონ სინოდის გადაწყვეტილებას, დაისჯებიან წოდების ჩამორთმევითაც კი.

საქმე იმაშია, რომ სინოდამდე, ტამასოსის მიტროპოლიტმა ესაიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია არქიეპისკოპოს ქრიზოსტომთან მსახურება თუ ის შეიწყალებს დუმენკოს,  „ან იმ მსახურებაზე დასწრება, სადაც მოიხსენიება მისი სახელი, რადგან ეს იქნება დასტური იმისა, რომ მე ვარღვევ ნეიტრალიტეტის შესახებ სინოდის გადაწყვეტილებას. თუ მე ვიმყოფიები ისეთ ადგილას, სადაც მოიხსენიებენ მას (დუმენკოს, - რედ.), ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებ დუმენკოს და მის ეკლესიას და ამით, უგულებელვყოფ კვიპროსის წმინდა სინოდის დადგენილებას.“

25 ნოემბრის სინოდის კრების დასრულებისთანავე, მიტროპოლიტმა ესაიამ განაცხადა, რომ „იცავს რა კვიპროსის ეკლესიის ერთიანობას ამ რთულ პერიოდში“, არ შეწყვეტს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მოხსენიებას, „მაგრამ მასთან ერთად მსახურებას საკუთარ იერარქიულ სინდისზე დატოვებს“.

მიტროპოლიტ ესაიას გარდა, სინოდის გადაწყვეტილება არ აღიარა ასევე მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია სავალდებულო იყოს დუმენკოს კანონიკურ „მიტროპოლიტად“ აღაირება. მან ასევე გაიხსენა, რომ ეკლესიის ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც  ცალკეულმა იერარქებმა უარი თქვეს დამორჩილებოდნენ მთელი საკათედრო ტაძრების გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ სწორედ ისინი  აღმოჩნდნენ მართალნი. მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, დამამტკიცებელ მაგალითად მოიყვანა წმინდა მარკოზ ეფესელი, რომელმაც ხელი არ მოაწერა ფერარო-ფლორენციის საეკლესიო კრებას.

იმ შემთხვევაში, თუ სადაც მე ვიმყოფები მოიხსენიებენ დუმენკოს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მას და მის ეკლესიას ვაღიარებ და სწორედ ამით ვარღვევ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას.

ტამასოსის მიტროპოლიტი ესაია 

პრაქტიკულად ამ  განცხადებების შემდეგ, პაფოზის მიტროპოლიტმა გიორგიმ, რომელიც მეუ-ს მომხრეა, აღნიშნა, რომ მისი აზრით, სინოდის გადაწყვეტილების აღიარება ყველასთვის სავალდებულოა, ხოლო არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა, ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ვიღაც სინოდის მოწვევას ითხოვს, უნდა შეასრულოს მისი გადაწყვეტილებებიც.

როგორც ვხედავთ, სიტუაცია კვიპროსზე, უკიდურესად დაძაბულია,თუმცა ეს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს ხელს არ უშლის ჩათვალოს, რომ „კვიპროსის ეკლესიაში განხეთქილება და კრიზისი კი არ არის“, არამედ, „ექსცენტრიულობაა, რომელიც მალე გაქრება“. ის დარწმუნებულია, რომ მათ, ვინც არ ეთანხმებიან სინოდის გადაწყვეტილებას, „პრაქტიკულად არაფრის გაკეთება ძალუძთ“: „საუკეთესო შემთხვევაში, ისინი მხოლოდ იტყვიან, ჩვენ არ ვიმსახურებთ თქვენთან (არქიეპიესკოპოს ქრიზოსტომთან, - რედ.). ჩვენ, ყველა, ერთად ვმსახურებთ წელიწადში რამდენჯერმე, როდესაც სადღესასწაულო ღონისძიებები გვაქვს. თუ მე მათ მოვიწვევ - მოწვევის უარყოფა მხოლოდ ავადმყოფობის შემთხვევაში შეუძლიათ“. ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ამბობს კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტები, რომელნიც არ აღიარებენ მეუ-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია), უარს იტყვიან მასთან მსახურებაზე, მათ დაეკისრებათ სხვადასხვა სასჯელი, დაწყებული საყვედურის გამოცხადებიდან, დამთავრებული წოდების ჩამორთმევით.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ამით კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლმა  განმარტა, რომ არ აპირებს შეწყვიტოს მეუ-ს აღიარების საკითხის წინ წამოწევა და განსხვავებული აზრის მქონეთა დასარწმუნებლად, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, დაწყებული მსახურების აკრძალვიდან, დამთავრებული წოდების ჩამორთმევით.

აქ ღირს განსაკუთრებულად გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჯერ ერთი, წოდების ჩამორთმევა - ეს ძალიან სერიოზული სასჯელია, და მისი გამოყენება შეიძლება მათზე, ვინც უხეშად არღვევს ეკლესიის კანონებს. მეორეც, რომელიმე ეკლესიის წინამძღოლი არ არის უფლებამოსილი, ცალმხრივად მიიღოს ეპისკოპოსისთვის წოდების ჩამორთმევის გადაწყვეტილება იმდენად, რამდენადაც წინამძღოლი - ეს მხოლოდ წოდებით პირველი ეპისკოპოსია.

ეს ნიშნავს იმას, რომ წოდების ჩამოსართმევად, საჭიროა გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა კრებისა, რომელიც მას საეკლესიო სასამართლოს დასკვნის საფუძველზე იღებს. რასაც, კიდევ ერხელ მივვყავართ ეკლესიის კანონების დარღვევის საკითხთან. მაშ, რომელი წესები დაარღვიეს კვიპრორსის მიტროპოლიტებმა დუმენკოს კიევის „მიტროპოლიტად“ აღიარებაზე უარის თქმით?

საიდან აქვს დუმენკოსხელდასმა“?

მოდით გავიხსნოთ, დუმენკოს „იერარქად“ აღიარების საკითხში,  პირველ სერიოზულ, უფრო სწორად - დაუძლეველ დაბრკოლებად უნდა დავასახელოთ ის, რომ  მას არ აქვს კანონიკური ხელდასმა.

დუმენკო „ხელდასმულ იქნა“ 2009 წელს ფილარეტ დენისენკოს მიერ, მეუ კპ-ს (უკრაინის მართლმადიდაბლური ეკლესია, კიევის საპატრიარქო) რამდენიმე „ეირარქთან“ ერთად. ესენი არიან: დიმიტრი რუდიუკი, ალექსანდრე რეშეტნიაკი, მიხაილ ზინკევიჩი, ლავრენტი მიგოვიჩი, ლავრენტი ხავრუკი, ილარიონ პროციკი და ევსტრატი ზორეი. ყველა ამ ადამიანმა (რომელთა შორის გამონაკლისია მიგოვიჩი, „ხელდასმული“ კიევის წმინდა ანდრიას ეკლესიაში მეუა-ს (უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია) მიერ) „ეპისკოპოსის ღირსება“ მიიღო დენისენკოსგან, რომელსაც 1992 წელს ჩამოერთვა წოდება, ხოლო 1997 წელს რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭოს მიერ ანათემაზე იყო გადაცემული.

საჭიროა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ანათემის სამართლიანობა აღიარა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის -კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც. 1992 წელს, პატრიარქი ვარფოლომეი, პატრიარქ ალექსისთან წერილში წერდა: „პასუხად თქვენი უნეტარესობის დეპეშაზე, პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გაჩნდა თქვენს უწმინდეს დაში - რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, და რომელმაც მისი წმინდა სინოდი, ცნობილი მიზეზების გამო, ბოლო დრომდე სინოდის პატივცემული წევრის, კიევის მიტროპოლიტის ფილარეტის გადაყენებამდე მიიყვანა, გვსურს ძმურად ვაცნობოთ თქვენს უსათნოესობას, რომ ჩვენი წმინდა ეკუმენური ქრისტესმიერი ეკლესია, აღიარებს რა თქვენი რუსული წმინდა ეკლესიის კომპეტენციას, განსაკუთრებით აღნიშნულ საკითში, იღებს სინოდალურ გადაწყვეტილებას ზემოხსენებულთან დაკავშირებით.“ უფრო მეტიც, 1993 წელს, იგივე პატრიარქი ვარფოლომეი თვლიდა, რომ თავად ფაქტი იმისა, რომ ფილარეტს წოდება ჩამოერთვა, მეტყველებს მისთვის საეპისკოპოსო ღირსების აყრაზეც. აი, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ჟულინსკის მიერ ჩაწერილი მისი სიტყვები: „ფილარეტს, როგორც არქიერარს, არავინ აღიარებს“.

ფილარეტს არქიერარად არავინს აღიარებს.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ვარფოლომეი

საკლესიო კანონიკური სამართლის თვალსაზრისით ეს ნიშნავს იმას, რომ წოდების ჩამორთმევის მომენტიდან, ფილარეტის მიერ განხორციელებული ყველა წმინდა საეკლესიო საიდუმლოება ითვლება „არ არსებულად“, ე.ი. უკანონოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც დუმენკოს „ხელდასმის“ მონაწილეთა „ქიროტონია“, ასევე თავად დუმენკოს „ქიროტონია“ - არანაირ კანონიკურ ძალას ფლობს. მოცემული ფაქტი, მშვენივრად ესმოდა და ესმის დენისენკოს.

მაგალითად, გაზეთის „დღე“ 15.09.2001 წლის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ „ანათემისადმი დამოკიდებულებაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული. ისეთების როგორიცაა: „ყავს თუ არა ორ უკრაინულ არაკანონიკურ ეკლესიას ეპისკოპატი?“ რადან, პატრიარქ ფილარეტის არ აღიარება, ავტომატურად ნიშნავს მის მიერ ხელდასმული ეპისკოპოსების არაღიარებას  და თავის მხრივ იმ ეპისკოპოსების არაღიარებასაც, რომელნიც მისგან ხელდასმულმა ეპისკოპოსებმა აკურთხეს. მე თუ წოდებას ჩამომართმევენ, გამოვა, რომ არ არსებობს უკრაინული სამღვდელოების კორპუსიც (რადგან ისინი, ყველა უკანონო ეპისკოპოსების მიერ არიან ხელდასმულნი).

2018 წელს, ფანარის მიერ ფილარეტისთვის ანათემის არაკანონიკური „მოხსნაც“  სიტუაციას არანაირად არ ცვლის. რადგან, დენისენკოს მტკიცებით, „თუ ეკუმენურმა პატრიარქმა 2018 წელს მომხსნა ანათემა, მაშინ 2018 წლამდე მე ვიყავი ანათემის ქვეშ თუ არა? თუ მე ვიყავი ანათემის ქვეშ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ეპისკოპოსი (მეუ, - რედ,) არ ითვლება კანონიერად. და ეპიფანე არა თუ მიტროპოლიტი - ის მღვდელიც არ არის. თუ ეკუმენურმა პატრიარქმა 2018 წელს მომხსნა ანათემა, მაშ მთელი საეპისკოპოსო - არაკანონიერია.

თუ ჩამომართმევენ წოდებას, გამოვა, რომ არ არსებობს უკრაინული სამღვდელოების კორპუსიც (რადგან ისინი, ყველა უკანონო ეპისკოპოსის მიერ არიან ხელდასმულნი).

ფილარეტ დენისენკო

ამაზე მიუთითებდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელიც - დენისენკოს ყველა „ხელდასმა“, განხორციელებული წოდების ჩამორთმევის და მით უმეტეს ანათემაზე გადაცემის შემდეგ, - არ არის მოქმედი. და ეს არ არის მხოლოდ სინოდების ან ცალკეული იერარქების პირადი მოსაზრება, არამედ ეკლესიის კანონიკური პოზიციაა - სერგეი დუმენკო, რომელიც „ხელდასმულია“ ეკლესიისგან განკვეთილი ადამიანის მიერ, ვერ გახდებოდა კანონიკური ეპისკოპოსი. და კვიპროსის სინოდის ხმათა უმეტესობამაც, მორფის მიტროპოლიტ ნეოფიტეს აზრით, ის ავტომატურად ასეთად ვერ აქციეს.

კვიპროსის ეკლესიის სინოდის დამოკიდებულება მეუ-ს „ქიროტონიების“ მიმართ

კვიპროსის ეკლესიის სინოდის 2019 წლის 18 თებერვლის კომუნიკეში, ნათლად და არაორაზროვნადაა ნათქვამი მეუ-ს „ხელდასმების“ შესახებ: „მთელი მარლმადიდებლური ეკლესიის გამოცდილება, საფუძველს გვაძლევს დავეჭვდეთ იმ ქიროტონიების „უკანა რიცხვით“ დაკანონების შესაძლებლობაში, რომელნიც განხორციელებულნი იყვნენ აკრძალული, განკვეთილი და ანათემაზე გადაცემული ეპისკოპოსების მიერ. აკრძალვა, განკვეთა და ანათემაზე გადაცემა ცალკეული პირებისა, რომელნიც უკრაინის კრიზის ინიციატორები გახდნენ, აღიარა მთელმა მართლმადიდებლობამ“.

შეგახსენებთ, რომ ეს სინოდალური დადგენილება ერთხმად იქნა მიღებული (განსხვავებით იმ გადაწყვეტილებისგან, რომელიც გულისხმობდა დუმენკოს მოხსენიებაზე თანხმობას), რაც ნიშნავს იმას, რომ მას ხელი მოაწერა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა, რომელიც 2019 წლის თებერვალში სერგეი დუმენკოს იერარქად არ თვლიდა.

იგივე კომუნიკეში, ოდნავ ქვევით ვკითხულობთ: „ეკუმენურმა საპატრიარქომ, კვლავ უნდა მოძებნოს საშუალება დაამშვიდოს მორწმუნეთა ცნობიერება ამ ხელმძღვანელობის მიერ (მეუ - რედ.) განხოციელებულ ქიროტონიასა და საიდუმლოებათა მართებულობასთან დაკავშირებით“.

გამოიძებნა თუ არა ასეთი საშუალება?

აფუძნებს რა დუმენკოს აღიარებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას, არქიეპისკოპოს  ქრიზოსტომს არგუმენტად მოაქვს თავისი პირადი საუბარი პატრიარქ ვარფოლომეისთან და, თითქოს, ორიგინალი დოკუმენტები, რომელნიც მან ფანარზე იხილა. ამ დოკუმენტებიდან, უთხრა არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა სინოდალებს, მან „შეიტყო სრული სიმართლე უკრაინის შესახებ“. კერძოდ, კი ეს დოკუმენტები მიუთითებენ, თუ „ვინ არის მართალი“.

შესაძლებელია, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი საუბრობს რაღაც „ საიდუმლო“ დოკუმენტებზე, რომელნიც დუმენკოს ხელდასმების რაოდენობაზე მიუთითებენ? არა. არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტების არსს მივყავართ იქამდე, რომ „ტომოსში ავტოკეფალიაზე, რომელიც რუსეთს მიენიჭა, იყო შეთანხმება, რომ უკრაინის ეკლესიამ ჯერ უნდა მოიხსენიოს ეკუმენური პატრიარქი როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ უკვე მოსკოვის პატრიარქი“.

ესე იგი, ის თვლის, რომ უკრაინა - ეს არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია. მორჩა. და რა გავლენას ახსენს ამ ფაქტის აღიარება უკრაინის სქიზმატებს შორის სამოციქულო მემკვიდრეობის რაოდენობაზე? განა, იმის გამო, რომ ფანარზე არის დოკუმენტი მეუ-ს პატრიარქთა მოხსენიების წესისა, მათზე ავტომატურად მადლი გადავიდა? არა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სქიზმატები დარჩნენ სქიზმატებად - ხელდასმის, საიდუმლოებების მადლის, ევქარისტიის გარეშე. და როგორი დოკუმენტებითაც არ უნდა ცდილობდეს არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი თავისი საქციელის გამართლებას - არაფერი ზემოთჩამოთვლილთაგან მათ არ აღმოაჩნდებათ.

რას მეტყველებენ კანონები სქიზმატებთან ერთად მსახურებაზე?

ხოლო თავად კვიპროსის ეკლესიის მეთაური, ისევე როგორც ის საეკლესიო მოღვაწეები, რომელნიც დუმენკოს კანონიკურ არქიერად აღიარებენ, ფაქტიურად, კავშირში შედიან სქიზმატებთან და ამით არღვევენ სამოციქულო  წესებს, რომელთა მიხედვითაც - ვინც სქიზმატებთან შედის ევქარისტულ, ან თუნდაც ნებისმიერი სახის ლოცვით ურთიერთობაში, თავად ხდება სქიზმატი.

წმინდა სამოციქულო მე-10 კანონში ვკითხულობთ: „ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს“, ხოლო მე-11: „სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს.“

„ვინც საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს“

წმინდა მოციქულთა მე-10 კანონი

ამრიგად, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი, რომელიც ლოცვით კავშირში შევიდა სქიზმატთან, თავად გახდა სქიზმატი. და კანონიკური თვალსაზრისით, ამ თეზისში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. რაც, რასაკვირველია თავად კვიპროსის ეკლესიის ხელმძღვანელსაც კარგად ესმის. და ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ბანალურ მუქარას და დაშინებას მიმართავს, ეყრდნობა რა არა საეკლესიო კანონებს, არამედ პოზიციას, რომელიც ძალიან კარგად დაახასიათა მორფის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ - „მე წინამძღოლი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ“.

მაგრამ, აღნიშნა შემდეგ მეუფე ნეოფიტემ, „მართლმადიდებლობა არ არის მიჩვეული მსგავს პაპიზმებს. მისი წყობა - სინოდალობაა, ეს არის ის, რისიც შურთ და ეშინიათ პაპისტებს, რათა ჩვენ პაპიზმის ცოდვაში არ ჩავცვივდეთ“. და აი, გამოდის, რომ კვიპროსის ეკლესიის არქიერები, რომელნიც არ ეთანხმებიან თავიანთი წინამძღოლის მიერ სქიზმატების მოხსენიებას, მოცემულ შემთხვევაში მისდევენ საეკლესიო კანონებს და თავისი სინოდის მიერ ერთხმად (!) მიღებულ გადაწყვეტილებას. და ეს არ ნიშნავს არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის მიმართ უპატივცემლობის ან დაუმორჩილებლობის გამოვლინებას. ეს არის მხოლოდ სწრაფვა დაცულ იქნას კანონიკური საეკლესიო წესები და შენაჩუნებული იყოს მისი სინოდალური წყობა. და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი პოზიცია არის პოზიცია აღმსარებლებისა, რისი ღირსნიც შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელნიც ამ ცხოვრებაში, ქრისტეს გარდა არაფერს ეძებენ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
20%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
80%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 10

არქივი

Система Orphus