ვინ არის შენი მეგობარი, - რატომ იყრება ჩვენი და პატრიარქ ვარფოლომეის გზები

ფანარიონის მეთაური „დროებით ითმენს“ უნატარეს ონუფრის. ფოტო: მჟკ

შეიძლება თუ არა კეთილ მწყემსად ჩაითვალოს პატრიარქი ვარფოლომეი, რომელმაც მეუ-ს წინამძღვარი არც ახლახანს აღარა, ეხლა კი მას და მის სამწყსოს როგორც „არარაობას“ ისე ექცევა?

ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს. (1 იოანე. 5:19)

კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მეუ(კ)-ს (უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) არქიერების სტატუსისა და ჩვენი წინამძღოლის - უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის (პატრიარქი ვარფოლომეი უკრაინაში ორივეს არსებობას „დროებით ითმენს“) მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების განხილვისას, მნიშვნელოვანად მიმაჩნია ყურადღება გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე.

დღეს უკვე აღარავინ მალავს, რომ „ტომოსის“ გადაცემა - კონკრეტულად პოლიტიკური პროექტია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ეკლესიის კეთილდღეობასთან და ადმიანების სულების გადარჩენასთან. მას მხარს უჭერდა ხალხი, რომელსაც  სუფთა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა. მთელი პროცესისთვის მეტ-ნეკლები ლეგიტიმურობის მისანიჭებლად, პროექტში ჩართული იყო ისტორიული და კანონიკური ასპექტები, მაგრამ ხშირად კანონებსა და ისტორიაზე კამათისას გვავიწყდება პრობლემის ეთიკური მხარე.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედების ეთიკა გარკვეულწილად გაოცებას იწვევს, ხოლო პატრიარქ ვარპოლომეის განცხადებები თანმიმდევრულია და რბილად რომ ვთქვათ, არ გულისხმობს ზნეობრივი ნორმების დაცვას.

პატრიარქ ვარფოლომეის განცხადებები თანმიმდევრულია და რბილად რომ ვთქვათ, არ გულისხმობს ზნეობრივი ნორმების დაცვას.

ამიტომ მარტივი ასახსნელია ადამიანებს რატომ გონიათ, რომ უნდა „აიტანონ“ კანონიკური ეკლესიის წევრები, მაგრამ ამავე დროს პრეტენზია ჰქონდეთ პირველობაზე  მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეთიკური თვალსაზრისით პირველობა გულისხმობს პასტორალურ ზრუნვას, სიყვარულს და მსხვერპლთშეწირვას და არა  რაიმე არასასიამოვნოსა და გარდაუვალის მიმართ მოთმინება-მოწყალებით დამოკიდებულებას.

სწორედ ასეთი თავისებური, სუბიექტური მოქმედების ეთიკური მოდელი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ მრწამსი და პოზიცია. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კეთილ მწყემსად პატრიარქი ვარფოლომეი, რომელმაც მეუ-ს წინამძღვარი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღარა, ეხლა კი მას და მის სამწყსოს როგორც „არარაობას“ ისე ექცევა? ამგვარი საქციელის გამართლება შეუძლებელია ისტორიული ან კანონიკური სარჩულით. არ მოიძებნება ისეთი კანონიკური საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ერისკაც-პოლიტიკოსებს, შეავიწროვონ ეკლესია. თუ ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიო მწყემსობაზე, ამგვარად იქცევა, - მისი პრეტენზიები დაუჯერებლად ჟღერს.

არ მოიძებნება ისეთი კანონიკური საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ერისკაც-პოლიტიკოსებს შეავიწროვონ ეკლესია. თუ ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიო მწყემსობაზე, ამგვარად იქცევა, - მისი პრეტენზიები არ შეესაბამება რეალობას.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მხურველედ დაუჭირა მხარი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომელთა პრიორიტეტები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. საიდუმლო არაა, რომ ჯო ბაიდენი და კამილა ჰარისი (ვიცე-პრეზიდენტის პოსტის პრეტენდენტი), რომელთაც ასეთი აღფრთოვანებით მიესალმა პატრიარქი ვარფოლომეი, დამსახურებულად ითვლებიან „ისტორიაში ყველაზე პრო-აბორტულ (აბორტის მომხრე) კანდიდატებად“. დაზუსტებაც არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ბადენი და ჰარისი მხურვალედ უჭერენ მხარს ლგბტ-იდეოლოგიას, რომელთა მოწინააღმდეგეებსაც ბაიდენმა „ტროგლოტიდები“ (გამოქვაბულის ადამიანები) უწოდა. ბაიდენი თვლის თუ არა თავის ძველ მეგობარს, პატრიარქ ვარფოლომეისაც „ტროგლოტიდად“ - უცნობია.

ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ფორმალობაა - როგორღაც ხომ უნდა იცხოვრო, სტამბულში კი საპატრიარქო ნაკლებად დაცულია და საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას. თუმცა მათ ვერ შეძლეს (თუ არ მოინდომეს) წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევისთვის ხელი შეეშალათ. მაგრამ თუ ვამართლებთ სუსტი და დაუცველი კონსტანტინოპოლის ამგვარ „ლოიალურ“ პოლიტიკას, მაშინ საიდან მოვიდა „პან-მართლმადიდებლური პირველობის“ ამბიციური რიტორიკა?

ვფიქრობ, არ არის საუბარი იძულებით თანამშრომლობაზე, რომელიც დაფუძნებულია შიშსა და მოსყიდვაზე. აქ საქმე გვაქვს გულწრფელ და ნებაყოფლობით თანამშრომლობასთან, რომელიც ეფუძნება შეხედულებების თანხვედრას და გამართლებულია საკუთარი ხელით შექმნილი ეთიკური სისტემით.

ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მოწოდებულია აზროვნების ახალი ფორმის, ახალი მართლმადიდებლური იდენტობის შესაქმნელად. და თუ ჩვენ ამაში დავეთანხმებით პატრიარქ ვარფოლომეის - ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით მის „მეგობრებსაც“ - მთელი იმ იდეოლოგიური მოქმედებების გათვალისწინებით, რაც მათ უკან დგას. მაგრამ ამ მოძრაობის იდეოლოგია და მიზნები იმდენად მკვეთრად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ რწმენას, რომ მიუღებელია არა მარტო მწყემსისათვის, არამედ ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვისაც. მწამს, რომ როგორც ჩვენს, ასევე ბერძნულ ეკლესიებში ხალხი ხედავს მართლმადიდებლობის ამგვარ „გადაკეთებას“.

ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც მოწოდებულია აზროვნების ახალი ფორმის, ახალი მართლმადიდებლური იდენტობის შესაქმნელად. და თუ ჩვენ ამაში დავეთანხმებით პატრიარქ ვარფოლომეის - ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით მის „მეგობრებსაც“ - მთელი იმ იდეოლოგიური მოქმედებების გათვალისწინებით, რაც მათ უკან დგას.

ამდენად, როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ჩემთვის, როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის არქიერისათვის, კონსტრანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელის სიტყვები, ჩემი - კანონიკური პატრიარქის „ატანის“ შესახებ, განიხილება როგორც  ჩვენი პოზიციების, მსოფმხედველობის აშკარა შეუთანხმებლობა. უფრო მეტიც, მისი ბოლო განცხადებების გათვალისწინებით ყალიბდება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ოცნებების დევნაში თავს მოგვახვიოს საკუთარი შეხედულებები და ლოიალურები მაინც გაგვხადოს, სულ უფრო კარგავს რეალობასთან კავშირს. სამწუხაროდ, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს „მისი ღვთაებრივი უწმინდესობის“ ტიტული, მაგრამ სხვა ადამიანების მსგავსად მოიხიბლოს ჩვეულებრივი ადამიანური ცდუნებებით. ამ სამყაროს მრავალფეროვან პარადოქსებს შორის, ეკლესია მოწოდებულია ჭეშმარიტების პოზიციონირებაზე და არა იმაზე, რომ გაიზიაროს მცდარი აზრი, რომელიც ახლა თითქოს ყველაზე პერსპექტიულია.

სახარებაში უფალი გვპირდება, რომ „ჯოჯოხეთის კარიბჭესაც კი არ შეუძლია ეკლესიის დამარცხება“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჯოჯოხეთი საერთოდ არ ეცდება გაიმარჯვოს ეკლესიაზე. მწამს, რომ ეკლესია ამჟამადაც გამოცდის წინაშეა, ისევე როგორც მწვალებლებისა და სქიზმატების პერიოდებში. თუნდაც რთულად, თუნდაც დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს მაინც გარდაუვალია.

ყველამ მთელი გულით უნდა ვილოცოთ და უფალში, რომელსაც არ დაუტოვებია და არც არასოდეს დატოვებს საკუთარ ეკლესიას, ვეძებოთ სიბრძნე და ვაჟკაცობა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
18%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
82%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 11

არქივი

Система Orphus