როგორ ართმევდა საქართველოს ეპარქიებს მერ-ი: პასუხი არქიეპისკოპოს ქრიზოსტომს

არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა მერ (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია) დაადანაშაულა „ქართული ეპარქიების“ მითვისებაში. ფოტო: მჟკ

დეტალურად განვიხილავთ რუსული ეკლესიის მისამართით კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის ბრალდებებს. ამ სტატიაშია - „წართმეული ქართული ეპარქიები“.

ნოემბრის დასაწყისში ახალი იუსტინიანის და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა ერთპიროვნულად, საკუთარი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, აღიარა ე.წ. „უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია“ მისი "წინამძღვრის" ლიტურგიაში მოხსენიებით. ამ ფაქტმა კვიპროსის ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვია.

ამას მოყვა ეპისკოპოს ქრიზოსტომის მას-მედიასთან ურთიერთობისას ძალიან მწვავე განცხადებების გაკეთება, როგორც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, ასევე ეკლესიის იმ არქიერების მიმართ ვინც მხარი არ დაუჭირა უკრაინული სქიზმატის აღიარებას.

რუსეთის ეკლესიის მიმართ კვიპროსის ეკლესიის წინამძღვრის მხრიდან იმდენად პარადოქსალურია, რომ რუსულენოვანი მართლმადიდებლური მას-მედიის დიდმა ნაწილმა ან საერთოდ არ განიხილა და არც უარყო ბრალდებები, ან შეეხო შერჩევით და ზდეპირულად. გარდა ამისა, ეპისკოპოსი ქრიზოსტომი ცნობილია როგორც ადამიანი არასტანდარტული ხედვით. ამის დასტურია, მაგალითად, მისი განცხადება, რომ რუსეთი ადრეულ პერიოდში ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო კონსტანტინოპოლის ეკლესიის  იურისდიქციაში, ისტორიულად, შედიოდა „მთელი ევროპა“.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით მის მიერ გამოთქმული ბრალდებები არაა შემთხვევითი: სწორედ ისინი გვევლინება იმ ბრალდებების ძირითად თეზისებად, რომლებსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იყენებს რუსული ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მისი კონფლიქტების პროვოცირებისათვის. უბრალოდ, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის ფიგურა აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი, რომ ეს ბრალდებები კულუარულიდან საჯარო განხილვაზე გატანილიყო. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

არქიეპისკოპოს ქრიზოსტომის სიტყვები გვევლინება იმ ბრალდებების ძირითად თეზისებად, რომლებსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იყენებს რუსული ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან მისი კონფლიქტების პროვოცირებისათვის.

მეუფე ქრიზოსტომის მიერ წაყენებული ბრალდების ციტატა ასე ჟღერს:„არქიეპისკოპოსმა ასევე გვაცნობა, რომ კომუნიზმის დაცემის შემდგომ, ეკუმენურმა საპატრიარქომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სთხოვა დაბრუნებოდნენ 1917 წლამდე მოქმედ სტატუსს, რაზეც მოსკოვის მაშინდელი პატრიარქისგან უარი მიიღო. და ეხლაც ასე იქცევიან. ეკუმენური საპატრიარქოს კითხვა: თუ კოდექსები არსებობს, მაშინ რატომ გვიშლიან ხელს (მოსკოვის საპატრიარქო - რედ.)? ვიცი რომ დღეს მან მიითვისა საქართველოს ორი ეპარქია, უკრიანის ორი ეპარქია, პოლონეთიდან დაიქვემდებარა ნახევარზე მეტი ქრისტიანი, მიითვისა რუმინეთის ეპარქიები. ვინ მისცა ამერიკაში ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნების უფლება? სხვების იურისდიქციაში ამგვარმა ჩარევამ შეარყია მთელი მართმადიდებლური სამყარო.“    

მაშ ასე, მოდით განვილილოთ თითოეული კითხვა პუნქტებად. ეს ჩვენი სტატია ეძღვნება „რუსეთის ეპარქიის მიერ საქართველოდან მიტაცებულ ორ ეპარქიას“.

რუსეთის ეპარქიაამ საქართველოდან მიიტაცა ორ ეპარქია?

ვინაიდან, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომი საკუთარ ბრალდებებს არ აზუსტებს, გვიწევს ისტორიულ ჭრილში განხილვა იმისა თუ რას გულისხმობდა ის. ეს ადვილი საქმე არაა, რადგან რუსული ეკლესიის ისტორიაში, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ისტორიაში შესაძლებელია იმ ფაქტების მოპოვება, რომელიც მეტ-ნაკლებად გავს კვიპროსის ეკლესიის ბრალდებებს. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საუბარია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე (ცხინვალის რაიონი). ეს საკითხი კი იმსახურებს განსაკუთრებულ განხილვას იმდენად რამდენადაც, მის გამოყენებას ხშირად ცდილობენ ცალკეული ძალები ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის კონფრონტაციის შესაქმნელად.

როგორც ცნობილია, ეს ტერიტორიები საქართველოში ითვლება ოკუპირებულად. ხოლო რუსეთში, 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ისინი აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუმცა რუსეთიც და საქართველოც არიან ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, სადაც არ არის სახელმწიფო რელიგია. ამიტომ ქართულ-რუსულ სახემწიფოთშორის ურთიერთობებსა და საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების ურთიერთობებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა - უგუნურობაა. ისეთივე უგუნურობა, როგორც ტოლობის ნიშანი - თურქეთის ხელისუფლებასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის.    

შესაძლოა არქიეპისკოპოს ხრიზასტომისთვის ეს რთული გასაგებია, რადგაბ კვიპროსსა და საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა. რუსეთში კი, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გარკვეული მხარდაჭერის მიუხედავად, ყველაფერი სხვაგვარადაა. მაგალითად, რუსულმა ეკლესიამ ვერ შეძლო დაებრუნებინა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სანქტ-პეტერბურგის წმ.ისააკის ტაძარი, ან მიეღო თანხმბობა ეკატერინბურგში ახალი ტაძრის აშენებაზე. ეს ნათლად მეტყველებს სახელმწიფოს საერო ხასიათზე. ამიტომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო მოწმედებების გათანაბრება ეკლესიურ ექსპანსიასთან - ძალიან რთულია და აბსურდული. ეს იგივეა, რაც მაგალითად განაცხადო რომ კვიპროსისი ეკლესია აპირებს ნატო-ში შესვლას.

თვითონ რუსეთის ეკლესიას არანაირი ეპარქიები არ წაურთმევია საქართელოსთვის, და უფრო მეტიც, მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ეს ტერიტორიები კანონიკურად ეკუთვნის სწორედ საქართველოს ეკლესიას. ხოლო ქართული ეკლესია არასოდეს არ ადანაშაულებდა რუსულ ეკლესიას მისთვის ერთი ან ორი ეპარქიის „წართმევაში“. სამწუხაროდ, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის გამო, ქართველ მღვდლებს არ შეუძლიათ ამ ტერიტორიებზე შესვლა, რაც იწვევს უამრავ პრობლემას. და ეს მდგომარეობაა დაახლოებით 1989 წლიდან.

სამხრეთ ოსეთში მდგომარეობის შესახებ

მართლმადიდებელ ქრისტიანს ზოგჯერ უბრალოდ არსად აქვს საიდუმლოებასთან ზიარების ან სამხრეთ ოსეთში სულიერი დახმარებისთვის მღვდლის მოძებნის საშუალება. ამგვარი სიტუაცია ხშირად იღებს უსიამოვნო ფორმას. მაგალითად, 2019 წელს ქართულმა ეკლესიამ გააპროტესტა რუსეთის ეკლესიის განზრახვა ამ ადგილებში გაეგზავნათ მღვდელ-კაპელანები იქ მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეების სულებზე ზრუნვის გამო. და მართლაც, რუსეთის ეკლესიის ამგვარი ქმედება, ერთის მხრივ, იქნებოდა ქართული ეკლესიის კანონიკური საზღვრების დარღვევა. მეორეს მხრივ, რთული წარმოსადგენია როგორი სკანდალი ატყდებოდა საქართველოში მის საპატრიარქოს რომ თავის თავზე აეღო ამ მიწებზე რუსეთის ჯარისკაცების სულებზე ზრუნვა... ანტიკლერიკალები საქართველო საპატრიარქოს ისედაც „მოსკოვზე მუშაობაში“ ადანაშაულებენ. 

თუმცა, ამგვარი ვარიანტი შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს ამ ტერიტორიებზე შესვლა არ შეუძლიათ. ამასთანავე, ამ სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის ოცდაათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ეს იყო საქართველოსა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის უთანხმოების ყველაზე სერიოზული მაგალითი. გავმეორდებით და ვიტყვით, რომ ეპარქიების წართმევის ან საეკლესიო ტერიტორიების ანექსიის ფაქტი არასოდეს ყოფილა.

თუმცაღა, საქართველოს ეკლესიის ამ კანონიკური ტერიტორიების სტატუს-ქვომ, ქართული სამღვდელოების მხრიდან სულიერებაზე ზრუნვას მოკლებულობამ, შექმნა სულიერი უფსკრული, რომლის შევსებაც სასწრაფოდ დაიწყეს სექტანტებმა და სქიზმატებმა.

ასევეა სამხრეთ ოსეთშიც (ცხინვალის რაიონი), ეს ნიშა შეავსო ე.წ. „ალანიის ეპარქიამ“. ეს თვითაღიარებული ეკლესია ცდილობდა მიეღ გარკვეული სტატუსი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. თუმცა კატეგორიულად უარყოფილ იქნა ეს მცდელობები, რადგან საუბარი იყო სქიზმატებზე და თან მოძმე მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესიამ თავიდანვე დაიჭირა კონკრეტული პოზიცია - „ალანიის ეპარქია არ არსებობს“. თვითონ „ალანური ეპარქია“ შედის ე.წ. „ბერძნულ ჭეშმარიტ-მართლმადიდებლურ (ძველკალენდარულ) ეკლესიაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ოპოზიციური სინოდი“.

ე.ი. სამხრეთ ოსეთის სქიზმატები მოქმედებენ ბერძნული სქიზმატების შემადგენლობაში, რომლებიც ცდილობენ მათ მიანიჭონ თუნდაც რაიმე სახის მოჩვენებითი ლეგიტიმურობა, მაგალითად ხელდასმის საკითხებში. მოსკოვის პატრიარქატის პოზიცია ე.წ. „ალანიის ეპარქიასთან“ დაკავშირებით განისაზღვრა ჯერ კიდევ მაშინ, საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ კირილეს (მომავალში პატრიარქი) მიერ: „ალანიის ეპარქია - სქიზმატური ვითომ ეპარქიაა.“ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი განაცხადა არა მარტო  სქიზმატების მიღებაზე, არამედ მათთან პირდაპირ მოლაპარაკებებზეც კი.

მიუხედავად ყველაფრისა, სულიერი ვაკუუმის პრობლემა როგორღაც უნდა გადაიჭრას. წარმოიქმნა პარადოქსალური სიტუაცია, - ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას, მაგრამ  სულიერებაზე რეალური ზრუნვის პრაქტიკული შესაძლებლობები აქვს მხოლოდ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს. იმდენად რამდენადაც აღნიშნული სიტუაცია სამხედრო-პოლიტიკურ ჭრილშია, ვერც ერთი ზემოაღნიშნული ეკლესია ვერ გადაწყვეტს ამ პრობლემას. 

რუსეთის მართლმადიდებლური საქველმოქმედო ფონდების და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული მღვდლების საქმიანობა გახდა სქიზმატების დროებითი ალტერნატივა სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის.  

აფხაზეთში სიტუაციის შესახებ

რაღაცით ანალოგიურია მდგომარეობა აფხაზეთში, სადაც ასევე ვერ ხვდებიან საქართველოს სასულიერო პირები 1993 წლიდან. ასევე 1993 წლიდან აფხაზეთში არ არის საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსი. ე.ი. ამ ადგილზე ქართული და აფხაზური ფორმირებების პირველი შეირაღებული კონფლიქტიდან მოყოლებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სოხუმ-აფხაზეთის ეპარქია დარჩა საეპისკოპოსო ხელმძღვანელობის გარეშე. 2005 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაიკოპსკის ეპარქიამ (მეზობელი ეპარქია) დაიწყო სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდლების დახმარება. ამასთანავე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, აფხაზეთის კანონიკური დაქვემდებარების შესახებ, დარჩა უცვლელი. 2009 წელს მაშინ ჯერ კიდევ არქიეპისკოპოსმა ილარიონმა განაცხადა:

”მიუხედავად პოლიტიკური საზღვრების ცვლილებებისა, ჩვენ ისევ ძველებყურად მიგვაჩნია აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად. თუმცაღა ჩვენ ვხედავთ, რომ დე-ფაქტო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას  ეხლა იქ ყოფნა არ შეუძლია: არც ერთ ქართველ ეპისკოპოსს ან მღვდელს, მორწმუნეთა სულებზე საზრუნავად, არ შეუძლია აფხაზეთში ჩასვლა. ეს კი ნიშნავს, რომ იქ მყოფ კანონიკურად ხელდასმულ სასულიერო პირებს ჩვენ უნდა მივეხმაროთ პასტორალური საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ შეიძინონ თუნდაც დროებითი კანონიკური სტატუსი.“

2009 წელს სოხუმ-აფხაზეთის სასულიერო პირებმა გამართეს შეხვედრა და გამოაცხადეს მისი რეორგანიზაციის შესახებ, სადაც ადგილობრივ ეკლესიებს (პირველ რიგში ქართულ და რუსულ ეკლესიებს) მოუწოდეს „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენისაკენ“.   

ეს მოწოდება, ისევე როგორც „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ თვითნებური  ერთგვარი „ავტონომიის“ გამოცხადება იგნორირებული იყო ადგილობრივი ეკლესიების მიერ. მათ შორის ქართული ეკლესიის მიერაც, რომელმაც 2010 წელს ქართული ეკლესიის პატრიარქის წოდებას დაუმატა „ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ ტიტული.

ამასთანავე, ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მღვდელმსახურის ვისარიონ აპლიას, რომელიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საშტატო მოსამსახურე, მიმართ რაიმე შეზღუდვები არ დაწესებულა. აპლინას არ ეკრძალებოდა მსახურება, არ ჩამოერთვა დიაკონის წოდება, არ შეზღუდვია ევქარისტული ურთიერთობა, თუმცა აშკარაა რომ ამგვარი გადაწყვეტილების კანონიკური საფუძველი (წმიდა მოციქულთა 39-ე წესი), მისი თვითნებური ქმედებების გამო, არსებობდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წმინდა კანონების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ეწევა საქმიანობას, გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ თვითონ ქართულ ეკლესიას. რაიმე სახის აკრძალვების არარსებობის პირობებში, აპლია და მისი მომხრეები, კანონიკური თვალსაზრისით, არიან სხვა არავინ თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კონკრეტულად საშტატო სასულიერო პირები. მათ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობა  სწორედ ამ საფუძველზეა აგებული.

საქართველოს საპატრიარქოს აკრძალვების არარსებობის მოტივები ძნელი მისახვედრი არ არის: აშკარაა, რომ საქმე გვაქვს იკონომიასთან აფხაზეთში მყოფი ქართული ეკლესიის შვილების სიყვარულის გამო. აპლიასა და მისი მომხრეებისთვის საღვთო მსახურების აკრძალვა დატოვებდა მათ ზიარების, აღსარების და სხვა წმინდა საიდუმლოებების გაზიარების შესაძლებლობის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით. ამ სიტუაციაში, როცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა მღვდლები ვერ შედიან საქართველოში, ეს ნიშნავს ეკლესიიდან განკვეთას არა მხოლოდ დამნაშავეების, არამედ უდანაშაულოებისთვისაც.

თავად აფხაზეთის მღვდლები მორწმუნეებზე ზრუნვისათვის ვერ ავსებენ თავიანთ რიგებს, იმდენად რამდენადაც ეპისკოპოსი მათ შრის არაა, ხოლო საქართველოდან მღვდლების შესვლა ჯერ-ჯერობით გამორიცხულია. ერთადერთ ვარიანტად რჩება მეზობელი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების აფხაზეთში დროებითი შესვლა, ადგილობრივი სასულიერო პირების მოწვევით. ეს ფაქტიურად იხსნის სიტუაციას აფხაზეთში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი სქიზმატების თავდასხმებისგან.

აფხაზეთი - კონსტანტინოპოლის ჩრდილი

ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ (კანონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესიის მხოლოდ ერთ-ერთი ეპარქია) გარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს მართლმადიდებლური მიმართულების კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ (აწმ) ან „ანაკოფიის ეპარქია“. ის ჩამოყალიბდა 2011 წელს ე.წ. „აფხაზეთის ეკლესიაში’ განხეთქილების შედეგად. ამ სქიზმატურ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ყოფილი სასულიერო პირები: არქიმანდრიტი დოროფეი (დრაბი) და მღვდელმონაზონი ანდრეი (ამპარი). აწმ-ს ორგანიზაცია საკუთარ თავს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს და სამომავლოდ, კონსტანტინოპოლის „დედა-ეკლესიისგან“ ავტოკეფალიის ბოძებაზე აქვს პრეტენზია. 2012 წელს აწმ-ს ხელმძღვანელობა ოფიციალურად მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ: „პატრიარქმა ვარფოლომეი პირველმა განაცხადა, რომ აფხაზეთის საეკლესიო სახალხო კრების მიმართვა ეკუმენური საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ განხილული იქნება უახლოეს მომავალში.  

ამდენად, აწმ-ს ორივე ხელმძღვანელი: არქიმანდრიტი დოროფეიც (დრაბი) და მღვდელმონაზონი ანდრეიც (ამპარი), აფხაზური წარმომავლობის მიუხედავად იყვნენ ხელდასმულნი და ადრე ირიცხებოდნენ ჯერ საშტატო პერსონალად, შემდეგ კი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შტატგარეშე სასულიერო პირებად. მერ-ს (რუსული მართლმადიდებლური ეკლესია) სრული კანონიკური უფლება ჰქონდა მათ მიმართ გამოეყენებინა შეზღუდვები. სქიზმატების მოქმედებები დაგმო მერ-მა, ხოლო ორივე სასულიერო პირს აეკრძალა მსახურება.

თუმცა, აწმ-ს ხელმძღვანელმა, როგორც გამოირკვა, მერ-ის შტატგარეშე სასულიერო პირის სტატუსის გარდა, მოახერხა ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვედებარებაში მყოფი გუმენისის მიტროპოლიის საშტატო სასულიერო პირის სტატუსის მიღება, რითაც პირდაპირ დაარღვია კანონი (IV საეკლესიო კრების კანონი 10). მნიშვნელოვანია ის ნიუანსი, რომ თვითონ გუმენის მიტროპოლიას, როგორც ყველა სხვა ჩრდილოეთ-ბერძნულ ეპარქიებს, აქვს ორმაგი დაქვემდებარება: ათენში ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის და სტამბულში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში.    

ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად აფხაზეთში განხეთქილებას, რომელსაც პრეტენზია აქვს გადავიდეს ფანარიონის იურისდიქციის ქვეშ, ხელმძღვანელობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის საშტატო სასულიერო პირი და სწორედ ის მიმართავს შუამდგომლობით პატრიარქ ვარფოლომეის "განკურნოს" მათ მიერვე პროვოცირებული აფხაზური განხეთქილება ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის გზით.

აფხაზეთის განხეთქილებას ხელმძღვანელობს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სატატო სასულიერო პირი. სწორედ ის მიმართავს შუამდგომლობით პატრიარქ ვარფოლომეის "განკურნოს" მათ მიერვე პროვოცირებული აფხაზური განხეთქილება ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან გამოსვლის გზით.

თუ ვინმეს სურს კიდეც რუსეთის სახელმწიფოს ქმედებებში (რომლისგანაც გამოყოფილია მერ-ი) დაადანაშაულოს მერ-ი, როგორც ზევით უკვე ითქვა, მაშინ ამავე ლოგიკის თანახმად, მან უნდა მიმართოს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებს. გუმენისის მიტროპოლიის წარმომადგენელი, რომელიც ამ ორი ეკლესიის ორმაგი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, ხელმძღვანელობს განხეთქილებას აფხაზეთში და მისი ქართული ეკლესიისგან გამოყოფისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში შესვლისათვის აწარმოებს შესაბამის მოქმედებებს. უფრო მეტიც, სასულიერო პირს არც რაიმე აკრძალვა აქვს და არც შტატგარეშეა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი ასრულებს თავისი იერარქის მორჩილებას, რაც 39-ე სამოციქულო კანონიდან გამომდინარეობს.

ცხინვალის რეგიონში მყარად დამკვიდრდა ძველი სტილის ბერძნული განხეთქილება,რომელიც ემორჩილება ცენტრს ქვეყნის დედაქალაქში - ათენში, სადაც ელადის ეკლესია სხვათა შორის, იმანაც აღიარა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც კონსტანტინოპოლი და ეხლა უკვე კვიპროსი) გვევლინება სახელმწიფოდ. როგორც ვხედავთ, მათთვის პრეტენზიების გამოთქმის გაცილებით მეტი საფუძველი არსებობს, ვიდრე მერ-ისადმი, რომელიც ამტკიცებს საქართველოს ეკლესიის საზღვრების ხელშეუხებლობას.

* * *

2019 წლის იანვრის ბოლოს, კონსტანტინოპოლის ეკლესიის დელეგაცია ეწვია თბილისს საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების საწარმოებლად. ერთ-ერთი ოფიციალურ თემად განხილული იყო საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინული სქიზმის "მეუ"-ს აღიარების საკითხი, რომელსაც პატრიარქმა ვარფოლომეიმ ავტოკეფალიის ტომოსი გასცა წინა დღეს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინული ავტოკეფალიის მთავარი იდეოლოგი გალელი მიტროპოლიტი ემანუელი.

ქართულ ეკლესიაში მიღებული არაოფიციალური ინფორმაციით, ფანარიოტებმა მიანიშნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გაიზიარებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, მაშინ კონსტანტინოპოლსადმი აფხაზი სქიზმატების თხოვნას მიეცემა მსვლელობა... შანტაჟის შესახებ ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია მისი არაოფიციალური ხასიათის გამო. თუმცა, ამ ჭრილში ლოგიკური ხდება ფანარიონის სასულიერო პირის ქმედებები აფხაზეთში, - იერარქისადმი რაიმე სანქციის არარსებობა. და ისიც ცხადი ხდება, უკვე რვა წლის განმავლობაში რატომ დევს ფანარიონზე ოფიციალური პასუხის გარეშე ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ პატრიარქ ვარფოლომეისადმი მიმართვა, რომელიც რჩება „თოფად კედელზე“ - ან მარტივად რომ ვთქვათ, შანტაჟის იარაღად....

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მართალია თუ არა პატრიარქი ვარფოლომეი, როცა ამბობს რომ ფანარიონის პირველობის ეჭვის ქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მართლმადიდებლობას?
დიახ, ფანარიონი პირველია - და ამაზე ვერც იკამათებ
22%
არა, ეკლესიაში პირველი - მხოლოდ ქრისტეა
78%
ჩემთვის სულერთია ფანარიონის განცხადებები
0%
სულ ხმა მისცა: 9

არქივი

Система Orphus