რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს?

14 მაისი 2023 11:05
2217
რეიდერები ბოიარკიდან  კარგ ურთიერთობაში მყოფ ეკლესიების წინამძღვრებთან და იერარქებთან ერთად, რომლებმაც აღიარეს მეუ. ფოტო: СПЖ რეიდერები ბოიარკიდან კარგ ურთიერთობაში მყოფ ეკლესიების წინამძღვრებთან და იერარქებთან ერთად, რომლებმაც აღიარეს მეუ. ფოტო: СПЖ

ბოიარკაში მიტაცების დრო ჩვენ ვნახეთ საჭრელები, ძალაყინი, ცრემლსადენი გაზი, ძალადობა. ამ ბანდიტიზმის ორგანიზატორი კი არის კლირიკოსი, რომელიც ახლოსაა ბერძენ-წინამძღოლებთან.

2023 წლის 6 მაისს ბოაიარკაში კიევთან მეუ-ს მომხრეებმა ძალით მიიტაცეს უმე-ს მიქაელის სახელობის ტაძარი. კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული ცრემლსადენი გაზი, ერისკაცები და მღვდელი ცემეს, ხოლო დედაომ სერიოზული ტრავმები მიიღეს. ამ ბანდიტიზმს ხელმძღვანელობდა მეუ-ს ვიწრო წრეებში ცნობილი „მღვდელი“ ვასილი ლილო. ბოიარკა არის კიევის ოლქი, ანუ „კიევის მიტროპოლიტ“ ეპიფანე დუმენკოს მოქმედების ზონა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ლილოს მიტაცება მასთან იყო შეთანხმებული.

ჩამსხვრეული ფანჯრებისა და მეუ-ს შესახებ

ალბათ, ყველასთვის არის ცნობილი „ჩამხვრეული ფანჯრის ეფექტი“: თუ სახლში ფანჯარას გატეხავ და უმალვე არ ჩასვამ, ძალიან მალე ჩაიმსხვრევა და განადგურდება მთელი სახლი. ეს ეფექტი ვლინდება არა მხოლოდ შუშასთან და სახლთან დაკავშირებით, არამედ უფრო გლობალური თვალსაზრისით - თუ ბოროტებას დროულად არ შეაჩერებ - ის უსასრულობამდე გაიზრდება. რაღაც მსგავსს ვაკვირდებით მეუ-თან მიმართებაშიც. ამ სტრუქტურის წარმომადგენელთა ბოროტება იზრდება ყველაფრის დაშვებადობის პირდაპირპროპორციულად, რომელ ატმოსფეროშიც ხდება უმე-ს ტაძრების მიტაცება.

მოცემული მომენტისთვის, შეიძლება სევდანარევად იმის კონსტატაცია, რომ ძალადობა და სიძულვილი ხდება მეუ-ს განმასხვავებელი შტრიხი და მახასიათებელი. და თუ მის მომხრეებს დროულად არ გავაჩერებთ, მაშინ ისევე როგორც ჩამსხვრეული ფანჯრის შემთხვევაში, შეიძლება მთელი სახლი დაინგრეს. ჩვენს შემთხვევაში - მთელი უკრაინის საზოგადოება. თუმცა, ცხადია, უკრაინის ხელისუფლება არ აპირებს მათ გაჩერებას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალადობა უმე-თან მიმართებაში მხოლოდ გაიზრდება.

 საკვირველი გვერდითაა?

ადრე, უმე კს-ს წარმოქმნის პირველ ხანებში, ცნობები უმე-ს ტაძრების ძალადობრივი მიტაცებების შესახებ, განსაკუთრებით რკინის საჭრელის გამოყენებით, გაკვირვებას კი არა, შოკს იწვევდა. დღეს ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს, როცა მეუ-ს წარმომადგენლები მოდიან მართლმადიდებლურ ტაძრებთან ძალაყინებით, დიდი უროთი, ტარანითა და რკინის საჭრელებით. ეს არის ყოველდღიურობა, რომელსაც შეეჩვივნენ უკრაინის მართლმადიდებელი ქრისტიანები. ისინი ჯერჯერობით ვერ შეეჩვივნენ ცრემლსადენ გაზს და ერისკაცებისა და სასულიერო პირების სასტიკ დარბევებს. თუმცა, ივანო-ფრანკოვოს საკათედრო ტაძრისა და უმე-ს ტაძრის მიტაცება ბოიარკაში გვიჩვენებს, რომ დუმენკოს მომხრეებში ცრემლსადენი ან ნერვულ-პარალიტიკური გაზის ბალონები საეკლესიო რეიდერის ინსტრუმენტების სტანდარტულ კომპლექტში შედის.

ასევე უკრაინელ ხალხს თანდათან აჩვევენ იმას, რომ უმე-ს მორწმუნეებისა და სასულიერო პირთა წინააღმდეგ შეიძლება ძალადობის გამოყენება.

ჩერნოვიცში ეპისკოპოს ნიკიტას და ბოიარკაში მღვდლისა და მისი მეუღლის ჩემა ამის ნათელი დასტურია.

საკვირველია სხვა რამ - რეიდერების მოქმედებებს ბოიარკაში ხელმძღვანელობდა მეუ-ს „მღვდელი“ ვასილი ლილო. იტყვით, რა არის ამაში გასაკვირი, თუ მისი კოლეგები აქტიურად მონაწილეობენ მიტინგებში ლავრასთან ან დაკავებულნი არიან საეკლესიო მოროდიორობით დასავლეთ უკრაინაში? თუმცა, საქმე იმაში როდია, რომ ლილო არაა მეუ-ს რიგითი წევრი, არამედ არის მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციონერი.

ის არის „პროტოდიაკონ“ ვასილი დიდორისა და „ეპისკოპოს“ ევსტრათი ზორიას ახლო მეგობარი. ჯერ კიდევ უმე კს-ში ყოფნისას, ლილო მათთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგალითად, ავსტრალიაში.

შემდეგ, როცა მისმა მეგობრებმა უღალატეს დენისენკოს, ლილო მათთან ერთად დუმენკოსთან გადავიდა. და გააგრძელა საზღვარგარეთ სიარული ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების შემადგენლობაში. აი, ვასილი ლილოს ფოტო პატრიარქ ბართოლომეოსთან ერთად ფანარიონზე.

რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს? - სურათი 1

აი, ვასილი ლილოს ფოტო აშშ-ში ფანარიონის არქისაეპისკოპოსოს მეთაურ ელპიდოფორთან ერთად.

რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს? - სურათი 2

აი, ლილო მეუ-ს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ესაუბრება კვიპროსის ეკლესიის მეთაურს არქიეპისკოპოს გიორგის.

რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს? - სურათი 3

აი, ლილოს ურთიერთობა ალექსანდრიის პატრიარქთან თეოდორთან.

აი, ვ.ლილო მსახურობს ელადის ეკლესიის წინამძღოლთან იერონიმესთან ერთად.

რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს? - სურათი 4
რეიდერი ბოიარკადან ბერძენი წინამძღოლების მეგობარი აღმოჩნდა: რას ნიშნავს ეს? - სურათი 5

ის ხშირად „თანამსახურობს“ დუმენკოსთან, იღებს მონაწილეობას იქ „სინოდალურ“ კომიტეტებსა და სხდომებში. ბოიარკაში ტაძრის მიტაცების წინ ლილო იმყოფებოდა ათონის წმინდა მთაზე, სადაც ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქობდა იმ მონასტრების იღუმენებთან, რომლებიც დუმენკოს არ თვლიან ერისკაცად. რას ნიშნავს ეს? როგორც მინიმუმ, სამ რამეს.

  1. ლილო მოქმედებს არა თავისი ნებით. წარმოადგენს რა პირს, რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა მეუ-ს ზედა ეშელონებთან, ის ალბათ, თავის საქციელს ათანხმებს ეპიფანესთან.
  2. ლილო გრძნობს დაუსჯელობას. ის დარწმუნებულია, რომ მის უკან არის დუმენკო, ანუ -ძალა. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი შედეგები მისთვის არაა და არც იქნება.
  3. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ლილოს რეიდერობის გამო  მორალური პასუხისმგებლობა აკისრია ფანარიონის, ელადის, კვიპროსისა და ალექსანდრიის ყველა იმ იერარქს, რომლებიც მასთან ერთად მსახურობენ, ურთიერთობენ და იღებენ მას მღვდლის და არა საეკლესიო მოროდიორისა და ბანდიტის სახით.

მართლაც, თუ ვასილი ათონზე ან სტამბულში  ჩავიდა და მას კარისკენ მიუთითეს, იმის განხცადებით, რომ არ სურთ ურთიერთობა ეკლესიის მდევნელებთან (იმათთვის, ვინც ცნო მეუ, მიტროპოლიტი ონუფრი და უმე აღარ არსებობს), შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ათონელი და ფანარიოტი არ უჭერს მხარს უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების მოქმედებებს. თუმცა, ვასილისთვის ეს არავის უთქვამს. პირიქით: მას ეამბორებიან, მსახურობენ და ფოტოსურათებს იღებენ, ამით გამოხატავენ რა მხარდაჭერას ყველა მისი ქმედების მიმართ.

ლილო და ყველა დანარჩენი

საქმე იმაშია, რომ ძალადობა, უხეშობა და ადიქტური საქციელი მეუ-ში დიდი ხანია ინერგება და ლილოც მათგან იღებს მაგალითს.

ასე, მაგალითად, 2017 წელს მაშინ ჯერ კიდევ უმე კს-ს „მღვდელი“ ალექსანდრე დედიუხინი ამბობდა, რომ „მშვიდობაზე ჩვენი ლოცვის შემდეგ პეტერბურგში მეტრო აფეთქდა“. მისი სიტყვებით, „აგრესორისთვის პატიება ნიშნავს 12 გრამი სიყვარულის გაგზავნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში“. ის უმე-ს მორწმუნეებს უწოდებდა „მოსკოველ ვამპირებს“ და სწორედ ის ფანარიონის მეთაურმა დააჯილდოვა თვლიანი ჯვარით, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნებულმა „ჯვაროსანმა“ მოყვა ანეგდოტი „მამაო ჩვენოს“ ლოცვაზე. შეიძლევა ითქვას, რომ დედიუხინი არის კაცუნა და მისი საქციელი არაფერს ამბობს მეუ-ს ხელმძღვანელობის პოზიციაზე. თუმცა, ეს ასე არაა.

მაგალითად, უმე-ს ყოფილმა მიტროპოლიტმა ალექსანდრე დრაბინკომ პირადად მოახდინა ინიცირება, მოაწყო და უხელმძღვანელა კიევის ოლქში უმე-ს ტაძრების მეუ-ს დაქვემდებარებაში „გადასვლას“. ამასთან, დრაბინკოს „აქტივისტები“ მოდიოდნენ მორწმუნეებთან ცეცხლსასროლი იარაღით და არა მხოლოდ რკინის საჭრელით. თუმცა, დრაბინკო არაა მეუ-ს მეთაური, ის ამ სტრუქტურის საშუალო რგოლის ერთ-ერთი ფუნქციონერია. და ვინ არის ეპიფანე დუმენკო?

„მწყემსის“ მაგალითი

დუმენკო კი, როგორც მისი სამწყსოს „მწყემსი“ გვიჩვენებს მაგალითს. ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს მისი ხელქვეითების აგრესია, ის მათ მხოლოდ ახალისებს ყოველმხრივ. ეპიფანე უმე-ს მორწმუნეებს უწოდებს „პარაზიტებსა“ და კოლაბორანტებს. ყველაზე მთავარი კი სიტყვები როდია. ის თავისი ქმედებებით აჩვენებს მისი სტრუქტურის წევრებს, რომ სრულად უჭერს მხარს მათ ძალადობრივ მოქმედებებს უმე-ს მორწმუნეებთან მიმართებაში.

მაგალითად, მან ქალაქ ივანო-ფრანკოვოს მერი რუსლან მარცინკივი დააჯიდლოვა „უკრაინისადმი სიყვარულისა და თავგანწირვის“ მედალით. შეგახსენებთ, რომ მარცინკივი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ივანო-ფრნაკოვოს უმე-ს საკათედრო ტაძრის მიტაცებას, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა ნერვულ-პარალიტიკური გაზი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მედლია არის იმის მკაფიო და არაორაზროვანი მტკიცებულება, რომ „სწორი გზით მიდიხართ, მეგობრებო“.
შეჯამებისას, შეიძლება ითქვას, რომ ვასილი ლილოს მოქმედებები ბოიარკაში არის არა გამონაკლისი, არამედ ქცევა, რომელიც უკვე წესად იქცა მეუ-ში. ლილო არის აისბერგის მწვერვალი, რომლის დიდი ნაწილიც იმათ თავებსა და გონებაში იმალება, ვინც ხელმძღვანელობს მეუ-ს.

                                                                ***

ამავე დროს, პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ დუმენკოს, ზორიას, დრაბინკოსა და სხვებს, არამედ ყველა იმათ, ვინც მხარს უჭერს და აღიარებს მათ კანონიერი მღვდელმთავრების სახით. ფანარიონისა და ფანარიოტების, ბერძნების, კვიპროსელებისა და ალექსანდრიელების სინდისზეა იმ მორწმუნეთა ცრემლი და ტირილი, ვინც დაკარგა თავისი ტაძრები და ლოცულობს ღია ცის ქვეშ ან კერძო სახლებში. ჩვეულებრივ, დუმილი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უმე აღმოჩნდა არის უკვე ცუდი, ხოლო იმათთან სასიხარულო შეხვედრები, ვინც ამ სიტუაციას ქმნის არის დანაშაული.

რასაკვირველია, გვინდა გვწამდეს, რომ სინდისი ფანარიოტებს „იმდენად“ გაიღვიძებს, რომ ისინი აიმაღლებენ თავიანთ ხმას და ეპიფანე დუმენკოს ეტყვიან, რომ ისინი ხმას იმაღლებენ და ეტყვიან ეპიფანე დუმენკოს, რომ შეუძლებელია მიიტაცო და დაამახინჯო ტაძრები. თუმცა, „ჩამსხვრეული ფანჯრის ეფექტი“, მასზე იმედები სულ უფრო მცირე ყოველდღიურად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ