ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებები: კიდევ ერთი კვანძი განხეთქილებაში

05 დეკემბერი 2022 14:36
2864
ცნობენ თუ არა მართლმადიდებლობაში მიტროპოლიტ ლეონიდესთვის წოდების ჩამორთმევას, რომელიც ალექსანდრიის ეკლესიის მიერ იქნა განხორციელებული? ფოტო: СПЖ ცნობენ თუ არა მართლმადიდებლობაში მიტროპოლიტ ლეონიდესთვის წოდების ჩამორთმევას, რომელიც ალექსანდრიის ეკლესიის მიერ იქნა განხორციელებული? ფოტო: СПЖ

ალექსანდრიის ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება პატრიარქ კირილეს სახელის მოხსენიებისა და კლინელი მიტროპოლიტ ლეონიდესთვის წოდების ჩამორთმევის შესახებ. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილებები მართლმადიდებლური ეკლესიისთვის?

2022 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ღვთისმსახურებისას პატრიარქ კირილეს სახელის მოხსენიების შეჩერებისა და ასევე აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის მეთაურის კლინელი მიტროპოლიტ ლეონიდესთვის მსახურების აკრძალვის თაობაზე. ეს გადაწყვეტილებები ნაკარნახევი იყო სურვილით „მომხდარიყო დაპირისპირება რმე-ს უკანონი შეჭრასთან“ ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში. მოცემული მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ მათ გააღრმავეს ის კრიზისი, რომელიც უკვე არსებობს ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის. თუმცა, ახდენენ თუ არა ისინი გავლენას მსოფლიო მართლმადიდებლობაზე?

პრობლემის წინაპირობა

2018 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შეთანხმების გარეშე მოახდინა უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების ლეგიტიმაცია, შექმნა რა მეუ. ფანარიონის ეს ნაბიჯი რმე-ს სამღვდელოების მეთაურთა მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის აქტი. ამასთან დაკავშირებით რმე-ს სინოდმა განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ცხადი გახდა, რომ მეუ-ს ტომოსმა გამოიწვია მსოფლიო მართლმადიდებლობის სერიოზული კრიზისი, ხოლო თავად ფანარიონის გადაწყვეტილება აღქმულ იქნა კრიტიკულად სხვა ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენლის მიერ.

ჩვენი სტატიის კონტექსტში საჭიროა შეხსენება, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორმა თავიდან გამოთქვა უმე-სა და მისი კანონიკური წინამძღოლის უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის მხარდაჭერა.

თუმცა, რაღაც დროის მერე ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა მოიხსენია ეპიფანე დუმენკო ღვთისმსახურების დროს, რაც აღქმულ იქნა, როგორც ღალატი - როგორც მორწმუნეების, ასევე უმე-ს მღვდელმთავართა და რმე-ს მხრიდან. რუსეთის ეკლესიის სინოდმა განაცხადა პატრიარქ თეოდორთან ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება „სიმეტრიული პასუხის“ შესახებ, შეექმნა რა რმე-ს საეგზარქოსო აფრიკაში.

ამ სტრუქტურას სათავეში ჩაუდგა კლინელი მიტროპოლიტი ლეონიდე (გორბაჩოვი), ხოლო მის მთავარ წარმომადგენლებად აფრიკის კონტინენტზე გახდნენ მღვდლები გიორგი მაქსიმოვი და ანდრეი ნოვიკოვი.

საკმაოდ მოკლე დროში ეგზარქატში გადავიდა ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდლების დიდი რაოდენობა, რამაც აიძულა ამ ეკლესიის სინოდი თავიდან აეკრძალათ მაქსიმოვისა და ნოვიკოვისთვის მსახურება, ახლა კი გაეწყვიტათ ევქარისტული ურთიერთობა რმე-თან, გზადაგზა „ჩამოართვეს რა წოდება“ მიტროპოლიტ ლეონიდეს. როგორც ჩანს, მეუ-ს ცნობის მომენტიდან ალექსანდრიის ეკლესია გახდა პირველი ეკლესია, რომელმაც ევქარისტული ურთიერთობის გაწყვეტაზე პასუხად რმე-ს მხრიდან გააკეთა იგივე. რას ნიშნავს ეს?

განხეთქილებიას გაფორმება

უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ მეუ-ს შექმნამ, როგორც მინიმუმ სერიოზული კრიზისი გამოიწვია მსოფლიო მართლმადიდებლობაში. უფრო მეტიც, ეკლესიების ბევრმა იერარქმა და წინამძღოლმა ჩათვალა და თვლის, რომ „უკრაინული ავტოკეფალიის“ ბოძებამ და მასზე რეაქციამ რმე-ს მხრიდან გამოიწვია მართლმადიდებლობის ფაქტიური განხეთქილება. ჟღერდა სიტყვები იმის შესახებ, რომ მეუ-ს გამო ეკლესია დაიყო ორ პირობით ბანაკად - „ბერძნულად“ და „სლავურად“. იმავე დროს ბერძნულენოვან ეკლესიებში ყველამ როდი დაუჭირა მხარი ფანარიონის გადაწყვეტილებას (მაგალითად, ალბანეთის ეკლესიამ, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქოებმა). თავის მხრივ, პატრიარქი ბართოლომეოსი მტკიცედ უარყოფს მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილების არსებობას, მიუთითებს რა იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა სხვა ეკლესიებთან ცალმხრივი წესით. თითქოს, „მართალია, პატრიარქი კირილი არ მოგვიხსენიებს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ხომ მოვიხსენიებთ მას და გამოდის, განხეთქილება არაა“.

თუმცა, ალექსანდრიის ეკლესიის გადაწყვეტილება რმე-ს წინამძღოლის სახელის ღვთისმახურებისას დიპტიხებში მოხსენიების შეჩერების შესახებ მკაფიოდ და ორაზროვნად მეტყველებს იმაზე, რომ ახლა განხეთქილება იქცა რეალობად, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. როგორც მინიმუმ, რუსეთის და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის განხეთქილება გაფორმდა და დოკუმენტურად იქნა აღბეჭდილი. მეორე საკითხია, როგორ აისახება ეს მსოფლიო მართლმადიდებლობაზე?

ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ალექსანდრიის სინოდის გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იქნება ფანარიონზეც. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ მხარდაჭერის სიტყვებს გამოთქვამენ ის ეკლესიებიც, რომლებმაც უკვე ცნეს მეუ- ბერძნული და კვიპროსის ეკლესიები. თუმცა, შემოიფრაგლებიან თუ არა ისინი მხოლოდ სიტყვებით ან მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს, გაწყვეტენ რა ურთიერთობას რმე-თან? ალბათ, არა. თუმცა, დათანხმება პატრიარქ კირილის მოქმედებების განხილვაზე სრულიად დასაშვებია. საქმე იმაშია, რომ პატრიარქი თეოდორე ადრეც საუბრობდა რმე-ს მეთაურზე სასამართლოსთვის „პენტარქიის კრების“ ინიცირებაზე აფრიკაში მოსკოვის მიერ ეგზარქატის დაარსების გამო. თუმცა, ერთი წლის ამ „კრებას“ ფაქტიურად ბოიკოტი გამოუცხადეს ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა. ახლა,  უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტუაცია სხვაგვარია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატრიარქი თეოდორე მიმართავს პატრიარქ  ბართოლომეოსს თხოვნით მოიწვიოს კრება, რომელიც დაკავდება ზოგადად რმე-ს და კერძოდ კი, პატრიარქ კირილის საქმიანობის შეფასებით. მითუმეტეს, რომ წინაპირობები ასეთი კრების მოწვევისთვის უკვე არის ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაში, სადაც საუბარია „რუსული მშვიდობის“ პოლიტიკური და ეკლეზიოლოგიური თეორიების განხილვის თაობაზე „ეთნოპოლიტიკური ნიშნის“ მიხედვით.

 იქნება თუ არა „სასამართლოები“ პატრიარქ კირილთან დაკავშირებით - ღია საკითხია, მაგრამ ის, რომ მართლმადიდებლური ერთიანობის განხეთქილება გაფორმდა, შეიძლება უკვე ახლა იქნეს აღიარებული. ასეთი განხეთქილების ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ალექსანდრიელთა გადაწყვეტილება მიტროპოლიტ ლეონიდესთვის წოდების ჩამორთმევის თაობაზე.

წოდების ჩამორთმევა და მისი შედეგები

სინოდის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრიის ეკლესიამ“ καθαίρεση από του υψηλού υπουργήματος της Αρχιερωσύνης του τέως»,   რაც შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც „დაადგინა უმაღლესი მღვდელმთავრის ღირსება ჩამოართვას (აყაროს) ყოფილ კლინელ მიტროპოლიტ ლეონიდეს. ერთი სიტყვით, ალექსანდრიის ეკლესიისთვის მიტროპოლიტი ლეონიდე ეპისკოპოსი აღარაა.

თავად აფრიკის ეგზარქოსმა ამ გადაწყვეტილების კომენტარი გააკეთა მისთვის დამახასიათებელ დიპოლომატიურ სტილში, უწოდა რა პატრიარქ თეოდორეს „განხეთქილებაში მყოფი“, რომელიც „გაეცნო რა მისი ცელქობების დასტას, რომელიც მას შესთავაზა უუს-ცსს, უცებ მკვეთრად გამოუცხადა მხარდაჭერა თურქ ოფიცერ ბართოლომეოსს, ამით გაამართლა რა დონბასის მოსახლეობის, ასეულობით ათასი მსხვერპლის, ქალების, ბავშვების, მოხუცეების გენოციდი“.

ამ ემოციური სიტყვიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მიტროპოლიტი ლეონიდე თავს არ ცნობს წოდებაჩამორთმეულად. თუმცა, როგორ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო მართლმადიდებლობა და საერთოდ, აქვს თუ არა უფლება ერთ ადგილობრივ ეკლესიას წოდება ჩამოართვას  სხვა ადგილობრივი ეკლესიის იერარქს?

ისტორიისთვის ცნობილია ასეთი შემთხვევები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს განმანათლებელ იოანე ოქროპირის მაგალითი, რომელსაც წოდება ჩამოართვა ალექსანდრიის პირველმა იერარქმა თეოფილემ, განამტკიცა რა ეს გადაწყვეტილება „მუხის ქვეშ კრებაზე“. გარდა ამისა, შეიძლება გავიხსენოთ, რომ პატრიარქ ნესტორსაც ჩამოართვეს წოდება და გადასცეს ანათემას ალექსანდრიელი განმანათლებლის კირილის ინიციატივით. ასე რომ ალექსანდრიის ეკლესიის სინოდს ახალი არაფერი მოუგონია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრიის პატრიარქი ამ დრომდე ატარებს „მსოფლიო მსაჯულის“ ტიტულს.

მეორე საკითხია, თუ როგორ მოახდენენ რეაგირებას კლინელი მიტროპოლიტის კირილეს გადაწყვეტილებაზე ადგილობრივი ეკლესიები? მოციქულთა მე-11 წესი ამბობს, რომ „თუ ვინმე, ეკუთვნის რა დასს, დასისგან განდევნილთან ილოცებს: დაე, თვითონაც იქნეს განდევნილი“. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელმა შეიძლება უარი თქვას მიტროპოლიტ ლეონიდესთვის თანამსახურებაზე. და საქმე ეხება არა ბერძნულ, კვიპროსის ან კონსტანტინოპოლის ეკლესიებს (მათთან მეუფე ლეონიდე მაინც არ წირავს), არამედ სხვა „ბერძნულ“, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალბანეთის ეკლესიებს. ასევე დიდი ალბათობით, მიტროპოლიტ ლეონიდესთან თანამსახურებაზე უარს იტყვიან რუმინელები და ქართველებიც.

მეორეს მხრივ, ერისკაც სერგეი დუმენკოს მოხსენიებით, თავად პატრიარქი თეოდორე სრულად ხვდება ამ წესის ქვეშ, არაფერს ვამბობთ რა ფანარიონის მეთაურისა და ელადის წინამძღოლის მასთან ერთობლივ თანამსახურებაზე. ამიტომაც ამჟამინდელი კანონიკური სიტუაცია ეკლესიაში უკიდურესად ჩახლართულია.

                                                             *****

ამდენად, ალექსანდრიის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებმა განხეთქილება განამტკიცეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში და შექმნეს დამატებითი პრობლემები არსებული კრიზისიდან კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებისთვის. მისთვის ბიძგსა და მთავარ მიზეზს წარმოადგენდა მეუ-ს ტომოსი, რომელიც ფანარიონის მიერ იქნა ბოძებული, ხოლო დანარჩენი - მხოლოდ შედეგია. ძნელი არაა მივხვდეთ, რომ სიტუაცია ყოველდღიურად გაღრმავდება და კიდევ უფრო რადიკალური გახდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მართლმადიდებლური ეკლესიის საბოლოო და შეუვალი დაყოფა ორ ბანაკად, რომელთაგან თითოეული თავს კანონიკურად და ჭეშმარიტად მიიჩნევს, ხოლო თავის მოწინააღმდეგეებს - მადლის არმქონე განხეთქილებაში მყოფებად. ამ სიტუაციიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამოსავალი - მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა არა გეოპოლიტიკურ, არამედ ეკლეზიოლოგიურ და კანონიკურ ველში. თუმცა, უნდა მოხდეს იმის კონსტატაცია, რომ სამწუხაროდ, წინაპირობები ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჯერჯერობით, არ არსებობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ